საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ზურაბ ალავიძე - სამთავრობო ქალაქის აშენება მოსახლეობასაც და ბიზნესსაც გაუადვილებს ცხოვრებას
გამოქვეყნებულია: 2017-03-23 15:23:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე აცხადებს, რომ სამთავრობო ქალაქის აშენების ვადებზე საუბარი ნაადრევია.როგორც ზურაბ ალავიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სამთავრობო ქალაქის აშენებით მოხდება ხარჯების ოპტიმიზაცია.„ჩვენი სამინისტროების უმეტესი ნაწილი ზის ისტორიულ შენობებში და ქალაქის ისეთ უბნებში, რომელიც საინტერესოა სასტუმროს და ტურისტული მიმართულების განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია, ჩვენ გამოვიდეთ ამ შენობებიდან, პრივატიზაცია გავაკეთოთ და გადავიდეთ ისეთ ადგილებზე, რომლებიც ხარჯების ოპტიმიზაციის შესაძლებლობას მოგვცემს. თუ მთავრობა ერთ ადგილზე იქნება, ეს მოსახლეობასაც და ბიზნესსაც ძალიან გაუადვილებს ცხოვრებას“, - განაცხადა ალავიძემ.მისივე თქმით, სამთავრობო ქალაქის მშენებლობის ხარჯები ამ დროისთვის დათვლილი არ არის.ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
წაკითხვა
ქუთაისში არაძვირფასი ლითონების მწარმოებელი საწარმო გაიხსნება
გამოქვეყნებულია: 2017-03-23 10:01:00
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო ამოქმედდება. ქუთაისში არაძვირფასი ლითონების მწარმოებელი საწარმოს ასამოქმედებლად, ინვესტორს სახელმწიფო მიწას გადასცემს, ასევე, მეწარმე ისარგებლებს პროგრამით გათვალისწინებული ყველა მექანიზმით, მათ შორის - სესხის სუბსიდირებითა და საბანკო უზრუნველყოფის ნაწილში თანამონაწილეობით. განხორციელდება 1 360 000 ლარის ინვესტიცია და პროექტის სხვადასხვა ეტაპზე 60-მდე ადამიანი დასაქმდება.საფეიქრო ნაწარმის მწარმოებელი საწარმო შეიქმნება თბილისში, განხორციელდება 4 მილიონ ლარამდე ინვესტიცია და პირველ ეტაპზე საწარმოში 30-მდე ადამიანი დასაქმდება.პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე ისაუბრა ხილის გადამამუშავებელი საწარმო „გემუანის“ შესახებ, რომელიც ზუგდიდში გუშინ გაიხსნა. მეწარმემ სახელმწიფოს მიერ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეთავაზებული დახმარებით ისარგებლა. საწარმო ხილს ამუშავებს სრულიად ახალი ტექნოლოგიით, ისე, რომ ქართული ხილი, სპეციალური წესით დამუშავების შედეგად, ვიტამინებისა და მიკროელემენტების 98%-ს ინარჩუნებს. „ეს არის უნიკალური მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, არა მხოლოდ მაღალი ხარისხის, არამედ შედარებით დაბალი ხარისხის ხილიც გადამუშავდეს, რომელიც შემდგომში გამომშრალი სახით გაიყიდება. საწარმოს წინასწარ აქვს შეკვეთები იმ პროდუქციის პრაქტიკულად 100%-ზე, რომელსაც მომავალი ერთი წლის განმავლობაში დაამზადებს. ეს გახლავთ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, არაბთა გაერთიანებული საემიროები და რამდენიმე ევროპული ქვეყანა“, - განაცხადა პრემიერმა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება მიულოცა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ძალიან კარგი იქნება, თუ სახელმწიფო ამ ტექნოლოგიის დანერგვას სხვა რეგიონებშიც წაახალისებს. საწარმოში ჯამურად 851 024 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 250 000 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 484 512 აშშ დოლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.საწარმოს სახელმწიფომ ასევე გადასცა უძრავი ქონება - მიტოვებული ძველი საწარმო, რომელიც თანამედროვე სტანდარტის საწარმოდ იქცა. მეწარმე პირდაპირი წესით ასაქმებს დაახლოებით 35ადამიანს, გარდა ამისა, 150-მდე ფერმერთან გაფორმებული აქვს პროდუქციის შესყიდვის ხელშეკრულება. „ეს იმას ნიშნავს, რომ 35 ოჯახის გარდა, რომლის წევრიც საწარმოშია და
