საზოგადოებრივი
104.5 FM
ზუგდიდის თეატრმა სეზონი პრემიერით დახურა
გამოქვეყნებულია: 2011-07-23 13:25:45
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სეზონი პრემიერით დახურა. დასმა მაყურებელს იაპონელი მწერლის რიუნოსტე აკუტაკავას ნაწარმოებების „დიალოგი წყვდიადში“ და „მაგიის საოცრებანი“ თეატრალური ვარიაცია წარუდგინა. სპექტაკლი სპეციალურად მოწვეულმა რეჟისორმა გიორგი თავაძემ დადგა. რეჟისორმა სპექტაკლში იაპონური კულტურისთვის დამახასიათებელი მისტიკა და მაგია წარმოადგინა.
წაკითხვა
ზუგდიდში უკრაინული ჯგუფის „ჯაზ იქს ბენდის“ კონცერტი გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2011-07-23 13:22:33
ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე უკრაინული ჯგუფის „ჯაზ იქს ბენდის“ კონცერტი გაიმართა. ჯგუფმა მაყურებელს მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხების საკუთარი ინტერპრეტაცია შესთავაზა. ასევე მათ შეასრულეს ქართული სიმღერებიც. კონცერტი სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა. საღამოს რამდენიმე ათასი ადამიანი დაესრწო. უკრაინული ჯგუფი ბათუმის ჯაზ– ფესტივალშიც მონაწილეობს.
წაკითხვა
საქართველოს ბოლივუდის პროდიუსერები სტუმრობენ
გამოქვეყნებულია: 2011-07-21 16:24:37
საქართველოს, უკვე მეორედ, ბოლივუდის პროდიუსერები სტუმრობენ. 4-კაციანი დელეგაცია თბილისს გამთენიისას ეწვია. მათი ჩამოვლის მიზანი კინოინდუსტრიის სფეროში მოღვაწე ქართულ კომპანიებთან ურთიერთობის დამყარება და კინოგადაღებისთვის საინტერესო ადგილების შერჩევაა. 2011 წლის შემოდგომაზე ცნობილი ინდური ბლოკბასტერი BILLA 2-ის გადაღება იგეგმება. დელეგაციის წევრები არიან ინდოეთში მოღვაწე ცნობილი პროდიუსერები, რომლებსაც გადაღებული აქვთ 20 ფილმი, სატელევიზიო სერიალები და არაერთი სარეკლამო რგოლი. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიასთან, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ ნიკა რურუასთან, ასევე საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსა და კინოცენტრში.
წაკითხვა
"შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი" გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2011-07-21 13:41:33
"ბლექ სი ჯაზ ფესტივალის" პირველ კონცერტზე ბათუმის ბულვარის კოლონადებთან თბილისის ბიგ ბენდი გამოვიდა. პარალელურად კი, კონცერტები ევროპის მოედანსა და ბათუმის პიაცაზე გაიმართა, სადაც ჯაზის მოყვარულებს საშუალება ჰქონდათ, ლევან ჩაჩუას, იური ჰონინგის, სოულ მამასა და სხვა უცხოელი შემსრულებლებისთვის მოესმინათ. ფესტივალი დღეს დილიდან ბათუმის ქუჩებში გერმანული ჯგუფის "მენ ინ ბრასის" შოუ პროგრამით გაგრძელდა, საღამოს კი ჯაზის მოყვარულებს ისევ კონცერტები ელოდებათ. "შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს" ბათუმი უკვე მეხუთედ მასპინძლობს. 6 დღის განმავლობაში მელომანების წინაშე 200-მდე შემსრულებელი, 15 ბენდი, ლეგენდარული მომღერლები და ვირტუოზი მუსიკოსები წარდგებიან.
წაკითხვა
ნანი ბრეგვაძე იუბილარია
გამოქვეყნებულია: 2011-07-21 13:27:13
ცნობილი ქართველი მომღერალი ნანი ბრეგვაძე დღეს იუბილარია. ნანი ბრეგვაძემ საესტრადო კარიერა 1956 წელს, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში დაიწყო. ანშლაგით დასრულებული ასეულობით კონცერტი და საგასტროლო ტურნე მთელი მსოფლიოს გარშემო. ნანი ბრეგვაძე ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებების პირველი შემსრულებელია, რომლებიც ჰიტებადაა ქცეული. დღეიდან მომღერლის შესახებ ინფორმაციას მელომანები სპეციალური ვებგვერდიდან შეიტყობენ, რომელიც საიუბილეოდ მომზადდა.
