საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

გურამ რჩეულიშვილი პროკურატურას ახალ წინადადებას სთავაზობს - იგი მზადაა, "ემ კვადრატთან" ითანამშრომლოს
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 20:15:00
გურამ რჩეულიშვილი პროკურატურას ახალ წინადადებას სთავაზობს. ,,ცენტრ-პოინტ აჭარის” დამფუძნებელი დღეს პირველად აცხადებს, რომ შეჩერებული მშენებლობების გაგრძელებით სამშენებლო კომპანია ,,ემ კვადრატია” დაინტერესებული. გირაოთი გათავისუფლებული რჩეულიშვილი მზადაა, რომ მაია რჩეულიშვილთან და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმების და დაზარალებულთა სრულად დაკმაყოფილების სანაცვლოდ, "ემ კვადრატთან" ითანამშრომლოს. თუმცა, თავად დეველოპერული კომპანია ჯერ დუმს. "ცენტრ-პოინტის" დაზარალებულები კი რჩეულიშვილის ინფორმაციას არ ენდობიან. 
წაკითხვა
„ცენტრ პოინტის“ ვალდებულებების შესრულებაში შესაძლოა M-კვადრატი ჩაერთოს
განახლებულია: 2017-08-21 18:18:00
„ცენტრ პოინტის“ ვალდებულებების შესრულებაში შესაძლოა კომპანია M-კვადრატი ჩაერთოს. ინფორმაციას გურამ რჩეულიშვილი ადასტურებს. კომპანიებს შორის მოლაპარაკება უკვე დაიწყო.კონკრეტულად რას გულისხმობს შესაძლო შეთანხმება. თეონა ხუბულავას პირდაპირი ჩართვა.
წაკითხვა
„ჯემ ფესტის“ ბილეთების კონტროლიორებმა კომპანია „არტ პლატფორმის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 17:27:00
„ჯემ ფესტის“ ბილეთების კონტროლიორებმა კომპანია „არტ პლატფორმის“ წინააღმდეგ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. სარჩელის სამართლებრივ მხარეზე საია-მ იზრუნა. მოსარჩელეებმა ცოტნე ვართაგავამ და ჯაბა გაბისონიამ პირველ არხს განუცხადეს, რომ მათ „ჯემ ფესტის“ ადმინისტრაციასთან ერთთვიანი ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული. მათი თქმით, თითოეულის ანაზღაურება 625 ლარს შეადგენდა, თუმცა უმეტესობას თანხა არ ჩაერიცხა, ზოგიერთებს კი მხოლოდ 100 ლარი დაერიცხათ ანგარიშზე. ბილეთების კონტროლიორებმა „ჯემ ფესტზე“ 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე იმუშავეს. თავდაპირველად, 60 ახალგაზრდა იყო დასაქმებული, საბოლოოდ კი 42 დარჩა.
წაკითხვა
თამარ ჟვანია და ცესკო-ს სხვა მოქმედი თუ ყოფილი წევრები სასამართლოში არ გამოცხადდნენ
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 15:03:00
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია და ცესკო-ს სხვა მოქმედი და ყოფილი წევრები თბილისის საქალაქო სასამართლოში არ გამოცხადდნენ და პროცესი 4 დეკემბრამდე გადაიდო.დაცვის მხარემ მიზეზად ცესკო-ში ჩანიშნული სხდომა დაასახელა. ბრალდების მხარემ მოითხოვა, არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დაცვის მხარე დაეჯარიმებინათ, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მოსარჩელეები სასამართლოში დავობენ, რომ 2016 წლის თებერვალში ჩატარებული კონკურსის დროს ცესკო-მ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებად მათ არჩევაზე უარი დისკრიმინაციული მოტივით (პროფესიული კავშირის წევრობის ნიშნით) უთხრა.
