საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს ქარის ელექტროსადგურის პროექტში წილის შეძენას სთავაზობს
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 11:16:00
ქართლის ქარის ელექტროსადგურის აქციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდება, - საჯარო შეთავაზებით იქმნება პრეცედენტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს პროექტში წილის შეძენის შესაძლებლობას აძლევს. ამ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ ისაუბრა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, პრივატიზაციის ასეთი ფორმა ძალიან მნიშვნელოვნად წაახალისებს, პირველ რიგში, საფონდო ბირჟას და ამავდროულად, საშუალებას მისცემს ადგილობრივ ინვესტორებს, შეიძინონ წილი პროექტში. „რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ჩართულობის შეგრძნება იმ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ. ასევე, ადგილობრივ ინვესტორებს მიეცემათ შანსი, შეიძინონ ამ პროექტის აქციები, ვინაიდან მომზადდება პროექტი ადგილობრივ საფონდო ბირჟაზე საჯარო შეთავაზებისთვის. ეს არის ძალიან კარგი პრეცედენტი, რომელიც ერთადერთი არ იქნება. ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ არაერთ ნაბიჯს გადავდგამთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერი მიიჩნევს, რომ მწვანე ენერგიის ათვისება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი უნდა გახდეს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველომ სწორად აითვისოს ჰიდროენერგიის მიმართულებით არსებული პოტენციალი, თუმცა აქცენტი გასაკეთებელია ქარისა და მზის ენერგიაზეც, რომელიც, ტექნოლოგიური განვითარებიდან გამომდინარე, საკმაოდ იაფდება. პრემიერ-მინისტრმა ქარის ელექტროსადგურის პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის ენერგეტიკის მინისტრს, ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, EBRD-ს და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს მადლობა გადაუხადა და გამოთქვა რწმენა, რომ პროექტის აქციები ადგილობრივ საფონდო ბირჟაზე წარმატებით განთავსდება.
წაკითხვა
საშიში საცხოვრებელი ზონები - გეოლოგები თბილისის მდინარეების ხევებში განაშენიანების აკრძალვას ითხოვენ
გამოქვეყნებულია: 2017-06-19 20:35:00
გეოლოგები მერიას თბილისის მდინარეების ხევებში განაშენიანების აკრძალვას სთხოვენ. ანალოგიური რეკომენდაციაა დედაქალაქის გენგეგმის ახალ პროექტში, რომლის განხილვას მერია თვის ბოლოდან დაიწყებს. თუმცა საკითხის გარშემო ქალაქის მთავრობასა და სპეციალისტებს შორის კონსენსუსი არ არსებობს. მერია მხოლოდ რეგულაციების გამკაცრებას თანხმდება. ამ დროისთვის ხევებში მშენებლობები ისევ მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ ქალაქის სხვადასხვა მდინარის სიახლოვეს დასახლებული ოჯახები ყოველი სტიქიის დროს საფრთხის წინაშე დგანან. ვნახოთ რეპორტაჟი საშიში საცხოვრებელი ზონებიდან.  
წაკითხვა
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ვაშლის ახალი ბაღი გაშენდა
გამოქვეყნებულია: 2017-06-15 12:20:00
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ვაშლის ახალი ბაღი გაშენდა. პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სოფელ ქსოვრისში შ.პ.ს „ქართული ხილის კომპანიის“ მიერ 10 ჰექტარზე მოწყობილი ვაშლის ბაღი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. აღნიშნული კომპანია პროგრამაში 2015 წელს ჩაერთო და ნერგების შეძენისათვის 100 000 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.
