საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 6.75 %-მდე გაზარდა
განახლებულია: 2017-01-25 16:20:00
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 6.75 პროცენტამდე გაზარდა. სებ-ში აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა პროდუქტზე, აქციზის გადასახადის გაზრდის გამო, ინფლაცია მიზნობრივ 4 პროცენტიან მაჩვენებელს გადააჭარბებს და   გადაწყვეტილება სწორედ ამ პროგნოზს ეყრდნობა. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ასევე ნიშნავს იმას, რომ მსესხებლებს რეფინანსირებაზე მიბმული სესხები მცირედით გაუძვირდებათ. რატი ხვისტანი დეტალებით. 
წაკითხვა
გვენეტაძე: გალარების პროგრამა არ არის მიმართული იმისაკენ, რომ დაასტაბილუროს გაცვლითი კურსი
გამოქვეყნებულია: 2017-01-25 15:22:00
„გალარების პროგრამა არის ერთჯერადი სოციალური აქცია, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა. ეს აქცია არ არის მიმართული იმისაკენ, რომ დაასტაბილუროს გაცვლითი კურსი. მას სხვა დანიშნულება აქვს“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა. კობა გვენეტაძის თქმით, გალარების პროგრამის საშუალებით, იმ მსესხებლებს, რომელთაც სესხი აღებული ჰქონდათ დოლარში და ლარის გაუფასურების გამო, გაურთულდათ სესხების დაბრუნება, ეძლევათ არჩევანი, მათი გადახდები გახდეს პროგნოზირებადი. მისივე თქმით, პროგრამის მიზანია, გადახდების პროგნოზირებადობა გახდეს შესაძლებელი და მოწყვლადობა შემცირდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსდება კალკულატორი, რათა მოქალაქეებმა შეძლონ დაანგარიშება, რამდენის გადახდა მოუწევთ გალარების თუ სესხის დოლარში დატოვების შემთხვევაში. გვენეტაძე ასევე მართებულად მიიჩნევს ამ პროგრამის განხორციელებისათვის ეროვნული ბანკის რეზერვების გამოყენებას. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოში ღია ეკონომიკაა და მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, გალარებულია 220 სესხი, რაც თანხობრივად ორ-ნახევარ მილიონ დოლარს შეადგენს. 
წაკითხვა
Bloomberg - საქართველო ინვესტირების კუთხით მაღალი რისკის შემცველ ქვეყნად ითვლება
გამოქვეყნებულია: 2017-01-25 14:03:00
წაკითხვა
სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაზარდა
განახლებულია: 2017-01-25 12:22:00
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2017 წლის 25 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ, რის შედეგადაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.75 პროცენტით განისაზღვრა. ამის შესახებ კომიტეტის სხდომაზე გახდა ცნობილი. კომიტეტის განცხადებით, გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც მოსალოდნელია, რომ მოთხოვნის მხრიდან ინფლაციაზე მოქმედი სუსტი ზეწოლის მიუხედავად, 2017 წელს ინფლაცია ძირითადად მიზნობრივ მაჩვენებელზე ზემოთ იქნება. თუმცა, 2018 წელს ინფლაცია შემცირდება და მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ შენარჩუნდება. პროგნოზის მიხედვით, ინფლაციის დროებით ზრდას ძირითადად ერთჯერადი ფაქტორები განაპირობებს. „ამ მხრივ აღსანიშნავია სამომხმარებლო ფასებზე აქციზის ზრდისა და გაცვლითი კურსის ცვლილების გავლენა. თავის მხრივ გაცვლითი კურსის დინამიკას მეტწილად გასული წლის მეორე ნახევრიდან თურქული ლირას გაუფასურება და აშშ დოლარის გლობალური გამყარება განაპირობებდა. ვინაიდან აღნიშნულმა გარემოებებმა გაზარდა ინფლაციური მოლოდინები, ეროვნული ბანკი ამ მოლოდინების მოსათოკად, არსებულ პროგნოზზე დაყრდნობით, მიზანშეწონილად მიიჩნევს მომდევნო ორი კვარტალის განმავლობაში პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივად გაზრდას 7%-მდე. ამ ეტაპზე პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაიზარდა. ერთჯერადი ეფექტების ამოწურვის შედეგად, ინფლაცია შემცირდება და საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში მოექცევა. სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საშუალოვადიან პერიოდში ეტაპობრივად მის ნეიტრალურ დონეს დაუბრუნდება. მიმდინარე ეტაპზე ინფლაცია დაბალ დონეზე ნარჩუნდება, რასაც სუსტი ერთობლივი მოთხოვნა, შემცირებული იმპორტული ინფლაცია და საბაზო ეფექტის ამოწურვა განაპირობებს. 2016 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 1.8 პროცენტი შეადგინა. პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთა ექსპორტის მიმართულებით. 2016 წლის მეოთხე კვარტალში საგარეო მოთხოვნის გაუმჯობესების შედეგად საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიური კლება ზრდით შეიცვალა. თუმცა, ამასთანავე გაიზარდა იმპორტიც, რამაც გააუარესა წმინდა ექსპორტი. ზრდას განაგრძობს ტურიზმიდან
წაკითხვა
მთავრობა განახლებადი ენერგიის კიდევ ერთ წყაროზე იწყებს მუშაობას - აშენდება თუ არა მზის ელექტროსადგურები
გამოქვეყნებულია: 2017-01-24 20:46:00
მთავრობა განახლებადი ენერგიის კიდევ ერთ წყაროზე იწყებს მუშაობას. ქარის შემდეგ ქვეყანაში შესაძლოა მზის ელექტროსადგურებიც აშენდეს. ადგილების შესარჩევად და პოტენციალის ასათვისებლად შესაბამისი კვლევები ჩატარდება, რომელშიც, ქართველებთან ერთად, უცხოელი ენერგეტიკოსებიც ჩაერთვებიან.
