საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

საკონსტიტუციო რეფორმა - რა საკითხებს განიხილავენ მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეხვედრაზე
გამოქვეყნებულია: 2017-08-18 16:14:00
ერთ საათში საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე მმართველი გუნდის და ოპოზიციის შეხვედრა დაიწყება. ოპოზიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, იყოს კონსტრუქციული და იმსჯელოს იმ თემებზე, რაც ყველასთვის აქტუალურია, მათ შორის არის პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხი. შეხვედრაში მონაწილეობას არ იღებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თუმცა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციასთან დიალოგის პროცესი ფასადური არ იქნება და ის კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობას გააჩენს. 
წაკითხვა
საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციები დაგეგმილ კონსულტაციებზე განცხადებას ავრცელებენ
გამოქვეყნებულია: 2017-08-18 15:49:00
არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით დაგეგმილ კონსულტაციებზე განცხადებას ავრცელებენ. არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ დღევანდელი კონსულტაცია იძლევა ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლის შესაძლებლობას. მათივე განცხადებით, საკვანძო საკითხს კონსტიტუციის პროექტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადასვლა წარმოადგენს."მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში აზრთა სერიოზულ სხვადასხვაობას არაერთი საკითხი იწვევს, მათ შორის კვლავაც პრობლემურია დებულებები პრეზიდენტის არჩევის, მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების შესახებ. მივიჩნევთ, რომ პირველ რიგში აუცილებელია კონსენსუსი შედგეს საპარლამენტო საარჩევნო სისტემის გარშემო. შეთანხმების მიუღწევლობისა და არასამართლიანი საარჩევნო სისტემის შენარჩუნების პირობებში, მივიღებთ ერთი პარტიის მიერ მიღებულ კონსტიტუციას რაც გააღვივებს პოლიტიკურ დაპირისპირებას, გაზრდის დაძაბულობას პოლიტიკურ პარტიებს შორის, დააზიანებს ქვეყნის რეპუტაციას, შეაფერხებს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებას. მოვუწოდებთ მხარეებს არ იხელმძღვანელონ ვიწრო პარტიული პოზიციებიდან გამომდინარე და გადაწყვეტილება მიიღონ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად. ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ პროცესის პოზიტიურად დასრულებაზე აკისრია მმართველ პოლიტიკურ პარტიას. ვიმედოვნებთ, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს კონსესუსის მისაღწევად", - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, სამოქალაქო განვითარების სააგენტო, ლიბერალური აკადემია თბილისი და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.
წაკითხვა
„ლეიბორისტებმა“ სემეკ-ის სხდომათა დარბაზში მჯდომარე აქცია დაიწყეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-18 14:42:00
"ლეიბორისტებმა" სემეკ-ის სხდომათა დარბაზში მჯდომარე აქცია დაიწყეს. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ისინი შენობის დატოვებას არ აპირებენ, რადგან დღევანდელი სხდომა ელექტროენერგიის გაძვირების წინაპირობაა. ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან საპროტესტო აქციებსაც აანონსებს. სემეკ-ის თავმჯდომარემ სხდომაზე კიდევ ერთი შესვენება გამოაცხადა. მარეგულირებელი კომისიის სხდომა ერთ საათში უნდა განახლდეს. 
წაკითხვა
შალვა ნათელაშვილი - როგორც სიყვარული მთავრდება ლოგინით, ასევე მთავრდება ეს პროცესი დენის ტარიფის გაძვირებით
გამოქვეყნებულია: 2017-08-18 14:04:00
სემეკ-ის შენობაში, სადაც ხმაური და დაპირისპირებაა, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი მივიდა. შალვა ნათელაშვილიც, თანაპარტიელ გიორგი გუგავას მსგავსად, სემეკ-ის მიერ "თელასის" სატარიფო განაცხადის განხილვის გადაწყვეტილებას აპროტესტებს."როგორც სიყვარული მთავრდება ლოგინით, ასევე მთავრდება ეს პროცესი ტარიფის გაძვირებით", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა . "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა მოუწოდა მარეგულირებელ კომისიას, არ განიხილოს "თელასის" მოთხოვნა და არ გაზარდოს ტარიფი, ვინაიდან ეს უკანონო."ისინი უფლებააყრილები არიან. აქვთ 20 ათას ლარიანი ხელფასები და ამას ვერ ელევიან, უარი თქვით კომისიის სხდომის გაგრძელებაზე", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. სემეკ-მა "თელასის" ტარიფის გადახედვის საკითხზე ადმინისტრაციული წარმოების გადაწყვეტილება მიიღო. ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების მიუხედავად, კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ "თელასის” საკითხზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხი კენჭისყრაზე დააყენა, რასაც კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს.სემეკ-ის სხდომაზე ხმაური "ლეიბორისტული პარტიის" წევრის გიორგი გუგავას განცხადებამ გამოიწვია, რომელიც სხდომის შეწყვეტას ითხოვდა.
