საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

რა შედეგით დასრულდა გალარების სახელმწიფო პროგრამა
განახლებულია: 2017-03-17 20:24:00
ორთვიანი სოციალური პროექტი დასრულებულია. 61 მილიონი დოლარი - ეს არის იმ საბანკო სესხების რაოდენობა, რომლებიც 17 იანვრის შემდეგ გალარდა. მთავრობის და ეროვნული ბანკის ერთობლივი აქციით ჯამში 5 000-მდე ადამიანმა ისარგებლა, რაც სფეროს სპეციალისტებისთვის დაბალი მაჩვენებელია. საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც ბანკებიდან იპოთეკით დატვირთული კრედიტები 2015 წლის იანვრამდე აიღეს. სხვაობა, რომელიც ლარის მაშინდელ და გალარების დღეს არსებულ კურსს შორის დაფიქსირდა, ბიუჯეტიდან დაიფარა. 
წაკითხვა
ფინანსთა მინისტრის შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულ დირექტორთან
გამოქვეყნებულია: 2017-03-17 18:51:00
ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულ დირექტორ შეხვდა ფინანსთა მინისტრი. შეხვედრას ასევე დაესწრო თბილისის მერის მოადგილე. საუბრის მთავარი თემა მიმდინარე პროექტები იყო, რომელთაც, ევროკავშირი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ახორციელებენ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამომავლო ენერგოეფექტურ პროექტებზე. მათ შორის, თბილისისთვის განხორციელებულ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც თბილისისთვის 143 ენერგოეფექტური ავტობუსი შეიძინეს. 
წაკითხვა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფეროები საქართველოში
გამოქვეყნებულია: 2017-03-17 18:12:00
ბოლო 1 წელიწადში საქართველოში საშუალო ხელფასი წლიურად,  54 ლარით გაიზარდა და IV კვარტალის მონაცემებით 1065.9 ლარს მიაღწია. III კვარტალში ეს მაჩვენებელი 980.6 ლარი იყო. თვიურად ზრდა 85.3 ლარით.ყველაზე მაღალანაზღაურებადი კვლავ საფინანსო სექტორია, სადაც დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 2023.9 ლარამდე გაიზარდა და ის ეს სექტორი რეიტინგის ლიდერია.სამეულშია მშენებლობა და  უძრავი ქონებით ოპერაციები, ყველაზე დაბალი ხელფასი 589.2 ლარი კვლავ განათლების სექტორშია​გთავაზობთ 5 ყველაზე მაღალანაზღაურებად სფეროებს საქართველოში:!function(e,t,s,i){var n="InfogramEmbeds",o=e.getElementsByTagName("script"),d=o[0],r=/^http:/.test(e.location)?"http:":"https:";if(/^\/{2}/.test(i)&&(i=r+i),window[n]&&window[n].initialized)window[n].process&&window[n].process();else if(!e.getElementById(s)){var a=e.createElement("script");a.async=1,a.id=s,a.src=i,d.parentNode.insertBefore(a,d)}}(document,0,"infogram-async","//e.infogr.am/js/dist/embed-loader-min.js");Create pie charts
წაკითხვა
სოციალური მეწარმეობა და იდეის გენერირება - ვორქშოფები დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-03-17 16:35:00
სოციალური მეწარმეობა და იდეის გენერირება- ვორქშოფების ბოლო სერია დაიწყო. სტუდენტები სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებენ. გაეცნობიან სოციალური მეწარმეობის არსს, დაესწრებიან ლექციებს ბიზსესმოდელირებაზე და ბიზნესგეგმის შედგენაზე. პროგრამა “სოშალ იმპაქთ ევორდს” აერთიანებს როგორც საგანმანათლებლო ასევე კონკურსის კომპონენტს. 
წაკითხვა
თანასწორობის შესაძლებლობების გაძლიერებაზე კონფერენცია გაიმართა
განახლებულია: 2017-03-17 16:34:00
თანასწორობის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში ამ თემაზე დღეს კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების იმ ინიციატივებს ეხებოდა,რომლებმაც ქვეყნის რეგიონებში მცხოვრებ ქალებსა და მამაკაცებს ეკონომიკური და სამოქალაქო აქტივობის შესაბამისად წარმატების მიღწევის საშუალება მისცა. კონფერენციის პარალელურად, საგამოფენო სივრცეში განთავსდა კერძო და მუნიციპალური ინიციატივები, ხელნაკეთი სუვენირები, რეგიონებში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების მიერ წარმოებული პროდუქტები.
