საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ბათუმში მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულები ღოღობერიძე და ჩხვირკვია მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდებიან
განახლებულია: 2017-04-25 20:12:00
ბათუმში მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულები მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდებიან. პროცესი ერთი საათია მიმდინარეობს. პროკურატურა მერაბ ღოღობერიძის და ირაკლი ჩხვირკვიას პატიმრობაში დატოვებას ითხოვს, ადვოკატები გირაოს შუამდგომლობას აყენებენ. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს. გრძელდება პოლიტიკური შეფასებებიც. ,,ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც ჩხირკვია პარტიიდან სწორედ 11-12 მარტის მოვლენებზე გაკეთებული განცხადებების გამო გარიცხა, პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს. 
წაკითხვა
რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო ღოღობერიძისა და ჩხვირკიას საქმეზე, ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით
განახლებულია: 2017-04-25 16:27:00
მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს, რომელსაც ძალადობა ახლავს. ორივე მათგანი 11-12 მარტის ბათუმის მოვლენებთან დააკავშირებით ორი დღის წინ დააკავეს. 
წაკითხვა
პროკურატურა მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიასთვის ბრალის წაყენების შესახებ განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-04-25 15:59:00
პროკურატურა მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიასთვის ბრალის წაყენების შესახებ განცხადებას აქვეყნებს. "პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობისთვის დაკავებულებს მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას ბრალი წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 12 მარტს, პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ, ქალაქ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ „ბათუმი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე  მ.ღ.-ს  და ი.ჩ.-ს მიერ, სხვადასხვა დროს, განხორციელდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, რა დროსაც ხელკეტების, ქვების და ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენებით ათეულობით პირი თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს და ცდილობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა.რ. პოლიციის დეპარტამენტის შენობაში შეჭრას. თავდასხმის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო 35-მა პოლიციელმა. თავდამსხმელებმა ცეცხლის წაკიდებით დააზიანეს და გაანადგურეს სახელმწიფოსა და მოქალაქეების კუთვნილი 83 680 ლარის ღირებულების ავტომანქანები და 132 770 ლარის ღირებულების ქ.ბათუმის მერიის კუთვნილი ქონება.პროკურატურამ უკვე მიმართა შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაკავებული პირებისთვის  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ.საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს", - აღნიშნულია განცხადებაში. 
წაკითხვა
შპს "გრანდ ემის" დამფუძნებელი - მთელმა გორმა იცის, რომ სტადიონის ჩამორთმევით ვანო მერაბიშვილი იყო დაინტერესებული
გამოქვეყნებულია: 2017-04-25 15:56:00
შპს "გრანდ ემის" დამფუძნებლის, მიხეილ ლურსმანაშვილის განცხადებით, 2010 წელს  მისი კომპანიის საკუთრებაში არსებული გორის სტადიონის ჩამორთმევით შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი იყო დაინტერესებული, - ამის შესახებ ლურსმანაშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელს" მთავარ პროკურატურაში, ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.“მთელმა გორმა იცის, ვინ იყო დაინტერესებული, ვის ჰქონდა ინტერესი. ეს იყო შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ინტერესი", - განაცხადა ლურსმანაშვილმა.მან 2010 წელს კომპანიაში სამართალდამცველების შესვლის დღეც გაიხსენა. "შემოვიდნენ „ჯიპებით“ და დალუქეს ყველაფერი. წაიღეს ყველა დოკუმენტი. ვეკითხებოდით, რა ხდებოდა, პასუხი იყო, რომ სასამართლოს დადგენილება ჰქონდათ“, - განაცხადა ლურსმანაშვილმა და განმარტა, რომ კომპანია „გრანდ ემს“ ფინანსურ დოკუმენტაციაში არანაირი დარღვევა არ ჰქონია. მიმდინარეობს თუ არა გამოძიება ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში, მთავარ პროკურატურაში არ დაუკონკრეტებიათ. საგამოძიებო უწყებაში მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ საჯარო მოხელეების დადგენის მიზნით, გამოძიება გრძელდება. გორის სტდიონი კომპანიიის მფლობელებს დღეს დაუბრუნდათ.