წაკითხვა
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს
განახლებულია: 2017-08-21 12:23:00
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია შოთაძის უწყებას კიდევ ერთხელ სთხოვს, უკრაინულ ვებ-გვერდზე გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. ბასილაია განმარტავს, რომ ამ მოთხოვნით, საგამოძიებო უწყებას მან ერთი კვირის წინ მიმართა. როგორც უფლებადამცველი ამბობს, მიმდინარეობს მუშაობა, რათა ადვოკატი ასევე ამბობს, ის უკვე მუშაობს იმაზე, რომ საერთაშორისო საექსპორტო ბიუროებმა ჩანაწერის ავთენტურობა დაადგინონ. ბასილაიას განცხადებით, ეს ჩანაწერი ხელისუფლების მხილებაა და საქმის გამოძიება მნიშვნელოვანია საერთაშორისო კუთხითაც, რადგან აღნიშნული ჩანაწერით ირკვევა, რომ ხელისუფლება პოლონეთის სეიმის წევრსაც უთვალთვალებს.
წაკითხვა
საია-ს ინფორმაციით, თამარ ჟვანია და ცესკო-ს სხვა მოქმედი და ყოფილი წევრები სასამართლოში მოწმის სტატუსით დაიკითხებიან
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 11:39:00
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია და ცესკო-ს სხვა მოქმედი და ყოფილი წევრები თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სტატუსით დაიკითხებიან, - ამის შესახებ პირველ არხს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან აცნობეს. საია-ს ინფორმაციით, 21 აგვისტოს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო განაგრძობს ცესკო-ს წინააღმდეგ „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული კავშირის“ 18 წევრის სარჩელის განხილვას. „აღნიშნულ სხდომაზე მოწმის სტატუსით დაიკითხებიან ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე და ყველა ის პირი, რომელიც 2016 წლის თებერვლის მდგომარეობით ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი იყო. მოსარჩელეები სასამართლოში დავობენ, რომ 2016 წლის თებერვალში ჩატარებული კონკურსის დროს ცესკო-მ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებად მათ არჩევაზე უარი დისკრიმინაციული მოტივით (პროფესიული კავშირის წევრობის ნიშნით) უთხრა. აღსანიშნავია, რომ ცესკო-მ მითითებულ კონკურსში „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული კავშირის“ არცერთი წევრი არ შეარჩია. ამასთან, ის პირი, რომელმაც კონკურსამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა პროფესიული კავშირი, არჩეულ იქნა კომისიის წევრად. მოსარჩელეების ინტერესებს სასამართლოში საია იცავს“, - აღნიშნულია საია-ს ინფორმაციაში. 
წაკითხვა
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 10:24:00
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული კ.ც. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 123 აბი და 5 ნატეხი „სუბოქსინი“, ასევე, 1 შეკვრად დაფასოებული, ჰეროინის შემცველი, კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკი ამოიღეს.ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით).
წაკითხვა
ბარათაშვილის ხიდთან ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-20 21:35:00
სამი ადამიანი დაშავდა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ბარათაშვილის ხიდთან ერთმანეთს BMW-სა და HONDA-ს მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ. მომხდარის შედეგად, ორივე ავტომობილის მძღოლი და ერთი მგზავრი დაშავდნენ. ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ჯგუფები იყვნენ მობილიზებული. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. 
წაკითხვა
მკვლელობა მთაწმინდაზე - მიხეილ იაშვილს პატიმრობა შეუფარდეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-19 20:15:00
ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ იაშვილს პატიმრობა შეუფარდეს. პროკურატურა მას კახა ძნელაძის განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებს, იაშვილი ადვოკატი კი ირწმუნება, რომ ბრალდების მხარეს სამხილები არ გააჩნია. დაკავებული ფიზიკურ შეურაცხყოფაზე ლაპარაკობს და ამბობს, რომ მას ბრალის აღიარებას აიძულებდნენ. პროკურატურა ამ ფაქტზე, თუკი მას მართლაც ჰქონდა ადგილი, სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს. 16 აგვისტოს მომხდარი მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 ოქტომბერს გაიმართება.