წაკითხვა
კურორტ "გოდერძიზე" დამსვენებელთა ნაკადის კლებაზე საუბრობენ
გამოქვეყნებულია: 2017-01-24 20:45:00
კურორტ "გოდერძიზე" ტურისტების რაოდენობის სიმცირე აწუხებთ. დამსვენებელთა ნაკადის კლებაზე ძირითადად საოჯახო სასტუმროების მფლობელები საუბრობენ. ერთ-ერთ მიზეზად კი შარშან გახსნილ კურორტთან დამაკავშირებელი გზა სახელდება, რომელსაც რეაბილიტაცია სჭირდება.
წაკითხვა
საქართველო სურსათისა და სოფლის მეურნეობის გლობალურ ფორუმში ჩაერთო
გამოქვეყნებულია: 2017-01-24 12:45:00
სურსათისა და სოფლის მეურნეობის გლობალურ ფორუმში საქართველოც ჩაერთო. საერთაშორისო გამოფენის ,,მწვანე კვირეული“ ფარგლებში, ბერლინში გამართულ მინისტერიალში ლევან დავითაშვილი  მონაწილეობდა. ღონისძიებაში ჩართული იყო 60 ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტრო. მიმდინარე წელს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული  ფორუმის  მთავარი თემა სოფლის მეურნეობა და წყლის რესურსების სწორი გამოყენება იყო.
წაკითხვა
პრემიერმა ესპანეთსა და შვეიცარიაში სამუშაო ვიზიტები შეაფასა
გამოქვეყნებულია: 2017-01-24 12:09:00
პრემიერმინისტრმა დღესვე ესპანეთსა და დავოსში სამუშაო ვიზიტები შეაფასა. გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში გამართული შეხვედრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რომლის სათავო ოფისი მადრიდში მდებარეობს, სადაც საქართველოს სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა. რაც შეეხება დავოსში მიმდინარე შეხვედრებს, მთავრობის მეთაურის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის აუდიენცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან. 
წაკითხვა
პრემიერი: მინდა მივესალმო იმ ინტერესს, რომელიც გამოთქვა მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ
გამოქვეყნებულია: 2017-01-24 11:09:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ცნობილი ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლია საქართველოში ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს, რაც მთავრობის მხრიდან მხარდაჭერილი იქნება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.„მინდა მივესალმო იმ ინტერესს, რომელიც ბოლო დღეებში გამოთქვა მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ, რომ ამ პროგრამის ფარგლებში შექმნას საწარმო საქართველოში. ჩვენ მზად ვართ, პროგრამის ფარგლებში, სრული თანადგომა გავუწიოთ ამ პროექტს, რათა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ ჩვენი ნიჭიერი თანამოქალაქეებისგან, რომელებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წარმატებით მოღვაწეობენ,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო შეიქმნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, დიდ ლილოში ამოქმედდება სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო, სადაც 3,5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება და სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად გადაეცემა 1 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი. მეორე პროექტი არის მინისა და მინის ნაწარმის მწარმოებელი საწარმო, რომელშიც მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მთავრობა ქვეყანაში წარმოების განვითარების ხელშესაწყობად მთელ რიგ ნაბიჯებს დგამს.„მთავრობა დამწყებ ბიზნესს ეხმარება რამდენიმე მიმართულებით: სახელმწიფოს ხელში არსებული ქონების უსასყიდლოდ გადაცემა, სესხის სუბსიდირება სტარტაპის, ანუ დაწყების პერიოდში 2 წლის განმავლობაში და კომერციულ ბანკებში მოთხოვნილი გირაოს ნახევრის უზრუნველყოფა“, - განაცხადა პრემიერმა.ამავე თემაზე: „2.5 მლნ მომეცით და წარმოებას გავაკეთებ“ - რა მოჰყვა ზვიად ციკოლიას პოსტს Aerosmith-ის კონცერტის შესახებ
წაკითხვა
ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ტრანს წყნარი ოკეანის პარტნიორობის სავაჭრო შეთანხმებას ეთიშება
გამოქვეყნებულია: 2017-01-23 21:43:00
შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, აშშ ტრანს წყნარი ოკეანის პარტნიორობის სავაჭრო შეთანხმებას ეთიშება. ამით ტრამპმა წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა. „ჩვენ უდიდესი რამ გავაკეთეთ ამერიკელი მშრომელებისთვის“, - განაცხადა ახალმა პრეზიდენტმა გადაწყვეტილების კომენტირებისას. სავაჭრო შეთანხმება 12 ქვეყნის მიერ იყო ხელმოწერილი. მასზე მოლაპარაკებები წლების განმავლობაში გრძელდებოდა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა შეთანხმება აშშ-ისთვის „პოტენციურ კატასტროფად“ შეაფასა იმ არგუმენტით, რომ ის ამერიკის მრეწველობას უქმნიდა საფრთხეს. წყარო: BBCფოტო: Getty Images
წაკითხვა
ოკუპირებული აფხაზეთი ენერგოკრიზისის წინაშე - რეგიონში გრაფიკის დაწესება იგეგმება
განახლებულია: 2017-01-23 16:26:00
ოკუპირებული აფხაზეთი ენერგოკრიზისის წინაშე - ენგურჰესში წყლის დონის კრიტიკულად კლების გამო, რეგიონში გრაფიკის დაწესება იგეგმება.ენგურჰესის გენერალური დირექტორი ლევან მებონია „მოამბესთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელ. ენერგიის 100 პროცენტი ოკუპირებულ ტერიტორიას მიეწოდება, თუმცა წყალსაცავში წყლის დონე 20 თებერვლისთვის კრიტიკულ დონემდე შემცირდება. აფხაზი და ქართველი ენერგეტიკოსების შეხვედრა 26 იანვარს იგეგმება. დეტალებს თემაზე 20:00 საათიან „მოამბეში“ ქეთევან ბერაიას სიუჟეტიდან შეიტყობთ. 
წაკითხვა
ზურაბ ჭიაბერაშვილი მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებს
განახლებულია: 2017-01-21 16:10:00
მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებს ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ინფრომაციას გამოეხმაურა, სადაც 2016 წლის საგარეო ვაჭრობის მონაცემებზეა საუბარი. ჭიაბერაშვილი თქმით, ეს მაჩვენებლი 2011 წლის ნიშნულს დაუბრუნდა, რაც ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია. მისი განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთი გზა გადასახადების შემცირებაა. 
წაკითხვა
დავით თარხან-მოურავი „გაზპრომთან“ გასაფორმებელ ხელშეკრულებას მთავრობის მარცხს
განახლებულია: 2017-01-20 18:49:00
„გაზპრომთან“ გასაფორმებელ ხელშეკრულებას მთავრობის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მარცხს უწოდებს დავით თარხან-მოურავი."პატრიოტთა ალიანსი" ხელშეკრულების დეტალების გასაჯაროებას ითხოვს. მოძრაობის ლიდერი იმ  სავარაუდო დანაკარგებზე საუბრობს, რაც შესაძლოა ახალ ხელშეკრულებას მოჰყვეს. 
წაკითხვა
კვირიკაშვილი: ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებაში მაქსიმალური შედეგის მიღწევა შეძლო
განახლებულია: 2017-01-20 18:47:00
რუსულ ენერგოგიგანტ „გაზპრომთან“ ბუნებრივი აირის ტრანზიტზე მიღწეულ შეთანხმებას პირველი განცხადებით ეხმაურება პრემიერმინისტრი. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, შეთახმებაში საზეიმო არაფერია, თუმცა, ხელისუფლებამ მოლაპარაკებაში მაქსიმალური შედეგის მიღწევა შეძლო.  
წაკითხვა
რა შედეგებით ტოვებს საქართველოს დელეგაცია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს
განახლებულია: 2017-01-20 18:34:00
შვეიცრიაში მსფოლიო ეკონომიკური ფორუმი დასასრულს უახლოვდება. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს ნაყოფიერს უწოდებს და ახლო მომავალში კონკრეტულ შედეგსაც ელოდება. გიროგი კვირიკაშვილი დავოსის ფორუმზე როგორ სახელმწიფოების პირველ პირებს, ისე სხვადასხვა სფეროს წამყავანი ბიზნესკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა.მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ქეთევან ქარდავა აშუქებს. 
