საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

9 ქვეყანა, რომლის ეკონომიკაც ყველაზე სწრაფი ტემპებით ვითარდება
გამოქვეყნებულია: 2017-03-13 14:56:00
U.S. News & World Report-ის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროები ეკონომიკის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა. ​მედია ორგანიზაციამ 21 ათასზე მეტი ადამიანი გამოკითხა. ისინი დაინტერესდნენ, თუ როგორ უყურებენ მოქალაქეები 80 ქვეყნის ეკონომიკის გავლენას ადგილობრივებზე და როგორია მათი ცხოვრების ხარისხი.​ქვეყნების რანკირება მოხდა იმის მიხედვით, თუ რომელი ქვეყანა უფრო სწრაფად ვითარდება და როგორ იზრდება მომხმარებლის მყიდველისუნარიანობა ერთ სულ მოსახლეზე. ამასთან, რეიტინგში მთავარი პრიორიტეტი მიენიჭა იმ ქვეყნებს, რომელთა ეკონომიკა მომავალ რამდენიმე წელიწადში გაუმჯობესდება. ​რეიტინგში ძირითადად აზიის და შუა აღმოსავლეთის ქვეყნები ლიდერობენ.9. ეგვიპტე - ეგვიპტე საერთო სიაში 80 ქვეყნიდან 45-ე ადგილზეა, მაგრამ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზადაა ეგვიპტეს 12 მილიარდი დოლარით დაეხმაროს, რაც ეგვიპტის ეკონომიკის განმუხტვას და განვითარებას გამოიწვევს მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში.8. რუსეთი - რუსეთმა შეძლო აღმოეფხვრა ღრმა ეკონომიკური რეცესია, რაც 2014 წელს სანქციების დაწესებამ მოუტანა. ამ პროცესებმა რუსეთი 27-ე ადგილზე მოაქცია. 
წაკითხვა
2016 წელს საქართველოში ტურისტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - იღბლიანი ჰოლანდიელი ვიზიტორი აღმოჩნდა
გამოქვეყნებულია: 2017-03-11 12:29:00
2016 წელს საქართველოში ტურისტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. იღბლიანი ჰოლანდიელი ვიზიტორი აღმოჩნდა, რომელის ჩამოსვლითაც ტურისტთა რაიოდენობამ სწორედ 6 მილიონს მიაღწია. ჯასპერმა თბილისის აეროპორტში მოულოდნელად გაიგო, რომ ჩვენი ქვეყნის საპატიო სტუმარი იყო და წინ არაერთი სიურპრიზი ელოდა. ამ მოვლენის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სპეციალური ვიდეორგოლი მოამზადა, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ხვდებიან აეროპორტში განსაკუთრებულ სტუმარს და როგორ გრძელდება ჯასპერის თავგადასავალი არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს რამდენიმე რეგიონში. კლიპის პრეზენტაცია გუშინ გაიმართა. ვიდეორგოლისა და ინტერნეტპორტალის პოპულარიზაცია მსოფლიოს 14 ქვეყანაში იგეგმება.
წაკითხვა
საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, ახალი საიმიჯო რგოლის პრეზენტაცია მთაწმინდაზე
გამოქვეყნებულია: 2017-03-10 21:07:00
საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, ახალი საიმიჯო რგოლის პრეზენტაცია გაიმართა მთაწმინდაზე. ვიდეორგოლისა და შესაბამისი ინტერნეტპორტალის სარეკლამო კამპანია 14 სახელმწიფოში იგეგმება. ოფიციალური მონაცემებით, 2016 წლის განმავლობაში ქვეყანას 6-ნახევარი მილიონი სტუმარი ეწვია.მარიამ ბერძენიშვილი დაესწრო ახალი ვიდეორგოლის პრეზენტაციას. 
