საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადობრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ახალშობილთა სმენის სკრინინგის აპარატები გადაეცა
გამოქვეყნებულია: 2017-07-21 13:33:00
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადობრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ახალშობილთა სმენის სკრინინგის აპარატები გადაეცა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალშობილთა სმენის სკრინინგის 10 ახალი მოწყობილობა შესაბამისი კრიტერიუმებით შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში განაწილდება. აღნიშნულის შესახებ მემორანდუმი დღეს გაფორმდა.სამინისტროს ცნობით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს სმენის სკრინინგის 5 აპარატი საქველმოქმედო ფონდმა „აი-იამ“, 5 კი -  ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია National Center for Hearing Assessment and Management-მა გადასცა. სამედიცინო ინვენტარის საშუალებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სმენის სკრინინგის დაფარვა 65%-მდე გაიზრდება. პროგრამის ფარგლებში, ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა სპეციალისტებისთვის ტრენინგების ჩატარებას და სმენადაქვეითებულთათვის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობას უზრუნველყოფს. სამინისტროს ცნობით, ამ დრომდე სმენის სკრინინგის აპარატი მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ოთხ კლინიკას ჰქონდა. ის აშშ-ის ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია National Center for Hearing Assessment and Management-მა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს 2016 წელს გადასცა. მოწყობილობები შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების სამეანო საქმიანობის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებებში განაწილდა. ახალშობილთა სმენის სკრინინგის პროექტის გაფართოების შედეგად, აპარატურით უკვე 14 სხვადასხვა კლინიკა იქნება აღჭურვილი. მოწყობილობების საშუალებით, ახალშობილთა სმენის სკრინინგის ჩატარება სამედიცინო დაწესებულებაშივე იქნება შესაძლებელი. 2018 წლის ბოლოსთვის, სმენის სკრინინგის მოცვა 100%-იან ნიშნულს მიაღწევს. ამ ცვლილებით, საქართველო მსოფლიოს იმ 15 განვითარებულ ქვეყანას შეუერთდება, სადაც ახალშობილთა სმენის უნივერსალური სკრინინგი ხორციელდება. სმენის დარღვევების დროული დიაგნოსტირება ხელს დროულ მკურნალობას უწყობს, რაც საზოგადოებაში სმენადაქვეითებული ბავშვების სრულ ინტეგრაციას ისახავს მიზნად.
წაკითხვა
თამბაქოს კონტროლის რეფორმის აღსრულების მექანიზმებზე ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე მსჯელობენ
გამოქვეყნებულია: 2017-07-20 15:09:00
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ამ წუთებში ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს პირველ სხდომას მართავს, სადაც განიხილება თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო რეფორმის აღსრულების მექანიზმები, საერთაშორისო ექსპერტიზის შესაძლებლობები და შემუშავდება სამოქმედო გეგმა.თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო რეფორმა მოკლედ მიმოიხილა და დამსწრე საზოგადოებას გააცნო თავად ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ. როგორც მან სხდომის დაწყებამდე განაცხადა, შეკრების მიზანია, თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო რეფორმის სწორი დანერგვა სამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სამედიცინო სფეროს ექსპერტების, მედიისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით. „ის კანონმდებლობა, რაც ჩვენ მივიღეთ თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებით 30 მაისს, როცა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აღნიშნულ კანონს, საჭიროებს რიგ მოსამზადებელ სამუშაოებს იმისათვის, რომ რეალურად აღსრულდეს. ერთია, რომ ასეთი კანონმდებლობის მიღება ამ კუთხით მომავალ თაობებს გადაარჩენს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მეორე ეტაპი, როდესაც უკვე მიღებულია კანონმდებლობა და უნდა მოხდეს მისი აღსრულება, ამიტომ გვჭირდება ნორმატიული აქტების მთელი რიგის გამოცემა, რომელიც არის ასევე გაწერილი, მთელი გარკვეული შეზღუდვები და ცვლილებები 1-ლი იანვრიდან. შემდეგ პირველი მაისიდან თითოეული ამ თარიღისთვის აუცილებელი იქნება რამდენიმე ნორმატიული აქტის გამოცემა. მომზადება აღმასრულებლების, რომ სრულად აღსრულდეს ის ნორმები, რომლებიც ეხება შენობებში თამბაქოს მოწევის აკრძალვას. