საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

თბილისში მომხდარ შემთხვევას 57 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 23:25:00
თბილისში, ზაალ ქიქოძის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად, 57 წლის მამაკაცი დაიღუპა.საზოგადოებრივის ინფორმაციით, მამაკაცი ერთ-ერთი კორპუსის მეორე სართულის აივანზე კიბით იდგა და სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, დენის დარტყმის გამო, გადავარდა. ის ადგილზევე გარდაიცვალა.როგორც საზოგადოებრივს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წაკითხვა
ქობულეთში, მაშველებმა მშობლებს დაკარგული 4 წლის ბავშვი დაუბრუნეს
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 20:27:00
ქობულეთში, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა კიდევ ერთი პატარა დაუბრუნეს მშობლებს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას.„სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 4 წლის ბიჭი დაიკარგა. წყალზე მაშველებმა ოპერატიულად დაიწყეს პატარა დამსვენებლის საძიებო სამუშაოები. მას მშობლებისგან 3 კილომეტრის მოშორებით, უმოკლეს დროში მიაკვლიეს. იმ დროისათვის, ბავშვი იყო განცალკევებით და თამაშის დროს ზღვაში შედიოდა. მაშველებმა ის სწორედ ამ დროს, წყლიდან გამოიყვანეს“, - აცხადებენ უწყებაში. მათივე ცნობით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველების დახმარებით, ბიჭი უკვე მშობლებთან იმყოფება.
წაკითხვა
რუსთავში დაკარგული მამაკაცი ჩამომხრჩვალი ნახეს
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 16:38:00
35 წლის მამაკაცი, რომელიც რუსთავში, 12 ივლისს სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა, გარდაცვლილი იპოვეს.გავრცელებული ინფორმაციით, ის იაღლუჯის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამომხრჩვალი ნახეს. გარდაცვლილი პროზექტურაშია გადასვენებული. მიმდინარეობს გამოძიება.
წაკითხვა
მაშველებმა ქობულეთში დაკარგული 6 წლის გოგონა მშობლებს დაუბრუნეს
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 15:47:00
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, ქობულეთში დაკარგული 6 წლის გოგონა მშობლებს დაუბრუნეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ოჯახი სომხეთიდან საქართველოში დასასვენებლად იმყოფება. ბავშვი ორი დღის განმავლობაში უკვე მეორედ დაიკარგა. შსს-ს მაშველებმა, ორივე ჯერზე, ბავშვის უმოკლეს დროში პოვნა და მშობლებისთვის დაბრუნება მოახერხეს.
წაკითხვა
თბილისში, მშენებლობიდან ჩამოვარდნილი მამაკაცი დაიღუპა
განახლებულია: 2017-07-25 12:20:00
თბილისში, დიდ დიღომში, მშენებლობიდან 27 წლის მამაკაცი ჩამოვარდა და დაიღუპა. მომხდარი ფაქტი საზოგადოებრივს შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
წაკითხვა
კახეთში, ილიას ტბაზე 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიხრჩო
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 11:48:00
კახეთში, ილიას ტბაზე 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.ახალგაზრდა მამაკაცი ტბაში საბანაოდ შევიდა და ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს წყალში გული გაუჩერდა. მაშველები მის გადარჩენას ცდილობდნენ, თუმცა შეუძლებელი აღმოჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. ილიას ტბის მენეჯერის, მალხაზ ხაბურაშვილის განმარტებით, სამძებრო სამუშაოები დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.
წაკითხვა
შსს - გორში ნაპოვნი ნივთი სავარაუდოდ ძველი სასწავლო ჭურვი იყო
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 23:16:00
გორში, ლიახვის ნაპირას ნაპოვნი ჭურვის განაღმვა ​ადგილზე გამოძახებულმა გამნაღმველებმა განახორციელეს, - ამის შესახებ საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, ნაპოვნი ნივთი სავარაუდოდ ძველი სასწავლო ჭურვი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას ან შენახვას გულისხმობს. შეგახსენებთ, გორში მდინარე ლიახვთან, ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭურვი ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს. ადგილზე გამნაღმველები მუშაობდნენ. 