წაკითხვა
საქალაქო სასამართლო მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-08-19 15:23:00
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუმდგომლობა განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ მიხეილ ი.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების თაობაზე.საქმე ეხება,  2017 წლის 16 აგვისტოს,   ქ. თბილისში ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, ი.ძ.-ს  ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგში სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სასამართლომ მხარეთა განმარტებების მოსმენის, წარმოდგენილი მასალების,  შუამდგომლობის დასაბუთებულობის შესწავლისა და შემოწმების შედეგად მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძვლები. კერძოდ, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა.   სასამართლომ გაითვალისწინა ქმედების სპეციფიკა, გარემოებები, დამდგარი მძიმე შედეგი, ასევე,  ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებისათვის ხელშეშლის საფრთხეები და მიხეილ ი.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ  პატიმრობა შეუფარდა.  მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 5 ოქტომბერს 12:00 გაიმართება.აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 48 საათში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში.
წაკითხვა
მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-19 14:57:00
თბილისში, მთაწმინდაზე ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ იაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.მოსამართლემ მსუბუქი ღონისძიების გამოყენებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ბრალდებულმა კი სხდომაზე აღნიშნა, რომ ბრალს არ აღიარებს.როგორც ბრალდებულმა აღნიშნა, კახა ძნელაძის მკვლელობის დროს სახლში იმყოფებოდა და მოპედის ჩაფხუტში მოკლულის ცოლი მის ამოცნობას ვერ შეძლებდა, რადგან არც კი ყავდა ნანახი.ამასთან, ბრალდებულის თქმით, ის კახა ძნელაძეს იცნობდა და იცოდა, რომ ის დაავადებული იყო ჰეპატიტით. "ჩემს ცოლს ვუთხარი, რომ სანთელი დავანთოთ კახას სახელზეთქო. ვიცნობდი კახას და ვიცოდი, რომ ცუდად იყო C ჰეპატიტით. ჩემი მიმალვის საფრთხე არ არსებობს, ადრეც ვიყავი ბრალდებული და გირაო მქონდა. როცა საჭირო იყო, ვცხადდებოდი სასამართლოში", - განაცხადა იაშვილმა. ბრალდებულმა სხდომაზე მასზე განხორციელებულ ზეწოლაზეც ისაუბრა. როგორც მიხეილ იაშვილმა აღნიშნა, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ბრალის აღიარებას აიძულებდნენ. "წამიყვანეს და დამჭმუჭნეს. გამომძიებელი მეუბნებოდა დაიბრალე და რვა წელს მოგცემთ, მაგრამ ორ წელში გახვალო. რატომღაც კრიმინალურ ავტორიტეტად მომიხსენიებენ და წლების განმავლობაში მთხოვდნენ, ქვეყანა დამეტოვებინა. თუ რამე მოხდებოდა ჩავყავდი განყოფილებაში", - განაცხადა იაშვილმა.საქმის პროკურორმა კი აღნიშნა, რომ ბრალდებულის განცხადებაზე, სადაც ის ზეწოლაზე საუბრობს, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება. ამასთან, ბრალდების მხარე არ აკონკრეტებს რა მტკიცებულებები არსებობს ბრალდებულის ბრალის სამტკიცებლად საქმეში, მოკლულის მეუღლის ჩვენების გარდა, რომელიც ამბობს, რომ კახა ძნელაძის მკვლელობის ადგილზე მოპედის მძღოლი ჩაფხუტში ამოიცნო და ის მიხეილ იაშვილი იყო. ჭონქაძის ქუჩაზე, 16 აგვისტოს მომხდარი მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 ოქტომბერს ჩაინიშნა. 
