საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8107 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 16:43:00
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 23 აგვისტოს ერთი ევროს ღირებულება  2.8107 ლარი იქნება. 22 აგვისტოს ერთი ევროს ფასი 2.8099 ლარი იყო.
წაკითხვა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3913 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 16:40:00
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 23 აგვისტოს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.3913 იქნება. 22 აგვისტოს ერთი დოლარის ფასი 2.3910 ლარი იყო. 
წაკითხვა
ლარში ფასდადების დარღვევის გამო, 38 ჯარიმა გამოიწერა
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 14:41:00
პირველი ივლისიდან დღემდე ლარით ფასდადების დარღვევის 246 შემთხვევა დაფიქსირდა,- ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, 208 შემთხვევაში პასუხისმგებლობის ზომად გამოყენებულია ადმინისტრაციული სახდელი გაფრთხილების სახით; 36 შემთხვევაში ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით; 2 შემთხვევაში კი განმეორებითი ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
წაკითხვა
ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, 300 მმ-იანი გაზსადენი, რომელიც ხანძრის ზონიდან დაახლოებით 4 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, შეუფერხებლად მუშაობს
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 12:01:00
ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილ ხანძრის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის მუშაობაში მონაწილეობს. მინისტრის განცხადებით, ბორჯომ-ბაკურიანის დამაკავშირებელი 300 მმ-იანი გაზსადენი, რომელიც ხანძრის ზონიდან დაახლოებით 4 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, შეუფერხებლად მუშაობს. "ხანძრის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის გაზმომარაგებას საფრთხე არ ემუქრება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ასევე, შეუფერხებლად მიეწოდება ელექტროენერგია", - განაცხადა ილია ელოშვილმა. 
წაკითხვა
სასტუმროების ბიზნესში უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით შემცირდა
განახლებულია: 2017-08-21 20:18:00
სასტუმროების ბიზნესში უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი შემცირებულია.2016 წლის სტატისტიკის მიხედვით, ციფრი წინა ორი წლის მონაცემებს მკვეთრად ჩამორჩება. თუმცა განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ ამ ბიზნესში დასაქმებულები, რომლებიც თბილისსა და რეგიონებში სასტუმროების რაოდენობის ზრდაზე მიუთითებენ. იგივე პოზიცია აქვთ სააგენტო აწარმოე საქართველოშიც, საიდანაც ბოლო ერთ წელში რეგიონებში 28 სასტუმროს თანადაფინანსება მოხდა. 
წაკითხვა
ივლისში ბანკების მოგება 71 მილიონი ლარი იყო
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 16:51:00
ივლისში ბანკების მოგება 71 მილიონ 277 000 ლარი იყო. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორის წმინდა მოგება წლიურად გაზრდილია 14.7 მილიონი ლარით ანუ 26%. შედარებისთვის, 2016 წლის ივლისში ბანკების წმინდა მოგება 56.6 მილიონი ლარი იყო, ხოლო 2015 წლის ივლისში 39.03 მილიონი ლარი.იანვარ-ივლისის მონაცემებით, საბანკო სექტორის წმინდა მოგება 519 მილიონ ლარს აჭარბებს. საქართველოს საბანკო ბაზარზე არსებული 16 ბანკიდან მოგებაზეა 15 ბანკი. პირველი აგვისტოს მდგომარეობით, ზარალზე „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკია“. აღსანიშანვია, რომ ივლისის თვეში კომერციულმა ბანკებმა მოგების გადასახადის სახით 7 მილიონ 767 ათასი ლარი გადაიხადეს. იანვრიდან-ივლისის ჩათვლით კი კომერციული ბანკების მიერ გადახდილი მოგების გადასახადი 59 მილიონ ლარს უტოლდება. 
წაკითხვა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8099 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 16:50:00
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 22 აგვისტოს ერთი ევროს ღირებულება 2.8099 ლარი იქნება. 18 აგვისტოს ერთი ევროს ფასი 2.7936 ლარი იყო.
