საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

სასულიერო პირები დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით არსებულ კითხვის ნიშნებზე საუბრობენ
განახლებულია: 2017-02-15 12:07:00
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით არსებულ კითხვის ნიშნებზე საუბრობენ სასულიერო პირები. მამა თეოდორე გიგნაძე აცხადებს, რომ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებს შორის ლოგიკური ბმები არ არის. სასულიერო პირი სისტემურ დანაშაულზე საუბრობს, რადგან მიიჩნევს, რომ ერთი პირის მიერ ამის დაგეგმვა შეუძლებელი იყო. მამა თეოდორე გიგნაძე პროკურატურის მხრიდან შეცდომასაც არ გამორიცხავს, თუმცა  სასულიერო პირისთვის დანაშაულის დაბრალების მოტივსაც ვერ ხედავს. საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს სახალხო დამცველსაც. უჩა ნანუაშვილი დროული გამოძიებისა და დაცვის მხარისთვის ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების უფლების მინიჭების საჭიროებაზე საუბრობს. პროკურატურამ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა. უწყების ცნობით, დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. დეკანოზი გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.
წაკითხვა
არის თუ არა ირაკლი მამალაძე დეკანოზის საქმის მთავარი მოწმე, ბრალდებული სასულიერო პირის ადვოკატი ვერ ადასტურებს
განახლებულია: 2017-02-15 12:06:00
არის თუ არა ირაკლი მამალაძე დეკანოზის საქმის მთავარი მოწმე, ამას ბრალდებული სასულიერო პირის ადვოკატი ცვერ ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ დეკანოზის  წინააღმდეგ პროკურატურისთვის ინფორმაციის მიწოდება მოწმეს რაღაცამ აიძულა. გიორგი ფანცულაიას განმარტებით,  მოწმეებისა და მტკიცებულებების შესახებ ინფორმაციას ვერ გაასაჯაროებს, რადგან გაუხმაურებლობის შესახებ დოკუმენტზე აქვს ხელის მოწერილი. ადვოკატი იმედოვნებს, რომ პროკურატურა მის მოთხოვნას დააკმაყოფილებს და მას საქმის დეტალებზე საჯაროდ საუბრის უფლება მიეცემა. ადვოკატმა „მოამბესთან“  ასევე დეკანოზის ჯანმრთელობის რთულ მდგომარეობაზე ისაუბრა.  პროკურატურამ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა. უწყების ცნობით, დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. დეკანოზი გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.
წაკითხვა
ირაკლი მამალაძე ადასტურებს, რომ ის დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მოწმეა - რა მტკიცებულებებზე საუბრობს საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრი
გამოქვეყნებულია: 2017-02-15 12:04:00
საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრი ირაკლი მამალაძე ადასტურებს, რომ ის დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მოწმეა და პროკურატურას ჩვენება მისცა. მისი თქმით, როგორც საქმის მოწმეს, მას ამ ეტაპზე   სახელმწიფო დაცვის სასამხური იცავს. მამალაძის განცხადებით, მძიმე დანაშაულის აღკვეთა მოხდა და მტკიცებულებები მალე გასაჯაროვდება.  რა სახის მტკიცებულებებზეა საუბრობს მამალაძე - სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.
