საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

საქალაქო სასამართლოში დავით კირკიტაძის საქმეზე მოწმე დაკითხეს
განახლებულია: 2017-01-12 16:26:00
საქალაქო სასამართლოში დავით კირკიტაძის საქმეზე მოწმე დაკითხეს. საუბარია ე.წ. ტრაქტორების საქმეზე. სახელმწიფო ბრალება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ედავება, რომ მან გუბერნატორობის პერიოდში სახელმწიფო ტექნიკა არამიზნობრივად გამოიყენა. მას ბრალი 332-ე მუხლის 1 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. ადვოკატის განცხადებით, მოწმე ყოფილ გუბერნატორთან უკანონო გარიგებას არ ადასტურებს. ბრალდებას უარყოფს დავით კირკიტაძე და აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოში მისი დაბარება „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. მომდევნო განხილვა 3 თებერვალს არის ჩანიშნული.
წაკითხვა
„ცენტრ პოინტის“ საქმე - მოწმე თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს
განახლებულია: 2017-01-12 16:23:00
„ცენტრ პოინტის“ საქმეზე მიმდინარე პროცესზე ყოფილ ბუღალტერს მოუსმინეს. მოწმის განცხადებით, ადგილი ჰქონდა თანხების არამიზნობრივ ხარჯვას. პარალელურად კი დაცვის მხარე მოსამართლის გადაწყვეტილებას აპროტესტებს რომელმაც არცერთი მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და რჩეულიშვილის გარეშე საქმის არსებითი განხილვა განაგრძო. თემის დეტალებით თეონა ხუბულავა
წაკითხვა
პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული სამი პირი დაკავებულია
განახლებულია: 2017-01-12 16:13:00
პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული პირები სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამი პირი შემთხვევიდან რამდენიმე საათში აიყვანეს.საბურთალოს ქუჩაზე პოლიციელი წუხელ დაჭრეს. დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციელს ჭრილობები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიაყენეს.ფაქტზე გამოძიება მთავარმა პროკურატურამ, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.
წაკითხვა
სამართალდამცველებმა უკანონო იარაღი და ნარკოტიკი ამოიღეს
გამოქვეყნებულია: 2017-01-12 12:23:00
სამართალდამცველებმა უკანონო იარაღი და ნარკოტიკი ამოიღეს. გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული პირი თბილისში დააკავეს. მისი პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მაუზერის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, ექვსი საბრძოლო ვაზნა და მეტადონის შემცველი სითხე ამოიღეს. 
წაკითხვა
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს
განახლებულია: 2017-01-12 12:20:00
დაკავება ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი აიყვანა. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დაკავებულები კუსტარულად დამზადებულ, ახალი მოდიფიკაციის 50 და 100 ლარიან კუპიურებს ასაღებდნენ. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10-წლამდე ვადით.
წაკითხვა
„ცენტრ პოინტის“ საქმეზე მიმდინარე სხდომაზე მხარეების შუამდგომლობებს განიხილავენ
გამოქვეყნებულია: 2017-01-12 12:10:00
„ცენტრ პოინტის“ საქმეზე მიმდინარე სხდომაზე კვლავ მხარეების შუამდგომლობებს განიხილავენ. სასამართლომ მაია რჩეულიშვილის ორი წერილი მიიღო. ერთით, ის, პროცესის მის გარეშე გაგრძელებას, ხოლო მეორე წერილით სხდომის გადადებას ითხოვს. პროკურატურა საქმის მიზანმიმართულ გაჭიანურებაზე საუბრობს. თეონა ხუბულავა გვერთვება სასამართლოდან.
