საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

საკონსტიტუციო სასამართლო რელიგიური კონფესიების სარჩელს განიხილავს - როგორია მხარეთა პოზიციები
განახლებულია: 2017-03-24 20:30:00
მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათების გარშემო დავა სამართლებრივ სივრცეში ინაცვლებს. რელიგიური კონფესიების სარჩელის ერთი ნაწილი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო. მოსარჩელეები საგადასახადო კოდექის იმ ნაწილს აპროტესტებენ, რომლის მიხედვით, მართლმადიდებელი ეკლესია რამდენიმე გადასახადისგან გათავისუფლებულია. თუმცა კანონში დისკრიმინაციის ნიშნებს ვერ ხედავს საპატრიარქო, რომელიც სარჩელის ავტორებს სახელმწიფოსთან დადებულ შეთანხმებაზე მიუთითებს. 
წაკითხვა
ბრალდებული დეკანოზის ადვოკატების სააპელაციო საჩივარი - რას ითხოვს დაცვის მხარე
განახლებულია: 2017-03-24 12:05:00
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის ადვოკატებმა  პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება  საპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.  საქალაქო სასამართლომ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც, დაცვის მხარე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე წმინდა სინოდის წევრების გამოკითხვას ითხოვდნენ.    გიორგი კობერიძე დეტალებით. 
წაკითხვა
ფოტოგრაფების საქმეზე დაკავებული დავით დევნოზაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
განახლებულია: 2017-03-24 16:15:00
ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებული შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდებულის ადვოკატის შუამდგომლობა   პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ. ადვოკატი დევნოზაშვილის 10 ათას ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდა. ბრალდებულმა კი განაცხადა, რომ  მიმალვას არ აპირებდა, ხოლო რაც შეეხება საქმეს, მას ფოტოგრაფებზე არანაირი ზეწოლა არ მოუხდენია, რაშიც მას ბრალდების მხარე ადანაშაულებს. მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გირაოთი შეცვლის საფუძველი არ არსებობს და არანაირი ახალი გარემოება არ გამოკვეთილა. მოსამართლემ განაცხადა, რომ არსებობს საფრთხე მტკიცებულებათა მოპოვებაზე ხელის შეშლასთან დაკავშირებით. სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე გაუთვალისწინებელი დარჩა დაცვის მხარის კიდევ ერთი შუამდგომლობა რომლითაც ადვოკატი კახა წერეთელი ითხოვდა ამ საქმესთან ერთად გაერთიანებულიყო ბათუმის საქმეც, რომელზეც გაზეთ "ბათუმელების" საქმეზე დევნოზაშვილს ასევე უფლებამოსილების გადამეტება ბრალდება. დაცვის მხარის ორივე შუამდგომლობის დაკმაყოფილება ბრალდების მხარეს, საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით მიზანშეუწონლად მიაჩნია. წინასასამართლო სხდომაზე გადაწყდა, რომ  საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყოს, რადგა​ნ წარდგენილი მტკიცებულებები შესაბამის სტანდარტს აკმაყოფილებს. შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილ უფროს დავით დევნოზაშვილთან ერთად
წაკითხვა
ედიშერ ქარჩავა:საჭიროების შემთხვევაში, სასულიერო პირები მზად არიან გამოძიებასთან ითანამშრომლონ
განახლებულია: 2017-03-24 12:07:00
სინოდის წევრებს ე.წ. ციანიდის საქმესთან შემხებლობა არ აქვთ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, სასულიერო პირები მზად არიან გამოძიებასთან ითანამშრომლონ,-  განცხადებას საპატრიარქოს იურისტი აკეთებს. ედიშერ ქარჩავას განმარტებით, საგამოძიებო უწყებამ მეუფე იაკობი, მეუფე თეოდორე და მამა მიქაელ ბოტკოველი უკვე დაკითხა. საპატრიარქოს იურისტი საქალაქო სასამართლოს მიერ დეკანოზის ადვოკატების შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობას სამართლიანს უწოდებს და აცხადებს, რომ დაცვის მხარის მოთხოვნა კანონმდებლობას არ შეესაბამებოდა. 
