საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ოთარ კახიძეს სასამართლომ 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და იარაღის ტარების უფლება ერთი თვით ჩამოართვა
განახლებულია: 2017-07-26 14:00:00
საქალაქო სასამართლომ ადგილზე თათბირით მიიღო გადაწყვეტილება და ოთარ კახიძე სამართალდამრღვევად ცნო. დეპუტატს 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და ერთი თვის ვადით იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვა. 23 ივლისს ოთარ კახიძეს საპროტესტო აქციაზე თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, რის საფუძველზეც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველომ მის წინაამღდეგ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. „მანიფესტაციის შესახებ კანონის“ დარღვევა ითვალისწინებს გაფრთხილებას ან ჯარიმას. ოთარ კახიძე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ გეგმავს. "სასამართლომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის ჩემი შეფასებით ასევე სამართლიანი. როგორც კი გადმომცემენ დადგენილებას, დავემორჩილები მას"., - აღნიშნა დეპუტატმა.
წაკითხვა
საქალაქო სასამართლოში ოთარ კახიძის წინააღმდეგ შედგენილ ადმინისტრაციულ სარჩელზე მსჯელობა იწყება
გამოქვეყნებულია: 2017-07-26 13:58:00
საქალაქო სასამართლოში ოთარ კახიძის წინააღმდეგ შედგენილ ადმინისტრაციულ სარჩელზე მსჯელობა იწყება. 23 ივლისს, ოთარ კახიძეს საპროტესტო აქციაზე თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, რის საფუძველზეც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველომ მის წინაამღმდეგ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. „მანიფესტაციის შესახებ კანონის“ დარღვევა ითვალისწინებს გაფრთხილებას ან ჯარიმას. პარლამენტის დეპუტატი ამბობს, რომ სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას დაემორჩილება, რადგან მისი თქმით, ეს კანონის შესაბამისი იქნება. "სასამართლოს ორი გზა აქვს - ჯარიმა ან შენიშვნა. მე არ ვაპირებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას, ეს იქნება კანონთან შესაბამისი გადაწყვეტილება. ვაღიარებ, რომ აქციაზე იარაღი არ უნდა წამეღო, ეს ჩენი წინდაუხედავობით მოხდა. მოვუწოდებ ყველას, რომ აქციაზე არ წაიღონ იარაღი", - აღნიშნა დეპუტატი.
წაკითხვა
საქართველოს მთავრობასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის შეთანხმება გაფორმდა
გამოქვეყნებულია: 2017-07-26 12:36:00
საქართველოს მთავრობასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმება მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და სასამართლოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი მანდატის ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობას ითვალისწინებს. დოკუმენტს ხელი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სამდივნოს ხელმძღვანელმა მოაწერეს. უცხოეთიდან ჩამოსული დელეგაცია ორდღიანი ვიზიტით იმყოფება საქართველოში და ისინი ქვეყანას ხვალ დატოვებენ. 
წაკითხვა
დიდუბეში საცხოვრებელი კორპუსის კედლის ჩამონგრევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-07-26 10:37:00
დიდუბეში საცხოვრებელი კორპუსის კედლის ჩამონგრევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.დიდუბეში, წერეთლის ქუჩის 35-37 ნომერში კედლის ჩამონგრევის შედეგად ერთი მუშა გარდაიცვალა.როგორც საზოგადოებრივის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, იტალიურ ეზოში ავარიული კორპუსის დემონტაჟის დროს კედელი ჩამოიშალა და მასში სამი მუშა მოჰყვა. როგორც საზოგადოებრივს სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულთაგან ორი ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ერთი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში. 
წაკითხვა
ოთარ კახიძე აქციაზე იარაღით მისვლის ფაქტზე გამოკითხეს - რა სანქცია დაეკისრება დეპუტატს
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 20:19:00
დეპუტატი ოთარ კახიძე აღიარებს შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონი დაარღვია. იმის გამო, რომ კვირას გამართულ აქციაზე კახიძე იარაღით იმყოფებოდა, მას დღეს განმარტებების გაკეთება და პოლიციაში გამოკითხვაზე მისვლა მოუწია. ჯერჯერობით უცნობია, რა სანქცია დაეკისრება პროკურორის ყოფილ მოადგილეს. თავად „ევროპული საქართველოს“ წევრი განმარტავს, რომ იარაღის ტარება თავდაცვის მიზნით რამდენიმე თვის წინ დაიწყო. გურამ როგავა თემის დეტალებით.