წაკითხვა
პროკურატურის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ კომპანიას უკანონოდ ჩამორთმეული გორის სტადიონი დაუბრუნდება
გამოქვეყნებულია: 2017-04-25 14:04:00
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიიღო, რის საფუძველზეც დაზარალებულ კომპანიას 2010 წელს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საფეხბურთო არენა დაუბრუნდება. პროკურატურის ინფორმაციით, დეპარტამენტის მიერ გახსნილია ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი დანაშაულებრივი ფაქტი. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ მიხეილ ლურსმანაშვილმა პარტნიორებთან: ელზა გნოლიძესთან, ვახტანგ ჯოხაძესთან, თამაზ სიდამონიძესთან, ნოდარ მექვაბიძესთან, ვასილ ტლაშაძესა და იოსებ ტეტუნაშვილთან ერთად დააფუძნა შპს „გრანდ ემი“, რომელმაც 2006 წლის დეკემბრის თვეში, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული აუქციონის გზით კანონიერად შეიძინა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის საფეხბურთო სტადიონი. შესყიდვიდან ერთი წლის განმავლობაში შპს „გრანდ ემ“-მა სტადიონს საკუთარი სახსრებით ჩაუტარა კაპიტალური რემონტი, რომლის დანახარჯმა შეადგინა 500 000  (ხუთასი ათასი) ლარამდე. 2010 წელს, აღნიშნული სტადიონი ხელისუფლების ინტერესის ქვეშ მოექცა. უწყების ცნობით, მესაკუთრეებისთვის ზემოხსენებული ქონების ჩამორთმევის მიზნით დაიწყო გამოძიება და საგადასახადო შემოწმება ,,გრანდ ემი“-ს მიმართ გადასახადებისთვის თავის არიდების ფაქტზე, რაც არ უკავშირდებოდა გორის საფეხბურთო სტადიონის შესყიდვას, რისი კანონიერების საკითხიც გამოძიებას ეჭვქვეშ არ დაუყენებია.  გამოძიების მიმდინარეობისას ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების გამო სამართალდამცავების მიერ დაკავებულ იქნა კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორი ვახტანგ ჯოხაძე.აღნიშნულის შემდეგ, კომპანიის წარმომადგენლებს სამართალდამცავი ორგანოდან შეუთვალეს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი კომპანია დათმობდა გორის სტადიონს, მათ მიმართ არ დაიწერებოდა საგადასახადო შემოწმების აქტი და კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვახტანგ ჯოხაძეც გათავისუფლდებოდა პატიმრობიდან. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების და ხელოვნურად გაზრდილი და დარიცხული გადასახადების თავიდან ასაცილებლად, შპს ,,გრანდ ემმა“ გორის საფეხბურთო არენა უსასყიდლოდ გადასცა გორის მუნიციპალიტეტს. ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლის შემდეგ, ორ დღეში, ვახტანგ ჯოხაძე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პირობითი მსჯავრით გაათავისუფლეს საპატიმროდან. 
წაკითხვა
მაკა ჩიჩუას ძმის საქმეზე მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-04-25 13:22:00
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარებისთვის ბრალდებული მიხეილ მგალობლიშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 11 იანვარს, ქ. თბილისში, ლორთქიფანიძის ქუჩაზე მიხეილ მგალობლიშვილი უკანონოდ ატარებდა “BROWNING“-ის  კონსტრუქციის იარაღს ერთი მჭიდით და ერთი ვაზნით, ასევე თავის საცხოვრებელ სახლში ინახავდა ქარხნული წესით დამზადებულ 7,65 მმ კალიბრის იარაღს -„BERETTA“. „ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ამოღებული იარაღები მიეკუთვნება  ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის, ხოლო ამოღებული ვაზნა წარმოადგენს საბრძოლო მასალას და ვარგისია გამოსაყენებლად.სამართალდამცველებმა მიხეილ მგალობლიშვილი 2017 წლის 11 იანვარს  ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ მგალობლიშვილი წარდგენილ ბრალდებაში სრულად სცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.მიხეილ მგალობლიშვილი წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი. 2008 წლის 25 მარტს იგი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარება) და სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა ჩადენილი ძალადობით) გასამართლდა  და დან
წაკითხვა
"ნაციონალური მოძრაობა" იოსებ გოგაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2017-04-25 11:21:00
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის იოსებ გოგაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს. დღეს პარტიის წევრებმა მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს.ლევან ბეჟაშვილის და გოგა ონიანის განცხადებით, სუს-ის მაღალჩინოსანი კორუფციულ სქემებში მონაწილეობს და პროკურატურამ აღნიშნული საკითხი უნდა გამოიძიოს.