წაკითხვა
რა ბედი ეწევა ბრაზილიიდან იმპორტირებული გაყინულ ხორცს - რას აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში
განახლებულია: 2017-03-22 20:46:00
დაიწყება თუ არა საქართველოში ბრაზილიიდან იმპორტირებული გაყინული ხორცის მასშტაბური შემოწმება. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბრაზილიაში ხორცის მწარმოებელი ფირმების სკანდალთან დაკავშირებით რეგულაცია გამკაცრდა. ქვეყანაში შემოსული უკლებლივ ყველა პარტია ლაბორატორიულ კვლევებს დაექვემდებარება. ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ეწევა ქვეყანაში უკვე შემოსულ პროდუქტს. შეგახსენებთ, ბრაზილიიდან ხორცის იმპორტი უკვე შეზღუდა ჩინეთმა და ევროკავშირის ქვეყნებმა. სამხრეთ ამერიკულ ქვეყანაში კი მასშტაბური გამოძიება გრძელდება. 
წაკითხვა
ენერგეტიკის სამინისტრო ბუნებრივ აირზე რეგულაციის შეცვლას გეგმავს
განახლებულია: 2017-03-22 20:30:00
2008 წელს მიღებული გადაწყვეტილება უქმდება. გაზის სამომხმარებლო ტარიფის განსაზღვრის ერთპიროვნული უფლება ისევ სემეკს უბრუნდება. მანამდე ამ უფლებამოსილებით გაზგამანაწილებელი კომპანიები სარგებლობდნენ, რასაც სფეროს სპეციალისტები დისკრიმინაციულად მიჩნევდნენ. მოსალოდნელი ცვლილების შემდეგ, არ არის გამორიცხული, რომ აბონენტების ნაწილს ტარიფი გაეზარდოს ან პირიქით, შეუმცირდეს.   
წაკითხვა
ენერგეტიკის სამინისტრო გაზის ტარიფის დერეგულირების შესახებ ალექსანდრე ხეთაგურის ბრძანებას გააუქმებს
გამოქვეყნებულია: 2017-03-22 20:01:00
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო წინამობრბედი მინისტრის ბრძანების გაუქმებას გეგმავს. შაუბარია ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის მიერ 2008 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, იმ აბონენტებისთვის, რომლებიც გაზის მომხმარებლები 2008 წლის შემდეგ გახდნენ, ტარიფს თავად გაზისკომპანიები ადგენენ, ძველი აბონენტებისთვის კი ბუნებრივი აირის საფასურს მარეგულირებელი კომისია აწესებს. ამიტომაც თუ ძველი აბონენტებისთვის 1 კუბური მეტრი აირის ღირებულება საშუალოდ 45 თეთრია, იმავე რაიონში ახალი აბონენტები 10 თეთრით ძვირს 55 თეთრს იხდიან. ნორმატიული აქტის გაუქმებასა და სამომხმარებლო ტარიფის მთლიანად რეგულირებაზე მუშაობენ ენერგეტიკისც სამინისტროსა და სემეკ-ში. როგორც ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, სოციალური გაზის ფასი ერთ რეგიონში მცხოვრები ყველა ოჯახისთვის თანაბარი იქნება.   ამჟამად საქართველოს  რეგიონებში სხვადასხვა ტარიფი მოქმედებს, ზოგან რეგულირებული, ზოგან კი  - დერეგულირებული.  ამასთან, ბუნებრივი აირის ტარიფის ერთიან, რეგულირებულ რეჟიმში მოქცევის შემდეგ  სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ტარიფი გაეზარდოს ან პირიქით შეუმცირდეს კიდეც. თუმცა ბაზრის ახალ მოდელზე გადასვლის შესახებ თავად კომპანიებს ჯერ ინფორმაცია არ აქვთ.კომპანიების მხრიდან გაზის ტარიფის გადახედვის მოთხოვნით, სემეკ-ში მუშაობა დაწყებულია. საფასურის დასადგენად კომისიას 150-დღიანი ვადა აქვს. როგორც ენერგეტიკის სამინისტროში ამბობენ, ეცდებიან, სწორედ ამ ვადაში მოხდეს რეგულირებულ ბაზარზე გადასვლაც.
