საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ოპოზიციური პარტიები პარლამენტში 200 ათასი ხელმოწერით შესული საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის კენჭისყრაზე დაყენებას ითხოვენ
განახლებულია: 2017-01-18 16:25:00
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები საკანონმდებლო ორგანოში 200 ათასი ხელმოწერით შესული საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის კენჭისყრაზე დაყენებას ითხოვენ. ამ საკითხს პირველივე ბიუროს სხდომაზე, შემდეგ კი სესიაზე დააყენებს "პატრიოტთა ალიანსი". დღეს კი, კენჭისყრის მოთხოვნით, პარლამენტში წერილი შეიტანეს მამუკა კაციტაძემ და კახა კუკავამ. კანონპრიექტი, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და სამხარეო პროპორციულზე გადასვლას გულისხმობს,  უკვე განხილული აქვს მერვე მოწვევის პარლამენტს, დარჩენილია მხოლოდ კენჭისყრა, რასაც კვალიფიციური სუბიექტების საკოორდინაციო საბჭო ახლა მეცხრე მოწვევის  დეპუტატებისგან მოითხოვს.აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს შეხვედრა პარლამენტში "პატრიოტთა ალიანსის" ფრაქციაში გაიმართა.
წაკითხვა
საქართველოს პრემიერის ვიზიტი ესპანეთში გრძელდება
განახლებულია: 2017-01-18 16:23:00
საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტი ესპანეთში გრძელდება. საქართველო მადრიდში, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს.პირველად, გამოფენის ისტორიაში, ქართულ საგამოფენო სივრცეს დღეს ესპანეთის მეფე ფელიპე VI დედოფალთან ერთად ესტუმრა. გუშინდელი შეხვედრის შემდეგ დღეს გიორგი კვირიკაშვილსა და საქართველოს დელეგაციას კიდევ ერთხლ ჰქონდათ შესაძლებლობა, მეფესთან საქართველოზე ესაუბრათ. 
წაკითხვა
მორიგი შეხვედრა ერგნეთში - რა საკითხებს განიხილავენ მხარეები
განახლებულია: 2017-01-18 16:19:00
უკვე 5 საათია ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. ოფიციალური თბილისი მოლაპარაკებების ამ რაუნდზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული გიორგი გიუნაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას კიდევ ერთხელ მოითხოვს. ასევე, ისაუბრებს საოკუპაციო ხაზიდან მოქალაქეების გატაცების საკითხზე. განიხილავენ  უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ პრობლემებს. 
წაკითხვა
პარლამენტის წევრების შეფასებები „გაზპრომთან" მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით
გამოქვეყნებულია: 2017-01-18 16:15:00
„გაზპრომთან" მოლაპარაკებების თემაზე შეფასებები გაკეთდა პარლამენტარების მხრიდან. 
წაკითხვა
რა შეფასებები მოჰყვა NDI-ს კვლევას პოლიტიკოსების მხრიდან
განახლებულია: 2017-01-18 16:07:00
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი წარადგინა. პრეზენტაციაზე ამჯერად წარმოდგენილი იყო გამოკითხვის შედეგები, რომელიც საპარლამენტო არჩევნებთან, ახალი პარლამენტისადმი მოლოდინებთან და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს.რა შეფასებები მოჰყვა "ენ-დი-აის" კვლევას პოლიტიკოსების მხრიდან - სალომე ქოქიაშვილი დეტალებით. 
წაკითხვა
NDI-ს კვლევის პოლიტიკური ნაწილი - როგორია შედეგები
გამოქვეყნებულია: 2017-01-18 16:05:00
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი წარადგინა. პრეზენტაციაზე ამჯერად წარმოდგენილი იყო გამოკითხვის შედეგები, რომელიც საპარლამენტო არჩევნებთან, ახალი პარლამენტისადმი მოლოდინებთან და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს.კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბერი - 4 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია. კვლევა შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით, "სი-არ-არ-სი - საქართველომ" 
წაკითხვა
შალვა შავგულიძე სავარაუდოდ, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე გახდება
გამოქვეყნებულია: 2017-01-18 16:02:00
ყოფილი დეპუტატი შალვა შავგულიძე სავარაუდოდ, პარტია „თავისუფალ დემოკრატებს“ ჩაუდგება სათავეში.როგორც საზოგადოებრივისთვის გახდა ცნობილი, პარტიას მალე ახალი თავმჯდომარე ეყოლება. ჩვენი ინფორმაციით, პარტია 19 თებერვალს ყრილობას გეგმავს, რომელზეც თავმჯდომარედ შალვა შავგულიძის კანდიდატურას წამოაყენებენ.ამ ინფორმაციის შესახებ პარტიაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. პარტიის დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება. პარტიას, რომელიც კიდევ რამდენიმე ლიდერმა დატოვა, აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე ხელმძღვანელობს და მოქმედი თავმჯდომარე არ ჰყავს.
