საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

მთავრობის სხდომაზე სასჯელაღსრულების სფეროსა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრეს
გამოქვეყნებულია: 2010-02-02 16:18:22
მთავრობის სხდომაზე დღეს სასჯელაღსრულების სფეროში გასატარებელ რეფორმებზე იმსჯელეს - სასჯელაღსრულების სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან გათანაბრება და პენიტენციალურ სისტემაში ადამიანის უფლებებისა და სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ დღეს მინიტრთა კაბინეტს, უწყების მიერ დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით, პროექტი წარუდგინა. სასჯელაღსრულების სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების პარალელურად, მინისტრებმა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც იმსჯელეს. მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა შეაფასა. გილაურის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკაში, მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, პოზიტიური სვლები შეინიშნება. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ გასული წლის მეოთხე კვარტალი, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, პოზიტიური იყო და კრიზისი მეოთხე კვარტალში დასრულებულია.
წაკითხვა
პრეზიდენტი "პირველი კავკასიურის" გათიშვას საერთაშორისო პოლიტიკურ ცენზურად მიიჩნევს
გამოქვეყნებულია: 2010-02-02 16:16:45
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველი კავკასიური არხის გათიშვას საერთაშორისო პოლიტიკური ცენზურის საშიშ პრეცედენტად მიიჩნევს. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა. მისივე თქმით, "პირველი კავკასიურის" ირგვლივ შექმნილი პრობლემები უკვე ქვეყნის ფარგლებს გასცდა. საქართველოს პრეზიდენტი სოლიდარობას უცხადებს არხის თანამშრომლებს, ჟურნალისტებს და მიიჩნევს, რომ ეს არის საერთაშორისო პოლიტიკური ცენზურის ძალიან საშიში პრეცედენტი. პრეზიდენტის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში რუსული არხები მაუწყებლობენ სწორედ დასავლური სატელიტების მეშვეობით. "ჯერ რუსეთში მოხდა თავისუფალი აზრის დაბლოკვა, შემდეგ "გაზპრომმა" მოახერხა დასავლეთში ბევრ მედიასაშუალებაზე კონტროლის მოპოვება, სცადა პარალელური რეალობის შექმნა. ახლა კი, რუსეთის ფარგლებს გარეთაც ხდება ალტერნატიული აზრის დაბლოკვა, რათა "გაზპრომის" პარალელური რეალობა ერთადერთ ჭეშმარიტებად გაასაღონ", - მიიჩნევს პრეზიდენტი. ამასთან, პრეზიდენტი სოლიდარობას უცხადებს არხის ჟურნალისტებს და მათ დამოუკიდებლობის, პროფესიულ საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტიას აძლევს. "გაზპრომთან" კაპიტულაციის ასეთი პრეცედენტის დაშვება, პირველ რიგში, საშიშია თავად ევროპული დემოკრატიისთვის", - მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტი. "პირველი კავკასიური" ფრანგულ კომპანიას პარიზის სასამართლოში უჩივის. რუსულენოვანმა ქართულმა ტელეარხმა, სატელიტზე დასაბრუნებლად, სარჩელი "ეუტელსატის" წინააღმდეგ შეიტანა. პირველი სასამართლო განხილვა უკვე ხუთშაბათისთვის არის დაგეგმილი. თანამგზავრის მფლობელმა ფრანგულმა კომპანიამ "პირველ კავკასიურს" ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში მაუწყებლობა თითქმის 2 კვირაა, რაც შეუწყვიტა. "ეუტელსატის" მიერ ქართულ არხთან კონტრაქტის დარღვევა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ პარიზში გააპროტესტა. "ეუტელსატისა" და საზოგადოებრივი მაუწყებლის დავაში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამავე თანამგზავრის მეშვეობით, ევროპას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მეორე არხები ფარავს. ამჟამად ფრანგული კომპანია ქართულ მხარეს სხვა სიხშირეს სთავაზობს, თუმცა ამ სიხშირით რუსულენოვანი ტელეარხი ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის