საზოგადოებრივი
104.5 FM
როგორ უნდა მოგვარდეს ევროკავშირის შიდა პრობლემები - „მოამბის“ ექსკლუზიური ინტერვიუ პიტერ სიიარტოსთან
გამოქვეყნებულია: 2017-03-19 21:13:00
გ.გ. ბატონო მინისტრო, დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო, როგორც ვიცი აქ იმყოფებით რათა მოამზადოთ პრემიერ-მინისტრ ორბანის ვიზიტი შემდეგ თვეს, ასეა?პ.ს. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა გავაძლიეოროთ ჩვენი ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები და ავიყვანოთ ისინი ისეთივე მაღალ დონეზე, როგორიც არის ჩვენს შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობები. რადაგან ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ პოლიტიკურ დონეზე, თუმცა რეალურად ჩვენი ეკონომიკური ურთიოერთობები არ არის შესაბამისი. გ.გ. როგორ ფიქრობთ რა არის ამ დაბალი ეკონომიკური აქტივობის მიზეზი?პ.ს. ეს შეიძლება იყოს ინტერესის ნაკლებობის, ინფორმაციის ნაკლებობის შედეგი, ასევე გეოგრაფიული დისტანციით გამოწვეული, თუმცა ეს ყველაფერი დაძლევადია, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. რადგანაც ჩვენს შორის არ არსებობს, პოლიტიკური ურთიერთობების სირთულე, შესაბამისად არ არსებობს, რაიმე რეალური წინაღობა ეკონომიკური ურთიერთოებისათვის. იმისათვის რომ მივაღწიოთ წარმატებას, უნგრული ექსიმ ბანკის მეშვეობით ჩვენ გავხსენით 85 მილიონინაი საკრედიტო ხაზი, რომელიც ექსკლუზიურად მოემსახურება ორმხრივ ურთიერთობებს ქართულ და უნგრულ კომპანიებს შორის. ვფიქრომ ეს მნიშვნელოვნად წაახალისებს ინტენსიურ და მჭიდრო თანამშრომლობას ეკონომიკის სფეროში.გ.გ. რაც შეეხება პრემიერმინისტრის ვიზიტს, ის იგეგმება? უნდა ველოდოთ მის ჩამოსვლას მომავალ თვეში?პ.ს. დიახ 20-21 აპრილს იგეგმება პრემიერმინისტრის ვიზიტი საქართველოში. მასთან ერთად იქნებიან ბიზნესმენები, დაახლოებით 15 ადამინი. ჩვენ ახლა განვსაზღვრავთ საკითხებს . . გ.გ. ეს უკავშრდება ბიზნეს ფორუმს?!პ.ს. დიახ ეს ბიზნეს ფორუმთან არის დაკავშირებული. სადაც უნდა განიხილინ ძირითადი მიმართულებები. . .გ.გ. რა არის ის ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები? რა განიხილება ბიზნეს ფორუმის დღის წესრიგით? თუ შეგიძლიათ გაგვიზიარეთ.პ.ს. რა თქმა უნდა. პირველი ეს არის წყლის მენეჯმენტი. უნგრულ კომპანიებს აქვთ ძალიან კარგი გამოცდილება არამხოლოდ უნგრეთში, არამედ განსაკუთრებით სამხრეთ აზიის ქვეყნებში, ვიეტნამი, კამბოჯა, ინდონეზია, შრილანკა. ბუდაპეშტის წყლის კომპანიას, რომელიც არის ამ სფეროს ლიდერი, აქვს მჭიდრო ურთიერთობა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან და ახლა ჩვენ ვმუშაობთ, რათა გაეშვას პირველი ერთობლივი პროექტი, სავარაუდოდ ქუთაისში,
წაკითხვა
როგორი იქნება ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობა - ექსკლუზიური ინტერვიუ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების დირექტორატის პრეზიდენტ კრისტიან დანიელსონთან
გამოქვეყნებულია: 2017-02-05 20:24:00