წაკითხვა
მედიის წარმომადგენლებს „ჯორჯიან მანგანეზის“ გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმა გააცნეს
გამოქვეყნებულია: 2017-06-14 15:26:00
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ, კომპანიის Georgian American Alloys აქციონერმა და წარმომადგენელმა ურიელ ლაბირმა და შპს “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა საგანგებო პრესკონფერენცია ჩაატარეს, რომელიც  შპს ,,ჯორჯიან მანგანეზში“ მიმდინარე პროცესებს ეხებოდა. “ჯორჯიან მანგანეზის” სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა მედიის წარმომადგენელებს დროში გაწერილი დეტალური საშუალოვადიანი გეგმა გააცნო, რომელიც ერთი თვის საქმიანობის ანგარიშთან ერთად, (12 ივნისს) წარადგინა სასამართლოში. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაიმართა არაერთი შეხვედრა შპს ,,ჯორჯიან მანგანეზის“ დამფუძნებელი კომპანიის Georgian American Alloys,  წარმომადგენლებთან და კომპანიის მესაკუთრეებთან, რომლებიც სპეციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ და ამჟამადაც იმყოფებიან საქართველოში. ისინი სრულად იზიარებენ იმ მიზეზებსა და გარემოებებს, რომლებზე დაყრდნობითაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს ,,ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური მმართველის დანიშვნის თაობაზე. ამასთან, მათი მხრიდან კარგად იქნა გააზრებული ლიცენზიითა და ნებართვით ნაკისრი გარემოსდაცვითი ვალდებულებების მნიშვნელობა რეგიონში ეკოლოგიური წონასწორობის ეტაპობრივი აღდგენის კუთხით და ისინი მზად არიან და აქვთ სურვილი, სპეციალურ მმართველთან ერთად უზრუნველყონ მათი შესრულება განსახორციელებელი გეგმის შესაბამისად.  დღესვე მხარეებმა შპს. „ჯორჯიან მანგანეზის“ საშუალოვადიან გარემოსდაცვით სამოქმედო გეგმას ხელი მოაწერეს. სამინისტროს ცნობით, კომპანიის როგორც მიმდინარე, ასევე დაგეგმილი აქტივობების ეფექტიანი განხორციელებისთვის  შეიქმნა ეკოლოგიური სამსახური, რომელიც სრულ მონიტორინგს გაუწევს მიმდინარე ეკოლოგიური პროექტების განხორციელებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაგეგმილი სამუშაოების ნებისმიერი მიზეზით შეფერხება და დროულად იქნეს აღმოფხვრილი ყველა ხელისშემშლელი გარემოება.ასევე კომპანია უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი აუდიტის ჩატარებას, რაც მეტად ეფექტიანს გახდის პირობების აღსრულების პროცესს, როგორც ეკოლოგიური, ასევე ფინანსური დაგეგმვის კუთხით. 
წაკითხვა
2 წელი 13 ივნისის სტიქიიდან - გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიში
გამოქვეყნებულია: 2017-06-13 11:58:00
2 წელი 13 ივნისის სტიქიიდან. გარემოს ეროვნულმა სააგენტო მედიას ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტში სპეციალისტების მხრიდან შემუშავებული კვლევის შედეგები და განხორციელებული პროექტებია შეჯამებული. მარიამ სეთურიძე დეტალებით.
წაკითხვა
გარემოს ეროვნული სააგენტო - თბილისში, უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში, სადგურები ბუნებრივი მოვლენების პროგნოზირების საშუალებას იძლევა
გამოქვეყნებულია: 2017-06-13 10:46:00
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის 13-14 ივნისისს, თბილისში განვითარებული სტიქიური პროცესების შესახებ ანგარიში წარადგინა. შეხვედრაზე სააგენტოს უფროსმა სპეციალისტების მიერ ორი წლის განმავლობაში შემუშავებული კვლევის შედეგები და რეკომენდაციები გაასაჯაროვა. სწორედ კვლევების საფუძველზე სიცოცხლისათვის საფრთხის შემცვლელი არეალი დადგინდა და სათანადო დამცავი ღონისძიებების გატარების მიზნით შესაბამის უწყებებს წარედგინა. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციაში ნათქვამია, რომ მდინარე ვერეს აუზში დამონტაჟდა მდინარის დონის 3 მზომი და 5 ნალექმზომი მოწყობილობები, საიდანაც მონაცემები ონლაინ რეჟიმში მიეწოდება სააგენტოს. სპეციალისტების თქმით, უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში სადგურები ბუნებრივი მოვლენების პროგნოზირების საშუალებას იძლევა და შესაბამისი უწყების ინფორმირება მარტივად ხდება. 