წაკითხვა
მესამედ გამოცხადებული კონკურსი - სტრასბურგის სასამართლომ მოსამართლეობის მხოლოდ ერთი კანდიდატი მოიწონა
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 20:15:00
სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის შესარჩევად, იუსტიციის სამინიტროს ეროვნული კონკურსის გამოცხადება დღეს კიდევ ერთხელ, უკვე მესამედ მოუწია. ევროპულმა სასამართლომ ქართული მხარის მიერ წარდგენილი მხოლოდ ერთი კანდიდატი - ლადო ჭანტურია მოიწონა, ორი კი კონკურსს გამოეთიშა. რატომ ვერ მოხერხდა წელიწად-ნახევრის განმავლობაში შესაფერისი კანდიდატურის შერჩევა - არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევროსასამართლოში მხოლოდ ხელისუფლებისთვის მისაღებ კანდიდატებს წარადგენენ, რის გამოც სიები უკან ბრუნდება. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს უარი არა პირების კომპეტენციამ, არამედ არასაკმარისმა გამოცდილებამ გამოიწვია, რასაც გაითვალისწინებენ. რატი ხვისტანი თემის დეტალებით. 
წაკითხვა
პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსისა და ბრალდებული დეკანოზის მეგობრის დაკითხვა სასამართლოზე - რვასაათიანი პროცესის დეტალები
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 20:05:00
ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი და დეკანოზ გიორგი მამალაძის ის მეგობარი დაკითხეს, რომელმაც დეკანოზის დაკავებამდე ნახა. ბრალდების მხარის ინფორმაციით, სოსო ოხანაშვილის ჩვენებამ დაადასტურა, რომ ის შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ მოქმედებდა. თუმცა, განსხვავებულ განცხადებას აკეთებენ ადვოკატები. რაც შეეხება ტარას შავშიშვილს, პროკურორების მტკიცებით, დაკავებამდე გიორგი მამალაძეს მან გარკვეული ნივთები გადასცა, თუმცა მოწმე ამბობს, რომ კანონსაწინააღმდეგო დეკანოზისთვის არაფერი მიუცია. თეონა ხუბულავა რვასაათიანი პროცესის დეტალებით.
წაკითხვა
ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა 28 ივლისს გაგრძელდება
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 19:50:00
ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროცესზე ორი მნიშვნელოვანი მოწმე დაიკითხა, რის შემდეგაც, წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს. დაცვის მხარის უზრუნველყოფით, პროცესზე „სკაიპის“ მეშვეობით ჩვენება მისცა პატრიარქის დაცვის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა სოსო ოხანაშვილმა. მის დაკითხვაში დაცვისა და ბრალდების მხარემ მიიღო მონაწილეობა. მხარეებმა ჩვენების შემდეგ ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები გააკეთეს. როგორც პროკურორებმა განმარტეს, სოსო ოხანაშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ მას ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა შორენა თეთრუაშვილის მიმართ და მისი თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით პატრიარქისთვის არაერთხელ მიუმართავს. „მიუხედავად იმისა, რომ ოხანაშვილი არის ბრალდებულის თანამოაზრე, მანაც ვერ დამალა სიძულვილი და მტრული განწყობა შორენა თეთრუაშვილის მიმართ“, - განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა. ასევე, პროკურორებმა განმარტეს, რომ ბრალდებულს შორენა თეთრუაშვილის მოშორება სურდა, ამაზე თავად ოხანაშვილიც იყო ინფორმირებული. რაც შეეხება ადვოკატებს, მათ განმარტეს, რომ სოსო ოხანაშვილის ჩვენების მიხედვით, პატრიარქმა რამდენჯერმე მიიღო შორენა თეთრუაშვილის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება, თუმცა მეუფეების ჩარევის შემდეგ, პოზიცია შეიცვალა. დღესვე, დაიკითხა ბრალდებულის მეგობარი, საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი და 53-ე სკოლის ყოფილი დირექტორი ტარას შავშიშვილი. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ მას შეხვდა დაკავებამდე დეკანოზი. ორივე მხარემ განმარტა, რომ მოწმემ ბრალდებულს გამგზავრებამდე გადასცა საიდენტიფიკაციო ბარათი და ღვინო. ამას გარდა, ადვოკატების თქმით, პროცესზე საკმაოდ ბევრი კითხვა დაუსვეს მოწმეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გადასცა მან დამატებით ბრალდებულს. პროკურორებს არ განუმარტავთ, რა იყო მსგავსი ტიპის კითხვის მთავარი საფუძველი. მათ აღნიშნეს, რომ ტარას შავშიშვილი არ იყო გულწრფელი და უნდობლობა გამოუცხადეს საკუთარ მოწმეს. პროცესზე ასევე გამოიკვლიეს წერილობითი მტკიცებულებები. „ციანიდის საქმეზე“ მორიგი სასამართლო სხდომა 28 ივლისს ჩაინიშნა.