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ 1-ლი სექტემბრიდან ხდება რეკლამისა და პოპულარიზაციის აკრძალვა, რისთვისაც მზად უნდა იყოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურები, რათა მოხდეს კანონის სრულყოფილად აღსრულება პირველი მაისიდან, როდესაც შენობებში აიკრძალება მოწევა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - შენობებში და არა საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. ამისათვის მზად უნდა იყოს საზოგადოება. ამიტომ საზოგადოებასთან კომუნიკაციის კამპანია არის დასაგეგმი და მასობრივად განსახორციელებელი, რათა მოხდეს ნებისმიერი დაძაბული სიტუაციის პრევენცია“, - განაცხადა ზოიძემ.კანონმდებლობის აღსრულების მოსამზადებელ სამუშაოებზე დეტალურად ისაუბრა თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენელმა კახა ღვინიანიძემ. მისი თქმით, მთავარი გამოწვევა, რაც შეიძლება ამ წამოწყებას მოჰყვეს, თამბაქოს ინდუსტრიის მიზანმიმართული ქმედებებია კანონის მიღების ჩასაშლელად, რის თავიდან ასაცილებლადაც საჭიროა მობილიზება.კიდევ ერთი საფრთხე, რაზეც მან ისაუბრა, კანონის აღსრულების არასაკმარისი ეფექტურობაა. მისი თქმით
წაკითხვა
ბოლნისში დენგეს ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა - ადგილზე ენტემოლოგთა ჯგუფი მუშაობს
გამოქვეყნებულია: 2017-07-19 18:07:00
ბოლნისში საქართველოსთვის უჩვეულო დაავადების - დენგეს ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი სოფელ ფარიზში ახალგაზრდა მამაკაცს აღმოაჩნდა. როგორც ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მაკა მამარდაშვილი აცხადებს, დაავადების ორი ფორმა არსებობს და ამჯერად პაციენტს ვირუსის მსუბუქი ფორმა აღმოაჩნდა. ახალგაზრდა მამაკაცი თითქმის გამოჯანმრთელებულია. დაავადების შემთხვევის გამოვლენის გამო, ბოლნისში ენტემოლოგთა ჯგუფი ჩავიდა, რომლებიც 10 დღის განმავლობაში იმუშავებენ. სპეციალისტები 10 სოფელში სინათლის ხაფანგებს დააგებენ და მასალას მოიპოვებენ. იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის გადამტანი კოღო რომელიმე სოფელში აღმოჩნდება, დაავადებულის სახლიდან 400 მეტრის რადიუსში, დანომრილ სახლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. დენგეს ვირუსი ტროპიკული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი, ის განსაკუთრებით ინდოეთში აღინიშნება. დაავადების გადამტანია აედესის გვარის კოღო, რომელიც, ძირითადად, ტროპიკულ ქვეყნებში ცოცხლობს. წელს ეს დაავადების პირველი შემთხვევაა საქართველოში. ვირუსის შემთხვევა საქართველოში პირველად 2013 წელს, შემდეგ კი 2016 წელს დაფიქსირდა.
წაკითხვა
ჯანდაცვის სამინისტრო ძლიერ სიცხესთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გასცემს
გამოქვეყნებულია: 2017-07-19 14:03:00
ჯანდაცვის სამინისტრო ძლიერ სიცხესთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გასცემს. ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღონ."ნუ დაელოდებით წყურვილის შეგრძნებას და ზაფხულის პერიოდში მყველაზე მცირე ლიტრანახევარი წყალი, ხოლო გარეთ ყოფნისას ორი ლიტრი წყალი მიიღეთ. მნიშვნელოვანია ჩაცმულობა, სამოსი უნდა იყოს  ღია ფერის, რადგან მზეზე ნაკლებად ირეკლავს სხივებს და  უნდა იყოს ჰაერგამტარი. განსაკუთრებით საყურადღებოა ეს ბავშვებისათვის, ქრონიკული დაავადებისა და ასაკოვანი პირებისთვის", - განაცხდა სერგეენკომ.