წაკითხვა
საქართველოს პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
განახლებულია: 2017-01-12 12:00:00
საქართველოს პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც „მოამბეს“ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, გოგოჭურს ჩაუტარდა ოპერაცია, პაციენტი მულტიპროფილურ განყოფილებაშია გადაყვანილი.საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.მათივე ცნობით, სტაბილურია ასევე პრეზიდენტის სიძის მეგობრის, მიხეილ თათრიშვილის მდგომარეობა.როგორც საავადმყოფოს პრესსამსახურში განაცხადეს, გოგოჭურის მეგობარს ოპერაცია არ ჩატარებია, მას მცირე დაზიანებები აღენიშნებოდა.საქართველოს პრეზიდენტის სიძე და მისი მეგობარი 11 იანვარს დაჭრეს. როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორივე შემთხვევაში საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (იარაღის უკანონო შეძენა-შენხვა-ტარება) და 118-ე (სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლებით მიმდინარეობს.თემის დეტალებით რატი ხვისტანი
წაკითხვა
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ პროკურატურაში სარჩელს წარადგენს
გამოქვეყნებულია: 2017-01-12 10:07:00
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, დღეს, პროკურატურაში სარჩელს წარადგენს და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „გირო კრედიტის“ დამფუძნებელ გიორგი გუგუმბერიძის საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს. ორგანიზაცია საქმით დაინტერესებას ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატსაც სთხოვს. „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივაში“ აცხადებენ, რომ პოლიციელების მხრიდან, გიორგი გუგუმბერიძის მიმართ რამდენიმე სამართალდარღვევა განხორციელდა. გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ ბიზნესმენი უკანონოდ დააკავეს და მას, ვაკის სამმართველოს უფროსი და პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივაში“ აცხადებენ, რომ გუგუმბერიძეს თავის არეში დაზიანებები აღენიშნება, რის გამოც მას ექსპერტიზა ჩაუტარდება. 
წაკითხვა
„ცენტრ პოინტის“ საქმის განხილვა, დღეს, ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება
გამოქვეყნებულია: 2017-01-12 10:07:00
ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება „ცენტრ პოინტის“ საქმის ე.წ. მაგნოლიას ეპიზოდის განხილვა საქალაქო სასამართლოში. სხდომაზე, დაცვის მხარე მოითხოვს, რომ სასამართლო პროცესი მაია რჩეულიშვილის გარეშე არ ჩატარდეს. ადვოკატ მარინა ცუცქირიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, რის გამოც რჩეულიშვილი სასამართლო პროცესებზე დასწრებას ვერ შეძლებს. ინტერესების დამცველი მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარე პროცესის მაია რჩეულიშვილის გარეშე ჩატარებას ან მისი სასამართლოში იძულებით მიყვანას მოითხოვოს. 
წაკითხვა
საბურთალოს ქუჩაზე პოლიციელი დაჭრეს
გამოქვეყნებულია: 2017-01-12 10:08:00
ღამით კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. საბურთალოს ქუჩაზე პოლიციელი დაჭრეს. დაშავებული ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება. მას ჭრილობები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიაყენეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს ექიმები არ აკეთებენ. ოპერაციის დასრულების შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებაში, სავარაუდოდ, დაჭრილ პოლიციელთან ექსპერტ-კრიმინალისტებიც იმყოფებოდნენ. ფაქტზე გამოძიება მთავარმა პროკურატურამ, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.
წაკითხვა
დაჭრილ პოლიციელს ოპერაცია უტარდება
გამოქვეყნებულია: 2017-01-12 01:17:00
დაჭრილ პოლიციელს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება, ამის შესახებ „მოამბის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. სამართალდამცველი სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე საათის წინ მიიყვანეს.გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელი საბურთალოს ქუჩაზე დაჭრეს. მომხდარის დეტალები, ამ დროისათვის, უცნობია, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.