წაკითხვა
გედევან ფოფხაძე - ​საერთო სასამართლოებში არსებულ ვითარებაზე ანალიზის მოსამზადებლად, უმრავლესობა საია-ს ანგარიშს გამოიყენებს
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 18:22:00
​საერთო სასამართლოებში არსებულ ვითარებაზე ანალიზის მოსამზადებლად, უმრავლესობა საია-ს ანგარიშს გამოიყენებს, - ეს განცხადება გედევან ფოფხაძემ გააკეთა. საია-მ დღეს სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა. ანგარიშში განხილულია 2000 სისხლის სამართლის საქმე 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე პერიოდში. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საერთო სასამართლოების სისტემაში არსებულ დარღვევებზე მიუთითებს, რომელიც, ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში გამოვლინდა. ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად გამამტყუნებელი განაჩენების სიმრავლე და ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მასობრივად გამოყენება სახელდება. საია ასევე მიუთითებს, რომ სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ზემოქმედების ფაქტები, რომლებზეც დაკავებულები მიუთითებენ, ძირითადად, რეაგირების გარეშე რჩება. ორგანიზაცია შესაბამის უწყებებს ხარვეზების აღმოფხვრისკენ მოუწოდებს. 
წაკითხვა
რა ჩვენება მისცა სასამართლოს პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 18:18:00
სოსო ოხანაშვილის დაკითხვა დასრულდა. რა ჩვენება მისცა სასამართლოს პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა - ადვოკატები და პროკურორები განსხვავებულ კომენტარებს აკეთებენ. ოხანაშვილის დაკითხვა დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. თეონა ხუბულავა დეტალებით.
წაკითხვა
სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან მოსამართლის წარსადგენად კონკურსი მესამედ გამოცხადდა
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 18:03:00
უპრეცედენტო შემთხვევა - სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან მოსამართლის წარსადგენად კონკურსი მესამედ გამოცხადდა. არებული სამი კანდიდატიდან მომდევნო ეტაპზე მხოლოდ ლადო ჭანტურიია გადავიდა. ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში ის შესაფერის კანდიდატად მიიჩნიეს. იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ევროპულმა სასამართლომ დანარჩენი ორი კანდიდატიც პოზიტიურად შეაფასა, თუმცა ისინი არასაკმარისი გამოცდილების მიზეზით, კონკურსს გამოეთიშნენ.რატი ხვისტანი დეტალებით.