წაკითხვა
დავით სერგეენკო - თერჯოლაში ორი წლის ბავშვის გარდაცვალების საქმის შესწავლა უკვე დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-07-19 13:58:00
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კლინიკა „თერჯოლაში“ ორი წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. მან ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ საქმის შესწავლა მიმდინარეობს."დიდი ტრაგედიაა, სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. ათ საათზე ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები უკვე ადგილზე იყვნენ, დაიწყეს შესწავლა და ვფიქრობ, რომ უმოკლეს ვადებში გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ პირველადი განხილვა მოვაწყოთ. ეს არის ერთ-ერთი კერძო კომპანია. დასკვნების გამოტანა ადრეა და უნდა დაველოდოთ დეტალურ შესწავლას", - განაცხადა სერგეენკომ. რაც შეეხება ექიმის კვალიფიკაციას, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა,რომ ვერცერთ სამედიცინო დაწესებულებაში ვერ დაიწყებს მუშაობას ექიმი, თუ მას არ აქვს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.გავრცელებული ინფორმაციით, თერჯოლაში, სამედიცინო ცენტრ "თერჯოლამედში" ორი წლის გოგონა გარდაიცვალა. გარდაცვლილის ნათესავების განცხადებით, გოგონა, რომელსაც ლავიწის ძვალი ჰქონდა გატეხილი, საოპერაციოდ შეიყვანეს, თუმცა ის ნარკოზიდან ვეღარ გამოვიდა. დაღუპულის ახლობლები მომხდარში ანესთეზიოლოგს ადანაშაულებენ.
წაკითხვა
ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და აჭარის რესპუბლიკური ფსიქონევროლოგიური კლინიკა სტრატეგიული გეგმის პრეზენტაციას გამართავს
გამოქვეყნებულია: 2017-07-17 10:31:00
დღეს აკადემიკოს ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და შპს აჭარის რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფო 2017-2019 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის პრეზენტაციას გამართავს, რითაც სახალხო დამცველის ანგარიშს პასუხობს. საქმე ეხება ანგარიშს, რომელიც 2017 წლის ივნისში, ნიდერლანდების საელჩოს დაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ სახალხო დამცველის აპარატთან ერთად მოამზადა და, რომელიც კლინიკების გასხვისებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისთვის შეფასებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას ითვალისწინებდა. როგორც ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და აჭარის რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ანგარიშის მიხედვით, არ არის ცნობილი და ბუნდოვანია, აქვს თუ არა შპს აჭარის რესპუბლიკურ კლინიკურ ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოსა და შპს აკადემიკოს ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს რაიმე სტრატეგიული სამოქმედო გეგმა და სამომავლო ხედვები. მათივე ცნობით, საქართველოში არსებული ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან ამ ეტაპზე მხოლოდ ორი საავადმყოფო გასხვისდა. „ანგარიშის პასუხად, ორივე დაწესებულება სტრატეგიული განვითარების 3-წლიანი გეგმის პრეზენტაციას გამართავს, ეს არის გეგმა, რომელიც ორივე დაწესებულებას გასხვისებიდან ორ თვეში უკვე ჰქონდა შემუშავებული. პრეზენტაციებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და წევრები, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ფსიქიატრიაში წამყვანი სპეციალისტები დაესწრებიან. შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დღეს 11:00 საათზე დაიწყება“, - აღნიშნულია განცხადებაში. 
