საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

საქართველო ცვალებად გარემოში - დისკუსია თსუ-ში
განახლებულია: 2017-02-24 16:54:00
საქართველო ცვალებად გარემოში - ამ სახელწოდებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო დისკუსია მიმდინარეობს. განხილვის ძირითადი თემა საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები, საგარეო ურთიერთობები და პოლიტიკურ-ეკონომიკური გამოწვევებია. დისკუსიაში მონაწილეობენ სტუდენტები, პოლიტიკოსები და ლექტორები. ღონისძიება  ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ინიციატივით მოეწყო. ფონდი დღესვე რამდენიმე სტუდენტს ფულად პრემიას გადასცემს. 
წაკითხვა
აქცია პარლამენტის შენობასთან - რა გააპროტესტეს ენმ-ის წევრებმა და მხარდამჭერებმა
განახლებულია: 2017-02-24 16:17:00
ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროეტის წინააღმდეგ აქცია გაიმართა პარლამენტის შენობის წინ. "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა მოსმენების შესახებ კანონპროექტის ხარვეზებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ამით მოქალაეების უფლებები ირღვევა. შეკრებილებმა ხელისუფლებას ადამიანების უკანონო მოსმენების შეწყვეტისკენ მოუწოდეს. 
წაკითხვა
დაპირისპირება პარლამენტში - ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონპროექტთან დაკავშირებით კამათი მუხლობრივ განხილვას მოჰყვა
განახლებულია: 2017-02-24 16:15:00
ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში. ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონპროექტთან დაკავშირებით კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. კამათი დეპუტატებს შორის მუხლობრივ განხილვას მოჰყვა. პროტესტის ნიშნად "ევროპულმა საქსრთველომ" სხდომათა დარბაზი დატოვა. შესვენების შემდეგ ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონპროექტის განხილვა ისევ განახლდა. 
წაკითხვა
ოპოზიციის მოთხოვნა ნაზღაიძის ოჯახისთვის კომპენსაციის გადაცემის საკითხზე - რატომ არ მივიდა თბილისის მერი სხდომაზე
გამოქვეყნებულია: 2017-02-24 15:53:00
გაუქმდეს ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის კომპენსაციის გადაცემის განკარგულება და შეიცვალოს კომპენსაციის გაცემის წესი. სწორედ  ამ ორ საკითხზე მსჯელობენ საკრებულოს სხდომაზე. ოპოზიციის მოთხოვნა, დავით ნარმანიასთან შეხვედრასთან დაკავშირებით,  მერმა არ დააკმაყოფილა. საკრებულოს უმრავლესობა ოპოზიციას საქმის პოლიტიზებაში ადანაშაულებს.
წაკითხვა
კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო საბჭო საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს
გამოქვეყნებულია: 2017-02-24 13:24:00
კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო საბჭო მომავალ კვირას საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.საქმე ეხება მაჟორიტრარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით მათი ინიციატივის პარლამენტში კენჭისყრაზე დაყენების საკითხს.როგორც საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა მამუკა კაციტაძემ განმარტა, კანონის მიხედვით, სარჩელის შეტანის უფლება აქვს სახალხო დამცველის აპარატს, დეპუტატთა 1|5-ს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას. აქედან გამომდინარე, საბჭო სწორედ მათ მიმართავს ოფიციალურად, რათა გადადგან შემხვედრი ნაბიჯი.კაციტაძის განცხადებით, ისინი ამით აიძულებენ პარლამენტს, რომ პასუხი გასცეს 200 000 მოქალაქეს საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით.
წაკითხვა
მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემულ თანხასთან დაკავშირებით, ოპოზიცია საკრებულოში თბილისის მერის მისვლას ითხოვს
განახლებულია: 2017-02-24 12:29:00
ოპოზიცია საკრებულოში კვლავ დედაქალქის მერს იბარებს. უმცირესობაში დავით ნარმანიასთან კითხვები მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემულ ქონებათან დაკავშირებით აქვთ. საკითხს კიდევ ერთხელ დღევანდელ სხდომაზე დააყენებენ. ოპოზიცია თბილისის მერს ერთკვირიან ვადას აძლევს, თუ ამ პერიოდში საკრებულოში არ გამოცხადდება და დასმულ შეკითხვებს არ უპასუხებს, მისი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ. 
წაკითხვა
რას გულისხმობს ინიციატივა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, რომელიც ენმ-მ ომბუდსმენს გააცნო
გამოქვეყნებულია: 2017-02-24 12:22:00
ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონპროექტთან დაკავშირებით ომბუდსმენს საკუთარი ინიციატივა გააცნეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა. საუბარია ორი გასაღების პრინციპზე, რომელიც დამოუკიდებელ,ასევე სასამართლო უწყებას უნდა ჰქონდეს, ასევე ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ სახალხო დამცველს და 2 დეპუტატს უნდა ჰქონდეს მონიტორინგის უფლება. შეხვედრის დასრულების შემდეგ უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ მოისმინა აღნიშნული ინიციატივა, გარკვეული შენიშვნები გააჩნია, თუმცა საერთო ჯამში მიიჩნევს,  რომ აღნიშნული ინიციატივა მისაღებია.
