საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი ლევან შერვაშიძე ევროპის უმაღლეს მწვერვალზე ავიდა
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 19:14:00
რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის  თანამშრომელი ლევან შერვაშიძე ევროპის უმაღლეს მწვერვალზე ავიდა.იალბუზზე ასვლა პირველი ქართული ტელევიზიის 60 წლის იუბილეს მიეძღვნა.იალბუზი ჩრდილოეთ კავკასიაში, ყაბარდო-ბალყარეთში მდებარეობს და მისი სიმაღლე  5642 მეტრია ზამთარში იალბუზი მკაცრი, სუსხიანი კლიმატით გამოირჩევა და ხშირ შემთხვევაში ტემპერატურა -50 გრადუსზე ქვემოთ ეცემა.საზოგადოებრივი მაუწყებელი პირველი ქართული მედიასაშუალებაა, რომელიც ევროპის უმაღლეს მწვერვალზე ავიდა.შეგახსენებთ რომ 2012 წელს დასავლეთ ევროპის უმაღლეს მწვერვალ მონბლანზეც პირველები საზოგადოებრივის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
წაკითხვა
წლის პირველი ქართული ასვლა იალბუზზე - ფოტოები ექსპედიციიდან
გამოქვეყნებულია: 2017-01-10 17:41:00
იალბუზზე 2017 წლის პირველი ქართული ასვლა განხორციელდა.გუშინ, 9 იანვარს დაახლოებით 14:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი ლევან შერვაშიძე ევროპის უმაღლეს მწვერვალზე ავიდა.იალბუზზე ასვლა პირველი ქართული ტელევიზიის 60 წლის იუბილეს მიეძღვნა.იალბუზი ჩრდილოეთ კავკასიაში, ყაბარდო-ბალყარეთში მდებარეობს და მისი სიმაღლე 5 642 მეტრია.ზამთარში იალბუზი მკაცრი, სუსხიანი კლიმატით გამოირჩევა და ხშირ შემთხვევაში, ტემპერატურა -50 C°-ზე ქვემოთ ეცემა.
წაკითხვა
"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ გენდირექტორის არჩევასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება
განახლებულია: 2017-01-07 16:22:00
სამეურვეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე ვასილ მაღლაფერიძის არჩევასთან დაკავშირებით, აზარალებს მაუწყებლის რეპუტაციას და მის მიმართ საზოგადოების ნდობას, - ასეთია ორგანიზაციის "კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” შეფასება. კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საბჭოს წევრებმა არა ერთი კვალიფიციური, კონკრეტული სამოქმედო გეგმითა და კრიტიკული ხედვით აღჭურვილი კანდიდატის გამოსვლა მოისმინეს, თუმცა მათ მხარი არ დაუჭირეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გუშინ 6 ხმით ვასილ მაღლაფერიძე მაუწყებლის გენერალურ დირექტორად აირჩია. მაღლაფერიძე მომავალი 6 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს მაუწყებელს.
წაკითხვა
პარლამენტში სამუშაო ჯგუფი იქმნება, რომელიც მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე იმუშავებს
განახლებულია: 2017-01-06 20:22:00
დღესვე ცნობილი ხდება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უფლება-მოვალეობები გადაიხედება. ტელევიზიის საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. პარლამენტში სამუშაო ჯგუფი იქმნება, რომელიც მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე იმუშავებს. ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი კანონის იმ პუნქტების შეცვლას ითხოვს, რომლებიც ბორდის უფლებამოსილებებს განსაზღვრავს. საინიციატივო ჯგუფის აზრით, საბჭოს და გენერალური დირექტორის ფუნქციები ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს ემთხვევა. 
