საზოგადოებრივი
104.5 FM
ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის ოლქის მეოთხე საარჩევნო უბანზე მისცა ხმა
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 09:40:00
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში ხმა მისცა. ბიძინა ივანიშვილი თბილისის მთაწმინდის ოლქის მეოთხე საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, ეკა ხვედელიძესთან ერთად მივიდა. საარჩევნო უბანი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა კომენტარის გარეშე დატოვა. 
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - სამ ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე, ეს იყო ჩემი არჩევანი
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 09:14:00
ყველას მოგიწოდებთ, იყოთ აქტიურები, დღეს წყდება ძალიან ბევრი საკითხის ბედი,  - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, თვითმმართველობის არჩევნებისთვის განკუთვნილ სამივე ბიულეტენზე  სხვადასხვა სუბიექტი შემოხაზა. "ყველას მოგიწოდებთ, იყოთ აქტიურები, დღეს წყდება ბედი ძალიან ბევრი საკითხის, რაც მნიშვნელოვანია. თვითმმართველობის არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს ბევრი ჩვენი ყოველდღიური პრობლემა და საჭიროება. ამ არჩევანით ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს უკეთეს თვითმმართველობაზე, უფრო ჩართულ თვითმმართველობაზე, სადაც ხალხზე იქნება ბევრად უფრო მეტი ხმა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობა მოუსმენს იმას, რაც უნდათ მოქალაქეებს თავის უბანში, თავის სოფელში, აქედან გამომდინარე შექმნის უკეთეს ყოფას. თვითმმართველობა ახლა იქმნება და ახალმა არჩეულმა დეპუტატებმა, მერებმა უნდა შეძლონ და ემსახურონ საზოგადოებას. ჩემი ხმა და ის სამი ბიულეტენი, რომელიც მომცეს, გამოვიყენე შემდეგნაირად -  ამ სამივე ბიულეტენში სამი სხვადასხვა სუბიექტი შემოვხაზე, ეს იყო ჩემი არჩევანი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 
წაკითხვა
გიორგი ვაშაძე - ხმა მივეცი განვითარებას, წარმატებას, არასტანდარტულ, ინოვაციურ მიდგომებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 10:36:00
“ერთობა ახალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი ვაშაძე ვაკეში, N4 საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წუხს დაბალი აქტივობის გამო. მერობის კანდიდატი მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. გიორგი ვაშაძის ბიულეტენი დღეს საარჩევნო ყუთში მისმა ქალიშვილმა მოათავსა. “მე მივეცი ხმა მომავალს, მივეცი ხმა განვითარებას, მივეცი ხმა წარმატებას, მივეცი ხმა არასტანდარტულ, ინოვაციურ მიდგომებს და რაც ყველაზე მთავარია, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი განწყობა მაქვს. ვფიქრობ, ძალიან კარგი შედეგები გვექნება დღეს არჩევნებზე და არჩევანი არის წარსულსა და მომავალს შორის, ეს უნდა გვახსოვდეს ყველას", - აღნიშნა ვაშაძემ. 
წაკითხვა
ილია მეორე - ღმერთმა ინებოს, რომ ისეთი კანდიდატები, ისეთი ადამიანები ავირჩიოთ, რომლებიც გამოადგებიან საქართველოს
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 09:45:00
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ თვითმმართველობის არჩევნებზე ხმა მისცა. "ღმერთმა ინებოს, რომ ისეთი კანდიდატები, ისეთი ადამიანები ავირჩიოთ, რომლებიც გამოადგებიან საქართველოს. დალოცვილი იყვნენ ახალი დეპუტატები და მთელი საქართველო", - აღნიშნა პატრიარქმა. უწმინდესმა საკუთარი არჩევანი კრწანისის საარჩევნო ოლქის მეოთხე საარჩევნო უბანზე გააკეთა.
