საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

თავისუფლების მოედანზე წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიის რეპეტიცია გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-05-24 04:30:00
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიებებისთვის მზადება თბილისში ღამის საათებში მიმდინარეობს.ცოტა ხნის წინ, თავისუფლების მოედანზე წვევამდელთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიის გენერალური რეპეტიცია გაიმართა, რომელიც 26 მაისს, 12:00 საათზეა დაგეგმილი. 26 მაისს 324 სამხედრო მოსამსახურე, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სამხედრო კურსი, სამხედრო ფიცს დადებენ, ასევე გაიმართება, როგორც ქართული, ისე უცხოური ჯავშანტექნიკის გამოფენა. ეს გამოფენა წარმოდგენილი იქნება საქართველოს კიდევ 11 ქალაქში. როგორც ადგილზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, წელს პირველად, 26 მაისი თემატურ დატვირთვას იძენს და ეს იქნება შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი".დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, რუსთაველის გამზირზე მეწარმეები „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკასთან დაკავშირებულ პროდუქციას წარმოადგენენ. ასევე, წელს პირველად, ღონისძიებაში ერთვება სოლიდარობის ფონდი, სადაც მთელი დღის განმავლობაში ნამუშევრების გამოფენა გაიმართება და აუქციონიდან შემოსული თანხა მთლიანად ამ ფონდს გადაეცემა.26 მაისის ღონისძიება საღამოს გალა კონცერტით დაგვირგვინდება.
წაკითხვა
ეკა ბესელია - ყალბი დოკუმენტის გამოყენება, როდესაც წვევამდელი ცდილობს თავი აარიდოს სამხედრო სამსახურს, დასჯადი იქნება
გამოქვეყნებულია: 2017-05-23 22:07:00
„ყალბი დოკუმენტის გამოყენება ან სხვაგვარი მოტყუება, როდესაც წვევამდელი ცდილობს თავი აარიდოს სამხედრო სამსახურს, დასჯადი იქნება“, - აცხადებს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. ბესელიას თქმით, ამას სსკ-ის შესაბამის მუხლში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს. „ახალ ცვლილებებში, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე მუხლში შევა, თავის არიდებასთან ერთად წვევამდელებისთვის, გარდა სიმულაციისა და სხეულის თვითდაზიანებისა, გათვალისწინებულია შემთხვევები - ყალბი დოკუმენტის გამოყენება ან სხვაგვარი მოტყუება, როდესაც წვევამდელი ცდილობს თავი აარიდოს სამხედრო სამსახურს. ამ სხვაგვარი მოტყუებით ან ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, ან ამ ჩამოთვლილი გარემოებების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება უკვე ყველა ის შესაძლო შემთხვევა, რომელიც გულისხმობს რაიმე მეთოდის გამოყენებას, იმისთვის რომ წვევამდელმა თავი აარიდოს, იქნება დასჯადი. ამით ერთგვარი დაფარვა მოხდება იმ საკანონმდებლო სივრცის, თუ პირობითად რომ ვთქვათ, ხარვეზის, რომლის გამოყენებითაც ხდებოდა სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდება. ჩვენ განვიხილავთ ამ ცვლილებას იმისთვის, რომ სრულყოფილი იყოს არსებული მუხლი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს და მოიცავს ყველა შესაძლო შემთხვევა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.ახალი ინიციატივის მიხედვით, კანონში არ იცვლება სანქციის ფორმა და სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებისთვის პირს ჯარიმა, ან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებები „გირჩის“  მიერ დაფუძნებულ ორგანიზაცია „ბიბლიურ თავისუფლებას“ უკავშირდება, რომლის მიერ გაცემული მოწმობებით, ახალგაზრდები სამხედრო სავალდებულო სამსახურს არიდებენ თავს.
