საზოგადოებრივი
104.5 FM
გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ ვაშენებთ ყველაზე ეფექტიან მულტიმოდალურ სატრანზიტო ინფრასტრუქტურას, რაც განამტკიცებს ურთიერთობებს სახელმწიფოებსა და მოქალაქეებს შორის ევროპიდან აზიამდე
გამოქვეყნებულია: 2017-09-22 04:47:00
ჩვენ ვაშენებთ ყველაზე ეფექტიან მულტიმოდალურ სატრანზიტო ინფრასტრუქტურას და ეს ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს შესაბამის კავშირებსა და პროცესებს, აგრეთვე განამტკიცებს ურთიერთობებს სახელმწიფოებსა და მოქალაქეებს შორის ევროპიდან აზიამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და შეეხო საკონსტიტუციო ცვლილებებსაც. „ეს არ გახლავთ კოსმეტიკური ცვლილებები. ჩვენ დავპირდით ჩვენს ხალხს, რომ შემოვიღებდით საპარლამენტო სისტემას და გავაუმჯობესებდით ჩვენს კონსტიტუციას საუკეთესო ევროპული სტანდარტების შესაბამისად. გარდა იმისა, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტში აღმოფხვრილია მოქმედ კონსტიტუციაში არსებული ბევრი შეუსაბამობა, მასში ასევე ასახულია ისეთი ახალი, პროგრესული ინიციატივა, როგორიცაა ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უფლება, გარემოს დაცვა და ბევრი სხვა, რაც პასუხობს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ამ გადაწყვეტილებებში ასახულია ქართველთა მისწრაფებები ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრობისკენ.  ყოველივე ამას ქართველები ისტორიულ კანონზომიერებად აღიქვამენ, რადგანაც საქართველო უკვე დიდი ხანია ევროპის ფართო კულტურული და ისტორიული სურათის განუყოფელი ნაწილია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. საქართველოს პრემიერმა მთავრობის ოთხპუნქტიან გეგმაზე, განათლების რეფორმასა და ნოვაციების ხელშეწყობაზე გაამახვილა ყურადღება. „საკონსტიტუციო რეფორმის პარალელურად, ჩვენ, სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის მიზნით, დავიწყეთ ჩვენი ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის განხორციელება.ჩვენ წამოვიწყეთ განათლების სფეროს ამბიციური რეფორმა, რათა ერთმანეთს დავუკავშიროთ განათლების სისტემა და ინდუსტრია, რათა განვავითაროთ მოთხოვნაზე დაფუძნებული უმაღლესი და პროფესიული განათლება და გავაუმჯობესოთ ჩვენი სამუშაო ძა
წაკითხვა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9281 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-14 16:53:00
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 15 სექტემბერს ერთი ევროს ღირებულება 2.9281 ლარი იქნება. 14 სექტემბერს ერთი ევროს ფასი 2.9443 ლარი იყო.  
წაკითხვა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4604 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-14 16:53:00
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 15 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.4604 იქნება. 14 სექტემბერს ერთი დოლარის ფასი  2.4587 ლარი იყო. 
წაკითხვა
ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად ერთხმად დაამტკიცეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-14 09:28:00
გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატი ზურაბ პოლოლიკაშვილი დაამტკიცეს. UNWTO-ს გენერალურმა ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 2017 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებას და ზურაბ პოლოლიკაშვილი აირჩია UNWTO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა,  როდესაც საქართველოს კანდიდატი საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი ხელმძღვანელის პოზიციას დაიკავებს. ახალი გენერალური მდივნის დამტკიცება UNWTO-ს გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში მოხდა, რომელიც ჩინეთში, ქ. ჩენგდუში იმართება. გენერალური მდივნის პოსტზე დამტკიცების შემდგომ, ზურაბ პოლოლიკაშვილმა ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. UNWTO-ს გენერალური მდივნის პოსტზე ზურაბ პოლოლიკაშვილის დამტკიცების პროცედურას ესწრებოდა საქართველოს დელეგაცია ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით, რომელიც ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს.