წაკითხვა
საქალაქო სასამართლოში ჭონქაძის ქუჩაზე მოკლული კახა ძნელაძის მეუღლე მივიდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-19 12:46:00
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჭონქაძის ქუჩაზე მოკლული კახა ძნელაძის მეუღლე ვანდა იმნაძე მივიდა. ძნელაძის მეუღლე სხდომათა დარბაზში შესვლას ცდილობდა, სადაც მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ იაშვილს სასწრაფოს ექიმები სამედიცინო დახმარებას უწევენ. მანდატურის თანამშრომლებმა ვანდა იმნაძე დარბაზში არ შეუშვეს. ის სიტყვიერად დაუპირისპირდა ბრალდებულ მიხეილ იაშვილის ადვოკატს. "ამ მკვლელს როგორ იცავ. გულგაგლეჯილი მეუღლე მყავს სახლში. ეგ რომ გათავისუფლდეს ღორივით მოვკლავ", - ხმამაღალი შეძახილით მიმართავდა მოკლულის ცოლი ბრალდებულის ადვოკატს და ახლობლებს. მმოკლულის მეუღლე ჟურნალისტებს მიმართავს, რომ ფაქტებს ნუ ამახინჯებენ. მისი თქმით, მისმა მეუღლემ ბრალდებული იაშვილი წარსულში სცემა იმის გამო, რომ ტაქსებს ფულს ართმევდა და არა იმის გამო, რომ ტაქსის ბიზნესი ვერ გაიყვეს.მანდატურის სამსახურმა ვითარება განმუხტა. ვანდა იმნაძე სასამართლოს ეზოში რჩება. 
წაკითხვა
მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ იაშვილი სასამართლო სხდომაზე შეუძლოდ გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-19 12:23:00
თბილისის საქალაქო სასამართლოში მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ იაშვილი შეუძლოდ გახდა. პროცესი ახალი დაწყებული იყო, რა დროსაც ბრალდებულის ადვოკატმა საქმის პროკურორის აცილების შუამდგომლობა დააყენა. ამ შუამდგომლობის განხილვა ვერ მოესწრო, რადგან ბრალდებულმა თქვა, რომ შეუძლოდ არის. სასწრაფო დახმარების ბრიგადა სასამართლოში უკვე მივიდა. იაშვილი სასამართლო სხდომის დაწყებამდე ორჯერ გახდა ცუდად, ერთხელ დარბაზში მიყვანამდე და მეორედ დარბაზში შეყვანის შემდეგ. როგორც ცნობილია, 16 აგვისტოს, კახა ძნელაძის მკვლელობაში ბრალდებული პროტესტის ნიშნად მშრალ შიმშილობას აცხადებს. იაშვილი განზრახ მკვლელობის ბრალს არ აღიარებს. 
წაკითხვა
საგამოძიებო სამსახურმა GEM FEST ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებზე გამოძიება დაიწყო
განახლებულია: 2017-08-19 12:08:00
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა GEM FEST  ფარგლებში  შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან  დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.საგამოძიებო სამსახური ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს."ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,  2017 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე პერიოდში, შპს „არტ პლატფორმას“ მიერ  ჩატარებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის - GEM FEST  ფარგლებში  შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან  დაკავშირებით, დაიწყო  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის   მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით  (ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით,  დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების პროცესში, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, მოსამართლის განჩინებების და შესაბამისი დადგენილებების საფუძველზე, ამოღებულია GEM FEST-ის ორგანიზებასთან და ჩატარებასთან დაკავშირებული დოკუმენტები და ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს   ფესტივალის ორგანიზატორების და აღნიშნულ ღონისძიებაში ჩართული მეწარმეების გამოკითხვა.  გამოძიების პროცესში, 2017 წლის 18 აგვისტოს,  საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ,  მოწმის სტატუსით გამოიკითხა შპს „არტ პლატფორმას“ დირექტორი გიორგი სიგუა. მოპოვებული ინფორმაციის შესწავლისა და  ანალიზის საფუძველზე, ასევე მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით, გატარებული იქნება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. აღნიშნული საქმის მიმართ  საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით,  საგამოძიებო სამსახური საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ. ამასთან, საგამოძიებო სამსახური  გამოთქვამს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, კომპანიიდან ამოღებული კონკრეტული დოკუმენტაციის ასლები შპს „არტ პლატფორმას“ გადასცეს",-ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. 