წაკითხვა
აბაშიშვილი: იმ დეპუტატების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომლებმაც ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს
განახლებულია: 2017-03-22 16:08:00
„საჭიროა დადგეს ყველა იმ დეპუტატის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ეროვნული ბანკისთვის საზედამხედველო ფუნქციის ჩამორთმევის შესახებ პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევაში მიიღეს მონაწილეობა“, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და პარლამენტის მიერ შემუშავებული კანონპროექტი იდენტურია. აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი ეროვნული ბანკის შესახებ ახალ კანონს ხელს მოაწერს. გიორგი აბაშიშვილმა პოლოტიკურად მოტივირებული უწოდა პარლამენტის მიერ წელიწად-ნახევრის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამით ქვეყანას როგორც რეპუტაციის, ისე ფინანსური კუთხით მიადგა დიდი ზიანი. აბაშიშვილი დარწმუნებულია, რომ ე.წ. მოსმენების კანონიც მსგავს ბედს გაიზიარებს, რადგან ადმინისტრაციაში დარწმუნებულნი არიან პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების შინაარსის სისწორეში.
წაკითხვა
სკანდალში გახვეული ორი ბრაზილიური კომპანია, რომელთა ნაწარმი საქართველოშიც იყიდება
განახლებულია: 2017-03-21 19:38:00
სკანდალში ეხვევა ორი ბრაზილიური კომპანია, რომელთა ნაწარმი ქართულ ბაზარზეც იყიდება. ორწლიანი გამოძიების შემდეგ საქმიანობა შესაძლოა აუკრძალონ ხორცპროდუქტების კომპანია ,,ბი-არ-ეფის” და ჯი-ბი-ესს", რომლებიც პროდუქციას ,,სადიას” და ,,სიერრას” სახელითაც აწარმოებენ. ძიების შედეგად დადგინდა, რომ ფრინველის და საქონლის ხორცის უმსხვილესი ექსპორტიორი წლების განმავლობაში საკვებად უვარგისი და ჯანმრთელობისთვის საშიში პრუდუქტების წარმოებით იყო დაკავებული. გამოძიებას ანალოგიური ბრალდება აქვს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კიდევ 30-მდე ბრაზილიური კომპანიის მიმართ. რეიდის შემდეგ შავ სიაში მოხვედრილი კომპანიების რამდენიმე საწარმო დახურულია. ძიების დასრულების შემდეგ საგანგებო ზომებს იღებს ევროკავშირი, რომელიც ბრაზილიიდან "ბი-არ-ეფის" და "ჯი-ბი-ესის" მიერ წარმოებული ხორცის იმპორტს ნაწილობრივ აჩერებს. შეიძლებოდა თუ არა ამ კომპანიის მიერ წარმოებული და საკვებად უვარგისი ნაწარმი საქართველოშიც შემოეტანათ - ამ კითხვით ,,მოამბემ” სურსათის უვნებლობის სააგენტოს გარდა, მომხმარებელთა უფლებების დამცველებსაც მიმართა. 
წაკითხვა
Georgian Airways ახალი მიმართულებებით ფრენებს იწყებს
გამოქვეყნებულია: 2017-03-21 17:52:00
ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ლონდონისა და პრაღის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისების განხორციელებას იწყებს. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, თბილისი-ლონდონი (გეთვიკის აეროპორტი)-თბილისი საჰაერო ხაზზე ოპერირებას ავიაკომპანია 15 მაისიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და შაბათს გეგმავს. ავირეისები თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებაზე კი 22 მაისიდან, ასევე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და შაბათს შესრულდება.ამასთან, ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან „ჯორჯიან ეარვეისი“ განაახლებს ოპერირებას კიევისა და ხარკოვის მიმართულებებით შემდეგი განრიგით:​ თბილისი-კიევი (ჟულიანის აეროპორტი)-თბილისი - ავიარეისები განხორციელდება 2 აპრილიდან, ყოველდღიურად, კვირაში 7 სიხშირით;​ თბილისი-ხარკოვი-თბილისი - ფრენები შესრულდება 12 აპრილიდან სეზონის ბოლომდე, კვირაში 2 სიხშირით ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ოპერირების ნებართვა ავიაკომპანიას 2017 წლის 21 მარტს მიენიჭა.
