საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ახალაიას,კალანდაძისა და შამათავას ადვოკატები წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან
გამოქვეყნებულია: 2012-11-08 16:12:00
ამ წუთებში ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას ადვოკატები წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. დაკავებულებს ბრალი უნდა წაუყენონ. მთავარი სამმართველოს შენობასთან იმყოფებოდნენ საპარლამენტო უმცირესობის წევრებიც. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის და მეოთხე ბრიგადის მეთაურის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველა დამნაშავემ კანონის შესაბამისად პასუხი უნდა აგოს. კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა. ქვეყნის მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ მათი დაკავება და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კი ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფს და თავდაცვის სამინისტროს ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების პოლიტიკური ნიშნით დაკავებას გამორიცხავს.
წაკითხვა
მკვლელობა მოსკოვში
გამოქვეყნებულია: 2012-11-08 13:28:00
მკვლელობა მოსკოვში - ერთ-ერთი კომპანიის იურისტმა საკუთარი თანამშრომლები დაცხრილა. მომხდარის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 5 ადამიანი, ორი მძიმედაა დაჭრილი. გამოძიების ინფორმაციით, ფარმაცევტული კომპანიის იურისტი- დიმიტრი ვინოგრადოვი სამსახურში სხვებზე ადრე მივიდა და როდესაც ფინანსური განყოფილების თანამშრომლებმა მუშაობა დაიწყეს, მათ ოთახში შევიდა და ცეცხლი გაუხსნა. გამომძიებლები აცხადებენ, რომ თავდამსხმელი ცდილობდა, ყველა მსხვერპლისთვის ტყვია თავში მოეხვედრებინა. თავდასხმამდე რამდენიმე სათით ადრე ვინოგრადოვმა სპეციალური მიმართვა დაწერა, სადაც ნათქვამი იყო: "მე მძულს ადამიანები და მძულს ის, რომ ამ საზოგადოების ნაწილი ვარ". მიმართვა თავდამსხმელმა სოციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. ვინოგრადოვი სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს, წინააღმდეგობა მას არ გაუწევია. რუსულმა მედიამ მას უკვე შეარქვა "რუსი ბრეივიკი".
წაკითხვა
ახალაია, კალანდაძე და შამათავა წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან
გამოქვეყნებულია: 2012-11-07 16:21:00
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და შეიარაღებული ძალების მეოთხე ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. მათთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ და სავარაუდოდ, ეს დღეს მოხდება. მათ უკვე შეხვდნენ მათი ადვოკატები. ასევე ცნობილი გახდა, რომ ახალაიას ადვოკატი დავით დეკანოიძე კოალიცია "ქართული ოცნების" წევრია. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი თავადაც ადასტურებს. ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას დაკავების შესახებ შეფასებებს დილიდან აკეთებენ პოლიტიკოსები. საპარლამენტო უმცირესობაში დაკავების ფაქტებს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად და დევნად აფასებენ, ასევე გაერთიანებული შტაბის უფროსის, გიორგი კალანდაძის დაკავების საქმეში ირაკლი ალასანიას ინტერესებზე საუბრობენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავენ. მათი თქმით, დაკავებისთვის საკმარისი საფუძველი არსებობდა და ის სამართლიანად მოხდა. კომენტარები გააკეთეს პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა, ასევე დაკავებებთან დაკავშირებით პოლიტიკური დებატები გაიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას დაკავებას გამოეხმაურა უშიშროების საბჭოს მდივანი. გიგა ბოკერიამ დაკავებები პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა. მისი თქმით, მომხდარი საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის რეპუტაციას ლახავს, შიგნიდან კი ქვეყანას დემოკრატიული პროცესების კუთხით დარტყმას მიაყენებს. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბაჩო ახალაიას, გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას დაკავების საქმეზე მოწმეთა ჩვენებები გამოაქვეყნა. ეს იმ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების ჩვენებებია, რის საფუძველზეც ახალაიას, კალანდაძისა და შამათავას დაკავება მოხდა. საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის შემდეგ, სამართალდამცველებმა გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე დააკავეს. მასთან ერთად, დაკავებულია შეიარაღებული ძალების მეოთხე ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავაც. გიორგი კალანდაძეს, იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ბრალი