წაკითხვა
რა მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა 2016 წელს საქართველოში - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები
გამოქვეყნებულია: 2017-03-10 20:35:00
სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2016  წლის ინვესტიციების მაჩვენებელს აქვეყნებს. მონაცემების მიხედვით,  შარშან საქართველოში ინვესტორებმა 1 მილიარდ 645 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს, 5 პროცენტით მეტი 2015 წელთან შედარებით.  ინვესტორებმა ყველაზე მეტი ფული  ტრანსპორტში დააბანდეს, მეორე ადგილზე კი ენერგეტიკა მოდის. მთავრობაში წლის ბოლოსთვის ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ვარაუდობენ. სპეცალისტები ამისთვის  ხელისუფლებას საკუთრების უფლების  მკაცრად დაცვასა და სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზების სწრაფად აღმოფხვრას ურჩევენ.   
წაკითხვა
სოციალური მეწარმეობა, იდეის გენერირება, ბიზნესმოდელირება და ბიზნესგეგმის შედგენა – კონფერენცია თელავში
გამოქვეყნებულია: 2017-03-10 16:55:00
სოციალური მეწარმეობა, იდეის გენერირება, ბიზნესმოდელირება და ბიზნესგეგმის შედგენა – ეს ის თემებია, რომლებსაც თელავში მიმდინარე კონფერენციაზე განიხილავენ. სოციალური მეწარმეობის პროგრამა 20 ქვეყანაში, თბილისისა და ევროპოს ფონდის ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება. თბილისსა და თელავში ყველა მსურველისთვის 12 უფასო ვორქშოფი ოთხ სხვადასხვა თემაზე ჩატარდება. მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, წარმოადგინონ საპროექტო განაცხადები, რომელთაც დამოუკიდებელი ჟიური განიხილავს და რვა ფინალისტ გუნდს შეარჩევს. პროგრამის დასასრულს სამი გამარჯვებული გამოვლინდება, თითოეული მათგანი, ფულადი ჯილდოს სახით, 2000 ევროს მიიღებს.
წაკითხვა
საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია კვლავ ეროვნულ ბანკს უბრუნდება - საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა
გამოქვეყნებულია: 2017-03-10 16:14:00
საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია კვლავ ეროვნულ ბანკს უბრუნდება. პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა მთავრობის ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი. დღის პირველ ნახევარში კი, მეორე მოსმენით, დეპუტატებმა 86 ხმით უკვე დაამტკიცეს კანონპროექტი. ირმა ჭილაძე ქუთაისიდან
წაკითხვა
ბაქოში ერთი კილოგრამი ალუჩა 1052 ლარი ღირს
გამოქვეყნებულია: 2017-03-10 15:33:00
ბაქოში ერთი კილოგრამი ალუჩა 1052 ლარი ღირს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ალუჩას სავაჭრო ცენტრებში კოსმიურად მაღალი ფასები ადევს. პორტალ Oxu.Az-ის ინფორმაციით, Port Baku-ში ერთი კილოგრამი ალუჩის ფასი 720 აზერბაიჯანული მანათია, ანუ ალუჩა 1052 ლარად იყიდება.​გამოცემის ინფორმაციით, მიუხედავად მაღალი ფასისა, ალუჩას ბევრი მყიდველი ჰყავს.
წაკითხვა
2016 წლის ინვესტიციების მაჩვენებელი - სტატისტიკის ეროვნული სააგენტო მონაცემებს აქვეყნებს
განახლებულია: 2017-03-10 12:42:00
სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2016 წლის ინვესტიციების მაჩვენებელს აქვეყნებს. მონაცემების მიხედვით,  შარშან საქართველოში ინვესტორებმა 1 მილიარდ 645 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს რაც, 5 პროცენტით მეტია 2015 წელთან შედარებით. შარშან ინვესტორებმა ყველაზე მეტი ფული ტრანსპორტში დააბანდეს, მეორე ადგილზე კი ენერგეტიკა მოდის. აღსანიშნავია კიდევ ერთი ტენდენცია, ინვესტიციები იზრდება რეგიონებშიც. მთავარი ინვესტორი ქვეყანა კი აზერბაიჯანია. 