წაკითხვა
გარემოსდამცველები ხელისუფლებას მიმართავენ - გადავა თუ არა კრწანისის ტყე-პარკი თბილისის მერიის დაქვემდებარებაში
გამოქვეყნებულია: 2017-06-12 20:36:00
გარემოსდამცველები ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავენ. მესამე სექტორი ითხოვს, სამ მუნიციპალიტეტს შორის გაყოფილი კრწანისის ტყე-პარკი მხოლოდ თბილისის მერიის დაქვემდებარებაში გადავიდეს და მომავალში მის განვითარებაზე დედაქალაქის მთავრობამ იზრუნოს.სწორედ დაცვითი სტატუსის არქონით ხსნიან უფლებადამცველები პარკის ტერიტორიაზე შექმნილ მძიმე სურათს. გარემოსდამცველები უნიკალური ჯიშის ხეების გაჩეხვის გახშირებულ ფაქტებზე საუბრობენ.
წაკითხვა
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია კრწანისის ტყე-პარკისთვის დაცვითი სტატუსის მინიჭებას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2017-06-12 11:37:00
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ი კრწანისის ტყე-პარკისთვის დაცვითი სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ტერიტორია თბილისსა და რუსთავს შორის მდებარეობს და 210 ჰექტარს მოიცავს. გარემოსდამცველები ამბობენ, რომ ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით, ეს დედაქალაქთან ახლოს არსებული ყველაზე ცხელი წერტილია. აქ ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებაა, სეირნობისას დამსვენებელებს შეუძლიათ ნახონ წითელ წიგნში შეტანილი ხეები, დააკვირდნენ სხვადასხვა ჯიშის ფრინველებს. აქვეა 5 ტბა, რომელთაგან ნაწილი სათევზაოდ გამოიყენება.„ არის დიდი ტერიტორია, ბილიკები ქმნის იმის პირობას, რომ ველომოყვარულებმა ისეირნონ. ტერირტორია იდეალურია ე.წ. „bird watching”-ის, ანუ ფრინველებზე დაკვირვებისთვის, პიკნიკისთვის, კარვებით ღამის გასათევად და დასასვენებლად“ - აცხადებს CENN-ის გარემოს დაცვის ოფიცერი ნინო ბრეგაძე.ტერიტორია ამჟამად სამი მუნიციპალიტეტის: თბილისის, რუსთავისა და გარდაბნის საკუთრებაა. ადგილს არ აქვს დაცული ტერიტორიის სტატუსი, ამიტომ მკაცრი კონტროლი არ ხორციელდება. ნინო ბრეგაძე ამბობს, რომ პარკში არსებულ ხეებს მოსახლეობა ჭრის და სათბობ რესურსად იყენებს. კიდევ ერთ საფრთხეს, მისი აზრით, მონადირეები წარმოადგენენ, რომლებიც ძირითადად ფინველებზე ნადირობენ. კრწანისის ტყე-პარკისთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭებაზე უკვე აქტიურად მუშაობს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია (CENN). მათ აქტიური კომუნიკაცია აქვთ პარკზე უფლებამოსილ ყველა მუნიციპალიტეტთან და ეკონომიკის სამინისტროსთან, რომლის ბალანსზეც არის ამჟამად ტერიტორია. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ტერიტორია თბილისის საკუთრებაში უნდა გადმოვიდეს, ამგვარად პარკზე თბილისის ზონირების წესები გავრცელდება და მას რეკრეაციული ზომის სტატუსი მიენიჭება. ეკონომიკის სამინისტრო წერილობთ განცხადებაში ამბობს, რომ პარკზე უფლებამოსილი სამი მუნიციპალიტეტია. ამასთანავე, უწყება მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ტერიტორია შენარჩუნდეს როგორც ტყე-პარკი და ამასთან, მისი განვითრების ხელშეწყობის მიზნით იგეგმება განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავება. ორგანიზაცია CENN-ი იმედოვნებს, რომ უწყებებს შორის ეფექტური კომუნიკაცია შედგება და კრწანისის ტყე-პარკისთვის დაცვითი სტატუსის მინიჭება მოხდება.