წაკითხვა
რა შემთხვევაში ხდება დასჯადი სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება - ცვლილებები კანონში
განახლებულია: 2017-05-23 20:19:00
,,გირჩის” გამო შექმნილი პრობლემის მოგვარებას მმართველი გუნდი კანონის შეცვლით ცდილობს. ორგანიზაცია ,,ბიბლური თავისუფლების” მიერ მინიჭებული მღვდელმთავრის სტატუსის გამო, სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავი უკვე ათეულობით წვევამდელმა აარიდა. თუმცა მომავალში მსგავსი შემთხვევები შესაძლოა რეაგირების გარეშე აღარ დარჩეს. ირაკლი სესიაშვილის ინიციატივით მომზადებულ კანონპროექტში იზრდება იმ გარემოებების ჩამონათვალი, რომლებიც სამხედრო სამსახურის აცილებისთვის საპატიოდ არ ითვლება. დამატებითი შესწავლის საგანი გახდება თვითდაზიანების ფაქტებიც, რაც სამხედრო სამსახურის აცილების საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა.
წაკითხვა
დავით რაქვიაშვილი ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტებს ხვდება 
გამოქვეყნებულია: 2017-05-22 17:55:00
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ეროვნული უსაფრთხოების ექსპერტებს ხვდება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს იმ ნაწილს განიხილავენ, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების სისტემასა და თავდაცვისუნარიანობას ეხება. როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, ისინი განიხილავენ იმ პრინციპებსა და რეკომენდაციებს, რომელზე დაყრდნობითაც უნდა შემუშავდეს ცვლილებები. მისი განმარტებით, ათ დღეში ჩატარდება საერთაშორისო კონფერენცია, სადაც საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ამ პრობლემებს განიხილავენ. რაქვიაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მიმართულებაზე, რომელიც შეთავაზებულია ცვლილებებში."ეს ეხება როგორც სამოქალაქო დემოკრატიულ კონტროლს, უშიშროების საბჭოს, როგორც უმაღლესი კონსტიტუციური ორგანოს გაუქმების საკითხს, მთავარსარდლის შეზღუდულ ფუნქციას და მის ფიქტიურ როლზე გადაყვანას. რამდენიმე პრინციპული საკითხია, რომლის განხორციელების შემთხვევაში დაზარალდება ეროვნული უსაფრთხოების სისტემა", - აღნიშნა რაქვიაშვილმა. საკონსტიტუციო ცვლილებებს აკრიტიკებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელიც. მისთვის მიუღებელია სხვა შეიარაღებული ძალების შექმნასთან ერთად უშიშროების გაუქმება. "პრობლემაა უშიშროების საბჭოს გაუქმებაა. ჩვენ მივიღებთ მოდელს, სადაც პრეზიდენტი საქმის კურსში არ არის, რა ხდება ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით და უცებ ერთ დღეს ომი რომ გამოცხადდეს უკვე იქმნება თავდაცვის საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს პრეზიდენტი ანუ ის ადამიანი, რომელიც მოდელის მიხედვით არაფრის საქმის კურსში არ არის უნდა გახდეს მთავარსარდალი", -აცხადებს ხიდაშელი. 
წაკითხვა
სპეციალური ძალების ერთობლივი სწავლება აშშ-ის სპეცდანიშნულების ინსტრუქტორების მონაწილეობით
განახლებულია: 2017-05-19 18:27:00
აშშ-ის სპეცდანიშნულების ინსტრუქტორების მონაწილეობით ვაზიანში სპეციალური ძალების ერთობლივი სწავლება გაიმართა. მსგავსი ტიპის წვრთნა საქართველოში ბოლოს 2007 წელს მოეწყო. მასში საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულებისა და რეინჯერთა ბატალიონები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის სპეცრაზმი მონაწილეობდა. შემაჯამებელი სწავლებით 4-დღიანი წვრთნა დასრულდა, რომელიც მიზნად ორი ძალოვანი უწყების სტრუქტურული ქვედანაყოფების ურთიერთთავსებადობის გაძლიერებასა და კოორდინირებულად მოქმედებას ისახავდა. თავდაპირველად, სპეციალური დანიშნულების ბატალიონის მებრძოლებმა ვაზიანში სადაზვერვო სამუშაოები ჩაატარეს. რეინჯერთა ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ აეროდრომის ირგვლივ პერიმეტრი დაიკავა, ხოლო სპეციალური ოპერაციების ძალებმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის სპეცრაზმმა ობიექტების შტურმი დაიწყეს, რაც პირობითი მოწინააღმდეგის განადგურებით დასრულდა.