- ბატონო დანიელსონ, მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ. მოდით, საუბარი დავიწყოთ ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობაზე, კონკრეტულად, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას.2014 წელს ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას. სად ვართ ახლა? რა ეტაპზეა ჩვენი ურთიერთობა? როგორ შეაფასებდით ამ პროცესების ახლანდელ სტატუს?- ამჟამად ისეთ ეტაპზე ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობა მნიშვნელოვნად ღრმავდება. ეს ხდება ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც თქვენ ახსენეთ; აგრეთვე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების შესაბამისად. რადგანაც, ისინი მოიცავენ კონკრეტულ ზომებს, რაც მიგვიყვანს უფრო ახლო ურთიერთობამდე. მართალია აქამდეც ახლო ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ის უფრო ღრმავდება კონკრეტულ ასპექტებში.- ანუ თვლით, რომ პროცესი წარმატებულად მიმდინარეობს?- დიახ, მე ასე ვთვლი. სტატისტიკას თვალი გადავავლე და ვნახე, რომ ვაჭრობა იზრდება. ზუსტად ამას ისახავს მიზნად ეს ხელშეკრულებაც. ჩვენ ვხედავთ როგორ აღწევს გარკვეული პროდუქცია ევროპის ბაზრამდე. შეიძლება ნახოთ მაგ. კივი გერმანიის პატარა სუპერმარკეტში, ან თხილი და სხვა პროდუქტი ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში. ჩვენ ამას ვხედავთ აგრეთვე ჩვენს ურთიერთობაში საზოგადოებრივი ადმინისტრირების სფეროში.ჩვენი მხრიდან ხელს ვუწყობთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ბეზნესის წამოწყებას. თქვენ გინდათ რომ შემოხვიდეთ ევროპულ ბაზარზე და ჩვენი მხრიდან ჩვენ ხელს ვუწყობთ ქართველ პოლიტიკოსებს ამაში.ჩვენი ურთიერთობა ინფრასტუქტურის სფეროშიც ვითარდება. მთავრობასთან ერთად განვიხილეთ და ვაპირებთ ხელი შევუწყოთ აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო გზის მშენებლობასევროპული საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით. ასე, რომ გვაქვს კონკრეტული სფეროები, სადაც ჩვენი ურთიერთობა წინ მიიწევს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ამ ყველაფერს საქართველოს მოქალაქეები კონკრეტულობამდე მიჰყავს. - რომ ვისაუბროთ საქართველოს ცალკეულ მოქალაქეებზე. გააქვთ მონაცემები იმის შესახებ, თუ რა სარგებლობას იღებენ ისინი ასოცირების ხელშეკრულებიდან და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებიდან? შეგვიძლია თუ არა რამე დასკვნების გაკეთება ამ მხრივ?- მე ვფიქრობ, ამაზე საუბარი ცოტა ადრეა, რადგან ეს პროცესები ჯერ ახალი დაწყებულია, და ამაზე წეღან თქვენც სწორად ბრძანეთ. მაგრამ, როგორც ვახსენე, ვაჭრობის სფეროში ზრდა შეინიშნება. ბიზნესის სფეროშიც ვხედავთ, რომ კავშირები მატულობს. ეს კი საბოლოოდ სამუშაოების ზრდას იწვევს. ევროპაში მეტი ექსპორტი,რა თქმა უნდა, საქართველოში მეტ სამუშაოს შექმნის, ეს ყველაფერი კი მოქალაქეების სასარგებლოდ ხდება.მსგავს წინსვლებს ვხედავთ ჩვენი ურთიერთობის სხვა ასპექტებშიც. დღეს საინტ
წაკითხვა
ექსკლუზივი: როგორი იქნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და როგორ უყურებს ჯანი ბუკიკიო ხშირ ცვლილებებს საქართველოს მთავარ კანონში
გამოქვეყნებულია: 2017-01-22 20:40:00
კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებზე, საარჩევნო კანონმდებლობასა და სასამართლო სისტემის რეფორმაზე თბილისში ვიზიტით მყოფი ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო “მოამბესთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს. გ.გ. ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. დღეს თქვენ გამართეთ შეხვედრები სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფთან. განიხილეთ მრავალი საკითხი, თუმცა მთავარი მაინც კონსტიტუციის გადახედვის საკითხია. 1995 წლიდან ჩვენ არაერთი ცვლილება განვახორციელეთ კონსტიტუციაში, მათი დიდი ნაწილი პოლიტიკური და რიგ შემთხვევებში პერსონალური ინტერესებით იყო ნაკარნახევი. ხომ არ ფიქრობთ, რომ ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციის უფრო ფუნდამეტური გააზრება, როგორც ჩვენი დამფუძნებელი დოკუმენტისა, ჩვენს დამოკიდებულებას ვგულისხმობ. ხომ არ თვლით, რომ საჭიროა უფრო ფართო სამოქალაქო თანხმობა კონსტიტუციის ფუნდამენტური პრინციპების გარშემო? ჯ.ბ. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ 1995 წლიდან, როცა კონსტიტუცია იქნა მიღებული, მასში შევიდა მრავალი ცვლილება. ეს არის, პირველი მიზეზი, რის გამოც კონსტიტუციის ახლანდელი ცვლილება არ არის გარდაუვალი აუცილებლობა. მეორე მიზიეზი არის ის, რომ 1993 წლიდან ვენეციის კომისია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან კონსტიტუციის რეფორმის საკითხებზე და მე თავად კარგად მახსოვს, როდესაც პირველად ვიყავი საქართველოში 93 წელს, დემეტრაშვილის ხელმძღვანელობით და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით, საკონსტიტუციო საბჭოს მიერ წარმოადგენილი იყო კონსტიტუციის პირველი პროექტი. მას შემდეგ ჩვენ რეგულარულად ვთანამშრომლობთ საქართველოსთან ბევრი მიმართულებით და განსაკუთრებით კონსტიტუციის რეფორმის საკითხებზე. ამ ორი გარემოებით, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს კონსტიტუცია კარგი დოკუმენტია, მაგრამ არ არის საუკეთესო. განსაკუთრებით 2010 წლის ცვლილებების შემდეგ, ვენეციის კომისიამ შეიმუშავა კომენტარები, სადაც ის მიესალმა იმ ფაქტს, როცა ქვეყანა საპრეზიდენტო მმართველობის სისტემიდან, გადავიდა საპარლამენტო რესპუბლიკის სისტემაზე, თუმცა არის რა თქმა უნდა ადგილები კონსტიტუც
წაკითხვა
თავდასხმა სტამბოლის ღამის კლუბზე
გამოქვეყნებულია: 2017-01-01 19:43:00
სტამბოლში მომხდარი თავდასხმის შესახებ ჯერ ყველაფერი ცნობილი არ არის. ამ დროისთვის, 39 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 15-16 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. უკანასკნელი ცნობით, სამოცდაათამდე ადამიანს დასჭირდა სამედიცინო დახმარება. ფაქტს უკვე მიენიჭა ტერორისტული აქტის სტატუსი. ამ დრომდე პოლიცია ეძებს ერთ პირს, თუმცა თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელი მარტო არ იყო. თავდასხმა მოხდა სტამბოლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ღამის კლუბში ადგილობრივი დროით 01:30 საათზე. კლუბში ასობით ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ახალი წლის დადგომას ზეიმობდნენ. როგორც თვითმხილველები აღნიშნავდნენ, თავდამსხმელი (ან თავდამსხმელები), როგორც ისინი ამბობენ, არაბულად საუბრობდა. იგი ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული და მჭიდროდ მდგომ ადამიანებს გაუხსნა ცეცხლი. ვიდრე კლუბში შევიდოდა, შესასვლელში ორი ადამიანი, მათგან