წაკითხვა
სატყეო სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხზე შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-06-09 12:26:00
სატყეო სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ და ევროკავშირის საერთაშორისო მრჩერველმა დაივა მატონიენემ. მხარეებმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერების საკითხიც განიხილეს. პროექტს „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ ლიტვა-უნგრეთის კონსორციუმი ახორციელებს. პროცესი 1 ივნისს დაიწყო და 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება
წაკითხვა
კოლხური ბზის დაზიანებული კორომების დამუშავება დაიწყო
განახლებულია: 2017-06-07 18:31:00
სსიპ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ კოლხური ბზის დაზიანებული კორომების დამუშავება დაიწყო. ტყის ფონდში არსებული დაზიანებული ბზის კორომების შეწამვლა ბიოლოგიური პრეპარატით იმერეთის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში 400 ჰა-ზე მეტ ფართობზე განხორციელდება. შეწამვლის ღონისძიებები, რომელიც კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული რეაგირების გეგმით გათვალისწინებული ერთ-ერთი აქტივობაა, ზაფხულის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.  პროცესი სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს და გარდა ბიოლოგიური პრეპარატით დამუშავებისა, მავნებელთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდის დატესტვასაც ითვალისწინებს.
წაკითხვა
კანონი ნადირობის შესახებ - რა ინიციატივაზე მუშაობს გარემოს დაცვის სამინისტრო
გამოქვეყნებულია: 2017-06-05 18:20:00
როდის და როგორ ჩამოყალიბდება კანონი ნადირობის შესახებ. გარემოს დაცვის სამინისტრო პირველი პროექტის დაწუნების შემდეგ ახალ ინიციატივაზე მუშაობს. პროცესში აქტიური ჩართვისკენ კვლავ მოუწოდებენ უწყებას მონადირეები. კონკრეტულად რა მიმართულებები იწვევს წინააღმდეგობას და როგორ გეგმავს გიგლა აგულაშვილის უწყება სფეროს დარეგულირებას? თემაზე მანანა გიგინეიშვილი მუშაობს.
წაკითხვა
საქართველო გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს უერთდება
განახლებულია: 2017-06-05 12:32:00
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით, რამდენიმე აქცია გაიმართება. მინისტრის მოადგილე სოფელ გალაღანში, მცირე საოჯახო ტიპის სახლს ესტუმრა, სადაც მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან ერთად, დარგვის აქციაში მიიღო მონაწილეობა. ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე 40 -მდე ტუიას, თელასა და კაკლის სახოების ნერგები დაირგო. ასევე სუფთად ევროპისკენ კამპანიის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობა მიიღებს.
წაკითხვა
2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა - მდინარეზე წყლის სინჯები აიღეს
გამოქვეყნებულია: 2017-06-02 13:16:00
2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა.  ამასთან  დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი  სტუდენტებთან და  სპეციალისტებთან ერთად, მტკვარზე   წყლის  სინჯების  აღების პროცესს დაესწრო. სააგენტოს ექსპრესლაბორატორიით სპეციალისტებმა მდინარე მტკვარზე წყლის სინჯები აიღეს, ადგილზე ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები განისაზღვრა.  ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები, მძიმე ლითონები სააგენტოს ლობორატორიაში შემოწმდება, რომლის შედეგებიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
წაკითხვა
შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა - რატომ ვერ აკმაყოფილებს აჭარის სანაპირო ზოლში წყლის ხარისხი სტანდარტებს
გამოქვეყნებულია: 2017-06-01 20:45:00
ტურისტული სეზონის მოახლოების ფონზე, ისევ გამოწვევად რჩება შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა. ხუთი წლის წინ დამონტაჟებული გამწმენდი ნაგებობის მიუხედავად, აჭარის სანაპირო ზოლში წყლის ხარისხი სტანდარტებს მაინც ვერ აკმაყოფილებს. პრობლემას ჭოროხის ნაპირზე არსებული ნაგავსაყრელი კიდევ უფრო ამწვავებს. სპეციალისტების ნაწილი გამოსავალს ახალი ნაგავსაყრელის მოწყობაში და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებაში ხედავს. მერაბ წულუკიძე მუშაობდა თემაზე.     