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს - სამეურვეო საბჭოს არჩევანი და ახალი ხელმძღვანელის გეგმები
განახლებულია: 2017-01-06 20:20:00
მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელს ვასილ მაღლაფერიძე უხელმძღვანელებს. ახალი გენერალური დირექტორი სამეურვეო საბჭომ ექვსი ხმით აირჩია. თინათინ ბერძენიშვილთან ხმების გაყოფის გამო, ფარული კენჭისყრის ხელახლა ჩატარება გახდა საჭირო, რა დროსაც მაღლაფერიძემ რვიდან ექვსი ხმა მიიღო. გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის გაწერა, მედია-ბაზარზე მაუწყებლის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ ქცევა, სანდოობის ზრდა და ტელევიზიის ინვენტარიზაცია - ასეთია ახლად არჩეული ხელმძღვანელის ნომერ პირველი პრიორიტეტები. ბორდის დღევანდელ არჩევანს უკვე მოჰყვა ნეგატიური რეაქციები საბჭოს ორი წევრის და რამდენიმე მედიაექსპერტის მხრიდან, რომლებიც ახალი გენერალური დირექტორის წარსულ საქმიანობაზე მიუთითებენ და მის არჩევას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებენ. 
წაკითხვა
მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება
განახლებულია: 2017-01-06 16:11:00
"მაუწყებლის შესახებ კანონში" ცვლილებებთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. გადაწყვეტილება იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მიიღო. სამუშაო ჯგუფის წევრთა შემადგენლობა ჯერ განსაზღვრული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ მასში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამი თანამშრომელი შევა. ესენი არიან გოგა ჩართოლანი, დოდო შონავა და რევაზ ჭიჭინაძე. მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი კანონის 30-ე მუხლის ცვლილებას ითხოვდა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებებს განსაზღვრავს. საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორთა აზრით, ბორდი საზოგადოებრივი მაუწყებლის მაკონტროლებელი ორგანო უნდა იყოს, არსებული კანონმდებლობით კი, მას მენეჯერის ფუნქციები აქვს, რის გამოც ხშირად დირექტორისა და საბჭოს უფლებამოსილებები იკვეთება. 
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას ზვიად ქორიძე და ლაშა ტუღუში კრიტიკულად აფასებენ
განახლებულია: 2017-01-06 16:10:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას კრიტიკულად აფასებენ ზვიად ქორიძე და ლაშა ტუღუში. მაუწყებლის გენერალური დირექტორის არჩევის პროცედურას ისინი მედიაექსპერტების სტატუსით ესწრებოდნენ. ქორიძის და ტუღუშის განცხადებით, სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის ხელმძღვანელად პოლიტიკურად ანგაჟირებული პერსონა აირჩია.
წაკითხვა
6 მომხრე, 2 წინააღმდეგი - ხმათა ასეთი გადანაწილებით, სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩია
განახლებულია: 2017-01-06 16:07:00
6 მომხრე, 2 წინააღმდეგი -  ხმათა ასეთი გადანაწილებით სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩია. ის მაუწყებელს 6 წლის ვადით უხელმძღვანელებს. კენჭისყრა ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ჯერზე 5 კანდიდატიდან ხმათა უმრავლესობა ვასილ მაღლაფერიძემ და თინათინ ბერძენიშვილმა მიიღეს, რის გამოც მეორე ტურში მეორე კენჭისყრის გამართვის აუცილებლობა გახდა საჭირო. ბორდის წევრთა უმეტესობამ მხარი ვასილ მაღლაფერიძის კანდიდატურას დაუჭირა. 
წაკითხვა
ვასილ მაღლაფერიძე: საზოგადოებრივი მაუწყებელი მედიაბაზარზე ერთ- ერთი ლიდერი გახდება
გამოქვეყნებულია: 2017-01-06 16:05:00
საზოგადოებრივი მაუწყებელი მედიაბაზარზე ერთ- ერთი ლიდერი გახდება,- ეს ვასილ მაღლაფერიძის გეგმაა. მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორის განცხადებით, არაა გამორიცხული, არხზე სხვა ტელეკომპანიების ჟურნალიტების გამოჩენა, თუმცა ძირითადი აქცენტი მაუწყებლის გუნდზე გაკეთდება. მთავარი ცვლილება კი მენეჯმენტს შეეხება. ვასილ მაღლაფერიძე უკვე ესაუბრა სამეურვეო საბჭოს წევრებს და შეხვდა საინფორმაციო გამოშვების გუნდს. მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე 6 წლის ვადით ვასილ მაღლაფერიძის დანიშვნას შეფასებები მოჰყვა კონკურსის მეორე ტურის მონაწილეების მხრიდან. რატი ხვისტანი დეტალებით.