წაკითხვა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „კრედო ბანკზე“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა
გამოქვეყნებულია: 2017-03-20 17:23:00
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, სს "კრედო ბანკზე" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, „კრედო ბანკი“ საქართველოს ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.„კრედოს“ 2014 წლიდან ინვესტორთა კონსორციუმი ფლობს, რომელიც, თავის მხრივ, მიკროსაფინანსო და სხვა საფინანსო მომსახურებას საერთაშორისო მასშტაბით ახორციელებს და წარმოდგენილია ევროპის, აზიის, სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის კონტინენტებზე. თბილისსა და საქართველოს 10 რეგიონში სს "კრედო ბანკის" 62 ფილიალი მუშაობს. კომპანიის მთავარი მიზანი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მდგრადი ფინანსური სერვისით უზრუნველყოფა და ზოგადად, საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარებაა. სს "კრედო ბანკის" საზედამხედველო კაპიტალი დაახლოებით 120 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო აქტივების ზომის მიხედვით საბანკო სექტორში მე-10 პოზიციას დაიკავებს“,- აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.დღეისათვის, „კრედო ბანკი“-სათვის ლიცენზიის გაცემის შემდეგ, საქართველოს საბანკო სექტორი 17 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.
წაკითხვა
საქსტატის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 31%-ით გაიზარდა
განახლებულია: 2017-03-20 12:27:00
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 375 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15%-ით მეტია.  როგორც საქსტატში აცხადებენ, აქედან ექსპორტი 102 მლნ. აშშ დოლარი იყო (31%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 274 მლნ. აშშ დოლარი (10%-ით მეტი). ამასთან, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26%შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 29% და იმპორტში 26% (2016 წლის იანვარ- თებერვალში შესაბამისად 27, 28 და 27 %). „დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-თებერვალში 497 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვართან შედარებით 40 %-ით მეტი). აქედან ექსპორტი 129 მლნ. აშშ დოლარი (75 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი 367 მლნ. აშშ დოლარი იყო (31 %-ით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 35 % იყო, მათ შორის ექსპორტში 36% და იმპორტში 34% (2016 წლის იანვარ-თებერვალში შესაბამისად 29, 26 და 30 %). 2017 წლის იანვარ-თებერვალში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 33 % (2016 წლის იანვარ-თებერვალში 32 %)“, - აღნიშნავენ საქსტატში.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1423 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18%-ით მეტია.როგორც საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,  აქედან ექსპორტი 356 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (27 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი 1067 მლნ. აშშ დოლარს (15 %-ით მეტი).„საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-თებერვალში 712 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50% შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 289 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 28 %-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს“,- აღნიშნულია განცხადებაში.უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები 2017 წელს თურქეთი (198 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (163 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანია (146 მლნ. აშშ დოლარი).საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს
წაკითხვა
„ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოს“ ორგანიზებით ფორუმი გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-03-20 12:18:00
„საქართველოს ეკონომიკა-პერსპექტივები და გამოწვევები”,- ამ სახელწოდებით ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოს ორგანიზებით ფორუმი გაიმართა, რომლის მიზანია გაზარდოს საქართველოს, როგორც ბიზნესისთვის მიმზიდველი ქვეყნის ცნობადობა და ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას. შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიც არის საქართველოს შესაძლებლობა ეკონომიკისთვის, ინფრასტრუქტურული პროექტები და საინვესტიციო შესაძლებლობები. ბიზნესფორუმზე ინვესტორებს და ბიზნესის წარმომადგენლებს სიტყვით საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მიმართა.