წაკითხვა
საქართველო კლიმატის მწვანე ფონდის რეგიონულ შეხვედრას მასპინძლობს
გამოქვეყნებულია: 2017-05-31 12:24:00
საქართველო კლიმატის მწვანე ფონდის რეგიონულ შეხვედრას მასპინძლობს. მიზანი, კლიმატის მწვანე ფონდში არსებული რესურსებისადმი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.ასევე დაგეგმილია პროექტების მომზადებისა და წარდგენის პროცედურების გაცნობა. შეხვედრას ესწრებიან აღომსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეეყნების წარმომადგენლები. ფორუმში მონაწილეობას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილეც იღებს. 
წაკითხვა
10 ადგილი, რომელიც დედამიწიდან გაქრება, ვიდრე ცოცხლები ვართ
გამოქვეყნებულია: 2017-05-29 19:26:00
გლობალური კლიმატური ცვლილებები გარემოსა და ლანდშაფტის ცვლილებებსაც განაპირობებს. შესაბამისად, ბევრი ადგილი, რომელსაც ახლა ვიცნობთ რადიკალურად შეიცვლება, ზოგიერთი მათგანი კი, საერთოდ გაქრება. ​ჩვენ შემოგთავაზებთ 10 ადგილს, რომელიც ჩვენს სიცოცხლეშივე შეიცვლება ან უბრალოდ გაქრება.აღდგომის კუნძული, ჩილეაღდგომის კუნძული ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია. ტურისტების დიდი ნაკადის გამო გარემო ბინძურდება და ეკოლოგიურ პრობლემებს წარმოშობს. კუნძული ნელ-ნელა კარგავს პირვანდელ სახეს. კილიმანჯარო, ტანზანიაკილიმანჯარო აფრიკის ყველაზე მაღალი წერტილია და ის თოვლითაა დაფარული. მეცნიერების ვარაუდით, 2033 წლისათვის მთა მთლიანად დაკარგავს პირვანდელ სახეს და თოვლი დადნება. კულებრა, პუერტო რიკო
წაკითხვა
კანონი ხეების მოჭრის წესზე - რას მოიცავს დოკუმენტი და რა პრეტენზიები აქვთ გარემოსდამცველებს
გამოქვეყნებულია: 2017-05-25 20:24:00
უთანხმოებაა პარლამენტის მიერ უკვე დამტკიცებული იმ კანონის გარშემო, რომელიც თბილისში ხეების მოჭრის წესებს არეგულირებს. გარემოსდამცველების აზრით, დოკუმენტი სამშენებლო კომპანიების მიმართ ზედმეტად ლიბერალურია. უფლებადამცველებს პრეტენზია აქვთ კანონის იმ ნაწილის მიმართაც, რომელიც ხეების მდგომარეობის შემფასებელ კომპანიებს ეხება. გარემოსდამცველები პოზიციას იმ ფაქტებით ამყარებენ, როცა ნებართვის საფუძველზე მოჭრილი ხეების დაავადება მოგვიანებით არ დადასტურდა. დოკუმენტის დამტკიცების მიუხედავად, აზრთა სხვადასხვაობაა საკრებულოშიც.
