საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

თბილისში ჯანდაცვის საერთაშორისო ფორუმი გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-09-19 02:32:00
თბილისი ჯანდაცვის საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს. 26-28 ოქტომბერს, „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე სამი პარალელური სავაჭრო გამოფენა გაიმართება, რომლებიც ერთი კონცეფციის ქვეშ ერთიანდებიან: Caucasus Healthcare - სამედიცინო ტექნიკისა და აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა;Tbilisi Beauty – ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო გამოფენა; Tbilisi Dental Show – სტომატოლოგიისა და სტომატოლოგიური აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა;გამოფენაზე წარმოდგენილი პროდუქტები და სერვისები სრულად მოიცავენ ჯანდაცვის ინდუსტრიას.THF’17-ის პარალელურად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორდღიანი კონფერენცია და ინდუსტრიის პროფესიონალებთან შეხვედრები გაიმართება, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია ჩაატარებს სამდღიან კონფერენციას სტომატოლოგიის აქტუალურ თემებზე და გაიმართება „ინტეგრაციული მედიცინის ფორუმი“. თბილისის ჯანდაცვის ფორუმი ახალი ღონისძიებაა, რომელიც გამოფენების ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ ორი უძველესი გამოფენის - Caucasus Health-ისა და Tbilisi Beauty-ს გაერთიანებით შეიქმნა. ორგანიზატორთა განცხადებით, გამოფენა არის საუკეთესო პლატფორმა საერთაშორისო მწარმოებლებისა და დისტრიბუტორებისთვის, გაიცნონ ადგილობრივი კომპანიები და დაამყარონ პარტნიორული ურთიერთობები ბიზნესის ზრდისა და განვითარებისთვის.
წაკითხვა
ტუბერკულოზის საკითხზე სასტუმრო „ამბასადორში“ იმსჯელეს
განახლებულია: 2017-09-18 16:16:00
აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების პარლამენტარები ევროპისა და ცენტრალური აზიის 2017 წლის ტუბერკულოზის საკითხზე დღეს სასტუმრო ამბასადორში სამიტი გაიმართა, სადაც განხილურლი იყო, თუ როგორ უნდა ებრძოლონ ყველაზე დიდ საფრთხეს - ტუბერკულოზს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ერთ-ერთი დიდი დამფინანსებელი გლობალური ფონდი ამ მიმართულებით თანხებს ამცირებს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმდჯომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, მთავრობა მზად არის, ამ გამოწვევას უპასუხოს. ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, მთავრობა სხვა დონორი ორგანიზაციების მოძიებაზეც მუშაობს.    
წაკითხვა
საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია თბილისში
გამოქვეყნებულია: 2017-09-16 16:19:00
თბილისში რიგით მე-3 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია მიმდინარეობს. ადგილობრივი და უცხოელი მედიკოსები 2 დღის განმავლობაში დერმა-ონკოლოგიის საკითხებზე იმსჯელებენ. კერძოდ, კვლევის ინოვაციურ მეთოდებზე, კანის კიბოს ადრეულ დიაგნოსტიკასა და მისი პრევენციის საკითხებზე. კონფერენციაზე პოლონელი, ავსტრიელი, ბრიტანელი, ავსტრალიელი და ახალი ზელანდიიდან ჩამოსული დარგის სპეციალისტები შეიკრიბნენ. ისინი ხვალმ კონფერენციის დასკვნით დღეს, მასტერ-კლასებსაც ჩაატარებენ. 
