საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

დავბრუნდეთ 70-იანებში - როგორ გამოიყურებოდნენ ახალგაზრდები 50 წლის წინ
გამოქვეყნებულია: 2017-05-21 15:42:00
ახლა ის ცნობილი ფოტოგრაფია, თუმცა თავდაპირველად ჯოზეფ სზაბო სკოლის მასწავლებელი იყო. სამუშაოს პირველ დღეებში არ იცოდა, როგორ მიექცია საკუთარი მოსწავლეების ყურადღება, ამიტომ ხელში ფოტოაპარატი აიღო და კლასში მოსწავლეების გადაღება დაიწყო. "ფოტოგრაფია არასდროს ყოფილა ჩემთვის შემოსავლის წყარო. ეს უბრალოდ ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარების კარგი ხერხია, რითაც მე საკუთარი შესაძლებლობები აღმოვაჩინე", - ჰყვება Huck Magazine-თან ინტერვიუში ჯოზეფ სზაბო. ​ჯოზეფის ნამუშევრებში ახალგაზრდების ფოტოები ჭარბობს. ის მათ სხვადასხვა სიტუაციაში იღებდა და ცდილობდა ყველა ფოტო ბუნებრივი გამოსულიყო. მისი კადრები სპონტანური და საინტერესოა. ისინი ნათლად ასახავენ 70-იანების ყოფას, რა დროსაც ფოტოგრაფმა აღნიშნული ნამუშევრების სერია შექმნა. 
წაკითხვა
როგორ უნდა გახდე პოპულარული - ამერიკელი მამაკაცის უჩვეულო მეთოდი
გამოქვეყნებულია: 2017-05-20 14:21:00
აშშ-ის ქალაქ სკოტსდეილის მცხოვრებმა ბრაიან ემანმა პოპულარობის მოპოვების მარტივ ხერხს მიმართა - მძიმე ავარიის გაშუქებისას, ტელევიზიის პირდაპირი ეთერით ისარგებლა და კამერის წინ აცეკვდა.FOX 10 ვერტმფრენიდან პირდაპირ ეთერში რთავდა შემთხვევის ადგილს, რა დროსაც, ჟურნალისტების ყურადღება მოცეკვავე მამაკაცმა მიიქცია.ტელეარხის წარმომადგენლებმა მოძებნეს ემანი და მასზე ვრცელი სიუჟეტის მომზადებას აპირებენ.
წაკითხვა
ცუკერბერგისა და მისი მამის რეაქცია, როცა გაიგეს, რომ მარკი ჰარვარდში მიიღეს - ვიდეო
გამოქვეყნებულია: 2017-05-19 20:20:00
ფეისბუქის დაამარსებელი მარკ ცუკერბერგი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს. ვიდეო ცუკერბერგის მამის მიერაა გადაღებული. კადრებში ასახულია მარკისა და მისი მამის რეაქცია, როცა გაიგეს, რომ ცუკერბეგი ჰარვარდში მიიღეს. ​მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ მარკის ჰარვარდში მოხვედრა, მსოფლიოს შეცვლიდა. მარკი უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, ძმებ ვინკელვოსებს და იმ მეგობრებს შეხვდა, რომლებთან ერთადაც Facebook დააარსა.რომ არა, მარკის ჰარვარდში ჩაბარება დღევანდელი რეალობა აბსოლიტურად განსხვავებული იქნებოდა.
