საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ოპოზიცია „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმების გასაჯაროებას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2017-01-19 10:16:00
„გაზპრომთან“ მიღწეულ შეთანხმებას კვლავ მწვავედ აკრიტიკებენ ოპოზიციაში. „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს რეზოლუციას შეიმუშავებს, რომლის მიხედვითაც, ოპოზიცია გრიფით საიდუმლოს მოხსნას მოითხოვს. საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ რუსულ ენერგოგიგანტთან შეთანხმებას ქართული მხარე არ უნდა დათანხმდეს. ისინი კალაძეს პარლამენტში მისვლას და კითხვებზე პასუხის გაცემას სთხოვენ. საპირისპირო მოსაზრება აქვთ საპარლამენტო უმრავლესობაში. დეპუტატები ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას პოპულისტურს უწოდებენ.
წაკითხვა
არასამთავრობოებისთვის კალაძის განმარტებები არადამაჯერებელია
გამოქვეყნებულია: 2017-01-19 10:14:00
ენერგეტიკის მინისტრის მიერ კომპანია „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმების საკითხზე გაკეთებულ განმარტებებს არადამაჯერებელს უწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მესამე სექტორში საკითხის ირგვლივ კითხვის ნიშნები კვლავ რჩება. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ენერგეტიკის სამინისტროდან წერილობით პასუხს კვლავ ითხოვს. ასოციაციაში აცხადებენ, რომ შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას უწყების მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე მიიღებენ. ორგანიზაცია ენერგეტიკის სამინისტროს რუსულ კომპანიასთან მიღწეული შეთანხმების გასაჯაროებას სთხოვს.
წაკითხვა
მმართველი გუნდი კალაძის პარლამენტში მისვლის საჭიროებას ვერ ხედავს
გამოქვეყნებულია: 2017-01-19 10:04:00
საკანონმდებლო ორგანოში ენერგეტიკის მინისტრის მისვლის საჭიროებას ვერ ხედავენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში  მიიჩნევენ, რომ „გაზპრომის“ საკითხთან დაკავშირებით, ყველა კითხვას პასუხი უკვე გაეცა. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ დეპუტატების მხრიდან პარლამენტში ამ საკითხის განხილვის სურვილის შემთხვევაში, ვიცეპრემიერის საკანონმდებლო ორგანოში მისვლის საკითხი დღის წესრიგში დადგება.
წაკითხვა
კალაძე პრეზიდენტის პოზიციის შესახებ: არაკვალიფიციური და უარგუმენტო
გამოქვეყნებულია: 2017-01-19 10:01:00
„არაკვალიფიციური და უარგუმენტო“, - ასე აფასებს პრეზიდენტის პოზიციას „გაზპრომთან“ დაკავშირებით კახი კალაძე. ენერგეტიკის მინისტრის განმარტებით, პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება, სურვილის შემთხვევაში, ხელშეკრულების დეტალებს გაეცნოს. რაც შეეხება პარლამენტში მისვლის საკითხს, კახი კალაძემ განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი უმრავლესობის დეპუტატებს ექნებათ კითხვები, იგი მზად იქნება, ყველა კითხვას პასუხი გასცეს.
წაკითხვა
საქართველოს პრემიერი დავოსის ეკონომიკურ ფორუმში იღებს მონაწილეობას
გამოქვეყნებულია: 2017-01-19 09:50:00
საქართველოს პრემიერმინისტრი დავოსში იმყოფება. გიორგი კვირიკაშვილი დღეს აბრეშუმის გზის პროექტისადმი მიძღვნილ პანელზე სიტყვით გამოვა. პრემიერთან ერთად, დავოსში საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრები, ასევე თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილიც იმყოფებიან. ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება. გაიმართება ორმხრივი შეხვედრები ევროპული ქვეყნების ლიდერებთან.
წაკითხვა
სამშენებლო კომპანიები ბანკების არაპროფილურ ბიზნესს აპროტესტებენ
განახლებულია: 2017-01-18 20:29:00
კიდევ ერთხელ აქტიურდება ბანკების არაპროფილური ბიზნესის საკითხი. პრობლემაზე ძირითადად სამშენებლო კომპანიები საუბრობენ, რომლებიც არაკონკურენტულ გარემოზე მიუთითებენ. დეველოპერების თქმით, სამშენებლო სექტორში ბანკების ჩართვა მათ არათანაბარ პირობებში აყენებს. ექსპერტები გამოსავალს საკანონმდებლო ცვლილებებში ხედავენ. 