წაკითხვა
შსს: ესპანეთში ქართველები არა დღეს, არამედ 3 თვის წინ დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-01-11 20:50:00
ესპანეთში 61 ქართველი არა დღეს, არამედ სამი თვის წინ დააკავეს, ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო ესპანურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ესპანეთის პოლიციამ „ქართული მაფიის“ წინააღმდეგ მორიგი სპეცოპერაცია ჩაატარა - ესპანური მედია 61 პირის დაკავების შესახებ წერს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადეს, აღნიშნული ფაქტი ნამდვილად მოხდა, თუმცა ეს იყო 3 თვის წინ და ესპანურმა მედიამ, უბრალოდ, ინფორმაცია გაანახლა. ესპანური მედიის ცნობით, ბოროტმოქმედები სახლების გაქურდვით იყვნენ დაკავებულნი. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, გამოძიება 2016 წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს და პირველი დაკავებები შარშან, ზაფხულში განხორციელდა. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სულ ქვეყანაში 9 დაჯგუფება მოქმედებდა. დაკავებულთა უმრავლესობა, ეთნიკურად ქართველია.ოპერაციაში Aikon II ევროპოლი, საფრანგეთის პოლიცია და ქართველი სამართალდამცველები იყვნენ ჩართულნი. ოპერაციის პირველი ფაზა კი შარშან, ნოემბერში ჩატარდა, რა დროსაც, 50 პირი აიყვანეს. 
წაკითხვა
ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი მამუკა ნიკოლაიშვილი სასამართლომ სამივე ეპიზოდში გაამართლა
განახლებულია: 2017-01-11 20:30:00
ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი მამუკა ნიკოლაიშვილი სასამართლომ სამივე ეპიზოდში გაამართლა. სახელმწიფო ბრალდება ყოფილ მაღალჩინოსანს ერთ მილიონ დოლარამდე სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გაფლანგვას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სამსახურებრივ სიყალბეს ედავებოდა. გამოძიების ვერსიით, 2008 წლამდე ნიკოლაიშვილმა ჰესების რეაბილიტაციისთვის იაპონური კომპანიისგან კრედიტი აიღო, თუმცა თანხა პირადი მიზნებისთვის მოიხმარა. მამუკა ნიკოლაიშვილი ბრალს არ აღიარებდა და მას ინტერპოლით ეძებდნენ. გამამართლებელი განაჩენის ძალაში შესვლის შემდეგ, სავარაუდოდ, საერთაშორისო ძებნილთა სიიდან ამოიღებენ და, შესაძლოა, ის საქართველოში დაბრუნდეს. მოსამართლის განაჩენს, სავარაუდოდ, პროკურატურა მეორე ინსტანციაში გაასაჩივრებს.
წაკითხვა
ომბუდსმენის აპარატში „ქრონიკა + ის“ მთავარი რედაქტორის ბრალდებებს უარყოფენ
განახლებულია: 2017-01-11 20:29:00
აგვისტოში ე.წ. ციხის კადრების სრული ვერსიის გავრცელების გამო გაზეთ „ქრონიკა + ის“ რედაქტორი კიდევ ერთხელ დაკითხეს. ელისო კილაძის განმარტებით, ის, დღეს, საგამოძიებო უწყებაში სახალხო დამცველის იმ მიმართვის საფუძველზე დაიბარეს, რომლის მიხედვით, ომბუდსმენი კადრების გასაჯაროების გამო, პროკურატურას კილაძის პასუხისგებაში მიცემას სთხოვს. მოტივად კი ის გარემოებაა დასახელებული, რომ ჩანაწერის ერთ-ერთი ფიგურანტი, საკუთარი თავის იდენტიფიცირების გამო მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. თუმცა კილაძის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ ომბუდსმენის აპარატში.უჩა ნანუაშვილის მოადგილის თქმით, ე.წ. ციხის კადრებთან დაკავშირებით პროკურატურას ინტერნეტსივრციდან მხოლოდ მასალის აღება სთხოვეს. 
წაკითხვა
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
განახლებულია: 2017-01-11 16:26:00
სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ისრაელის რესპუბლიკის მოქალაქე თბილისში დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 104 აბი ამოიღეს.