წაკითხვა
ქირურგმა ქალის თვალში 27 კონტაქტური ლინზა აღმოაჩინა
გამოქვეყნებულია: 2017-07-16 18:53:00
​ეს ისტორია განსაკუთრებით მათთვისაა საინტერესო, ვინც კონტაქტურ ლინზებს იყენებს. ამ წუთას, ალბათ, იმ ღამეებს იხსენებთ, როდესაც თვალიდან ლინზის ამოღება დაგავიწყდათ და ისე ჩაგეძინათ. ეს ამბავიც სწორედ ასეთ უჩვეულო შემთხვევაზეა, თუმცა უფრო დრამატული ისტორიით. 67 წლის ქალბატონს, რომელიც კატარაქტის ოპერაციის წინ ოფთალმოლოგთან კონსულტაციას გადიოდა, თვალში 17 კონტაქტური ლინზა უპოვეს.​ოფთალმოლოგების თქმით, მის თვალში უჩვეულოდ დიდი ზომის ლურჯი მასა შენიშნეს, რომელიც კონტაქტური ლინზა აღმოჩნდა, 17 ცალი.​თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. მეორე კონსულტაციის დროს, ქალბატონის თვალი კვლავ შეამოწმეს და კიდევ 10 კონტაქტური ლინზა იპოვეს, ჯამში 27.საინტერესოა, რომ პაციენტი მუდამ ლინზების დაკარგვის პრობლემას უჩიოდა, თვალებში არსებულ დისკომფორტს კი, ასაკს და თვალების სიმშრალეს აბრალებდა. 67 წლის ქალბატონის ოპერაციაზე 20-წლიანი გამოცდილების ექიმები მუშაობდნენ. მათი თქმით, საკუთარ პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა არ ახსოვთ.​როდესაც მისი თვალებიდან ლინზები ამოიღეს, მან თავი გაცილებით კომფორტულად იგრძნო და აღნიშნა, რომ ასე კარგად ჯერ არ ყოფილა.​ასე რომ, სანამ დაიძინებთ, კარგად შეამოწმეთ, სად იმყოფება თქვენი კონტაქტური ლინზა. 
წაკითხვა
2018 წელს საქართველოს მასშტაბით ტყვიის შემცველობაზე კვლევის ჩატარება იგეგმება
გამოქვეყნებულია: 2017-07-15 12:05:00
2018 წელს საქართველოს მასშტაბით ტყვიის შემცველობაზე კვლევის ჩატარება იგეგმება.ინფორმაციას საზოგადოებრივს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე უდასტურებს. „კვლევა დიდი ხნის წინ დაიგეგმა, რითაც განისაზღვრება მოსახლეობაში ტყვიის შემცველობა. თუმცა ამას არ აქვს კავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართულ სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის აღმოჩენასთან. ეს უბრალოდ დამთხვევაა. კვლევა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან თანამშრომლობით ჩატარდება, ისევე როგორც ორი წლის წინ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.სურსათის და გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ვითარება საგანგაშო არ არის. მათი მტკიცებით, სურსათი და ჰაერი ტყვიას შეიცავს, მაგრამ იმ რაოდენობით, რომ ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის.
წაკითხვა
მედიკამენტების მაღალი ფასი თუ გარიგებები ფარმაცევტულ კომპანიებთან - ჯანდაცვის სამინისტრო გამოწვევის წინაშე დგას
გამოქვეყნებულია: 2017-07-13 20:25:00
გამოწვევა, რომლის წინაშე ჯანდაცვის სამინისტრო დგას. ბოლო კვლევების მიხედვით, მოსახლეობა ყველაზე მეტ თანხას მედიკამენტებში ხარჯავს. უფრო კონკრეტულად, მოქალაქეების მიერ გაწეული ხარჯების ნახევარი მარტო წამლებში მიდის. მედიკამენტების მაღალი ფასი თუ გარიგებები ფარმაცევტულ კომპანიებთან: სერგეენკოს უწყება გამოსავალს ელექტრონული რეცეფტების დანერგვაში ხედავს. 