წაკითხვა
ცესკო-ს მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა 45,64%-მა მიიღო მონაწილეობა
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 21:48:00
ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა 45,64%-მა მიიღო მონაწილეობა.„ამომრჩეველთა საბოლოო აქტივობის მაჩვენებელი 45,64%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებში 1 569 992-მა დამიანმა მიიღო მონაწილეობა. ცენტრალური საარჩევნო კომისია ახლა ხმების დათვლას იწყებს. როგორც ცნობილია, თვითმმართველობის არჩევნებში დარეგისტირებული იყო სამი სახის ბიულეტენი - მერობის კანდიდატების, პარტიებისა და მაჟორიტარი კანდიდატების. შესაბმაისად, თითოეულმა საუბნო საარჩვნო კომისიამ უნდა შეადგინოს სამი შემაჯამებელი ოქმი. ოქმები გადმოიგზავნება ცენტრალურ საარჩვნო კომისიაში და პარალელურ რეჟიმში აიტვირთება საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე“, - განაცხადა ანა მიქელაძემ. ამასთან, ცესკო-ს სპიკერის განცხადებით, ჯამში 204 საჩივარია დაწერილი. „საერთო ჯამში, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში დაიწერა 204 საჩივარი, მათგან რაოდენობრივად ყველაზე მეტი - ვაკეში, ნაძალადევში, მარნეულსა და ქუთაისში. საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენეთა მიერ. საჩივრები ძირითადად შეეხება პროცედურულ ხარვეზებს და მათი ნაწილი უბნებზევე აღმოიფხვრა“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.მისივე თქმით, საჩივრების უმეტესობა კომისის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას შეეხება, თუმცა არის საჩივრებიც, რომლებიც პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება. როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარ
წაკითხვა
ელენე ხოშტარია - ძალიან გულანთებული ვარ, რომ მერის მანდატი მივიღო და შევუდგე საქმის კეთებას
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 08:47:00
„ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ ხმა ვაკის N12 საარჩევნო უბანზე 08:30 საათზე მისცა. ხოშტარიას განცხადებით, ის გულანთებულია მანდატის მისაღებად. „პირველ რიგში, ხმა მივეცი იმ რწმენის დაბრუნებას, რომ ჩვენი ქალაქი ჩვენვე შეგვიძლია გავხადოთ მოხერხებული, სამართლიანი, ადამიანებზე ორიენტირებული და იმ ხედვას, რომელიც მგონია, რომ ამას სწორად მოიტანს და ძალიან გულანთებული ვარ იმისთვის, რომ ეს მანდატი მივიღო და შევუდგე საქმის კეთებას“, - განუცხადა ხოშტარიამ ჟურნალისტებს.ელენე ხოშტარია თავს იკავებს პროგნოზისგან, როგორი იქნება ამომრჩევლის აქტივობა. ვაკის საოლქო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ყველა უბანი მნიშვნელოვანი ხარვეზების გარეშე მუშაობს.
წაკითხვა
ეკა ბესელია - საჭიროა, ყველა დამშვიდდეს და დაწყნარდეს, რადგან შთაბეჭდილება მრჩება, რომ მარნეულში სიტუაციის დაძაბვა ხელოვნურად ხდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 14:18:00
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საჭიროა, ყველა დამშვიდდეს და დაწყნარდეს, რადგან მას შთაბეჭდილება რჩება, რომ მარნეულში სიტუაციის დაძაბვა ხელოვნურად ხდება. ეკა ბესელია თანაგუნდელებთან ერთად, მარნეულის 58-ე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მივიდა, სადაც „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელის მიერ მათი აქტივისტის მიმართ ფიზიკურ ზეწოლას ჰქონდა ადგილი. დეპუტატი ოპონენტებს მოუწოდებს, დაძაბულობის შექმნას ხელს ნუ შეუწყობენ და ადამიანებს დაეხმარონ, რათა მათ ხმა მშვიდ გარემოში მისცენ. „იმ ადამიანს უნდა დაველაპარაკოთ, ვინც „ევროპულმა საქართველომ“ გვაჩვენა. ასევე ჩვენს კანდიდატსაც უნდა დაველაპარაკოთ და რეალურად გავარკვიოთ, რა მოხდა და ეს ხომ არ არის ხელოვნური დაძაბულობისთვის გამოწვეული ამბავი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სიმშვიდე და სიწყნარე იყოს. დაძაბულობა არავის არ უნდა, პირველ რიგში, ჩვენ. ზედმეტი დაძაბულობა არ გვსურს, რადგან ჩვენს ინტერესებშია არჩევნებმა მშვიდად ჩაიაროს. ყველას მინდა ვთხოვო, რომ არათუ ხელი არ უნდა შეუწყონ დაძაბულობასა და ასეთი ფაქტების ინსპირირებას, არამედ პირიქით, ადამიანებს უნდა დავეხმაროთ, რომ ხმა მშვიდ გარემოში იმას მისცენ, ვისაც ენდობიან“, - განაცხადა ბესელიამ.