წაკითხვა
მეცნიერებმა კიბოს უჯრედების განადგურების სრულიად ახალი გზა აღმოაჩინეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-06 21:31:00
კიბოსთან ბრძოლაში, მეცნიერებმა კიდევ ერთი იმედისმომცემი ნაბიჯი გადადგეს — განავითარეს სიმსივნის უჯრედების მოკვლის სრულიად ახალი გზა, რომლის წყალობითაც, შესაძლოა მივიღოთ ამ დაავადებასთან ბრძოლის ამჟამინდელზე ბევრად უკეთესი მეთოდი.  მეთოდს Caspase-Independent Cell Death (CICD) უწოდეს და როგორც აღმოჩნდა, ლაბორატორიაში მან სრულად შესძლო კოლორელაქტური კიბოს უჯრედების ზრდის შეჩერება. გლაზგოს უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, თუკი იგივე ეფექტების მიღება ადამიანთა შემთხვევაშიც მოხერხდა, შემდეგ მოგვიწევს ისეთი მეთოდის ძებნა, რომელიც ნაკლებ საზიანო იქნება ადამიანის სხეულისთვის და დაბალი იქნება კიბოს განვითარების ხელახალი შანსი. „იდეაში, ამ მექანიზმს აქვს პოტენციალი დრამატულად გააუმჯობესოს კიბოს საწინააღმდეგო თერაპიის ეფექტიანობა და შეამციროს არასასურველი ტოქსიკურობა. ჩვენი აღმოჩენების მხედველობაში მიღებით, მიგვაჩნია, რომ CICD-ის კიბოს საწინააღმდეგო თერაპია შემდგომი კვლევების გარანტიას იძლევა“, — ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი სტივენ ტაიტი. კიბოს საწინააღმდეგო ჩვეულებრივი მკურნალობა აპოპტოზის გზით მოქმედებს. აპოპტოზი დაპორგრამებული უჯრედის სიკვდილის სახეა, როდესაც უჯრედები ცილა კასპაზის მეშვეობით საკუთარ თავს ეფექტიანად ანადგურებენ. მაგალითად, სწორედ ასე მოქმედებს ქიმიოთერაპია და კარგადაც, მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც. ამ თერაპიას შეიძლება ზოგიერთი სამიზნე გამორჩეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კიბოს უჯრედები არ ნადგურდება და მეტასტაზებს ხელახლა წარმოქმნის ბრწყინვალე შანსი აქვთ. გარა ამისა, შესაძლებელია დაზიანდეს ჯანმრთელი უჯრედებიც.  CICD აპოპტოზის ზოგიერთ მექანიზმს იყენებს, მაგრამ იღებს ცილა კასპაზის სხვადასხვა რაოდენობებს. როდესაც ამ მეთოდით უჯრედები დაიხოცნენ, მკვლევრებმა შენიშნეს, რომ სიგნალები გაეგზავნა ორგანიზმის იმუნურ სისტემას, რომელიც შემდეგ კიბოს დარჩენილ უჯრედებს ესხმოდა თავს და ანადგურებდა. ეს გახლავთ სუფთა და იმედიანი გზა სხეულიდან სიმსივნის გამოსაძევებლად, თუმცა საჭიროა იმის ხასგაზმა, რომ ცდები ჯერ მხოლოდ ლაბორატორიაში ჩატარდა. „როგორც ჩვენმა ექსპერიმენტმა აჩვენა, ნაწილობრივი თერაპიული რეაქციის პირობებში, CICD შეიძლება კიბოს საწინააღმდეგო გაცილებით
წაკითხვა
აშშ-ში, ბავშვებში ლეიკემიის მკურნალობის რევოლუციური მეთოდი დაინერგა
გამოქვეყნებულია: 2017-08-30 20:44:00
აშშ-ში, ბავშვებში ლეიკემიის მკურნალობის რევოლუციური მეთოდი ოფიციალურად დანერგეს. ახალი მეთოდი გენური ინჟინერიის საშუალებით პაციენტის სისხლში არსებულ იმუნურ უჯრედებს დაავადების წინააღმდეგ მიმართავს. აღნიშნული თერაპია პენსილვანიის უნივერსიტეტმა და კომპანია Novartis-მა შექმნეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გენური თერაპია აშშ-ის ბაზარზე ხელმისაწვდომი გახდა. აშშ-ის წამლების ხარისხის კონტროლის სააგენტოში ახალი მეთოდის დანერგვას ისტორიული მოვლენა უწოდეს. როგორც „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს ექიმმა სტივენ გრუპმა განაცხადა, აღნიშნული მეთოდი უკვე გამოიყენეს გოგონაზე, რომელიც მძიმე მდგომაროებაში იყო, თუმცა მკურნალობის შემდეგ ის უკვე ხუთი წელია კიბოსგან თავისუფალია.