წაკითხვა
ავღანეთში, II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის „ალფა“და „ჩარლი“ ასეულებმა გეგმიური სწავლება გაიარეს
გამოქვეყნებულია: 2017-05-17 12:23:00
ავღანეთში, ბაგრამის საავიაცო ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის „ალფა“და „ჩარლი“ ასეულებმა გეგმიური სწავლება გაიარეს.  ბაგრამის საავიაციო ბაზის სასროლეთზე მათ 25 მეტრიან დისტანციაზე საკვალიფიკაციო სროლის სავარჯიშოებში მიიღეს მონაწილეობა. საცეცხლე მომზადების პარალელურად, ბაგრამზე ტაქტიკური სწავლებაც გაიმართა, რომელშიც საჰაერო გზით დაშავებულთა ევაკუაციის ამოცანები, 23-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ და ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეულმა შეასრულეს.  ქართველი მშვიდობისმყოფელების წვრთნა ამერიკელი საზღვაო ქვეითების მხარდაჭერით ჩატარდა.  
წაკითხვა
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს
გამოქვეყნებულია: 2017-05-15 04:39:00
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით სიხარულიძე სამშობლოში ჩამოასვენეს. სიხარულიძე 12 მაისს დონეცკის რეგიონის სოფელ ნოვოლუგანსკოესთან საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპა. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, დავით სიხარულიძე 1992-93 წლებში აფხაზეთის ომში იბრძოდა. 2008 წელს მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს ომში, რა დროსაც, ახლობლების ინფორმაციით, მძიმედ დაიჭრა.  თავდაცვის უწყების ცნობით, სიხარულიძე 2010-2014 წლებში კრწანისის სასწავლო ცენტრში, განათლების სარდლობაში მსახურობდა. 2014 წელს მან შეიარაღებული ძალები საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა და უკრაინაში გაემგზავრა.დავით სიხარულიძე 2015 წელიდან მოხალისედ „აიდარის" ბატალიონში იბრძოდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც დაღუპული მეომარი ცოტა ხნის წინ ჩამოასვენეს, ოჯახის წევრებთან და ყოფილ თანამებრძოლებთან ერთად, პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ.
წაკითხვა
უკრაინაში შეტაკებების დროს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
განახლებულია: 2017-05-12 12:15:00
უკრაინაში შეტაკებების დროს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ეროვნული გვარდიის ერთ ერთი წევრი სოციალურ ქსელ "ფეისბიქით" ავრცელებს. უკრაინაში საქართველოს საელჩოში აცხადებენ, რომ მებრძოლის სამშობლოში ჩამოსვენების დასაჩქარებლად, საელჩო ყველა ზომას მიმართავს
წაკითხვა
თავდაცვის კომიტეტი სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს
გამოქვეყნებულია: 2017-05-11 16:04:00
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისგან თავის არიდებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივაზე  მუშაობს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, კომიტეტის ფარგლებში, ამ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.  კომიტეტის სხდომაზე, სესიაშვილი "გირჩის“ მიერ რეგისტრირებულ რელიგიურ ორგანიზაციას გამოეხმაურა,  რომლის შექმნის მიზანი ახალგაზრდების მღვდელმსახურებად კურთხევა და  სამხედრო სამსახურის გადავადებაში დახმარებაა. დეპუტატის თქმით, კონსტიტიციური ვალდებულებისგან თავის არიდებისთვის ხელოვნური ინსტრუმენტი შეიქმნა. "ეს ხელოვნურად არის შექმნილი.  მცდელობაა იმის, რომ კანონის გარკვეული მუხლი გამოყენებულ იქნას კონსტიტუციური ვალდებულების საწინააღმდეგოდ. ამიტომ  პატარა სამუშაო ჯგუფი გავაკეთე. რამდენიმე საშუალება, რომ კანონში  მკაფიო განმარტება მოხდეს", - აღნიშნა სესიაშვილმა.