წაკითხვა
დავით ნარმანია - მე არ მქონია დასვენების დღეები, ვმუშაობდი გვიანობამდე, რომ დრო არ დაგვეკარგა
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 12:32:00
არჩევანი გავაკეთე იქიდან გამომდინარე, თუ ვინ არის ამ ქალაქში საქმის გამკეთებელი, ვის აქვს მეტი გამოცდილება და საუკეთესო პროგრამა, რომ ყველა დაწყებული საქმე გააგრძელოს,-ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მოქმედამ მერმა, დავით ნარმანიამ განუცხადა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, დაპირებების აბსოლუტური უმრავლესობა შესრულებულია. "დარწმუნებული ვარ, ეს არჩევანი გაამართლებს. ეს იყო მნიშვნელოვანი პერიოდი, იყო უამრავი გამოწვევა. სამწუხაროდ, ჩემი მმართველობის დროს მოხდა სტიქია, რომელმაც წაგვართვა ადამიანები და დიდი რესურსი. მიუხედავად წინაამღდეგობისა, ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ, მოვაწესრიგეთ საგზაო ინფრასტრუქტურა, ახალი ბაღები ავაშენეთ, შემოვიდა ახალი ვტობუსები, მოხდა აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია. მომავალ მერს წარმატებებს და ჩემს გვერდში დგომას ვუსურვებ. მე არ მქონია დასვენების დღეები, ვმუშაობდი გვიანობამდე, რომ დრო არ დაგვეკარგა. დაპირებების აბსოლუტურად უმეტესობა შესრულებულია",-აღნიშნა დავით ნარმანიამ.
წაკითხვა
ოპოზიცია ფოთში საარჩევნო პროცესის დარღვევებზე საუბრობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 15:19:00
ფოთში საარჩევნო პროცესის დარღვევებზე საუბრობს ოპოზიცია. "ევროპული საქართველოს’’ მერობის კანდიდატმა, ვახტანგ დარცმელიძემ ტექნიკურ დარღვევაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბიულეტენების გადახევა ისე ხდება, რომ მასზე კანდიდატების ვინაობის ამოკითხვა შეუძლებელია. ის ვარაუდობს, რომ ასეთი ბიულეტენები შესაძლოა, ბათილად იქნას ცნობილი. ,,დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს’’ მერობის კანდიდატი ოთარ ხარჩილავა კი ამბობს, რომ საოლქო კომისიიდან გუშინ ღამით 100 ბიულეტენი მოიპარეს. მისივე თქმით, უბნებზე მისულ მის მხარდამჭერებს ხმის მიცემის უფლებას არ აძლევენ.
წაკითხვა
კახა კალაძე კიდევ ერთი ეგზიტპოლის შედეგებით ლიდერობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 22:53:00
პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ტელეკომპანია „იმედის" ეგზიტპოლის შედეგებით ლიდერობს. აღნიშნული ეგზიტპოლის მიხედვით, მეორე ადგილს თანაბარი პროცენტით ზაალ უდუმაშვილი და ალექსანდრე ელისაშვილი ინაწილებენ, ხოლო ელენე ხოშტარია მესამე ადგილზე გავიდა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, მეოთხე ადგილს ირმა ინაშვილი იკავებს, ხოლო მეხუთე ადგილზე თანაბარი მაჩვენებლებით კახა კუკავა და გიორგი ვაშაძე გავიდნენ. ტელეკომპანია „იმედის" ინფორმაციით, აღნიშნული ეგზიტპოლის შედეგები 20:00 საათის მონაცემებს ეყრდნობა. პირველი არხი ელოდება ცესკო-ს წინასწარ მონაცემებს, რომელიც დაახლოებით ღამის 12:00 საათის შემდეგ გამოქვეყნდება. წელს კი პირველმა არხმა საკუთარი ეგზიტპოლის ჩატარებაზე უარი თქვა.