წაკითხვა
მსოფლიოში მილიონრების რაოდენობა 33 717 000-ია [ვიდეოგრაფიკა]
გამოქვეყნებულია: 2017-09-12 15:06:00
მსოფლიოში 33 717 000 მილიონერი ცხოვრობს. კვლევას მსოფლიოში მილიონრების რაოდენობის შესახებ Credit Suisse აქვეყნებს. კვლევაში ის ქვეყნებია მოცემული, სადაც ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს. Credit Suisse-ის მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი მილიონერი აშშ-ში ცხოვრობს. ჯამში მათი რაოდენობა 13.6 მილიონია. 2.3 მილიონერით მეორე ადგილზე დიდი ბრიტანეთია, 2.1 მილიონერით მესამე ადგილზე იაპონიაა. რუსეთში კი 92 ათასი მილიონერი ცხოვრობს.სხვადასხვა უცხოურ მედიაზე დაყრდნობით ქართველი მილიონრების რაოდენობა 400-ს არ უნდა აღემატებოდეს. ზოგიერთი ქართველი მილიონერი, მაგალითად, ქეთი მელუა ბრიტანეთის მილონერ ადამიანთა რიცხვს მიეწერება.
წაკითხვა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9702 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-08 17:18:00
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 9 სექტემბერს ერთი ევროს ღირებულება 2.9702 ლარი იქნება. 8 სექტემბერს ერთი ევროს ფასი 2.9536 ლარი იყო. 
წაკითხვა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4618 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-08 17:12:00
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 9 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.4618 იქნება. 8 სექტემბერს ერთი დოლარის ფასი 2.4630 ლარი იყო.
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ ლარის კურსის ცვლილება სეზონური მოვლენაა, რომელიც 15-20 აგვისტოს დაიწყო და უკვე გადაიარა
გამოქვეყნებულია: 2017-09-07 13:36:00
ლარის კურსის ცვლილება სეზონური მოვლენაა, რომელიც 15-20 აგვისტოდან დაიწყო. ეს გამოვლინება  ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელია ამას ვაფასებ როგორც ერთჯერად გამოვლინებას, რომელმაც უკვე გადაიარა,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.ფინანსთა მინისტრმა ოპონენტების განცხადებებსაც უპასუხა და განმარტა, რომ ლარის კურსის ცვალებადობა ხაზინიდან გასულ თანხებთან კავშირში არ არის.,,ჩვენ გვაქვს მცურავი კურსი, რომელიც მოთხოვნა მიწოდებაზეა დამოკიდებული. ეს არის ჩემი დაკვირვება, თუმცა პროგნოზირება ამ მიმართულებით არის ძალიან უმადური საქმე და მე პროგნოზირებას არ ვაკეთებ. უბრალოდ, სტატისტიკურად შემიძლია ვთქვა თუ რა მოვლენასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, მთლიანი ფულის მასა, რაზეც იყო საუბარი, რომ ხაზინიდან გასულმა თანხებმა მოახდინა პროვოცირება, არ არის სწორი და ეს არის სპეკულაცია ოპონენტების მხრიდან",- აღნიშნა ქუმსიშვილმა.მისივე თქმით, ლარიზაციის პროექტში მთავრობამ შექმნა ყველა ინსტრუმენტი, რომ მოსახლეობას სესხები ლარში გადაეყვანა და კურსის ცვლილებას გავლება არ მოეხდინა."მოსახლეობას ორი რაღაც აინტერესებს, რომ ფასები არ გაიზარდოს პროდუქციაზე და ასევე სესხის მომსახურების თანხების გაზრდა არ მოხდეს. ლარიზაციის პროექტში ჩვენ შევქმენით ყველა ინსტრუმენტი, რომ მოსახლეობას სესხები ლარში გადაეყვანა და კურსის ცვლილებას გავლება არ მოეხდინა. ჩვენ ვართ ღია და გახსნილი ეკონომიკა, ამიტომ ჩვენი ვალუტის კურსი არის მცურავი და მიბმულია კალათზე. რაც ეხება ფასებს, ამ მიმართულებით ივლისის შემდეგ უკვე ინფლაციამ შემცირება დაიწყო და დარწმუნებულები ვართ, რომ 2018 წელს მიზნობრივ მაჩვენებელს 3% დავუბრუნდებით",- განაცხადა მინისტრმა.
წაკითხვა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე - ლარის კურსის რყევა არასწორმა მოლოდინებმა გამოიწვია, სიტუაცია გაამძაფრა პოლიტიკურმა სპეკულაციებმაც
გამოქვეყნებულია: 2017-09-06 18:51:00
ლარის კურსის რყევა არასწორმა მოლოდინებმა გამოიწვია, სიტუაცია გაამძაფრა ამ თემაზე პოლიტიკურმა სპეკულაციებმაც, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ცოტნე ყავლაშვილმა განუცხადა. „მოსახლეობაში იყო მოლოდინი, რომ აგვისტოს შემდეგ ლარი გაუფასურებას დაიწყებდა და შედეგად, მოთხოვნა გაიზარდა. სხვა არანაირი ფუნდამენტური პრობლემა არ არსებობს. სიტუაცია ასევე გაამძაფრა ამ თემაზე არსებულმა პოლიტიკურმა სპეკულაციებმაც. მოვუწოდებ მოსახლეობას, არ აყვნენ მსგავს სპეკულაციებს“, - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.