დაფარვას ვერ შეძლებს. ფრანგული "ეუტელსატის" მიერ პირველი კავკასიურის თანამგზავრიდან გათიშვის ფაქტს დასავლური მედია ეხმაურება. ვრცელ სტატიას ამასთან დაკავშირებით New York Times-ი აქვეყნებს. "საქართველოს რუსულენოვანი ტელევიზია რუსულ კომპანიას მაუწყებლობის დაბლოკვაში ადანაშაულებს. რუსეთის ქმედებები სიხშირის დაბლოკვასთან დაკავშირებით ძალიან ჰგავს კატა-თაგვობანას თამაშს, რომელიც ასე უყვარდათ საბჭოთა კავშირში", - წერს გამოცემა. სტატიაში კომპანია "ეუტელსატის" წარმომადგენლის კომენტარიცაა. კომპანიის პრესმდივანი ამბობს, რომ მათ საქართველოს მაუწყებლობისთვის სხვა თანამგზავრი შესთავაზეს. სტატიაში ქართული მხარის განცხადებებზე "გაზპრომ მედიას" წარმომადგენლები პასუხობენ. კომპანიის წარმომადგენელი ირინა ზემკოვა ამბობს, რომ "გაზპრომ მედიას" მთავარი მიზანი პირველი კავკასიურის მაუწყებლობის ჩახშობა არ ყოფილა. "კონტრაქტი "ეუტელსატთან" პოლიტიკური მიზნების გარეშე დავდეთ. ჩვენ ახალი სპექტრის სიხშირეების გამოყენებას ჯერ არ ვაპირებთ, თუმცა მოგვიანებით მათი დახმარებით ახალ პროდუქტს წარმოვადგენთ", – ამბობს "ნიუ იორკ თაიმსთან" ი
წაკითხვა
პარლამენტის ბიურომ ახალი ინიციატივები განიხილა
გამოქვეყნებულია: 2010-02-02 16:12:52
საქართველოს პარლამენტმა საგაზაფხულო სესია ბიუროს სხდომით გახსნა. სხდომაზე დეპუტატებმა ახალი ინიციატივები განიხილეს, რომლის მიხედვითაც, საბაჟო და საგადასახადო კოდექსები უნდა გაერთიანდეს. დღევანდელ სხდომაზევე უნდა შევიდეს ინიციატივა, რომელიც სადაზღვევო სფეროს ეხება და რომლის თანახმადაც, დაზღვეული პირები გარკვეულ მედიკამენტებზე 50-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. დღესვე ბიუროზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ კომენტარი გააკეთა ცესკო-ს მუშაობასთან დაკავშირებით. ბაქრაზე მიესალმება ახალი თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის აქტოვობას და ასევე იმას, რომ მოხერხდა პარტიებს შორის პოლიტიკური შეთანხმება ამომრჩეველთა სიების მონიტორინგთან დაკავშირებით. ბიუროს სხდომაზე დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებათა შემსწავლელი კომისიის შესახებაც იმსჯელებენ. დეპუტატებმა დღევანდელ სხდომაზე კომისიის უფელბამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. კომისია შემოდგომაზე შეიქმნა. მისი მუშაობის ფარგლებში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებული არაერთი ახალი გარემოება გამოვლინდა. კომისიის წევრებმა მუშაობისას 20-ზე მეტი ადამიანი დაკითხეს, მათ შორის ძებნილი იგორ გიორგაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი, უშიშროების ყოფილი მინისტრი შოთა კვირაია და კიდევ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელთაც 90-იან წლებში მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავათ. სამომავლოდ, კომისია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დაკითხვასაც გეგმავს.
წაკითხვა
საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის
გამოქვეყნებულია: 2010-02-02 10:52:11
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის. ფინანსთა სამინისტრო კანონპროექტს, ინიციატივის სახით, პარლამენტში წარადგენს, რომელიც საგაზაფხულო სესიაზე განიხილება. ცვლილებების შემდეგ, მოხდება "შემოსავლების სამსახურის შესახებ" საგადასახადო და საბაჟო კოდექსების ურთიერთშესაბამისობაში მოყვანა. ხმარებიდან ამოღებული იქნება ტერმინი საბაჟო, ხოლო საბაჟო კოდექსი საგადასახადო კოდექსში გაერთიანდენა. ასევე მოხდება დავალიანების ხანდაზმულობის ვადის განსაზღვრა. კანონის თანახმად, 10 წელზე მეტი დავალიანების მქონე პირებს დაგროვილი გადასახადები სახელმწიფოსგან ჩამოეწერებათ. ფინანსთა მინისტრის შეფასებით, ახალი კოდექსი უფრო მეტად დახვეწილი და გამარტივებული იქნება მეწარმეებისთვის.