წაკითხვა
ფინანსური ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნული ბანკისთვის დაბრუნების საკითხს დეპუტატები მეორე და მესამე მოსმენით დღეს განიხილავენ
განახლებულია: 2017-03-10 12:14:00
ფინანსური ზედამხედველობის ფუნქციის ,ეროვნული ბანკისთვის დაბრუნების საკითხს დეპუტატები დღევანდელ სესიაზე მეორე და მესამე მოსმენით განიხილავენ. ცვლილებების პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 92 კანონმდებლის მხარდაჭერით გუშინ მიიღო. კანონპროექტის მიხედვით, საფინანსო სექტორზე ზედამხედველობას, სააგენტოს ნაცვლად, კვლავ ეროვნული ბანკი განახორციელებს. 
წაკითხვა
მიიღებენ თუ არა კომპენსაციებს „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები - რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკრებულოს უმრავლეოსობა ოპოზიციის შეთავაზებაზე
განახლებულია: 2017-03-07 20:32:00
მიიღებენ თუ არა კომპენსაციებს „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები. ამ დრომდე უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკრებულოს უმრავლეოსობა ოპოზიციის შეთავაზებაზე. უმცირესობის ინიციტივა რამდენიმე მიმართულებას ითვალისწინებს, მათ შორის გამოძიების დასრულებამდე და ზიანის სრულ დათვლამდე დაზარალებულთა დახმარებას. წინადადება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დააყენეს. თუმცა მან უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. 
წაკითხვა
არის თუ არა საწვავის ფასი ხელოვნურად გაზრდილი - მესამე სექტორი რეალობასთან შეუსაბამო ღირებულებაზე საუბრობს
განახლებულია: 2017-03-07 20:30:00
არის თუ არა საწვავის ფასი ქვეყანაში ხელოვნურად გაზრდილი - მესამე სექტორი რეალობასთან შეუსაბამო ღირებულებაზე საუბრობს. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციას არგუმენტად ლარის გამყარება და საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაიაფება მოჰყავს. ბრალდებას ნავთობიმპორტიორები არ იზიარებენ. ისინი უახლოეს პერიოდში საწვავის გაიაფებაზე საუბრობენ. "მოამბის" გაანგარიშებით, ქართულ ბაზარზე ბენზინის თვითღირებულება ერთ ლარსა და 70 თეთრს შეადგენს.
წაკითხვა
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად - 6.75 პროცენტზე ტოვებს
გამოქვეყნებულია: 2017-03-07 17:05:00
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.75 პროცენტს შეადგენს. „არსებული პროგნოზის მიხედვით, როგორც გაცხადებული იყო, მოსალოდნელია, რომ 2017 წლის განმავლობაში სამომხმარებლო ფასების ინდექსის (სფი) ინფლაცია ერთჯერადი ფაქტორების ზეგავლენით დროებით გაიზრდება და მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება. მიმდინარე წელს სამომხმარებლო ფასებზე გავლენას ძირითადად მიწოდების მხარეს მოქმედი ფაქტორები ახდენს, როგორებიცაა საერთაშორისო ბაზრებზე გარკვეულ სასაქონლო ჯგუფებზე ფასების მატება, აქციზის გადასახადი და წინა პერიოდში აშშ დოლარის გამყარება. ამავე დროს, საყურადღებოა, რომ დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება როგორც საბაზო, ასევე ადგილობრივი პროდუქციისა და მომსახურების ინფლაცია. სფი ინფლაციის მაჩვენებელი მასზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვის შედეგად შემცირდება და მოსალოდნელია 2018 წელს იგი მიზნობრივ დონეს ჩამოსცდეს. ბოლო ინფორმაციის მიხედვით, გამოიკვეთა ინფლაციის პროგნოზზე ორივე მიმართულებით მოქმედი ფაქტორები. ერთი მხრივ, ინფლაციის ფაქტობრივი მონაცემი უფრო მაღალია, ვიდრე პროგნოზით იყო გათვალისწინებული, რაც, შესაძლოა, დამატებით ზეწოლას ქმნიდეს ინფლაციის მოლოდინებზე. თუმცა, მეორე მხრივ, საგარეო სექტორის მაჩვენებლების გაუმჯობესების შედეგად შემცირებულია ზეწოლა ლარის კურსზე, რამაც, შესაძლოა, ინფლაციის მოლოდინები შეამციროს. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი კვლავ მიზანშეწონილად მიიჩნევს წლის პირველ ნახევარში პოლიტიკის განაკვეთის  7%-მდე ზრდას, ამ ეტაპზე, ტენდენციების უკეთ გამოკვეთამდე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა თავი შეიკავა პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებისგან“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში. ეროვნული ბანკის ცნობით, წინასწარი შეფასებით, იანვარში ეკონომიკური ზრდა მაღალი იყო, თუმცა, ეკონომიკის პოტენციური დონიდან გადახრა ჯერ კიდევ უარყოფითია.  „ამდენად, შიდა მოთხოვნა კვლავ სუსტი რჩება. ამასთან, ამ უკანასკნელის ზრდას ხელს უწყობს ეკონომიკის დაკრედიტების არსებული ტემპი. პოზიტიური ტენდენციები შეიმჩნევა საგარეო სექტორშიც. საგარეო მოთხოვნის გაუმჯობესების შედეგად 2017 წლის დასაწყისში საქონლის ექსპორტს ზრდის ტენდენცია აქვს. ზრდას განაგრძობს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც. ასევე, წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად მოიმატა საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ, თუმცა, ეს მაჩვენებელი კვლავ ჩამორჩება 2014 წლის დონეს. ამასთანავე, აღსანიშნავია იმპორტის ზრდაც. 
წაკითხვა
ვიზალიბერალიზაციის შედეგად ავიაციის სფეროში წარმოქმნილი გამოწვევები - კონფერენცია „ჰაბ ჯორჯიას“ ორგანიზებით
გამოქვეყნებულია: 2017-03-07 16:51:00
ვიზალიბერალიზაციის შედეგად ავიაციის სფეროში წარმოქმნილი გამოწვევები - პლატფორმა “ჰაბ ჯორჯიას” ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა. ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც უვიზო მიმოსვლა ამოქმედდება, აეროპოროტებში მგზავრთა რაოდენობა მოიმატებს. კონფერენციაზე კი სწორედ იმაზე იმჯელეს, რამდენად კარგად უზრუნველყოფს საქართველოს აეროპორტები მგზავრთა დიდი ნაკადის გადაადგილებას. შეხვედრას ევროინტეგრაციის მინისტრი, ბიზნესსექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
წაკითხვა
თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი 17 მილიონი ლარით იზრდება - რას ითხოვს საკრებულოს ოპოზიცია
განახლებულია: 2017-03-07 12:14:00
თბილისის 2017 წლის ბიუჯეტი 17 მილიონი ლარით იზრდება. ცვლილებები საკრებულოს უკვე გადაეგზავნა. ოპოზიცია გაზრდილი თანხიდან 2 მილიონი ლარის გადარიცხვას ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ითხოვს. დღესვე საკრებულოსთან აქცია გაიმართა.  ნათია ქენქაძე დეტალებით. 
წაკითხვა
საქართველოში, შესაძლოა, დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდეს
განახლებულია: 2017-03-06 20:38:00
საქართველოში დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდება. კანონპროექტი ფინანსთა სამინისტრომ და ეროვნულმა ბანკმა მოამზადეს. დაზღვეული იქნება ფიზიკური პირების 5 000 ლარამდე ანაბარი. სადაზღვევო თანხას მეანაბრე და ბანკი თანაბრად გაინაწილებს, თუმცა საბანკო სექტორში დაზღვევის ამოქმედების შემდეგ, ანაბარზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილებას არ გამორიცხავენ. მთავრობაში კი ამბობენ, რომ ახალი ინიციატივა კომერციული ბანკების მიმართ ნდობას უფრო მეტად გაზრდის. სოფო დონაძის სიუჟეტი.