წაკითხვა
წმინდა ნინოს როლზე კანდიდატების შერჩევა გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2011-07-20 13:58:32
წმინდა ნინოს ცხოვრების შესახებ ფილმის მთავარი გმირის შესარჩევი კასტინგი გრძელდება. შერჩევა დღეს სრულდება, თუმცა, მთავარ როლზე კანდიდატურის დასამტკიცებლად, კიდევ რამდენიმე დღე იქნება საჭირო. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა 18-დან 25 წლამდე ასაკის გოგონებს შეუძლიათ. მსურველები დიღომში მდებარე "ქართული ფილმის" სტუდიაში უნდა მივიდნენ. დაინტერესებული გოგონები პროფესიონალი მსახიობები არ უნდა იყვნენ და ისინი კასტინგზე მაკიაჟის გარეშე უნდა გამოცხადდნენ. ამერიკაში მოღვაწე რეჟისორმა გია კერესელიძემ, ფილმის გადასაღებად, კურთხევა სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქისგან მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, ფილმში ლევან უჩანეიშვილს და მურმან ჯინორიას გადაიღებენ.
წაკითხვა
შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2011-07-20 13:52:18
"ბლექ სი ჯაზ ფესტივალის" პირველ კონცერტზე ბათუმის ბულვარის კოლონადებთან თბილისის ბიგ ბენდი გამოვიდა. პარალელურად კი, კონცერტები ევროპის მოედანსა და ბათუმის პიაცაზე გაიმართა, სადაც ჯაზის მოყვარულებს საშუალება ჰქონდათ, ლევან ჩაჩუას, იური ჰონინგის, სოულ მამას და სხვა უცხოელი შემსრულებლებისთვის მოესმინათ. ფესტივალი დღეს დილიდან ბათუმის ქუჩებში გერმანული ჯგუფი "მენ ინ ბრასის" შოუ პროგრამით გაგრძელდა, საღამოს კი ჯაზის მოყვარულებს ისევ კონცერტები ელოდებათ. შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს ბათუმი უკვე მეხუთედ მასპინძლობს. 6 დღის განმავლობაში მელომანების წინაშე 200-მდე შემსრულებელი, 15 ბენდი, ლეგენდარული მომღერლები და ვირტუოზი მუსიკოსები წარდგებიან.
წაკითხვა
ფესტივალ „არტ-გენს“ მზრუნველობამოკლებული ბავშვები სტუმრობდნენ
გამოქვეყნებულია: 2011-07-19 16:59:54
ფესტივალ „არტ-გენს“ მზრუნველობამოკლებული ბავშვები სტუმრობდნენ. საგურამოს, კოჯრისა და ბავშვთა სახლ „სათნოების“ აღსაზრდელებს ფესტივალზე დასწრების საშუალება მცხეთის, ისანი-სამგორის და ძველი თბილისის რაიონების პროკურატურამ მისცა. ბავშვებმა ხალხური რეწვის ნიმუშები დაათვალიერეს, საბრძოლო ხელოვნების თეატრალიზებულ სანახაობას და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტს დაესწრნენ. ხელნაწერთა ინსტიტუტის წარმომადგენლებმა კი აღსაზრდელებს კალიგრაფიული ნიმუშები დაათვალიერებინეს და ძველი ქართული ანბანით სიტყვებისა და წინადადების წერაში დაეხმარნენ. პროექტი ”საზოგადოებრივი პროკურატურა“, რომლის ფარგლებშიც ეს ღონისძიება გაიმართა, 2006 წლიდან ხორციელდება.
წაკითხვა
თბილისში დაიწყო დათვალიერება-ფორუმი „მშვიდობა მსოფლიოს ბავშვებს“
გამოქვეყნებულია: 2011-07-19 13:38:10
თბილისში დაიწყო დათვალიერება-ფორუმი „მშვიდობა მსოფლიოს ბავშვებს”. საპროდიუსერო კომპანიის ,,ჯადოსნური ხმები” საქართველოში, ტურისტული კომპანია ,,სტარს თრეველისა” და საპროდიუსერო კომპანია ,,ჰაი არტ პროდაქშენის” ორგანიზებით მოზარდმაყურებელთა თეატრში საბავშო-საყმაწვილო კოლექტივების დათვალიერება დაიწყო. მასში აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთისა და საქართველოს საბავშვო კოლექტივები მონაწილეობენ. დათვალიერება-ფორუმის ,,კავკასიის ვარსკვლავი”- მიზანია კავკასიელი ბავშვების დამეგობრება და შემოქმედებითი კულტურული ურთიერთობების განვითარება.