წაკითხვა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალი შენდება
განახლებულია: 2017-03-17 12:34:00
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 12 000 კვ. მეტრის ფართობზე  მოფრენის ახალი ტერმინალი შენდება. საუბარია ჩასხდომის ხიდზე- ორი გასასვლელით და თვითმფრინავის 5 ახალი სადგომზე. მოფრენის ახალ ტერმინალს კომპანია „ტავ ჯორჯია“  აშენებს, რისთვისაც 33 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის 27 ივნისს დაიწყო. ტერმინალის მშენებლობაზე ამჟამად 500 ადამიანია დასაქმებული.
წაკითხვა
ქუმსიშვილის ინფორმაციით, გალარების პროგრამის ფარგლებში 60 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის სესხი გალარდა
გამოქვეყნებულია: 2017-03-17 12:26:00
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, გალარების პროგრამაში მონაწილეობა 4500-მა ოჯახმა მიიღო და ჯამში 60 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის სესხი გალარდა."ამ პროგრამის შედეგად 60 მილიონი დოლარის პორტფელის გალარების შედეგი მივიღეთ. მინდა გამოვხატო მადლიერება ყველა იმ ოჯახის მიმართ, ვინც მიიღო ამ აქციაში მონაწილეობა. 4 500 ოჯახი, ამ პროგრამის შედეგად არის დაზღვეული შემდგომი სავალუტო კურსის რყევებისგან. გარდა ამისა, ცვლილებები, რომელიც შევიდა კანონმდებლობაში, დაეხმარება გალარების პროცესს. ეს არის ის ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს 100 000 ლარამდე სესხების ლარში გაცემას“, - განაცხადა ქუმსიშვილმა. ​გალარების პროგრამა დღეს სრულდება. ​საბოლოოდ, გალარებული სესხების რაოდენობა 4543-ია. გალარებული სესხების მოცულობა კი (აშშ დოლარი) 61,648,590.57. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ყოველდღიურად მილიონნახევარი სესხი ლარდებოდა.
წაკითხვა
სესხების გალარების პროგრამა დღეს მთავრდება
გამოქვეყნებულია: 2017-03-17 12:10:00
სესხების გალარების პროგრამა დღეს მთავრდება. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამის მიხედვით, ყველა იმ მსესხებელს, რომელსაც 2015 წლამდე ქონებით უზრუნველყოფილი სესხი დოლარში ჰქონდათ აღებული, საშუალება ჰქონდათ მიმდინარე სესხი კურსთან შედარებით 20 თეთრის გამოკლებით ლარში გადაეყვანათ. აღნიშნული პროგრამით სარგებლობა მოქალაქეებს დღის ბოლომდე შეეძლებათ.​საბოლოოდ, გალარებული სესხების რაოდენობა 4543-ია. გალარებული სესხების მოცულობა კი (აშშ დოლარი) 61,648,590.57. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ყოველდღიურად მილიონნახევარი სესხი ლარდებოდა.გალარების შესახებ ვრცელი რეპორტაჟი იხილეთ "მოამბის" 20:00 საათიან გამოშვებაში.
წაკითხვა
როგორი უნდა იყოს თანამედროვე სოფელი - პრემიერმა სამწლიანი სტრატეგია წარადგინა
განახლებულია: 2017-03-16 20:30:00
როგორი უნდა იყოს თანამედროვე სოფელი: სამწლიანი სტრატეგია, დღეს, პრემიერმა მთავრობის წევრებთან ერთად წარადგინა. საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით მომზადებული პროექტი დასახლებების სივრცით მოწყობას, აგროწარმოების და ტურიზმის განვითარებას და სოფლების ინტერნეტიზაციას გულისხმობს. განსაკუთრებული აქცენტი თანამედროვე ინფრასტრუქტურაზე გაკეთდება.   
