საზოგადოებრივი
104.5 FM
დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენ მიერ მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის იქნება მიმართული
გამოქვეყნებულია: 2017-10-09 16:17:00
ჩვენ მიერ მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის იქნება მიმართული,- განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამი პირველი მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.მან კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ დადებით ტენდენციებზე, რომელიც ქვეყანას 2017 წლის დასაწყისიდან აქვს ეკონომიკაში.„ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად აღემატება დაგეგმილ მაჩვენებლებს. 2017 წლის იანვარ-აგვისტოში ეკონომიკა 4.7 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ზრდაში წარმმართველი როლი შეასრულა კერძო სექტორმა. ბიზნესმა წლის პირველ ნახევარში 30 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. იმავე პერიოდში ბრუნვები კერძო სექტორში 18 პროცენტითაა გაზრდილი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. შედეგად, დადებითი ტენდენციებია საბიუჯეტო შემოსავლების შესრულების თვალსაზრისით“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
წაკითხვა
კობა გვენეტაძე - მთავარია, ქვეყანაში იყო ბაზრის მიერ შემოთავაზებული კურსი
გამოქვეყნებულია: 2017-10-09 14:01:00
საქართველოში არის ლარის მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, ეროვნულ ბანკს არ აქვს კონკრეტული მაჩვენებელი გაცვლით კურსთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკი, ისევე როგორც სხვა ცენტრალური ბანკები, არ აკეთებენ გაცვლითი კურსის პროგნოზირებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტა, კობა გვენეტაძემ განუცხადა. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, მთავარია, რომ ქვეყანაში იყო ბაზრის მიერ შემოთავაზებული კურსი. "ეს იქნება კურსი, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას, პოტენციური საგარეო შოკის შემთხვევაში, შოკი რაც შეიძლება ნაკლები საზოგადოებრივი დანახარჯებით გადაიტანოს.  ამავე დროს, გაცვლითი კურსის ასეთი რეჟიმი მნიშვნელოვანია  ქვეყნის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის.  ის ფაქტი, რომ ქვეყანამ კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნა, საგარეო სექტორის გაზრდილ მაჩვენებლებშიც კარგად ჩანს. ამ მიმართულებით გაცილებით მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები, რაზეც ეროვნული ბანკი მთავრობასთან ერთად მუშაობს, ეს არის დოლარიზაციის შემცირება ქვეყანაში",-აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
წაკითხვა
თავდაცვის მინისტრის მოადგილე - თავდაცვის ხარჯებში შეიარაღების წილი 6,8 პროცენტამდე იზრდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-09 14:01:00
თავდაცვის მინისტრის მოადგილე უწყების ბიუჯეტში მოსალოდნელ ცვლილებას კიდევ ერთხელ განმარტავს. გიორგი ბუთხუზმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კლება საჰაერო თავდაცვის ფრანგული პროექტის დასრულებას უკავშირდება. ამ პროექტის გამოკლებით კი ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით იზრდება. ამასთან, ბუთხუზის განცხადებით, თუ წინა წელს შეიარაღებაზე დაფინანსების 1.3 პროცენტი იხარჯებოდა, მიმდინარე წელს კი 3,8 პროცენტი, 2018 წელს ამ კუთხით დაფინანსება 6,8 პროცენტამდე იზრდება.მინისტრის მოადგილის განმარტებითვე, 2017 წელს რეფორმის შედეგად უწყებაში საკადრო ოპტიმიზაცია განხორციელდა, 2018 წელს კი ამ კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილება არ იგეგმება.