წაკითხვა
ირაკლი ჩხვირკვიასა და მერაბ ღოღობერიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
განახლებულია: 2017-04-25 10:10:00
ბათუმის მოვლენების ორგანიზების საქმეზე დაკავებულების, ირაკლი ჩხვირკვიასა და მერაბ ღოღობერიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. ამის შესახებ საზოგადოებრივს ირაკლი ჩხვირკვიას ადვოკატმა, დავით ჩავლეიშვილმა განუცხადა. ჩავლეიშვილის თქმით, პროკურატურა აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს, ხოლო დაცვის მხარე ალტერნატივად გირაოს შეფარდებას  ან პირად თავდებობას მოითხოვს. როგორც ადვოკატმა განმარტა, ირკალი ჩხვირკვია ბრალს არ აღიარებს. „მას პროკურატურა ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის წინააღმდეგობა და მასზე თავდასხმა“, - განაცხადა დავით ჩავლეიშვილმა. მერაბ ღოღობერიძის ადვოკატი კი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის 20-დან 40 ათას ლარამდე გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს."ჩვენ დავაყენებთ გირაოს შუამდგომლობას, უძრავი ქონების უზრუნველყოფით“, - განაცხადა ღოღობერიძის ადვოკატმა პაატა შავაძემ.&
წაკითხვა
ბათუმის მოვლენების ორგანიზების საქმეზე დაკავებულ ირაკლი ჩხვირკიას ბრალი წარუდგინეს
გამოქვეყნებულია: 2017-04-25 00:25:00
ბათუმის მოვლენების ორგანიზების საქმეზე დაკავებულ ირაკლი ჩხვირკიას ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ საზოგადოებრივს მისმა ადვოკატმა, დავით ჩავლეიშვილმა განუცხადა. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულს მანამდე დაახლოებით სამი საათის განმავლობაში კითხავდნენ. მისივე თქმით, ჩხვირკია ბრალს არ აღიარებს. „მასობრივი დარბევის ორგანიზებას ედავებიან და ბრალს არ აღიარებს“, - განაცხადა ადვოკატმა. ბრალი უკვე წარედგინა ბათუმის მოვლენების ორგანიზების საქმეზე დაკავებულ მერაბ ღოღობერიძესაც. დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს, თუმცა ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატის განცხადებით, მისთვის ზუსტი დრო ჯერ უცნობია. რაც შეეხება დაცვის მხარის მოთხოვნას, ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულის პოზიციაა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობის დაყენება. ასევე, მისივე თქმით, ბათუმში ჩასვლას აპირებენ ირაკლი ჩხვირკიას კოლეგები, რომლებიც, სავარაუდოდ, პირადი თავდებობის საფუძველზე გათავისუფლების მოთხოვნას დააყენებენ. ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს.შსს-ს ცნობით, ისინი დაკავებულები არიან სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმას გულისხმობს. 
წაკითხვა
ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, ბავშვი კი დაშავდა
გამოქვეყნებულია: 2017-04-24 23:52:00
ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. შემთხვევა სოფელ ზვარესთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შედეგადაც, ავტომობილში მჯდომი ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო არასრულწლოვანი დაშავდა. დაშავებული ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც საზოგადოებრივს რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, მათი ბრიგადა ადგილზე გამოძახებიდან 11 წუთში მივიდა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მისულებს 30 წლის ქალი გარდაცვლილი დახვდათ, არასრულწლოვანი კი გამვლელის მიერ უკვე ქედის საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. მანქანაში მჯდომ კიდევ ერთ პირს, ახალგაზრდა მამაკაცს დაზიანებები არ აღენიშნებოდა და სამედიცინო დახმარება არ დასჭირდა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
წაკითხვა
ერისთავის ქუჩაზე ხანძრის ფაქტზე გამოიძიება მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-04-24 20:16:00
თბილისში, ავეჯის სახლ "საბას" მიდებარე ტერიტორიაზე ხანძარი რბილი ავეჯის მაღაზიას გაუჩნდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით 17. 00 საათისთვის გაჩნდა. სახანძრო სამSახურმა ცეცხლის ლოკალიზება მალევე შეძლო. ადგილზე მიბილიზებული იყო ოთხი ბრიგადა.შემთხვევის შედეგად, დაიწვა დაახლოებით 180 კვადრატული მეტრის ფართობი. როგორც მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მაღაზიების მოვაჭრეები აცხადებენ, ფართი,  რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა, 3 თვეა, დაკეტილია, მეპატრონე კი, საზღვარგარეთ იმყოფება. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 188- ე მუხლით მიმდინარეობა, რაც ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
