საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძის გათავისუფლება არაერთგვაროვანი შეფასებების თემაა
გამოქვეყნებულია: 2017-01-10 20:26:00
ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძის გათავისუფლება არაერთგვაროვანი შეფასებების თემაა. ,,რუსთავი ორის” გენერალური დირექტორი წაყენებული მუხლის გადაკვალიფიცირებას და გაჩეჩილაძის თანმხლები პირის დასჯას ითხოვს. გუშინდელი სასამართლო პროცესის გარშემო აზრი ორადაა გაყოფილი მესამე სექტორშიც. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პროკურატურის მიერ დაყენებულ გირაოს შუამდგომლობას არ ეთანხმება. 7 იანვარს ვაკეში მდებარე ერთ-ერთ კაფეში მომხდარ ინციდენტზე თავად ბრალდებული აღარ საუბრობს.
წაკითხვა
მაია რჩეულიშვილი კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს
განახლებულია: 2017-01-10 20:25:00
რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ მაია რჩეულიშვილი ისევ ციხეში გადაიყვანეს. პროკურორის და ადვოკატის ინფორმაციით, ცენტრ-პოინტის დამფუძნებელმა საავადმყოფოში დარჩენაზე თავად თქვა უარი. ამ გადაწყვეტილებამდე კი დაცვის მხარემ ,,მაგნოლიას” ეპიზოდის დღევანდელ სხდომაზე მკურნალობის შემდგომი რეაბილიტაციის მოტივით სხდომის ერთი თვით გადადება მოითხოვა, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. მომდევნო პროცესი 12 იანვარსაა ჩანიშნული-სწორედ ამ დღეს გადაწყვეტს მოსამართლე, სად და რა ფორმით გაგრძელდება საქმის განხილვა. ჯერ უცნობია, დაესწრება თუ არა სხდომას თავად რჩეულიშვილი. პროცესზე პროკურატურის მოწმეების დაკითხვა იგეგმება.  
წაკითხვა
რატი გაჩეჩილაძისთვის გირაოს შეფარდებას პროკურატურა ეხმიანება
განახლებულია: 2017-01-10 18:27:00
ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძისთვის სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს - 5000 ლარის შეფარდების შესახებ, საქართველოს მთავარი პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს. მთავარი პროკურატურა ინფორმაციაში მომხდარი ინციდენტის შესახებ ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებით საუბრობს. „2017 წლის 9 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო - 5000 ლარი შეუფარდა.ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 7 იანვარს, საღამოს დაახლოებით 18 საათისთვის  სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკოლოზ გვარამია მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, ფალიაშვილის ქუჩის N38-ში მდებარე რესტორან „დაინინგ რუმ“-ში. ამავე რესტორანში იმყოფებოდა რატი გაჩეჩილაძე, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნიკოლოზ გვარამიას.ფაქტის ირგვლივ გამოძიების მიერ ჩატარდა სხვადასხვა საპროცესო მოქმედებები: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, დაინიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, გამოთხოვილი იქნა სათანადო ინფორმაცია, დაიკითხნენ მოწმეები. შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად გამოძიების ამ ეტაპზე დგინდება, რომ რ.გაჩეჩილაძემ ნ.გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პირადი უთანხმოებისა და შურისძიების მოტივით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით 2017 წლის 9 იანვარს პროკურატურამ რატი გაჩეჩილაძეს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. დანაშაული ნაკლებად მძიმე კატეგორიისაა და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით. ამასთან პროკურატურამ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ ბრალდებული ნებაყოფლობით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, აღიარა ჩადენილ
წაკითხვა
ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ახალი კანონპროექტი თვის ბოლომდე მომზადდება - სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა
განახლებულია: 2017-01-10 18:07:00
ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ახალი კანონპროექტი თვის ბოლომდე მომზადდება. ასეთი გადაწყვეტილებით დასრულდა სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა. აუდიენცია დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა. ე.წ. ფარული მოსმენების რეგულირების საკითხზე მიმდინარე შეხვედრას უმრავლესობის წარმომადგენლები,  პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და თამარ ქალდანი ესწრებოდნენ. სამუშაო ჯგუფმა, შეხვედრის ფარგლებში, მესამე სექტორის შეთავაზებაზე იმსჯელა. რომლის მიხედვითაც, ე.წ. ფარული მოსმენების გასაღები სპეციალურად შექმნილ დამოუკიდებელ ორგანოს უნდა ეკუთვნოდეს. 