ახალი მეთოდი გენურ თერაპიას დაავადების გამომწვევი გენების შესაცვლელად არ იყენებს, ის უბრალოდ ფილტრავს იმუნურ სისტემაზე პასუხისმგებელ უჯრედებს და მათ დაავადებასთან საბრძოლველად მიმართავს. მკურნალობის პროცესში ეს ერთგვარი ანტისხეულები ადამიანის ორგანიზმში მრავლდებიან და დიდი ხნის განმავლობაში უმკლავდებიან დაავადებას.„ჩვენ სამედიცინო ინოვაციების ახალ ეტაპზე გადავდივართ, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ისე დავაპროგრამოთ პაციენტის უჯრედები, რომ მათ თავად შეძლონ კიბოზე თავდასხმა - განაცხადეს აშშ-ის წამლების ხარისხის კონტროლის სააგენტოში.პირველ რიგში, თერაპიას მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენებენ. აღნიშნული დაავადების დიაგნოზს აშშ-ში ყოველწიურად 3000 ბავშვს და მოზარდს უსვამენ. კვლევების მიხედვით, ახალი მეთოდის გამოყენებით მკურნალობის შემდეგ 63 პაციენტიდან, 83%-ის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ზოგიერთ შემთხვევაში დაფიქსირდა რეციდივი. პაციენტების ნაწილზე დაკვირვება გრძელდება.როგორც ცნობილია, მკურნალობას აქვს უკუჩვენებებიც. მათ შორის არის ციებ-ცხელება, არტერიული წნევის ვარდნა და ზოგიერთ შემთხვევაში, ორგანოების დაზიანება. ამიტომ, თერაპიის პროცესი უკიდურესი სიფრთხილით უნდა წარიმართოს.როგორც Novartis-ში ამბობენ, ბევრი პაციენტისთვის ახალი მეთოდი ძვლის ტვინის გადანერგვას ჩაანაცვლებს, რაც ტრადიციულად ძალიან ძვირი - დაახლოებთ ნახევარი მილიონი დოლარი ჯდება.პირველ ეტაპზე, ლეიკემიის მკურნალობის ახალი მეთოდი, მისი სირთულიდან გამომდინარე, მხოლოდ რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებებში იქნება ხელმისაწვდომი. პაციენტების იმუნურ უჯრედებს გაყინავენ და ნიუ-ჯერსიში მდებარე ქარხანაში გაგზავნიან, საიდანაც თითოეული პაციენტი მათ დოზირებულად მიიღებს.
წაკითხვა
საქართველო აივ ინფექციისა და სიფილისის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაციას იწყებს
გამოქვეყნებულია: 2017-08-30 12:23:00
საქართველო აივ ინფექცია/შიდსისა და სიფილისის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაციას იწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა გახსნა. პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო რეკომენდაციები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დედიდან შვილზე აივ ინფექციისა და სიფილისის გადაცემის ელიმინაციის ეროვნულ საბჭოსთან ერთად განიხილეს. ჯანმო-ს ექსპერტთა ჯგუფი ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით შეხვედრები და ვორკშოპებიც ჩატარდა.სამუშაო შეხვედრები შიდსისა და სიფილისის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაციის წარმატებით განხორციელებას ისახავდა მიზნად. 
წაკითხვა
კიბოს წინააღმდეგ გამოყენებული პრეპარატების ეფექტი, შესაძლოა, გაიზარდოს - ქართველი მეცნიერის კვლევა „მოამბეში“
განახლებულია: 2017-08-28 18:25:00
ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის კვლევის შედეგად, შესაძლოა, კიბოს წინააღმდეგ გამოყენებული პრეპარატების ეფექტი გაიზარდოს. ლევან ზანდარაშვილი უკვე წელიწადზე მეტია, რაც ფილადელფიაში,   პენსილვანიის უნივერსიტეტის სამეცნიერო ლაბორატორიაში მუშაობს. ის დე-ენ-ემისა და ცილების ურთიერთქმედებას იკვლევს.   მეცნიერის საქმიანობის შესახებ ამერიკის ხმის ჟურნალისტი ეკა მაღალდაძე მოგიყვებათ. 