წაკითხვა
ირაკლი მამალაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს
გამოქვეყნებულია: 2017-02-15 11:26:00
დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადებით, მას სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. ამის შესახებ მან საზოგადოებრივს განუცხადა. ჟურნალისტი ადასტურებს, რომ სამი წლის განმავლობაში, პროფესიული ურთიერთობა ჰქონდა დეკანოზთან და მისი დაკავების საქმეზე პროკურატურამ დაკითხა. მამალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პირდაპირ ეთერში გავრცელებული ინფორმაციით, მას, როგორც მოწმეს, საფრთხე შეექმნა.მამალაძე განმარტავს, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს ნოდარ მელაძეს ინფორმაცია, როგორც წყარომ, ისე მიაწოდა და მისგან ამ ინფორმაციის გაუვრცელებლობის დაპირება მიიღო. მისივე განმარტებით, საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან გაუხმაურებლობის დოკუმენტზე ხელი აქვს მოწერილი. რაც შეეხება მტკიცებულების სახით არსებულ ჩანაწერს, მამალაძე ამბობს, რომ ეს ჩანაწერი არ გაუკეთებია, თუმცა მისი განმარტებით, დანაშაულის მამხილებელი მასალის ჩაწერა კანონდარღვევა არ არის.10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურის ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მამალაძე ამზადებდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება -
წაკითხვა
ირაკლი მამალაძე ჟურნალისტ ნოდარ მელაძეს ჟურნალისტური სტანდარტისა და ეთიკის ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს
გამოქვეყნებულია: 2017-02-15 10:05:00
საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრი ირაკლი მამალაძე ადასტურებს, რომ ის დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მოწმეა და პროკურატურას ჩვენება მისცა. მამალაძე ტელეკომპანია ,„რუსთავი 2-სა” და ჟურნალისტ ნოდარ მელაძეს ჟურნალისტური სტანდარტისა და ეთიკის ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში გავრცელებული ინფორმაციით, მას, როგორც მოწმეს საფრთხე ექმნება, რის გამოც მამალაძე ჩვენების კიდევ ერთხელ მიცემაზე უარის თქმას არ გამორიცხავს. საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრი განმარტავს, რომ მან ნოდარ მელაძეს ინფორმაცია, როგორც წყარომ, ისე მიაწოდა და მისგან აღნიშნულის გაუვრცელებლობის დაპირება მიიღო. მისივე განმარტებით, საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან მას გაუხმაურებლობის დოკუმენტზე ხელი აქვს მოწერილი. რაც შეეხება მტკიცებულების სახით არსებულ  ჩანაწერს, მამალაძე ამბობს, რომ ჩანაწერი არ გაუკეთებია, თუმცა მისი განმარტებით, დანაშაულის მამხილებელი მასალის ჩაწერა კანონდარღვევა არ არის. მამალაძე „რუსთავი 2-ს“- არ უჩივლებს, თუმცა ამბობს, რომ ტელეკომპანიამ ბოდიში უნდა მოუხადოს.პროკურატურამ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა. უწყების ცნობით, დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. დეკანოზი გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.
წაკითხვა
ირაკლი მამალაძე: „რომც მქონდეს ჩანაწერი გაკეთებული, თუ ეს ჩანაწერი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მაინტერესებს ეს კანონდარღვევაა?“
გამოქვეყნებულია: 2017-02-15 03:17:00
„რომც მქონდეს ჩანაწერი გაკეთებული, თუ ეს ჩანაწერი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მაინტერესებს ეს კანონდარღვევაა?" - ასე ეხმაურება საზოგადოებრივთან სატელეფონო ინტერვიუში საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრი, ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში არსებული ფარული მასალა ჟურნალისტმა ირაკლი მამალძემ ჩაწერა. „თუ რამეს ჩავიწერდი, რა, გავაყალბებდი რამეს? ძალიან მაინტერესებს. ან თუ რამე იქნებოდა ჩანაწერზე, თუ დანაშაულის ამსახველი ჩანაწერი მქონდა მე თუნდაც, თუ ასე შევხედავთ, ამაში არის რაიმე კანონდარღვევა? რომც იყოს ასეთი ჩანაწერი, არის კანონდარღვევა? თუ გავიგე რაიმე დაგეგმილი დანაშაულის შესახებ და თუ მე ან ჩავწერე, ან რაღაცა გავაკეთე, ეს არის კანონდარღვევა? მაინტერესებს. ან ეს ტეხავს ნოდარ მელაძისთვის და გიორგი გაბუნიასთვის? თან საქმე ეხება ძალიან მძიმე დანაშაულს“ - განაცხადა ირაკლი მამალაძემ საზოგადოებრივთან ინტერვიუში. საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრის მტკიცებით, ნოდარ მელაძეს მან დაუდასტურა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში მოწმის სტატუსი ჰქონდა, თუმცა სთხოვა, რომ ეს ინფორმაცია არ გაემჟღავნებინა. გარდა ამისა, მამალაძე ამბობს, რომ ნოდარ მელაძეს მხოლოდ ის უთხრა, რომ საქმის მოწმე იყო, ხოლო დეტალებზე არ უსაუბრია.