წაკითხვა
პროკურორი - ოხანაშვილი, შავშიშვილი და დეკანოზი კონსპირაციულ შეხვედრებს მართავდნენ, სადაც საპატრიარქოდან თეთრუაშვილის ჩამოშორების საკითხს განიხილავდნენ
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 17:17:00
ე.წ. ციანიდის საქმეზე პატრიარქის ყოფილი დაცვის უფროსის სოსო ოხანაშვილის დაკითხვა დასრულდა. სოსო ოხანაშვილი "სკაიპით" დაიკითხა. როგორც საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა აღნიშნა, დაკითხვის დროს ოხანაშვილმა ვერ დამალა სიძულვილი და მტრული დამოკიდებულება შორენა თეთრუაშვილის მიმართ. ​"ოხანაშვილი ეცადა, რომ ბრალდებულისთვის რაღაც გარემოებები შეენიღბა, თითქოს დეკანოზს არ ჰქონდა ცუდი ურთიერთობა შორენასთან, თუმცა ვერ უარყო ის ფაქტი, რომ სიძულვილი და მტრულად განწყობილი იყვნენ შორენას მიმართ. უფრო მეტიც, იმართებოდა შეხვედრები, სადაც ​კონსპირაციულად სოსო ოხანაშვილი, ბრალდებული მამალაძე და ტარას შავშიშვილი განიხილავდნენ შორენა თეთრუაშვილის ჩამოშორების საკითხს საპატრიარქოდან. მას ადარებდნენ კიბოს მეტასტაზს, რომელიც იყო მოსაშორებელი. აი, ამ ეპითეტს ხმარობდნენ თეთრუაშვილის მიმართ და ყველანაირი გზით ცდილობდნენ მის ჩამოშორებას. როგორც სასამართლო განხილვებით დადასტურდა, როდესაც მიზანს ვერ მიაღწია ბრალდებულმა მან ყველაზე რადიკალური მეთოდი აირჩია და დაიწყო მზაობა თეთრუაშვილის მკვლელობისთვის. სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან ციანიდი და დანაშაულებრივ განზრახვის სისრულის მოყვანა გერმანიაში გადაწყვიტა", - განაცხადა პროკურორმა. მისივე თქმით, ოხანაშვილის დაკითხვით დადასტურდა, რომ ვერანაირად ვერ მოიშორეს შორენა, ვერ შეძლეს თანამდებობიდან ჩამოშორება და საპატრიარქოდან გაძევება. "სოსო ოხანაშვილმა თქვა, რომ ​არაერთხელ იყო თხოვნა პატრიარქთან, რომ როგორმე იქნებ ჩამოეშორებინათ შორენა საპატრიარქოდან და თანამდებობიდან", - განაცხადა ოხანაშვილმა. რაც შეეხება სოსო ოხანაშვილის მხრიდან ქვეყნის დატოვების საკითხს, პროკურორის თქმით ვერავის აუკრალავდნენ ქვეყნიდან გასვლას. მისივე თქმით, ამ ეტაპზე არც თავად სოსო ოხანაშვილის და არც სხვა პირების ბრალეულობა არ იკვეთება.
წაკითხვა
ანა ნაცვლიშვილი - ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ მორიგ კონკურსს ეფექტი არ ექნება, თუ კომისია ხელისუფლების სხვადასხვა შტოების კანდიდატებით დაკომპლექტდება
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 16:33:00
ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ მორიგ კონკურსს ეფექტი არ ექნება, თუ კი კომისია, ხელისუფლების სხვადასხვა შტოების კანდიდატებით, კვლავ უმრავლესობით დაკომპლექტდება, -ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომელიც სპეციალური სამთავრობო კომისიის წევრი იყო. მისი თქმით, ის, რომ ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შემადგენლობა სტრასბურგმა კვლავ დაიწუნა, ქვეყნის იმიჯისთვის საზიანოა."სამთავრობო კომისიამ მეორედაც ვერ შეასრულა მისთვის დაკისრებული მისია. კვლავ გაიგზავნა სია, რომელიც საუკეთესო კანდიდატებით არ იყო დაკომპლექტებული. ევროსასამართლოში ხელისუფლებისთვის მისაღები კანდიდატების სია გაიგზავნა. ეს ამბავი არ იქნებოდა დამაზიანებელი ქვეყნის იმიჯისთვის, კონკურსში რომ მიეღოთ მონაწილეობა ძალიან მაღალი კვალიფიკაციის იურისტებს. მოხდა პროცესის ინსტრუმენტალიზაცია და რეალურად კომისიის მიზანი არ იყო საუკეთესო კანდიდატების შერჩევა", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. საია-ს თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად კონკურსი ჩატარდება. "ამ კონკურსს არანაირი ეფექტი არ ექნება, თუ კომისია კვლავ უმრავლესობით დაკომპლექტდება სხვადასხვა სახელისუფლებო შტოს წარმომადგენლების მხრიდან. პრობლემა არ არის იმაში, რომ საქართველოში არ არიან კვალიფიციური იურისტები, არამედ პრობლემა იმაშია, რომ კომისია არ არჩევს ამ ადამიანებს, არჩევს მხოლოდ ხელისუფლებისთვის მისაღებ კანდიდატებს. ასეთი მიდგომით, ჩვენ მესამედაც, მეოთხედაც და მეათედაც დაგვიბრუნდება სიები", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.