ერთი პოლიციელი მოკლა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმა საკუთარ თავზე დაეშმა, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო, თუმცა ეს ჯერ კიდევ დაუდასტურებელია. თავდაპირველად ითქვა, რომ თავდამსხმელი სანტა კლაუსის ფორმაში იყო გამოწყობილი. მოგვიანებით, გავრცელდა გარესათვალთვალო კამერის კადრები, სადაც თავდამსხმელს შავი ტანისამოსი აცვია. მას შემდეგ კიდევ ერთი, როგორც ითქვა, კლუბში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერი გახდა საჯარო, სადაც მამაკაცის ტანისამოსი, ნამდვილად წააგავს სანტა კლაუსისას. თუმცა, ეს ინფორმაცია ახლა უკვე გამომძიებლებისთვისაა საინტერესო, ჩვენ კი ალბათ სხვა რამ უნდა გვაინტერესებდეს. რატომ დაეში?გასული ორი წლის განმავლობაში ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ, რომლის არაბული აბრევიატურაც დაეშია (ალდაულათ ალისლამიათ ფილ ირაყი ვუალ შამ - ერაყისა და ლევანტეს ისლამური სახელმწიფო), საკუთარი აქტივობითა და ბრუტალობით საერთაშორისო ასპარეზზე ჩაანაცვალა მისი წინამორბედი და ახლა უკვე კონკურენტი ალ-ყაიდა. ორგანიზაცია 2004 წლიდან მოქმედებს ერაყის ტერიტორიაზე და საკუთარ თავს ხსენებული ალ-ყაიდას ფილიალად მოიხსენიებდა 2014 წლამდე. 2013 წლიდან იგი აქტიურად ჩაერთო სირიის კონფლიქტში და სახელიც, ერაყისა და შამის, იგივე ლევანტეს ისლამური სახელმწიფო მაშინ დაირქვა (მანამდე ერაყის ისლამური სახელმწიფოს სახელით იყო ცნობილი). 2014 წელს დაუპირისპირდა ცნობილ ტერორისტულ ორგანიზაციას, დასდო მას ბრალი უმოქმედობაში, დაიკავა ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი მოსული (დეკემბერში ერაყის არმიამ ორწელიწადნახევარზე მეტი დროის შემდეგ მოსულიზე კონტროლი აღადგინა) და სახელწოდებაც შეცვალა. ამ
წაკითხვა
რა სახის დახმარება შეიძლება გაუწიოს საქართველომ სირიაში დაზარალებულ მოსახლეობას - ინტერვიუ გაეროს ელჩთან საქართველოში ბატონ ნილ სკოტთან
გამოქვეყნებულია: 2016-12-25 20:35:00
გ.გ. - უპირველესყოვლისა დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო. გაეროს ყავს მონიტორები სირიაში, შესაბამისად თქვენი ორგანიზაცია არის ალბათ ყველაზე მეტად ინფორმირებული მსოფლიოში იქ მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით. შეგიძლიათ გვითხრათ რა ხდება ამჟამად სირიაში, რა პროცესს ვადევნებთ ჩვენ თვალს?ნ.ს. - ეს არის ფუნდამენტური ჰუმანიტარული კატასტროფა და ჩვენ ამისაგან თავის დაღწევას ვერ ვახერხებთ. არის გარკვეული პროგრესი, როგორც ალბათ იცით, ადგილობრივი დროით 4 საათზე მივიღეთ თანხმობა რომ გაგრძელდეს მოქალაქეების ევაკუაცია. წითელი ჯვრის მონაცემებით, 15 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით დაახლოებით 25 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია რთული პირობების გათვალისწინებით. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით 301 დაჭრილის ევაკუაცია მოხერხდა და უმრავლეს შემთხვევაში მოხერხდა მათი გადაყვანა თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ საავადმყოფოებში, ხოლო დანარჩენებს დახმარება აღმოუჩინეს თავად სირიაში. ეს ცხადია არის პროგრესი, მაგრამ მოდით ვიყოთ რეალისტები. 