„მან იცოდა, რომ მე ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმე ვიყავი. მან სხვა წყაროებიდან გაიგო, ხოლო ჩემგან ითხოვდა გარკვეულ ინფორმაციებს. ავუხსენი, რომ ვერ მივაწვდიდი ვერანაირ ინფორმაციას, ვინაიდან გაუხმაურებლობაზე მქონდა ხელი მოწერილი“ - განაცხადა მამალაძემ. საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრი ამბობს, რომ ტელევიზიით მისი სახელისა და გვარის გაჟღერებამ ისეთი მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი მიაყენა, რომ არ გამორიცხავს, ჩვენების მიცემაზე საერთოდ უარი თქვას. „არაფერი არ გადამიღია, ვარ ამ საქმეში მოწმე. ვარ მძიმე ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ, ყველა მხრიდან მიკავშირდებიან ახლობლები, ადამიანები. რას ვიზა
წაკითხვა
ირაკლი მამალაძე ადასტურებს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ერთ-ერთი მოწმეა
გამოქვეყნებულია: 2017-02-15 01:03:00
საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრმა ირაკლი მამალაძემ „მოამბეს“ დაუდასტურა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ერთ-ერთი მოწმეა, თუმცა გაუხმაურებლობის შესახებ დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი და ამიტომ დეტალებზე არ საუბრობს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის წყაროს ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში არსებული ფარული მასალა ჟურნალისტმა ირაკლი მამალძემ ჩაწერა. „რას ნიშნავს მე ჩავწერე ვიდეომასალა, ვინ ამტკიცებს ამას, ძალიან მაინტერესებს. რა ვიდეომასალა ჩავწერე. მე ვარ ერთ-ერთი მოწმე ამ საქმეში და გაუთქმელობაზე მაქვს ხელწერილი დაწერილი. მეტს ვერაფერს გეტყვით. დანარჩენს საზოგადოება გაიგებს გამოძიებიდან“ - აცხადებს ირაკლი მამალაძე „მოამბესთან“ სატელეფონო ინტერვიუში. კითხვას, აქვს თუ არა ნათესაური კავშირი დეკანოზ მამალაძესთან, ირაკლი მამალძე პასუხობს, რომ მასთან არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს. 
წაკითხვა
საკონსტიტუციო სასამართლომ ლევან ალაფიშვილის კონსტიტუციური სარჩელი დააკმაყოფილა
გამოქვეყნებულია: 2017-02-14 22:07:00
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მოქალაქე ლევან ალაფიშვილის კონსტიტუციური სარჩელი დააკმაყოფილა. კერძოდ, არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეგულაცია, საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის სასამართლოში განხილვისა და ამ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს. „საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო:1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2150 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვების „იმ პირის მონაწილეობის გარეშე, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც:ა.ა) მოსამართლეს ართმევს შესაძლებლობას, ინდივიდუალური გარემოებების შესწავლის საფუძველზე გადაწყვიტოს შუამდგომლობის განხილვაში იმ პირის მონაწილეობის საკითხი, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებას ითხოვს საგადასახადო ორგანო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე; ა.ბ) პირის სამართალწარმოებიდან გამორიცხვის შემთხვევაში არ ითვალისწინებს მისთვის შეტყობინების ვალდებულებას მას შემდეგ, რაც გაქარწყლდება შეტყობინებასთან დაკავშირებული საფრთხეები.2. ამავე კოდექსის 2150 მუხლის მე-7 პუნქტის სიტყვების: „საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანოს ბრძანების გამომცემ სასამართლოში მისთვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს პირის, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, შესაძლებლობას, შეიტანოს საჩივარი მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე.
წაკითხვა
გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეზე ბრალდებული პატიმრობიდან გათავისუფლდა - როგორია შეფასებები
განახლებულია: 2017-02-14 20:32:00
გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი თავისუფალია. სასამართლოს გადაწყვეტილება და პატიმრობის პირობითი სასჯელით შეცვლა თარგამაძის თანაგუნდელების მწვავე პროტესტის მიზეზი ხდება. ოპოზიციისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე დაატოვებინეს საპატიმრო დაწესებულება ბორის ჩაგუნავას, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვაში იყო ბრალდებული. როგორც ირკვევა, ჩაგუნავას გათავისუფლებას პროკურატურაც ასაჩივრებს. ჯერ უცნობია, რა პოზიცია აქვს თავად დაზარალებულს, რომელმაც თავის დროზე ჩაგუნავას ბრალეულობა გამორიცხა. 