წაკითხვა
მსოფლიოს 7 გასაოცარი მიკროსახლი - იფიქრე განსხვავებულად
გამოქვეყნებულია: 2017-05-16 17:00:00
ადამიანები, რომლებიც დიდ ქალაქებში ცხოვრობენ კარგად აფასებენ სივრცის საჭიროებას. ხშირად, რთულია დიდი ფართის მოძიება სასურველ ფასად, ამიტომ გვიწევს არსებულ მასშტაბებს მოვერგოთ და სახლი ჩვენ გემოზე მოვაწყოთ. ამ დროს მთავარი კრეატიული მიდგომაა, თუ ყველაფერს სწორად გათვლით, შესაძლებელია პატარა სივრცე ნამდვილ საოცრებად აქციოთ. ეს ამსტერდამის სასტუმროა, სახელწოდებით - Zoku Hotel. ერთ ოთახში განლაგებულია საძინებელი, სამზარეულო, სააბაზანო და მისაღები ოთახი. ეს  All I Own House-ის პროექტია. სახლი მადრიდში მდებარეობს. მოძრავი თაროების საშუალებით, საძინებელი და სამზარეულო ერთიანდება ან ერთმანეთისგან ცალკევდება.Darlinghurst-ის აპარტამენტი, სიდნეი, ავსტრალია. მოძრავი კარების დახმარებით, ოთახში ერთმანეთისგან გამოყოფილია პირადი და სასტუმრო სივრცეები.<
წაკითხვა
მსოფლიოს 10 საოცარი მეტროსადგური - მეტრო, როგორც ხელოვნების ნიმუში
გამოქვეყნებულია: 2017-05-15 19:53:00
​ახალგაზრდა ფოტოგრაფმა კრის ფორსიზმა მსოფლიოს გასაოცარი მეტროსადგურები გადაიღო. ერთი შეხედვით, თუ მეტროს მხოლოდ სამოქალაქო ტრანსპორტად აღვიქვამთ, ის სინამდვილეში შესაძლოა ხელოვნების ნიმუშიც იყოს. ფოტოგრაფმა მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა და ყველაზე საინტერესო მეტროსადგურები დააფიქსირა. მის ობიექტივში ძირითადად მგზავრებისგან დაცლილი მეტროსადგურები მოხვდა. კრის ფორსიზმა ჯამში 150 ადგილი გადაიღო და პროექტი საკუთარ ვებგვერდზე განათავსა. ​მისმა ნამუშევარმა მალევე მიიქცია მსოფლიო მედიის ყურადღება და მათ შორის, ქართული მედიისაც. Marienplatz, მიუნხენიOlympia-Einkaufszentrum, მიუნხენიStadion, სტოკჰოლმიSolna centrum, სტოკჰოლმი<
წაკითხვა
კალიფორნიელმა წყვილმა ქორწილი ევერესტზე გადაიხადა - ფოტოამბავი
გამოქვეყნებულია: 2017-05-10 17:37:00
​ამბობენ რომ სიყვარულს მთების გადაადგილება შეუძლია, თუმცა კალიფორნიელმა წყვილმა დაამტკიცა რომ სიყვარულს მთაზე ასვლაც შესძლებია. ეშლი შმეიდერმა და ჯეიმს სისონმა საკუთარი ქორწილი ნამდვილ საოცრებად აქციეს. მათ გადაწყვიტეს ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ევერესტზე აღენიშნათ. წყვილმა ქორწილი მსოფლიოს ყველაზე მაღალ ადგილზე გადაიხადა. მათი ქორწილის ფოტოები საოცარი გამოვიდა. ​წყვილმა მთელი წელი დახარჯა იმისათვის, რომ ევერესტზე ქორწილის აღნიშვნის იდეა დაეგეგმათ. ეშლი და ჯეიმსი ნეპალში მარტის თვეში ჩავიდნენ და სწორედ ამ დროიდან დაიწყო მათი მთასვლელობის ამბავიც. მათ ევერესტზე ასასვლელად სრული სამი კვირა დასჭირდათ. მწვერვალზე ასვლის შემდეგ მათ საქორწილო სამოსი მოირგეს და ამით ცერემონიაც დაიწყო.
წაკითხვა
Vogue თბილისის მოდის კვირეულის შესახებ: ქუჩის სტილის საუკეთესო ნიმუშები
გამოქვეყნებულია: 2017-05-10 16:56:00
გამოცემა Vogue, რომელიც მოდის ბიბლიადაა აღიარებული, თბილისის მოდის კვირეულის შესახებ წერს. გამოცემა თბილისის მოდის კვირეულის ქუჩის სტილით დაინტერესდა და ვრცელი ფოტომასალა შემოგვთავაზა. კითხვაზე, თუ რატომ უნდა დაინტერესდეთ თბილისის ქუჩის სტილით, პასუხს თავად Vogue სცემს - დემნა გვასალია, პასუხი ხომ ასე მარტივია. 