წაკითხვა
ბათუმში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალი გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-05-11 12:32:00
ბათუმში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალი გაიმართება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, თურქეთში თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობასა და შეიარაღებას, ასევე უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებსა და პროგრამებს გაეცნო. საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენა, ევრაზიის რეგიონში ყველაზე დიდ თავდაცვის ინდუსტრიულ გამოფენას წარმოადგენს, ხოლო მონაწილე ქვეყნების, დელეგაციებისა და კომპანიების მხრივ მსოფლიოს მასშტაბით მეხუთე ადგილზეა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ლევან იზორიამ თურქ კოლეგასთან, ფიქრი ისიკთან ორმხრივი შეხვედრაც გამართა.
წაკითხვა
ბათუმში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალი გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-05-11 10:31:00
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, თურქეთში თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობასა და შეიარაღებას, ასევე უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებსა და პროგრამებს გაეცნო. საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენა (IDEF) ევრაზიის რეგიონში ყველაზე დიდ თავდაცვის ინდუსტრიულ გამოფენას წარმოადგენს, ხოლო მონაწილე ქვეყნების, დელეგაციებისა და კომპანიების მხრივ მსოფლიოს მასშტაბით მეხუთე ადგილზეა.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ლევან იზორიამ თურქ კოლეგასთან ფიქრი ისიკთან ორმხრივი შეხვედრაც გამართა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უახლოეს მომავალში ბათუმში დაგეგმილ საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის მინისტერიალზე, რომლის დროსაც თავდაცვის მინისტრები სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ. დოკუმენტი სამხედრო სფეროში ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას ითვალისწინებს.შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას თურქეთის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერისა და პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ახლო მეგობარია. საუბარი შეეხო სამხედრო განათლების კუთხით მჭიდრო თანამშრომლობასაც. ლევან იზორიამ კოლეგა თურქეთის მაღალი რანგის სხვა სტუმრებთან ერთად ოქტომბერში, საქართველოში დაგეგმილ თავდაცვისა და უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე მოიწვია.გამოფენის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ეროვნული თავდაცვის მინისტრის მოადგილეს შუაი ალფაის და სახმელეთო ჯარების სარდალს, გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, არმიის გენერალ სალიჰ ზექი ჩოლოქს შეხვდა.
წაკითხვა
ესტონეთში სამხედრო სწავლება „Spring Storm 2017“-ში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამი ოფიცერი მონაწილეობს
გამოქვეყნებულია: 2017-05-08 17:33:00
ესტონეთში საერთაშორისო სამხედრო სწავლება „Spring Storm 2017“  დღეს დაიწყო. 18-დღიან სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამი ოფიცერი მონაწილეობს, რომლებიც მრავალეროვნული ბრიგადის შტაბში სხვადასხვა ამოცანებს ასრულებენ.ყოველწლიური საველე სწავლება 4 ფაზისგან შედგება, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები კონვენციური ბრძოლის წარმოების უნარ-ჩვევებს დახვეწენ. ქვეითი ელემენტის გარდა სწავლებაში ჯავშანტექნიკა და საინჟინრო ოცეულები აქტიურადაა გამოყენებული. ღონისძიებაში აშშ-ის, პოლონეთის, ესპანეთის და ესტონეთის საავიაციო საშუალებებიცაა ჩართული. ქართველ სამხედრო მოსამსახურეები  „Spring Storm 2017“-ში აშშ-ის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ჰოლანდიის, გერმანიის, პოლონეთის, კანადის, ფინეთის, ლიტვის, ლატვიის,  უკრაინის და ესტონეთის სამხედროებთან ერთად  მონაწილეობენ.