წაკითხვა
დავით სერგეენკო - ბორჯომის ხეობაში ატმოსფერულ ჰაერში ​დაკვამლიანება შემცირდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 22:48:00
დღის განმავლობაში ბორჯომის ხეობაში ატმოსფერულ ჰაერში, საბედნიეროდ, ჯერადობით შემცირდა დაკვამლიანება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განუცხადა. სერგეენკოს თქმით, მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია და გუშინდელი რეკომენდაციაც მოხსნილია, თუმცა რჩება დაკვამლიანების ერთეული კერები. „გარემოს დაცვის სამინისტრომ დღის განმავლობაში რამდენიმე დასახლებულ პუნქტში აიღო მყარი ნაწილაკების და შესაბამისი პარამეტრების სინჯები, რომლებიც, საბედნიეროდ, ნორმის ფარგლებშია. ეს არის რისკების მნიშვნელოვნად შემცირება, თუმცა ერთეული კერები რჩება. ამიტომ გუშინდელი რეკომენდაცია, რომ მთელი ხეობის მასშტაბით თავი შეეკავებინათ ბავშვებს და ქრონიკული დაავადების მქონე მოზრდილებს, მოხსნილია. რეკომენდაცია რჩება მხოლოდ იმ პუნქტებში, სადაც მოსახლეობა შენიშნავს, რომ კვამლი იგრძნობა. წინასწარ შეუძლებელია ღამის განმავლობაში ქარის მიმართულების განსაზღვრა, ამიტომ ეს საფრთხეები მნიშვნელოვანი ჯერადობითაა შემცირებული და იმოქმედებს მხოლოდ იქ, სადაც მოსახლეობა შეამჩნევს, რომ კვამლი შეიგრძნობა“, - აღნიშნა სერგეენკომ. 
წაკითხვა
ჯანდაცვის სამინისტრო მაშველებისა და მოსახლეობისთვის რესპირატორებისა და პირბადეების მიწოდებას უზრუნველყოფს
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 17:54:00
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ბორჯომის ხეობაში მაშველებისა და მოსახლეობისთვის პირბადეების მიწოდებას უზრუნველყოფს. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი ტყის ხანძრების დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სპეციალურ რეკომენდაციებს ავრცელებს. „რჩევები მოსახლეობის ყველა მოწყვლადი ჯგუფისთვის  არის გათვალისწინებული. ესენია: ასთმის, კარდიოვასკულური და სხვა რესპირატორული დაავდებების მქონე პირები, ხანდაზმულები, ბავშვები და ორსულები. ასევე, მწეველები და მეხანძრეები. მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში: • ფილტვის ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები და მოზრდილები მოერიდეთ გარეთ გასვლას და ხანძრით განპირობებული დაბინძურებული ჰაერისა და ჭვარტლისგან თავის დასაცავად, გამოიყენეთ პირბადე;  • ჰაერის მაღალი ხარისხით დაბინძურების დროს დარჩით შენობაში;• შეინარჩუნეთ დაბალი ტემპერატურა და არ გააღოთ ფანჯრები;• უზრუნველყავით ჰაერის დაბინძურების ყველა წყაროს ლიკვიდაცია, კერძოდ: სიგარეტის გამონაბოლქვი, ღუმელის გამოყენება, აეროზოლის მიმოფრქვევა, საკვების შეწვა;• რესპირატორული და კარდიოვასკულარული პრობლემების მქონე პირებმა,  გამოიყენეთ რესპირატორი;• დამატებითი სერვისების მისაღებად, მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას;ჯანდაცვის სამინისტრო მაშველებისა და მოსახლეობისთვის რესპირატორებისა და
წაკითხვა
ბორჯომში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას სამედიცინო დახმარების საჭიროება არ დამდგარა
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 12:34:00