მისი თქმით, ადამიანს, რომელიც ევროსასამართლოს მოსამართლეობისთვის იბრძოლებს უნდა ჰქონდეს ხანგრძლივი და სოლიდური გამოცდილება და პირუთვნელი რეპუტაცია. "საქართველოში შესაძლებელია ძალიან ძლიერი კანდიდატების არჩევა", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
წაკითხვა
ოთარ კახიძე - პოლიციამ პროფესიონალურად იმუშავა და ოქმი შეადგინა
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 16:21:00
ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში დეპუტატ ოთარ კახიძის გამოკითხვა დასრულდა. დეპუტატის განცხადებით, პოლიციამ პროფესიონალურად იმუშავა და შეადგინა ოქმი. როგორც "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, აცნობიერებს, რომ წინდაუხედაობა გამოიჩინა, კანონი დაარღვია, რაზეც სამართალდამცველებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. "პარლამენტის წევრობა არ უნდა ათავისუფლებდეს არავის პასუხისმგებლობისგან. მიუხედავად იმისა, რომ იარაღის ტარების უფლება მაქვს, იარაღი აქციაზე არ უნდა მქონოდა",-ამბობს დეპუტატი.აქვე, დეპუტატი "საზოგადოებრივთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ იარაღს 2016 წლის 3 დეკემბრიდან ატარებს, რადგან თავს დაუცველად გრძნობს."პირადად ჩემ მიმართ რამე მუქარა არ ყოფილა, ასეთს ვერ ვიხსენებ. რაც შეეხება იმას, ზოგადად რატომ ვატარებ იარაღს, მიზეზი არის ის, რომ სამწუხაროდ, არ არიან დაცული ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის პოლიტიკოსებიც, ძალადობისგან. ერთ წელზე მეტი გავიდა კორცხელის ძალადობიდან, რომლის არც დამკვეთი და არც შემსრულებელი დღემდე არ არის დასჯილი, მიუხედავად იმისა, რომ იქ დეპუტატებსაც და ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც უმოწყალოდ გაუსწორდნენ, მათ შორია კასტეტებით, რკინის ჯოხებით.  დეპუტატ გივი თარგამაძის აფეთქება, ტერორისტული აქტი არის დღემდე გაუხსნელი და არ არიან პირები დასჯილნი. ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმა, ასევე გამოუძიებელია. ეს მაგალითები იმიტომ მოვიყვანე, რომ  არ მეხალისება იარაღის ტარება, ეს საკმაოდ მძიმეა, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი რეალობა გვაქვს ქვეყანაში",-განაცხადა გამოკითხვის შემდეგ ოთარ კახიძემ.
წაკითხვა
საია საერთო სასამართლოების სისტემაში არსებულ დარღვევებზე მიუთითებს
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 16:09:00
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია გამართა. ანგარიშში განხილულია 2000 სისხლის სამართლის საქმე 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე პერიოდში. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საერთო სასამართლოების სისტემაში არსებულ დარღვევებზე მიუთითებს, რომელიც, ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში გამოვლინდა. ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად გამამტყუნებელი განაჩენების სიმრავლე და ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მასობრივად გამოყენება სახელდება. საია ასევე მიუთითებს, რომ სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ზემოქმედების ფაქტები, რომლებზეც დაკავებულები მიუთითებენ, ძირითადად, რეაგირების გარეშე რჩება. ორგანიზაცია შესაბამის უწყებებს ხარვეზების აღმოფხვრისკენ მოუწოდებს.