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - გიორგი ანწუხელიძემ აგვისტოს ომში ის გააკეთა, რასაც ჩვენ წიგნებში, გმირთა შესახებ მოთხრობილ ისტორიებში ვკითხულობთ
გამოქვეყნებულია: 2017-08-18 12:25:00
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გიორგი ანწუხელიძეს იხსენებს. "დღეს თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი გმირის, გაუტეხავი, ამაყი და თავისუფლებისმოყვარე ქართული სულის სიმბოლოს - გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. საუკუნეების განმავლობაში, საქართველოს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა სწორედ ასეთი გმირების მხრებზე იდგა. სწორედ გიორგი ანწუხელიძის მსგავსი ადამიანების დამსახურებაა, რომ ჩვენ ახლა დამოუკიდებელ საქართველოში ვცხოვრობთ. 23 წლის სერჟანტმა 2008 წლის აგვისტოს ომში ის გააკეთა, რასაც ჩვენ წიგნებში, გმირთა შესახებ მოთხრობილ ისტორიებში ვკითხულობთ - სასტიკი წამების მიუხედავად, არ გატყდა და მტერს ქედი არ მოუხარა. გიორგი ანწუხელიძის გმირობა დარჩება საქართველოს ისტორიას და მომავალ თაობებს", - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 
წაკითხვა
BBC-ს წამყვანი მიხეილ სააკაშვილს - რასაც გასცემ, ის დაგიბრუნდება (What goes around, comes around)
გამოქვეყნებულია: 2017-08-18 11:27:00
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა BBC-ს გადაცემა Hard Talk-ის კითხვებს უპასუხა. საუბარი შეეხებოდა პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებას, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ და მის სამომავლო გეგმებს. „არის თუ არა ეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერის დასასრული?“ – ამ წარდგენით დაიწყო BBC-ს წამყვანმა სტივენ საკურმა ეთერი და დაინტერესდა, რატომ არის ახლა სააკაშვილი პოლონეთის დედაქალაქში. „იმიტომ რომ როგორც მოქალაქეობის არმქონე პირს არ გაქვთ სახლი და არ იცით სად წახვიდეთ?“. სააკაშვილმა კი განაცხადა, რომ უკრაინაშია მისი სახლი და მუდმივი ბინადრობის ადგილი. „მე ასევე ჯერ კიდევ მაქვს სახლი საქართველოში. მე ვარ აქ, რადგან პოლონელმა მეგობრებმა დამპატიჟეს პოროშენკოს გადაწყვეტილების შემდეგ. აქ ვარ, რადგან ახლოს ვარ უკრაინასთან და 9 ან 10 სექტემბერს ვაპირებ იქ დაბრუნებას. ჩვენ გვჭირდება გარკვეული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება“, - განაცხადა სააკაშვილმა.BBC-ს წამყვანმა კი ივარაუდა, რომ უკრაინაში დაბრუნების შემთხვევაში მას დააკავებდნენ, რადგან არ აქვს ქვეყანაში ყოფნის ლეგალური უფლება. როდესაც სააკაშვილმა მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე ისაუბრა, წამყვანმა ყოფილ პრეზიდენტს შეახსენა, რომ საქართველოში მიმდინარე საქმეები შეეხება 7 ნოემბრის მოვლენებს, მათ შორის დემონსტრაციების დარბევისა და ოპოზიციურ ტელეკომპანიაში შეჭრის ეპიზოდებს.„უკრაინელებმა თქვეს, რომ თუ შეეცდებით ქვეყანაში დაბრუნებას, ისინი განიხილავენ საექსტრადიციო მოთხოვნას საქართველოში გაგზავნასთან დაკავშირებით. შუამავლობის გარეშე რატომ არ წახვალთ თბილისში და არ წარსდგებით სასამართლოს წინაშე“, - მიმართა წამყვანმა სააკაშვილს. „რადგან მე ვარ მოქმედი და წარმატებული უკრაინელი პოლიტიკოსი, მზარდი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ძალიან ბევრი მხარდამჭერი მყავს და ბოლომდე სჯერათ იმ რეფორმების, რომელთა სიმბოლო ჩემს ხალხთან ერთად ვარ. როდესაც საუბრობთ ე.წ. ბრალდებებზე, მათ არ აღიარებს არც ერთი ქვეყანა მსოფლიოში, ინტერპოლმა უარი განაცხადა ჩემი დაკავების ორდერის გაცემაზე“, - განაცხადა სააკაშვილმა.მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მიერ საპარლამენტო არჩევნების მოგებაზე, არჩევნებისთვის რუსეთიდან ორი მილიარდი დოლარის მოზიდვაზე და ამ პროცესში პუტინისა და მედვედევის ინტერესებზეც ისაუბრა. ამის შემდეგ კი წამყვანმა გაიხსენა, რომ სწორედ სააკაშვ