წაკითხვა
საკონსტიტუციო კომისია პარლამენტის საბიუჯეტო უფლებამოსილების საკითხს განიხილავს
განახლებულია: 2017-03-04 16:06:00
საკონსტიტუციო კომისია დღეს ასევე განიხილავს პარლამენტის საბიუჯეტო უფლებამოსილების საკითხს. კომისიის ნაწილი ფიქრობს, რომ საკანონმდებლო ორგანოს უფლება უნდა ჰქონდეს მთავრობისგან დამოუკიდებლად შეიტანოს ცვლილება კანონში. ასევე, გადასახადების შემოღებისას რეფერენდუმის ჩატარების გაუქმების საკითხი საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელი შეხვედრის ერთი-ერთი თემა იყო. 
წაკითხვა
რა არის ფინანსური პირამიდა და რა უნდა ვიცოდეთ, რომ ფული უსაფრთხოდ დავაბანდოთ - ეროვნული ბანკის რეკომენდაციები
განახლებულია: 2017-03-03 20:23:00
რა არის ფინანსური პირამიდა და რა უნდა ვიცოდეთ, რომ ფული უსაფრთხოდ დავაბანდოთ. ეროვნული ბანკი რეკომენადციებს აქვეყნებს, თუმცა გაფრთხილებების მიუხედავდ, დღეისთვის ათიათასობით მოქალქეა, რომლებმაც დიდი ოდენობით თანხა დაკარგეს.სპეციალისტები მოსახლეობაში ფინანსური განათლების პრობლემაზე საუბრობენ. საფინანსო კომპანიების საქმიანობის დარეგულირებაზე პასუხისმგებლობას იურისტები ხელისუფელბას  აკისრებენ. მარიამ ბერძენიშვილის რეპორტაჟი.  
წაკითხვა
საქართველოში დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევა იწყება
გამოქვეყნებულია: 2017-03-02 12:05:00
საქართველოში დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევა იწყება. საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გადის. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, სადაც დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევა არ მოქმედებს. აღნიშნული რეგულაციის შემოღება ევროდირექტივაა. საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიაზე დაიწყება და დამტკიცების შემთხვევაში, დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევა 2018 წლიდან ამოქმედდება.
წაკითხვა
როგორია მოქალაეებისთვის ჩამორთმეული ქონების სტატისტიკა
განახლებულია: 2017-03-01 20:36:00
როგორია მოქალაეებისთვის ჩამორთმეული ქონების სტატისტიკა. 2016 წელს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აუქციონზე 1769 პირს გაუყიდა ქონება. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ვალის გადახდა ვერ მოახერხეს. მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 25,5 პროცენტითაა გაზრდილი. ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები" კვლევის შედეგებს ასაჯაროვებს. ყველაზე მეტი პრობლემები მოქალაქეებს კერძო მევახშეებთან ექმნებათ, რაც გაყიდული ქონების 55 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზე - 26 პროცენტით კომერციული ბანკებია, ხოლო მოქალაქეთა 19 პროცენტს ქონება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში აღებული ვალის გადაუხდელობის გამო გაუყიდეს.  
წაკითხვა
საქართველო 285 მილიონი დოლარის დაფინანსებას მიიღებს- საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმება მიღწეულია
განახლებულია: 2017-03-01 20:30:00
საქართველო 285 მილიონი დოლარის დაფინანსებას მიიღებს- საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმება მიღწეულია. 2-კვირიანი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. თანხა ეროვნული ბანკის რეზერვების შევსებას მოხმარდება. რესურსს სამთავრობო რეფორმებისთვის გამოიყენებენ. მათ შორის საპენსიო და მიწის დეპოზიტების დაზღვევის მიმართულებებით. ფონდის წარმომომადგენლებმა შემაჯამებელ შეხვედრაზე დადებითად შეაფასეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა და ეკონომიკის ზრდაზე გაამახვილეს ყურადღება. 
წაკითხვა

უახლესი