წაკითხვა
ფაქტები, რომლებიც თამარა გაჩეჩილაძის შესახებ უნდა იცოდეთ
გამოქვეყნებულია: 2017-05-09 22:04:00
რამდენიმე საათში ევროვიზია 2017 წლის ნახევარფინალური შოუ დაიწყება. საქართველოს წარმომადგენელი თამარა გაჩეჩილაძე კონკურსზე მეორე ნომრად გამოვა. სანამ ევროფესტივალი დაიწყება, გთავაზობთ, საინტერესო ფაქტებს, რომლებიც თამარა გაჩეჩილაძის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
წაკითხვა
7 რამ, რაც ფეისბუქზე არასდროს უნდა დაპოსტო
გამოქვეყნებულია: 2017-05-08 17:37:00
ფეისბუქი ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურ ნაწილად იქცა. ის ერთგვარი პლატფორმაა, სადაც ცხოვრებისეული მოვლენების შესახებ ათასგვარ ინფორმაციას ვათავსებთ. ვჩექინდებით, ვთაგავთ მეგობრებს და ფაქტობრივად, პირად დღიურს ვაწარმოებთ. ​თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომლის გაზიარებას სოციალურ ქსელში არ გვირჩევენ. 1. მართვის მოწმობა​როდესაც მართვის მოწმობის გამოცდას ჩააბარებთ, არ არის საჭირო მისი ფოტო ფეისბუქზე განათავსოთ. ის თქვენი პიროვნების შესახებ საკმაოდ უხვ ინფორმაციას შეიცავს: დაბადების თარიღი, ფოტო, მისამართი და ასე შემდეგ. ეს პირველ რიგში თქვენი უსაფრთხოებისთვისაა სასარგებლო.2. გეგმები არდადეგების შესახებ​არაა საჭირო ყველას გაუმხილოთ რა ლოკაციაზე მიდიხართ დასასვენებლად. შესაძლებელია ქალაქის დასახელება, თუმცა თავი შეიკავეთ კონკრეტული მისამართის დაკონკრეტებისგან. ვინაიდან ინფორმაცია თქვენი ადგილსამყოფელის შესახებ ძალიან ძვირფასია ქურდებისათვის. 3. თქვენი მგზავრობის ბარათი​მგზავრობის ბარათის საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ თქვენ შესახებ საჭირო ინფორმაცია მოიპოვონ, ამიტომ მისი დაპოსტვაც არაა რეკომენდირებული ფეისბუქზე. 4. პოსტები თქვენი უფროსის შესახებ​არ დაგავიწყდეთ, ფეისბუქზე თქვენი უფროსებიც არიან დარეგისტრირებულები, ამიტომ მათ შესახებ რაიმე აუგის დაწერას არ გირჩევთ. ამასთან, შესაძლებელია მუშაობის პროცესში ისეთ სიტუაციაში გამოგიჭირონ, რაც სამუშაო გარემოს სავსებით არ შეესაბამება.