წაკითხვა
საქართველო-ლატვიის ეკონომიკური ურთიერთობები მხარეებმა რიგაში განიხილეს
განახლებულია: 2017-03-18 12:15:00
საქართველო-ლატვიის ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს რიგაში გამართულ მთავრობათაშორისი სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური კომისიის სხდომაზე.  მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები, ასევე განიხილეს ურთიერთობის პერსპექტივები ისეთ სფეროებში, როგორიცაა - ტურიზმი, ვაჭრობა და ინვესტიციები, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობა.  კომისიის ორდღიან სხდომას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი გიორგი გახარია და ლატვიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი თავმჯდომარეობდნენ. 
წაკითხვა
რა შედეგით დასრულდა გალარების სახელმწიფო პროგრამა
განახლებულია: 2017-03-17 20:24:00
ორთვიანი სოციალური პროექტი დასრულებულია. 61 მილიონი დოლარი - ეს არის იმ საბანკო სესხების რაოდენობა, რომლებიც 17 იანვრის შემდეგ გალარდა. მთავრობის და ეროვნული ბანკის ერთობლივი აქციით ჯამში 5 000-მდე ადამიანმა ისარგებლა, რაც სფეროს სპეციალისტებისთვის დაბალი მაჩვენებელია. საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც ბანკებიდან იპოთეკით დატვირთული კრედიტები 2015 წლის იანვრამდე აიღეს. სხვაობა, რომელიც ლარის მაშინდელ და გალარების დღეს არსებულ კურსს შორის დაფიქსირდა, ბიუჯეტიდან დაიფარა. 
წაკითხვა
ფინანსთა მინისტრის შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულ დირექტორთან
გამოქვეყნებულია: 2017-03-17 18:51:00
ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულ დირექტორ შეხვდა ფინანსთა მინისტრი. შეხვედრას ასევე დაესწრო თბილისის მერის მოადგილე. საუბრის მთავარი თემა მიმდინარე პროექტები იყო, რომელთაც, ევროკავშირი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ახორციელებენ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამომავლო ენერგოეფექტურ პროექტებზე. მათ შორის, თბილისისთვის განხორციელებულ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც თბილისისთვის 143 ენერგოეფექტური ავტობუსი შეიძინეს. 
წაკითხვა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი სფეროები საქართველოში
გამოქვეყნებულია: 2017-03-17 18:12:00
ბოლო 1 წელიწადში საქართველოში საშუალო ხელფასი წლიურად,  54 ლარით გაიზარდა და IV კვარტალის მონაცემებით 1065.9 ლარს მიაღწია. III კვარტალში ეს მაჩვენებელი 980.6 ლარი იყო. თვიურად ზრდა 85.3 ლარით.ყველაზე მაღალანაზღაურებადი კვლავ საფინანსო სექტორია, სადაც დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 2023.9 ლარამდე გაიზარდა და ის ეს სექტორი რეიტინგის ლიდერია.სამეულშია მშენებლობა და  უძრავი ქონებით ოპერაციები, ყველაზე დაბალი ხელფასი 589.2 ლარი კვლავ განათლების სექტორშია​გთავაზობთ 5 ყველაზე მაღალანაზღაურებად სფეროებს საქართველოში:!function(e,t,s,i){var n="InfogramEmbeds",o=e.getElementsByTagName("script"),d=o[0],r=/^http:/.test(e.location)?"http:":"https:";if(/^\/{2}/.test(i)&&(i=r+i),window[n]&&window[n].initialized)window[n].process&&window[n].process();else if(!e.getElementById(s)){var a=e.createElement("script");a.async=1,a.id=s,a.src=i,d.parentNode.insertBefore(a,d)}}(document,0,"infogram-async","//e.infogr.am/js/dist/embed-loader-min.js");Create pie charts
წაკითხვა
სოციალური მეწარმეობა და იდეის გენერირება - ვორქშოფები დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-03-17 16:35:00
სოციალური მეწარმეობა და იდეის გენერირება- ვორქშოფების ბოლო სერია დაიწყო. სტუდენტები სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებენ. გაეცნობიან სოციალური მეწარმეობის არსს, დაესწრებიან ლექციებს ბიზსესმოდელირებაზე და ბიზნესგეგმის შედგენაზე. პროგრამა “სოშალ იმპაქთ ევორდს” აერთიანებს როგორც საგანმანათლებლო ასევე კონკურსის კომპონენტს. 