წაკითხვა
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გიორგობა აღნიშნეს
განახლებულია: 2017-05-06 16:38:00
გიორგობა აღნიშნეს ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე.  სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბატალიონის კაპელანმა, მამა ზაზა სოსიაშვილმა ბაზაზე მოწყობილ სალოცავში აღავლინა.მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 2017 წლის აპრილიდან ასრულებს. ბატალიონის უმთავრესი ამოცანა ბაზის შიდა და გარე უსაფრთხოების დაცვაა. 
წაკითხვა
წვევამდელები სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის ემზადებიან
გამოქვეყნებულია: 2017-05-05 12:26:00
წვევამდელები სამხედრო  სავალდებულო  სამსახურისთვის  აქტიურად ემზადებიან. სამთვიანი კურსის ფარგლებში წვევამდელებს სიმონეთის სასროლეთზე საცეცხლე მომზადებაში პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ. ისინი საბრძოლო მომზადებას განახლებული პროგრამით გადიან. სამხედრო ფიცის დადების შემდეგ ახალწვეულები სხვადასხვა ქვედანაყოფში ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით გადანაწილდებიან და ცხრა თვის განმავლობაში შეიარაღებულ ძალებში ახალი სისტემით იმსახურებენ. ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით ისარგებლებენ და უქმე დღეებით სარგებლობის საშუალებაც ექნებათ.
წაკითხვა
საქართველოში აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის წვრთნები ივნისში იგეგმება
გამოქვეყნებულია: 2017-05-01 12:27:00
აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივ სამხედრო-ტაქტიკურ წვრთნებს ატარებენ. ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა „ტრენდი“ წერს.გამოცემის ცნობით,სამხედრო მანევრებში ორივე ქვეყნის საარტილერიო დანადგარები, ჯავშანტექნიკა, ნაღმმტყორცნები, სამხედრო და საბრძოლო ვერტმფრენები იქნება გამოყენებული. სამხედრო წვრთნებში ასევე ჩაერთვებიან ჰაერსაწინააღმდეგო და საზენიტო-სარაკეტო სისტემების დანაყოფები. აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის სამინისტროებში აცხადებენ, რომ წვრთნების მიზანი გამოცდილების გაზიარებით კოორდინაციული მოქმედების გაუმჯობესებაა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 4-დან 14 ივნისამდე საქართველოს ტერიტორიაზე  საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებაა დაგეგმილი.
წაკითხვა
რუსეთი სამხედრო ხარჯებით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს
გამოქვეყნებულია: 2017-04-30 16:39:00
​სამხედრო ხარჯების მიხედვით რუსეთი Top 3-ეულს დაუბრუნდა. სტოკჰოლმის საერთაშორისო სამშვიდობო ინსტიტუტის ახალი ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს ქვეყნის სამხედრო ხარჯებმა 69.2 მილიარდი დოლარი შეადგინა. რუსეთის სამხედრო ხარჯები მხოლოდ პირველ და მეორე ადგილზე მყოფ, აშშ-ისა და ჩინეთის ხარჯებს ჩამორჩება. ​ვლადიმერ პუტინის განცხადებით, 2025 წლამდე სამხედრო გადაიარაღებისათვის ჯამში 360 მილიარდი დოლარი დაიხარჯება. ქვეყნის პრეზიდენტს სურს, ძველი სამხედრო ტექნიკა სრულიად ახალი და თანამედროვე ალტერნატივით ჩაანაცვლოს. აღნიშნული განცხადება ვლადიმერ პუტინმა 2011 წელს გააკეთა, თუმცა ეკონომიკური კრიზისის გამო ამბიციური გეგმა შეჩერდა და რუსეთმა რეიტინგში მე-3 ადგილი საუდის არაბეთს დაუთმო. თუმცა, ახალი რეიტინგების მიხედვით, რუსეთი Top 3-ეულს უბრუნდება. ქვეყანამ ბოლო პერიოდში სამხედრო ხარჯები 5.9%-ით გაზარდა.ეკონომიკური კრიზისის შემდეგ რუსეთი სამხედრო ხარჯების გაზრდას იწყებს. ქვეყნის ეკონომიკის ზრდა 2016 წლის ბოლო კვარტალიდან დაიწყო, რამაც ხელისუფლებას სამხედრო ხარჯების გაზრდის საშუალება მისცა. წყარო: CNN