წაკითხვა
ირმა ინაშვილი - ხმა მივეცი ქართული ტრადიციების, ზნე-ჩვეულებების, ისტორიის დაცვას და რწმენის შენარჩუნებას
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 13:39:00
"პატრიოტთა ალიანსის” თბილისის მერობის კანდიდატმა, ირმა ინაშვილმა ხმა ვაკის #49 საარჩევნო უბანზე მისცა და საარჩევნო პროცესი შეაფასა.მისი თქმით, ხელისუფლებამ ადმინისტრაციული რესურსი არაერთხელ გამოიყენა. კონკრეტულ ფაქტებზე “პატრიოტთა ალიანსმა” უწყებათაშორის კომისიას უკვე მიმართა, მიუხედავად იმისა, რომ ინაშვილი მას “მკვდარ კომისიას” უწოდებს და აღნიშნავს, რომ აუცილებელია, კომისიის ფუნქციები შეიცვალოს.“დღევანდელ დღეს რაც შეეხება, პროცესი ჯერ მიდის, საერთოდ არჩევნებში მანიპულაციები არ იწყება ასეთ დროს და არ იწყება უბნებზე, სულ სხვაგან ხდება ეს ყველაფერი. ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს.  დღეს მინდა, ვნახო არა ის კინო, რომელიც ვნახე წინა არჩევნებისას, არამედ ვნახო ის, რომ ხალხი ხმას არ აძლევს მწამებლებს, სადისტებს. ხმას აძლევს ამ ქვეყნის ნამდვილ პატრიოტებს, გულშემატკივრებს, საქართველოს პროგრესსა და განვითარებას”,-განაცხადა ინაშვილმა ხმის მიცემის  შემდეგ.მისი თქმით, პირადად ხმა მისცა ქართული ტრადიციების, ზნე-ჩვეულებების, კულტურის, ისტორიის დაცვას და რწმენის შენარჩუნებას.“ასევე, ხმა მივეცი იმას, რომ საქართველოში ტარდებოდეს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები და არ რჩებოდეს შეკითხვები არჩევნების შემდეგ”,-ამბობს “პატრიოტთა ალიანსის” მერობის კანდიდატი.
წაკითხვა
ლევან ბეჟაშვილი - არჩევნები წარმოუდგენელი დარღვევებით მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 11:28:00
არჩევნები წარმოუდგენელი დარღვევებით მიმდინარეობს, - ასე აფასებს არჩევნების მიმდინარეობას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი. მისი განცხადებით,  „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უბნებზე იმყოფებიან, თავზე ადგანან საარჩევნო კომისიის წევრებს და იწერენ ამომრჩევლების პირად ნომრებს. ბეჟაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიზანია, მოახდინონ ზეწოლა ადმინისტრაციულ რესურსზე. „ირღვევა ხმის ფარულობის პრინციპი. მოვუწოდებთ თამარ ჟვანიას გამოვიდეს და ღიად დააფიქსიროს პოზიცია. მოვუწოდებთ ამომრჩეველს, უხეში ზეწოლის მიუხედავად, სათანადო პასუხი გასცეს. ასევე, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ვიდეომასალაც. საიამ-მოუწოდა ცესკო-ს რეაგირებისკენ. დაიწერა საჩივრები რამდენიმე დარღვევაზე. დუშეთის მე-13 უბანზე ჯერ კიდევ არ მიუტანიათ ბიულეტინები. ბოლნისში, მე-20 უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრზე თავდასხმა მოხდა. კიდევ ერთი თავდასხმა ჩვენს კანდიდატზე კი, ახალციხეში მოხდა“, - განაცხადა ბეჟაშვილმა. 
წაკითხვა
ერთ-ერთი ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს და მეორე ტური მოსალოდნელი არ არის
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 20:08:00
ერთ-ერთი ეგზიტპოლის 18:00 საათის მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობს. ამავე ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისში, მერის ასარჩევად მეორე ტურის აუცილებლობა არ არის. მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ზაალ უდუმაშვილია. ეგზიტპოლი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე "ედისონ რისერჩმა" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა. პირველი არხი ელოდება ცესკო-ს წინასწარ მონაცემებს, რომელიც დაახლოებით ღამის 12:00 საათის შემდეგ გამოქვეყნდება. წელს კი პირველმა არხმა საკუთარი ეგზიტპოლის ჩატარებაზე უარი თქვა. 
