საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ცხრა ოპოზიციური პარტია განცხადებას ავრცელებს - „არჩევნებს ვაფასებთ როგორც ტოტალურად გაყალბებულს, არათავისუფალს და არასამართლიანს“
განახლებულია: 2016-11-28 15:13:00
ცხრა ოპოზიციური პარტია მიიჩნევს, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. მათივე განცხადებით, 2016 წლის არჩევნები წინა არჩევნებთან შედარებით იყო ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი.აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.”ჩვენ ქვემორე ხელისმომწერი პარტიები მივიჩნევთ, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო გაყალბებული და უკან გადადგმული ნაბიჯი 2012, 2013 და 2014 წლის არჩევნებთან შედარებით, შემდეგი მიზეზების გამო:1. მმართველმა პარტიამ არ განახორციელო საკუთარი საარჩევნო პროგრამით დაპირებული საარჩევნო რეფორმა, არ გააუქმა არადემოკრატიული მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და მეტიც, არჩევნების წინ საარჩევნო კანონში ყველა ცვლილება განახორციელა დისკრიმინაციულად, ოპოზიციასთან კონსულტაციის გარეშე. არ იქნა გათვალისწინებული ოპოზიციის არცერთი შენიშვნა და წინადადება;2. უცვლელი დარჩა ამომრჩეველთა სიები, რომელიც არარეალურად მრავალრიცხოვანია და რასაც წინა ხელისუფლების პირობებში მწვავედ აკრიტიკებდა დღევანდელი რეჟიმი. დაპირების მიუხედავად არ იქნა შემოღებული ამომრჩევლის ბიომეტრიული ვერიფიკაციის მექანიზმი;3. სახელმწიფო აპარატი, საჯარო მოსამსახურეები, მ.შ: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტოტალურად იყვნენ ჩართული მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაში;4. ხელისუფლებამ შექმნა არაფორმალური ჯგუფები, როგორც სპორტსმენების ისე კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების შემადგენლობით, რომლებიც საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებითაც მობილიზებული იყვნენ ე.წ. „რთულ უბნებთან“ და ახდენდნენ ამომრჩეველზე ზეწოლას;5. საარჩევნო კამპანიის დროს ადგილი ჰქონ
წაკითხვა
NDI საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო საქმიანობის საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს
განახლებულია: 2016-11-15 12:11:00
,,ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო საქმიანობის საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაციის შეფასებით, არჩევნები ღია და კონკურენტულ გარემოში წარიმართა და პოლიტიკურ სუბიექტებს წინასაარჩევნო კამპანიის შეუფერხებლად წარმოების საშუალება ჰქონდათ. "ენ-დი-აის" ანგარიშში, დადებით ტენდენციებთან ერთად, არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემებზეც არის საუბარი. მათ შორის ყურადღება მახვილდება საარჩევნო პროცესის განმავლობაში ძალადობისა და დაშინების შემთხვევებზე, ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სათანადო კვალიფიკაციისა და კომპეტენციის უქონლობის საკითხზე. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საარჩევნო პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა გაუმჯობესდა, თუმცა საქმეების განხილვის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, კვლავ არსებობს კითხვის ნიშნები. ორგანიზაციის შეფასებით, არჩევნების პერიოდში გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება დიდწილად დაცული იყო. "ენ-დი-აი" ახალ პარლამენტსა და მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მოუწოდებს, გადაწყვეტილების მიღებისას მოსაზრებების ფართო სპექტრი და ყველა მოქალაქის ინტერესი გაითვალისწინონ. "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" ანგარიშში არის კონკრეტული რეკომენდაციებიც.  
წაკითხვა
დაინერგება თუ არა საქართველოში ელექტრონული არჩევნების სისტემა
განახლებულია: 2016-11-11 20:14:00
დაინერგება თუ არა საქართველოში ელექტრონული არჩევნების  სისტემა - იუსტიციის მინისტრი ადასტურებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში, ქვეყანა ახალი საარჩევნო მოდელის ასამოქმედებლად ტექნიკური და ტექნოლოგიური თვალსაზრისით მზად არის. პროექტი ჯერ არ არსებობს, თუმცა მომავალში იდეის განხილვას არც მმართველი პარტიის ლიდერები გამორიცხავენ. რეაქციები პოზიტიურია მესამე სექტორიდანაც. ელექტრონული არჩევნების დროს მოქალაქეები არჩევანს ხმის მისაცემ კაბინაში, ბიულეტენების ნაცვლად, კომპიუტერულ ეკრანზე აკეთებენ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კენჭისყრის მსგავსი სისტემით 2001 წლიდან სარგებლობენ. 