წაკითხვა
ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი თებერვალში თბილისს ეწვევა
გამოქვეყნებულია: 2010-02-02 10:44:29
ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი თბილისში თებერვლის დასაწყისში ჩამოვა. ჟანი ბუკიკიო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილს შეხვდება და მას საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო კანონზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსა და შენიშვნებს გაუზიარებს. ბუკიკიოს განცხადებით, კარგი არჩევნების ჩატარებას ქვეყანაში მხოლოდ კანონი არ უზრუნველყოფს. მისი თქმით, ხელისუფლების შტოებს შორის 2003 წელს დარღვეული ბალანსი უნდა აღდგეს. ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი ჟანი ბუკიკიო სტრასბურგში, ევროსაბჭოს სესიაზე აკრედიტებულ ქართველ ჟურნალისტებს შეხვდა.
წაკითხვა
პოლონეთიდან ქართველების დეპორტაცია არ დასტურდება
გამოქვეყნებულია: 2010-02-02 09:43:03
რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია პოლონეთიდან ქართველების მასობრივი დეპორტაციის შესახებ არ დასტურდება. პოლონეთში საქართველოს ელჩის კოტე ქავთარაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ეტაპობრივად თვეში ორჯერ ხორციელდება. ამ დროისათვის პოლონეთის ბანაკებში 4 000-მდე ქართველი რჩება, რომლებიც გასულ წელს პოლონეთის საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა დააკავა. ქართველების მორიგი დეპორტაცია პოლონეთიდან 10 თებერვალს სპეციალური ჩარტერული რეისით მოხდება.
წაკითხვა
ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგია ევროსაბჭოს ხვალ წარედგინება
გამოქვეყნებულია: 2010-02-02 09:35:06
ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში შემუშავებულ სახელმწიფო სტრატეგიას საქართველოს ხელისუფლება ევროსაბჭოში ხვალ წარადგენს. სტრატეგიის პრეზენტაციის შემდეგ, დოკუმენტთან დაკავშირებით აზრთა გაზიარება მოხდება. დოკუმენტის წარდგენა ასევე იგეგმება ეუთო-ში, ნატო-სა და გაერო-ში. თემურ იაკობაშვილის ინფორმაციით, დოკუმენტს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასაც გააცნობენ. სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში და მისი მოადგილე სტრასბურგში რამდენიმე საათის წინ გაემგზავრნენ, თუმცა მათ აეროპორტში კომენტარი არ გაუკეთებიათ.
წაკითხვა
ხათუნა კალმახელიძე საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2010-02-01 16:46:15
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა დიპლომატიურ კორპუსს 2010 წლის პრიორიტეტები გააცნო და დასახული მიზნების განსახორციელებლად საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. განსაკუთრებით კი ყურადღება გაამახვილი პენიტენციარული ჯანდაცვის განვითარებაზე, პატიმართა უფლებების დაცვის გაუმჯობესებაზე, იურიდიული დახმარების სამსახურის გაფართოებასა და სასწავლო ცენტრის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდაზე.
წაკითხვა
"ალიანსი საქართველოსთვის" საპარლამენტო ოპოზიციას მიმართავს
გამოქვეყნებულია: 2010-02-01 16:33:20
"ალიანსი საქართველოსთვის" მიმართავს საპარლამენტო ოპოზიციას და გიორგი თარგამაძეს, რომ უკრაინაში ქართველ დამკვირვებლებთან დაკავშირებული საკითხი პარლამენტის წინაშე დააყენოს. ფიქრია ჩიხრაძე და გიორგი მოსიძე საკანონმდებლო ორგანოსგან დამკვირვებლებთან დაკავშირებულ საკითხზე რეაგირებას ითხოვენ. "ახალი მემარჯვენეები" ალიანსის სახელით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე საქართველოდან დამკვირვებლების ახალი ნაკადის გაგზავნასაც აპროტესტებენ.