ძალაუფლების გადამეტებაში ედება. ის სამართალდამცველებმა თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში დილის 05:00 საათისთვის აიყვანეს. ადვოკატის ინფორმაციით, კალანდაძის დაკავებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც ესწრებოდა. რაც შეეხება მეოთხე ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავას, ის წინასწარი დაკავების იზოლატორში რამდენიმე საათის წინ მიიყვანეს. კალანდაძეც და შამათავაც შეიარაღებულ ძალებში ამ დრომდე მსახურობდნენ. პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, გენერალური შტაბის უფროსსა და მეოთხე ბრიგადის ხელმძღვანელს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად, 6 სამხედრო მოსამსახურის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ედებათ ბრალად. ორივე მათგანს ბრალი კანონით დადგენილ ვადაში სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით წარედგინებათ. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია საქართველოს მთავარ პროკურატურაში რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს. ახალაია პროკურატურაში დაკითხვაზე მოწმის სტატუსით გუშინ საღამოს ადვოკატის გარეშე 20:30 საათზე მივიდა, თუმცა დაკითხვის მიმდინარეობისას პროკურატურაში საჭირო გახდა ადვოკატის გამოძახება. დაკითხვის შემდეგ კი ცნობილი გახდა მისი დაკავების შესახებ. ახალაია პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. პროკურატურის ინფორმაციით, მისი დაკავების საფუძველი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე
წაკითხვა
ქარელში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2012-11-07 11:53:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გიორგი ბერუაშვილი დააკავეს. ქარელის რაიონში კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა, გიორგი ბერუაშვილმა თაღლითურად, მოტყუების გზით, მოქალაქეებს თამაზ და იოსებ ხიზანიშვილებს ფულადი თანხა 1000 ევროს ოდენობით გამოსძალა. ბერუაშვილი, თანხის სანაცვლოდ, მათ ჰპირდებოდა დასაქმებას შინაგან საქმეთა სამინისტროში, სამხედრო პოლიციაში ან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში. ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად ამოღებული იქნა თანხის ნაწილი, რომელიც გიორგი ბერუაშვილმა თაღლითური გზით მიიღო. გიორგი ბერუაშვილის მიერ თაღლითობის ჩადენის ფაქტზე აღძრულია საქმე სსკ-ს 180-ე მუხლის პირველი ნაწილით. მიმდინარეობს გამოძიება.
წაკითხვა
სამუშაო ჯგუფი პოლიტპატიმრების საქმეების შესწავლას დაიწყებს
გამოქვეყნებულია: 2012-11-07 11:15:00
დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი პოლიტპატიმრების საქმეების შესწავლას დაიწყებს. სამუშაო ჯგუფი წინა კვირას შეიქმნა და როგორც თავად აცხადებენ, მის კომპეტენციაში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანების საქმეების შესწავლა შედის. ჯგუფი 15 არასამთავრობო ორგანიზაციისა და ექსპერტებისგან შედგება. ჯგუფის ხელმძღვანელი ეკა ბესელია იქნება. აღნიშნული ჯგუფი კვირაში სამი დღე იმუშავებს და საქმიანობას სამუშაო გრაფიკის მიხედვით წარმართავს. რაც შეეხება ჯგუფში უმცირესობის კვოტას, "ნაციონალურ მოძრაობას" ჯგუფში სამი ადამიანის წარდგენა 15 ნოემბრამდე შეეძლება.
წაკითხვა
ძარცვა რუსთავში
გამოქვეყნებულია: 2012-11-06 17:09:00
ძარცვა რუსთავში. შპს “ერთობის ბაზრის” მიმდებარე ტერიტოიაზე შერეული ტიპის მაღაზია გაქურდეს. მძარცველებმა გვიან ღამით კარს ბოქლომი ჩამოხსენს და შენობაში შევიდნენ, ძარცვის შემდეგ კი კარზე ახალი საკეტი დააყენეს. წინასწარი ინფორმაციით, მაღაზიიდან 10 ათასი ლარის ღირებულების სიგარეტი და ნავაჭრი თანხაა წაღებული. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიებას რუსთავის პოლიცია აწარმოებს.
წაკითხვა
მკვლელობა თბილისში
გამოქვეყნებულია: 2012-11-06 12:50:00
მკვლელობა მოხდა თბილისში, მეტრო "ავლაბრის" მიმდებარე ტერიტორიაზე. 22 წლის გიორგი მამარდაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. მას ერთი ტყვია თავის არეში მოხვდა, რის შედეგადაც იგი ადგილზე დაიღუპა.
წაკითხვა
მკვლელობა მეტრო "ავლაბრის" მიმდებარე ტერიტორიაზე
გამოქვეყნებულია: 2012-11-05 23:47:00
გვიან საღამოს მკვლელობა მოხდა მეტრო "ავლაბარის" მიმდებარე ტერიტორიაზე. 22 წლის გიორგი მამარდაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. მას ერთი ტყვია თავის არეში მოხვდა, რის შედეგადაც იგი ადგილზე დაიღუპა. თვითმხილველები მკვლელობის ვერსიებზე ვერ საუბრობენ. მათი თქმით, არც გასროლის ხმა გაუგიათ და არც ჩხუბის შესახებ სმენიათ რამე. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური სამსახურის წარმომადგენლები.