ბორჯომში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას სამედიცინო დახმარების საჭიროება არ დამდგარა, - ამის შესახებ ინფორმაციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სტიქიის ზონაში განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არის, თუმცა არსებობს სამოქმედო გეგმა, რომ საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს სრული პრევენცია და მოსახლეობის გაყვანა. „ბორჯომში, სტიქიის ზონაში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჩავიდა. ის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას პირადად გაეცნო. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ამ ეტაპზე მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არის, თუმცა არსებობს სამოქმედო გეგმა, რომ საჭიროების შემთხვევაში მოხდეს სრული პრევენცია და მოსახლეობის გაყვანა. სოფელ დაბაში მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და რეანომობილის ეკიპაჟები. ამ დრომდე მედპერსონალის დახმარების საჭიროება არ დამდგარა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
წაკითხვა
საქართველოში 14 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს
განახლებულია: 2017-08-20 20:16:00
საქართველოში 14 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. არაერთი საინფორმაციო კამპანიის მიუხედავად, ბოლო მონაცემებით, ვაქცინაციის მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებს მაინც ჩამორჩება. შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრი მუშაობს. სპეციალისტები მშობლებს კიდევ ერთხელ ახსენებენ იმ საფრთხეებს, რომლებიც აცრაზე უარს შეიძლება მოჰყვეს. 
წაკითხვა
საქართველოში 100 ათასმა ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ C ჰეპატიტი აქვს
გამოქვეყნებულია: 2017-08-11 00:22:00
100 ათასმა ადამიანმა საქართველოში ჯერ კიდევ არ იცის, რომ C ჰეპატიტი აქვს - ამის შესახებ ექიმი–ინფექციონისტი, მეცნიერებათა დოქტორი მაია ბუწაშვილი აცხადებს. მისივე ინფორმაციით, სულ უფრო ნაკლები ადამიანი მიმართავს მედიკოსებს ტესტის ჩასატარებლად და შესაბამისად, ახალი შემთხვევების გამოვლენამაც იკლო. ეს მაშინ, როცა სწრაფი ტესტი C ჰეპატიტზე უფასოა და ინფიცირებულთა მკურნალობაც ქვეყანაში  უსასყიდლოდ ხდება. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში 2015 წლის აპრილში დაიწყო.მაია ბუწაშვილის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ კვლევის თანახმად, ქრონიკული  C ჰეპატიტი 150 ათას პაციენტს აღენიშნება, მიზნების მისაღწევად საჭირო იქნება დაახლოებით 135 ათასი პაციენტის დიაგნოსტირება, 128 ათასი პაციენტის მკურნალობა და 122 ათასის განკურნება. რამდენიმე დღის წინ, სწრაფი, მარტივი ტესტის ჩატარებისკენ მოსახლეობას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომაც მოუწოდა. „ქვეყანაში დარჩენილია ასი ათასი ადამიანი, რომელსაც აქვს ეს დაავადება და ამის შესახებ არ იცის. ამიტომ, ყველას ვთხოვ, გამოიყენონ არსებული შესაძლებლობა და ჩაიტარონ ე.წ. სკრინინგული კვლევა“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე.მსოფლიოში დაახლოებით 325 მლნ. ადამიანს აქვს  B და C ჰეპატიტების ქრონიკული ფორმა. 20 ინფიცი
წაკითხვა
ჯილდოები საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებით მიმდინარეობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
გამოქვეყნებულია: 2017-08-09 16:23:00
ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილეადის“ აღმასრულებელი თავმჯდომარე და ვიცე-პრეზიდენტი ღირსების და ოქროს საწმისის ორდენებით დაჯილდოვდნენ. ჯილდოები საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებით მიმდინარეობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მათ პრემიერ-მინისტრმა გადასცა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრო. C ჰეპატIტის ელიმინაციის პროგრამა სწორედ აღნიშნული კომპანიის მედიკამენტებით მიმდინარეიბს. პროგრამაში ჩართულია 40 000-ზე მეტი ბენეფიციარი, რომელთაგან 31 000-ზე მეტმა მკურნალობის კურსი დაასრულა.