წაკითხვა
ერთობა „ახალი საქართველო“ პრაიმერის გზით მერობისა და საკრებულოს სიის საერთო კანდიდატების გამოვლენაზე მსჯელობს
გამოქვეყნებულია: 2017-08-18 11:21:00
პრაიმერის გზით მერობისა და საკრებულოს სიის საერთო კანდიდატების გამოვლენა - ეს არის ის საკითხი, რაზეც მრგვალი მაგიდის ფორმატში ერთობა "ახალი საქართველოს" წარმომადგენლები ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის IRI-ის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე მსჯელობენ. პრაიმერის გზით მერობისა და საკრებულოს სიის კანდიდატების გამოვლენა ერთობა „ახალი საქართველოს“ ინიციატივაა.გიორგი ვაშაძის თქმით, კანდიდატები უნდა ირჩეოდნენ ამომრჩევლების მხრიდან და არა ვიწრო კულუარული გარიგებების შედეგად."15 ორგანიზაცია ვართ გაერთიანებული და იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი ორგანიზაცია შემოუერთდება ამ იდეას, რადგან ჩვენი მიზანია, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ პროფესიონალები და არა უბრალოდ ვიღაცის დანიშნული ადამიანები. ადამიანები, რომლებსაც ერთადერთი პასუხისმგებობა აქვთ საკუთარ გამწემსებლებთან მიმართებაში და არა საკუთარ ამომრჩეველთან.კანდიდატსაც უნდა ირჩევდეს ხალხი,რომ ეს კანდიდატი არჩევნების შემდეგ ემსახურებოდეს ხალხის ინტერესებს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.ერთობის წევრებს მიაჩნიათ, რომ პრაიმერი კანდიდატთა შერჩევის ყველაზე ღია, გამჭვირვალე და ობიექტური მექანიზმია. IRI-ის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს პრაიმერის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე, მის ტექნიკურ მხარეებსა და ისაუბრეს არჩევნების მეორე ტურის სტატისტიკასა და გამოცდილებაზეც.შეგახსენებთ, ერთობა "ახალი საქართველოს" წევრებმა, რამდენიმე კვირის წინ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაში, ყველა პროდასავლური ორიენტაციის მქონე პარტიას გაერთიანებისკენ მოუწოდეს და შესთავაზეს, პრაიმერის გზით მერობის საერთო კანდიდატის გამოვლენა.
წაკითხვა
ვიცე-კონსულის ინფორმაციით, ბარსელონაში დახმარება საქართველოს ექვს მოქალაქეს დასჭირდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-18 11:08:00
ბარსელონაში საქართველოს ვიცე-კონსული ლია ახალბედაშვილი აცხადებს, რომ ამ დროის მონაცემებით, ბარსელონაში ტერაქტის დროს დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. როგორც პირველ არხს ლია ახალბედაშვილმა განუცხადა, საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს გადაადგილების პრობლემა ჰქონდა, რაშიც საკონსულო დაეხმარა. "სასიხარულოა, რომ ამ დროის მონაცემებით დაშავებულთა შორის კვლავ არ არიან საქართველოს მოქალაქეები. ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდათ გადაადგილების პრობლემა. პოლიციის დახმარებით უზრუნველყავით, რომ ისინი ამოგვეყვანა საკონსულოში. ჩვენთან გარკვეული პერიოდის დაყვეს და შემდეგ მოვახერხეთ მათი სასტუმრომდე მიყვანა. ისინი არიან უსაფრთხოდ. მათი სასტუმრო იყო ცენტრალურ ადგილზე და ფაქტობრივად იქ ქუჩები იყო პარალიზებული, აქედან გამომდინარე ვერ გადაადგილდებოდნენ. გვიან ღამით, როდესაც შეიძლებოდა გადაადგილება, მივიყვანეთ პირადად და დავტოვეთ სასტუმროში. სხვა სახის პრობლემები არ ფიქსირდება. ძირითადად იყო ის, რომ ისინი იყვნენ ქუჩაში, თავს ვერ აფარებდნენ და ეს იყო ერთადერთი პრობლემა, რაც ჩვენი მოქალაქეების მხრიდან გუშინ დაფიქსირდა", - განაცხადა ვიცე-კონსულმა. მისივე ინფორმაციით, საკონსულოს თანამშრომლები სულ ექვს ქართველს დაეხმარნენ. "ჩვენ სულ 6 ქართველს დავეხმარეთ, ისინი ტერაქტის ფაქტს არ შესწრებიან, რადგან ფაქტობრივად სულ რაღაც წუთებით ასცდნენ ამ ყველაფერს. ვესაუბრე ყველა მათგანს, მათი მდგომარეობა ნორმალურია, არ სჭირდებათ ფსიქოლოგიური დახმარება. ისინი კვლავ რჩებიან ბარსელონაში და განაგრძობენ თავიანთ საქმეს", - განაცხადა ლია ახალბედაშვილმა. 
