საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

გიორგი მღებრიშვილი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა
განახლებულია: 2017-04-29 12:16:00
შინაგან საქმეთა მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში შეხვდა. გიორგი მღებრიშვილმა და დიპლომატმა ხაზი გაუსვეს ჩვენს ქვეყანასა და ნიდერლანდების სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას. განსაკუთრებით აღინიშნა წარმატებული ორმხრივი ოპერატიული თანამშრომლობა, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების ეროვნული პოლიციის მეკავშირე ოფიცრის მეშვეობით ხორციელდება. გიორგი მღებრიშვილმა შეხვედრისას სამინისტროში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები წარდგინა.
წაკითხვა
მოსამართლეთა კონფერენცია - რა განცხადებები გაკეთდა ევა გოცირიძის ინიციატივასთან დაკავშირებით არასამთავრობოების კრიტიკაზე
გამოქვეყნებულია: 2017-04-29 12:05:00
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივზე არასამათავარობო სექტორის კრიტიკას ლევან მურუსიძე ისტერიკას უწოდებს და მხარეებს მოლაპარაკებების მაგიდასთან იწვევს. დიალოგისკენ მოუწოდებს დაინტერესებულებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეც. ეს განცხადებებები მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენციაზე გაკეთდა, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 
წაკითხვა
შოთა გეწაძე - საბჭოში არის ერთიანი პოზიცია, რომ უნდა არსებობდეს რეგულაციები, თუნდაც სიტყვიერი გაფრთხილება
გამოქვეყნებულია: 2017-04-29 11:04:00
„საბჭოში არის ერთიანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა არსებობდეს რეგულაციები, თუნდაც სიტყვიერი გაფრთხილება“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა შოთა გეწაძემ სასამართლოს კრიტიკისთვის სანქციების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „მე შევასწორებდი შეფასებას, რომ თითქოს მე ვითხოვ საჯარიმო სანქციას. ჩემი პასუხი ყოველთვის იყო, რომ ვისაუბროთ, ერთმანეთს უკეთ გავუზიაროთ მოსაზრებები. საბჭო არ შეთანხმებულა იმაზე, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეთ, იქნება ეს სანქციები, თუ გაფრთხილება. უბრალოდ, ჩემი პირადი მოსაზრებით, ერთ-ერთი ალტერნატივა იყო ჯარიმა. ამის ისე წარმოჩენა, თითქოს, მე ვითხოვ ჯარიმას, არ არის სწორი.ჩემი და საბჭოს პოზიციაა ის, რომ რეგულაციები უნდა არსებობდეს. როგორი იქნება ეს რეგულაციები, ერთად მოვიფიქროთ. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჯერ ჩვენ რეგულაციებზე არ გვიმსჯელია. საბჭოში არის ერთიანი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა არსებობდეს რეგულაციები. თუნდაც სიტყვიერი გაფრთხილება“, განაცხადა შოთა გეწაძემ.
წაკითხვა
ლევან მურუსიძე - რასაც არასამთავრობოები სახიფათო ტენდენციად აფასებენ, ჩემთვის ეს არის ისტერიკა
გამოქვეყნებულია: 2017-04-29 10:55:00
„რასაც არასამთავრობოები სახიფათო ტენდენციად აფასებენ, ჩემთვის ეს არის ისტერიკა, რაც ხდება ბოლო სამი დღის განმავლობაში“, ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ განაცხადა. ის სასამართლოს კრიტიკისთვის სანქციების შესაძლო დაწესებაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების განცხადებებს გამოეხმაურა. „იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თქვა, რომ ის რაც ხდება, აზიანებს არამხოლოდ ერთ კონკრეტულ მოსამართლეს, პრობლემა არის გაცილებით გლობალური, რეალურად, საფრთხე ექმნება სასამართლო სისტემის გამართულობას და მის ავტორიტეტს. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევთავაზეთ მხარეებს, რომ გამართოს დისკუსია, ვიმსჯელოთ, იქნებ რამეზე შევთანხმდეთ, სანქციები მოსამართლის შეურაცხყოფისთვის სასამართლოს დარბაზში ისედაც არსებობს, აქ არის საუბარი იმაზე, რომ ისეთი რაღაც ხდება, რაც აზიანებს სასამართლოს პრესტიჟსა და ავტორიტეტს. დავსხდეთ, ვისაუბროთ და შევთანხმდეთ იმაზე, რომ იქნებ რაღაცნაირად ავკრძალოთ ლანძღვა-გინება“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ. მისი თქმით, აღნიშნულ სიტუაციაში მთავარია, საკითხზე მრგვალი მაგიდის ფორმატით იმსჯელონ. კითხვას, თავად რა პოზიცია აქვს სასამართლოს კრიტიკის გამო სანქციების შესაძლო დაწესებაზე, მრუსიძე პასუხობს, რომ კანონის გამკაცრებაზე მოსამართლისთვის შეურაცხყოფის მიყენების შემთხვევებზე საუბრობენ.„რატომ ვლაპარაკობთ სანქციებზე მაინცდამაინც, შეიძლება სხვა პოზიცია მქონდეს, ჩემს კოლეგას სხვა, ამიტომ გთავაზობთ დიდ მრგვალ მაგიდას რომ შევხვდეთ და ვისაუბროთ. ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ პოლიტიკოსებისგან ხდებოდა მოსამართლეების ლანძღვა-გინება,  ასევე ხდებოდა ისეთი პირებისგან რომლებსაც რაღაც ავტორიტეტი აქვთ. მე მინდა, რომ გვქონდეს ფართო შეხვედრა და მივიღოთ გადაწყვეტილება.თუ ადამიანები გამოდიან და, ვთქვათ, ჟურნალისტებს ყოველდღე გარეწარს, სულგაყიდულს გიწოდებენ და უკიდურესი სიტყვებით გაყენებენ შეურაცხყოფას, არ გექნებოდათ რაღაც პროტესტის განცდა?ჩვენ საზოგადოება გვთხოვს, რომ გავხდეთ ისეთი სასამართლო, როგორიც არის გერმანიასა და ამერიკაში, ამიტომ ხომ შეიძლება ჩვენც გვქონდეს პრეტენზია, რომ ჩვენი ჟურნალისტიკა მუშაობდეს ისე, როგორ CNN და BBC.აქ არის საუბარი, მოწოდება დიალოგისაკენ. მე მინდა შედგეს ფართო შეხვედრა და ვუთხრა, რომ როგორი პატივისცემითაც ეპყრობა სასამართლო სისტემა სამოქალაქო საზოგადოებას, იგივე პატივისცემა იყოს სასამართლოს მისამართითაც. ჩემი მიზანი არის, რომ ამ შეხვედრაზე ერთმანეთს ჩავხედოთ თვალებში, კონფრონტაციის რეჟიმი გადავიყვანოთ დიალ
წაკითხვა
ნინო გვენეტაძე - სანქციებს არც სასამართლო ხელისუფლება ემხრობა
გამოქვეყნებულია: 2017-04-29 10:32:00
„მინდა დავასაბუთო, რომ არც სასამართლო ხელისუფლება არის სანქციების მომხრე, ჩვენი მოთხოვნა, ჩვენი მოწოდება არის, რომ უფრო ღია დიალოგი იყოს საზოგადოებასთან და ჟურნალისტთა კორპუსთან“, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ განაცხადა. ის სასამართლოს კრიტიკისთვის სანქციების შესაძლო დაწესებაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების განცხადებებს გამოეხმაურა. „მინდა დავასაბუთო, რომ არც სასამართლო ხელისუფლება არის სანქციების მომხრე, ჩვენი მოთხოვნა, ჩვენი მოწოდება არის, რომ უფრო ღია დიალოგი იყოს საზოგადოებასთან და ჟურნალისტთა კორპუსთან იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. მიზანი ასეთი დიალოგისა არის სასამართლოსადმი ნდობის ამაღლება და საზოგადოებრივი მართლშეგნების მაღალი სტანდარტი, რომელიც უნდა გააჩნდეს როგორც საზოგადოებას, ისე ჟურნალისტებსა და მოსამართლეებს იმ პრინციპების შესასრულებლად, რომელსაც ჰქვია დამოუკიდებელი მართლმსაჯულების დამკვიდრება და საზოგადოების ნდობის დაბრუნება სასამართლო სისტემისადმი. ჩვენი მოტივაცია არ არის რაიმე სანქციებისადმი მიდრეკილება, ჩვენ არ ვართ კანონმდებლები და მკვეთრ ზღვარს დავადგენთ მხოლოდ ჩვენი პრაქტიკითა და ჩვენი ეთიკური სტანდარტების გამოყენებით, ამიტომ ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის"- განაცხადა ნინო გვემეტაძემ.როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, მოსამართლეთა კორპუსს აქვს ძალიან ჰუმანური სურვილი, რომ ღიად ისაუბროს პრობლემებზე, მაგრამ არა შეურაცხმყოფელად. კითხვას, მოსამართლეები, რომლებიც საჯარიმო სანქციებს ითხოვენ, არიან თუ არა უმცირესობაში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პასუხობს, რომ მისი კოლეგები საჯარიმო სანქციებს არ ითხოვენ. გვენეტაძის თქმით, აქ უნდა დაზუსტდეს საკითხი, რომ თუ მოსამართლე გადაწყვეტს, სასარჩელო წარმოების გზით იდავოს შეურაცხყოფის ფაქტებზე, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ჯარიმები გამოიყენოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოსამართლეები ითხოვენ ჯარიმებს.„რეგულაციები კანონმდებლობას აქვს, ეს არის სასარჩელო წარმოება, სადაც ნებისმიერ პირს, მათ შორის, მოსამართლესაც შეუძლია იდავოს. კრიტიკულ შეფასებებზე სასამართლოს არააქვს პრეტენზია, რაც შეეხება შეურაცხმყოფელ განცხადებებს, აქ სასამართლო მოუწოდებს მხარეებს, სამოქალაქო საზოგადოებას, რომ თავშეკავებული კრიტიკის ზღვარში დარჩნენ ჩვენი ოპონენტები"- აცხადე
წაკითხვა
აღძრული სისხლის სამართლის საქმე - „აუდიტორია 115-ის“ წევრები ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ
განახლებულია: 2017-04-28 20:38:00
„აუდიტორია 115-ის“ წევრები ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებენ. სტუდენტური მოძრაობის წევრების პროტესტის მიზეზი შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრული სისხლის სამართლის საქმეა. აუდიტორიის ოთხ წევრს გამოცდების გადასავადებლად საჭირო ცნობების გაყალბებას ედავებიან. როგორც ირკვევა, ძიების დაწყებამდე ეს თემა ერთ-ერთი გამოცემის ფურცლებზე მოხვდა.  
წაკითხვა
მოსამართლეების დაცვა თუ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა - რა განმარტებას აკეთებს ნინო გვენეტაძე ევა გოცირიძის ინიციატივაზე და რა პოზიცია აქვთ არასამთავრობოებს
განახლებულია: 2017-04-28 20:21:00
მოსამართლეების დაცვა თუ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ევა გოცირიძის ინიციატივის გამო განმარტების გაკეთება ამჯერად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უწევს. ნინო გვენეტაძე ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ გავრცელებული განცხადების მიზანი სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლება და საჯარო დისკუსიის დაწყებაა. გვენეტაძესთან შედარებით, მწვავე ტონი აქვთ საბჭოს წევრებს, რომლებიც მოსამართლეების შეურაცხყოფაზე სანქციების დაწესებას მხარს ღიად უჭერენ. საბჭოს მიერ მესამე სექტორისთვის შეთავაზებული დისკუსია შესაძლოა არ შედგეს. ადრესატების უმრავლესობა გოცირიძის ინიციატივას ცენზურის დაკანონებად აფასებს.     
წაკითხვა
დღემდე გაუხმაურებელი გარემოებები ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე - ირაკლი გედენიძის სკანდალური ჩვენება
განახლებულია: 2017-04-28 20:05:00
დღემდე გაუხმაურებელი შემზარავი გარემოებები რეზონანსული საქმიდან. ცემა, დამამცირებელი მოპყრობა, მუქარა იარაღის გამოყენებით, შანტაჟი-ეს არის ფრაგმენტები ყოფილი პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის დღევანდელი ჩვენებიდან. 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა ირაკლი გედენიძემ ამჯერად სასამართლო დარბაზში გაიხსენა, როგორ აიძულეს აღიარებითი ჩვენების მიცემა. როგორც დღეს გახდა ცნობილი, საგამოძიებო უწყებამდე გედენიძეზე ჯერ სასაფლაოს ტერიტორიაზე იძალადეს. დაზარალებულმა ამხილა განსასჯელის სკამზე მჯდომი კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილეც, რომელმაც ჩვენება უკომენტაროდ მოისმინა. ფოტორეპორტიორმა დაკავება 26 მაისის აქციის ამსახველი ფოტოების გავრცელებას დაუკავშირა და თქვა, რომ თავის დროზე ეს ვერსია ირმა ნადირაშვილის ფრაზამაც გაუმყარა. გედენიძემ დღეს ასევე პირველად თქვა, რომ 2008 წლის ომის დროს ჯაშუშობის აღიარებასაც აიძულებდნენ.  