წაკითხვა
პრეზიდენტი ჯარისკაცებს - ვამაყობთ თქვენით, მოგიხსენიებთ ყოველდღე ლოცვაში და მადლობას გიხდით იმისთვის, რასაც სამშობლოსთვის ახორციელებთ
გამოქვეყნებულია: 2017-04-30 14:12:00
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დაარსებიდან 26 წლის იუბილე მიულოცა.გიორგი მარგველაშვილი IV მექანიზებულ ბრიგადაში საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო და ქართველ ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა.„საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს გილოცავთ. ამ დღეს სიამაყით ვზეიმობთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბურჯის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დამცველი ადამიანების, იმ ჯარისკაცების პროფესიულ დღეს, რომელმაც თავიანთი სიცოცხლე, თავიანთი ცხოვრება, თავისი პროფესიონალიზმი მიუძღვნეს უწმინდეს სამშობლოს დაცვას.თანამებრძოლებო, თქვენ მძიმე და საპატივცემულო მისია აირჩიეთ ცხოვრების გზად.იყო სამშობლოს დამცველი, რთულია ნებისმიერ ეპოქაში და ნებისმიერ სახელმწიფოში, მაგრამ ეს მისია განსაკუთრებით რთულია, როდესაც ხარ საქართველოს ჯარისკაცი, იმ ქვეყნის ჯარისკაცი, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში, მიუხედავად თავისი რაოდენობრივი სიმცირისა, მიუხედავად მტრის სიძლიერისა, ამაყად დაუსახავს თავისუფლება და დამოუკიდებლობა თავის მიზნად.საუკუნეების განმავლობაში თქვენ და თქვენი წინამორბედები ინარჩუნებდნენ და ინარჩუნებთ ჩვენ სამშობლოს ღირსებას და დამოუკიდებლობას. ამ რთული მისიის აღსრულებისას, თქვენ იცით, რომ ხართ დიდგორისა და ბასიანის შთამომავლები, თქვენ ხართ მარტყოფისა და ბახტრიონის შთამომავლები. თქვენი თანამებრძოლები იყვნენ კვინიტაძე და მაზნიაშვილი, თქვენ რიგებში იდგა და თქვენ შორის დადიოდა გმირი გიორგი ანწუხელიძე.ამიტომ, საქართველოს მოქალაქენო, ვამაყობთ თქვენით, მოგიხსენიებთ ყოველდღ
წაკითხვა
თავდაცვის მინისტრმა შეიარაღებული ძალების დღე ქართველ მშვიდობისმყოფელებს ტელეხიდით მიულოცა
გამოქვეყნებულია: 2017-04-30 13:19:00
„თქვენ ჩვენი სიამაყე ხართ. თუ დღეს საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე პრესტიჟის და დამსახურების მქონე ქვეყანაა - ეს სწორედ თქვენი დამსახურებაა. ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესშიც თქვენ გადამწვეტი ძალა ხართ. ყველა საერთაშორისო დონის შეხვედრაზე თქვენს დამსახურებას, პროფესიონალიზმს, სიმამაცეს აღნიშნავენ. მინდა, ამისთვის დიდი მადლობა გადაგიხადოთ“ - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე საერთაშორისო მისიებში მონაწილე ქართველ მშვიდობისმყოფელებს შეიარაღებული ძალების დღე. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში დისლოცირებულ ქართველ სამხედროებს შეიარაღებული ძალების დაარსების 26 წლისთავი, ტელეხიდის საშუალებით, თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან, მინისტრთან ერთად, გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცა. უწყების ცნობით, მან სამშობლოდან შორს მყოფ ჯარისკაცებს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. ტელეხიდით ჩართვისას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები საერთაშორისო მისიებში მყოფი ქვედანაყოფების მეთაურებსაც გაესაუბრნენ და ადგილზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ამჟამად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედნაყოფები ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტის ორ ქვეყანაში მონაწილეობენ. ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართული კონტინგენტი სამ ლოკაციაზეა დისლოცირებული. I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას გერმანული სარდლობის