60 ავტობუსი ისევ ბლოკირებულია, სამი ათასი ადამინაი ამ დრომდე ვერ ტოვებს აღმოსავლეთ ალეპოს. ისინი საკმაოდ რთულ ვითარებაში იმყოფებიან თოვლის და უწყლობის გამო. გ.გ. - ანუ ყველა არ არის უსაფრთხოდ? ნ.ს. - არა, მიუხედავად ყველაფრისა არა. როგორც უკვე გითხარით ეს არის მიმდინარე ჰუმანიტარული კატასტროფა. იმის მიუხედავად რომ გვაქსვ გარკვეული გარღვევა, რთული რჩება ვითარება მათშორის დასავლეთ ალეპოშიც. ორი ავტობუსის და ორი სასწრაფო დახმარების ავტომობილის გამოყვანა მოხერხდა გასულ ღამეს, თუმცა 20 ავტობუსი კვლავაც ბლოკირებულია. რაც ახლა ხდება, 21 დეკემბერს მიღებული რეზოლუციის თანახმად, დამასკოს თანხმობით, შესაძლებელი გახდა მონიტორების დაშვება ალეპოში და ეს არ უზრუნველყოფს მხოლოდ დაკვირვებას, ამ დრომდე გაეროს იქ ყოფნა უზრუნველყოფს ადამინებისთვის უსაფრთხოებას. ახლა გაერთიანებული ერები ახარციელებს პროგრამას, რომლის საშუალებითაც იგეგმება მთელი ალეპოს პურით უზრუნველყოფა. უნისეფი უზრუნველყოფს მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგებას. ასე რომ, მიუხედავად ურთულესი ვითარებისა, ხორცილედება გარკვეული პროგრამები. გ.გ. - რამდენად აქვ
წაკითხვა
„მოამბის" ექსკლუზიური ინტერვიუ მაიკლ კარპენტერთან
განახლებულია: 2016-12-11 20:47:00
გ.გ. პირველ რიგში მადლობთ, რომ ჩვენთან ერთად ხართ. პირველ რიგში, საინტერესოა, რომ ახლა, როცა ამერიკაში ხელისუფლების გადაბარების პროცესი მიმდინარეობს, თქვენ ალბათ უკვე შეხვდით ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და თუ შეიძლება გვითხარით, რას უნდა ველოდოთ ახალი ადმინისტრაციისაგან, რამდენად სტაბილურია ამერიკის საგარეო პოლიტიკა თავდაცვის მიმართულებით? მ.კ. საქართველოსთან დაკავშირებით ეს ისტორიული შემთხვევაა, როდესაც ორივე პარტიამ ერთხმად დააფიქსირა საკუთარი მხარდაჭერა თქვენ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესის და რეფორმების მიმართ. ამდენად, მე ვფიქრობ, რომ ეს მხარდაჭერა გაგრძელდება. რვა წლის წინ, როდესაც ბარაკ ობამამ ბუშისგან ადმინისტრაცია გადაიბარა, მაშინ მე ამ პროცესში ვმონაწილეობდი. იქიდან მოყოლებული საქართველოსთან მიმართებაში არსებული პოლიტიკა გრძელდება.ამდენად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ იგივე მოხდება დღესაც. მე არ შემიძლია ვისაუბრო ახალი გუნდის ნაცვლად, რადგან მე პოლიტიკურად დანიშნული პირი ვარ ობამას ადმინისტრაციის მიერ, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა უკვე შეხვედრები და ვისაც აქამდე შევხვდი, შემიძლია ვთქვა, რომ მათ კარგად იციან ეს რეგიონი. გ.გ. ახლადარჩეული პრეზიდენტი ტრამპი ხშირად აკრიტიკებდა ნატო-ს და განსაკუთრებით ევროპელ წევრებს, რადგან ისინი მცირედს ხარჯავენ საკუთარი უსაფრთხოებისათვის. ახლა უკვე მიმდინარეობს დისკუსიები ევროპული უსაფრთხოების სისტემასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ რას ნიშნავს ეს ნატო-სთვის. უ
წაკითხვა
ინტერვიუ ჟურნალ „ეკონომისტის" მთავარი რედაქტორთან
გამოქვეყნებულია: 2016-11-21 18:28:00
გიორგი გვიმრაძის ინტერვიუ "ეკონომისტის" რედაქტორ, ედვარდ ლუკასთან -  ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტი, რუსეთ-ამერიკის შესაძლო ურთიერთობები და ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხები.