წაკითხვა
"ცენტრ პოინტის" საქმეზე პროცესის ჩატარების ადგილმდებარეობის შესახებ გადაწყვეტილება 12 თებერვალს გახდება ცნობილი
განახლებულია: 2017-01-10 16:14:00
"ცენტრ პოინტის" საქმეზე პროცესის ჩატარების ადგილმდებარეობის შესახებ მოსამართლე გადაწყვეტილებას 12 თებერვალს გამოაცხადებს. სხდომის ერთი თვით გადადებასთან დაკავშირებით, დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ადვოკატი ითხოვდა რომ პროცესები მაია რჩეულიშვილის დასწრების გარეშე არ გამართულიყო, რადგან რჩეულიშვილს სურდა მოწმეეების დაკითხვაში მიეღო მონაწილეობა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე,  ეს ამ ეტაპზე შეუძლებელია. პროკურატურის ინფორმაციით, მაია რჩეულიშვილი უახლოეს მომავალში პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ, რადგან მკურნალობაზე უარი თავად განაცხადა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ადვოკატი არ ფლობდა.
წაკითხვა
„რუსთავი 2-ის“ გენდირექტორის ცემაში ბრალდებული რატი გაჩეჩილაძე თავისუფალია
განახლებულია: 2017-01-10 16:11:00
"რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის ცემაში ბრალდებული რატი გაჩეჩილაძე თავისუფალია. ის გუშინ სასამართლო დარბაზიდან 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. როგორც მოსამართლემ განჩინების სარეზლუციო ნაწილში აღნიშნა, გაჩეჩილაზის დაკავება იყო უკანონო, ვინაიდან პირი საგამოძიებო უწყებაში თავად გამოცხადაა და მიმალვის საფრთხე არ არსებობდა. გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ნიკა გვარამიას ადვოკატი, რომელიც მუხლისთვის კვალიფიკაციის შეცვლას ამ დრომდე ითხოვს. ფაქტს დღეს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარეც გამოეხმაურა. ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, მოსამართლემ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. ინციდენტი ნიკა გვარამიასა და რატი გაჩეჩილაძეს შორის 7 იანვარს ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. გაჩეჩილაძემ გუშინ სასამრთლო ისე დატოვა, კომენტარი არც პროცესზე და არც მისი დასრულების შემდეგ გაუკეთებია. 
წაკითხვა
ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეგულირების საკითხზე სამუშაო ჯგუფი მსჯელობს
გამოქვეყნებულია: 2017-01-10 16:07:00
ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეგულირების საკითხზე სამუშაო ჯგუფი მსჯელობს. აუდიენციის ფარგლებში გადაწყდება, მისაღებია თუ არა მესამე სექტორის მიერ მომზადებული მოდელი, რომლის მიხედვითაც, ე.წ. ფარული მოსმენების გასაღები სპეციალურად შექმნილ დამოუკიდებელ ორგანოს უნდა ეკუთვნოდეს. შეხვედრას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და თამარ ქალდანი ესწრებიან. ე.წ. ფარული მოსმენების საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი 32 წევრისგან დაკომპლექტდა. შეკრებილები თანხმდებიან, რომ კანონპროექტის მომზადების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც ადამიანის უფლებები, ისე ქვეყნის უსაფრთხოება. 
წაკითხვა
რატი გაჩეჩილაძე სასამართლო დარბაზიდან 5-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
განახლებულია: 2017-01-10 12:07:00
რატი გაჩეჩილაძე 5-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. გვარამიას ცემის ფაქტზე ბრალდებულს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. გაჩეჩილაძის ადვოკატების განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება დაცვის მხარისთვის მისაღებია. რაც შეეხება სახელმწიფო ბრალდების პოზიციას, პროკურორი თანხის გადახდამდე გაჩეჩილაძისთვის თავისუფლების მინიჭების წინააღმდეგი იყო. ნიკა გვარამიას ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას დანაშაულთან შეუსაბამოს უწოდებს და საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.
წაკითხვა
„ცენტრ პოინტის“ საქმე - სად და რა ფორმით გაგრძელდება ბრალდების მოწმეების დაკითხვა
გამოქვეყნებულია: 2017-01-10 12:05:00
"ცენტრ პოინტის" საქმე - სად და რა ფორმით გაგრძელდება ბრალდების მოწმეების დაკითხვა, ცნობილი 12 იანვარს გახდება. ასეთია მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება. დაცვის მხარე, მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, პროცესის ერთი თვით გადავადებას ითხოვს. ბრალდება კი სხდომების საავადმყოფოში გამართვის მომხრეა. სასამართლოში "მოამბის" გადამღები ჯგუფი მუშაობს - თეონა ხუბულავა დეტალებით. 