წაკითხვა
საქართველოს პრემიერმა „გაზპრომთან“ შეთანხმების საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა
გამოქვეყნებულია: 2017-01-20 16:29:00
„გაზპრომთან“ შეთანხმების საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილი დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება - ქეთევან ქარდავა დეტალებით.
წაკითხვა
ფრაქცია „ევროპული საქართველო“ „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საკითხზე პარლამენტში დებატების გამართვას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2017-01-20 12:23:00
ფრაქცია „ევროპული საქართველო“ „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საკითხზე პარლამენტში დებატების გამართვას ითხოვს. სერგო რატიანის განმარტებით, ენერგეტიკის მინისტრი საკანონმდებლო ორგანში ოპოზიციის მოთხოვნით არ გამოცხადდა, შესაბამისად, მისივე თქმით, კითხვებზე პასუხის გაცემა უმრავლეობის წევრებს მოუწევთ. 
წაკითხვა
შეიცავს თუ არა საფრთხეს „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულება-სპეციალისტების შეფასებები
გამოქვეყნებულია: 2017-01-19 20:33:00
„გაზპრომთან“ წლების განმავლობაში მოქმედი პირობის შეცვლა, განხილვის მთავარი თემაა ექსპერტებს შორისაც. „მოამბე“, დღეს, დაინტერესდა, საფრთხისშემცველია თუ არა მინსკში მიღწეული შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსული ენერგოკომპანია სომხეთში გაზის ტრანზიტისთვის საქართველოს თანხას გადაუხდის. სპეციალისტები ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს, ამ ეტაპზე არ ელოდებიან. არგუმენტად ის გარემოება სახელდება, რომ ქვეყნის მთავარი ენერგომომწოდებელი აზერბაიჯანია. პერსპექტივაშია შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზიდან მისაღები სარგებელიც.     
წაკითხვა
ოპოზიცია კახი კალაძის პასუხისმგებლობაზე საუბრობს და „გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას აკრიტიკებს
გამოქვეყნებულია: 2017-01-19 16:05:00
ოპოზიცია კახი კალაძის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს და კვლავ „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეზოლუციის ტექსტი მოამზადა, რომელსაც პარლამენტში კენჭისყრაზე დააყენებს. კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს ირმა ინაშვილიც და ხელშეკრულებით შექმნილ საფრთხეებზე საუბრობს. საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ „გაზპრომთან” მოლაპარაკებებში მთავრობამ მაქსიმუმი გააკეთა და კალაძის საკანონმდებლო ორგანოში მისვლის აუცილებლობას ვერ ხედავენ. თემის დეტალებით რატი ხვისტანი. 
წაკითხვა
ენმ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების შეჩერებას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2017-01-19 12:28:00
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების შეჩერებას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. მან ასევე საზოგადოებას ის რეზოლუცია გააცნო, რომელიც ენმ-მ შეიმუშავა. „ეს არის ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება და ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის წინაშე კაპიტულაცია მოახდინა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ჩვენ გვაქვს სერიოზული ბერკეტები, სადაც გვაქვს უპირატესობა, როდესაც ასეთ დათმობაზე მიდიხარ, წარმოგვიდგენია, რა მოხდება უფრო მძიმე მოლაპარაკების შემთხვევაში. პოლიტიკურად ეს ხელშეკრულება დამაზარალებელია ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, ხოლო ეკონომიკურად წამგებიანი. ჩვენ წელიწადში ვკარგავთ დაახლოებით 20 მილიონ დოლარს. მთავრობის წარმომადგენლების განცხადებებითაც ჩანს, რომ იმ ფულით, რასაც „გაზპრომი“ საქართველოს ტრანზიტის სანაცვლოდ მისცემს, ვერ ვიყიდით იმის ნახევარ გაზსაც, რასაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ვიტოვებდით. იმ ხარჯების გათვალისწინებით, რასაც საქართველო ეწევა მილის საექსპლუატაციო მომსახურების სახით, ფაქტობრივად გამოდის, რომ რუსეთისა და სომხეთისთვის ვმუშაობთ. რეალური ეკონომიკური ეფექტი მხოლოდ სიმბოლური იქნება. გვაქვს ეჭვი, რომ ეს არის პოლიტიკური კაპიტულაციის, ან არაკომპეტენტურობის ან ვიღაცების პირადი დაინტერესების ანუ კორუფციის შედეგი. ამ რეზოლუციით ჩვენ მოვითხოვთ, რომ მთელი მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, შეჩერდეს მოლაპარაკების პროცესი და თუ ხელმოწერილია ხელშეკრულება, საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყოს გაუქმებაზე მუშაობა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
წაკითხვა

უახლესი