წაკითხვა
თანასწორობის შესაძლებლობების გაძლიერებაზე კონფერენცია გაიმართა
განახლებულია: 2017-03-17 16:34:00
თანასწორობის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში ამ თემაზე დღეს კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების იმ ინიციატივებს ეხებოდა,რომლებმაც ქვეყნის რეგიონებში მცხოვრებ ქალებსა და მამაკაცებს ეკონომიკური და სამოქალაქო აქტივობის შესაბამისად წარმატების მიღწევის საშუალება მისცა. კონფერენციის პარალელურად, საგამოფენო სივრცეში განთავსდა კერძო და მუნიციპალური ინიციატივები, ხელნაკეთი სუვენირები, რეგიონებში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების მიერ წარმოებული პროდუქტები.
წაკითხვა
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალი შენდება
განახლებულია: 2017-03-17 12:34:00
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 12 000 კვ. მეტრის ფართობზე  მოფრენის ახალი ტერმინალი შენდება. საუბარია ჩასხდომის ხიდზე- ორი გასასვლელით და თვითმფრინავის 5 ახალი სადგომზე. მოფრენის ახალ ტერმინალს კომპანია „ტავ ჯორჯია“  აშენებს, რისთვისაც 33 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის 27 ივნისს დაიწყო. ტერმინალის მშენებლობაზე ამჟამად 500 ადამიანია დასაქმებული.
წაკითხვა
ქუმსიშვილის ინფორმაციით, გალარების პროგრამის ფარგლებში 60 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის სესხი გალარდა
გამოქვეყნებულია: 2017-03-17 12:26:00
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, გალარების პროგრამაში მონაწილეობა 4500-მა ოჯახმა მიიღო და ჯამში 60 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის სესხი გალარდა."ამ პროგრამის შედეგად 60 მილიონი დოლარის პორტფელის გალარების შედეგი მივიღეთ. მინდა გამოვხატო მადლიერება ყველა იმ ოჯახის მიმართ, ვინც მიიღო ამ აქციაში მონაწილეობა. 4 500 ოჯახი, ამ პროგრამის შედეგად არის დაზღვეული შემდგომი სავალუტო კურსის რყევებისგან. გარდა ამისა, ცვლილებები, რომელიც შევიდა კანონმდებლობაში, დაეხმარება გალარების პროცესს. ეს არის ის ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს 100 000 ლარამდე სესხების ლარში გაცემას“, - განაცხადა ქუმსიშვილმა. ​გალარების პროგრამა დღეს სრულდება. ​საბოლოოდ, გალარებული სესხების რაოდენობა 4543-ია. გალარებული სესხების მოცულობა კი (აშშ დოლარი) 61,648,590.57. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ყოველდღიურად მილიონნახევარი სესხი ლარდებოდა.
წაკითხვა
სესხების გალარების პროგრამა დღეს მთავრდება
გამოქვეყნებულია: 2017-03-17 12:10:00
სესხების გალარების პროგრამა დღეს მთავრდება. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროგრამის მიხედვით, ყველა იმ მსესხებელს, რომელსაც 2015 წლამდე ქონებით უზრუნველყოფილი სესხი დოლარში ჰქონდათ აღებული, საშუალება ჰქონდათ მიმდინარე სესხი კურსთან შედარებით 20 თეთრის გამოკლებით ლარში გადაეყვანათ. აღნიშნული პროგრამით სარგებლობა მოქალაქეებს დღის ბოლომდე შეეძლებათ.​საბოლოოდ, გალარებული სესხების რაოდენობა 4543-ია. გალარებული სესხების მოცულობა კი (აშშ დოლარი) 61,648,590.57. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ყოველდღიურად მილიონნახევარი სესხი ლარდებოდა.გალარების შესახებ ვრცელი რეპორტაჟი იხილეთ "მოამბის" 20:00 საათიან გამოშვებაში.
წაკითხვა

უახლესი