წაკითხვა
მაშველებმა მდინარე ჭოროხზე არაბი და კოლუმბიელი ტურისტები გადაარჩინეს
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 23:02:00
მაშველებმა მდინარე ჭოროხზე არაბი და კოლუმბიელი ტურისტები გადაარჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მიაწოდეს. როგორც უწყებაში ამბობენ, არაბი და კოლუმბიელი ცოლ-ქმარი მდინარე ჭოროხზე ხელოვნურ კუნძულზე შემორჩნენ და დახმარებას ითხოვდნენ, რის შემდეგაც შეტყობინება 112-ში შევიდა და მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ტურისტები უვნებლად გამოიყვანეს. 
წაკითხვა
გორში ჭურვი იპოვეს - ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 22:52:00
გორში ამ წუთებში გამნაღმველები მუშაობენ. მდინარე ლიახვთან, ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭურვი იპოვეს. ჭურვი ერთ-ერთმა მოქალაქემ აღმოაჩინა და 112-ში დარეკა. გამნაღმველებმა ჭურვი ადგილზე გააუვნებელყვეს. არსებული ინფორმაციით, ჭურვი სასწავლო დანიშნულების იყო. 
წაკითხვა
ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერზე ნიკა ბეგაძის სამძებრო სამუშაოები შეწყვეტილია
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 19:53:00
გულფოსის ჩანჩქერზე 22 წლის ნიკა ბეგაძის სამძებრო სამუშაოები შეწყვეტილია. ამის შესახებ ისლანდიური მედია წერს. რა ზომებს მიიღებენ შესაბამისი უწყებები შემდეგ ეტაპზე, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.უკვე მოკვლეულია მდინარე ჰვიტას 30 კილომეტრიანი მონაკვეთი, მაგრამ ამ დრომდე გაუჩინარებული ახალგაზრდის კვალს სამართალდამცველებმა ვერ მიაკვლიეს. ისლანდიის სამაშველო ასოციაციის წარმომადგენელი ვიტარ არასონი განმარტავს, რომ მდინარესა და სანაპირო ზოლზე დაკვირვება რეგულარულად გაგრძელდება. შესაბამისი უწყების წარმომადგენლებმა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ფერმერები, ტურისტები და ადგილობრივები გააფრთხილეს, რომ ყურადღებით დააკვირდნენ მდინარის მიმდებარე ტერიტორიას.შემთხვევა 19 ივლისს მოხდა. სავარაუდოდ, ნიკა ბეგაძე გულფოსის ჩანჩქერზე სათევზაოდ იყო წასული, რადგან ადგილზე მის მანქანასთან ანკესებია ნაპოვნი. ამასთან, ადგილზე ნაპოვნია მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, პასპორტი და სხვა საბუთები. საქართველოში ბეგაძის
წაკითხვა
რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის სხვენში ხანძარია - [ფოტო/ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 16:08:00
რუსთავში ხანძარია - ცხრა ძმა ხერხეულიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სხვენს ცეცხლი გაუჩნდა.როგორც „მოამბის“ ჟურნალისტს ადგილობრივებმა განუცხადეს, ისინი ვარაუდობენ, რომ ცეცხლი ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა და მთელ სახურავს მოედო.მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.ადგილზე ორი სახანძრო ეკიპაჟია მობილიზებული.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
წაკითხვა
რუსთავში 35 წლის მამაკაცს ეძებენ
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 14:16:00
რუსთავში 35 წლის მამაკაცს ეძებენ. ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ალიკა ბელიანტი სახლიდან 12 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს. ახალგაზრდა მამაკაცი რუსთავში მერვე მიკრორაინში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ეზოდან ის დღის სამის ნახევარზე გავიდა, სამი საათიდან კი მასთან სატელეფონო კავშირიც გაწყდა.როგორც ოჯახის ნათესავი "მოამბესთან" აცხადებს, დაკარგულ მამაკაცს თან არც საფულე და არცერთი დოკუმენტი არ ჰქონდა. მამაკაცის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, ოჯახს ვერსიები არ აქვს. მათ უკვე მიმართეს პოლიციას. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შესული შეტყობინების საფუძველზე შექმნილია სამძებრო საქმე და დაკარგულის მოსაძებნად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