წაკითხვა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2017 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 4.3 პროცენტამდე ზრდის
გამოქვეყნებულია: 2017-10-09 13:13:00
საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2017 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 4.3 პროცენტამდე ზრდის და საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პროგრამას შთამბეჭდავად აფასებს, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.მისივე შეფასებით, დაგეგმილი რეფორმების განხორციელება საქართველოს ეკონომიკის მაღალ და ინკლუზიურ ზრდას უზრუნველყოფს, რაც კერძო ინვესტიციების, წარმოებისა და ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ზრდას შეუწყობს ხელს.IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამით განსაზღვრული ყველა ციფრობრივი კრიტერიუმი, უმეტეს შემთხვევაში, მნიშვნელოვანი გადაჭარბებით შესრულდა.IMF-ის შეფასებით, ეკონომიკის მოსალოდნელზე სწრაფ ზრდას, ხელი შეუწყო გონივრულმა პოლიტიკამ, ასევე - სავაჭრო პარტნიორების სიმრავლემ, ექსპორტმა, ტურიზმმა და ინვესტიციებმა.საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ შთამბეჭდავად შეაფასა ფისკალური მაჩვენებლებიც და აღნიშნა, რომ ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს - შემოსავლები აღემატება პროგნოზს, ხოლო ხარჯები პროგრამის მაჩვენებლების შესაბამისია. ფონდის შეფასებით, მაღალი შემოსავლები, მიმდინარე ხარჯების შენარჩუნების ფონზე, მიიმართება მეტი კაპიტალური პროექტის დასაფინანსებლად და დღგ-ს ზედმეტად გადახდილი თანხების ასანაზღაურებლად.პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ასევე განსაკუთრებით გაესვა ხაზი ფინანსურ სექტორში მიმდინარე რეფორმებს და დადებითად შეფასდა სტრუქტურულ რეფორმებში მიღწეული პროგრესი.პრემიერმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს საქართველოს განვითარების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ფონდთან აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა დაადასტურა.ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 
წაკითხვა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია - საქართველოს ეკონომიკის მოსალოდნელზე მაღალ ზრდას გონივრულმა პოლიტიკამ და სავაჭრო პარტნიორების სწრაფმა ზრდამ შეუწყო ხელი
გამოქვეყნებულია: 2017-10-09 13:01:00
საქართველოში დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ორკვირიანი სამუშაო ვიზიტი საქართველოში.სსფ-მა დადებითად შეაფასა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ (Extended Fund Facility) საქართველოში მიმდინარე პროგრამის პირველი მიმოხილვა. სსფ-ს მისიის დონეზე, საქართველოს ხელისუფლებასთან მიღწეულ შეთანხმებას სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო ნოემბერში განიხილავს და დამტკიცების შემთხვევაში საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება პროგრამის მეორე ტრანში 30 მილიონი ესდეერის (42.3 მილიონი აშშ დოლარის) ოდენობით. ამით მიმდინარე პროგრამის ჩამორიცხვები 60 მილიონ ესდეერს (84.6 მილიონ დოლარს) გაუტოლდება. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 
წაკითხვა
მერსედეს ვერა მარტინი - მცოცავი გაცვლითი კურსი კვლავ რჩება საქართველოსთვის მორგებულ რეჟიმად და იცავს ქვეყნის ეკონომიკას გარე ეკონომიკური შოკებისგან
გამოქვეყნებულია: 2017-10-09 13:00:00
მცოცავი გაცვლითი კურსი კვლავ რჩება საქართველოსთვის მორგებულ რეჟიმად და იცავს ქვეყნის ეკონომიკას გარე ეკონომიკური შოკებისგან, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა მარტინმა განაცხადა.მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების კურსს მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში.“სექტემბერში ლარის მცირედი გაუფასურება, ეს არის ბუნებრივი მოკლევადიანი რყევა. სავალუტო ფონდი არ აკეთებს პროგნოზებს მოკლევადიანი განვითარების პირობებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლების კურსს მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში. ეს არის ბუნებრივი პირობები და ბაზარი განაპირობებს გაცვლით კურსს. რაც შეეხება რეკომენდაციებს ხელისუფლებისთვის, ჩვენ ბუნებრივია რეკომენდაციებს ვაძლევთ მთავრობას ყოველთვის, მაგრამ ეს რეკომენდაციები ეფუძნება ფაქტს, რომ ოთხუნქტიანი გეგმა არსებობს და ეს გეგმა თავსებადია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამასთან. სწორი მიმართულებით მივდივართ, ექვს თვეში ერთხელ ვიკრიბებით, მიმოხილვას ვახორციელებთ, ძალიან კონსტრუქციული ურთიერთობა გვაქვს მთავრობასთან და ყველას მიზანია, მხარი დავუჭიროთ ხელისუფლებას ამ ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელებაში. ძირითადად იმის გამო, რომ ეს სწორი მიმართულებაა ქვეყნის განვითარებისთვის, ეკონომიკური ზრდის წახალისებისა და ინკლუზიური ზრდის წახალისებისთვის“, - განაცხადა ვერა მარტინმა.რაც შეეხება საგარეო ვალს, ვერა მარტინის განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საგარეო ვალი იზრდება და დონეები შედარებით მაღალია.“ბოლო ორი წლის განმავლობაში ვნახეთ, რომ იზრდება საგარეო ვალი და დონეები შედარებით მაღალია. ამის გარკვეული ნაწილი შეიძლება აიხსნას ლარის გაუფასურებით 2014-2015 წლებში და დინამიკა პრინციპში არის კერძო სექტორში ასახული. ვხედავთ, რომ გარე დაფინანსებაზე წვდომა გაეზარდა კერძო სექტორს. დაფინანსება მოდის საქართველოში მოქმედ საწარმოებში. შედარებით ნორმალური პირობებით, ხანგრძლივი ვადიანობით და მისაღები პირობებით ხდება დაკრედიტება“, - განაცხადა ვერა მარტინმა.