წაკითხვა
ნატო-ს სამხედრო კომიტეტის შეხვედრა ბრიუსელში
გამოქვეყნებულია: 2017-01-18 12:41:00
ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში 17-18 იანვარს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის შეხვედრა ტარდება, რომელსაც ნატო-ს ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ესწრებიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ნატო-ს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. თავდაცვის მინისტრები განიხილავენ ნატო-ს სარდლობის სტრუქტურის ფუნქციონალურ შეფასებას, ნატო-ს გაძლიერებული თავდაცვისა და შეკავების პოლიტიკას და სტაბილურობის ინიციატივის განხორციელებას. ასევე, ფართო დისკუსია იქნება რუსეთის თაობაზე. 18 იანვარს გაიმართება შეხვედრები პარტნიორებთან საქართველოდან და უკრაინიდან. ქართულ მხარესთან შეხვედრაზე განიხილება თავდაცვითი რეფორმის მიმდინარეობა და მიღწევები,  ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია. სამხედრო კომიტეტის შეხვედრა ბრიუსელში წელიწადში ორჯერ ტარდება.  
წაკითხვა
საქართველოს პრემიერის ვიზიტი ესპანეთში გრძელდება
განახლებულია: 2017-01-18 12:21:00
საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტი ესპანეთში გრძელდება. გიორგი კვირიკაშვილს ,,ელ-პარდოს” სასახლეში ესპანეთის მეფემ ფელიპე მეექვსემ უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენას შეეხო, რომელიც მადრიდში დღეს იხსნება. გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრისას საქართველოს მზარდ ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა. შეხვედრას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი დაესწრო. აუდიენციის შემდეგ  სამეფო სასახლეში მიღება გაიმართა. ღონისძიება 2017 წლის მდგრადი ტურიზმის განვითარების საერთაშორისო წლად გამოცხადებას მიეძღვნა. მიღებას მსოფლიოს პოლიტიკური და ეკონომიკური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებს სიტყვით ესპანეთის მეფემ  მიმართა.  
წაკითხვა
რა საკითხებს განიხილავენ მხარეები ერგნეთში მორიგ შეხვედრაზე
განახლებულია: 2017-01-18 12:16:00
უკვე ერთი საათია ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. ოფიციალური თბილისი მოლაპარაკებების ამ რაუნდზე  საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული გიორგი გიუნაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას კიდევ ერთხელ მოითხოვს. კიდევ რა საკითხები იქნება განხილული შეხვედრაზე - ნინო ფისაძე დეტალებით.    
წაკითხვა
მთავრობას "გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს საპარლამენტო ოპოზიცია
განახლებულია: 2017-01-18 12:15:00
მთავრობას "გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებისკენ  მოუწოდებს საპარლამენტო ოპოზიცია. ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ დოკუმენტი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზიანებს. ხელისუფლებაში კი მიაჩნიათ, რომ "გაზპრომთან" დაკავშირებით უკვე ყველა კითხვას გაეცა პასუხი. 