წაკითხვა
მეანაბრეები კომპანია „ემეფიქს ბროკერ ჯორჯიას” თბილისის ფილიალის ხელმძღვანელს ეძებენ
გამოქვეყნებულია: 2017-01-18 20:26:00
სკანდალში ეხვევა კიდევ ერთი საფინანსო ორგანიზაცია - მეანაბრეები კომპანია ,ემეფიქს ბროკერ ჯორჯიას” თბილისის ფილიალის ხელმძღვანელს ეძებენ. მოქალაქეების თქმით, მათ კუთვნილი საპროცენტო სარგებელი ორი თვეა არ მიუღიათ. მეანაბრეებს ეჭვი აქვთ, რომ ფილიალის უფროსმა თანხები მიითვისა და ქვეყანა დატოვა. პარალელურად, გრძელდება საფინანსო ორგანიზაცია ,,საქართველოს” მეანაბრეთა საპროტესტო გამოსვლებიც. კომპანიის ხელმძღვანელების დაკავების შემდეგ მოქალაქეები ზარალის ანაზღაურებას ხელისუფლებას სთხოვენ.     
წაკითხვა
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან - მინსკში მიღწეულ შეთანხმებას აპროტესტებს პლატფორმა ,,დაიცავი თავისუფლება”
განახლებულია: 2017-01-18 20:23:00
მინსკში მიღწეულ შეთანხმებას აპროტესტებს პლატფორმა ,,დაიცავი თავისუფლება”. მოძრაობის წევრები ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ ლოზუნგით ,,არა გაზპრომს”. ადგილზე შეკრებილების თქმით, რუსული ენერგოკომპანიის მიერ შეთავაზებული პირობა წამგებიანია და მას საქართველოს მთავრობა არ უნდა დათანხმდეს.    გურამ როგავა დეტალებით.
წაკითხვა
ოპოზიცია ენერგეტიკის სამინისტროს მინსკის მოლაპარაკებების და ახალი ხელშეკრულების პირობების გასაჯაროებას სთხოვს
განახლებულია: 2017-01-18 20:19:00
,,გაზპრომთან” მიღწეული შეთანხმება ისევ უთანხმოების მიზეზია. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია ენერგეტიკის სამინისტროს მინსკის მოლაპარაკებების და ახალი ხელშეკრულების პირობების გასაჯაროებას სთხოვს. ოპონენტები რუსული ენერგო-კომპანიის მხრიდან გაზის ტრანზიტისთვის პირობის შეცვლაში პოლიტიკურ რისკებს ხედავენ. ანალოგიური ეჭვები აქვს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც, რომელმაც კალაძის უწყებას ძველი და ახალი ხელშეკრულებების ასლების გადაცემის მოთხოვნით დღეს ოფიციალური წერილი გაუგზავნა და პასუხისთვის 10-დღიანი ვადა მისცა. დღეს ,,მოამბე” შეეცადა, გაერკვია, რა იცვლება საქართველოსთვის ბუნებრივი აირის ტრანზიტის ახალი ფორმით.   
წაკითხვა
კახა კალაძე „გაზპრომზე“: ჩვენ შევინარჩუნეთ ენერგოდამოუკიდებლობის იგივე სტატუსი
განახლებულია: 2017-01-18 20:17:00
„გაზპრომთან“ მოლაპარაკებების შედეგად, ქვეყანამ შეინარჩუნა ენერგოდამოუკიდებლობის იგივე სტატუსი, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია რეგიონში და სტაბილური განვითარება - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კალაძის თქმით, აღნიშნულ თემაზე დამატებით განმარტებას აკეთებს მოსახლეობისთვის და არა „ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ჯგუფებისთვის“.„ქვეყანაში მიმდინარე დინამიური და პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, გამარგინალებული და მოსახლეობაში არაპოპულარული პირები თუ ჯგუფები, ძველი ინერციით მოქმედებენ და საკუთარი უმოქმედობის გადასაფარად, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებს იყენებენ და დეზინფორმაციულ ისტერიას აწყობენ.წესით, მე დღეს ამ ბრიფინგს არ უნდა ვატარებდე, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოსახლეობის და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მთავრობა რაციონალური და სწორი ნაბიჯები გადადგა „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებში.არა ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ჯგუფებისთვის, არამედ ჩვენი მოსახლეობისათვის, კიდევ ერთხელ მინდა, განვმარტო მთელი მოლაპარაკებების შედეგი.ამ მოლაპარაკებებით, ჩვენ შევინარჩუნეთ ენერგოდამოუკიდებლობის იგივე სტატუსი, ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია რეგიონში და სტაბილური განვითარება. შეიცვალა მხოლოდ გადახდის ფორმა, სწორედ ესაა ფაქ
წაკითხვა
Check in Georgia - ხარჯი და მოგება ციფრებში - ინფოგრაფიკა
გამოქვეყნებულია: 2017-01-18 19:22:00