წაკითხვა
ბათუმის მოვლენების ორგანიზების საქმეზე დაკავებულ მერაბ ღოღობერიძეს ბრალი წაუყენეს
გამოქვეყნებულია: 2017-04-24 20:08:00
ბათუმის მოვლენების ორგანიზების საქმეზე დაკავებულ მერაბ ღოღობერიძეს ბრალი წარედგინა.როგორც საზოგადოებრივს ადვოკატმა ზაზა პაპიძემ განუცხადა, ის ღოღობერიძის ინტერესებს აღარ დაიცავს.ამის მიზეზი, პაპიძის თქმით, დაცვის ტაქტიკასთან დაკავშირებით შეუთავსებლობა გახდა.„დაცვის ტაქტიკასთან დაკავშირებით შეუთავსებლობა გახდა მიზეზი, რის გამოც საქმეს ჩამოვცილდი. ოჯახმა სხვა ადვოკატი აიყვანა და ინტერესთა კონფლიქტი შეიქმნა. დეტალებზე საუბრისაგან თავს შევიკავებ. ბრალის წარდგენისას მოხდა ინტერესთა შეუთავსებლობა და სწორედ ამის გამო ჩამოვცილდი პროცესს“,- განაცხადა ზაზა პაპიძემ.მისივე ინფორმაციით, მერაბ ღოღობერიძეს პაატა შავაძე დაიცავს.რაც შეეხება საქმეზე კიდევ ერთ დაკავებულ ირაკლი ჩხვირკიას, მისთვის ბრალი ამ დრომდე არ წარუდგენიათ.ამის შესახებ საზოგადოებრივს მისმა ადვოკატმა განუცხადა.ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს.შსს-ს ცნობით, ისინი დაკავებულები არიან სსკ-ის 2
წაკითხვა
სანდრო გირგვლიანის საქმე - დავით ახალაიას ბრალდების ეპიზოდზე პროკურატურის ექვსი მოწმე დაიკითხა
განახლებულია: 2017-04-24 16:26:00
გირგვლიანის საქმეზე დავით ახალაიას ბრალდების ეპიზოდზე პროკურატურის 6 მოწმე დაიკითხა. პროკურორის განმარტებით, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბრალდებულების მიმართ კანონი სათანადოდ არ ვრცელდებოდა. ისინი თავისუფლად გადაადგილდებოდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორში და მათ მიმართ გარკვეული პრივილეგიები ვრცელდებოდა. თუმცა, დავით ახალაიას ადვოკატი განმარტავს, რომ ამ მოწმეებს არ აქვთ შემხებლობა კონკრეტულად ახალაიას ბრალდებასთან და მისთვის გაუგებარია ამ მოწმეების პროცესზე წარდგენა. 
წაკითხვა
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა
განახლებულია: 2017-04-24 16:25:00
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა,  ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მოქალაქეები ეთერ გ. და მურმან რ. დააკავეს.გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები მოქალაქეს თითქოსდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების ხელშეწყობით, დაბა ბაკურიანში აუქციონის გზით დაბალ ფასში, კონკურენციისგარეშე 815 კვ.მ მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარებას დაჰპირდნენ, რის სანაცვლოდაც მოსთხოვეს 10 000 აშშ დოლარი. თაღლითური ჯგუფის წევრებმა მოქალაქეს წინასწარ გამოართვეს 5 000 აშშ დოლარი, რა დროსაც ისინიანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახითთავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს).გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.
წაკითხვა
თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-04-24 16:20:00
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა, მთავარ პროკურატურასთან ერთად გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავა. საქმე ეხება ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის ოჯახისგან, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლების მცდელობას. 
წაკითხვა
ბათუმში მომხდარი დაპირისპირება - მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას ბრალი ამ დრომდე წაყენებული არ აქვთ
განახლებულია: 2017-04-24 16:19:00
ამ დრომდე უცნობია როდის იმსჯელებს სასამართლო ბათუმში 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების თაობაზე. ადვოკატების ინფორმაციით, მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას ამ დრომდე არც ბრალი აქვთ წაყენებული. დაკავებულები ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. ისინი   ადვოკატებმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელმა უკვე მოინახულეს.  მერაბ წულუკიძე დეტალებით. 