წაკითხვა
ფსოუზე და როკის გვირაბთან ტვირთბრუნვა, შესაძლოა, შვეიცარიელმა მებაჟეებმა გააკონტროლონ
გამოქვეყნებულია: 2017-03-16 20:05:00
ექვსწლიანი ლოდინის შემდეგ, რუსეთ-საქართველოს შორის არსებული შეთანხმება, შესაძლოა, უახლოეს თვეებში ამოქმედდეს. საუბარია ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვით, ფსოუზე და როკის გვირაბთან ტვირთბრუნვას შვეიცარიელი მებაჟეები გააკონტროლებენ. სატრანსპორტო დერეფნის გახსნას, თავის დროზე მოსკოვი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად, საქართველოს ხმის სანაცვლოდ დასთანხმდა. პრაღის მოლაპარაკებების შემდეგ, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ პროცესი დასასრულს უახლოვდება. ფინალური ეტაპი შვეიცარიულ კომპანიასთან კონტრაქტების გაფორმებას გულისხმობს. ოფიციალურ თბილისს კონტრაქტი მზად აქვს და ახლა ანალოგიურ ნაბიჯს მოსკოვისგან ელის.
წაკითხვა
მეღვინეები ფალსიფიკაციის გაზრდილ საფრთხეზე საუბრობენ და მთავრობას მიმართავენ
გამოქვეყნებულია: 2017-03-15 20:44:00
ღვინის კომპანიები ფალსიფიკაციის გაზრდილ საშიშროებაზე საუბრობენ. ამიტომ მეღვინეები მთავრობას ღვინო-მასალების ექსპორტის აკრძალვას სთხოვენ. სახელდება კონკრეტული ფაქტებიც. რუსეთის ბაზარზე "ქინძმარაულის" 800 ბოთლის რეალიაზაციის შეჩერების საკითხს "საქპატენტი" ახლაც იკვლევს. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, გაყალბების ყველაზე მეტი შემთხვევა ბალტიისპირეთსა და რუსეთში ფიქსირდება.   
წაკითხვა
მოსალოდნელია თუ არა საწვავის გაიაფება - როგორია სპეციალისტების პროგნოზი
განახლებულია: 2017-03-15 20:43:00
საქართველოში საწვავის ფასის შემცირებას ელოდებიან. მსგავსი პროგნოზის გაკეთების საშუალებას ნავთობიმპორტიორებს საერთაშორისო ბაზრის ბოლო მონაცემები აძლევს, რომლის მიხედვით, "შავი ოქროს" ღირებულება 10 %-ით დაეცა. თუ ლარის კურსი დღევანდელ ნიშნულზე შენარჩუნდება, სპეციალისტები საწვავის გაიაფებას მომავალი კვირიდან ვარაუდობენ.   
წაკითხვა
შეხვედრა ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებთან
გამოქვეყნებულია: 2017-03-15 18:52:00
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებსა და შესყიდვების სფეროში არსებულ შესაძლო ხარვეზებზე გამახვილდა. აგრეთვე, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებმა სააგენტოს საკუთარი ხედვები და მოსაზრებები გააცნეს. შეხვედრების მიზანი, რომელსაც სააგენტო თვეში 2-ჯერ ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ატარებს, შესყიდვების სფეროში არსებული ხარვეზების გამოსწორება და მათზე რეაგირებაა.
წაკითხვა
საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციების საკონტაქტო პირთა ფორუმი გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-03-15 12:32:00
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერით, საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციების საკონტაქტო პირთა 24-ე ფორუმი გაიმართა. ღონისძიებას აიოტას წევრი 36 ქვეყანის 50 წარმომადგენელი ესწრება. ფორუმის მუშაობა 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება, სადაც ორგანიზაციების სამუშაო სპეციფიკა, ბიუჯეტების განაწილება და  აიოტას საქმიანობაში ჩართულობის ხარისხი შეფასდება. შეხვედრას ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე და აიოტას გენერალური მდივანი უძღვებოდნენ.  
წაკითხვა
23 ქართული კომპანია ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე
გამოქვეყნებულია: 2017-03-14 12:53:00
საქართველო ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე. ქართულ სტენდთან, ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად, წარმოდგენილი იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და სამეგრელოს მხარე. გამოფენას 23 ქართული კომპანია დაესწრო. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო გამოფენაზე 180-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა. გამოფენას ტურისტული ინდუსტრიის 10 ათასზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.  