წაკითხვა
შალვა ნათელაშვილი უკრაინის რადას მიმართავს
გამოქვეყნებულია: 2010-02-01 16:28:14
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიმართავს უკრაინის რადას, შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის, იულია ტიმოშენკოსა და ვიქტორ იუშჩენკოს ხელისუფლების საქმიანობას შეისწავლის. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, უკრაინისა და საქართველოს მთავრობები ერთ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს. "ლეიბორისტული პარტია" უკრაინის რადას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელიც ორი ქვეყნის ხელისუფლებების საქმიანობას შეისწავლის.
წაკითხვა
"ნიუ თაიმსი" რუსეთის ხელისუფლებისა და ქართველი კრიმინალების ურთიერთობაზე სტატიას აქვეყნებს
გამოქვეყნებულია: 2010-02-01 16:19:18
რუსეთის ხელისუფლება ქართველ კრიმინალებს მფარველობს - ამ თემაზე რუსული ომონის თანამშრომლები საუბრობენ. ინფორმაციას გამოცემა "ნიუ თაიმსი " აქვეყნებს. სტატიაში "ომონის მონები" სტრუქტურის თანამშრომლების წერილიცაა მოყვანილი, რომელიც მათ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს მისწერეს. წერილში ნათქვამია, რომ ხელმძღვანელობა აიძულებს ერთ-ერთი ქართველი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი დაიცვან. ”რუბლიოვკაზე ჩვენი ბატალიონი 8 კოტეჯს იცავს, არბატზე კი ერთი ქართველი კანონიერი ქურდის ოფისია, ისიც ჩვენი დაცვის ქვეშაა. ახლა ის ბიზნესმენია და მოსწონს, რომ ომონი, რომელიც 90-იან წლებში დასაჭერად დასდევდა, ახლა დასაცავად დასდევს. მასზე 2 ჯიპია მიმაგრებული. მოლაპარაკება ასეთია - ყოველ ადამიანს დღეში 12 ათას რუბლს უხდის, ამ თანხის დიდი ნაწილი ხელმძღვანელობასთან მიდის, მებრძოლს მხოლოდ 1500 რუბლი რჩება",- ნათქვამია წერილში, რომელიც ომონის თანამშრომლებმა პრეზიდენტ მედვედევს მისწერეს. ტექსტში კონკრეტული გვარებიცაა დასახელებული, ვინც მებრძოლებს უფლებების გადაჭარბებას სთხოვს. ერთ-ერთი მათგანი პოლკოვნიკი სერგეი ევტიკოვია. თანამშრომლებს ის აიძულებს აქციებისას დღეში 3 ადამიანი დააკავონ, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამისთვის მიზეზი.
წაკითხვა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა
გამოქვეყნებულია: 2010-02-01 16:05:57
მოსკოვსა და ცხინვალს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სერგეი ლავროვმა და მურატ ჯიოევმა მოაწერეს. შეთანხმების ტექსტში ის დოკუმენტებია ჩამოთვლილი, რომელიც ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საზღვრის გადალახვისას არის საჭირო. საბუთებს შორის სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტიცაა. დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ ბრიფინგი გაიმართა. ჟურნალისტებთან შეხვედრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟენევის მოლაპარაკებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დახურული ფორუმია და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს საკუთარი პოზიციების დაცვა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ღიადაც უნდა შეეძლოთ. გარდა ამისა, ბრიფინგზე ახალგორში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს. მოსკოვსა და ცხინვალს შორის უვიზო მიმოსვლის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმება ცინიკური ნაბიჯი იქნება,- ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა. ქართული მხარის შეფასებით, ეს ნაბიჯი რეალობას ნაკლებად უახლოვდება და უფრო ცინიკური ხასიათი აქვს, რადგან მთელი მსოფლიოსთვის კარგად არის ცნობილი, რომ მოსკოვი რუსულ პასპორტებს ოკუპირებულ რეგიონებში არიგებს. "ეს კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს",-აღნიშნა კალანდაძემ საგარეო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.