წაკითხვა
წეროვანში ლეჰ კაჩინსკის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2011-07-17 16:56:02
ტრაგიკულად დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა წეროვანში. კულტურის ხელშეწყობისა და განვითარების ფონდმა ლეჰ კაჩინსკის ფოტოები გამგეობის შენობაში გამოფინა. აქვე იყო გახსნილი სამძიმრის წიგნიც. ღონისძიება 10 აპრილს მომხდარ სმოლენსკის ტრაგედიას ეძღვნება. მსგავსი გამოფენა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოეწყო, 1 სექტემბერს კი ვარშავაში გადაინაცვლებს. პოლონეთის საელჩოს ხელშეწყობით, სპეციალური წიგნის გამოშვებაც იგეგმება, სადაც ტრაგედიისადმი მიძღვნილი გამოფენების ფოტომასალა შევა.
წაკითხვა
ბათუმში სილამაზის კონკურსი „სტუდენტური სახე 2011“ გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2011-07-16 13:39:39
ბათუმში სილამაზის კონკურსი „სტუდენტური სახე 2011“ გაიმართა. კონკურსში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოზარდები მონაწილეობდნენ. კონკურსამდე ერთი თვით ადრე მოდელები საააგენტო „ფეშენ შარმში“ მომზადებას გადიოდნენ. გუშინ ბათუმის პიაცას მოედანზე ღონისძიების ფინალური ტური ჩატარდა, რომლის შედეგადაც, ჟიურის გადაწყვეტილებით, „სტუდენტური სახე 2011-ის“ გამარჯვებულად თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნატალია გუგუნაშვილი დასახელდა. ვიცე–მის სტუდენტური სახე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ნათია რუხაია გახდა. კონკურსი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.
წაკითხვა
გამოფენა „ღია გალერეაში“
გამოქვეყნებულია: 2011-07-16 13:34:57
„იქნება თუ არა სიყვარული”- ასე დაასათაურა საკუთარი პერსონალური გამოფენა მხატვარმა მარიამ ჩალაურმა. გამოფენა „ღია გალერეაში“ გაიხსნა. ექსპოზიციაზე მხატვრის 25-მდე ნახატია წარმოდგენილი. საექსპოზიციო სივრცეში შემოქმედის ძველი და ახალი ნამუშევრებია წარმოდგენილი. გამოფენა „ღია გალერეაში“ 29 ივლისამდე გაგრძელდება.
წაკითხვა
კუტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ვიქტორინაში გამარჯვებულები დაასაჩუქრა
გამოქვეყნებულია: 2011-07-15 17:18:35
კუტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ვიქტორინაში გამარჯვებულები დაასაჩუქრა. 2010 წლის შავი ზღვის ფესტივალზე ჩატარებული ვიქტორინის სწორი პასუხის ავტორებს სამინისტრომ საჩუქრად 2011 წლის ჯაზ–ფესტივალის სრული პაკეტი გადასცა. გამარჯვებულებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს არტ–კაფეში თავად მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ მიულოცა.
წაკითხვა
”ტიფლის ავენიუმ” გამოფენა–გაყიდვას უმასპინძლა
გამოქვეყნებულია: 2011-07-15 17:16:15
საგამოფენო დარბაზმა ”ტიფლის ავენიუმ” სოციალურად დაუცველი მოზარდების მიერ შექმნილი სამოსისა და სამკაულების გამოფენა– გაყიდვას უმასპინძლა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ფერადი ლითონებისგან დამზადებული სამკაულები, კაბები და აქსესუარები. გამოფენას საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ ხელმძღვანელი, სასულიერო აკადემიის რექტორი მამა გიორგი ზვიადაძე და კომპანია „თელასის“ დეპარტამენტის უფროსი ვალერი ფანცულაია ესწრებოდნენ. ”თელასის” ინიციატივითა და მხარდაჭერით, სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის მოეწყო სასწავლო სახელოსნოები. დღევანდელი გამოფენა– გაყიდვიდან შემოსული თანხა ამ სახელოსნოების განვითარებას მოხმარდება.
წაკითხვა
„არტ გენი 2011“ საქართველოს რეგიონებიდან თბილისში ინაცვლებს
გამოქვეყნებულია: 2011-07-15 15:29:39
„არტ გენი 2011“ საქართველოს რეგიონებიდან თბილისში ინაცვლებს. დღეიდან ტრადიციულ ფესტივალს ეთნოგრაფიული მუზეუმი უმასპინძლებს. მთელი დღის განმავლობაში დამთვალიერებელს საშუალება ექნება სხვადასხვა გამოფენა იხილოს, რომლებზეც წარმოდგენილი იქნება რეწვის ნიმუშები, ფერწერული ტილოები და ხალხური მუსიკალური საკრავები. ფეტივალის ფარგლებში პროფესიონალი და დამწყები კალიგრაფები ფართო საზოგადოების წინაშე ქართულ ანბანს გააცოცხლებენ." არტ გენში" წელს ქართველ მუსიკოსებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მომღერლებიც მიიღებენ მონაწილეობას. ფოლკლორული ფესტივალი თბილისში 10 დღეს გაგრძელდება.