წაკითხვა
პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის წინასასამართლო სხდომის ერთი თვით გადავადებას მოითხოვს
გამოქვეყნებულია: 2017-03-24 18:04:00
საქართველოს მთავარი პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძის წინასასამართლო სხდომის ერთი თვით გადავადებას  ითხოვს. ამის შესახებ პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა.პროკურორი განმარტავს, რომ შესაბამისი ექსპერტიზები დიდი მოცულობისა და სირთულის გამო, ამ ეტაპზე არ არის დასრულებული.„საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე, წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების თაობაზე.მოცემულ საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის ბიოლოგიური, სამედიცინო, ქიმიური, ტოქსიკოლოგიური, ფონოსკოპიური, ჰაბიტოსკოპიური და კომპიუტერული ექსპერტიზები, რომლებიც დიდი მოცულობისა და სირთულის გამო, ამ ეტაპზე, არ არის დასრულებული"აცხადებს წიკლაური.მისივე თქმით, ექსპერტიზების დასრულების შემდეგ, საქმეზე ჩასატარებელია არაერთი შემხვედრი და აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება, ასევე, დასაკითხია არაერთი მოწმე. ვინაიდან, ამ ყველაფრის ჩატარება ვერ ესწრება სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება  გამოძიების ვადის და, შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის გონივრული ვადით - ერთი თვით გაგრძელების შესახებ. გამომდინარე აღნიშნულიდან, 2017 წლის  საქართველოს პროკურატურა მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს, წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების შესახებ“, - განაცხადა პროკურორმა. 
წაკითხვა
საკონსტიტუციო სასამართლო საპატრიარქოს ზოგიერთი საგადასახადო პრივილეგიის კონსტიტუციურობას განიხილავს
გამოქვეყნებულია: 2017-03-24 12:09:00
საკონსტიტუციო სასამართლო საპატრიარქოს ზოგიერთი საგადასახადო პრივილეგიის კონსტიტუციურობას განიხილავს. სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც საქართველოში მოქმედი რელიგიური კონფესიები ასაჩივრებდნენ საქართველოს საგადასახადო კოდექსით მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დადგენილ შეღავათებს  მოგების გადასახადთან, ქონების გადასახადთან  და დამატებითი ღირებულების გადასახადთან მიმართებით.  ნათია ქენქაძე დეტალებით. 
წაკითხვა
ბრალდებული დეკანოზის ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს - რას ითხოვს დაცვის მხარე
გამოქვეყნებულია: 2017-03-24 18:05:00
ბრალდებული დეკანოზის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს წნიდა სინდოსი წევრების დაკითხვის ნებართვისთვის მიმართავენ. დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომელმაც ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქმესთან მღვდელმთავრების კავშირს გამორიცხავს საპატრიარქოს იურისტი, თუმცა აცხადებს, რომ მეუფეები მზად არიან აუცილებლობის შემთხვევაში, გამოძიების კითხვებს პასუხი გასცენ. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ სინოდის რამდენიმე წევრი პროკურატურამ უკვე გამოკითხა. შოთაძის უწყება სასამართლოსაც მიმართავს. გამოძიებას წინასასამართლო სხდომის ერთი თვით გადადება უნდა. 
წაკითხვა
დაკავებული დეკანოზის ადვოკატი პროკურატურას გამოძიების განზრახ გაჭიანურებაში ადანაშაულებს
გამოქვეყნებულია: 2017-03-24 20:32:00
დაკავებული დეკანოზის ადვოკატი პროკურატურას გამოძიების განზრახ გაჭიანურებაში ადანაშაულებს. ამ ეჭვს დაცვის მხარეს საგამოძიებო უწყების დღევანდელი მიმართვა უმყარებს. პროკურატურა, დარჩენილი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გამო, წინასასამართლო სხდომის ერთი თვით გადავადებას ითხოვს. მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი დღის წესრიგიდან არ ხსნის მღვდელმთავრების დაკითხვის მოთხოვნასაც. მედიისთვის უკვე ცნობილია სინოდის იმ სამი წევრის ვინაობა, რომლებმაც ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურას ჩვენებები მისცეს.   
წაკითხვა
პაატა სალია : ყარამანიშვილები ტელეკომპანიის წილებს ვერავის გადაუფორმებენ
განახლებულია: 2017-03-24 16:26:00
„რუსთავი 2 ის“ კოლექტივის უარს ყარამანიშვილების შეთავაზებაზე და ალტერნატიულ შეთავაზებას ქიბარ ხალვაშის ადვოკატი ეხმაურება. როგორც მისი ინტერესების დამცველი პაატა სალია აცხადებს, იმის გამო, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეჩერებულია, ყარამანიშვილები ტელეკომპანიის წილებს ვერავის გადაუფორმებენ.  მხარე ამბობს, რომ შპს საქართველო მათი ინტერესის სფერო არ არის და   მფლობელების მიერ აღნიშნული შპს-ს წილების სხვისთვის  გადაცემა    არ გულისხმობს ტელეკომპანია რუსთავი 2 ის წილების გადაფორმებას. 
წაკითხვა
გიორგი მღებრიშვილი ბრიუსელში, ანალიტიკურ ინსტიტუტში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა
განახლებულია: 2017-03-24 12:29:00
გიორგი მღებრიშვილი სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ბრიუსელში, ანალიტიკურ ინსტიტუტს - „ევროპის პოლიტიკის ცენტრს“ეწვია და მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სიტყვით გამოსვლისას გიორგი მღებრიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ  რეფორმებზე ისაუბრა და  ევროინტეგრაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესი შეაჯამა. შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა ანალიტიკოსებისა და ჟურნალისტების შეკითხვებს   უპასუხა.  მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს რეფორმების გაცვლის მრავალმხრივი პანელის შექმნა შესთავაზა. 