წაკითხვა
„თუ გიყვარს - გაუშვი“ - ბრედ პიტის პირველი ინტერვიუ ანჯელინასთან განშორების შემდეგ
გამოქვეყნებულია: 2017-05-05 17:14:00
53 წლის ჰოლივუდელი მსახიობი ბრედ პიტი ამერიკული GQ-ის გაზაფხული-ზაფხულის გამოცემის გარეკანს დაამშვენებს. მსახიობი ერთდროულად ჟურნალის სამ ნომრის ყდის მთავარი გმირი იქნება. ანჯელინა ჯოლისთან განშორების შემდეგ ეს ბრედ პიტის პირველი გულახდილი ინტერვიუა. მსახიობი გულახდილად საუბრობს ჯოლისთან განშორებაზე და საკუთარ თავს ბევრ რამეში სდებს ბრალს. ის ყოველივეს სასმელზე დამოკიდებულებას აბრალებს და ამბობს, რომ ჯოლიმ ამას ვერ გაუძლო. იხსენებს იმ დღეებსაც, როცა ნარკოდამოკიდებული იყო.ბრედ პიტსა და ჟურნალის რედაქტორს, რაიან მაკგინლის შორის შეხვედრა ლოს-ანჯელესში, მსახიობის 1994 წელს აშენებულ სახლში შედგა."ამ სახლში ქაოსი და სიგიჟე სუფევდა, ყველა მხრიდან ისმოდა ხმები, ახლა კი ყველა დღე, როგორც ხედავ... ხელოვანისაა, ძალიან ჩუმი. არ ვიცი, მე, უბრალოდ, მუდმივად მჭირდება რაღაცის შექმნა. თუ არ ვმუშაობ, რაღაცით აუცილებლად მჭირდება დაკავება. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ, მთელ დღეებს ჩემს მოქანდაკე მეგობართან ვატარებდი სტუდიაში. 10 წლის განმავლობაში ვოცნებობდი, ამ საქმეში თავი მეცადა და, აი, შანსიც გამოჩნდა.ბრედ პიტის თქმით, წარსულს ჩაბარდა ის დღეები, როცა მსახიობი წამალდამოკიდებული იყო.„წარსულს ჩაბარდა დღეები, როცა ნარკოდამოკიდებული ვიყავი, როცა ნარკომანი ხარ, სულელური იდეები გებადება. ღვინო ძალიან მიყვარს, თუმცა ასე ცხოვრება აღარ მინდა. ყოველივე წვენებითა და მინერალური წყლით ჩავანაცვლე“.
წაკითხვა
სავარჯიშო დარბაზი, სადაც ძილის დროს კალორიებს დაწვავთ
გამოქვეყნებულია: 2017-05-04 01:57:00
სასურველი სხეულის ფორმები მარტივად მიღწევადი არ არის. კარგი სხეულის მისაღებად დაუღალავი ვარჯიში და სწორი კვება გვჭირდება. თუმცა, არსებობს ალტერნატივა, რომელიც ვარჯიშის ფორმას სრულიად ცვლის. ლონდონში ახალი სავარჯიშო დარბაზი გაიხსნა, სადაც ტრადიციული ტრენაჟორების ნაცვლად საწოლებია გამოყენებული. დარბაზი მომხმარებლებს 45 წუთიან ძილს სთავაზობს. შედეგად, გახდომასა და კარგ განწყობას ვიღებთ. კალორიების დაწვის გარანტი დარბაზის ტემპერატურაა, ხოლო კარგი განწყობის - მუსიკა და ატმოსფერო.​სავარჯიშო დარბაზი გადაღლილ ადამიანებზეა განკუთვნილი, რომლებიც აქტიურ ვარჯიშს ვერ ახერხებენ და გახდომისა და რელაქსაციის ალტერნატიულ გზებს ეძებენ. სანამ დარბაზში 45 წუთიან ძილს მიეცემით, თქვენ შეგიძლიათ 15 წუთის განმავლობაში ე.წ. სხეულის გამწელავი ვარჯიშები გააკეთოთ.
წაკითხვა
მაგიური წიგნების მაღაზია - თავშესაფარი წიგნების მოყვარულთათვის
გამოქვეყნებულია: 2017-05-02 14:47:00
ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქ ხანჩჟოუში მდებარე წიგნების მაღაზია თქვენ "ალისას საოცრებათა ქვეყანაში" აღმოგაჩენთ. წიგნის მაღაზიას მრუდე კედლები და სარკის ეფექტის მქონე იატაკი აქვს. მაღაზია გვირაბის მოყვანილობისაა და ისეთი ეფექტებითაა აღჭურვილი, რომ მომხმარებელს უსასრულობის განცდა უჩნდება.​მაღაზიის ზოგიერთი კედელი თეთრ და შავ ფერებშია წარმოდგენილი, რაც გვიქმნის ილუზიას თითქოს წიგნები ღვიმეში ინახებოდეს. ​დიზაინერი ლი ხიანგი თავისი ქმნილებით ამაყობს. ის შენობას მკითხველთა თავშესაფარს უწოდებს. დიზიანერის თქმით, მას სურდა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი და კომფორტული წიგნების მაღაზია შეექმნა. 