წაკითხვა
ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტს პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს
განახლებულია: 2017-02-24 12:14:00
ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტს პარლამენტი მეორე მოსმენით დღეს განიხილავს. ასევე, იმსჯელებს ალტერნატიულ წინადადებაზე, რომელიც "ევროპულმა საქართველომ" მოამზადა. პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ე.წ. მოსმენების კანონპროექტს მუხლობრივად განხილავენ. ნოდარ ჩაჩუა დეტალებით. 
წაკითხვა
ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტთა პაკეტის განხილვისას
გამოქვეყნებულია: 2017-02-24 10:11:00
ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტთა პაკეტის განხილვა ხმაურის ფონზე წარიმარტა. ეკა ბესელია და თინათინ ბოკუჩავა დაუპირისპირდნენ. კომიტეტის თავმჯდომარემ მანდატურებს დეპუტატის სხდომის დარბაზიდან გაეყვანა მოსთხოვა. კანონმდებლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება პლენარულ სხდომაზე დაიწყო და დღის ბოლოს საკომიტეტო მოსმენაზე გაგრძელდა. 
წაკითხვა
1921 წელს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით პარლამენტში ღონისძიება გაიმართა
განახლებულია: 2017-02-23 20:37:00
საქართველოში 96 წლის წინ განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს იხსნებენ. პარლამენტში 1921 წელს საბჭოთა არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა შთამომავლებს უმასპინძლეს. გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის შემდეგ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. თებერვლის პირველ ნახევარში დაწყებული მოვლენები 25 თებერვალს კოჯორ-ტაბახმელასთან გამართული გადამწყვეტი ბრძოლით და ქვეყნის გასაბჭოებით დასრულდა.   
წაკითხვა
უკრაინის ახალი ელჩის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი კიევში ვიზიტს გეგმავს
გამოქვეყნებულია: 2017-02-23 20:35:00
საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინაში ვიზიტს გეგმავს. ინფორმაციას საქართველოში უკრაინის ახალი ელჩი ავრცელებს. დიპლომატმა რწმუნებათა სიგელი, დღეს, პრეზიდენტს გადასცა. იგორ დოლგოვის თქმით, გიორგი კვირიკაშვილი კიევში 27 მარტს გაემგზავრება, მარტში საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის ჩამოსვლაც იგეგმება. დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელობამდე იგორ დოლგოვი უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.  
წაკითხვა
საქართველოს პრემიერმინისტრი სომეხ კოლეგას შეხვდა
განახლებულია: 2017-02-23 20:32:00
საქართველოსა და სომხეთს აქვთ მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური, მეგობრული ურთიერთობა და ჩვენი მომავალი ამ საუკეთესო ტრადიციებზე უნდა ავაშენოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა სომეხ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა. კარენ კარაპეტიანმა გიორგი კვირიკაშვილს მადლობა გადაუხადა მოწვევისთვის. მხარეებმა, პირისპირ შეხვედრისას, სხვადასხვა სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.დღესვე, სომხეთის პრემიერმინისტრი დელეგაციასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო. 
წაკითხვა
საქართველოს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ეწვევა
განახლებულია: 2017-02-23 20:27:00
2-3 მარტს საქართველოს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ეწვევა. ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის უილიამ ლაჰიუს განმარტებით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას შეხვდებიან. ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ კი სამხედრო კომიტეტი ნატო-ს შტაბ-ბინას ინფორმაციას საქართველოს პერსპექტივებისა და სამხედრო ასპექტების შესახებ მიაწვდის. უილიამ ლაჰიუს განცხადებით, 2017 წელი ნატო-საქართველოს ურთიერთობებში აქტიური იქნება. 4 მარტს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი მარიეტ შურმანი ეწვევა. მაისში კი თბილისში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჩამოვა. 3 აპრილს ნატო-ს კვირეული დაიწყება და 11 აპრილს დიპლომატიური ფორმით დასრულდება.ნატო-ს სამეკავშირეო ოფისმა ჟურნალისტებს 2017 წლის ნატო-ს დღის წესრიგიც გააცნო. მაისის ბოლოს ბრიუსელში ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც დაესწრება.მიმდინარე წელს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შავ ზღვაზე პატრულირებისთვის საკუთარ წარმომადგენლობას გააძლიერებს. მულტიეროვნულ ძალებს შავ ზღვაზე რუმინეთი წარუძღვება. რაც შეეხება ნატო-რუსეთის ურთიერთობებს, უილიამ ლაჰიუს განცხადებით, 2014 წლის შემდეგ მხარეებს შორის კონტაქტი მინიმალურია. რუსეთსა და ალიანს შორის მთავარი უთანხმოების საგანი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაა.