წაკითხვა
„რუსეთი არის საკვანძო საკითხი ორი დიდი ორგანიზაციისათვის, როგორც ნატოსთვის, ისე ევროკავშირისათვის“ - ინტერვიუ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრთან, ჯერმან მარშალის ფონდის მკვლევართან - პავოლ დე
გამოქვეყნებულია: 2016-09-12 17:54:00
გ.გ. გმადლობთ რომ ხართ ჩვენთან ერთად, თქვენ იყავით მოდერატორი დისკუსიაზე სადაც განიხილებოდა ევროკავშირის პოლიტიკა კავკასიის რეგიონის მიმართ. მინდა გკითხოთ, რა არის ევროკავშირის პოლიტიკა ამ რეგიონის მიმართ და განსაკუთრებით საქართველოს მიმართ, რა განიხილებოდა დისკუსიის დროს? პ.დ. მე მეორედ ვარ უკვე ამ კონფერენციაზე და ამ ჯერად მთხოვეს ვყოფილიყავი დისკუსიის მოდერატორი.და კერძოდ რადგანაც მე სლოვაკეთიდან ვარ, ხოლო სლოვაკეთი პირველი ივლისიდან არის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, ამდენად ჩემთვის ძალიან საინტერესოა, თუ როგორ განიხილავს საქართველო ამ მეტად მნიშვნელოვან პერიოდში, არჩევნების წინ, საკუთარ გეოპოლიტიკურ ორიენტაციას და ამდენად განსაკუტრებით სასიამოვნო იყო თქვენი ქვეყნის ლიდერების ხილვა ამ კონფერენციაზე, როგორც პრეზიდენტის, პრემიერმინისტრის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლების, რომლებიც განიხილავდნენ ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას.  როგორც მოდერატორმა ცხადად დავინახე რომ საქართველოში არის კონსენსუსი ქვეყნის საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით, უკრაინის და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით. ვფიქრობ, რომ იმ პანელიდან გამომდინარე, რომელზეც მე ვიყავი მოდერატორი, ცალსახად გამოიკვეთა, რომ მიუხედავად ყველა სირთულისა, „ბრექსითი“ (ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის პირობითი სახელწოდება), ლტოლვილთა კრიზისი და ა.შ. ევროპის შემდგომი გაფართოების პოლიტიკა არ არის მკვდარი პროქტი და რომ ევროკავშირი კვლავაც უნდა დაეხმაროს ასპირანტ  ქვეყნებს, რომელბსაც აქვთ სურვილი გახდნენ ორგანიზაციის წევრები, მათ რეფორმებში. მთავარი გზავნილები, რომლებიც გაჟღერდა, გულისხმობდა იმას, რომ რაც უფრომ მეტად განაგრძობთ ამ დიალოგს ევროკავშირთან, სასარგებლო იქნება ქვეყნისათვის, როგორ არსებულ ვიტარებაში, ასევე მომავლის პერსპექტივაში. გ.გ. დიახ და ამ კვირაში, „ლიბეს“ კომიტეტმა (ევროპარლამენტის მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტი), განიხილა საქართველოთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხი და ჩვენ მივიღეთ მისი მხარდაჭერა. რას შეიძლება ველოდოთ უახლოესი თვეების განმავლობაში, შეიძლება მივიღოთ უვიზო მიმასვლაზე თანხმობა?პ.დ. მე ვფიქრობ ვიზა ლიბერალიზაცია ყოველთვის . . 
