საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს ქარის ელექტროსადგურის პროექტში წილის შეძენას სთავაზობს
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 11:16:00
ქართლის ქარის ელექტროსადგურის აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდება, - საჯარო შეთავაზებით იქმნება პრეცედენტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს პროექტში წილის შეძენის შესაძლებლობას აძლევს. ამ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ ისაუბრა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, პრივატიზაციის ასეთი ფორმა ძალიან მნიშვნელოვნად წაახალისებს, პირველ რიგში, საფონდო ბირჟას და ამავდროულად, საშუალებას მისცემს ადგილობრივ ინვესტორებს, შეიძინონ წილი პროექტში. „რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ჩართულობის შეგრძნება იმ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. ასევე, ადგილობრივ ინვესტორებს მიეცემათ შანსი, შეიძინონ ამ პროექტის აქციები, ვინაიდან მომზადდება პროექტი ადგილობრივ საფონდო ბირჟაზე საჯარო შეთავაზებისთვის. ეს არის ძალიან კარგი პრეცედენტი, რომელიც ერთადერთი არ იქნება. ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ არაერთ ნაბიჯს გადავდგამთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერი მიიჩნევს, რომ მწვანე ენერგიის ათვისება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი უნდა გახდეს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველომ სწორად აითვისოს ჰიდროენერგიის მიმართულებით არსებული პოტენციალი, თუმცა აქცენტი გასაკეთებელია ქარისა და მზის ენერგიაზეც, რომელიც, ტექნოლოგიური განვითარებიდან გამომდინარე, საკმაოდ იაფდება. პრემიერ-მინისტრმა ქარის ელექტროსადგურის პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის ენერგეტიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, EBRD-ს და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს მადლობა გადაუხადა და გამოთქვა რწმენა, რომ პროექტის აქციები ადგილობრივ საფონდო ბირჟაზე წარმატებით განთავსდება.
წაკითხვა
ავტოგასამართი სადგურების ნაწილში საწვავი გაიაფდა
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 10:09:00
მსოფლიოში ნავთობის გაიაფების ფონზე, ფასი შემცირდა საქართველოში ავტოგასამართი სადგურების ნაწილშიც. „ლუკოილის“ ქსელში ბენზინი და დიზელი 5 თეთრით გაიაფდა. ევრო სუპერის ფასი 2.24 ლარი გახდა, პრემიუმ ავანგარდის 2.14 ლარი, ევრო რეგულარის 1.94 ლარი, ევრო დიზელის კი 1.89 ლარი.5-6 თეთრით შემცირდა საწვავის ღირებულება „გალფის“ ქსელში. G-Force პრემიუმის ფასი 2.19 ლარი გახდა, G-Force ევრო რეგულარის 2.11 ლარი, ევრო რეგულარის 2.02 ლარი, G-Force ევრო დიზელის 1.99 ლარი, ევრო დიზელის კი 1.94 ლარი. ფასის კორექტირება მოსალოდნელია სხვა კომპანიების ავტოგასამართ სადგურებზეც. საერთაშორისო ბაზრებზე საწვავის ფასი ნოემბრის შემდეგ მინიმალურ დონეზეა. Brent-ის მარკის ნავთობის ღირებულება უკვე 45 დოლარზე ნაკლებია.
წაკითხვა
ილია ელოშვილის ინფორმაციით, ხუდონჰესის ინვესტორს პროექტში 20 მილიონ დოლარამდე აქვს ჩადებული
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 11:30:00
ინფორმაციით, ხუდონჰესის ინვესტორს პროექტში 20 მილიონ დოლარამდე აქვს ჩადებული. თუმცა, ამას გადამოწმება სჭირდება, - განუცხადა ჟურნალისტებსენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ილია ელოშვილმა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო „ტრანს ელექტრიკასთან“ აუდიტის პირობების მოლაპარაკებების პროცესშია.ელოშვილი ვარაუდობს, რომ 6 თვიდან 1 წლამდე ვადაში მთავრობა საბოლოოდ ჩამოყალიბდება პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით და შედგება მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთანაც.შეგახსენებთ, საუბარია ხუდონჰესის პროექტიდან ინვესტორის გაყვანასა და ელექტროსადგურის სახელმწიფოს მიერ მშენებლობაზე. 
წაკითხვა
ავიაკომპანიამ Gulf Air ბაჰრეინი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენა დღეიდან დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 19:04:00
მსოფლიოში ერთ-ერთმა მსხვილმა ავიაკომპანიამ Gulf Air ბაჰრეინი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენა დღეიდან დაიწყო. რეისები კვირაში სამჯერ ორშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს Airbus 320-321 ტიპის ავიახომალდებით შესრულდება. „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, Gulf Air საქართველოს საავიაციო ბაზრით 2016 წელს დაინტერესდა. პირდაპირი ავიარეისების დანიშვნასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად „ტავ ჯორჯიაც“ აქტიურად მონაწილეობდა. Gulf Air მსოფლიოს საავიაციო ბაზარზე 1950 წლიდან ოპერირებს. 
წაკითხვა
ილია ელოშვილი - „ყაზტრანსგაზთან“ დაკავშირებით, საუკეთესო გამოსავალი მორიგებაა
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 11:50:00
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი ყაზახურ მხარესთან ახალ შეხვედრებს აანონსებს. თუმცა ამბობს, რომ ამ ეტაპზე სიტუაცია უცვლელია.„შეხვედრები იქნება. საუკეთესო გადაწყვეტილება მორიგებაა მხარეებს შორის, რომ არც არბიტრაჟი და არც სასამართლო არ ჩაერიოს ამაში“, - განაცხადა ელოშვილმა.„ყაზტრანსგაზ-თბილისთან“ დაკავშირებით ყაზახურმა სახელმწიფო კომპანიამ საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართა. საუბარია ზარალის ანაზღაურებაზე, რომელიც ინვესტორს კომპანიის მართვიდან გასვლით მიადგა.
წაკითხვა
„ქორთიარდ მერიოტში“ სამეცნიერო-პრაქტიკული საერთაშორისო საშემფასებლო კონფერენცია მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 10:55:00
„ქორთიარდ მერიოტში“ საპარტნიორო ფონდისა და „საქართველოს დამოუკიდებელ შემფასებელთა საზოგადოების“ ორგანიზებული მეორე სამეცნიერო-პრაქტიკული საერთაშორისო საშემფასებლო კონფერენცია მიმდინარეობს. შეფასების საერთაშორისო პრაქტიკული კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ მიმართა. კონფერენციაზე დისკუსია შეფასების პრაქტიკულ საკითხებზე, საშემფასებლო სტანდარტებსა და საშემფასებლო საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებით შედგა.კონფერენციაზე განიხილება შეფასების საერთაშორისო პრაქტიკა სასოფლო-სამეურნეო მიწების, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების, ასევე უძრავი ქონების შეფასების შესახებ. როგორც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ აღნიშნა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება წლის ბოლომდე მიღებულ იქნას კანონი საშემფასებლო საქმიანობის შესახებ, შესაბამისად, მისი განმარტებით, ეს კონფერენცია წაადგება ამ კანონზე მუშაობას. მან იმედი გამოთქვა, რომ ქართული კანონმდებლობა ამ მიმართულებით სინქრონიზირებული იქნება ევროპული ქვეყნების შესაბამის კანონთან. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას შემფასებელთა საერთაშორისო ორგანიზაციის 12-ზე მეტი ქვეყნის 150-მდე დელეგატი მონაწილეობს. კონფერენცია ორ დღიანია და ის ხვალ დასრულდება.
წაკითხვა

უახლესი