წაკითხვა
მსოფლიო კიბოს სამკურნალო ახალი პრეპარატის მოლოდინშია - აშშ-ის წამლის ადმინისტრაციამ რეკომენდაცია უკვე გასცა
გამოქვეყნებულია: 2017-07-13 19:44:00
აშშ-ის საკვებისა და სამკურნალო პრეპარატების ადმინისტრაციის (FDA) მრჩეველთა კომიტეტმა კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გასცა კიბოს სამკურნალო ახალ პრეპარატზე. პრეპარატი CTL019 შვეიცარულ ფარმაცევტულმა კომპანია Novartis-ს ეკუთვნის და განკუთვნილია ბავშვთა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის სამკურნალოდ. FDA-ს მრჩეველთა საბჭოს წევრებმა, მკურნალობის ამ მეთოდის სასარგებლოდ ხმა 10-0 მისცეს.  „ვფიქრობ, ეს ყველაზე ამაღელვებელი რამაა, რაც კი ოდესმე მინახავს ცხოვრებაში“, — განაცხადა კომიტეტის წვერმა, ონკოლოგმა, დოქტორმა ტიმ კრაიპმა, როდესაც ჰკითეს, თუ რატომ მისცა ხმა წამლის სასარგებლოდ. უაღრესად პერსონალურ მკურნალობის კურსს CAR T ლიმფოციტური თერაპია ეწოდება. იგი კიბოს იმუნოთერაპიის ერთ-ერთი ტიპია, კონკრეტულად კი თერაპია, რომელიც ადამიანის ორგანიზმის იმუნურ სისტემას აღკაზმავს, რათა მან კიბოს უჯრედები შეაჩეროს. T ლიმფოციტური თერაპიის ქიმერული ანტიგენის რეცეპტორისათვის, CAR-T მკურნალობის ფარგლებში,  ხდება ადამიანის საკუთარი უჯრედების აღება, სხეულიდან მათი გამოტანა,  ხელახლა გადაპროგრამირება, შემდეგ კი უჯრედების უკან, სხეულში დაბრუნება, სადაც მათ კიბოს უჯრედებზე  თავდასხმა შეუძლიათ. Novartis-ის თერაპია ერთ-ერთია სისხლის კიბოს მკურნალობის ორი უახლესი მეთოდიდან, რომლებიც მიმდინარე წლის დასასრულისთვის დამტკიცდება. FDA-ს შეუძლია მხედველობაში მიიღოს კომიტეტის რეკომენდაცია, მაგრამ ასევე შეუძლია, მასზე უარი თქვას. Bloomberg-ის ცნობით, შვეუიცარული კომპანია აშშ-ის საკვებისა და სამკურნალო პრეპარატების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ოქტომბრისთვის ელოდება. „კომიტეტის მიერ CTL019-ისათვის გაწეული რეკომენდაცია ძალიან გვაახლოებს ისტორიაში პირველ CAR T ლიმფოციტური თერაპიასთან იმ პაციენტთათვის, რომლებსაც ის ესაჭიროებათ“, — ამბობს კომპანია Novartis-ის აღმასრულებელი დირექტორი ბრუნო სტრიჯინი. შემდეგ თვეში, FDA-სგან პასუხს ელის შეჯიბრში ჩართული კიდევ ერთი კომპანია Kite Pharma. თებერვალში, კომპანიამ აღმოაჩინა, რომ მათი მეთოდის გამოყენების შემდეგ, 101 პაციენტის მკურნალობიდან შედეგი გამოიღო 36%-მა.  Novartis-ის პრეპარატის შემთხვევაში, მკურნალობამ დადებითი შედეგი აჩვენა პაციენტთა 83%-ში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, არსებობს რამდენიმე გამოწვევა, რომლის წინაშეც მკურნალობის ეს მეთოდი აღმოჩნდა:  ერთჯერადი მკურნალობა სულაც არ იქნება იაფი. ალბათ კომპანიები ფასს იმის მიხედ
წაკითხვა
დავით სერგეენკო აჭარის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2017-07-13 16:35:00
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აჭარის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა.დავით სერგეენკომ 50-მდე სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელსა და სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტს სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია და პროგრამების მიმდინარეობის შესახებ შეფასებები პირადად მათგან მოისმინა.შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაზე გამახვილდა. იმსჯელეს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში დაწყებულ კამპანიაზეც. ისაუბრეს კონკრეტულ გეგმებზე, თუ როგორ უნდა გაიზარდოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის საყოველთაო სკრინინგში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხი.შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
წაკითხვა
ერთ-ერთი პაციენტის ახლობლებს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან პრეტენზიები აქვთ
გამოქვეყნებულია: 2017-07-08 21:51:00
ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან ხმაურია. ერთ-ერთი პაციენტის ახლობლები, ექიმებს უყურადღებობაში. ისინი ამტკიცებენ, რომ პაციენტის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ჭარბი წონის გამო, ოპერაცია გაიკეთა. ოპერაციიდან ორი თვე გავიდა, მათ კი ექიმები მდგომარეობის დეტალებს არ აცნობენ. პაციენტის მშობლების ვარაუდით, ექიმებმა საყლაპავი მილი დააზიანეს და დრენაჟიც არასწორად ჩაუსვეს, რის გამოც პაციენტი ისევ საავადმყოფოში მოხვდა, ამჟამად კი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.ახლობლები ამტკიცებენ, რომ პაციენტის თბილისში გადაყვანის უფლება არ მისცეს და არც ექიმის მოწვევის საშუალებას აძლევენ. ისინი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსგან ითხოვენ რეაგირებას და მკურნალი ექიმის ზურაბ ჩიხლაძის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას. საავადმყოფოდან ახლობლების აქციას გამოხმაურება არ მოჰყოლია.