წაკითხვა
შალვა ოგბაიძე ქონების დაბრუნებას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2012-11-05 14:34:00
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრი შალვა ოგბაიძე წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვს. ოგბაიძემ პრესკონფერენცია დღეს ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან ერთად გამართა და განაცხადა, რომ რუსთავის ავტოდრომი, საგურამოს მიწის ნაკვეთი, "ჯი-თი-ეს ვლადასი" და ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ბინა მას უკანონოდ ჩამოართვეს. შალვა ოგბაიძე ქონების წართმევაში სპორტის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელ დავით ნამგალაურს, შემოსავლების სამსახურის ყოფილ უფროსს და საპატრულო პოლიციის უფროსის ყოფილ მოადგილეს ადანაშაულებს და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის აუცილებლობაზე საუბრობს. პოლიტიკური პარტიის წევრი პროკურატურაში საჩივარს დღეს შეიტანს.
წაკითხვა
ავარია აღმაშენებლის ხეივანზე
გამოქვეყნებულია: 2012-11-05 10:29:00
გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა აღმაშენებლის ხეივანზე - ერთმანეთს "ოპელის" მარკის ორი ავტომობილი შეეჯახა. ერთ–ერთი ავტომობილის მძღოლის გადმოსაყვანად სამაშველო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო. დაშავებული მძღოლი თბილისის პირველ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
წაკითხვა
GPC-ს დაცვის თანამშრომელი დაჭრეს
გამოქვეყნებულია: 2012-11-05 10:15:00
ორმა არასრულწლოვანმა "ჯი–პი–სის" აფთიაქის დაცვის თანამშრომელი დაჭრა. შემთხვევა დღეს, გამთენიისას ვაჟა-ფშაველას #48-ში მოხდა. არასრულწლოვნებმა აფთიაქში საძილე პრეპარატი "ანდანტე" შეიძინეს, რის შემდეგაც, თანამშრომელთა თქმით, მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს დაცვის თანამშრომელს და დანით დაჭრეს ხელში. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ინციდენტის ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ კრიმინალისტები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
წაკითხვა
არასამთავრობოები პატიმართა გათავისუფლების პროცესის გამჭვირვალობას მოითხოვენ
გამოქვეყნებულია: 2012-11-05 09:55:00
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმართა გათავისუფლების პროცესის გამჭვირვალობას მოითხოვენ. მათი განმარტებით, პროცესი სპონტანური არ უნდა იყოს და ცნობილი უნდა იყოს ის კრიტერიუმები, რა ნიშნითაც შეირჩევიან ის პატიმრები, რომელთაც უმსუბუქდებათ ბრალი ან ტოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას. არასამთავრობოები სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდებიან და ამ საკითხს ერთად განიხილავენ.
წაკითხვა
მკვლელობა მოსკოვის გამზირზე
გამოქვეყნებულია: 2012-11-04 16:46:00
მკვლელობა თბილისში - მოსკოვის გამზირზე, 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ჟუჟუნა ინაშვილის ცხედარი აღმოაჩინეს. გარდაცვლილს თავის არეში ბლაგვი საგნით ჰქონდა დაზიანებები მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი გარდაცვლილის ყოფილი მეუღლე ლაშა მიბჩუანია, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის აღძრული.
წაკითხვა
აფრასიძეების ოჯახის წევრები და ადვოკატები ეცერში ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძიებას ითხოვენ
გამოქვეყნებულია: 2012-11-02 16:59:00
აფრასიძეების ოჯახის წევრები და ადვოკატები მთავარი პროკურორისგან 2004 წლის 5 მარტს სოფელ ეცერში ჩატარებული სპეცოპერაციის გამოძიებას და ამ საქმეში მონაწილე პირების პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ. იურისტები ზურაბ ადეიშვილის, ვანო მერაბიშვილის, გია ბარამიძის და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის აღძვრას და საქმის აღძვრის შემდეგ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას მოითხოვენ. მათი თქმით, სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ ბრძანება უშუალოდ პრეზიდენტმა გასცა, რასაც ევგენი და ომეხ აფრასიძეების სიცოცხლე ემსხვერპლა, გოჩა და შმაგი აფრასიძეებს კი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ადვოკატებმა განცხადება დღეს მთავარ პროკურატურაში არჩილ კბილაშვილის სახელზე შეიტანეს. ისინი არ გამორიცხავენ მომავალში სააპელაციო სასამართლოს გოჩა და შმაგი აფრასიძეების საქმის გადახედვასთან დაკავშირებით მიმართონ.
წაკითხვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გაჩეჩილაძის მიმართ აღმკვეთის ღონისძიების შესახებ იმსჯელა
გამოქვეყნებულია: 2012-11-02 16:35:00
თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გიორგი გაჩეჩილაძის მიმართ აღმკვეთის ღონისძიების შესახებ იმსჯელა. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გიორგი გაჩეჩილაძეს აღმკვეთის ღონისძიების სახით გირაო 5 ათასი ლარის ოდენობით შეუფარდა. თანხის სრული მოცულობის გადახდის შემთხვევაში ბრალდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდება პატიმრობიდან. საქმის არსებითი განხილვა 24 დეკემბერს გაიმართება. სასამართლო პროცესს დღეს მაჟორიტარი დეპუტატებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც გაჩეჩილაძის თავდებით გათავისუფლების მზადყოფნა ჯერ კიდევ სხდომის დაწყებამდე გამოთქვეს.
წაკითხვა
მთავარ პროკურატურაში საკადრო ცვლილებები მომავალ კვირაში დასრულდება
გამოქვეყნებულია: 2012-11-02 12:25:00
მთავარ პროკურატურაში საკადრო ცვლილებები მომავალ კვირაში დასრულდება. მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, მოხდება ცენტრალურ აპარატში ხელმძღვანელების და მათი მოადგილეების შეცვლა. რაიონის პროკურორების თანამდებობებზე კი კანდიდატების შესწავლა მოხდება. პროკურატურაში თანამშრომელთა მიღება მიმდინარეობს ამ დროისათვის მუშაობის მსურველთა რიცხვმა სამი ათასს მიაღწია.
წაკითხვა
სასამართლო 31 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება
გამოქვეყნებულია: 2012-11-01 18:00:00
თბილისის საქალაქო სასამართლო 31 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. სპიკერმოსამართლის განცხადებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სტუდენტი ვლადიმერ არევაძე, რომელსაც სასამართლოს სხდომაზე დასწრება სურდა, მანდატურებს არ დაემორჩილა. ეკა არეშიძის განცხადებით, არევაძემ მანდატურებს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ვლადიმერ არევაძე 200 ლარით დაჯარიმდა.
წაკითხვა
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მთავარ პროკურორს მიმართეს
გამოქვეყნებულია: 2012-11-01 17:37:00
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მთავარ პროკურორს განცხადებით მიმართეს. ისინი ამბობენ, რომ 2011 წლის 26 ოქტომბერს ტექნიკური უნივერსიტეტიდან სტუდენტები გაიტაცეს და ამ ფაქტის გამოძიებას მოითხოვენ. სტუდენტები კონკრეტულ პირებსაც ასახელებენ და დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.
წაკითხვა
დეპუტატთა ჯგუფი თვლის, რომ პარლამენტის შენობის საკითხის შესწავლა უნდა მოხდეს
გამოქვეყნებულია: 2012-11-01 16:37:00
დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც ქუთაისში პარლამენტის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს სწავლობს, თვლის, რომ ახალი შენობის საკითხის სამართლებრივი შესწავლა უნდა მოხდეს. მათი მონაცემებით, პარლამენტის მშენებლობისთვის 360 მილიონი ლარი უკვე დაიხარჯა, დარჩენილია დამატებით 20-30 მილიონი ლარის სამუშაოები. ქუთაისში აშენებულ პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით დეპუტატთა ჯგუფი დახურულ ფორმატში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა ზურაბ ტყემალაძემ განმარტა, მშენებლობის დამკვეთია შპს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო, რაც, ტყემალაძის შეფასებით, არასწორია.
წაკითხვა
ბიზნესმენი თეიმურაზ კვარაცხელია ყოფილ ხელისუფლებას ადანაშაულებს
გამოქვეყნებულია: 2012-11-01 14:30:00
ბიზნესმენი თეიმურაზ კვარაცხელია საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას მისი ბიზნესის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს. ამის შესახებ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა, "უფლებადამცველთა გაერთიანებასთან" ერთად, დღეს ისაუბრა. გაერთიანების თავმჯდომარის, ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, ხელისუფლება ორთაჭალაში მდებარე კულტურისა და ბიზნესის ცენტრის ხუთსართულიანი შენობით დაინტერესდა, რომელიც კვარაცხელიას კუთვნილებაა. მისივე განცხადებით, ყოფილმა ხელისუფლებამ კვარაცხელიას შევიწროება ებრაელი ბიზნესმენის, სასონ ჰოკის მეშვეობით დაიწყო, რომელთანაც ქართველ ბიზნესმენს სასესხო ხელშეკრულება ჰქონდა დადებული. კვარაცხელიას განცხადებით, დღეს მისი 10 მილიონ დოლარად შეფასებული ქონება აუქციონზეა გატანილი. ბიზნესმენი პროკურატურაში სარჩელის შეტანას გეგმავს.
წაკითხვა

უახლესი