წაკითხვა
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9579 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-06 18:19:00
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 7 სექტემბერს ერთი ევროს ღირებულება 2.9579 ლარი იქნება. 6 სექტემბერს ერთი ევროს ფასი 2.9662 ლარი იყო. 
წაკითხვა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4802 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-06 18:14:00
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 7 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.4802 იქნება. 6 სექტემბერს ერთი დოლარის ფასი 2.4926ლარი იყო. 
წაკითხვა
გია ვოლსკი - ვფიქრობ, ეროვნულმა ბანკმა გაცილებით აგრესიულად უნდა იმუშაოს
გამოქვეყნებულია: 2017-09-06 11:58:00
ვფიქრობ, ეროვნულმა ბანკმა გაცილებით აგრესიულად უნდა იმუშაოს, - ამის შესახებ გია ვოლსკიმ განაცხადა. ვიცე-სპიკერის თქმით, ამ თემაზე უფრო მეტი განხილვა, ანალიზია საჭირო და არა პოლიტიკოსების მხრიდან განცხადებების კეთება."ასეთი პერიოდები ჰქონია საქართველოს ვალუტას. ეს არ არის საქართველოსთვის დამახასიათებელი ფენომენი, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები განაპირობებს დოლარის მნიშვნელოვნად გაძლიერებას. ისეთი მდგომარეობაც გვქონია, რომ დოლარის  აღმავლობა შეცვლილა დაღმასვლით და იმედი გვაქვს, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა ამას განაპირობებს",- აცხადებს გია ვოლსკი.
წაკითხვა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4926 ლარი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-05 16:48:00
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 სექტემბერს ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.4926 იქნება. 5 სექტემბერს ერთი დოლარის ფასი 2.4502 ლარი იყო. 
წაკითხვა
„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ სემეკ-ს სატარიფო განაცხადით მიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-09-01 19:02:00
კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ სემეკ-ს სატარიფო განაცხადით მიმართა, რომელზეც ადმინისტრაციული წარმოება 7 სექტემბერს დაიწყება. მარეგულირებელ კომისიას გადაწყვეტილების მისაღებად 150-დღიანი ვადა აქვს. თუმცა, არსებული ინფორმაციით, ტარიფები დეკემბრის ბოლოს გადაიხედება და 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ამ ეტაპზე უცნობია, შეიცვლება თუ არა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სამომხმარებლო ტარიფები.სემეკ-მა 18 აგვისტოს უკვე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება „თელასის“ სატარიფო განაცხადზე, რასაც „ლეიბორისტული პარტიის“ პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციურ ძალაში ვარაუდობენ, რომ თბილისში ელექტროენერგიის ტარიფი მოიმატებს.7 სექტემბერს ადმინისტრაციული წარმოება კიდევ რამდენიმე კომპანიის ტარიფის დადგენის მიზნით დაიწყება, მათ შორის „ენგურჰესის“, „ჟინვალჰესის“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, „მცხეთის წყალი“-ს და „რუსთავის წყალი“-ს.
წაკითხვა
ბოლო ერთ კვირაში ლარი დოლართან მიმართებით თითქმის ოთხი თეთრით გაუფასურდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-31 11:30:00
ბოლო ერთი კვირაში ლარი დოლართან მიმართებით თითქმის ოთხი თეთრით გაუფასურდა. რამდენიმეთვიანი სტაბილურობის შემდეგ, ეროვნული ვალუტის გაუფასურება 24 აგვისტოდან დაიწყო. ამ დროისთვის, ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი 2,43 ლარია, ხოლო ბლუმბერგის პლატფორმაზე, სადაც ეროვნული ვალუტის კურსი ყალიბდება, 1 დოლარის ღირებულება 2,43 ლარს აჭარბებს. ლარის გაუფასურების ოფიციალურ მიზეზებზე ეროვნულ ბანკსა და ფინანსთა სამინისტროში კომენტარები ჯერ არ გაკეთებულა. შარშან, ამ დროს ერთი დოლარის ღირებულება საშუალოდ 2,31 ლარს შეადგენდა და მკვერად გაუფასურების პროცესი 27 სექტემბრიდან დაიწყო. ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების პიკს 2016 წლის 21 დეკემბერს მიაღწია, როდესაც ერთი დოლარი 2,8 ლარი ღირდა.