წაკითხვა
შსს: გამოძიება შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, რათა გვარამია მოსამართლის წინაშე მოწმის სახით იქნას დაკითხული
განახლებულია: 2017-02-14 20:28:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვინაიდან „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საჯაროდ განცხადა, რომ შსს-ში მისვლას არ აპირებს და სასამართლოში დაკითხვას მოითხოვს, გამოძიება შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, რათა იგი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაიკითხოს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. შსს-ს ცნობით, ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერზე არ აღინიშნება რაიმე სახის მონტაჟის კვალი. „შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მისი და მამუკა ახვლედიანის პირადი საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 159-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).2016 წლის 4 ოქტომბერს www.youtube.com-ზე გამოქვეყნებულ იქნა ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანს შორის პირადი საუბრის ამსახველი ჩანაწერი - „ნიკა გვარამია ჰპირდება მოქმედ მოსამართლეს 6 მილიონიდან წილს“.აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ჩატარდა კომისიური (ფონო) ვიდეოსკოპიური ექსპერტიზა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ვიდეოჩანაწერი ვარგისია ხმის მიხედვით პიროვნების იდენტიფიკაციისთვის, ჩანაწერზე არ აღინიშნება რაიმე სახის მონტაჟის კვალი, ვიდეოჩანაწერზე დაფიქსირებულია ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის ხმები, ხოლო მესამე პირი, რომელიც საუბარში მონაწილეობს, გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელია. გამოკითხვისას ნიკა გვარამიამ მისი ვინაობა არ დაასახელა.„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, სა
წაკითხვა
ნიკა გვარამიას და მამუკა ახვლედიანის საუბრის ამსახველი ფარული ჩანაწერი ავთენტურად გამოცხადდა - „რუსთავი 2-ის“ გენდირექტორი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს
განახლებულია: 2017-02-14 20:18:00
ექსპერტიზის პასუხი ოთხი თვის შემდეგ - შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ამსახველი ფარული ჩანაწერი ავთენტურია და უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. თუმცა, ,,რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარისთვის თანხის შეთავაზებას კატეგორიულად უარყოფს და მის მიერვე ჩაწერილ მასალას კვლავ დამონტაჟებულად აცხადებს. დაბარების მიუხედავად, გვარამია კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე არ მივიდა. საგამოძიებო უწყების გარდა, მისი კრიტიკის სამიზნე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერიც გახდა, რომელმაც დღეს სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე ისაუბრა და პროკურატურას რეაგირებისკენ მოუწოდა.   
წაკითხვა
მეუფე პეტრე დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეზე გამოძიებას არ ენდობა - არსებობს თუ არა საპატრიარქოში შიდა უთანხმოება
განახლებულია: 2017-02-14 20:12:00
ერთადერთი სასულიერო პირი, ვინც დეკანოზის დაკავების საქმეზე ღიად საუბრობს, ჭყონდიდელი მიტროპოლიტია. მეუფე პეტრე გამოძიების ვერსიას არ ენდობა და რეზონანსულ საქმეში კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის კვალს ხედავს. თუ მეუფის განცხადებებს დავეყრდნობით, შორენა თეთრუაშვილთან დეკანოზს ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბა, რაც ის ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნეს. მდივან-რეფერენტის განუსაზღვრელ ძალაუფლებასა და ჩრდილოვან მმართველობაზე მეუფე პეტრე დეკემბრის ბოლოს გამართულ სინოდის სხდომამდეც საუბრობდა, თუმცა მაშინდელ სხდომაზე ეს საკითხი არ განუხილავთ. გურამ როგავა არკვევდა, არსებობს თუ არა საპატრიარქოში შიდა უთანხმოება.   