წაკითხვა
აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები და მოქალაქეები თბილისიდან თვალს ადევნებენ საარჩევნო პროცესს
გამოქვეყნებულია: 2016-11-09 10:05:00
ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე საარჩევნო პროცესს ერთად ადევნებენ თვალს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები და თბილისში მყოფი ამერიკის მოქალაქეები, მარიამ მენაბდე დეტალებით.
წაკითხვა
სააკაშვილი ენმ-ს წევრებზე: ამ ახირებულ ერთ-ორ პერსონაჟთან, არაფერი საერთო მინდა მქონდეს
გამოქვეყნებულია: 2016-11-09 23:34:00
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ  „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო. ამის შესახებ სააკაშვილი ინტერვიუში აცხადებს, რომელიც მის „ფეისბუქ“ გევრდზე გამოქვეყნდა.მისივე თქმით, ის ურჩევდა თანაგუნდელებს, არ წასულიყვნენ მეორე ტურზე, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ორმაგი იმედგაცრუება იქნებოდა.„დაიწყეს  რაღაც უაზრო ლაპარაკი – სააკაშვილი კერპი უნდა იყო თუ არა? რა შუაშია სააკაშვილი?  რა შუაში ვარ ამ დებატებში მე? აქ საუბარი სხვა რაღაცაზეა. ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები და დედის რძესავით შევირგეთ ეს გაყალბება,ვურჩევდი არ წასულიყვნენ მეორე ტურზე, იმიტომ, რომ ორმაგი იმედგაცრუება იქნებოდა და არა, ერთ მანდატს მაინც წავგლიჯავთო და რა თქმა უნდა მოხდა ის, რასაც ვვარაუდობდით, ვერც ერთი მანდატი ვერ აიღეს და ამან გამოიწვია კიდევ უფრო მეტი დემორალიზება.„ნაციონალური მოძრაობა“  ყოველთვის ემზადებოდა ასეთი ხრიკებისთვის, ყოველთვის ჰქონდა გამზადებული ბრძოლის ვარიანტი და იმის მაგივრად, რომ ხალხს ვრაზმავდეთ, იმის მაგივრად, რომ ბრძოლისკენ და შეურიგებლობისკენ მოვუწოდებდეთ და გვქონდეს ზუსტი და ნათელი გეგმა, როგორ გადავლახოთ ეს უბედურება, ამის მაგივრად სადღაც ხელებს ვიშვერთ, თურმე პრობლემა არის სააკაშვილის, იმის, ამის.ამ ახირებულ ერთ-ორ პერსონაჟთან, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელობის შიგნით, ხალხმა იცოდეს, მე არაფერი საერთო მინდა მქონდეს. მე დავეხმარები ჩვენ ხალხს, აქტივისტებს, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“,- განაცხადა სააკაშვილმა.
წაკითხვა
არჩევნები, რომელსაც მსოფლიო პოლიტიკაზე ექნება გავლენა - აშშ დღეს პრეზიდენტს ირჩევს
გამოქვეყნებულია: 2016-11-08 20:05:00
არჩევნები, რომელსაც მსოფლიო პოლიტიკაზე ექნება გავლენა - აშშ დღეს პრეზიდენტს ირჩევს. შეერთებულ შტატებში ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს. ვინ გახდება ქვეყნის პირველი პირი მომდევნო ოთხი წლით - მოქალაქეებმა არჩევანი ყოფილ სახელმწიფო მდივანსა და ცნობილ ბიზნესმენს შორის უნდა გააკეთოს. ,,დემოკრატების” და ,,რესპუბლიკური პარტიის” საპრეზიდენტო კანდიდატების წინასწარი მონაცემები გამთენიისას გახდება ცნობილი.ხმების ავტომატური დათვლის შემდეგ საბოლოო სიტყვა ამომრჩეველთა 538-კაციანმა კოლეგიამ უნდა თქვას. 
წაკითხვა
ცესკო: შემოვიდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, სანდრა რულოვსი პარლამენტის წევრობაზე უარს ამბობს
გამოქვეყნებულია: 2016-11-07 18:42:00
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში “ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო სიის მე-2 ნომრის, სანდრა რულოვსის განცხადება შევიდა, რომლის მიხედვითაც,  საქართველოს ყოფილი პირველი ლედი პარლამენის წევრობაზე უარს ამბობს.ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელს ცესკო-ში დაუდასტურეს. 