წაკითხვა
ამომრჩეველთა სიების მონიტორინგი იწყება
გამოქვეყნებულია: 2010-02-01 16:02:26
ამომრჩეველთა სიების მონიტორინგი იწყება. სამოქალაქო რეესტრმა ცესკო-ს ამომრჩეველთა სიები უკვე წარუდგინა. განახლებულ სიებში არიან ის პირები, რომლებსაც 2010 წლის 30 მაისისთვის 18 წელი შეუსრულდებათ. თუმცა სიებში ვერ მოხვდნენ იძულებით გადაადგილებული პირები და ის მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. დღესვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გარდაცვლილთა სიებიც გადაეცა. ამომრჩეველთა სიების მონიტორინგს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები 5 თებერვლიდან 15 მარტამდე განახორციელებენ. მონიტორინგის შედეგები კი წერილობით ცესკოს არა უგვიანეს 31 მარტისა უნდა გადაეცეს.
წაკითხვა
პარლამენტში საგაზაფხულო სესია ამ კვირაში ბიუროს სხდომით გაიხსნება
გამოქვეყნებულია: 2010-02-01 10:24:22
პარლამენტში საგაზაფხულო სესია ამ კვირაში ბიუროს სხდომით გაიხსნება. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება. დეპუტატები ხვალინდელ ბიუროს სხდომაზე პლენარული სხდომისთვის დღის წესრიგს დაადგენენ. მთავრობა პირველ სხდომაზე ჯანდაცვისა და განათლების სფეროში რეფორმების ინიციატივით შემოდის. ცვლილებები შევა სისხლის სამართლის კოდექსშიც. საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია იმ საკანონმდებლო ინიციატივის დაყენებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, საარსებო მინიმუმი 150 ლარამდე უნდა გაიზარდოს.
წაკითხვა
კონსტანტინე გამსახურდია კომისიის მუშაობის ვადის გახანგრძლივებას მოითხოვს
გამოქვეყნებულია: 2010-02-01 09:46:02
პარლამენტის წევრი კონსტანტინე გამსახურდია პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების შემსწავლელი კომისიის მუშაობის ვადის გახანგრძლივებას მოითხოვს. ამ საკითხზე გამსახურდია პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე სპეციალური მიმართვის გაგზავნას გეგმავს. გარდა ამისა, პირველი პრეზიდენტის შვილი კომისიისთვის საგამოძიებო ფუნქციის მინიჭებას მოითხოვს. პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების შემსწავლელმა კომისიამ უკვე დაკითხა ძებნილი იგორ გიორგაძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი. კომისიის მუშაობის ფარგლებში იგეგმება ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დაკითხვა. თავად ყოფილი პრეზიდენტი კი არაობიექტურად აფასებს მამის გარდაცვალების შემსწავლელ კომისიაში შვილის მონაწილეობას და დაკითხვაზე უარს აცხადებს.
წაკითხვა
ცესკო ჯგუფების დაკომპლექტებას იწყებს
გამოქვეყნებულია: 2010-02-01 09:33:26
ცენტრალური საარჩევნო კომისია ჯგუფების დაკომპლექტებას იწყებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიებს მონიტორინგს 12 კვალიფიციური სუბიექტი გაუწევს. ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილის ინფორმაციით, მიმდინარეობს კონსულტაციები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მონიტორინგის პროცესში არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთონ. საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, 2010 წელს ადგილობრივი არჩევნებისთვის, ამომრჩეველთა სიების მონიტორინგის მიზნით, პარტიებისთვის თანხა გამოიყო. თითოეული პარტია 100-ათასლარიან დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებს. ამომრჩეველთა სიების მონიტორინგი 5 თებერვლიდან 15 მარტამდე უნდა განხორციელდეს. მონიტორინგის შედეგები კი წერილობით ცესკო-ს არაუგვიანეს 31 მარტისა უნდა მიეწოდოს.
წაკითხვა
ბელგიის უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზეა საუბარი
გამოქვეყნებულია: 2010-01-31 16:27:44
ბელგიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, არსებობის ისტორიაში პირველად, საკუთარი საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში გამოაქვეყნა. 70-გვერდიან დოკუმენტში მნიშვნელოვანი ადგილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ეთმობა. დოკუმენტში ასახულია, თუ რა გამოწვევების წინაშე დააყენა კონფლიქტმა ბელგიის უსაფრთხოების სამსახური. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ კავკასიაში მომხდარი კონფლიქტის გამო, ბრიუსელში ადგილი ჰქონდა საკმაოდ დაძაბულ დიპლომატიურ კონფლიქტს, რომლის დროს კონფლიქტის ორივე მხარის მხარდამჭერი ცდილობდა მოწინააღმდეგის ქმედების არაკანონიერება დაემტკიცებინა. ამასთან დაკავშირებით კი, ბელგიის ტერიტორიაზე დაფიქსირდა ლობირების, ჩარევისა და ჯაშუშობის ფაქტებიც კი. გარდა ამისა, ანგარიშში წერია, რომ კონფლიქტის შედეგად, წლის განმავლობაში ბელგიის დიპლომატიური უწყებების შენობებთან ხშირად ეწყობოდა საპროტესტო აქციები ამა თუ მხარის წინააღმდეგ. მათ ორგანიზებას კი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ახდენდნენ.