წაკითხვა
ლადო ჭანტურია სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობისთვის ბრძოლას აგრძელებს
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 16:06:00
ლადო ჭანტურია სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობისთვის ბრძოლას აგრძელებს. ის კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადადის. ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში ჭანტურია შესაფერის კანდიდატად მიიჩნიეს. იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ ევროპულმა სასამართლომ დანარჩენი ორი კანდიდატიც პოზიტიურად შეაფასა, თუმცა ისინი, არასაკმარისი გამოცდილების მიზეზით, კონკურსს გამოეთიშნენ. რატი ხვისტანი მუშაობს თემაზე.
წაკითხვა
ე.წ. ციანიდის საქმეზე სოსო ოხანაშვილი დისტანციურად იკითხება, სასამართლოს კითხვებს უკვე უპასუხა დეკანოზ გიორგი მამალაძის მეგობარმა
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 16:02:00
სოსო ოხანაშვილის პირველი ჩვენება სასამართლოს - პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი
წაკითხვა
მთავარ პროკურატურაში აფგან მუხტარლის მეუღლის გამოკითხვა დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 16:01:00
მთავარ პროკურატურაში აფგან მუხტარლის მეუღლის გამოკითხვა დასრულდა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა მთავარ პროკურატურაში ხუთი საათის განმავლობაში იკითხებოდა. მუსტაფაევამ გამომძიებელს მოუყვა, თუ რა ვითარებაში გაუჩინარდა მისი მეუღლე და ასევე, რა ინფორმაციები აქვს ამ საქმეზე. მუსტაფაევამ და მისმა ადვოკატმა გამოძიებისგან მოითხოვეს, დაინტერესდეს პროკურატურა, როგორ მოხდა პასპორტის გარეშე აფგან მუხტარლის საზღვარზე გადაყვანა, ასევე რატომ არ მოხდა კონტროლი და დადგინდეს, ვინ არის ის ხუთი საეჭვო პიროვნება, რომელთა ფოტოებიც არსებობს საქმეში. ამასთან, ლეილა მუსტაფავე აცხადებს, რომ გაუგებარია, რატომ არის წაშლილი სათვალთვალო კამერების ის ჩანაწერები, სადაც ასახული უნდა ყოფილიყო მუხტარლის გადაადგილება. მისივე თქმით, ათ დღეში იქნება ცნობილი, რამდენად ობიექტურად და ეფექტურად მიმდინარეობს პროკურატურის მიერ მუხტარლის საქმეზე გამოძიება.საქმეზე გამოძიება თავისულების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს. გამოძიებას შსს აწარმოებდა, თუმცა 20 ივლისის შემდეგ საქმე მთავარმა პროკურატურამ გადაიბარა.მუსტაფაევა დღეს დამატებით გამოიკითხა. მას ამ საქმეზე ჩვენება აქვს მიცემული პოლიციის განყოფილებაში, როდესაც თავდაპირველად საქმეზე გამოძიება დაიწყო.