წაკითხვა
პრობლემები პირველად ჯანდაცვაში - რა ხარვეზებზე საუბრობენ პაციენტები და სფეროს ექსპერტები
გამოქვეყნებულია: 2017-07-06 20:29:00
პრობლემები პირველად ჯანდაცვაში. ექსპერტების გარდა, მომსახურების არაეფექტურობასა და ხარვეზებზე თავად პაციენტებიც საუბრობენ. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ოჯახის ექიმების დაბალი კვალიფიკაცია, დაბალი ანაზღაურება და პირველადი ჯანდაცვის ექიმის რეალური ფუნქციის დაკარგვა სახელდება, რაც პაციენტების გადამისამართებაში გამოიხატება.  ხარვეზებს ჯანდაცვის სამინისტროშიც აღიარებენ და რამდენიმე ეტაპად დაყოფილ რეფორმას აანონსებენ. 
წაკითხვა
მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციებს ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-07-02 13:34:00
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით, რეკომენდაციებს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე• შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის  08:00 საათიდან 10:00-მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32°C-ს, ხოლო ღამით კი 24°C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელის ასაკს გადაცილებული ადამიანებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვს. • ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის). • დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა - დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრო მოწყობილობები და ხელოვნური განათება. • მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები,  ჟალუზები, დარაბები.• ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს. • თუ სახლში გაქვთ კონდიციონერი, დაკეტეთ კარები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია. ეს აგაცილებთ ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტის საფრთხეს. • ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურა არ აღემატება 35°C-ს, ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 35°C-ს, ის ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს.&
წაკითხვა
სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ერთ ლარად საჭირო მედიკამენტების შეძენა უკვე დღეიდან შეუძლიათ
გამოქვეყნებულია: 2017-07-01 11:21:00
სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს დღეიდან იაფი მედიკამენტებით სარგებლობა შეეძლებათ. პირველმა ბენეფიციარებმა საჭირო მედიკამენტები აფთიაქში ერთ ლარად შეიძინეს. წამლების გაცემის პირველ დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დაესწრო. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების,ფარისებრი ჯირკვლისა და დიაბეტის ტიპის პაციენტებს (არაინსულინ დამოკიდებული) შეეძლებათ.თბილისში ჯერ-ჯერობით სამკურნალო მედიკამენტების შეძენა მოქალაქეებს პე-ეს-პეს ხუთ აფთიაქში, ხოლო რეგიონებეში ერთ აფთიაქში შეეძლებათ.
წაკითხვა
დავით სერგეენკო - სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გართულებული წვდომა ამბულატორიულ მედიკამენტებზე ყველაზე დიდი გამოწვევა იყო
გამოქვეყნებულია: 2017-06-30 16:39:00
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გართულებული წვდომა ამბულატორიულ მედიკამენტებზე ყველაზე დიდი გამოწვევა იყო - ეს განცხადება პაციენტებისთვის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ამოქმედების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააკეთა.„ყველაზე დიდი გამოწვევა იყო სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გართულებული წვდომა ამბულატორიულ მედიკამენტებზე. ეს არის მედიკამენტი, რომელიც მათ უნდა მიიღონ ხანგრძლივი დროის განმავლობაში და სამედიცინო დაწესებულების გარეთ. პირველი ეტაპი დაიწყო სწორედ დღეს, დღეს გავრცელდება მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელსაც აქვს 100 ათასზე ნაკლები ქულა და ეს არის სადღაც 770 000 ადამიანი. საბედნიეროდ, მათგან ყველას არ აქვს ქრონიკული დაავადებები. ჩვენ წინასწარ გავთვალეთ ამ მედიკამენტების საჭიროება და დღეიდან დაწყებული, ამ ადამიანებს შეეძლებათ, რომ მიმართონ თავიანთ ოჯახის ექიმს. ის გამოუწერს შესაბამის რეცეპტს და „პე-ეს-პე“-ს ნებისმიერ აფთიაქში შეუძლიათ, მიიღონ საჭირო წამალი“ - განაცხადა სერგეენკომ.ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტების მიღება შეეძლება ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველი პირს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 0-დან 100 000 - ის ჩათვლით და აქვს შემდეგი ქრონიკული დაავადებები: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული). მედიკამენტების ყოველი გატანისას პირი აფთიაქში გადაიხდის გატანილი მედიკამენტების საერთო ღირებულების 10%-ს, რაც მინუმუმ 5 თეთრია და არ აღემატება 1 ლარს. ერთჯერადად ბენეფიციარს შეუძლია, მიიღოს მხოლოდ 3 თვის სამყოფი მედიკამენტები. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ თუკი მედიკამენტის გაცემის პროცესში ბენეფიციარის ოჯახს შეეცვლება სოციალურად დაუცველთა ბაზაში მინიჭებული სარეიტინგო ქულა და ის აღემატება 100 000-ს, პირი ვეღარ შეძლებს მედიკამენტების მიღებას.