წაკითხვა
მძიმე დანაშაულში ბრალდებული დეკანოზი თავს მსხვერპლად მიიჩნევს - რა საეჭვო გარემოებებზე საუბრობენ სახალხო დამცველი და ადვოკატი
გამოქვეყნებულია: 2017-02-14 20:05:00
უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული დეკანოზი ბრალს არ აღიარებს. მამა გიორგი მამალაძის პოზიცია ადვოკატის და სახალხო დამცველის საშუალებით ხდება ცნობილი. დაკავებულის ინტერესების დამცველი ბრალდების სხვა კვალიფიკაციაზე მიუთითებს და გაუთქმელობის ვალდებულების მოხსნის მიზნით, პროკურატურას მიმართავს. რეზონანსულ საქმეს სწავლობს ომბუდსმენიც, რომლის კომენტარის მიხედვით, პატიმრობაში მყოფი სასულიერო პირი თავს მსხვერპლად მიიჩნევს. კითხვები აქვს პატრიარქის მოძღვარსაც, მათ შორის ციანიდთან დაკავშირებით, რომელიც, გამოძიების ვერსიით, დეკანოზს გერმანიაში უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირის მოსაკლავად მიჰქონდა. რა საეჭვო გარემოებებზე კეთდება აქცენტი და ავთენტურია თუ არა ილია მეორისთვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც მამა გიორგი მამალაძის სახელით საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და ფინანსურ მაქინაციებზეა საუბარი-სალომე ქოქიაშვილი დეტალებით,     
წაკითხვა
ადვოკატის ინფორმაციით, ბექა შენგელია საავადმყოფოშია - სასამართლო პროცესი გადაიდო
განახლებულია: 2017-02-14 18:34:00
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. რიტუალური მკვლელობის საქმეზე სასამართლო განხილვა განსასჯელის, ბექა შენგელიას გამოუცხადებლობის გამო, გადაიდო. როგორც მისმა ადვოკატმა ლალი ბიწოშვილმა განაცხადა, შენგელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ბიწოშვილის თქმით, საქმეშიც არის მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ შენგელიას ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ადვოკატი ამბობს, რომ განსასჯელი აგრესიულია და ძლიერ პრეპარატებს უკეთებენ.სასამართლო პროცესი, რომელიც დახურულ რეჟიმში იმართება, 24 თებერვალს, 11:00 საათზე გაგრძელდება.თბილისის საქალაქო სასამართლო დამამძიმებელ გარემოებებში 76 წლის ქალის განზრახ მკვლელობის საქმეზე ხუთი დაკავებულის საქმეს იხილავს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი 76 წლის ქალის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ხუთი პირი დააკავა. სამ მათგანს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ედება, ორს კი - ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვაში. შსს-ს ინფორმაციით, ეს „რიტუალური მკვლელობა" იყო.გამოძიების ინფორმაციით, 19 წლის ირმა ყოჩიაშვილმა შეყვარებულის - 23 წლის ბექა შენგელიას და კიდევ ერთი არასრულწლოვანი მეგობრის დახმარებით, დედა - 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი ელექტროშოკით გაგუდა, რის შემდეგაც მოხუცი დანის ჩარტყმით მოკლეს, დაანაწევრეს და ცხედარი ჩანთებით ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს. გვამი საბოლოოდ, გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე მიიტანეს და დაწვეს.ამასთან,
წაკითხვა
დეკანოზ გიორგი მამალაძის დედა მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს
გამოქვეყნებულია: 2017-02-14 18:23:00
დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის დედა ქეთევან მაღლაკელიძე აცხადებს, რომ განვითარებული მოვლენების შესახებ ოჯახი ინფორმაციას მედიის მეშვეობით იღებს.მაღლაკელიძე მედიასთან საუბრისას აფიქსირებს, რომ გავრცელებული ინფორმაციის არ სჯერა. „როგორ შეიძლება, რომ მღვდლის დედას სჯეროდეს იმ ინფორმაციის, რაც დადო პროკურატურამ“ - აცხადებს ქეთევან მაღლაკელიძე. მისივე თქმით, როდესაც მისი შვილი საუბრობს მუქარაზე, ეს ჰაერზე ნასროლი სიტყვები არ იქნება. „შემიძლია მის სიცოცხლეზე დავიფიცო, პატრიარქის გამო ოჯახს გადაწევს უკანა პლანზე. თავისი სამსახურებრივი მოვალეობა ჰქონდა, დაკავებული და თითქის გადავარდნილი იყო ოჯახიდან“, - განაცხადა დეკანოზის დედამ. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად  მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მომზადებას. პროკურატურის ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება - ციანიდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც გარდაუვალი იქნებოდა სასიკვდილო შედეგი და სისრულეში იქნებოდა მოყვანილი ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა. დეკანოზს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 
წაკითხვა
უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევამდე მივედით - ეკა ლომიძემ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე „მოამბის“ კითხვებს უპასუხა
განახლებულია: 2017-02-14 18:16:00
მოამბის კითხვებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა ეკა ლომიძემ უპასუხა.