წაკითხვა
დავით სერგეენკომ „გილეადის“ ხელმძღვანელებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შედეგბი გააცნო
გამოქვეყნებულია: 2017-08-08 14:32:00
საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამის მიმდინარეობა ვირუსის სამკურნალო მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „გილეადის“ ხელმძღვანელმა პირებმა შეაფასეს. ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოს დღეს გამთენიას ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში, კომპანია „გილეად საიენსის“ აღმასრულებელი თავმჯდომარე ჯონ მარტინი, კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი გრეგ ალტონი, უფროსი ვიცე-პრეზიდენტი კლიფორდ სამუელი და უფროსი დირექტორი გრემ რობერტსონიშრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს შეხვდნენ. დახურულ შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე უპრეცედენტო საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტის ეტაპობრივი შეფასება გაკეთდა.C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელობა პირადად ჯანდაცვის მინისტრისგან გაეცნო უახლეს ინფორმაციას ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობის, პროექტში ჩართული და განკურნებული პაციენტების, ასევე,იმ ღონისძიებების შესახებ,რომელიც ვირუსის მატარებელთა გამოვლენას ისახავს მიზნად. დახურულ შეხვედრაზე ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს გამოცდილებაზე და ამ კუთხით დაგროვებული ცოდნის სხვა ქვეყნებისთვის გაზიარებაზე გაამახვილეს ყურადღება. დასკვნით ნაწილში კი, ელიმინაციის პროგრამის შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გაიმართა. საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „გილეადის“ მხარდაჭერითხორციელდება. ურთეირთგაგების მემორანდუმს ხელი2015 წლის 21 აპრილს მოეწერა.2016 წლის 18 აპრილს კი, ათწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ქვეყანაში C ჰეპატიტის ვირუსის სრულ ელიმინაციამდეკომპანიის მხრიდან მედიკამენტით უწყვეტ უზრუნველყოფას გულისხმობს. ამ დროისთვის, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 43.000-მდე პირია რეგისტრირებული, ამათგან 40.000-ზე მეტი ბენეფიციარი უკვე ჩაერთო პროექტში, 31.000-ზე მეტმა კი დაასრულა მკურნალობის კურსი.პროგრამის მიზანი საქართველოში C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია, ვირუსით გამოწვეული ავადობა-სიკვდილიანობის შემცირება და ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენციაა.
წაკითხვა
პროფესიულ კოლეჯში მომზადებული 10 შემდუღებელი პოლონეთში დასაქმდება
გამოქვეყნებულია: 2017-08-03 15:10:00
სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შედუღების 10 სპეციალისტი, პროფესიულ კოლეჯ „სპექტრში“ სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ პოლონეთში დროებით დასაქმდება.ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ზაზა სოფრომაძემ განაცხადა, საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობები, სირთულეები და რისკები შეფასდება, რაც სახელმწიფოს მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის ეფექტიანი მოდელის შემუშავებაში დაეხმარება. პარალელურად, ისრაელთან კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესახებ ხელშეკრულებების გასაფორმებლად მიმდინარეობს მუშაობა. „დროებით შრომითი ემიგრაციის ლეგალურ ჩარჩოებში მოქცევა გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. პრიველი ნაბიჟები ამ მხრივ გადადგმულია. ამ პროცესს ჩვენ ცირკულარულ ემიგრაციას ვეძახით და ცხადია, რომ ცირკულარული ემიგრაციის პირობებში ლეგალურ ჩარჩოებში დასაქმების მოქცევა, ხელს უწყობა იმას, რომ საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეების ყველა უფლება იყოს დაცული, თვალი მივადევნოთ, რა პირობებში უხდებათ მათ შრომა. ცხადია, ეს ყველაფერი განპირობებულია მათი შემოსავლების, უნარებისა და ცოდნის მატებასთასთან, პროფესიული უნარების გაზრდასთან, რაც მათ ბუნებრივია, გამოადგებათ“, - განაცხადა სოფრომაძემ. ამასთან, მისივე თქმით, აქტიურად განიხილება ამ მიმართულებით ავსტრიასთან, რუმინეთთან, საბერძნეთთან და კატარის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გზები.ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს საცდელ პროექტს - „საქართველოს სამუშაო ძალის დროებითი შრომითი მიგრაციის პილოტირება პოლონეთსა და ესტონეთში“. 