წაკითხვა
მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მშრალ შიმშილობას აგრძელებს
განახლებულია: 2017-08-19 12:05:00
თბილისში, მთაწმინდაზე ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ იაშვილი პროტესტის ნიშნად, მშრალ შიმშილობას აგრძელებს და ბრალს არ აღიარებს, ამის შესახებ იაშვილის აღკვეთის ღონისძიების სხდომამდე ბრალდებულის ადვოკატმა დავით ცინცქილაძემ განაცხადა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დღეს სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, რომ მიხეილ იაშვილს ყველაზე მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება - გირაო შეეფარდოს. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ, მხოლოდ გარდაცვლილის ცოლის ჩვენება არსებობს, რომელიც ამბობს, რომ "მკვლელი მოტოციკლზე, ჩაფხუტით ამოიცნო, რაც ცრუ ჩვრნებაა". ამასთან, ადვოკატის თქმით, საქმეში არსებობს "ცრუ ოპერატიული ინფორმაცია". საქმის პროკურორის გია შაიშმელაშვილის განცხადებით, საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არსებობს, რითიც ბრალდებულის დანაშაული დასტურდება, თუმცა პროკურორს დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია.
წაკითხვა
მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე აცხადებს, რომ პოლიციის განყოფილებაში ცრუ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ
გამოქვეყნებულია: 2017-08-19 11:22:00
მთაწმინდის პოლიციის განყოფილებაში ცრუ ჩვენების მიცემას მაიძულებდნენ, თითქოს ჩემი ქმარი კახა ძნელაძის მკვლელობის დღეს, სახლიდან იყო გასული, - ამის შესახებ ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ იაშვილის მეუღლემ ჯულიეტა იაშვილმა სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.მისი თქმით, თუ კი აღნიშნულ ჩვენებას არ მისცემდა, ემუქრებოდნენ, რომ მეუღლეს 15-20 წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. ამასთან, ბრალდებულის მეუღლის თქმით, მას მოკლული კახა ძნელაძის ცოლი პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდა."ძნელაძის მკვლელობის დროს, ჩემი მეუღლე, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, სახლში იყო, რადგან წოლითი რეჟიმი აქვს. ამის მოწმეები არიან მეზობლები. არც ის არის მართალი, რომ ჩემ მეუღლეს ძნელაძესთან დაპირისპირება ჰქონდა ადრე. მიხეილ იაშვილი უდანაშაულოა. ის ერთი წლის წინ გათავისუფლდა და პოლიცია გამუდმებით აიძულებდა ქვეყნის დატოვებას მაგრამ ინვალიდია და შეუძლებელია გადაადგილება", - განაცხადა იაშვილის მეუღლემ. 
წაკითხვა
გიორგი სიგუა - სიმართლე გითხრათ, ვერ გავარკვიეთ, რასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება
გამოქვეყნებულია: 2017-08-18 21:25:00
ფინანსურ პოლიციაში რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ, „ჯემ ფესტის“ დამფუძნებელი გიორგი სიგუა აცხადებს, რომ ვერ გაიგო, რასთან დაკავშირებით დაიბარეს უწყებაში, ვინაიდან ძირითადი კითხვები ფესტივალის გეგმებსა და ფინანსურ დავალიანებებს ეხებოდა. სიგუას განცხადებით, ამ ვალებში საგანგაშო არაფერი არ არის. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მოწმის სტატუსით დაკითხეს, თუმცა კონკრეტულად რა საქმეზე, გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით, ამის შესახებ მისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. სიგუას ინფორმაციით, არც ფესტივალის და არც უშუალოდ მის წინააღმდეგ საჩივარი არ შესულა.„დეტალურად გამოგვკითხეს ყველა იმ დავალიანების შესახებ, რომელიც ჩვენ წინაშე აქვს სხვადასხვა კომპანიას და მისაღები გვაქვს თანხები. ასევე დეტალურად გამოგვკითხეს იმის შესახებ, თუ რა დავალიანებები გვაქვს ჩვენ და არაფერი უსაშველო არ არის არც ერთ მხარეს. გამოგვკითხეს იმის შესახებ, თუ როგორ ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას, რა თანხებთან არის დაკავშირებული, რას ვგეგმავთ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გვაქვს „ბლექ სი არენას“ წინაშე, რომ 31 ოქტომბრამდე იქ უნდა ჩავატაროთ ღონისძიება და აინტერესებდათ, ვაპირებთ თუ არა იქ რამის გაკეთებას. მათაც დავუდასტურეთ და თქვენც გეტყვით ამის შესახებ.გამოგვკითხეს, ვაპირებთ თუ არა „ჯემ ფესტ 2018“-ის გაკეთებას და ესეც დავადასტურეთ. გაირკვა ისიც, რომ არავინ არაფერში ბრალს არ გვდებს და არავინ არ გვიჩივის და როგორც ვიცი, გამოიკითხება ყველა, ვისაც კი რაიმე შეხება ჰქონია „ჯემ ფესტთან“ ფინანსურ ასპექტში. სიმართლე რომ გითხრათ, ვერ გავარკვიეთ, რასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. მე პირადად ვიკითხები მოწმის სტატუსით და დაწყებული აქვთ ეს გამოძიება რაღაც ფაქტზე, ოღონდ რაზე, ამას არ მეუბნებიან, მაგრამ ჩვენ აქ ვართ მოწმის სტატუსით. 