წაკითხვა
როგორ აფასებს ნინო ზაუტაშვილი სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას
გამოქვეყნებულია: 2017-01-06 12:59:00
"მოამბის" კითხვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ნინო ზაუტაშვილმა უპასუხა.
წაკითხვა
თინათინ ბერძენიშვილის კომენტარი სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებაზე
გამოქვეყნებულია: 2017-01-06 12:50:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა თინათინ ბერძენიშვილმა სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
წაკითხვა
როგორ აფასებს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას ზაალ ანჯაფარიძე
გამოქვეყნებულია: 2017-01-06 12:48:00
როგორ აფასებს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი ზაალ ანჯაფარიძე.
წაკითხვა
რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აპირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენდირექტორი - ვასილ მაღლაფერიძემ "მოამბის" კითხვებს უპასუხა
გამოქვეყნებულია: 2017-01-06 12:45:00
"მოამბის" კითხვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ უპასუხა.
წაკითხვა
სასწრაფოდ
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორი ვასილ მაღლაფერიძე გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-01-06 12:28:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს.ახალი გენერალური დირექტორის გამოსავლენად, სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც განმეორებითი კენჭისყრისას ვასილ მაღლაფერიძე 6 ხმით აირჩიეს. მეორე კანდიდატმა თინათინ ბერძენიშვილმა 2 ხმა მიიღო. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვინაობა პირველ ტურში ვერ გამოვლინდა და კანონის თანახმად, განმეორებითი კენჭისყრა ორ კანდიდატს - ვასილ მაღლაფერიძესა და თინათინ ბერძენიშვილს შორის გაიმართა.ახალი გენერალური დირექტორის გამოსავლენად, სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, პირველ ტურში, რომელზეც 5-დან ერთი კანდიდატი უნდა აერჩიათ, ​მეურვეთა ხმები ასე გადანაწილდა:ვასილ მაღლაფერიძე - 4; თინათინ ბერძენიშვილი - 2; ნინო ზაუტაშვილი -1; ნათია კუპრაშვილი - 1; ზაალ ანჯაფარიძე - 0.მაუწყებლის ბორდი ამჟამად 8 მეურვისგან შედგება. გენერალური დირექტორის შესარჩევად, საჭირო იყო მინიმუმ 5 მეურვის ხმა.საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის სურვილი, თავდაპირველად, 15-მა კანდიდატმა გამოთქვა, თუმცა სამეურვეო საბჭოს მიერ მათი დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ, ერთი - ბაჩუკი ბახტაძე მომდევნო ეტაპზე ვერ გადავიდა, 14 კანდიდატიდან კი მეურვეებმა მეორე ტურისთვის 5 შეარჩიეს.