წაკითხვა
იან კელი - მტკიცედ მჯერა, რომ ოკუპაცია დიდხანს ვერ გასტანს, არც მავთულხლართები დარჩება დიდხანს
გამოქვეყნებულია: 2017-08-18 10:01:00
მტკიცედ მჯერა, რომ ოკუპაცია დიდხანს ვერ გასტანს, არც ეს მავთულხლართები დარჩება დიდხანს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ ერგნეთში, ოკუპაციის მუზეუმის დათვალიერების შემდეგ განაცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, მადლიერია იმ ხალხის, ვინც საკუთარი ინიციატივით მოაწყო  მუზეუმი სახლში, რომელიც მავთულხლართებიდან 150 მეტრში მდებარეობს."ძალიან ამაღელვებელი დღე იყო ჩემთვის. დღე დაიწყო ეკლესიის მონახულებით, რომელიც 1200 წლისაა. ვნახეთ იმ ადამიანების წარწერები, ვინც 12 საუკუნის წინ ცხოვრობდენ და ლოცვებში მათი სახელების მოხსენიებას გვთხოვდნენ.მადლიერი ვარ იმ ხალხის, ვინც საკუთარი ინიციატივით მოაწყო ეს მუზეუმი სახლში, რომელიც მავთულხლართებიდან 150 მეტრში მდებარეობს. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მომავალმა თაობებმა იცოდნენ, თუ რა არის აგრესიისა და ომის საფასური. მტკიცედ მჯერა, რომ ოკუპაცია დიდხანს ვერ გასტანს, არც ეს მავთულხლართები დარჩება აქ დიდხანს. საქართველო კვლავ გამთლიანდება და იქნება წარმატებული, დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა",-აღნიშნა იან კელიმ.
წაკითხვა
საკონსტიტუციო ცვლილებებზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა დღეს გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-08-18 09:12:00
საკონსტიტუციო ცვლილებებზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა თბილისში, პარლამენტის შენობაში დღეს გაიმართება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეხვედრას, რომელიც 17.00 საათზეა დანიშნული, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე გაუძღვება.კვალიფიციურ ოპოზიციურ  პარტიებს შეხვედრა არჩილ თალაკვაძემ 15 აგვისტოს შესთავაზა. "საკონსტიტუციო რეფორმისთვის შეიქმნა კომისია, რომელმაც შეიმუშავა კონსტიტუციის პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა საჯარო განხილვები, შედგა კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან და გაიმართა საპარლამენტო განხილვები. მადლობას ვუხდით კომისიის ყველა წევრს მონაწილეობისა და გაწეული სამუშაოსთვის. ჩვენი გუნდი მზად არის საშემოდგომო სესიამდე დარჩენილი დრო გამოიყენოს პოლიტიკური დიალოგისთვის. შესაბამისად, ყველა კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიას ვთავაზობთ, მიმდინარე კვირაში შევიკრიბოთ და განვაახლოთ მსჯელობა საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო. საქართველოში ჩვენ წარმოვადგენთ პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა საზღვარგარეთ ყველანი წარმოვადგენთ საქართველოს - ამიტომ მნიშვნელოვანია, სტრასბურგში შეხვედრამდე, კიდევ ერთხელ განვიხილოთ საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი", - განაცხადა თალაკვაძემ.   