წაკითხვა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3910 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 16:49:00
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 22 აგვისტოს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.3910 იქნება. 18 აგვისტოს ერთი დოლარის ფასი 2.3885  ლარი იყო. 
წაკითხვა
სამოქალაქო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 16:37:00
საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებლებს კიდევ ერთხელ შეახსენებს 2017 წლის იანვარში სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ეფექტური საპროცენტო განაკვეთისა და ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისთვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის მაქსიმალურ ოდენობას განსაზღვრავს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის 2017 წლის 15 იანვარს ამოქმედებული ცვლილების თანახმად, შეიზღუდა სესხისთვის განსაზღვრული მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთისა და ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისთვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობები.კანონმდებლობის მიხედვით, სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, ხოლო თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს.აღნიშნული ცვლილებები ეხება ნებისმიერ გამსესხებელს, მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებს. ამავე კანონის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილში შესული ცვლილების შესაბამისად ფიზიკურ პირზე 100 000 ლარამდე მოცულობის სესხის გაცემა ნებისმიერი სესხის გამცემი პირის მიერ მხოლოდ ლარში უნდა განხორციელდეს.„ზემოაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით ვაცნობებთ საზოგადოებას, რომ დადგენილი მოთხოვნების დარღვევით დადებული ხელშეკრულებები, მხარეთა შორის დავის შემთხვევაში, შესაძლოა ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი გახდეს, რასთან დაკავშირებითაც დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს. ეროვნული ბანკი, ერთი მხრივ, მოუწოდებს ორგანიზაციებს დაიცვან კანონის მოთხოვნები, მეორე მხრივ კი, მიმართავს მომხმარებლებს, გონივრულად მართონ საკუთარი ფინანსები და სესხების აღებამდე დეტალურად გაეცნონ ხელშეკრულების პირობებს, მათ შორის, გადაამოწმონ რამდენად შეესაბამება სესხის გაცემა არსებულ კანონმდებლობას. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მომხმარებლებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406 ან მოგვწერონ შემდეგ მისამართზე
წაკითხვა
თბილისში მიმდინარე ბიზნესფორუმს 44 ჩინური კომპანიის 80-მდე ბიზნესმენი ესწრება
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 12:28:00
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ჩინეთის საერთაშორისო ხელშეწყობის საბჭოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იგეგმება.დოკუმენტს ხელი ბიზნესფორუმზე მოეწერა. თბილისი მარიოტში მიმდინარე ფორუმს 44 ჩინური კომპანიის 80-მდე ბიზნესმენი ესწრება. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება პრეზენტაცია საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ, რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველო“ წარმოადგენს. ქართულ კომპანიებს საშუალება ეძლევათ შეხვდნენ ბიზნეს სექტორს ჩინეთიდან და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელონ.
წაკითხვა
რუსეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი გაორმაგდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 11:15:00
საქართველოდან რუსეთში ექსპორტის მოცულობა ერთ წელიწადში გაორმაგდა. 2017 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტის მოცულობამ რუსეთში 214.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, 2016 წლის 7 თვეში კი ეს მაჩვენებელი 101.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. საქსტატის მონაცემებით, საქართველოს საექსპორტო ბაზრებს შორის რუსეთი პირველ პოზიციაზეა (მთლიანი ექსპორტის 14.8%).იანვარ-ივლისში რუსეთში გავიდა 80 მილიონი დოლარის ღირებულების ფეროშენადნობები, შარშან კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 14,656 მილიონ დოლარს შეადგენდა. თითქმის გაორმაგებულია ღვინოების მიწოდება (2017 წელს ექსპორტი 48.366 მლნ დოლარს შეადგენდა, 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 27,497 მლნ აშშ დოლარს). გაზრდილია მინერალური და მტკნარი წყლების, სპირტიანი სასმელებისა და მსუბუქი ავტომობილების ექსპორტიც.ამასთან, მთლიან სავაჭრო ბრუნვაში რუსეთი პირველ პოზიციას თურქეთს უთმობს.