წაკითხვა
საარჩევნო უბნებზე დედაქალაქში პროცენტულად ყველაზე მეტი ამომრჩეველი ვაკეში, ხოლო რეგიონებიდან რაჭა-ლეჩხუმში მივიდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 22:23:00
ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ამომრჩეველთა 45,64%-მა (1 569 992 ადამიანი) მიიღო მონაწილეობა.​ცესკოს მონაცემებით, არჩევნებზე მისული 1 569 992 ამომრჩევლიდან 625 857 ქალი იყო - 39,6%, 944 135 მამაკაცი - 60,14%.დედაქალაქში საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა სრული რაოდენობის 43,4% მივიდა, ყველაზე მეტი ამომრჩეველი დაფიქსირდა ვაკეში - 48,57%, ასევე, მაღალი აქტივობა იყო ​მთაწმინდასა და დიდუბეში - 48,42%, ხოლო დაბალი აქტივობა ისანში - 38%. რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას რეგიონების მიხედვით, პროცენტულად ყველაზე მეტი ამომრჩეველი რაჭა-ლეჩუმში მივიდა - 60,2%; ყველაზე დაბალი აქტივობა კი ქვემო ქართლში იყო - 40,7%.
წაკითხვა
ზაალ უდუმაშვილი - ეგზიტპოლს აქვს ცდომილება და ვერავინ დამაჯერებს, რომ არჩევნებზე მისულმა ყოველმა მეორე თბილისელმა კახი კალაძეს მისცა ხმა
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 20:38:00
ვერავინ დამაჯერებს, რომ არჩევნებზე მისულმა ყოველმა მეორე თბილისელმა კახი კალაძეს მისცა ხმა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ განაცხადა. ზაალ უდუმაშვილმა კომისიებში მყოფი პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ ხმების დასაცავად იბრძოლონ. "ჩვენ იმ ინფორმაციას ვფლობთ, რომ კახი კალაძე აპირებდა გარკვეული პროცენტის დაწერას თავისთვის და ამისთვის იბრძოდა, რომ ეს პროცენტი დაეწერა. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ შედეგი, როდესაც "ქართული ოცნება" წავიდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ბუნებრივია, ჩვენ დაველოდებით ცესკო-ს შედეგებს. იმასაც ვითვალისწინებთ, რომ ეგზიტპოლები, რომლებიც გამოქვეყნდა არის 18:00 საათის მონაცემები და 20:00 საათამდე ჩემი ინფორმაციით, საკმაოდ იყო ხალხის ნაკადი და შეიძლება სურათი შეიცვალოს. გარდა ამისა, ეგზიტპოლს აქვს ცდომილება. ვერავინ დამაჯერებს, რომ არჩევნებზე მისულმა ყოველმა მეორე თბილისელმა კახი კალაძეს მისცა ხმა. ამიტომ ჩვენ ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებთ, რომლებიც წარმოდგენილები არიან საარჩევნო კომისიებში, დავიცვათ ყველამ ჩვენი ხმები ბოლომდე, რათა არ მივცეთ ასეთ თოთალური გაყალბების საშუალება "ქართულ ოცნებას", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 
წაკითხვა
კახი კალაძე - მზად ვარ შრომისთვის და მზად ვარ იმისთვის, რომ ვემსახურო ჩემს ქალაქს
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 21:10:00
ჩვენ ცესკო-ს მიერ ხმების დათვლას დაველოდებით და რამდენიმე დღეში იმ პრობლემების მოგვარებას შევუდგებით, რომელიც ქალაქისთვის აქტუალურია - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, საკუთარ მხარდამჭერებთან შეხვედრისას თბილისის მერობის კანდიდატმა, კახი კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში მმართველმა ძალამ ძალიან მნიშვნელოვანი გზა გამოიარა და ბევრი შეხვედრა გაიმართა.„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დედაქალაქის მოსახლეობას ჩვენი იმედი აქვს. იმ პრობლემებს ყველა ვხედავთ, რომელიც დღეს ქალაქისთვის აქტუალურია და ასევე, კარგად გვაქვს გააზრებული, თუ რა უნდა გავაკეთოთ ხვალ, ზეგ, რომ ეს პრობლემები მოგვარებული იყოს. ამ ბრძოლაში მარტო არ იქნებით, ჩემი იმედი გქონდეთ, ძალა ერთობაშია. ჩვენ ამ პრობლემების მოგვარებას ერთად შევძლებთ“, - აღნიშნა კალაძემ.ამასთან, კალაძემ ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის, დაფასებისთვის და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენ ერთად შევძლებთ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში გამარჯვებები იმ პრობლემებზე ვიზეიმოთ, რომელიც ქალაქისთვის აქტუალურია და თბილისს აწუხებს. მზად ვარ შრომისთვის და მზად ვარ იმისთვის, რომ ჩემს ქალაქს ვემსახურო. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალიდან, ზეგიდან ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენს გასაკეთებელ საქმეს გავაკეთებთ და ხვალინდელი თბილისი უკეთესი იქნება“, - განაცხადა კალაძემ.ერთ-ერთი ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს და მეორე ტური მოსალოდნელი არ არის.