წაკითხვა
ტყავის ქურთუკი, რომელიც პატრიკ სუეიზს „ბინძურ ცეკვებში“ ეცვა, აუქციონზე 62,500 $ დოლარად გაიყიდა
გამოქვეყნებულია: 2017-04-29 10:37:00
ტყავის ქურთუკი, რომელიც ამერიკელ მსახიობ პატრიკ სუეიზს ეცვა ფილმ „ბინძურ ცეკვებში“, ლოს ანჯელესის აუქციონზე 62,500 $ დოლარად გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, ასამდე სხვა ნივთი, რომელიც სუეიზმა სხვადასხვა ფილმში გამოიყენა, მათ შორის, მაისური, რომელიც „მოჩვენებაში“ ეცვა, ასევე აუქციონზე გაიყიდა.როგორც მისმა ქვრივმა ლიზა ნიემიმ განაცხადა, ამ ნივთების გაყიდვა მისთვის ძალიან ემოციურია.სუეიზი 2009 წელს, 57 წლის ასაკში, პანკრეასის სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.ტყავის ქურთუკი ჰოლივუდის რელიკვიების შემგროვებელმა შეიძინა. მისი ზუსტი სახელი და გვარი უცნობია, ის საკუთარ თავს გლენს უწოდებს. ტყავის ქურთუკის გაყიდვას ეწინააღმდეგებოდა პატრიკ სუეიზის ძმისშვილი დანიელ სუეიზი, რომელიც ფიქრობს, რომ ეს ნივთები ოჯახის რელიკვიაა და მისი გაყიდვა საუკეთესო მოგონებების გაყიდვას ნიშნავს.
წაკითხვა
ფოტოგრაფმა ადამიანების ნამდვილი და საოცნებო პროფესიები შეადარა - ფოტოპროექტი
გამოქვეყნებულია: 2017-04-28 22:56:00
ბავშვობაში ყველა ჩვენგანი ოცნებობდა კონკრეტულ პროფესიაზე, თუმცა ხშირად ოცნებაზე უარის თქმა გვიწევს. ექიმობა, მომღერლობა, მსახიობობა, წამყვანობა, მეხანძრეობა - ბავშვების ფანტაზია უკიდეგანოა და სხვადასხვა უცნაურ პროფესიას წვდება ხოლმე. ხშირად, ზრდასრულ ასაკში ვხვდებით, რომ საოცნებო პროფესიის არჩევა, უფრო გაგვაბედნიერებდა. სწორედ ეს გახდა, ინდოელი სტუდენტის ინსპირაცია, როდესაც მან საოცარი ფოტოპროექტი შემოგვთავაზა, სახელწოდებით - "სიზმრების მჭერი".​დეკშა რასორიმ 12 ადამიანი გადაიღო. თითო მათგანი ორ სიტუაციაშია ასახული. პირველი ფოტო დოკუმენტურია და ადამიანის ნამდვილ პროფესიულ საქმიანობას ასახავს, ხოლო მეორე, მათ საოცნებო პროფესიას წარმოაჩენს. 