წაკითხვა
NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი წარადგინა
განახლებულია: 2017-01-18 12:05:00
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი წარადგინა. პრეზენტაციაზე ამჯერად წარმოდგენილი იყო გამოკითხვის შედეგები, რომელიც საპარლამენტო არჩევნებთან, ახალი პარლამენტისადმი მოლოდინებთან და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს.კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბერი - 4 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია. კვლევა შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით, "სი-არ-არ-სი - საქართველომ" 
წაკითხვა
NDI: გამოკითხულთა 65% ფიქრობს, რომ პარლამენტარები გააკეთებენ იმას, რასაც პარტია დაავალებს
გამოქვეყნებულია: 2017-01-18 11:55:00
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის ნახევარი მიიჩნევს, რომ პარლამენტარები მხოლოდ საკუთარ ინტერესებს დაიცავენ, 65% კი ფიქრობს, რომ ისინი გააკეთებენ იმას, რასაც პარტია დაავალებს. მოლოდინები მნიშვნელოვნად განსხვავდება პარტიის მხარდაჭერის მიხედვით. მაგალითად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 72% აცხადებს, რომ პარლამენტი მათ ინტერესებს დაიცავს, მაშინ როცა ამ მოსაზრებას სხვა პარტიის მხარდამჭერებისა და უპარტიო მოქალაქეების (ისინი, ვინც არ ასახელებენ თუ რომელი პარტია არის მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს) 40%-ზე ნაკლები ეთანხმება. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების გამოკლებით, მოსახლეობის მცირე ნაწილი (30%-ზე ნაკლები) ფიქრობს, რომ სურვილის შემთხვევაში, პარლამენტართან შეხვედრის დანიშვნას ადვილად შეძლებდა, მოქალაქეების უმეტესობა კი ამბობს, რომ პარლამენტის შენობაში შესვლა რთულია.ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC–საქართველოს მიერ მედიისათვის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილის პრეზენტაციისას გახდა ცნობილი. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.
წაკითხვა
NDI: მოქალაქეებს ახალი პარლამენტისადმი არაერთგვაროვანი მოლოდინები აქვთ
გამოქვეყნებულია: 2017-01-18 11:37:00
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და მისი პარტნიორი ორგანიზაცია CRRC–საქართველოს მიერ წარდგენილი საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის უმეტესობას ეჭვი არ ეპარება საარჩევნო პროცესების სანდოობაში და აცხადებს, რომ არჩევნების დღემ მშვიდად და მოწესრიგებულად ჩაიარა. NDI-ს ცნობით, ამომრჩეველთა უმრავლესობამ (92 პროცენტი) იცოდა სად და როგორ მიეცა ხმა და განაცხადა, რომ საარჩევნო უბანზე სიტუაცია იყო უსაფრთხო (96 პროცენტი), კარგად ორგანიზებული (96 პროცენტი) და არჩევნებზე პასუხისმგებელი პირები კარგად იყვნენ მომზადებულნი (92 პროცენტი). 2012 წლისა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედარებისას, მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ ორივე არჩევნებზე ძალადობის და ზეწოლის დონე მცირე იყო ან საერთოდ არ ჰქონია ადგილი. თუმცა ქართული ოცნების მხარდამჭერები 2012 წლის არჩევნებს უფრო ცუდად აფასებენ, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ 2016 წელს უფრო მეტი ძალადობა და ზეწოლა იყო ვიდრე 2012 წლის არჩევნების პერიოდში.NDI-ს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პირველი ტურის აქტივობა 51.6 პროცენტი იყო, გამოკითხვისას რესპონდენტების 74 პროცენტმა განაცხადა, რომ ხმა მისცა არჩევნებზე. თუმცა ეს რიცხვი გაცილებით დაბალია (62 პროცენტი) 18-35 წლის ასაკის მოსახლეობაში, ვიდრე 56+ მოქალაქეებში (86 პროცენტი). კითხვაზე, თუ რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, მოსახლეობის 40 პროცენტმა - ქართული ოცნება, 10 პროცენტმა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, 3-3 პროცენტმა კი პატრიოტთა ალიანსი და თავისუფალი დემოკრატები დაასახელა. ეს მონაცემები განსხვავდება არჩევნების შედეგებისგან, რომლის მიხედვითაც ქართულმა ოცნებამ საარჩევნო უფლების მქონე მოსახლეობის ხმების 24 პროცენტი მიიღო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კი 14 პროცენტი.
წაკითხვა
​NDI-ს კვლევით, არჩევნებზე წასულთა უმრავლესობის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას
გამოქვეყნებულია: 2017-01-18 11:36:00
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვის თანახმად, არჩევნებზე წასულ გამოკითხულთა 46%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დგას. NDI აფიქსირებს, რომ პროპორციული არჩევნების შედეგებით, ამ პარტიას ხმათა 48,68% ერგო.ამავე კითხვაზე 16% არცერთ პარტიას აფიქსირებს, 10% ენმ-ს (არჩევნების შედეგია 27%), 11%-მა უარი განაცხადა პასუხზე, 5%-მა აღნიშნა, რომ არ იცის, 3% ასეთ პარტიად საქართველოს პატრიოტთა ალიანსს ასახელებს (არჩევნების შედეგია 5,01%), 3% თავისუფალ დემოკრატებს (არჩევნების შედეგია 4,63%), ხოლო 6% სხვა პარტიას.  ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC–საქართველოს მიერ მედიისათვის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილის პრეზენტაციისას გახდა ცნობილი. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.