წაკითხვა
სოციალურად დაუცველთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა პირველი ივლისიდან ამოქმედდება - რა პროცედურებია საჭირო წამლების მისაღებად
გამოქვეყნებულია: 2017-06-30 11:01:00
პირველი ივლისიდან, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ამოქმედდება.ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მედიკამენტების მიღება შეეძლება ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველი პირს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 0-დან 100 000 - ის ჩათვლით და აქვს შემდეგი ქრონიკული დაავადებები:✔ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები✔ ფილტვის ქრონიკული დაავადებები;✔ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.✔ დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული)მედიკამენტების ყოველი გატანისას პირი აფთიაქში გადაიხდის გატანილი მედიკამენტების საერთო ღირებულების 10%-ს, რაც მინუმუმ 5 თეთრია და არ აღემატება 1 ლარს. ერთჯერადად ბენეფიციარს შეუძლია, მიიღოს მხოლოდ 3 თვის სამყოფი მედიკამენტები.ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ თუკი მედიკამენტის გაცემის პროცესში ბენეფიციარის ოჯახს შეეცვლება სოციალურად დაუცველთა ბაზაში მინიჭებული სარეიტინგო ქულა და ის აღემატება 100 000-ს, პირი ვეღარ შეძლებს მედიკამენტების მიღებას.
წაკითხვა
(რ)ევოლუცია იმპლანტოლოგიაში - კბილების იმპლანტაციის ინოვაციური მეთოდი
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 21:20:00
​სტომატოლოგიურ იმპლანტოლოგიაში ინოვაციური სიახლეა. ტრადიციული იმპლანტაციის ნაცვლად, სტომატოლოგები Champion Implant​-ს გვთავაზობენ. ამ მეთოდის საშუალებით იმპლანტაცია მინიმალური ინვაზიის გზით ხორციელდება. მეთოდის უპირატესობა მის ხარისხში, სიმარტივესა და ფასშია. მნიშვნელოვანია რომ Champion Implants - ეს არის სიახლე კავკასიის რეგიონისთვის და ამ მეთოდით იმპლანტაცია საქართველოში პირველად ჩატარდება.​Champion Implants-ის იმპლანტების ხარისხი მეცნიერულად შესწავლილია და არსებობს უამრავი კვლევა და სტატია. იმპლანტები ​გერმანიაში მზადდება.მსოფლიო სიახლეს არც საქართველო ჩამორჩა. ჯანდაცვის პროფესიონალთა ფონდის ორგანიზებით, საქართველოში გერმანული კომპანიის "Champions-Implants" ოფიციალური წარმომადგენლისა და გენერალური რეფერენტის, ქირურგ-იმპლანტოლოგისა და ორთოდონტის, პროფესორ ალექსანდრ ლისიცკის ორ დღიანი ლექცია-მასტერკლასი გაიმართა.მასტერკლასის ერთ-ერთი ორგანიზატორის, Dental Champions​-ის დამაარსებლის, ხათუნა ქორიძის თქმით, ახალი მეთოდით ევროპისა და აშშ-ის 80%-ია დაინტერესებული, რაც მის მაღალ ხარისხზე მიუთითებს."ეს არის ინოვაცია საქართველოში, რომელმაც მოახდინა რევოლუციური გადატრიალება მთელ იმპლანტოლოგიაში. მისი მეშვეობით ოპერაცია შეიძლება გაკეთდეს ნებისმიერ სტომატოლოგიურ კაბინეტში. იმპლანტაციის ჩატარების უფლება აქვს თერაპევტს, ორთოპედს, ორთოდონტს და პაროდონტოლოგს. რაც მთავარია, ფასები ძალიან ხელმისაწვდომია და მისი ჩატარება ხელსაყრელია, როგორც პაციენტისათვის, ისე ექიმისათვის. ეს არის სწრაფი, ხარისხიანი და მარტივი პროცედურა. Champion Implants გამოიყენება ძირითადად უკბილო ყბების პროტეზირების შემთხვევაში. იმპლატაცია კეთდება განაკვეთების გარეშე. არ ხდება ძვლის გადახურება და გაბურღვა ხდება ძალიან ნელა", - განაცხადა მედიცინის დოქტორმა ხათუნა ქორიძემ. ჯანდაცვის პროფესიონალთა ფონდის წარმომადგენელის, რუსუდან დევნოზაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია რომ მასტერკლასს თეორიულთან ერთად პრაქტიკული ხასიათი აქვს და ექიმები მოწვეულ სპეციალისტთან ერთად სამედიცინო სიმულაციებს ახორციელებენ.