წაკითხვა
საქალაქო სასამართლოში "ცენტრ-პოინტის" საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება
გამოქვეყნებულია: 2017-01-10 10:24:00
"ცენტრ-პოინტის" საქმის განხილვა გაგრძელდება დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. ბათუმის "მაგნოლიის" ეპიზოდზე ბრალდებული მაია რჩეულიშვილის ადვოკატი სასამართლოს პროცესების გადადების შუამდგომლობით მიმართავს. აღნიშნულის მიზეზად მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება. მარინა ცუცქირიძის განცხადებით, დაცვის მხარე პროცესების ბრალდებულის დასწრების გარეშე ჩატარების წინააღმდეგია. 
წაკითხვა
ნიკა გვარამიას ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას დანაშაულთან შეუსაბამოს უწოდებს
გამოქვეყნებულია: 2017-01-10 10:05:00
ნიკა გვარამიას ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას დანაშაულთან შეუსაბამოს უწოდებს და საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. დიმიტრი საძაგლიშვილმა მთავარ პროკურატურასა და პოლიციას  წერილობით უკვე მიმართა. გვარამიას ადვოკატი პროკურატურას და საქალაქო სასამართლოს სწორი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს. 
წაკითხვა
საქალაქო სასამართლო რატი გაჩეჩილაძის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას განმარტავს
გამოქვეყნებულია: 2017-01-09 23:38:00
თბილისის საქალაქო სასამართლო რატი გაჩეჩილაძის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. სასამართლო განცხადებას ავრცელებს:„თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ ცვლილებით დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულ რატი გ.ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ შეუფარდა გირაო - 5 000 ათასი ლარი. ბრალდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა პირის დაკავების გადაუდებელი აუცილებლობა მიმალვის საფუძვლით, ვინაიდან რატი გ. საკუთარი ინიციატივით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში. წარდგენილი ბრალდების თანახმად, რატი გ.-ს  ბრალად ედება ძალადობა, კერძოდ ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია.საქმე ეხება  2017 წლის  7 იანვარს, რესტორან „დაინინ რუმში“  პირადი მოტივით ჩადენილ ცემის ფაქტს. სასამართლომ ბრალდებით წარდგენილი დანაშაულის სპეციფიკის, ხასიათის და საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი და პროცესუალური საფუძველი. შესაბამისად, გამოყენებული შემაკავებელი ხასიათის აღკვეთის ღონისძიება - გირაო, უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე“, - ნათქვამია განცხადებაში. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 20 თებერვალს, 13:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, „რუსთავი 2-ის“ გენერალურ დირექტორზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ რატი გაჩეჩილაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მოსამართლემ ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა და გირაოს თანხის შესატანად, 10-დღიანი ვადა დაუწესა. რატი გაჩეჩილაძემ სასამართლოს ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა. მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომ
წაკითხვა
გორი-სკრის გზაზე ავარიას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-01-09 23:28:00
გორი-სკრის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა. ავტომობილში მჯდომი კიდევ ერთი არასრულწლოვანი, ასევე მშობლები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ ოპერაცია უტარდებათ. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მოყინულ გზაზე მოცურდა. როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მძღოლის მიერ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე).
წაკითხვა
სასწრაფოდ
გვარამიას ცემის ფაქტზე ბრალდებული რატი გაჩეჩილაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
გამოქვეყნებულია: 2017-01-09 21:41:00
„რუსთავი 2-ის“ გენერალურ დირექტორზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ რატი გაჩეჩილაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მოსამართლემ ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა და გირაოს თანხის შესატანად, 10-დღიანი ვადა დაუწესა. რატი გაჩეჩილაძემ სასამართლოს ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა. მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც 5000-ლარიან გირაოსთან ერთად, საპატიმრო უზრუნველყოფას მოითხოვდა (ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას, თანხის გადახდამდე). დაცვის მხარე გაჩეჩილაძისთვის, გირაოს სახით, 1000 ლარის შეფარდებას ითხოვდა. გაჩეჩილაძეს ბრალი ოფიციალურად დღეს წაუყენეს. რატი გაჩეჩილაძესა და ნიკა გვარამიას შორის ინციდენტი 7 იანვარს, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
წაკითხვა
რატი გაჩეჩილაძე მოსამართლის გადაწყვეტილებას ელის - პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-01-09 20:17:00
გირაო თუ პატიმრობა: ნიკა გვარამიას ცემის გამო დაკავებული რატი გაჩეჩილაძე მოსამართლის გადაწყვეტილებას ელის. საქალაქო სასამართლოში პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. პროკურატურა გირაოს შუამდგომლობას აყენებს, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება გვარამიას ადვოკატი. „რუსთავი ორის“ გენერალური დირექტორის ინტერესების დამცველი გაჩეჩილაძისთვის წაყენებული მუხლის გადაკვალიფიცირებას და მისი თანმხლები პირის დასჯასაც ითხოვს. 7 იანვარს, ვაკის ერთ-ერთ კაფეში მომხდარი ინციდენტი უკვე გახდა არაერთგვაროვანი შეფასებების თემა პოლიტიკურ წრეებსა და მესამე სექტორში.