წაკითხვა
შესაძლო ფინანსური დარღვევები - GEM Fest - ის ორგანიზატორი მოწმის სახით დაკითხეს
განახლებულია: 2017-08-18 20:28:00
ჯემ ფესტის ორგანიზატორი გამომძიებლების შეკითხვებს პასუხობდა. ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დასრულებამდე მაკედონიაში წასული და საქართველოში გუშინ დაბრუნებული გიორგი სიგუა მოწმის სახით დაკითხეს. გამოძიება შესაძლო ფინანსურ დარღვევებზე მიმდინარეობს, თავად სიგუა კი ამბობს, რომ საქმე სხვისი ქონების დაზიანებას ეხება. ანაკლიაში ფესტივალის დროს განთავსებული კომერციული ფართების და თანამშრომლების სახით ჯემ ფესტის ორგანიზატორებს არაერთი მომჩივანი ჰყავს, თუმცა უცნობია, გახდა თუ არა ძიების დაწყების საბაბი კონკრეტული საჩივარი. ბიუჯეტიდან მილიონ 900 000 ლარით დაფინანსებული ფესტივალის დამფუძნებელი ფინანსურ პრობლემებს და ვალებს თავადაც აღიარებს. 
წაკითხვა
მთაწმინდაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-18 18:08:00
თბილისში, მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ მიხეილ იაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ადვოკატის განცხადებით, მას განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა ტარება ედება. მისივე თქმით, იაშვილი ბრალს არ აღიარებს და მშრალ შიმშილობას აგრძელებს. როგორც უფლებადამცველმა განაცხადა, ბრალის დადგენილებაში წერია, რომ ბრალდებული მოპედით და ჩაფხუტით მოძრაობდა. რაც შეეხება მოტივს, დავით ცინცქილაძის თქმით, ბრალში არ წერია კონკრეტული მოტივი და შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შურისძიების თაობაზე, ისინი არ ეთანხმებიან.ჭონქაძის ქუჩაზე მკვლელობა რამდენიმე დღის წინ მოხდა.  მკვლელობის მოტივად შურისძიება დასახელდა. 
წაკითხვა
ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ფაილ ჰუსეინივს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-18 17:47:00
ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ფაილ ჰუსეინივს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მისი ადვოკატი 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე დავით კურტანიძემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. თავად ბრალდებულმა სხდომაზე ბრალი უარყო და აღნიშნა, რომ ნარკოტიკების მომხმარებელია, მაგრამ როდესაც მის საცხოვრებელ სახლში სამართალდამცველები მივიდნენ, ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია.ნარკოტიკის ჩადებაზე მის ბრალდებას სამართალდამცველების მიმართ, საქმის პროკურორი მარიამ გოგორელიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაკავებულის სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობის ჰეროინი და მორფინის მარილი ამოიღეს. ჰუსეინოვი ფონიჭალაში ორი დღის წინ დააკავეს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად. 
წაკითხვა