წაკითხვა
სოციალურად დაუცველები ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ მედიკამენტებს პირველი ივლისიდან მიიღებენ
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 13:41:00
სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს პირველი ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ მედიკამენტების მიღებაზე შეფერხება არ ექნებათ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ განაცხადა.მისივე თქმით, შესაბამისი სატენდერო პროცედურების მიმდინარეობს, უკვე შერჩეულია 13 კომპანია, გამარჯვებულ კომანიებს შორის ქართული და უცხოური კომპანიები არიან. სამინიტროს ინფორმაციით, წამლების ხარისხი ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. „პირველი ივლისიდან სოცილაურად დაუცველები მიიღებენ პირველ პარტია მედიკამენტებს,  ბუნებრივია ამას შესაბამისი პროცედურები სჭირდება. აუცილებელია, რეცეპტის მიღება ოჯახის ექიმისგან. შესაბამისი სატენდერო პროცედურები უკვე მიმდინარეობს. 24 პოზიციიდან უკვე შერჩეულია 13 კომპანია, როგორც ადგილობრივი, ასევე  უცხოური. მთავარი მაინც გახლავთ ის, რომ ტენდერში გამარჯვებული ყველა კომპანია აკმაყოფილებს ყველაზე მნიშვნელოვან პირობას, მედიკამენტები იქნება ხარისხიანი, ევროპული ხარისხის მატარებელი ნიშნით,, -აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე.
წაკითხვა
მარნეულში შიდსის, ტუბერკულოზის, სტიგმისა და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში, მედპერსონალისთვის ტრენინგი გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 12:54:00
„შიდსის დაავადებათა დახმარების ფონდისა“, „ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ ორგანიზებითა და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალისთვის მარნეულის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში ტრეინინგი გაიმართა. ტრენინგი შიდსის, ტუბერკულოზის, სტიგმისა და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში გაიმართა თემაზე „სამედიცინო დაწესებულებებში აივ ინფექცია/შიდსთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის პრევენცია“.პროგრამა ითვალისწინებს ჯანდაცვის მუშაკების სწავლებას, ინფორმირებას, სამედიცინო დაწესებულებებში აივ ინფექციის დისკირიმინაციის შემცირების მიზნით, მაღალი რისკის ჯგუფებთან. პროგრამა დაფინანსებულია „აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის“ მიერ. შეხვედრაში მონაწილეობას „შიდსის დაავადებათა დახმარების ფონდის“ დირექტორი იზოლეტა ბოდოკია, „ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ დირექტორის მოადგილე ნუგზარ სალია და მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული სამედიცინო დაწესებულებათა მედპერსონალი იღებენ.
წაკითხვა

უახლესი