წაკითხვა
„თბილისი მერიოტში“ საქართველო-ჩინეთის ბიზნეს-ფორუმი მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 09:45:00
სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველო-ჩინეთის ბიზნეს-ფორუმი მიმდინარეობს, რომელსაც 44 ჩინური კომპანიის 80-მდე ბიზნესმენი განსუს პროვინციიდან ესწრება. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნატო ჩიქოვანმა და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს ვიცე-თავმჯდომარემ ვუ ლისიამ გახსნეს. ფორუმის ფარგლებში გაიმართება პრეზენტაცია საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ, რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველომ“ წარმოადგენს. ფორუმზე წარმოდგენილია სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, მრეწველობის, სასტუმრო ინდუსტრიისა და სხვა სფეროები. ქართულ კომპანიებს საშუალება ეძლევათ შეხვდნენ ბიზნეს სექტორს ჩინეთიდან და იმსჯელონ სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ჩინეთის საერთაშორისო ხელშეწყობის საბჭოს განსუს კომიტეტს შორის.როგორც საქართველოს სავაჭრო სამრწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნატო ჩიქოვანმა აღნიშნა, მსგავსი ფორუმები მნიშვნელოვნად ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. მისი თქმით, დღესვე ხელი  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ჩინეთის საერთაშორისო ხელშეწობის საბჭოს განსუს კომიტეტს შორის. „ცოტახნის წინ ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას საქართველოსა და ჩინეთს შორის. ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება და ურთიერთხელსაყრელ პირობებს შეიძენს. დღესვე ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ჩინეთის საერთაშორისო ხელშეწობის საბჭოს განსუს კომიტეტს შორის. მსგავსი დოკუმენტი გაფორმებული გვაქვა ჩინეთის სხვადასხვა ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციასთან და ეს ქმნის თანმშრომლობის განვითარების მეტ პოტენციალს, ასევე ხელს უწყობს კონტაქტების დამყარებას და სანდო პარტნიორების მოძიებას“, -განაცხადა ჩიქოვანმა.
წაკითხვა
„აწარმოე საქართველოს“ დაფინანსებული პროექტები - რა შედეგებზე საუბრობენ ბენეფიციარები
განახლებულია: 2017-08-20 20:18:00
2 წლის განმავლობაში დაფინანსებული 4 ათასზე მეტი ბიზნესიდეა. პროექტ აწარმოე საქართველოს პროგრამა სტარტაპ საქართველოს ბენეფიციარები ბათუმში შეიკრიბნენ. საზოგადოებას საკუთარი შედეგი ბათუმის ბულვარში მოწყობილ გამოფენაზე ასზე მეტმა დამწყებმა და უკვე წარმატებულმა ბიზნესმენმა გააცნო. სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები თვლიან, რომ პროგრამამ სასურველი შედეგი აჩვენა და მცირე მეწარმეების წახალისებისთვის უკვე წელს ახალი პროექტის განხორციელებაც იგეგმება.  
წაკითხვა
გარდაბნის თბოელექტროსადგურმა ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა
გამოქვეყნებულია: 2017-08-19 18:43:00
გარდაბნის თბოელექტროსადგურმა ოთხთვიანი სარეზერვო მდგომარეობის შემდეგ ელექტროენერგიის წარმოება განაახლა. სადგური 17 აპრილს გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში მდინარეების წყალუხვობისა და ჰიდროელექტროსადგურების ეფექტურობის გაზრდის პარალელურად სარეზერვო მდგომარეობაში გადავიდა. ამჟამად, თბოსადგური შეუფერხებლად სრული დატვირთვით მუშაობს. 