Check in Georgia ფინანსური და სტატისტიკური მონაცემები უკვე ცნობილია.ოფიციალური ინფორმაციით, პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა 27 მლნ 847 ათასი ლარი;პროექტის ფარგლებში მიღებულმა თანხამ შეადგინა 29 მლნ 907 ათასი ლარი (ფონდი ქართუს შემოწირულობა - 20 მლნ ლარი; ბიზნეს-სექტორიდან შემოსული თანხა 6 მლნ 832 ათასი ლარი; ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა - 3 მლნ 75 ათასი ლარი).!function(e,t,n,s){var i="InfogramEmbeds",o=e.getElementsByTagName(t),d=o[0],a=/^http:/.test(e.location)?"http:":"https:";if(/^\/{2}/.test(s)&&(s=a+s),window[i]&&window[i].initialized)window[i].process&&window[i].process();else if(!e.getElementById(n)){var r=e.createElement(t);r.async=1,r.id=n,r.src=s,d.parentNode.insertBefore(r,d)}}(document,"script","infogram-async","//e.infogr.am/js/dist/embed-loader-min.js");Create your own infographicsსახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნდა 5 მლნ-მდე ლარი.პროექტიდან შემოსული თანხა - 21 277 660 ლარი, ამ ეტაპზე, ხმარდება 12 შენობის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში გაიმართა 487 კულტურული ღონისძიება:დამსწრეთა რაოდენობა 430 ათასი 
წაკითხვა
„2.5 მლნ მომეცით და წარმოებას გავაკეთებ“ - რა მოჰყვა ზვიად ციკოლიას პოსტს Aerosmith-ის კონცერტის შესახებ
გამოქვეყნებულია: 2017-01-18 18:33:00
სამრეწველო დიზაინერი ზვიად ციკოლია საზოგადოებრივთან საუბრისას, ამ ეტაპზე, არ საუბრობს იმ ბიზნეს-იდეის შესახებ, რომლითაც საქართველოს მთავრობა დაინტერესდა. დიზაინერი ადასტურებს, რომ ეკონომიკის მინისტრ გიორგი გახარიასთან კომუნიკაცია ჰქონდა.„ჯერ ვერაფერს გეტყვით, სანამ შეხვედრა არ შედგება და კონკრეტულ საკითხებზე არ მოხდება საუბარი“, - აცხადებს ზვიად ციკოლია. მთავრობა ცნობილი ქართველი დიზაინერის იდეით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მან Aerosmith-ის კონცერტის ჩატარების ხარჯებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაპოსტა. ცნობილია, რომ ამ კონცერტის გამართვა ქვეყნის ბიუჯეტს 5,5 მლნ ლარი უჯდება. ციკოლია წერს, რომ 2,5 მლნ-დ მას წარმოების გაკეთება და ხალხის დასაქმება შეუძლია. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზვიად ციკოლიას ბიზნეს-იდეით მთავრობა დაინტერესდა, ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა. მათი ცნობით, სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ შესაძლოა საქართველოში საწარმო გახსნას. ამასთან დაკავშირებით, მასა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიას შორის საუბარი შედგა. მათივე ცნობით, დიზაინერს საწარმოს გახსნა სურს, რომელიც პლასტმასის წარმოებით იქნება დაკავებული. სამომავლოდ საწარმოში, ზვიად ციკოლია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებასაც აპირებს.უწყების ინფორმაციით, გიორგი გახარია ცნობილ დიზაინერს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში წარმოების დაწყებაზე ესაუბრა. საწარმოს შექმნიდან პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „მეწარმეობის განვითარების სააგენტო“ განახორციელებს.
წაკითხვა
როდის მოეწერება ხელი „გაზპრომთან“ ბუნებრივი აირის ტრანზიტზე მიღწეულ შეთანხმებას
განახლებულია: 2017-01-18 18:15:00
ჯერ კიდევ უცნობია -  როდის მოეწერება ხელი "გაპრომთან" ბუნებრივი აირის ტრანზიტზე მიღწეულ შეთანხმებას. დოკუმენტის გაფორმებას, რასაც პრემიერის ფაქსიმილია სჭირდება, მმართველ გუნდში შეთანხმების ტექნიკურ ნაწილს, გადაწყვეტილებას კი გონივრულს უწოდებენ. სამოქალაქო საზოგადოება კი ენერგეტიკის სამინისტროს კონტრაქტის პირობების შესაფასებლად დოკუმენტაციას ოფიციალურად სთხოვს.  
წაკითხვა
პარლამენტის წევრების შეფასებები „გაზპრომთან" მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით
გამოქვეყნებულია: 2017-01-18 16:15:00
„გაზპრომთან" მოლაპარაკებების თემაზე შეფასებები გაკეთდა პარლამენტარების მხრიდან. 