წაკითხვა
89 მომხრე - 20 წინააღმდეგი - პარლამენტმა ე.წ ფარული მოსმენების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო
განახლებულია: 2017-02-23 20:24:00
89 მომხრე - 20 წინააღმდეგი: ხმაურიანი განხილვის შემდეგ ფარული მიყურადების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია. კენჭისყრას წინ ისევ ურთიერთბრალდებები უძღოდა. ამჯერად ერთმანეთს ცვლილებათა პაკეტის ერთ-ერთი ავტორი და თინათინ ბოკუჩავა დაუპირისპირდნენ. ეკა ბესელიამ ოპონენტს „უვიცი“ უწოდა. სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ ვითარების განმუხტვა პარლამენტის თავმჯდომარემ სცადა. კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე წვდომა ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს ექნება, რომელიც სუს-ის დაქვემდებარებაში იმუშავებს. პროექტის ამ ნაწილის გარდა, ოპოზიციას შეთავაზებული მოდელის მიმართ სხვა შენიშვნებიც აქვს.   
წაკითხვა
ქართველი მფრინავი კონგოელი ამბოხებულების ტყვეობაშია - ვინ არის სოსო ოსურაული და რა ინფორმაციას ფლობს ქართული მხარე
განახლებულია: 2017-02-23 20:17:00
ქართველი მფრინავი ისევ კონგოელი ამბოხებულების ტყვეობაშია. სოსო ოსურაულის გასათავისუფლებლად ოფიციალური თბილისის მხრიდან უკვე მიღებულია შესაბამისი ზომები. საქართველოს შეირაღებული ძალებიდან ორი წლის წინ წასული მფრინავი კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალებში მსახურობდა. შვეულმფრენი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე მართავდა, ამბოხებულმა ძალებმა ჩამოაგდეს და რამდენიმე მძევალი აიყვანეს. ჯერ დაუდგენელია, ითხოვს თუ არა „ემ 23“-ის სახელით ცნობილი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფება გამოსასყიდს. 
წაკითხვა
საპარლამენტო უმცირესობამ საპროკურორო საბჭოს წევრად ოთარ კახიძე აირჩია
გამოქვეყნებულია: 2017-02-23 18:46:00
საპარლამენტო უმცირესობამ საპროკურორო საბჭოს წევრად ოთარ კახიძე აირჩია.ოთარ კახიძე, დღეს, პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა აირჩიეს. კანდიდატურა კი „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა. კახიძის თქმით, პირველი საკითხი რასაც ის საბჭოს წინაშე დააყენებს, მთავარი პროკურორის გადადგომის საკითხი იქნება. 
წაკითხვა
ვენაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2017-02-23 18:38:00
ვენაში, ჰოფბურგის კონგრესცენტრში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიხსნა. საპარლამენტო ასამბლეის დელეგატებმა პირველი შეხვედრა მუდმივმოქმედ კომიტეტში გამართეს და ზამთრის სესიის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს. მონაწილეებს საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ მიმართა და 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიებს მადლობა გადაუხადა. ზამთრის სესიის განსახილველ საკითხებზე შეფასება საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, გიორგი წერეთელმა გააკეთა. 
წაკითხვა
„თუ ზედმეტებში გადახვალთ, მომიწევს შეგახსენოთ თქვენი ადგილი“- პარლამენტში ერთმანეთს ეკა ბესელია და თინა ბოკუჩავა დაუპირისპირდნენ
გამოქვეყნებულია: 2017-02-23 18:28:00
ე.წ ფარული მოსმენების კანონპროექტის პაკეტის განხილვისას, პარლამენტში ერთმანეთს ეკა ბესელია და თინა ბოკუჩავა დაუპირისპირდნენ. ოპოზიციის დეპუტატები ნდობის ჯგუფის უფლებამოსილების გაფართოებას ახალი სააგენტოს გასაკონტროლებლად ითხოვდნენ. თინა ბოკუცავამ გამოსვლის დროს ეკა ბესელია საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნების უგულვებელყოფაში დაადანაშაულა, რასაც დეპუტატის მწვავე პასუხი მოჰყვა. 
წაკითხვა
საქართველოს პრეზიდენტს უკრაინის ელჩმა რწმუნებათა სიგელი გადასცა
განახლებულია: 2017-02-23 18:23:00
საქართველოს პრეზიდენტს უკრაინის ახალდანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელი გადასცა. ცერემონიის დასრულების შემდეგ მარგველაშვილის პირისპირ შეხვედრა უკრაინელ დიპლომატთან შედგა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობისა და ერთობლივად განხორციელებული პროექტების განვითარების მნიშვნელობას. მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება და უსაფრთხოების გარემო განიხილეს და ერთმანეთთან კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურთიერთპატივისცემა. იგორ დოლგოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის ელჩის რანგში, იგი ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და განმტკიცების საქმეში.
წაკითხვა
ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა
განახლებულია: 2017-02-23 18:08:00
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა. მან ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა. ივანიშვილი საპატრიარქოში დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. მას არც შესვლისას და არც გამოსვლის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია. ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში მეუღლესთან ერთად მივიდა. 
წაკითხვა

უახლესი