წაკითხვა
საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა შემცირდა, ცხვრისა და თხის სულადობა კი გაიზარდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-19 15:00:00
საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის მე-2 კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 1 018.9 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.5%-ით ნაკლებია. აქედან, ფურის სულადობამ 492.3 ათასი სული შეადგინა.ამასთან, საანგარიშო პერიოდში ცხვრისა და თხის ჯამური სულადობა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 5%-ითაა გაზრდილი და 1 231.9 ათას სულს მიაღწია. ღორის სულადობა კი 10.4%-ით გაიზარდა და 194.6 ათასი სული შეადგინა. ხოლო ფრინველის რაოდენობამ 11 718.2 ათასი ფრთა შეადგინა, რაც 0.4 %-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე
წაკითხვა
პროექტის „მობილური ექსტენციის“ ფარგლებში, სპეციალისტებმა სამეგრელოს რეგიონის სოფლებში ადგილობრივებს კონსულტაციები გაუწიეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-19 11:28:00
სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი მასშტაბური პროექტის „მობილური ექსტენციის“ ფარგლებში, სპეციალისტებმა სამეგრელოს რეგიონის სოფლებში ადგილობრივებს კონსულტაციები გაუწიეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა აბაშის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ფერმერების ბაღები და ნაკვეთები დაათვალიერეს და თხილის ბაღის გაშენების, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების, მარცვლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის და დაავდებებთან ბრძოლის მეთოდებზე დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია მიაწოდეს.აზიური ფაროსანას მასობრივი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები, 21-დან 24 აგვისტოს ჩათვლით, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, სენაკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში ფერმერებს გააცნობენ და ადგილზე კონსულტაციებს გაუწევენ.
წაკითხვა
ხმაურიანი სხდომა სემეკში - გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი
განახლებულია: 2017-08-18 20:27:00
სემეკში დღეს საპატრულო პოლიციის მობილიზება გახდა საჭირო. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი და წევრები დარბაზიდან სამართალდამცავებმა გაიყვანეს. შალვა ნათელაშვილი და მისი თანაპარტიელები ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას დენის ტარიფის უცვლელად დატოვებისკენ მოუწოდებდნენ, ხმაურის გამო სხდომა რამდენჯერმე შეწყდა. დაპირისპირება თელასის იმ სატარიფო განაცხადის განხილვას მოჰყვა, რომელშიც კომპანია ლარის კურსის გაუფასურების მოტივით ელექტროენერგიის ტარიფის გადახედვას ითხოვს. სემეკი პროგნოზის გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთი მთავარი საკითხი ეროვნული ვალუტის კურსია. სანდრო ჯუფალაკიანის სიუჟეტი.
წაკითხვა
სამომხმარებლო ტარიფი - სემეკის სხდომა დაპირისპირების და ხმაურის ფონზე წარიმართა
განახლებულია: 2017-08-18 18:13:00
დაპირისპირების და ხმაურის ფონზე წარიმართა სემეკის სხდომა, რომელზეც თელასის სატარიფო განაცხადს განიხილავდნენ. ლეიბორისტული პარტიის წევრებმა სხდომის ჩაშლა სცადეს იმ მოტივით, რომ სემეკს არ აქვს უფლება სასამართლოში საქმის წარმოების დასრულებამდე ტარიფის ცვლილება მოახდინოს. დაპირისპირების მიუხედავად, სემეკმა მაინც შეძლო გადაწყვეტილების მიღება, თუმცა, სხვა საკითხებზე მსჯელობა ვეღარ მოახერხა. შალვა ნათელაშვილმა სემეკის შენობასთან მჯდომარე აქცია დაიწყო. სანდრო ჯუფალაკიანი თემის დეტალებით.
წაკითხვა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8067 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-18 17:07:00
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 19 აგვისტოს ერთი ევროს ღირებულება  2.8067 ლარი იქნება. 18 აგვისტოს ერთი ევროს ფასი 2.7936 ლარი იყო.
წაკითხვა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3895 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-18 17:06:00
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 19 აგვისტოს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.3895  იქნება. 18 აგვისტოს ერთი დოლარის ფასი 2.3885  ლარი იყო. 
წაკითხვა