წაკითხვა
საქართველოს პრემიერის ვიზიტი ესპანეთში გრძელდება
განახლებულია: 2017-01-18 12:21:00
საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტი ესპანეთში გრძელდება. გიორგი კვირიკაშვილს ,,ელ-პარდოს” სასახლეში ესპანეთის მეფემ ფელიპე მეექვსემ უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენას შეეხო, რომელიც მადრიდში დღეს იხსნება. გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრისას საქართველოს მზარდ ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა. შეხვედრას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი დაესწრო. აუდიენციის შემდეგ  სამეფო სასახლეში მიღება გაიმართა. ღონისძიება 2017 წლის მდგრადი ტურიზმის განვითარების საერთაშორისო წლად გამოცხადებას მიეძღვნა. მიღებას მსოფლიოს პოლიტიკური და ეკონომიკური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებს სიტყვით ესპანეთის მეფემ  მიმართა.  
წაკითხვა
საქართველოს პრემიერი ესპანეთში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა
განახლებულია: 2017-01-18 12:19:00
საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტი ესპანეთში გრძელდება. გიორგი კვირიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ტალებ რიფაის  შეხვდა. პრემირმინისტრმა გენერალურ მდივანს საქართველოს ტურიზმის სექტორის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრა მადრიდში, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სათავო ოფისში გაიმართა.საუბარი საქართველოსა და ორგანიზაციას შორის პარტნიორობას შეეხო. შეხვედრის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა და ტალებ რიფაიმ,გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სათავო ოფისში საქართველოს პრემიერის სახელობითი საპატიო დაფა გახსნეს. 
წაკითხვა
მთავრობას "გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს საპარლამენტო ოპოზიცია
განახლებულია: 2017-01-18 12:15:00
მთავრობას "გაზპრომთან" დადებული ხელშეკრულების გასაჯაროებისკენ  მოუწოდებს საპარლამენტო ოპოზიცია. ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ დოკუმენტი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზიანებს. ხელისუფლებაში კი მიაჩნიათ, რომ "გაზპრომთან" დაკავშირებით უკვე ყველა კითხვას გაეცა პასუხი. 
წაკითხვა
"გაზპრომთან" გაფორმებულ ხელშეკრულებას მესამე სექტორში აკრიტიკებენ
განახლებულია: 2017-01-18 12:14:00
"გაზპრომთან" გაფორმებულ ხელშეკრულებას მესამე სექტორში აკრიტიკებენ. არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას წერილით მიმართავენ და რუსულ ენერგოგიგანტთან  გაფორმებული ხელშეკრულებისთვის გრიფის მოხსნას სთხოვენ. სამოქალაქო სექტორი მიიჩნევს, რომ  რუსულ კომპანიებთან ხელშეკრულების პირობების შეცვლა სარისკოა. მესამე სექტორი საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებს, აღნიშნულ საკითხზე ენერგეტიკის მინისტრი დაიბაროს.  
წაკითხვა
საია „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმების შესახებ ინფორმაციას ითხოვს
განახლებულია: 2017-01-18 12:11:00
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმების შესახებ ინფორმაციას ითხოვს.არასამთავრობო ორგანიზაცია ენერგეტიკის სამინისტროს, შესაბამისი ინფორმაციის მიღების მოთხოვნით, წერილობით დღეს მიმართავს. საია უწყებას 2016 წლის 31 დეკემბერს ვადაგასული ხელშეკრულების ასლისა და ახალი შეთანხმების დოკუმენტის წერილობით წარდგენას სთხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ,,გაზპრომთან” წარმოებული მოლაპარაკების ამსახველი ყველა ოფიციალური დოკუმენტი უნდა გასაჯაროვდეს. ორგანიზაცია, მოთხოვნილი ინფორმაციის მიღებაზე უარის შემთხვევაში, სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. 
წაკითხვა
ახალი რეგუალცები ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის - როგორ აფსებენ სპეციალისტები ლარიზაციის გეგმას
განახლებულია: 2017-01-17 20:20:00
სესხების გალარების პროგრამასთან ერთად, ამოქმედებულია ლარიზაციის გეგმის სხვა მნიშვნელოვანი პუნქტებიც. სამთავრობო პროგრამის მიხედვით, ბანკებმა გარკვეული თანხის ფარგლებში კრედიტები მხოლოდ ლარში უნდა გასცენ. ახალი რეგულაციები ვრცელდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ლომბარდებზეც, რომლებსაც დოლარში მცირე კრედიტების გაცემა საერთოდ ეკრძალებათ. სპეციალისტები, ლარის დასტაბილურების მიზნით, მომზადებული გეგმისგან სავალუტო რისკების შემცირებას და ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნილების ზრდას ელდოებიან. თუმცა ეკონომისტების ერთ ნაწილს პროგრამასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.
წაკითხვა

უახლესი