წაკითხვა
რა საკითხები განიხილეს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე
განახლებულია: 2016-11-04 16:20:00
ჯიხაშკარსა და გორში მომხდარი ინციდენტები იყო მთავარი თემა უწყებათაშორისი კომისიის მე-13 სხდომაზე. კომისიის წევრებმა გამოძიების მიმდინარეობაზე ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისგან მიიღეს. შალვა ხუციშვილის განცხადებით, ჯიხაშკარის ინიციდენტთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს, რომელსაც უცხოელი დამკვირვებლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება ედება ბრალად, ის სწორედ დამკვირვებელმა ამოიცნო. გორში მომხდარ ფაქტზე კი, მისი თქმით გამოძიება ექსპერტიზის შედეგებს ელოდება. იუსტიციის მინისტრმა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს 15 ნოემბრამდე საარჩევნო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად კონკრეტული წინადადებების წარდგენისკენ მოუწოდა. უწყებათაშორისი კომისია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურ გამოცხადებამდე იმუშევებს, ამისთვის კი ცესკო-ს ვადა 18 ნოემბრამდე აქვს.
წაკითხვა
იუსტიციის სამინიტროში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა
განახლებულია: 2016-11-04 12:10:00
იუსტიციის სამინიტროში  უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა,  საარჩევნო პროცესსა და უწყბათაშორისი კომოსიის მუშაობასთან დაკავშირებით,  რეკომენდაციები წარადგინეს.   
წაკითხვა
უწყებათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2016-11-04 10:02:00
ამ წუთებში იუსტიციის სამინისტროში  უწყებათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს. კომისიაზე არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები რეკომენდაციებს წარადგენენ, რაც საარჩევნო პროცესსა და უწყბათაშორისი კომოსიის მუშაობას შეეხება. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართვლოს" წარმომადგენელი აცხადბს, რომ ორგანიზაცია რეკომენდაციებს უახლოეს პეიოდში შეიმუშავებს და პარლამენტს წარუდგენს. 
წაკითხვა
მარნეულის საოლქო სააჩევნო კომისიაში, საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა
განახლებულია: 2016-11-02 12:07:00
მარნეულის საოლქო სააჩევნო კომისიაში,  საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. პროცესი რამდენიმე საათი გაგრძელდა. განხილვის დროს, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი სიტყვიერად ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით პროტესტის ნიშნად ივანე პეტრიაშვილმა სხდომა დატოვა. სხდომა დატოვა ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამაც, რომელიც 26 -ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდა. საოლქო კომისიამ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სულ სხდომაზე 51 საჩივარი განიხილეს. მათი დიდი ნაწილი პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა. საოლქოს საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, რამდენიმე უბნის თავმჯდომარეს საყვედური და შენიშვნა გამოუცხადეს.  ასევე, კომისისამ არ დააკმაყოფილა საჩივარი 85-ე უბნის შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით. ამ უბანზე „ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნების დღეს ფარული ჩანაწერი გაავრცელა და ამტკიცებდა, რომ იქ 400 ბიულეტენის ჩაყრა მოხდა. კომისიის წევრების განცხადებით, ყუთში მხოლოდ 384 ბიულეტენი იყო და შეუძლებელი იყო იქ 400 ბიულეტენის ჩაყრა.
წაკითხვა
ცეზარ ჩოჩელი 30 ოქტომბერს სახელისუფლებო რესურსების მობილიზებაზე საუბრობს და არჩევნების შედეგებს გაყალბებულად აცხადებს
გამოქვეყნებულია: 2016-11-01 20:25:00
მეორე ტურის შემდეგ პრეტენზიები აქვს მცხეთის რაიონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატსაც. ცეზარ ჩოჩელი 30 ოქტომბერს სახელისუფლებო რესურსების მობილიზებაზე საუბრობს და არჩევნების შედეგებს გაყალბებულად აცხადებს. დამარცხებული კანდიდატის მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ქსნის უბანზე, რომლის ხმები გადამწყვეტი აღმოჩნდა. დიმიტრი ხუნდაძემ კონკურენტს 60 ხმით მოუგო. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცესკოს საჩივრით მიმართავს და რეაგირებისკენ მოუწოდებს. ბრალდებები გაუგებარია მმართველი პარტიის კანდიდატისთვის. 
წაკითხვა
გაუქმდება თუ არა მარნეულის რაიონის რომელიმე უბნის შედეგები
გამოქვეყნებულია: 2016-11-01 20:24:00
გაუქმდება თუ არა მარნეულის რაიონის რომელიმე უბნის შედეგები: გადაწყვეტილება საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი. საარჩევნო ადმინისტრაციაში განხილვა სამ საათზე მეტია გრძელდება. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. მეორე ტურის შემდეგ სულ კომისიაში 51 საჩივარია შესული, მათი დიდი ნაწილი ,,ნაციონალურ მოძრაობას" ეკუთვნის. 
წაკითხვა
ცეზარ ჩოჩელი კენჭისყრის გაყალბებაზე საუბრობს
განახლებულია: 2016-11-01 18:28:00
ცეზარ ჩოჩელის პირველი განცხადება არჩევნების შემდეგ - მცხეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი კენჭისყრის გაყალბებაზე საუბრობს. ცეზარ ჩოჩელმა დარღვევების შესახებ ფოტომასალაც წარმოადგინა. 