წაკითხვა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შედეგები და შეფასებები „მოამბეში“
განახლებულია: 2017-10-09 12:24:00
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შედეგებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა.მანამდე კი სავალუტო ფონდის მისიის  წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ. ნიკა მუკბანიანი ისაუბრებს პირდაპირ ეთერში.
წაკითხვა
თბილისში საქართველო-ირანის ბიზნესფორუმი გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-10-09 12:19:00
თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ ხვალ საქართველო-ირანის ბიზნესფორუმი გაიმართება. ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოში 30-მდე ირანული კომპანია ჩამოდის. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, მათ შორის არიან საინვესტიციო ინტერესების მქონე კომპანიებიც. ფორუმის ფარგლებში ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები და განიხილონ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები ირანულ კომპანიებთან. ბიზნესფორუმს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი გახსნის. ფორუმზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და ირანის ისლამური რესპუბლიკის კოოპერატივების, შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრი ალი რაბიეი.
წაკითხვა
პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა იწყება
გამოქვეყნებულია: 2017-10-09 12:09:00
პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა იწყება. მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დღეს სფეროების მიხედვით განიხილავენ. ამ წუთებში დეპუტატები საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტზე მსჯელობენ. სანდრო ჯუფალაკიანი თემის დეტალებით.
წაკითხვა
ქართული კომპანიები სავაჭრო გამოფენა Anuga 2017-ზე მონაწილეობენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-09 11:48:00
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული ექსპორტიორი კომპანიები გერმანიაში, ქალაქ კიოლნში სასმელი და საკვები პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ.სავაჭრო გამოფენის ფარგლებში, ქართული სასმელი და საკვები პროდუქციის ორი ქართული სტენდი გაკეთდა, სადაც საკუთარი პროდუქცია 16-მა ქართულმა კომპანიამ გამოფინა. მათ შორის არიან როგორც ქართული ღვინისა და უალკოჰოლო სასმელების, ისე ქართული თხილის ექსპორტიორები.ევროპაში ყველაზე მსხვილი სავაჭრო გამოფენა Anuga 2017 ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და მასში მონაწილეობას 7 400 კომპანია იღებს.გამოფენა 160 000-ზე მეტ დამთვალიერებელს მასპინძლობს.
წაკითხვა
საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი საფინანსო საქმიანობაა
გამოქვეყნებულია: 2017-10-06 11:59:00
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს, საქართველოში საშუალო თვიურმა ანაზღაურებამ 940 ლარი შეადგინა. ამავე მონაცემებით, საფინანსო საქმიანობა საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებადია.საქსტატის მონაცემებით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საქმიანობის სახეების მიხედვით გასულ წელს ასეთი იყო:სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა - 575 ლარი განათლება - 537 ლარისასტუმროები და რესტორნები - 625 ლარი თევზჭერა, მეთევზეობა - 654 ლარი ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი - 790 ლარი დამამუშავებელი მრეწველობა - 775 ლარი სამთომოპოვებითი მრეწველობა - 1143 ლარი ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება - 1180 ლარი მშენებლობა - 1283 ლარი ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 1201 ლარი საფინანსო საქმიანობა - 1834 ლარი ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა - 1063 ლარი სახელმწიფო მმართველობა - 1326 ლარი ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება - 914 ლარი კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა - 804 ლარი.