წაკითხვა
საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე IV მექანიზებულ ბრიგადაში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება
გამოქვეყნებულია: 2017-04-30 13:15:00
საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე  IV მექანიზებულ ბრიგადაში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება.ქვეყნის მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა და შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა აფხაზეთის, 2008 წლის აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელობის მემორიალი გახსნეს.მემორიალის აშენების ინიციატივა დაღუპული გმირების თანამებრძოლებს ეკუთვნით. მასზე დაღუპული 104 სამხედრო მოსამსახურის სახელი და გვარია დატანილი, რომლებიც აღნიშნულ ბრიგადაში მსახურობდნენ.მემორიალის გახსნის შემდეგ ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ფიცის დადების ცერემონია დაიწყება.ფიცს 263 ახალწვეული დადებს.საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 26 წელი შეუსრულდა. 
წაკითხვა
პრემიერი ქართულ ჯარს იუბილეს ულოცავს - თქვენ ასრულებთ ყველაზე საპატიო საქმეს დედამიწის ზურგზე და გაქვთ ჩვენი ხალხის უდიდესი სიყვარული
გამოქვეყნებულია: 2017-04-30 11:05:00
„ქართულმა ჯარმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს ჩამოყალიბების პროცესში. თქვენ ასრულებთ ყველაზე საპატიო საქმეს დედამიწის ზურგზე და გაქვთ ჩვენი ხალხის უდიდესი სიყვარული“, - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შეიარაღებულ ძალებს დაარსებიდან 26 წლის იუბილე. მთავრობის მეთაური, უმცროს შვილთან, ნიკოლოზთან ერთად დღეს გორში, I ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო. პრემიერმა გვირგვინით შეამკო დაღუპულ სამხედროთა მემორიალი, ასევე სიტყვით მიმართა ავღანეთის მისიიდან დაბრუნებულ სამხედრო მოსამსახურეებს და შეიარაღებული ძალების დღე და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცა. „გილოცავთ საქართველოს შეიარაღებული ძალების 26 წლის იუბილეს. ეს 26 წელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის უამრავი გამოწვევით აღსავსე გახლდათ და ქართულმა ჯარმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს ჩამოყალიბების პროცესში. ჩვენ უამრავი გმირობის მაგალითი გვახსოვს მთელი ამ წლების განმავლობაში. თქვენ ასრულებთ ყველაზე საპატიო საქმეს დედამიწის ზურგზე და გაქვთ ჩვენი ხალხის უდიდესი სიყვარული. გილოცავთ დღევანდელ დღეს. მინდა, პატივი მივაგო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე მიიტანეს ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის სამსხვერპლოზე. ყველა თქვენგანს ვულოცავ სახლში, თქვენს ოჯახებში მშვიდობით დაბრუნებას და გისურვებთ ჩვენი ქვეყნის სიხარულით და ნათელი ფერებით აღსავსე მომავალს. ამ მომავლის შენებაში თქვენ გაქვთ ყველაზე დიდი წვლილი, ამიტომ მინდა, თითოეულ თქვენგანს ყველაზე დიდი მადლობა გადაგიხადოთ. გილოცავთ მთელი ქვეყნისთვის ამ ძალიან დიდ დღესასწაულს", - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს. მთავრობის მეთაურმა, შვილთან ერთად, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გმირების ხეივანში ნერგი დარგო. ამასთან, პრემიერი შვილთან ერთად სპორტულ ღონისძიებებსაც დაესწრო და შეიარაღებული და საბრძოლო ტექნიკის გამოფენა დაათვალიერა.
წაკითხვა

უახლესი