წაკითხვა
ე.წ. ფოტოგრაფების საქმის ფიგურანტი ისევ ციხეში რჩება - დევნოზაშვილი თავს უდანაშაულოს მიიჩნევს
განახლებულია: 2017-03-24 20:36:00
ე.წ. ფოტოგრაფების საქმის ფიგურანტი ისევ ციხეში რჩება. მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება არ შეცვალა. კონტრდაზვერვის უფროსის ყოფილი მოადგილე, რომელსაც 6 წლის წინ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფოტორეპორტირებზე ზეწოლაში ედება ბრალი, საქმეს პოლიტიზებულად აცხადებს. თუმცა პროკურატურის გარდა დავით დევნოზაშვილის ბრალეულობას თავად დაზარალებულებიც ადასტურებენ.     
წაკითხვა
„აუდიტორია 115-ის” წევრი პოლიციის სამმართველოში გასაუბრებაზეა დაბარებული
გამოქვეყნებულია: 2017-03-24 10:11:00
სტუდენტური მოძრაობა ,,აუდიტორია 115-ის” წევრი გიორგი სოფრომაძე დღეს თბილისის პოლიციის სამმართველოში გასაუბრებაზეა დაბარებული. საქმე ,საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოიეში სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლების შეჭრას ეხება.   სოფრომაძე აცხადებს, რომ ის გასაუბრებაზე მისვლას ადვოკატთან ერთად აპირებს. პარალელურ რეჟიმში კი თბილისის პოლიციის სამმართველოს შენობასთან ,,აუდიტორია 115”-ის წევრები შეიკრიბებიან. გიორგი სოფრომაძის განცხადებით, არ არის გამორიცხული,  გასაუბრებაზე სტუდენტური მოძრაობის სხვა წევრებიც დაიბარონ. ,,აუდიტორია 115”-ის წევრები ,საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოიეში 9 თერებვალს შემოიჭრნენ და პირდაპირი ეთერი მოითხოვეს. მათ მაუწყებელმა საეთერო დრო დაუთმო და სტუდენტური მოძრაობის წევრებმა მანიფესტი წაიკითხეს. 
წაკითხვა
IDFI -სა და MDF-ის საკონსტიტუციო სარჩელების განხილვა - რას ითხოვენ არასამთავრობოები
გამოქვეყნებულია: 2017-03-24 12:16:00
საკონსტიტუციო სასამართლოში ორი არასამთავრობო ორგანიზაციის : „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“ და „მედიის განვითარების ფონდის“ კონსტიტუციურ სარჩელებზე საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. მოსარჩელე კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს ადმინისტრაციული კოდექსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის იმ მუხლებს, რომლის მიხედვითაც, საერთო სასამართლოებში ღია პროცესებზე მიღებული გადაწყვეტილებები დაინტერესებულ მხარეებს პერსონალური მონაცემების დაფარვით მიეწოდება, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ ინფორმაციის თავისფლად მიღების უფლებას, რადგან,  მათი აზრით, საჯარო სხდომაზე ისედაც ხდება ყველა პერსონალური მონაცემის ღია განხილვა და  აზრს მოკლებულია იმ ინფორმაციის დამალვა, რომელიც უკვე საჯაროდ გაჟღერდა.  დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელსაც მოუსმენენ .
წაკითხვა
„აუდიტორია 115-ის“ წევრი სსმ-ის შენობაში შეჭრის ფაქტზე ჩვენების მიცემას მხოლოდ სასამართლო პროცესზე აპირებს
განახლებულია: 2017-03-24 16:30:00
„აუდიტორია 115-ის“ წევრმა გიორგი სოფრომაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში შეჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას ჩვენების მიცემაზე უარი განუცხადა. სოფრომაძის და მისი ადვოკატის განცხადებით, ისინი ჩვენებას მხოლოდ სასამართლოში პროცესზე მისცემენ, რომლის  თარიღიც ამ ეტაპზე უცნობია. რაც შეეხება ბრალდებას, არსებული ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში შეჭრის ფაქტზე „აუდიტორია 115-ის“ წევრების წინააღმდეგ საქმე ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით, 239-ე მუხლით არის აღძრული. საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში მოძრაობის წევრები 2017 წლის 9 თებერვალს პირდაპირი ეთერის მოთხოვნით შეიჭრნენ, ამ ფაქტის შემდეგ კი მათ ეთერი საინფორმაციო გამოშვება "მოამბემ" დაუთმო. 
წაკითხვა

უახლესი