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - შეძრწუნებული ვარ ესპანეთში, ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო
გამოქვეყნებულია: 2017-08-17 21:32:00
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბარსელონაში მომხდარ ტერორისტულ აქტს ეხმაურება. "შეძრწუნებული ვარ ესპანეთში, ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ.ამ განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ ესპანეთის ხელისუფლებას და ხალხს", - აცხადებს პრეზიდენტი. 
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - ყველაფერი უნდა ვიღონოთ ტერორიზმის დასამარცხებლად, რათა ადამიანებს მიეცეთ მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა
გამოქვეყნებულია: 2017-08-17 21:01:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბარსელონაში მომხდარ ტერაქტს „ფეისბუქსა“ და „ტვიტერზე“ ეხმაურება. „დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ესპანეთის მთავრობას, ესპანელ ხალხს.ტერორიზმი უკვე სისასტიკის ახალი მეთოდებით ემუქრება მსოფლიოს მოქალაქეებს. იღუპებიან სრულიად უდანაშაულო ადამიანები.მჯერა, რომ ცივილიზებული მსოფლიო შეძლებს გაუმკლავდეს ამ უდიდეს გამოწვევას და მიაღწევს მშვიდობას. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ ტერორიზმის დასამარცხებლად, რათა ადამიანებს მიეცეთ მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა“,- წერს გიორგი კვირიკაშვილი „ფეისბუქზე“.რამბლას მოედანზე ფურგონი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ესპანური გამოცემა El Nacional-ის ინფორმაციით, სამართალდამცველები ამ დროისთვის ფურგონის მძღოლს ეძებენ, რომელმაც შემთხვევის ადგილიდან გაქცევა შეძლო.ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბარსელონას პოლიცია მეორე მიკროავტობუსს ეძებს. რამბლას ტერიტორიაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირების სამძებრო სპეცოპერაცია ტარდება. დადასტურდა, რომ პირველი ფურგონი, რომელიც ხალხის მასაში შევარდა, „ფიატის“ მარკისაა. სამართალდამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ, აღნიშნულ ტერიტორიას არ მიუახლოვდნენ. დაკეტილია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 
წაკითხვა
+34687661274 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბარსელონაში ტერაქტთან დაკავშირებით საკონსულოს ცხელ ხაზს აქვეყნებს
გამოქვეყნებულია: 2017-08-17 20:30:00
​ესპანეთის სამეფოს ქალაქ ბარსელონაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით ქ. ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +34687661274. ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან ბარსელონაში მოვუწოდებთ მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ საქართველოს საკონსულო დაწესებულებასთან და გაითვალისწინონ ადგილობრივი პოლიციის რეკომენდაცია. 
წაკითხვა
მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საკონსტიტუციო პროექტზე დიალოგი გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-08-17 20:22:00
მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის სადავო საკონსტიტუციო პროექტზე ხვალ პოლიტიკური დიალოგი იწყება. პარლამენტში დანიშნულ შეხვედრას კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების ლიდერები დაესწრებიან. ოპონენტები კონსულტაციებზე საკუთარი პირობებით მიდიან, რომელთა შორის აქცენტი მაჟორიტარული სისტემის 2020 წელს გაუქმებაზე კეთდება. ,,ქართული ოცნების” მიერ შეთავაზებული დიალოგის იდეა მოსწონს, თუმცა შეხვედრის შემადგენლობის გამო მაინც შენიშვნა აქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციას. ახლა მთავარი კითხვაა, რა ფორმით შევა უკვე ორი მოსმენით მიღებულ პროექტში ცვლილება იმ შემთხვევაში, თუ მხარეები კონკრეტულ საკითხზე შეთანხმდებიან და დოკუმენტის კორექტირება გახდება საჭირო.
წაკითხვა
თამარ მეარაყიშვილი დაკითხვაზე კვლავ დაიბარეს - თბილისში ფაქტს სამოქალაქო აქტივისტის დევნად აფასებენ
გამოქვეყნებულია: 2017-08-17 20:18:00
ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი ამ დრომდე ზეწოლის ქვეშაა. თამარ მეარაყიშვილის სახლთან ე.წ
წაკითხვა
ბარსელონაში ტერაქტის დროს დაშავებული ქართველების შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო იძიებს
გამოქვეყნებულია: 2017-08-17 20:14:00
არიან თუ არა დაშავებულები ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის დროს ქართველები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია არ აქვთ. როგორც პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის უწყება ინფორმაციას იძიებს. საგარეო უწყების განცხადებით, როტაციის გამო, არ მუშაობს ესპანეთში საქართველოს საკონსულო, ადგილზე იმყოფებიან მხოლოდ საკონსულოს თანამშრომლები, რომლებიც უკვე დაუკავშირდნენ ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტს და ამ დროისთვის მიმდინარეობს დაშავებულების იდენტიფიცირება. 