წაკითხვა
ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სიებს ერთად გადაამოწმებენ
გამოქვეყნებულია: 2010-01-31 16:21:23
ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სიებს ერთად გადაამოწმებენ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადების შეტანის ვადა დღეს 18:00 საათზე იწურება. ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილის ინიციატივას 12 პოლიტიკური პარტია უკვე გამოეხმაურა. განაცხადები ამ ეტაპზე მხოლოდ "ეროვნულ ფორუმსა" და "ლეიბორისტულ პარტიას" არ შეუტანია. პარტიები, რომლებმაც ცესკო-ში გადაცხადი შეიტანეს, სიების გადამოწმებაში მონაწილეობის გარდა, საბიუჯეტო დაფინანსებასაც მიიღებენ, ჯამში 1 200 000 ლარს. სიების გადამოწმების ვადა ცესკო-ს 5 თებერვლიდან 15 მარტამდე აქვს. "ლეიბორისტები" და "ეროვნული ფორუმი" ამომრჩეველთა სიების მონიტორინგში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. "ლეიბორისტული პარტიის" წევრ სოსო შატბერაშვილის განცხადებით, სიების გადამოწმებაში მისი პარტია ვერანაირ აზრს ვერ ხედავს, შესაბამისად, არც, თანხის მისაღებად, ცესკო-სთვის მიმართვას აპირებენ. "ეროვნულ ფორუმში" კი ამბობენ, რომ საქართველოში არსებული საარჩევნო გარემოსა და კანონმდებლობის პირობებში, სიების გადამოწმებაში მონაწილეობას არანაირი აზრი არ აქვს. რაც შეეხება პარტიებს, რომლებმაც სიების მონიტორინგში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს, მათი წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში, "ეროვნულმა ფორუმმა" და "ლეიბორისტულმა პარტიამ" თავი აარიდეს სიების მონიტორინგში მონაწილეობას და პასუხისმგებლობა მოიხსნეს.
წაკითხვა
ოკუპანტებმა 3 ქართველი გაათავისუფლეს
გამოქვეყნებულია: 2010-01-31 16:14:59
გალის რაიონის სოფელ საბერიოსა და წალენჯიხის რაიონის სოფელ წყოუშის საზღვარზე დაკავებული ხუთი ქართველიდან რუსმა ოკუპანტებმა 3 ადამიანი უკვე გაათავისუფლეს. ორი კი გალის აფხაზურ მილიციაშია გადაყვანილი. ქართველები წალენჯიხის რაიონში გადასვლას ცდილობდნენ, თუმცა ოკუპანტებმა მათ გადაადგილება აუკრძალეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამ პოსტზე რუსეთის საოკუპაციო ჯარების პირადი შემადგენლობა შეიცვალა. ახალი დანაყოფი კი სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარს მკაცრად აკონტროლებს.
წაკითხვა
ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების შემსწავლელი კომისიის წევრები მოსკოვიდან დაბრუნდნენ
გამოქვეყნებულია: 2010-01-31 12:15:23
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის წევრები მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდნენ. მოსკოვში ყოფნის დროს დეპუტატმა კონსტანტინე გამსახურდიამ შეხვედრები გამართა იმ ჩინოვნიკებთან, რომლებსაც პირველი პრტეზიდენტის გარდაცვალებაზე გარკვეული ინფორმაცია ჰქონდათ. მათ შორის, დაიკითხნენ ძებნილი იგორ გიორგაძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი. კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, დაკითხულთა ინფორმაციით, ზვიად გამსახურდია მოკლეს. კომისია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დაკითხვასაც გეგმავს.
წაკითხვა

უახლესი