წაკითხვა
ცესკო-ს ინფორმაციით, 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 16.5% შეადგინა
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 13:12:00
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათისთვის, 3644 საარჩევნო უბანზე ჯამში მოქალაქეთა აქტივობამ 16.5% შეადგინა, რაც 567 699 ამომრჩეველია.ყველაზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება რაჭა-ლეჩხუმში, სადაც არჩევნებში მონაწილეობა უკვე რეგისტრირებული ამომრჩევლის 27.93%-მა მიიღო. ყველაზე დაბალი აქტივობა კი შიდა ქართლშია და 12:00 საათის მონაცემებით 13.9 პროცენტს შეადგენს.რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში აქტივობის მაჩვენებელი 14.8%-ს შეადგენს. თუ ამ მაჩვენებელს 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებს შევადარებთ, აქტივობა წინა არჩევბეზეც იდენტური იყო და 12:00 საათისთვის 16.6% -ს შეადგენდა.
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - ხმა მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ასეთი იქნება
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 09:25:00
მე მივეცი ხმა კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ასეთი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ხმა მისცა თბილისს, სადაც ყველას ეხალისება ცხოვრება. "მე ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველა ეხალისება ცხოვრება, სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია, სადაც მწვანე ზონებია იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა თავისუფლად ისუნთქონ, სადაც განათლების სისტემა მოწესრიგებულია, სადაც არის მაღალი ეკონომიკური დინამიკა, სადაც მეწარმეებს უხარიათ ბიზნესის წამოწყება, სადაც ძალიან ბევრი სიცოცხლე ჩქეფს. მე მივეცი ხმა კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი ასეთი იქნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 
წაკითხვა
12:00 საათის მონაცემებით, თბილისში ყველაზე აქტიური დიდუბისა და ნაძალადევის ოლქებია
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 14:30:00
12:00 საათის მონაცემების მიხედვით, თბილისის ოლქებში ყველაზე აქტიური დიდუბე და ნაძალადევია.დიდუბეში რეგისტრირებული 66347 ამომრჩევლიდან, 12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე უკვე მივიდა 10314 ამომრჩეველი, რაც ამ უბანში რეგისტრირებული ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 15,5%-ია. მსგავსი მაჩვენებელი აქვს ნაძალადევის რაიონსაც. 128506 რეგიტრირებული ამომრჩევლიდან,  არჩევანი უკვე გააკეთა 19859 -მა ამომრჩეველმა, რაც 15,5%-ია. ყველაზე დაბალი აქტივობა ისნის ოლქშია, სადაც 105843 ამომრჩევლიდან, არჩევანი 14010- მა ამომრჩეველმა გააკეთა. რაც ამომრჩევლების მთლიანი რაოდენობის 13,2%-ია.
წაკითხვა
საქართველოში ბრიტანეთის ელჩი - იმედი გვაქვს, რომ არჩევნებში ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 11:46:00
იმედი გვაქვს, რომ არჩევნებში ბევრი ადამიანი, მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას და არ დაუკარგავს საქართველოს თავის ხმას, - ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, ჯასტინ მაქენზიმ განაცხადა, რომელმაც კრწანისის მე-18 საარჩევნო უბნის მონიტორინგის შემდეგ კომენტარი აშშ-ის და ნიდერლანდების სახელითაც გააკეთა."ძალიან მოხარული ვართ აქ ყოფნით,მნიშვნელოვანი დღეა ყველასთვის. ჩვენი სამი ქვეყანა თანადგომას უცხადებს არჩევნების დემოკრატიულ პროცესს საქართველოში. იმედი გვაქვს, რომ ბევრი ადამიანი, მოქალაქე მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და არ დაუკარგავს საქართველოს თავის ხმას.ელჩებმა 127-ე საჯარო სკოლაში არსებულ უბანზე კომისიის თავმჯდომარისგან არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია პროცესში ყველა მოქალაქის ჩართულობა. 
წაკითხვა