წაკითხვა
​NDI-ს კვლევით, გამოკითხულთა 40%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას
გამოქვეყნებულია: 2017-01-18 11:20:00
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 40%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დგას, ამავე კითხვაზე 22% არცერთ პარტიას აფიქსირებს, 10% ენმ-ს, 9%-მა უარი განაცხადა პასუხზე, 5%-მა აღნიშნა, რომ არ იცის, 3% ასეთ პარტიად „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ ასახელებს, 3% „თავისუფალ დემოკრატებს“, ხოლო 7% სხვა პარტიას.  ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC–საქართველოს მიერ მედიისათვის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილის პრეზენტაციისას გახდა ცნობილი. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.
წაკითხვა
NDI-ს კვლევით, გამოკითხულთა უმრავლესობა ელექტრონულად ხმის მიცემას მხარს დაუჭერდა
გამოქვეყნებულია: 2017-01-18 11:07:00
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 59% მხარს დაუჭერდა ელექტრონულად ხმის მიცემას, როდესაც ხალხი საარჩევნო უბანზე მიდის და ქაღალდის ბიულეტენის მაგივრად, კომპიუტერის გამოყენებით აძლევს ხმას, 31% ამას  არ დაუჭერდა მხარს, ხოლო 9%-ს არ აქვს პასუხი.ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC–საქართველოს მიერ მედიისათვის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილის პრეზენტაციისას გახდა ცნობილი. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.
წაკითხვა
​NDI-ს კვლევით, გამოკითხულთა 47%-ის მოსაზრებით, ბოლო ორი საპარლამენტო არჩევნებისას ზეწოლა არ ყოფილა
გამოქვეყნებულია: 2017-01-18 10:57:00
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 47% მიიჩნევს, რომ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების და 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს; 17%-ის მოსაზრებით, 2012 წლის არჩევნებზე მეტი ზეწოლა იყო, ვიდრე 2016 წელს; 10%-ის აზრით, ზეწოლის დონე ერთნაირი იყო; 11% კი მიიჩნევს, რომ 2016 წელს მეტი ზეწოლა იყო, ვიდრე 2012-ში. ამასთან, გამოკითხულთა 46% აფიქსირებს, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია 2012 წლისა და 2016 წლის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდებში, 11%-ის მოსაზრებით, თანაბრად იყო ძალადობა, 18%-ის მოსაზრებით, ძალადობის მხრივ, 2012 წელი გამოირჩეოდა, ხოლო 12%-ის განცხადებით, 2016 წელი.ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC–საქართველოს მიერ მედიისათვის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილის პრეზენტაციისას გახდა ცნობილი. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.
წაკითხვა
კვალიფიციურ სუბიექტთა საკოორდინაციო ჯგუფი "პატრიოტთა ალიანსის" ფრაქციის წარმომადგენლებს შეხვდება
გამოქვეყნებულია: 2017-01-18 10:08:00
დღეს კვალიფიციურ სუბიექტთა საკოორდინაციო ჯგუფი "პატრიოტთა ალიანსის" ფრაქციის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები უნდა განიხილონ, საუბარი შეეხება ასევე კანონპროექტს, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას გულისხმობს. არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, კანონპროექტი კენჭისყრაზე უნდა გავიდეს, რადგან ის 200 000 ხელმოწერითაა პარლამენტში შესული და ყველა პროცედურა გავლილი აქვს.
წაკითხვა
NDI დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარადგენს
გამოქვეყნებულია: 2017-01-18 10:05:00
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს წარადგენს. პრეზენტაციაზე ამჯერად წარმოდგენილი იქნება გამოკითხვის შედეგები, რომელიც საპარლამენტო არჩევნებთან, პარლამენტისადმი მოლოდინებთან და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს.კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბერი - 4 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, 3,141 პირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია. კვლევა შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით, "სი-არ-არ-სი - საქართველომ" ჩაატარა.
წაკითხვა

უახლესი