წაკითხვა
რა მოხდება, თუ ცნობილი ტილოების გმირები, "ჰიპსტერები" გახდებიან
გამოქვეყნებულია: 2017-04-28 17:51:00
რა მოხდება, თუ მონა ლიზა საკუთარი იმიჯით დაიღლება და თანამედროვე სამოსს მოირგებს? - ამაზე პასუხის ძიებაში, დრო და ენერგია იაპონელმა გრაფიკულმა დიზაინერმა შუსაკუ ტაკაოკამ დახარჯა. მან ცნობილი მხატვრული ტილოების გაცოცხლება გადაწყვიტა და მათი გმირები თანამედროვე ადამიანებად აქცია. ხელოვანის ინსპირაციის წყარო ძირითადად ვან გოგი და მონა ლიზა იყვნენ. შუსაკუ ისტორიის ჰიპსტერულ მომენტებად გადაქცევაში ნამდვილი ექსპერტია. მისი ნამუშევრები ბუნებრივია, სადაც ისტორია და თანამედროვეობა იდეალურადაა შერწყმული. მისი ნამუშევრების ნახვა დიზიანერის ინსტაგრამ გვერდზეც შეგიძლიათ.​
წაკითხვა
"მან მაქცია ისეთად, როგორიც ვარ" - ემანუელ მაკრონისა და მისი ცოლის სიყვარულის ამბავი
გამოქვეყნებულია: 2017-04-24 19:38:00
​საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ემანუელ მაკრონი მედიის ყურადღების ცენტრში ბოლო წლებია მოექცა. ის აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით არ გამოირჩეოდა. მისი გამოჩენა ფრანგული პოლიტიკისათვის ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა. ეს სიურპრიზი დიდ წარმატებაში გადაიზარდა. ემანუელ მაკრონი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ლიდერია. მისი წარმატების კვალდაკვალ, მედია ახალგაზრდა პოლიტიკოსის პირადი ცხოვრებითაც დაინტერესდა. მთავარი აქცენტი მის ცოლზე ბრიჯიტ ტრონიეზე კეთდება. 64 წლის ქალისა და 39 წლის პოლიტიკოსის ურთიერთობა ტაბლოიდების მთავარი თემაა. სიმპათიურმა და ამბიციურმა პოლიტიკოსმა 24 წლით უფროს ქალთან ოჯახი 2007 წელს შექმნა, როცა ბრიჯიტის შვილები მისი ტოლები იყვნენ. მედიის ინფორმაციით, როდესაც ემანუელი 17 წლის გახდა, ბრიჯიტს უთხრა, როგორც უნდა ეცადოთ, ზურგი მაქციოთ, მაინც მოგიყვანთ ცოლადო. მედიაში წერენ, რომ ამის გამგონე ქალს გაეცინა, ის ხომ გათხოვილი იყო და სამ შვილს ზრდიდა. თუმცა, რამდენიმე წელში, 2007 წელს ბრიჯიტი მოულოდნელად გაეყარა ქმარს და ემანუელს გაჰყვა ცოლად. რადგან საკუთარი შვილები ემანუელს არ ჰყავს, ცოლის შვილიშვილებს უვლის და ამბობენ, რომ აღმერთებს მათ."ვერავინ ვერ გაიგებს, რა მომენტიდან გადაიზარდა ჩვენი ურთიერთობა სიყვარულში. ეს გრძნობა ჩვენ გვეკუთვნის. ეს ჩვენი საიდუმლოა", - განუცხადა ბრიჯიტმა ჟურნალისტ ანა ფულდას, წიგნში - "ემანუელ მაკრონი - შესანიშნავი ახალგაზრდა მამაკაცი".​მედიის ცნობით, მაკრონის მშობლები ამ ურთიერთობას ეწინააღმდეგებოდნენ. ისინი გაკვირვებულები იყვნენ, რატომ იყო მაკრონი დაინტერესებული უფროსი მასწავლებლით და არა მისი 30 წლის ქალიშვილით.​მაკრონის მშობლების ჩარევა უშედეგო გამოდგა. წყვილი 2007 წელს დაქორწი
წაკითხვა
ფოტოგრაფმა აქტიური ვულკანი ირმის ნახტომთან კომბინაციაში გადაიღო
გამოქვეყნებულია: 2017-04-24 16:20:00
​ალბერტ დროსი ლანდშაფტის ფოტოგრაფია. მისი ნამუშევრების უმრავლესობა ბუნების საოცარი ფოტოებია. ის არ სჯერდება სტანდარტულ ფოტოებს და მუდამ, საინტერესო და კრეატიულ ადგილებს ეძებს. ამჯერად მან გადაწყვიტა აქტიური ვულკანი გადაეღო, თანაც ირმის ნახტომის ხილვადობის პერიოდში. ​ალბერტი აღნიშნული გადაღებისათვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა. მან სპეციალურად შეისწავლა ირმის ნახტომისა და ვულკანის გადაღების ტექნოლოგიები. დარეკა გვატემალას ამინდის პროგნოზის სადგურში და მოამზადა ტექნიკური საშუალებები. შემდეგ ის ჩავიდა გვატემალაში, აქტიური ვულკანის ფუეგოს გადასაღებად. ​მისი ნამუშევრების საოცარი შედეგის ნახვა, ქვემოთ შეგიძლიათ.