წაკითხვა
მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენცია - რა საკითხები განიხილეს და რა განცხადებები გაკეთდა შეხვედრაზე
განახლებულია: 2017-04-28 18:11:00
სად გადის ზღვარი კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა ისევ განხილვისა და მკაცრი შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემაა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე განმატავს, რომ ამ წინადადების მიზანი მკაცრი რეგულაციების დაწესება არ არის. ნინო გვენეტაძე დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს მსჯელობის პროცესში ჩაერთონ. განცხადებები მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენციაზე გაკეთდა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრებოდა. 
წაკითხვა
შალვა ხუციშვილი: 9 მაისს ე.წ. „ღამის მგლების“ დაგეგმილ აქციას სპეციალური კომისია შეისწავლის
განახლებულია: 2017-04-28 16:31:00
9 მაისს ე.წ. „ღამის მგლების“ დაგეგმილ აქციას სპეციალური კომისია შეისწავლის. რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კავშირის ორგანიზებით, თბილისში შესაძლოა, რუსი ბაიკერების ჯგუფი ჩამოვიდეს და გეორგიევსკის ბაფთებით აქცია-პერფორმანსში მიიღონ მონაწილეობა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით აღნიშნულს, სპეციალური კომისია შეისწავლის. ხუციშვილის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ღონისძიება საქართველოს სუვერენულ ინტერესებს ხელს შეუშლის, კომისია სამინისტროს  მიმართავს  და უწყება შემდეგ იმოქმედებს.
წაკითხვა
შალვა ხუციშვილი უარყოფს ღოღობერიძის მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს მას წინასწარი დაკავების იზოლატორში დაემუქრნენ
განახლებულია: 2017-04-28 16:19:00
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ღოღობერიძის განცხადებას აბსურდულს უწოდებს. შალვა ხუციშვილი უარყოფს ბათუმის მოვლენების საქმეზე დაკავებულის მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს მას წინასწარი დაკავების იზოლატორში დაემუქრნენ. მინისტრის მოადგილე, ამბობს, რომ ღოღობერიძესთან შესვლის უფლება მხოლოდ მის ადვოკატებს და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს აქვთ. 
წაკითხვა
შსს-ს მონაცემებით, საქართველოში დანაშაულის კლება აღინიშნა
გამოქვეყნებულია: 2017-04-28 16:17:00
2017 წლის იანვარ-მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დანაშაულის 5.39%-იანი კლება დაფიქსირდა. ამასთან, შემცირებულია დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელი. შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის შესაბამისი მონაცემები დღეს საქსტატმა გამოაქვეყნა.სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლის სამ თვეში 3455 დანაშაული დაფიქსირდა, გახსნილია 1356 (39.25%). 2016 წლის იანვარ-მარტში კი 3652 დანაშაული დაფიქსირდა, გაიხსნა 1636 (44.8%). 