წაკითხვა
დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე რამდენიმე ეპისკოპოსთან შეხვედრას ითხოვს - რა განცხადებებს აკეთებენ უფლებადამცველები
გამოქვეყნებულია: 2017-02-14 18:05:00
რამდენიმე ეპისკოპოსთან შეხვედრას ითხოვს დეკანოზი გიორგი მამალაძე. მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული მე-8 დაწესებულებაში დღეს ომბუდსმენმა და უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენელმა მოინახულეს. დაკავებული სასულიერო პირის ადვოკატი კი პროკურატურას ოფიციალური წერილით მიმართავს და  ინფორმაციის შინაარსობრივი მხარის გასაჯაროებაზე უფლების მოპოვებას ითხოვს. საქმეზე გაკეთებული განცხადებებისა და გაუთქმელობის დოკუმენტზე დაცვის მხარის ხელმოწერების გამო, უფლებადამცველები უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე აკეთებენ განცხადებას. პროკურატურამ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა. უწყების ცნობით, დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. დეკანოზი გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.
წაკითხვა
შეიარაღებულ ძალებში წვევამდელთა მიღება - რას ითვალისწინებს ახალი წესი
განახლებულია: 2017-02-14 16:57:00
შეიარაღებულ ძალებში წვევამდელთა მიღება განახლებული წესით დაიწყო. ახალი წესის მიხედვით, წვევამდელები 3 თვის განმავლობაში სრულფასოვან საწყის საბრძოლო მომზადებას გაივლიან და სრულყოფილ სამხედრო მოსამსახურეებად ჩამოყალიბდებიან. გარდა ამისა, სამთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების გავლის შემდეგ, ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს, გარდა სამხედრო განწესში ყოფნისა, ყოველდღიურად ექნებათ საბრძოლო მომზადების საათები, ისევე როგორც ამას საკონტრაქტო სამსახურში გადიან. სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცები გაუმჯობესებული სოციალური პაკეტით ისარგებლებენ. გაწვევის ახალი სისტემის მიხედვით, ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს უქმე დღეებით სარგებლობის საშუალებაც ექნებათ. დღეს სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ახალწვეულებს გენერალური შტაბის უფროსი პირადად გაესაუბრა და წვევამდელთა სისტემის ახალი პირობების შესახებ პირადად მიაწოდა ინფორმაცია.
წაკითხვა
„ცენტრ პოინტის“ საქმე - მაია და გურამ რჩეულიშვილები სასამართლოში დაკითხვაზე არ გამოცხადდნენ
გამოქვეყნებულია: 2017-02-14 16:45:00
მაია და გურამ რჩეულიშვილები სასამართლოში დაკითხვაზე არ გამოცხადდნენ. „ცენტრ პოინტი“ საქმის ე.წ. ბათუმის მაგნოლიის ეპიზოდზე დღეს ბრალდებულების დაკითხვა იგეგმებოდა, თუმცა გადაიდო. ადვოკატის განცხადებით დაცვის მხარე გუშინ შეხვდა ბრალდებულს, მისგან მოისმინა მზაობა სასამართლოზე გამოცხადების და დაკითხვის წინ პოზიციები შეათანხმა. მისივე თქმით, ადვოკატებისთვის ამ დროისთვის უცნობია, რატომ არ გამოცხადდა მაია რჩეულიშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე. სახელმწიფო ბრალდების მტკიცებით, რჩეულიშვილები თავს არიდებენ სასამართლოში გამოცხადებას და პროცესების გაჭიანურებას ცდილობენ.
წაკითხვა
მერიასთან საპროტესტო აქციის დროს დაკავებული 13 პირი თავისუფალია
გამოქვეყნებულია: 2017-02-14 16:41:00
მერიასთან საპროტესტო აქციის დროს დაკავებული 13 პირი თავისუფალია. მათგან 12 - ხელწერილის საფუძველზე. პროცესი პირველ მარტამდე გადაიდო. ბრალდებულთა ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე წარმოადგინეს მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების გამამართლებელი ვიდეოჩანაწარები. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და აღნიშნული ჩანაწერები საქმეს მტკიცებულებად დაურთო. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, მოსამართლემ მათ დაავალა მტკიცებულების სახით წარმოედგინათ სამკერდე კამერების ჩანაწერები, რაც ბრალდების მხარეს დღეს არ აღმოაჩნდა. შესაბამისად, მოსამართლემ სხდომა 2017 წლის 1-ელი მარტისთვის გადადო და ყველა დაკავებულის ხელწერილით გათავისუფლების შესახებ განაცხადა. შეგახსენებთ, თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია გუშინ გაიმართა. აქციაზე 13 ადამიანი დააკავეს.
წაკითხვა

უახლესი