წაკითხვა
„გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება - კალაძე „ევროპულ საქართველოს“ სატელევიზიო დებატებს სთავაზობს
განახლებულია: 2017-03-14 12:20:00
ენერგეტიკის მინისტრი „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საკითხზე, პარლამენტში მისვლის ნაცვლად, ,,ევროპულ საქართველოს” სატელევიზიო გადაცემაში დებატებს სთავაზობს. კახა კალაძის განცხადებით, ხელშეკრულება კომერციული საიდუმლოებაა, თუმცა თუ ოპოზიციას რეალურად აინტერესებს დეტალები, მათ საკითხზე ინფორმაციის მიღება პარლამენტში არსებული ნდობის ჯგუფის ფორმატში შეუძლიათ. კალაძე, ნდობის ჯგუფის ფორმატში, პარლამენტში მისვლას არ გამორიცხავს.  "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მზად არიან სატელევიზიო დებატებში ენერგეტიკის მინისტრს აღნიშნულ საკითხზე მწვავე კითხვები დაუსვან, თუმა მიიჩნევენ, რომ კახა კალაძე ვალდებულია პარლამენტში მივიდეს. ,,ევროოპულმა საქართველომ” ენერგეტიკის მინისტრი "გაზპრომის" თემასთან დაკავაშირებით, პარლამენტში ოფიციალურად კიდევ ერთხელ გუშინ დაიბარა. 
წაკითხვა
კახა კალაძე მინსკში „ინტერ-რაოს“ წარმომადგენლებს შეხვდება
განახლებულია: 2017-03-14 12:19:00
ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ქალაქ მინსკში ვიზიტით გაემგზავრა. როგორც ენერგეტიკის სამინისტროშიო აცხადებენ, ვიზიტის ფარგლებში კახა კალაძე კომპანია „ინტერ-რაოს“ წარმომადგენლებს შეხვდება.კომპანია „ინტერ-რაოსთან“ მორიგ სამუშაო შეხვედრაზე მხარეები მიმდინარე საკითხებს განიხილავენ.
წაკითხვა
„მოითხოვე ქართული“ - კამპანიის ფარგლებში პრეზიდენტი კახეთში ქართულ საწარმოებს ეწვია
გამოქვეყნებულია: 2017-03-14 10:43:00
საქართველოს პრეზიდენტი კამპანიის „მოითხოვე ქართული”' ფარგლებში კახეთში ქართულ საწარმოებს ეწვია და საწარმოო პროცესში თავად მიიღო მონაწილეობა. გიორგი მარგველაშვილმა სოფელ კურდღელაურში რძის გადამამუშავებელი ქარხანა და სოფელ ნაფარეულში „ტყუპების ღვინის მარანი“ მოინახულა. საქართველოს პრეზიდენტმა, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, კამპანია „მოითხოვე ქართული“ 12 იანვარს დაიწყო. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი უკვე ეწვია ქართლისა და აჭარის ქართულ საწარმოებს და მოსახლეობას სამამულო პროდუქციის შეძენისაკენ მოუწოდა. ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული კამპანია „მოითხოვე ქართული“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება.
წაკითხვა
„ქართულია და კარგია“- სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქართული პროდუქტის პოპულარიზაციაზე მუშაობს
განახლებულია: 2017-03-13 20:45:00
„ქართულია და კარგია“,- ამ სლოგანით სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში შეხვედრა გაიმართა.  უწყებამ სასტუმროების და აგროპროდუქტის მწარმოებლები შეკრიბა. ღონისძიების მთავარი მიზანი, ადგილობრივ სასტუმროებში ქართული პროდუქტის პოპულარიზაციაა. რა პრობლემებზე საუბრობენ მხარეები ნახეთ სოფო დონაძის რეპორტაჟში. 
წაკითხვა
Ryanair-ის საქართველოში შემოსვლას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში არ ადასტურებენ
გამოქვეყნებულია: 2017-03-13 19:19:00
გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი საქართველოში შემოდის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში არ ადასტურებენ. როგორც სააგენტოს უფროსმა, გურამ ჯალაღონიამ „მოამბესთან“ საუბრისას განაცხადა, კომპანიას სააგენტოსთვის ნებართვის მიღების თხოვნით არ მიუმართავს და აღნიშნული საკითხი არ განიხილება. ავიაკომპანია Ryanair-ი 1984 წელს დაარსდა და 1985 წლიდან ოპერირებს. ამჟამად ავიაკომპანიის ავიაპარკი დაკომპლექტებულია „ბოინგ 737-700“ და „ბოინგ 737-800“ ტიპის თვითმფრინავებით. გასულ წელს ავიაკომპანიამ 90 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა. 2015 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიას 72 ბაზა აქვს და ასრულებს ავიარეისებს 191 აეროპორტში.
წაკითხვა

უახლესი