წაკითხვა
პროკურატურა რატი გაჩეჩილაძისთვის 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს საპატიმრო უზრუნველყოფით
განახლებულია: 2017-01-09 19:30:00
„რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ რატი გაჩეჩილაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.პროკურატურა ბრალდებულისთვის 5000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს საპატიმრო უზრუნველყოფით, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხის გადახდამდე გაჩეჩილაძე პატიმრობაში დარჩება.დაცვის მხარე კი  გაჩეჩილაძისთვის გირაოს სახით 1000 ლარის შეფარდებას ითხოვს.საქალაქო სასამართლოში პროცესს რატი გაჩეჩილაძის ოჯახის წევრები, მეგობრები და მისი ახლობლები ესწრებიან. სხდომას „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია არ ესწრება.გაჩეჩილაძეს ბრალი ოფიციალურად დღეს წაუყენეს. რატი გაჩეჩილაძესა და ნიკა გვარამიას შორის ინციდენტი 7 იანვარს, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
წაკითხვა
საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „იბერიას“ საქმე განიხილეს
განახლებულია: 2017-01-09 18:43:00
საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „იბერიას' საქმე განიხილეს. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმე დაკითხეს. ნოტარიუსმა გაიხსენა ის, თუ როგორ გააფორმა 2004 წელს წილის დათმობის ხელშეკრულება. საქმე ეხება 13 წლის წინ, ტელეკომპანია „იბერიასთვის" სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევას. 
წაკითხვა
ნიკა გვარამია მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე აღძრული საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2017-01-09 18:16:00
„რუსთავი ორის" გენერალური დირექტორი მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე აღძრული საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. ნიკა გვარამიას განცხადებით, ინციდენტის დროს რატი გაჩეჩილაძე მარტო არ მოქმედებდა და გამოძიებამ მეორე თავდამსხმელის ვინაობა რაც შეიძლება მალე უნდა დაადგინოს. განცხადება ამის შესახებ გვარამიამ ღუდუშაურის კლინიკაში გააკეთა.  რატი გაჩეჩილაძეს კი პოლიციის მთავარი სამმართველოს იზოლატორში ბრალი დღეს ოფიციალურად წარედგინა. თემაზე საუბარს მარიამ ქურდიანი განაგრძობს
წაკითხვა
ნიკა მელია მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს
გამოქვეყნებულია: 2017-01-09 18:09:00
საპარლამენტო უმცირესობის ფრაქციის სხდომის გადადებას, რომელზეც ნიკა მელიას გადაყენების საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი, თავად ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს. ოპოზიციის უმსხვილესი საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, დღეს, პარალელი „ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე ჩანიშნული სასამართლო პროცესის გადადებასთან გაავლო. თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, სასამართლო პროცესი ბრალდებული მელიას გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. თეონა ხუბულავა მუშაობს თემაზე.
წაკითხვა
რატი გაჩეჩილაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
გამოქვეყნებულია: 2017-01-09 18:08:00
„რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დაკავებული რატი გაჩეჩილაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.პროცესი 19:00 საათზე ჩაინიშნა.გაჩეჩილაძეს ბრალი ოფიციალურად დღეს წაუყენეს.იმ შემთხვევაში თუ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, დაცვის მხარე გეგმავს საზოგადოებისთვის ცნობადი სახეების თავდებში ჩაყენების საფუძველზე მისი გათავისუფლება მოითხოვოს.დაცვის მხარე მოწმეთა ჩვენებების წინააღმდეგობრივ შინაარსზე საუბრობს. ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინასწარ პატიმრობაში ყოფნას ამ დრომდე უსაფუძვლოდ მიიჩნევს, ვინაიდან გაჩეჩილაძემ დანაშაული თავად აღიარა და მისი მიმალვის საფრთხე არ არსებობდა.რატი გაჩეჩილაძესა და ნიკა გვარამიას შორის ინციდენტი 7 იანვარს, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. 
წაკითხვა

უახლესი