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორის ვინაობა განმეორებით კენჭისყრაზე გამოვლინდება
გამოქვეყნებულია: 2017-01-06 12:15:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვინაობა პირველ ტურში ვერ გამოვლინდა და კანონის თანახმად, განმეორებითი კენჭისყრა ორ კანდიდატს - ვასილ მაღლაფერიძესა და თინათინ ბერძენიშვილს შორის გაიმართება.ახალი გენერალური დირექტორის გამოსავლენად, სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც 5 კანდიდატიდან ერთი კანდიდატი უნდა აერჩიათ.მეურვეთა ხმები ასე გადანაწილდა:ვასილ მაღლაფერიძე - 4თინათინ ბერძენიშვილი - 2ნინო ზაუტაშვილი -1ნათია კუპრაშვილი - 1ზაალ ანჯაფარიძე -  0მაუწყებლის ბორდი ამჟამად 8 მეურვისგან შედგება. გენერალური დირექტორის შესარჩევად, საჭირო იყო მინიმუმ 5 მეურვის ხმა.საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის დასა
წაკითხვა
ვინ გახდება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორი - სამეურვეო საბჭოს წევრები ფარული კენჭისყრისთვის ემზადებიან
გამოქვეყნებულია: 2017-01-06 12:05:00
ვინ გახდება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ცნობილი დღეს გახდება. ამ წუთებში სამეურვეო საბჭოს წევრები ფარული კენჭისყრისთვის ემზადებიან. მათ არჩევანი 5 კანდიდატს შორის, თინათინ ბერძენიშვილს, ნინო ზაუტაშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს, ნათია კუპრაშვილსა და ზაალ ანჯაფარიძეს შორის უნდა გააკეთონ. გამარჯვებისთვის საჭიროა ხმათა უმრავლესობის მოპოვება. იმ შემთხვევაში, თუ ბორდის წევრთა ხმების გადამწყვეტ უმრაველობას ვერც ერთი მსურველი ვერ მოაროვებს. პროცედურულად, არ არის გამორიცხული, საჭირი გახდეს მეორე ფარული კენჭისყრის ჩატარება. პროცედურების შესახებ რატი ხვისტანი ისაუბრებს. 
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენდირექტორობის 5-ვე კანდიდატს მოუსმინა
გამოქვეყნებულია: 2017-01-05 14:20:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ტურში გადასულ ხუთივე კანდიდატს მოუსმინა. ახალი გენერალური დირექტორის გამოსავლენად, სამეურვეო საბჭოს სხდომა ხვალ, 6 იანვარს გაიმართება. მაუწყებლის ბორდი ამჟამად 8 მეურვისგან შედგება. გენერალური დირექტორის შესარჩევად, საჭიროა მინიმუმ 5 მეურვის ხმა. დღეს სამეურვეო საბჭომ ვასილ მაღლაფერიძესა და ნინო ზაუტაშვილს მოუსმინა. გუშინ გაიმართა გასაუბრება ზაალ ანჯაფარიძესთან, თინათინ ბერძენიშვილთან და ნათია კუპრაშვილთან. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის სურვილი, თავდაპირველად, 15-მა კანდიდატმა გამოთქვა, თუმცა სამეურვეო საბჭოს მიერ მათი დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ, ერთი - ბაჩუკი ბახტაძე მომდევნო ეტაპზე ვერ გადავიდა, 14 კანდიდატიდან კი მეურვეებმა მეორე ტურისთვის 5 შეარჩიეს. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გენდირექტორობის კიდევ ორ კანდიდატს მოუსმენს
გამოქვეყნებულია: 2017-01-05 10:01:00