წაკითხვა
ექიმი - სარკინიგზო გვირაბის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მამაკაცის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა
გამოქვეყნებულია: 2017-07-30 10:54:00
სარკინიგზო გვირაბის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მამაკაცის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, - ამის შესახებ კლინიკა „ლანცეტის“ ნევროლოგმა მარინა ირემაძემ განაცხადა.მისი თქმით,  პაციენტს აღენიშნება ქალატვინის ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა და მწვავე ჰემატომა. „პაციენტი დაკვირვების ქვეშ არის. მას თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია დინამიკაში უტარდება. ამ ეტაპზე საოპერაციო არ არის. მდგომარეობა ზოგადად არის საშუალო სიმძიმის. პაციენტი კონტაქტში შემოდის, ინსტრუქციებს ასრულებს, თუმცა შესაძლებელია მდგომარეობის გაუარესება, ამიტომ ექიმების დაკვირვების ქვეშ არის და მას გამოკვლევები უტარდება“, - განაცხადა ნევროლოგმა მარინა ირემაძემ. რაც შეეხება შემთხვევის შედეგად დაშავებულ მეორე მამაკაცს, მან მსუბუქი დაზიანებები მიიღო და მკურნალობას სახლში განაგრძობს. ხარაგაულში სოფელ ანეულასთან, სადაც სარკინიგზო გვირაბების მშენებლობა მიმდინარეობდა, ინციდენტი მოხდა. მშენებარე გვირაბის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად, ნანგრევებში ორი მუშა მოჰყვა. გვირაბის ჩამონგრევის საქმესთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. 
წაკითხვა
ორსულობასთან დაკავშირებული მითები - ჭამს თუ არა ორსული ქალი ორი ადამიანისთვის და რამდენად აჩქარებს მშობიარობას ანანასი
გამოქვეყნებულია: 2017-07-28 23:56:00
ორსულობასთან დაკავშირებით საყოველთაოდ გავრცელებული აზრი, რომ ფეხმძიმე ქალმა დიდი რაოდენობით საკვები უნდა მიიღოს, ერთადერთი ნონსენსი არ გახლავთ, რასაც ამ თემაზე წააწყდებით.მითმა იმის შესახებ, რომ ორსულობისას „ორი ადამიანისთვის იკვებები“ დროს იმიტომ გაუძლო, რომ მასში მარტივი ლოგიკაა - ერთ ორგანიზმში ორი ადამიანია. თუმცა, უფრო მეტად იმიტომ, რომ ასეთი ქცევა კეთილშობულურ მიზანს ემსახურება და მეტად მომხიბვლელია. National Charity Partnership-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელშიც 2100 ქალი მონაწილეობდა, ნათლად გამოჩნდა, რომ ქალების ორმა მესამედმა არც კი იცოდა, რა რაოდენობის დამატებითი კალორიები ესაჭიროებოდათ მათ ორსულობისას (მიზერული რაოდენობა - დღეში 200 კალორია, როგორიცაა ორი ტოსტის პურზე გადასმული ზეითუნის ზეთი - ისიც მხოლოდ ორსულობის მესამე ტრიმესტრში). ფეხმძიმობისას აკრეფილი ჭარბი წონა დიდად სარისკოა როგორც ემბრიონისთვის, ასევე დედისთვის. ალექს დევისს, National Charity Partnership-ის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ეს ფართოდ გავრცელებული მითი გამოუსადეგარია, ხოლო სხვა მითები, უბრალოდ, გამაღიზიანებელი. „სიცოცხლის სხვა არც ერთ ეტაპზე არ ღებულობს ქალი იმდენ ნაგავს, რამდენსაც ორსულობისას“ - აცხადებს ის. მაშ ასე, მითები: 