წაკითხვა
სასამართლოს ავტორიტეტის დასაცავად სანქციების შემოღების ინიციატივაზე არასამთავრობოთა კოალიცია განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-04-28 15:08:00
„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ეხმიანება ბოლო პერიოდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან მედიაში გაკეთებულ განცხადებებს და მოწოდებებს, რომლებშიც საუბარია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ახალი რეგულირებების საჭიროებაზე, ასევე მედიის თვითრეგულირების მექანიზმების გაუმჯობესებაზე, რათა სათანადოდ იყოს დაცული სასამართლოს ავტორიტეტი და მოსამართლეთა რეპუტაცია. „საგულისხმოა, რომ სასამართლოს ავტორიტეტის დასაცავად, გარკვეული სანქციების შემოღების ინიციატივა ასევე განიხილებოდა მართლმსაჯულების სისტემის სტრატეგიის სამუშაო ჯგუფებში, რამაც პროექტში ჩართული საერთაშორისო ექსპერტებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია.თავიდანვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო სისტემაში დღეს არსებული სისტემური პრობლემების გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, საზოგადოებას ქონდეს თავისუფალი შესაძლებლობა საჯარო დისკუსიები წარმართოს მათ გამომწვევ მიზეზებსა და გადაჭრის გზებთან დაკავშირებით. ამ ფონზე, სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის სახელით წარმოდგენილი ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს ამ შესაძლებლობის შეზღუდვას, ატარებს ხელშესახებ და რეალურ საფრთხეს იძულებით დუმილში ამყოფოს საზოგადოების კრიტიკული ნაწილი, რითაც არათუ გადაიჭრას, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდეს დღეს არსებული პრობლემები.კოალიციას არაერთხელ დაუფიქსირებია მკვეთრი პოზიცია სასამართლო სისტემაში დღეს არსებული სისტემური ხარვეზების შესახებ. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტები, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცესი წლებია კომპლექსური პრობლემებით ხასიათდება და ვერ უზრუნველყოფს მოსამართლეთა ობიექტურად შერჩევას მათი კომპეტენციის და კეთილსინდისიერების საფუძველზე, ამ ეტაპზე მიმდინარე კონკურსიც გამჭვირვალობის დაბალი ხარისხით ხასიათდება, ხოლო კონკურსში მონაწილე კანდიდატისთვის უცნობია რა ვადითა და პროცედურით მოხდება მათი თანამდებობაზე დანიშვნა. ამასთან, არ არსებობს მოსამართლეთა ანგარიშვა
წაკითხვა
ნინო გვენეტაძე - სწორია, რომ მოსამართლეების მინიმალური რაოდენობა კანონმდებლობით განისაზღვროს
გამოქვეყნებულია: 2017-04-28 14:43:00
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ზრდასთან დაკავშირებით დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს დადებითად აფასებს. მისი თქმით, მართებულია საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მინიმალური რაოდენობა 13-დან 28 მდე გაიზარდოს. „თუ გადავხედავთ შემოსული და განხილული საქმეების რაოდენობას, მოსამართლეთა დღეს არსებული რაოდენობა ვერ აუდის საქმეების განხილვას, რის გამოც მცირედი გაჭიანურება და საპროცესო ვადების დარღვევები ფიქსირდება. მართებული და სწორია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, განისაზღვროს მოსამართლეების მინიმალური რაოდენობა, ხოლო ზედა ზღვარი იქნება უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ დადგენილი",- განაცხადა გვენეტაძემ.
წაკითხვა
ირაკლი გედენიძე - ირმა ნადირაშვილმა მითხრა, რა გეგონა მიტინგზე რომ დაეთრეოდიო
გამოქვეყნებულია: 2017-04-28 14:41:00
ირმა ნადირაშვილმა მითხრა, აბა რა გეგონა მიტინგზე რომ დაეთრეოდიო, - ამის შესახებ, ირაკლი გედენიძემ დაკითხვისას პროკურორის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რატომ აქვს შთაბეჭდილება, რომ მისი და მისი მეუღლის დაკავება 2011 წელს, 26 მაისის აქციაზე გადაღებულ ფოტოებს უკავშირდება.ირაკლი გედენიძემ აღნიშნა, რომ გათავისუფლების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ფოტოგრაფად მუშაობისას დატოვებული ნივთების წამოღება სურდა, რაც გაჭიანურდა და ამის შემდეგ დაუკავშირდა ირმა ნადირაშვილს.„ირმა ნადირაშვილმა მიპასუხა და ვკითხე, ბოლო- ბოლო მაძლევდნენ თუ არა ჩემს ნივთებს. ნადირაშვილმა ტელეფონში მითხრა, აბა რა გეგონა აქციაზე რომ დაეთრეოდიო", - განაცხადა გედენიძემ. მისი თქმით, 26 მაისის აქციის ფოტოების გამო, მისი დასჯის შთაბეჭდილება ჯერ კიდევ გათავისუფლებამდე დარჩა, როდესაც ბადრაგმა ჰკითხა, ხომ არ იმყოფებოდა 26 მაისის აქციაზე.ამასთან, გედენიძემ აღნიშნა, რომ ბრალდებული დავით დევნოზაშვილი 2011 წელს, გათავისუფლების შემდეგ, ხშირად ეკონტაქტებოდა და აკონტროლებდა."რეზონანსის“ ჟურნალისტმა ელისო ჩაფიძემ ჩემთან ჩაწერა ინტერვიუ. მორიგი დაკავშირებისას, დავით დევნოზაშვილმა მითხრა, ხომ არ გაგიჟდი, ეგ ინტერვიუ არ უნდა გავიდესო. შემდეგ დავუკავშირდი ჟურნალისტს და ვთხოვე, არ გამოექვეყნებინა", - განაცხადა ირაკლი გედენიძემ.