წაკითხვა
ოთარ კახიძე გამოკითხვაზე იმყოფება
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 15:24:00
„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ოთარ კახიძე აღმაშენებლის გამზირზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გამოცხადდა. ის რამდენიმე დღის წინ, აქციაზე იარაღით მისვლის ფაქტთან დაკავშირებით გამოიკითხება. დეპუტატი აღიარებს, რომ მანიფესტაციაზე იარაღით მისვლა მისი შეცდომა იყო და ამბობს, რომ პოლიცია კანონის შესაბამისად ახდენს რეაგირებას. „მე, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, მივედი გამოკითხვაზე და პოლიციას მივაწვდი ინფორმაციას. რაც შეეხება მტკიცებულებებს, მტკიცებულება არის მხოლოდ ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია და მე, რა თქმა უნდა, ვიტყვი სიმართლეს, რაც რეალურად იყო. იარაღი ნამდვილად ცეცხლსასროლი იყო, კანონიერად გაფორმებული", - განაცხადა კახიძემ განყოფილებაში შესვლის წინ. დეპუტატის თქმით, იცოდა, რომ მანიფესტაციაზე იარაღით მისვლა კანონდარღვევა იყო. „წინადედულობა უნდა გამომეჩინა. მანქანაში ვერ დავტოვე, მძღოლთან ერთად არ ვიყავი, მანქანაში დატოვება სარისკოა, შეიძლება გატეხონ, თუმცა ეს იყო ნამდვილად შეცდომა, რომელიც დავუშვი", - განუცხადა ჟურნალისტებს გამოკითხვაზე შესვლამდე ოთარ კახიძემ. პოლიციის სამმართველოში დეპუტატი იარაღის გარეშე მივიდა.როგორც საზოგადოებრივს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის პოლიციის სამმართველომ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლისა და 239 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე.შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დეპუტატის გამოკითხვის შემდეგ, შედგება ოქმი, რომელიც სასამართლოში გადაიგზავნება. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილ
წაკითხვა
პროკურორი - ტარას შავშიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის მეგობარი და დაინტერესებული პირია
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 14:00:00
პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით, ტარას შავშიშვილი, რომელიც დღეს ე.წ. ციანიდის საქმის განხილვისას დაიკითხა, ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის უახლოესი მეგობარია და ის დაინტერესებული პირია. „ტარას შავშიშვილი ბრალდებულის უახლოესი მეგობარი და მასთან დაკავშირებული პირია. ისინი ერთად განიხილავდნენ სხვადასხვა სტრატეგიულ პირკამპანიას, მათ შორის, სხვადასხვა სასულიერო პირების დისკრედიტაციას. ის დაინტერესებული პირია. სასამართლო სხდომაზე მან არ დამალა და თქვა, რომ გული შესტკივა გიორგი მამალაძეზე და სურს, რომ ის გამართლდეს ის. შესაბამისად, აკეთებდა მისთვის სასარგებლო ინფორმაციის ტირაჟირებას. თუმცა, ასეთმა მოწმემაც კი ვერ დამალა, რომ გიორგი მამალაძეს და შორენა თეთრუაშვილს ჰქონდათ არასახარბიელო ურთიერთობა, იყვნენ დაპირისპირებული ერთმანეთთან და თავისებურად ხსნის, რომ შორენა თეთრუაშვილი ქონებრივ საკითხებს რადგანაც წყვეტდა, აქედან გამომდინარე იყო მათ შორის ურთიერთობა დაძაბული. თუმცა, მისი ჩვენების სანდოობის კუთხით, გავაკეთებ კიდევ ერთ განცხადებას, რომ თავად არ მალავს, რომ ცეცხლსასროლ იარაღს ინახავდა სახლში“, - აღნიშნა პროკურორმა.ზვიად გუბელაძის თქმით, მოწმემ განაცხადა რომ ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ აქვს არანაირი ინტერესი ცეცხლსასროლი იარაღისადმი და ბრალდების მხარემ საიდან მოიტანა ეს, არ იცის. „რეალობა ის არის, რომ არც დაცვის მხარე და არც ბრალდებული უარყოფს, რომ ის იარაღს ინახავდა. კიდევ ერთხელ წარმოჩნდა, რომ მოწმე არის დაინტერესებული და ყველანაირად ცდილობს, გამართლდეს გიორგი მამალაძე“ - განაცხადა პროკურორმა. მისივე თქმით, არსებობს მტკიცებულებები, რომ ტარას შავშიშვილი დაინტერესებული იყო სხვადასხვა სტატიების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ეს არის სნოს წყალთან დაკავშირებული სტატია. „მისი მომზადებულია სტატია მის მიერ არის გადაცემული ჟურნალისტისთვის და სხვა ახელი და გვარით არის მომზადებული. მან ამასთან დაკავშირებით იცრუა. მოწმე არ არის გულწრფელი და არ მოგვახსენა ზუსტად, რა გადასცა, კონსპირაციულ ვითარებაში, როდესაც შეხვდა გიორგი მამალაძეს, რა ნივთიერებები გადასცა, მხოლოდ ის
წაკითხვა

უახლესი