წაკითხვა
თბილისის ახალ ზოოპარკში ცხოველებისათვის ბუნებასთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობები იქნება
გამოქვეყნებულია: 2017-05-24 16:14:00
თბილისის ახალ ზოოპარკს უკვე პირველი ბინადრები ჰყავს. რამდენიმე სახეობის ცხოველი, მათ შორის დათვი და მგელი ამჯერად ბუნებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში ბინადრობს. პირველი ვოლიერი გერმანიის მთავრობის ფინანსური დახმარებით გაკეთდა.  „ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, მხარში დავუდგეთ თბილისს და ფინანსურად დავეხმაროთ საერთაშორისო სტანდარტების ზოოპარკის აშენებაში“, — ამბობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის წარმომადგენელი ქრისტიან გონერი.  თანამედროვე სტანდარტების ზოოპარკი 48 ჰექტარზე გაშენდება. სივრცე სხვა ცხოველებითაც მალე შეივსება. მცირე ზომის ვოლიერებიდან ბინადრები ეტაპობრივად უფრო მასშტაბურ ტერიტორიაზე გადასახლდებიან.  „მშენებლობის პროცესშია მეორე ვოლიერი, რომელიც ასევე მაქსიმალურადაა მიახლოებული ბუნებრივ გარემოსთან. ამ ვოლიერში განთავსდებიან კეთილშობილი ირმები და ნიამორები. იქიდან გამომდინარე, რომ ნიამორი მთის ცხოველია, მათთვის გაკეთდება ხელოვნური კლდე. ვოლიერი ფაქტობრივად ორიარუსიანი იქნება — ზედა იარუსში ნიამორები, ქვედაში კეთილშობილი ირმები“, — ამბობს თბილისის ზოოპარკის დირექტორის მოადგილე დავით თაქთაქიშვილი. ახალ ზოოპარკში სრულად იქნება დაცული საერთაშორისო სტანდარტები. დიდი და კეთილმოწყობილი ვოლიერების უმრავლესობა თხრილებით, არხებითა და მსუბუქი კონსტრუქციებით შემოისაზღვრება. არსებული ლანდშაფტი მიახლოებული იქნება ცხოველების ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოსთან, ზოგადად სივრცე კი საგანმანათლებლო და დასასვენებელ ფუნქციას შეიძენს.  ამ თემაზე სიუჟეტი „პირველი არხის“ გადაცემა „კაცების დრომ“ მოამზადა.  
წაკითხვა
გიგლა აგულაშვილმა არასამთავრობოებს შავი ზღვის მონიტორინგის ანგარიში წარუდგინა
განახლებულია: 2017-05-23 18:26:00
როგორ უნდა გამოსწორდეს შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა. ზღვაში მყარი ნარჩენების დიდი ოდენობა და ჟანგბადის ნაკლებობა ცოცხალ ორგანიზმებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა ტექნოპარკში გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრა. გიგლა აგულაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებს შავი ზღვის მონიტორინგის ანგარიში წარუდგინა. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მხარეები თანხმდებიან რომ შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაზე რეგიონის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა იზრუნონ.
წაკითხვა
შავ ზღვაში მცურავი მყარი ნარჩენების დიდი ოდენობა ფიქსირდება
გამოქვეყნებულია: 2017-05-23 11:31:00
შავ ზღვაში მცურავი მყარი ნარჩენების დიდი ოდენობა ფიქსირდება, - ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერების პრეზენტაციაშია აღნიშნული. განხორციელებული კვლევის შედეგად, დაბინძურების 12 ახალი ფაქტი იქნა აღმოჩენილი, რომლის მიხედვითაც, შავ ზღვაში ჟანგბადის სფერო შემცირებულია, ასევე პირველად დადგინდა შავი ზღვისთვის სპეციფიკური დამაბინძურებელი ნივთიერებების არსებობა. პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ შავ ზღვაში უნიკალური იშვიათი ჯიშის თევზის სახეობები დაფიქსირდა. პრეზენტაციაზე სიტყვით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი წარსდგა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წაკითხვა

უახლესი