წაკითხვა
თამარ მეარაყიშვილს საოკუპაციო რეჟიმი “ერთიანი ოსეთის” წინააღმდეგ ცილისწამებას ედავება - მორიგი დაკითხვა ხვალ გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-08-17 18:26:00
სამოქალაქო აქტივისტს  თამარ მეარაყიშვილს საოკუპაციო რეჟიმი პარტია “ერთიანი ოსეთის” წინააღმდეგ ცილისწამებას ედავება.
წაკითხვა
კახა კალაძე - ბიზნესის განვითარება ხეების ჩეხვის, ქალაქის დასახიჩრებისა და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-17 17:58:00
"ქართული ოცნების" დედაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ჭავჭავაძის 82-ში მწვანე ნარგავების მოჭრის ფაქტს ეხმაურება. როგორც კახა კალაძე აცხადებს, ხეების მოჭრა ყოვლად დაუშვებელია. "ჩვენმა ხელისუფლებამ ბიზნესი გაათავისუფლა პოლიტიკური წნეხისგან, რაც არ ნიშნავს, რომ ბიზნესის განვითარება ხეების ჩეხვის, ქალაქის დასახიჩრებისა და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ხარჯზე უნდა ხდებოდეს", - აცხადებს კალაძე. მისი თქმით,  თბილისის მერიამ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს მსგავსი პრობლემების აღმოსაფხვრელად. "დღევანდელი ფაქტი აუცილებლად უნდა იქნას შესწავლილი, რათა პასუხი გაეცეს საზოგადოების კითხვებს. მომხდარი ცხადყოფს, რომ საჭიროა გამკაცრდეს და დაიხვეწოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები, რათა ჩვენი ქალაქი რეალურად იყოს დაცული მსგავსი ფაქტებისგან. ცხადია, არ ვართ შენებისა და განვითარების წინააღმდეგი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს არ უნდა მოხდეს ბუნების განადგურების ხარჯზე. ეკოლოგია ჩემი და ჩემი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. ჩვენ - თვითმმართველობამ, საზოგადოებამ, ერთად უნდა შევცვალოთ არსებული რეალობა თბილისის ეკოლოგიის გასაუმჯობესებლად და მოქალაქეების საკეთილდღეოდ", - განაცხადა კალაძემ. 
წაკითხვა
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა ხვალ გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-08-17 15:53:00
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა ხვალ გაიმართება. მხარეები მოლაპარკებისთვის მზადყოფნას აცხადებენ და კონსენსუსის მიღწევის იმედი აქვთ. ამასთან, დღეს განცხადება გაკეთდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სადაც კონსულტაციებში ადმინისტრაციისა  და  სამოქალაქო სექტორის ჩართულების აუცილებლობაზე გამახვილდა ყურადღება. საპარლამენტო უმრავლესობაში კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაკეთებული ამ განცხადების საპასუხოდ ამბობენ, რომ ხვალინდელი შეხვედრა მოიცავს მხოლოდ პოლიტიკურ სპექტრს, რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ამ პროცესში, ამას კონკრეტული დრო და ადგილი არ აქვს და საზოგადოება მუდმივად იქნება ინფორმირებული ამ ცვლილებების შესახებ. 
წაკითხვა
საოკუპაციო რეჟიმმა თამარ მეარაყიშვილი მორიგ დაკითხვაზე ხვალისთვის დაიბარა
გამოქვეყნებულია: 2017-08-17 15:50:00
ოკუპირებულ ახალგორში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი  საოკუპაციო რეჟიმმა უკვე გაათავისუფლა. ის ამჟამად სახლში იმყოფება, თუმცა მორიგ დაკითხვაზე ხვალისთვის დაიბარეს. ჟურნალისტის  ბინის ჩხრეკა გუშინ დე ფაქტო პროკურატურის წარმომადგენლებმა დოკუმენტაციის გარეშე ჩაატარეს და როგორც თავად ოჯახი ირწმუნება, ისინი გარკვეულ სააგიტაციო მასალებს ეძებდნენ. გურამ როგავა ესაუბრა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ჟურნალისტს. 
წაკითხვა