წაკითხვა
რომი, პარიზი, ბარსელონა, პრაღა - ავიაკომპანია Wizzair-ი ქუთაისიდან კიდევ ოთხი ახალი მიმართულებით იფრენს
გამოქვეყნებულია: 2017-10-06 11:06:00
რომი, პარიზი, ბარსელონა, პრაღა - ავიაკომპანია Wizzair-ი ქუთაისიდან კიდევ ოთხი ახალი მიმართულებით იფრენს, - ამის შესახებ კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ჯორჯ მიხალოპულოსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა.ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჯამში 16 მიმართულებით ევროპის 11 ქვეყანაში შეასრულებს.რომის, პარიზის, ბარსელონას და პრაღის მიმართულებით რეისები 2018 წლის მაისიდან დაიწყება.Wizzair-ი ასევე აორმაგებს რეისების რაოდენობას დღემდე მოქმედ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებზე, რისთვისაც ქუთაისში ბაზირებული იქნება ავიაკომპანიის A320 ტიპის მეორე საჰაერო ხომალდი.დაბალბიუჯეტიანი ტურისტებისთვის ქუთაისი ხდება რეგიონული ცენტრი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის მასშტაბით- ასე შეაფასა Wizzair-ის გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.„კომპანიაWizzair-ის ბოლო წლის მონაცემებზე დაყრდნობით, გასამმაგდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ქუთაისის აეროპორტიდან Wizzair-ის სერვისით სარგებლობს. განსაკუთრებით ვიზალიბერალიზაციის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიის მხრიდა
წაკითხვა
ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-05 18:23:00
ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით განიხილეს. სხდომაზე აღინიშნა, რომ არსებული შენიშვნები ეროვნულმა ბანკმა გაითვალისწინა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ორგანულ კანონში მოხვდა, ეროვნული ბანკის საზედამხედველო არეალის გაზრდაა. კერძოდ ყველა ის ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ასოცირდება რაიმე სახით ბანკის დამფუძნებელთან ან ბანკთან, შევა საბანკო ჯგუფში, შესაბამისად ცენტრალური ბანკი ყველა იურიდიულ პირზე განახორციელებს ზედამხედველობას. 
წაკითხვა
სექტემბერში სურსათზე გლობალური ფასები გაიზარდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-05 17:59:00
სექტემბრის თვეში სურსათზე გლობალური ფასები გაიზარდა. გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სურსათის ფასების ინდექსმა სექტემბერში 178.4 ქულა შეადგინა, რაც 0.8 პროცენტით მეტია აგვისტოს ინდექსზე და 4.3 პროცენტით მეტი - გასული წლის იგივე თვესთან შედარებით.FAO-ს სურსათის ფასის ინდექსი ზომავს საერთაშორისო ფასებს სამომხმარებლო კალათის ხუთ ძირითად პროდუქტზე: მარცვლეულზე, შაქარზე, მცენარეულ ზეთზე, ხორცსა და რძეზე.FAO-ის მცენარეული ზეთის ფასების ინდექსი 4.6%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად პალმის, ასევე, სოიოს, რაფსის და მზესუმზირის ზეთის ფასების ზრდამ განაპირობა.აგვისტოსთან შედარებით ასევე 2.1%-ით გაიზარდა FAO-ს რძის პროდუქტების ფასის ინდექსი. ფასის ზრდა ევროპაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში კარაქისა და ყველის მიწოდების შემცირებამ განაპირობა.ამ თვეში FAO-ის მარცვლეულის ფასების ინდექსი 1%-ით შემცირდა, რაც დიდწილად მოსავლის კარგმა პროგნოზმა განსაზღვრა. ამ სეზონზე FAO-ს პროგნოზებით, მსოფლიოში რეკორდული რაოდენობის მარცვლეულის მოსავალი უნდა მოვიდეს.შაქარსა და ხორცზე სექტემბერში ფასები არ შეცვლილა. 
წაკითხვა
ბოლო ცხრა თვის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 6,9 %-ით შემცირდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-05 17:06:00
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2017 წლის ცხრა თვის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 6,9 %-ით შემცირდა, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. როგორც კავშირში განმარტავენ, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 109.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 8.5 ათასი ტონით აღემატება აგვისტოს თვის მაჩვენებელს. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 58.5 ათასი ტონა (მატება 0.6 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 51.0 (მატება 7,9 ათასი ტონით) ათასი ტონა. საწვავის კატეგორიების მიხედვით 2017 წლის სექტემბერში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 41,6 ათასი ტონა ანუ 71,1%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 15,9 ათასი ტონა ანუ 27,2%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 1,0 ათასი ტონა ანუ 1,7%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 51,0 ათასი ტონა ანუ 100%, L-62 დიზელის საწვავის იმპორტი ფაქტიურად არ განხორციელებულა. ქვეყნების მიხედვით 2017 წლის სექტემბერში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 30,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 27,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 23,3 ათასი ტონა (21,3%), აზერბაიჯანი - 21,0 ათასი ტონა (19,2%), ბულგარეთი - 14,8 ათასი ტონა (13,5%), თურქმენეთი - 14,0 ათასი ტონა (12,8%), საბერძნეთი - 5,8 ათასი ტონა (5,3%).
წაკითხვა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9143 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-05 16:48:00
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 ოქტომბერს ერთი ევროს ღირებულება 2.9143 ლარი იქნება. 5 ოქტომბერს ერთი ევროს ფასი 2.907 ლარი იყო. 
წაკითხვა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4792 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-05 16:47:00
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 ოქტომბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.4792 იქნება. 5 ოქტომბერს ერთი დოლარის ფასი 2.4687 ლარი იყო. 