წაკითხვა
თუშეთში 22 წლის ახალგაზრდა ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 13:35:00
თუშეთში, სოფელ ბოჭორნაში 22 წლის ახალგაზრდა ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. როგორც „მოამბეს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენიმე მეტრი სიმაღლიდან გადავარდა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ბრიგადა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წაკითხვა
ორი დღის წინ, ჭოროხში დამხრჩვალი 65-წლამდე მამაკაცის ცხედარი ფოთში ზღვამ გამორიყა
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 12:48:00
ორი დღის წინ, ჭოროხში დამხრჩვალი 65-წლამდე მამაკაცის ცხედარი ფოთში ზღვამ გამორიყა.სამაშველო სამსახურის მიერ სამძებრო სამუშაოები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცხედარი ამ დროისათვის პროზექტურაშია გადასვენებული.
წაკითხვა
გურჯაანის რაიონის გამგებლის წარმომადგენელი სანადირო თოფით დაჭრეს
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 10:43:00
სოფელ ვეჯინში გურჯაანის რაიონის გამგებლის წარმომადგენელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.როგორც ცნობილია, კუკური ჯამატაშვილს ​სანადირო თოფიდან ესროლეს.შინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივს განუცხადეს, რომ მამაკაცს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავეს. სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოღებულია. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდქსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 
წაკითხვა
ავარია აბასთუმანში - დაშავდა ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანი
გამოქვეყნებულია: 2017-07-22 23:53:00
აბასთუმანში ქვეითად მოსიარულე 17 წლის ბიჭს ავტომობილი დაეჯახა. როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, არასრულწლოვანი მსუბუქად დაშავდა. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
წაკითხვა
ელჩის განცხადებით, ისლანდიაში ნიკა ბეგაძეს მაშველებთან ერთად მეგობრები და ახლობლებიც ეძებენ
გამოქვეყნებულია: 2017-07-22 20:24:00
დანიისა სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის გიგი გიგიაძის განცხადებით, ისლანდიაში დაკარგული ნიკა ბეგაძის ძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც ელჩმა საზოგადოებრივთან საუბრისას განაცხადა, ძიების პროცესში ჩართულნი არიან ისლანდიაში მყოფი მისი ახლობლები და მეგობრებიც. ელჩის განცხადებით, მათ კავშირი აქვთ საგამოძიებო სამსახურთან და ელოდებიან ოფიციალურ წერილს, რომელშიც მომხდართან და სამძებრო ღონისძიებასთან დაკავშირებით დეტალურად იქნება საუბარი. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა კუთხით მიმდინარეობს გამოძიება.გიგი გიგიაძის თქმით, შემთხვევა 19 ივლისს, დილის 5 საათზე მოხდა და მას მერე, ძიება არ შეწყვეტილა. ელჩის განცხადებით, საძიებო სამუშაოებთან დაკავშირებით, ისლანდიაში მოქმედებს სპეციალური ვადები, რომლის გასვლის შესახებაც მათ წინასწარ ეცნობებათ.