წაკითხვა
მიხეილ სააკაშვილი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს და შედეგებს უნდობლობას უცხადებს
განახლებულია: 2016-11-01 18:07:00
მიხეილ სააკაშვილი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს და შედეგებს უნდობლობას უცხადებს. კიდევ ერთი განცხადება ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მანამდე კი ოდესის ოლქის გუბერნატორმა ვიდეომიმართვა გაასაჯაროვა და თანაგუნდელებს გააქტიურებისკენ მოუწოდა. სააკაშვილის განცხადებებს გამოეხმაურნენ "ნაციონალურ მოძრაობაში". 
წაკითხვა
არასამთავრობოები: არჩევნების მეორე ტურზე გამოვლენილ დარღვევებს საბოლოო შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია
განახლებულია: 2016-11-01 12:18:00
30 ოქტომებრს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და გამოვლენილ დარღვევებს საბოლოო შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია, - ასეთია იმ არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის პოზიცია, რომელთა დამკვირვებლები კენჭისყრის პროცესზე იმყოფებოდნენ. “საერთაშორისო გამჭვირალობის” წევრის განცხადებით, გამოიკვეთა 70-მდე პროცედურული დარღვევა და დაიწერა 11 საჩივარი, თუმცა არცერთი საჩივრის მიხედვით, ორგანიზაცია არ ითხოვს, რომ რომელიმე უბანზე კენჭისყრის შედეგები ბათილად ცნონ. 30 ოქტომბერს დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” თავმჯდომარე. ერთ-ერთი მთავარი დარღვევა, რომელიც ბიულეტენების ფარულობის დარღვევას ეხება მათ ზუგდიდის 66-ე ოლქის 72-ე უბანზე დააფიქსირეს. 
წაკითხვა
"ქართული ოცნება" ენმ-ს არჩევნებზე კონკრეტულ დარღვევებთან დაკავშირებით სარჩელების წარდგენისკენ მოუწოდებს
გამოქვეყნებულია: 2016-11-01 10:16:00
მარნეულის საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების გაყალბებას კატეგორიულად უარყოფენ "ქართულ ოცნებაში”. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, რასაც საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები აღიარებენ. ,,ქართულ ოცნებაში” ოპონენტი პარტიის განცხადებებს სასაცილოს უწოდებენ და ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” კონკრეტულ დარღვევებთან დაკავშირებით სარჩელების წარდგენისკენ მოუწოდებენ. "ნაციონალურ მოძრაობაში" მარნეულის საარჩევნო ოქლში არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ და 36-ე საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვენ. 
წაკითხვა
„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა ოპოზიციურ ძალებს მანდატების დათმობისკენ მოუწოდა
განახლებულია: 2016-10-31 20:36:00
„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ოპოზიციურ ძალებს საპარლამენტო ბოიკოტისკენ და მანდატების დათმობისკენ მოუწოდებს. შალვა ნათელაშვილი საპარლამენტო არჩევნების და საარჩევნო პროცესის დარღვევებით მიმდინარეობაზე საუბრობს. პარტიის ლიდერის თქმით, ბიულეტენები მასობრივად გაყალბდა.  
წაკითხვა
ნინო ბურჯანაძე არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს
განახლებულია: 2016-10-31 20:35:00
ნინო ბურჯანაძე “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” გარიგებასა და არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. პარტია „დემოკრატიული საქართველოს" ლიდერი  ყოფილი პრემიერმინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდა. ნინო ბურჯანაძე არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ ორივე პარტიამ ბიძინა ივანიშვილის დავალება შეასრულა, რათა პარტია “ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული საქართველო" პარლამენტში არ შესულიყო.
წაკითხვა
სერგო რატიანი: "ქართულმა ოცნებამ” გამარჯვება ძალადობრივი ხერხებით მოიპოვა
გამოქვეყნებულია: 2016-10-31 20:35:00
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა მარნეულში არჩევნების მიმდინარეობა და შემდეგ განვითარებული მოვლენები შეაფასა. მისი განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” გამარჯვება ძალადობრივი ხერხებით მოიპოვა. რატიანის განცხადებით, ადგილი ჰქონდა ცილისწამებას და სპეცნაზის გამოყენებას. მისი თქმით, ძალადობრივი პროცესი გრძელდება დღემდე, რადგან მათი კანდიდატი ახმედ იმამყულიევი არის ახალი თაობის ლიდერი და ხელისუფლება თვითმმართველობის არჩევნებზე მას საფრთხედ აღიქვამს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის განცხადებით, ახმედ იმამყულიევის წინააღმდეგ “ქართული ოცნება” კამპანიას აგრძელებს, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობიდან" ხალხის გადაბირებას.
წაკითხვა

უახლესი