წაკითხვა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი შენობის რეაბილიტაცია 2018 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-05 16:04:00
ლეონიძის N3-ში, ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში საგარეო საქმეთა სამინისტრო სავარაუდოდ, 2018 წელს გადავა. შენობის რეაბილიტაციის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტშია გათვალისწინებული. „შენობის რეაბილიტაციის ფარგლებში იგეგმება მისი აღჭურვა თანამედროვე საინჟინრო სისტემებით და შენობის ფასადების რეაბილიტაცია, სახურავის საბურველის დემონტაჟი და მისი ახალი მდგრადი მასალით ჩანაცვლება“, - აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტში.ბიუჯეტიდან 9,5 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს. თუმცა, ამ თანხით ლეონიძის ქუჩაზე მდებარე შენობის რეაბილიტაციის გარდა იგეგმება 100 საწოლზე გათვლილი ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მშენებლობაც. ორივე პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.საგარეო უწყების მისამართის შეცვლის მიზეზად სამინისტროს შენობის ავარიულობა სახელდება.
წაკითხვა
ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს მოსაკრებელი არ გაეზრდებათ
გამოქვეყნებულია: 2017-10-05 14:57:00
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები. როგორც კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე შალვა თადუმაძემ განაცხადა, ცოტა ხნის წინ ცვლილებათა პაკეტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმაც განიხილა და მათ გარკვეული შენიშვნები ჰქონდათ ცვლილებათა პაკეტის ინიციატორებთან. მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის განმარტებით, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის მხრიდან არსებობდა ძირითადი 5 შენიშვნა და მთავრობა იზიარებს ოთხ შენიშვნას, ესენია: ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის იმუნიტეტის მინიჭების საკითხი - აღნიშნული რეგულაცია არ იქნება წარმოდგენილი კანონპროექტში, აგრეთვე საუბარი იყო ვალუტის გადამცვლელ პუნქტებისთვის  მოსაკრებლის გაზრდაზე - არც აღნიშნული ცვლილება არ განხორციელდება. ასევე ფიზიკური პირის სესხის გაცემის შესაძლებლობაზე - ეს შეზღუდვა მოიხსნება და კანონით აღარ იქნება გათვალისწინებული.აგრეთვე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ბიზნესში მონაწილეობა პრო განაკვეთებზე - ამ მიმართულებითაც ცვლილება არ განხორციელდება. თუმცა იზრდება ეროვნული ბანკის საზედამხედველო არეაილი. რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა ის ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ასოცირდება რაიმე სახით ბანკის დამფუძნებელთან ან ბანკთან, შევა საბანკო ჯგუფში, შესაბამისად სები ამ ყველა იურიდიულ პირზე განახორციელებს ზედამხედველობას
წაკითხვა
2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მსოფლიოს 45 ქვეყანაში ექსპორტირებულია 52,7 მლნ ბოთლი ღვინო
გამოქვეყნებულია: 2017-10-05 12:33:00
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 2017 წლის 9 თვის მონაცემებით საქართველოდან უცხოეთში 52,7 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მსოფლიოს 45 ქვეყანაში ექსპორტირებულია 52,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 63%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 116 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 55%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.„მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 63%-ით გაიზარდა ღვინის ექსპორტი, 55%-ითაა გაზრდილი ღვინის რეალიზაციით მიღებული შემოსავლებიც, რაც იძლევა პროგნოზის გაკეთების საშუალებას, რომ წლის ბოლოს საქართველოდან ღვინის რეკორდული რაოდენობის ექსპორტი განხორციელდება. ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია აშშ-ს, ევროკავშირის, აზიის და სხვა ბაზრების მიმართულებით, რაც ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის დარგის შეთანხმებული საქმიანობისა შედეგია“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა. „ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 44% (5537261), რუსეთი - 95% (33243157), უკრაინა - 54%(5322683), პოლონეთი - 14% (1869852), ლატვია - 36% (1141778), ბელარუსი - 34% (1054994), აშშ - 81% (346398), გერმანია - 28% (286156), ისრაელი - 305% (170834), მონღოლეთი - 182% (112710), საფრანგეთი - 321% (96790), აზერბაიჯანი 102% (102 342) და სხვა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (33243157), ჩინეთი (5537261), უკრაინა (5322683), ყაზახეთი (2044143) და პოლონეთი (1869852). ამასთან, მსოფლიოს 22 ქვეყანაში ექსპორტირებულია 11 354 403 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 89%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 25 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 84%-ს აღწევს.საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 18 ქვეყანაში ექსპორტირებულია 147 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 131% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 439,3 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 83%-ს მიაღწია.მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 194 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 54% შეადგინა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
წაკითხვა