წაკითხვა
ჩარგალში ვაჟას იუბილე აღნიშნეს
გამოქვეყნებულია: 2011-07-15 13:32:06
150 წლის იუბილე ვაჟას დაბადებიდან– ჩარგალში იუბილე აღნიშნეს. მწერლის სახლ-მუზუმმა ხელოვნების მოღვაწეები, ფოლკლორისტები და რიგითი ფშაველები გააერთიანა. ფშავური ლხინი, ფარიკაობა და ლუდის ხარშვა – უძველესი ტრადიციების გაცოცხლება ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ახმეტელის თეატრის მსახიობებმაც შეძლეს.
წაკითხვა
კიდევ ერთი მსოფლიო ვარსკვლავი ბათუმში
გამოქვეყნებულია: 2011-07-15 12:05:41
MTV LIVE და კიდევ ერთი მსოფლიო ვარსკვლავი ბათუმში- საქართველოში ენრიკე იგლესიასი ჩამოდის. ბათუმში გამართულ შოუს ნაწილს 152 ქვეყანაში 600 მილიონი ადამიანი ნახავს. კონცერტი 2 აგვისტოს, 19 საათზე გაიმართება, რომლის პირდაპირი ტრანსლაცია მსოფლიოს წამყვან მუსიკალურ ტელეარხზე გავა. ინფორმაცია უკვე განთავსდა არხის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ენრიკე იგლესიასმა საქართველო უკვე ჩასვა თავისი ტურნეს ფარგლებში. "მოუთმენლად ველი იმ წუთს, როდესაც შევძლებ ვიხილო საქართველოს უმშვენიერესი სანაპირო და ქართველ მსმენელს ვაჩუქო დაუვიწყარი საღამო", - განაცხადა მომღერალმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მასთან ერთად MTV LiVE GEORGIA-ზე მსმენელის წინაშე სოფო ნიჟარაძე და ჯგუფი ” ელდრაინიც” წარდგებიან. MTV LIVE ევროპის მოედანზე ჩატარდება, წარმოდგენაზე დასწრება უფასო იქნება.
წაკითხვა
„არტ გენი 2011“ რეგიონებიდან თბილისში ინაცვლებს
გამოქვეყნებულია: 2011-07-14 17:15:31
„არტ გენი 2011“ საქართველოს რეგიონებიდან თბილისში ინაცვლებს. ტრადიციულ მერვე ფესტივალს, კულტურის სამინისტროსა და ქალაქის მერიის ინიციატივით, ეთნოგრაფიული მუზეუმის ღია სივრცე უმასპინძლებს. საბრძოლო ხელოვნება, ხალხური რეწვა, ფოლკლორული და თანამედროვე მუსიკა და ქორეოგრაფია– საქართველოს რეგიონების წარმომადგენლები ღია ცის ქვეშ საკუთარ ხელოვნებას წარმოადგენენ. ფესტივალი ხვალ გაიხსნება და 10 დღეს გაგრძელდება.
წაკითხვა
პლასიდო დომინგოს ბათუმური გასტროლი ტელეარხმა “მეცომ” გააშუქა
გამოქვეყნებულია: 2011-07-14 14:03:27
ლეგენდარული ტენორის, მსოფლიოში აღიარებული პლასიდო დომინგოს ბათუმური გასტროლი ტელეარხმა “მეცომ” გააშუქა. პიაცას მოედანზე 2010 წლის ნომბერში გამართული კონცერტი პოპულარულმა ფრანგულმა არხმა სრულად აჩვენა. მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა მსოფლიო საოპერო ვარსკვლავის აჭარაში ჩამოსვლისა და ზღვის სანაპიროზე გასეირნების კადრებიც ენახა. ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ ტელეარხზე რეპორტაჟიც გადაიცა, სადაც ტენორმა ბათუმის ვიზიტი შეაფასა და ქართული შთაბეჭდილებების შესახებ ისაუბრა. დომინგომ გაამხილა, რომ საქართველოს მალე ისევ ესტუმრება.
წაკითხვა
მცხეთის ვირტუალური ტურის პრეზენტაცია გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2011-07-13 18:10:50
ვირტუალური ტური მცხეთაში – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით შექმნილი 3D ვერსია მცხეთას და მისი შემოგარენის ისტორიულ ძეგლებს ასახავს. ელექტრონული ვერსიის პრეზენტაცია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში დღეს გაიმართა. დისკი მცხეთაში არსებული 15 ტაძრის ფასადს, ექსტერიერსა და ინტერიერს, ასევე ქალაქის სივრცულ პანორამებს აერთიანებს. ახალი ვირტუალური ტური მალე "გუგლის" პორტალზეც განთავსდება.
წაკითხვა