წაკითხვა
იენს გნიზა - გერმანია მხარს უჭერს საქართველოში წამოწყებულ რეფორმებს
გამოქვეყნებულია: 2017-04-28 14:20:00
გერმანიის მოსამართლეთა კავშირის თავმჯდომარე მხარს უჭერს საქართველოში წამოწყებულ რეფორმებს, - ამის შესახებ  მოსამართლეთა ასოციაციების საერთაშორისო კონფერენციაზე გერმანიის მოსამართლეთა კავშირის თავმჯდომარემ იენს გნიზამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო განვითარების კარგ გზაზე დგას.  და გვინდა, რომ ამ განვითარებას მხარი დაუჭიროთ. „გვინდა, რომ საქართველოს განვითარებას მხარი დავუჭიროთ. კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანია,რადგან შესამჩნევია ის განვითარება, რაც საქართველომ გააკეთა. საქართველოს მიზანია შექმნას მყარი და ძლიერი იუსტიცია და აქედან გამომდინარე, მოსამართლეთა კორპუსის გაძლიერება მნიშვნელოვანი საკითხია ამ პროცესში. გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ საქართველო განვითარების კარგ გზაზე დგას და გვინდა, რომ ამ განვითარებას მხარი დაუჭიროთ. ის ცვლილებები, რომლებიც დაგეგმილია საქართველოს კონსტიტუციაში, ვფიქრობ, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხელს უწყობს მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გაძლიერებას. ეს კონფერენცია კარგი პლატფორმაა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შეგვიძლია გამოცდილება გაუზიაროთ ერთმანეთს და პირადად მე კარგი შთაბეჭდილებებით დავტოვებ აქაურობას. გერმანია მხარს უჭერს საქართველოში წამოწყებულ რეფორმებს და ვთვლი, რომ ეს რეფორმები ძლიერი მართლმსაჯულებას და ძლიერი იუსტიციის სისტემას განაპირობებს“, - განაცხადა იენს გნიზა. 
წაკითხვა
ირაკლი გედენიძე - დავით ​დევნოზაშვილი მთხოვდა დამეწერა, რომ 2008 წლის ომში გადაღებულ ფოტოებს და ჯარის გადაადგილების გეგმებს ქურციკიძეს ვაძლევდი
გამოქვეყნებულია: 2017-04-28 14:07:00
კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით ​დევნოზაშვილი მთხოვდა დამეწერა, რომ 2008 წლის ომში გადაღებულ ფოტოებს და ჯარის გადაადგილების გეგმებს გია ქურციკიძეს ვაძლევდი, -  ამის შესახებ 2011 წელს, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა ირაკლი გედენიძემ სასამართლოსი დაკითხვისას განაცხადა.მისი თქმით, როდესაც ცოლის გათავისუფლების სანაცვლოდ აღიარებითი ჩვენების მიცემა გადაწყვიტა, ოთახში შეიყვანეს შსს-ს ოპერატორი ლევან შერმადინი, ადვოკატი ცოტნე ცაავა და გამომძიებელი.მისი თქმით, შემდეგ წაიყვანეს სასამართლოში, სადაც პირველად ნახა გია აბდალაძე და ზურაბ ურციკიძე- ფოტოგრაფები, რომლებიც მისი დაკავების დღეს დააკავეს.„აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობის შეფარდების შემდეგ, წაგვიყვანეს გლდანის ციხეში, ე.წ. ფუქსებში. მოპირდაპირე კამერაში იყვნენ ზურა და გია. მერე შემოვიდა თანამშრომელი, შეგვამოწმეს და საკანში შეგვასახლეს. იქ დამხვდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც ბადგარმა უთხრა, ახალი თანამოსაკნე გყავს და გაარკვიეო. ამ ბიჭმა ფანჯრის გისოსზე მაჩვენა დაშლილი სამართებლები. ვკითხე, რაში მჭირდებოდა, მითხრა, იცოდე მაინცო", - განაცხადა გედენიძემ.მისი თქმით, თანამოსაკნე საეჭვოდ იქცეოდა და კითხვებს უსვამდა ცნობილი ადამიანების სექსუალურ ორიენტაციაზე."2-3 დღის შემდეგ, ბადრაგმა გამიყვანა ადმინისტრაციულში. იქ დამხვდა პიროვნება და მკითხა ტუჩებზე სისხლი რატომ გაქვსო, დევნოზაშვილმა უთხრა, სიმწრით იკვნ