წაკითხვა
ცვლილება „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონპროექტში
განახლებულია: 2017-01-11 16:26:00
„შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილება შედის. დაგეგმილი სიახლეები, 2016 წლის მუშაობის შედეგებთან ერთად, დღეს ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა წარადგინა.ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, კანონპროექტის მიხედვით, დამსაქმებლების შემოწმება სავალდებულო გახდება. ინსპექტირება მოხდება შერჩევითი პრინციპით და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, დამსაქმებელი დაჯარიმდება, თუმცა, ჯარიმის ოდენობა ჯერ განსაზღვრული არ არის.როგორც სამინისტროში აცხადებენ, კანონპროექტზე მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს და იგი ეკონომიკის სამინისტროს უახლოეს მომავალში წარედგინება. ცვლილება ძალაში, სავარაუდოდ, 2017 წლის პირველ ნახევარში შევა.
წაკითხვა
ქრონიკა + ის მთავარმა რედაქტორმა მთავარი პროკურატურა დატოვა
განახლებულია: 2017-01-11 16:19:00
ორსაათიანი დაკითხვის შემდეგ, ქრონიკა + ის მთავარმა რედაქტორმა მთავარი პროკურატურა დატოვა. ელისო კილაძე უწყებაში უჩა ნანუაშვილის განცხადების საფუძველზე დაიბარეს. როგორც კილაძემ დაკითხვის შემდეგ განმარტა, 2016 წლის აგვისტოში, მის მიერ გავრცელებულ  ციხის კადრებში მონაწილე ერთ-ერთი პირი მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს, რადგან ვიდეომასალაში მისი იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო. კილაძისთვის უცნობმა პირმა მოთხოვნით სახალხო დამცველს მიმართა, უჩა ნანუაშვილმა კი რეგირებისკენ მთავარ პროკურატურას მოუწოდა. ომბუდსმენის აპარატს ჯერჯერობით კომენატრი არ გაუკეთებია. 
წაკითხვა
„ქრონიკა + ის“ რედაქტორი ელისო კილაძე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს
გამოქვეყნებულია: 2017-01-11 12:13:00
„ქრონიკა + ის“  რედაქტორი ელისო კილაძე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. საქმე ეხება 2016 წლის აგვისტოში, მის მიერ ციხის კადრების სრული მასალის გავრცელებას. აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტი მთავარ საგამოძიებო უწყებაში უკვე მეორედ დაიბარეს. მარიამ ქურდიანი განავრცობს თემას
წაკითხვა
ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძის გათავისუფლება არაერთგვაროვანი შეფასებების თემაა
გამოქვეყნებულია: 2017-01-10 20:26:00
ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძის გათავისუფლება არაერთგვაროვანი შეფასებების თემაა. ,,რუსთავი ორის” გენერალური დირექტორი წაყენებული მუხლის გადაკვალიფიცირებას და გაჩეჩილაძის თანმხლები პირის დასჯას ითხოვს. გუშინდელი სასამართლო პროცესის გარშემო აზრი ორადაა გაყოფილი მესამე სექტორშიც. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პროკურატურის მიერ დაყენებულ გირაოს შუამდგომლობას არ ეთანხმება. 7 იანვარს ვაკეში მდებარე ერთ-ერთ კაფეში მომხდარ ინციდენტზე თავად ბრალდებული აღარ საუბრობს.
წაკითხვა
მაია რჩეულიშვილი კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს
განახლებულია: 2017-01-10 20:25:00
რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ მაია რჩეულიშვილი ისევ ციხეში გადაიყვანეს. პროკურორის და ადვოკატის ინფორმაციით, ცენტრ-პოინტის დამფუძნებელმა საავადმყოფოში დარჩენაზე თავად თქვა უარი. ამ გადაწყვეტილებამდე კი დაცვის მხარემ ,,მაგნოლიას” ეპიზოდის დღევანდელ სხდომაზე მკურნალობის შემდგომი რეაბილიტაციის მოტივით სხდომის ერთი თვით გადადება მოითხოვა, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. მომდევნო პროცესი 12 იანვარსაა ჩანიშნული-სწორედ ამ დღეს გადაწყვეტს მოსამართლე, სად და რა ფორმით გაგრძელდება საქმის განხილვა. ჯერ უცნობია, დაესწრება თუ არა სხდომას თავად რჩეულიშვილი. პროცესზე პროკურატურის მოწმეების დაკითხვა იგეგმება.  
წაკითხვა

უახლესი