წაკითხვა
ლარში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა კი შემცირდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-25 15:10:00
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2017 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით 154.1 მლნ ლარით (0.8 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.0 პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 19.0 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 205.4 მლნ ლარით (2.7 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა 51.2 მლნ ლარით (0.5 პროცენტით; გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 0.2 პროცენტით).რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2017 წლის ივლისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.3 მლრდ ლარის , ხოლო უცხოური ვალუტით 6.1 მლრდ ლარის მოცულობის სესხი.2017 წლის ივლისის განმავლობაში 1.6 პროცენტით ანუ 157.6 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 9.9 მლრდ ლარი შეადგინა.მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 41.75 პროცენტი შეადგინა. პირველი ივლისის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.68 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
წაკითხვა
კომერციული ბანკების აქტივები 0,8%-ით გაიზარდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-25 14:58:00
2017 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. მათ შორის, 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ივლისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 0,3 მლრდ ლარით, ანუ 0,8 პროცენტით გაიზარდა და 30,5 მლრდ ლარი შეადგინა.საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.1 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.4 პროცენტია.
წაკითხვა
ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსი იწყება
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 17:30:00
საქართველოს სომელიეთა ასოციაცია მეოთხე წელია „ქართული ღვინის ეროვნულ კონკურს“-ს ატარებს.  კონკურსის მიზანია, გამოავლინოს საქართველოში წარმოებულ ღვინოებს შორის საუკეთესოები.კონკურსზე წარმოდგენილი იქნება 14 კატეგორია: ცქრიალა ღვინო (თეთრი ბრუტი); თეთრი მშრალი ღვინო; წინანდალი; ქვევრის თეთრი ღვინო; ვარდისფერი ღვინო; წითელი მშრალი ღვინო; საფერავი; პრემიალური საფერავი; მუკუზანი; ქვევრის წითელი ღვინო; უსახელოური; ხვანჭკარა; ქინძმარაული; ჭაჭა.გამარჯვებული ღვინოების დაჯილდოება 8 ოქტომბერს გაიმართება.დაჯილდოების ცერემონიალის ფარგლებში მოხდება საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ სომელიესა და ასისტენტ სომელიეს სტატუსების მინიჭება. ასევე, თბილისის ღვინის სკოლის კურსდამთავრებულთათვის - სერტიფიკატების გადაცემა.ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსის საზეიმო დაჯილდოებაზე ტრადიციულად, უკვე მეოთხედ დასახელდება საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ დაწესებული “ქართული ღვინის ორდენი“-ს სამი კავალერი.ღვინის ნიმუშების გამოგზავნის ბოლო ვადაა - 2017 წლის 15 სექტემბერი. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო.
წაკითხვა
ყავის გადამამუშავებელ საამქროს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 12:15:00
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა ყავის გადამამუშავებელ საწარმო „კოფი გრუპს“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს. სააგენტოს მიერ ჩატარებული ინსპექტირებისას საწარმოში 11 არაკრიტიკული და 9 კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, რის გამოც ბიზნეოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა. აგრეთვე, გამოვლინდა სავარაუდო ფალსიფიცირების ნიშნები. ინსპექტრირებისას საწარმოში სხვადასხვა დასახელების (როგორც ხსნადი, ასევე მარცვლები) ყავასთან ერთად აღმოჩნდა 235 კგ მოხალული ბარდა. საწარმოში ადგილზე ხდებოდა როგორც ბარდის, ასევე ყავის მარცვლების მოხალვა მისი შემდგომი დაფქვის და სავარაუდოდ გადარევის მიზნით.
წაკითხვა
ლარში ფასდადების დარღვევის გამო, 38 ჯარიმა გამოიწერა
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 14:41:00
პირველი ივლისიდან დღემდე ლარით ფასდადების დარღვევის 246 შემთხვევა დაფიქსირდა,- ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, 208 შემთხვევაში პასუხისმგებლობის ზომად გამოყენებულია ადმინისტრაციული სახდელი გაფრთხილების სახით; 36 შემთხვევაში ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით; 2 შემთხვევაში კი განმეორებითი ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
წაკითხვა