წაკითხვა
რა გადაწყვეტილებას მიიღებენ აშშ-ის მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნებზე და როგორი იქნება ქვეყნის საგარეო პოლიტიკა - ექსკლუზიური ინტერვიუ მამუკა წერეთელთან
გამოქვეყნებულია: 2016-08-06 21:16:00
ჰილარი კლინტონი თუ დონალდ ტრამპი? ისტორიული არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში.რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ამერიკის მოქალაქეები - ისტორიაში პირველად, პრეზიდენტად აირჩევენ ქალს - ყოფილ სახწელმწიფო მდივანსა და პირველ ლედის, თუ არჩევანს გააკეთებენ რადიკალიზმითა და და პოპულიზმით ცნობილ მილარდერზე. როგორი იქნება არჩევნების შემდგომი საგარეო პოლიტიკა და რამ განაპირობა მკვეთრი პოლარიზაცია წინასაარჩევნო პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ საკითხებზე ესაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზიისა და კვაკასიის კვლევის ინსტიტუტის წარმომადგენელს, მამუკა წერეთელს.
წაკითხვა
„ბრექსიტის“ პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები - ინტერვიუ თამარ ბერუჩაშვილთან
გამოქვეყნებულია: 2016-07-31 20:55:00
„ბრექსიტი“ და მისი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები, - გიორგი გვიმრაძის ინტერვიუ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დიდ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, თამარ ბერუჩაშვილთან.
წაკითხვა
ვიზალიბერალიზაცია, ევროინტეგრაცია, ტერორიზმი, „ბრექსიტი“ - ინტერვიუ ნატალია საბანაძესთან
გამოქვეყნებულია: 2016-07-31 20:53:00
ვიზალიბერალიზაცია, საქართველოს ევროპული მომავალი, ტერორიზმი - გლობალური გამოწვევა, „ბრექსიტი“, - გიორგი გვიმრაძის ინტერვიუ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან, ნატალია საბანაძესთან.
წაკითხვა
თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები, სამხედრო გადატრიალების მცდელობა და თანმდევი მოვლენები - ინტერვიუ ირაკლი კოპლატაძესთან
გამოქვეყნებულია: 2016-07-31 20:45:00
თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები, სამხედრო გადატრიალების მცდელობა და თანმდევი მოვლენები, რა გავლენას იქონიებს განვითარებული მოვლენები რეგიონზე, - გიორგი გვიმრაძის ინტერვიუ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თურქეთის რესპუბლიკაში, ირაკლი კოპლატაძესთან.
წაკითხვა
საქართველო-გერმანიის ურთიერთობები, ვიზალიბერალიზაცია, ტერორიზმი, როგორც გლობალური გამოწვევა - ინტერვიუ ლადო ჭანტურიასთან
გამოქვეყნებულია: 2016-07-31 20:41:00
საქართველო-გერმანიის ურთიერთობები, ვიზალიბერალიზაცია, ტერორიზმი, როგორც გლობალური გამოწვევა, - ამ თემებზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ლადო ჭანტურიას საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე ესაუბრა.
წაკითხვა
გაერო და მისი მოდერნიზების აუცილებლობა, აშშ-საქართველო, არჩევნები ამერიკაში-ინტერვიუ კახა იმნაძესთან
გამოქვეყნებულია: 2016-07-31 20:36:00
გაერო და მისი მოდერნიზების აუცილებლობა, აშშ-საქართველოს ურთიერთობები, საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკაში, - გიორგი გვიმრაძის ინტერვიუ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, კახა იმნაძესთან.