წაკითხვა
ცხოველები, რომლებიც საყვარელი სათამაშოების გარეშე არ იძინებენ
გამოქვეყნებულია: 2017-04-23 16:18:00
ცხოველები ხშირად ბავშვებს გვანან და იგივე მოვლას საჭიროებენ. გარდა კვებისა და დაბანვისა, ისინი ბავშვების სხვა ჩვევებსაც ითვისებენ. მაგალითად, ზოგიერთი მათგანი საყვარელი რბილი სათამაშოს გარეშე არ იძინებს. ცხოველები მათ ეთამაშებიან და მათთან ერთადაც იძინებენ. ჩვენ გთავაზობთ, შინაური ცხოველების ფოტოებს, რომლებიც ძილის დროს, საყვარელ სათამაშოებთან ერთად არიან დაფიქსირებულები.
წაკითხვა
30 ქალაქი, სადაც ცხოვრება 30 წლამდე ადამიანებს სურთ
გამოქვეყნებულია: 2017-04-21 16:29:00
ონლაინპორტალი Nestpick მსოფლიოს ტოპ 30 ქალაქის რეიტინგს აქვეყნებს. საიტი გვთავაზობს იმ ქალაქების ჩამონათვალს, სადაც ცხოვრება 30 წლამდე ადამიანების სურვილია. რეიტინგი 16 კრიტერიუმზე დაყრდნობითაა შედგენილი. კრიტერიუმების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება: ცხოვრების საფასური, საჯარო ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა, დასაქმება, ინტერნეტის სიჩქარე, გენდერული თანასწორობა, ლუდის ხელმისაწვდომობა, Apple-ის მაღაზიების რაოდენობა და ა.შ.რეიტინგში აქცენტი 30 წლამდე ადამიანებზეა. საიტის კვლევის მიხედვით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე, ამ ქალაქებში დიდი სიამოვნებით იცხოვრებდა. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში ე.წ. ათასწლოვანი ქალაქები მოხვდნენ, რომელთაც განვითარების სხვადასხვა ეტაპები გაიარეს.
წაკითხვა
ცნობილი „სელფები", რომლებიც სმარტფონებამდეა გადაღებული
გამოქვეყნებულია: 2017-04-18 20:30:00
თავდაპირველად, სელფი უჩვეულო მოვლენად ითვლებოდა და მსგავს ფოტოებს ბევრგან ვერ შევხვდებოდით. ახლა ეს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიებმა ერთი დეტალი შეცვალა. დღეს წინა კამერა გვაქვს და შესაბამისად კამერის შემოტრიალება აღარ გვჭირდება. ყოველდღიურად სოციალურ ქსელში ასიათასობით სელფი-ფოტო იდება, რაც ამ ქცევის მოდურობაზე მეტყველებს. ​თუმცა, იყო პერიოდი, როდესაც ცნობილი ადამიანები სელფის სტანდარტებს ამკვიდრებდნენ. მართალია, ისინი წინა კამერით გადაღებას ვერ ახერხებდნენ, თუმცა ამგვარ ფოტოზე უარს ვერ ამბობდნენ.როუენ ატკინსონი, 1987მადონა, 1982პოლ მაკარტნი, 1959მერლინ მონრო, 1962ფრენკ სინატრა, 1930
წაკითხვა

უახლესი