წაკითხვა
რუსთავის მე-3 საჯარო სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა
განახლებულია: 2017-04-24 15:59:00
რუსთავის მე-3 საჯარო სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ადგილზე მუშაობა დაასრულეს.„მოამბის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, მასწავლებლები და დირექტორი სკოლაში უკვე შევიდნენ.სამართალდამცველები რუსთავის მე-3 საჯარო სკოლაში ნახევარი საათის განმავლობაში მუშაობდნენ.ამის მიზეზი გახდა შეტყობინება, თითქოს სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობაა. განხორციელდა სასწავლო დაწესებულებიდან მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია.სასწავლო პროცესი სკოლაში ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
წაკითხვა
„ირაკლი ჩხვირკია ამ ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი გახდება“ - აქცია პროკურატურასთან
გამოქვეყნებულია: 2017-04-24 15:26:00
„აფხაზეთიდან დევნილი ირაკლი ჩხვირკია ამ ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი გახდება”, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „დედები შვილების დასაცავად” წევრმა მეგი გოცირიძემ პროკურატურასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.აქციის ორგანიზატორები 11-12 მარტს ბათუმის მოვლენების ორგანიზების საქმეზე დაკავებული ირაკლი ჩხვირკიას გათავისუფლებასა და ე.წ.კორტების საქმეზე ერთ-ერთი მოწმის ხელახლა დაკითხვას ითხოვენ.მათი  მტკიცებით, ე.წ. კორტების საქმეზე ქეთევან მირიანაშვილი ცრუ მოწმეა.რაც შეეხება ირაკლი ჩხვირკიას, მეგი გოცირიძის თქმით, ჩხვირკია უდანაშაულოა.აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მის გასათავისუფლებად პერმანენტული აქციები მომავალშიც გაგრძელდება.ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი დაკავებულები არიან სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმას გულისხმობს. 
წაკითხვა
ბათუმის მოვლენების ორგანიზების საქმეზე დაკავებულმა მერაბ ღოღობერიძემ შიმშილობა დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-04-24 14:43:00
ბათუმის მოვლენების ორგანიზების საქმეზე დაკავებულმა მერაბ ღოღობერიძემ შიმშილობა დაიწყო.„მოამბის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, ამის შესახებ ღოღობერიძის ადვოკატმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელმა განაცხადეს, რომლებმაც ღოღობერიძე და ამავე სისხლის სამართლის საქმეზე კიდევ ერთი დაკავებული ირაკლი ჩხვირკია ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულეს.რაც შეეხება ღოღობერიძის გამოუცხადებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე, როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ადვოკატი აცხადებენ, ადგილი ჰქონდა კომუნიკაციის პრობლემას.მათი ინფორმაციით, იზოლატორის წარმომადგენლებმა, ასევე დაკავებულის ადვოკატმა ჩანიშნული პროცესის შესახებ არაფერი იცოდნენ.მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას ბათუმის მოვლენების ორგანიზების საქმეზე ბრალი ჯერ წარდგენილი არ აქვთ.ჩხვირკიას ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს დრეს საღამოს წაუყენებენ.ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს.&
წაკითხვა
ადვოკატი - ირაკლი ჩხვირკია ფიქრობს, რომ მისი დაკავება პოლიტიკური დაკვეთაა
გამოქვეყნებულია: 2017-04-24 14:19:00
ბათუმის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ირაკლი ჩხვირკია მის დაკავებას პოლიტიკურ დაკვეთად აფასებს.როგორც საზოგადოებრივს ჩხვირკიას ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფიქრობს, რომ ხელისუფლებას სურს ბათუმის 11-12 მარტის მოვლენები „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუკავშიროს.„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ფიქრობს, რომ მისი დაკავება ხელისუფლების დაკვეთაა. როგორც ის ამბობს, იმის გამო დააკავეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო. ჩხვირკიას აზრით, ხელისუფლებას სურს  ის ქმედებები, რაც 11-12 მარტს ბათუმში მოხდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუკავშიროს“,- აცხადებს ადვოკატი.მისივე ინფორმაციით, ირაკლი ჩხვირკიას ბრალს დღეს საღამოს წაუყენებენ.„მასალებს როდესაც გავეცნობი, დამატებით დეტალებზე ამის შემდეგ ვისაუბრებ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს დღეს საღამოს წაუყენებენ, რის შემდეგაც ადვოკატს საქმის მასალებს გადასცემენ“,- აცხადებს ადვოკატი.ირაკლი ჩხვირკია თბილისიდან ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.ბათუმის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით, ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს.შსს-ს ცნობით, ისინი დაკავებულნი არიან სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმას გულისხმობს. 
წაკითხვა

უახლესი