წაკითხვა
საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობები, ვიზალიბერალიზაცია, გახშირებული ტერაქტები - ინტერვიუ ეკატერინე სირაძე-დელონესთან
გამოქვეყნებულია: 2016-07-31 20:31:00
საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობები, ვიზალიბერალიზაცია, გაშირებული ტერაქტები - ამ თემებზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საფრანგეთში, ეკატერინე სირაძე-დელონეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე ესაუბრა.
წაკითხვა
ევროსკეპტიციზმი აღმოსავლეთ ევროპაში დიდწილად პოპულისტური ნარატივის შედეგია - ინტერვიუ რადოსლავ მარკოვსკისთან (სრული ვერსია)
გამოქვეყნებულია: 2016-04-17 20:52:00
ინტერვიუ ვარშავის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ რადოსლავ მარკოვსკისთან, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების დირექტორი, გიორგი გვიმრაძე ესაუბრა: გ.გ: პირველ რიგში მადლობა რომ ჩვენთან ხართ. ამ ინტერვიუს ვამზადებთ საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის, და მადლობა დროისთვის რომელიც დაგვითმეთ. რ.მ: მადლობა მოწვევისთვის. გ.გ: როგორც ვიცი ეს თქვენი პირველი ვიზიტია საქართველოში, რა არის თქვენი ჩამოსვლის მიზეზი?რ.მ: დიახ ეს ჩემი პირველი ვიზიტია და ცოტა მრცხვენია რომ პირველად ვარ. მომიწვია ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა, რათა ჩავატარო რამდენიმე ლექცია დემოკრატიის ტრანსფორმაციის შესახებ, სტუდენტებისთვის, მათ შორის დოქტორანტურის სტუდენტებისთვისაც. გ.გ: რას იტყოდით საქართველოზე რა შთაბეჭდილება გაქვთ?რ.მ: როგორც ყოველთვის, წაკითხულს ნანახი სჯობს. ძალიან საინტერესოა. შევხვდი რამდენიმე საინტერესო ადამიანს. ვესაუბრე და ჩემთვის ნათელი გახდა ის პრობლემები რომელსაც აწყდებით თქვენ მათ შორის დემოკრატიის თვალსაზრისით. ახლა უფრო მეტი დეტალი შევიტყვე რა ხდება აქ ვიდრე მანამდე ვიცოდი. მაგალითად ერთ-ერთი რამაც გამაოცა, როგორც ჩანს ძალიან ბევრი ადამიანი უჭერდა მხარს სააკაშვილს და მის პოლიტიკას. მე ვფიქრობდი რომ ეს იყო ნაკლებ პრობლემატური, თუმცა ასე არ ყოფილა. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი პირველი შთაბეჭდილებაა.გ.გ: რას ფიქრობთ რა არის საქართველოში ჩვენი მთავარი პრობლემა და რა არის მთავარი გამოწვევები?რ.მ: რამდენიმე პრობლემაა მაგალითად გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, რასაც, რა თქმა უნდა, ვერ შეცვლით. ბოლო 20 წელზე მეტია თქვენ საკმაოდ წარმატებით მიუყვებით დემოკრატიული კონსოლიდაციის გზას, მიაღწიეთ ეკონომიკურ წარმატებებს. რა თქმა უნდა, თქვენ ვერ მიუახლოვდებოდით ჩეხეთის მონაცემებს, რომელიც არის ავსტრიის და გერმანიის მოსაზღვრე, ძალიან მარტივი მიზეზის გამო, ის ჩამოყალიბებულ დემოკრატიებს ესაზღვრება. ეს მნიშვნელოვანია. თქვენ გაქვთ კონფლიქტები. როდესაც მე აქ ჩამოვედი, ეს იყო მშვიდობიანი რეგიონი, მას შემდეგ წამოიჭრა მთიანი ყარაბაღის პრობლემა, რაც ძალიან სერიოზულია, იმ
წაკითხვა