წაკითხვა
სკრინინგისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა - შედეგები და გამოწვევები საქართველოში
გამოქვეყნებულია: 2017-07-28 20:30:00
საქართველოში C ჰეპატიტით დაინფიცირებული 100 ათასზე მეტი ადამიანია, რომელმაც დაავადების შესახებ არ იცის - ასეთია სტატისტიკა, რომელზეც ხელისუფლება საუბრობს და ამ მოქალაქეების სკრინინგისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვას გეგმავს. პროგრამით, რომელიც უკვე 2 წელია მიმდინარეობს, 40 ათასმა პაციენტმა ისარგებლა.   რა შედეგებით და გამოწვევებით ხვდება საქართველო ჰეპატიტის მსოფლიო დღეს - მანანა გიგინეიშვილის სიუჟეტი
წაკითხვა
ჯანდაცვის სამინისტროში, პროფესიული განვითარების საბჭოს რიგით მე-7 სხდომა გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-07-27 18:34:00
დსთ-ის ქვეყნებში კლინიკურ ორდინატურა გავლილი 137 კურსდამთავრებულიდან სასერთიფიკაციო გამოცდაზე დადებითი შედეგი 56%-მა აჩვენა, საქართველოში რეზიდენტურა დამთავრებული 142 სტუდენტიდან კი 80%-მა, - აღნიშნული მონაცემები ჯანდაცვის სამინისტროში, პროფესიული განვითარების საბჭოს რიგით მე-7 სხდომაზე გახდა ცნობილი. საბჭოს სხდომა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა. სხდომაზე რეზიდენტებისა და კლინიკური ორდინატურის კურსდამთავრებულების შედეგების შედარებითი ანალიზის საკითხებზე იმსჯელეს.
წაკითხვა
საქართველოში რეზიდენტურადამთავრებული 142 სტუდენტიდან 80%-მა სასერტიფიკაციო გამოცდაზე დადებითი შედეგი აჩვენა
გამოქვეყნებულია: 2017-07-27 17:02:00
დსთ-ის ქვეყნებში კლინიკურ ორდინატურაგავლილი 137 კურსდამთავრებულიდან სასერტიფიკაციო გამოცდაზე დადებითი შედეგი 56%-მა აჩვენა, საქართველოში რეზიდენტურადამთავრებული 142 სტუდენტიდან კი 80%-მა, - აღნიშნული მონაცემები ჯანდაცვის სამინისტროში, პროფესიული განვითარების საბჭოს რიგით მე-7 სხდომაზე გახდა ცნობილი, რომელიც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნა. სხდომაზე რეზიდენტებისა და კლინიკური ორდინატურის კურსდამთავრებულების შედეგების შედარებითი ანალიზის საკითხებზე იმსჯელეს.2014 წლიდან საქართველოში დიპლომისშემდგომი მზადება ახალი, შინაარსობრივად და ხანგრძლივობით (3-6 წელი) ევროკავშირის სტანდარტებთან ადაპტირებული სარეზიდენტო პროგრამებით მიმდინარეობს. მანამდე ძალაში დსთ-ის ქვეყნებში დასრულებული ორწლიანი დიპლომისშემდგომი მზადების - კლინიკური ორდინატურის ფორმატის აღიარება რჩებოდა, რაც სასერტიფიკაციო გამოცდაზე უპირობო დაშვების საფუძველს წარმოადგენდა და არ ითვალისწინებდა ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების ვალდებულებას. ჯანდაცვის უწყების ცნობით, აღნიშნული ფორმატის აღიარება არათანაბარ პირობებში აყენებდა ადგილობრივ რეზიდენტებს, რომლებიც ვალდებულნი არიან, წარმატებით ჩააბარონ დიპლომისშემდგომი გამოცდა, არჩეული სპეციალობით კვოტაში მოსახვედრად მიი
წაკითხვა