ნიკა ბეგაძე რუსთავიდანაა. მისი მეზობლების თქმით, მომხდარის შესახებ გუშინ შეიტყვეს. მათი ინფორმაციით, ოჯახს ისლანდიიდან ნიკასთან ერთად მყოფი მეგობარი ტელეფონით დაუკავშირდა. სავარაუდოდ, ნიკა ბეგაძე გულფოსის ჩანჩქერზე სათევზაოდ იყო წასული, რადგან ადგილზე მის მანქანასთან ანკესებია ნაპოვნი. ამასთან, ადგილზე ნაპოვნია მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, პასპორტი და სხვა საბუთები. მეზობლები აცხადებენ, რომ მომხდარი ფაქტი უბედური შემთხვევაა და თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. მეზობლების თქმით, 24 წლის ახალგაზრდა შარშან, მაისში წავიდა საზღვარგარეთ. გამგზავრების მიზეზი კი, სწავლა და კარიერის აწყობა იყო. ნიკა ბეგაძე პროფესიით პროგრამისტია. თავდაპირველად, ის პოლონეთში იმყოფებოდა, მოგვიანებით კი, ისლანდიაში გადავიდა სადაც მუშაობა დაიწყო.ისლანდიაში მედია წერს, რომ გულფოსის ჩანჩქერში მესამე დღეა, საქართველოს მოქალაქეს - ნიკა ბეგაძეს ეძებენ. მათივე ცნობით, ბეგაძე ქალაქ რეიკიანესბერგში ცხოვრობდა. იგი ისლანდიის მთავრობისგან თავშესაფრის მიღებას ელოდებოდა. პოლიცია მოსახლეობას სთხოვს, თუ ვინმეს აქვს რაიმე ინფორმაცია დაკარგულის შესახებ, ქალაქის სამართალდამცავ ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს.
წაკითხვა
კასპთან, ავარია მოხდა
გამოქვეყნებულია: 2017-07-22 17:34:00
კასპთან, ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი. როგორც საზოგადოებრივს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
წაკითხვა
თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა ავარიისას დაშავდა - მას თავზე ოპერაცია ჩაუტარდა
გამოქვეყნებულია: 2017-07-22 17:28:00
თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა ავტოავარიისას დაშავდა. საზოგადოებრივის ინფორმაციით, მას თავზე ოპერაცია ჩაუტარდა. პაციენტი თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ვანო ზოდელავას ავარიისას დაშავების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა ზაზა შენგელიამ გაავრცელა.„ღამით, ჩემი უახლოესი მეგობარი ვანიკო ზოდელავა, მარჯვენასაჭიანი ტაქსით აზერბაიჯანის საზღვრიდან თბილისისკენ მომავალი, საშინელ ავტოკატასტროფაში მოჰყვა და მისი სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშაა, იმ მანქანის მძღოლი რომელსაც ეს ტაქსი შეეჯახა - გარდაიცვალა და მარჯვენასაჭიანი ტაქსის მძღოლმა, რომელშიაც ვანიკო იჯდა, მსუბუქი დაზიანებები მიიღო მხოლოდ“, - წერს ზაზა შენგელია „ფეისბუქში“. შსს-ში ადასტურებენ, რომ ფონიჭალასთან, თბილისის შემოსასვლელში გვიან ღამით მომხდარი ავარიისას ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი გარდაიცვალა. შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ავტოავარიასთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წაკითხვა
პატრულის თანამშრომლებმა ბორჯომში დაკარგული ბავშვი მშობელს დაუბრუნეს
გამოქვეყნებულია: 2017-07-22 14:44:00
ქალაქ ბორჯომში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მოქალაქეებმა დახმარებისთვის მიმართეს, მათ სამართალდამცველებს მცირეწლოვანი დაკარგული გოგონა გადასცეს. როგორც საზოგადოებრივს შსს-ში განუცხადეს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა რამდენიმე წუთში დაადგინა ბავშვის ვინაობა. გაირკვა, რომ იგი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იყო და ბორჯომში ოჯახთან ერთად, დასასვენებლად იყო ჩამოსული. პოლიცია მაშინვე დაუკავშირდა მის ოჯახს და დაკარგული გოგონა დედას დაუბრუნა.
წაკითხვა

უახლესი