წაკითხვა
ნინო გვენეტაძე მოსამართლეების შეურაცხყოფაზე - ჩვენი მიზანია, საზოგადოების მართლშეგნების ამაღლება
გამოქვეყნებულია: 2017-04-28 14:04:00
ჩვენი მიზანი არ არის მკაცრი რეგულაციების დაწესება, ჩვენი მიზანია, საზოგადოების მართლშეგნების ამაღლება, - ეს განცხადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივაზე გააკეთა, რომელიც მოსამართლეების შეურაცხყოფაზე რეგულაციების დაწესებას ეხება.ნინო გვენეტაძე აცხადებს, რომ საკითხი არ უკავშირდება ახალი მექანიზმების შექმნას, არამედ ფართო დისკუსიის დაწყებას, რომლის შედეგიც უნდა იყოს საზოგადოების მართლშეგნების ამაღლება.რაც შეეხება იუსტიცის უმაღლესი საბჭოს წევრთა ნაწილის პოზიციას, მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი მომხრეა ადმინისტრაციული ტიპის ჯარიმები დაწესდეს, თუმცა ამბობს, რომ ამ ეტაპზე რაიმე სანქციების დაწესებაზე საუბარი არ არის.აღნიშნული საკითხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ევა გოცირიძის ინიციატივით მომზადდა და მას საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი.
წაკითხვა
შს მინისტრის მოადგილე - სესიაშვილის შვილის საქმეზე განცხადებები დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ გაკეთდება
გამოქვეყნებულია: 2017-04-28 14:01:00
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ირაკლი სესიაშვილის შვილის საქმეზე კონკრეტული განცხადებები მას შემდეგ გაკეთდება, რაც დეტალური ინფორმაცია იქნება ცნობილი.,,ჩვენი მხრიდან შევეცდებით, გავარკვიოთ, თუ რა დოკუმენტებზეა საუბარი, თუნდაც გრიფი უნდა ედოს თუ არა", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ირაკლი სესიაშვილის შვილის ანაბეჭდები, რომელიც ამჟამად სუს-ში მუშაობს, ემთხვევა წარსულში ჩადენილ დანაშაულში ბრალდებულის თითის ანაბეჭდს, ეს კი, პარტიის მტკიცებით, საგამოძოებო უწყებებმა დამალეს. შვილისთვის წაყენებული ბრალდების გამო, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. ირაკლი სესიაშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრს ცრუ დასმენაში ადანაშაულებს. 
წაკითხვა
ასტონი ტრენგა - იმედი მაქვს, საქართველოს სასამართლო სისტემა და პარლამენტი რეფორმების პროცესს შეუფერხებლად გააგრძელებს
გამოქვეყნებულია: 2017-04-28 13:47:00
აშშ-ის ფედერალური მოსამართლე, ვირჯინიის აღმოსავლეთი ოლქში საოლქო სასამართლოს მოსამართლე ასტონი ტრენგას განცხადებით, მოსამართლეთა ასოციაციების საერთაშორისო კონფერენცია მნიშვნელოვანია.როგორც  ასტონი ტრენგამ განაცხადა, სასამართლო სისტემის გაცნობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი კონფერენცია იმართება.მისივე თქმით, ღონისძიების მონაწილეებს ამერიკის ფედერალური სასამართლოს გამოცდილება გააცნო და მოისმინა სხვა ქვეყნების გამოცდილებაც."კონფერენციაზე საქართველოს გამოცდილებასაც გავეცანი და იმედი მაქვს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა და პარლამენტი რეფორმების პროცესს შეუფერხებლად გააგრძელებს“, - განაცხადა ასტონი ტრენგამ.
წაკითხვა

უახლესი