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ტურში გადასულ კიდევ ორ კანდიდატს დღეს მოუსმენს. 11:00 საათზე გასაუბრება ვასილ მაღლაფერიძესთან ჩატარდება, ხოლო 13:00 საათზე ნინო ზაუტაშვილთან.  გუშინ გასაუბრება გაიმართა ზაალ ანჯაფარიძესთან (ვიდეოჩანაწერის სანახავად, მიჰყევით ბმულს: https://www.youtube.com/watch?v=Nmqs6IWSc4Y), თინათინ ბერძენიშვილთან (https://www.youtube.com/watch?v=u_Gc_SueW0Y) და ნათია კუპრაშვილთან (https://www.youtube.com/watch?v=FJorXcT2V0w)საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული ღია კონკურსის მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა. ხმების რაოდენობა ასე გადანაწილდა: ზაალ ანჯაფარიძე - 6, ვასილ მაღლაფერიძე - 6 , ნინო ზაუტაშვილი - 5,  თინათინ ბერძენიშვილი - 8,  ნათია კუპრაშვილი - 8. მეორე ტურში გადასული კანდიდატები 4 და 5 იანვარს საკუთარ კონცეფციებს წარადგენენ, საბოლოო კენჭისყრა კი 6 იანვარს გაიმართება. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის სურვილი, თავდაპირველად, 15-მა კანდიდატმა გამოთქვა, თუმცა სამეურვეო საბჭოს მიერ მათი დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ, ერთი - ბაჩუკი ბახტაძე, მომდევნო ეტაპზე ვერ გადავიდა.მომდევნო ეტაპზე გადავიდა 14 კანდიდატი: რევაზ შალიბაშვილი, ზაალ ანჯაფარიძე, გიორგი ქავთარაძე, ვასილ მაღლაფერიძე, ნინო ზაუტაშვილი, გურამ ფალავანდიშვილი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი, თინათინ ბერძენიშვილი, დავით ცინცაძე, მანანა ღოღობერიძე, რამაზ სამხარაძე, თამაზ ბიბილური, ნათია კუპრაშვილი და მარგარიტა დოლიძე. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის ვაკანტ
წაკითხვა
გასაუბრების შემდეგ პირველ შეფასებებს აკეთებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები და გენდირექტორობის კანდიდატები
განახლებულია: 2017-01-04 20:09:00
გასაუბრების შემდეგ პირველ შეფასებებს აკეთებენ სამეურვეო საბჭოს წევრები, რომლებმაც მაუწყებლობის განვითარების კონცეფციის მოსმენის შემდეგ კანდიდატებს კონკრეტული კითხვები დაუსვეს.კონკურსის მონაწილეები ამბობენ, რომ მაუწყებლის განვითარების კონცეფციაზე დეტალურად საუბრის საშუალება ჰქონდათ. შორენა ხვიჩიას დეტალებით.
წაკითხვა
სამეურვეო საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორობის სამ კანდიდატს მოუსმინა - როგორია მათი ხედვები
გამოქვეყნებულია: 2017-01-04 20:05:00
გასაუბრების პირველი ეტაპი დასრულდა. სამეურვეო საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის სამ კანდიდატს მოუსმინა. საკუთარი გეგმები ბორდს თინათინ ბეერძენიშვილმა, ნათია კუპრაშვილმა და ზაალ ანჯაფარიძემ გააცნეს. ხვალ ტელევიზიის განვითარების ხედვას ნინო ზაუტაშვილი და ვასილ მაღლაფერიძე წარადგენენ. ზეგ კი რვაკაციანი ბორდი, ფარული კენჭისყრით, ახალ გენერალურ დირექტორს აირჩევს, რისთვისაც საბჭოს მინიმუმ ხუთი ხმაა საჭირო. სარედაქციო დამოუკიდებლობა, მაღალი ჟურნალისტური სტანდარტების დამკვიდრება, აუდიტორიის კვლევა, მაუწყებლის წვდომის პრობლემის მოგვარება, ტექნიკური გადაიარაღება იმ პრიორიტეტების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც თინათინ ბერძენიშვილმა გააკეთა აქცენტი. გამარჯვების შემთხვევაში, ტელევიზიის სანდოობის ზრდაზე, საზოგადოებრივი ჩართულობის გააქტიურებასა და პროფესიონალი კადრების მოზიდვა-შენარჩუნებაზე გაამხვილებს ყურადღებას ზაალ ანჯაფარიძე. ხედვის პრეზენტაციის დროს კრიტიკული იყო ნათია კუპრაშვილი, რომელსაც მაუწყებლის ბიუჯეტის, ინტეგრირებული ნიუსრუმის პროექტის და მაუწყებლობის დაფარვის მიმართ გარკვეული შენიშვნები აქვს.  შორენა ხვიჩია დეტალებით.
წაკითხვა

უახლესი