საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

რა მდგომარეობაშია ფოთში 2014 წელს აშენებული თეატრი - თანამშრომლები გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობენ
განახლებულია: 2017-02-03 21:18:00
ფოთის თეატრის თანამშრომლები შენობაში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობენ. დასის წევრების განცხადებით, თეატრში, რომელიც 2014 წელს აშენდა, იმდენადად მძიმე ვითარებაა, რომ სპექტაკლების დროს მაყურებელსაც ექმნება საფრთხე. თეატრის ხელმძღვანელობა კი სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს მშენებლობის დროს ჩატარებული სამუშაოებით დაინტერესდნენ. თეა აბსარიძის რეპორტაჟი.     
წაკითხვა
ბექა გოჩიაშვილის კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში
გამოქვეყნებულია: 2017-02-03 21:18:00
პიანისტი ბექა გოჩიაშვილი ამ წუთებში კონცერტს მართავს. ამერიკაში მცხოვრები 20 წლის ქართველი ჯაზ–პიანისტისა და კომპოზიტორის მონაწილეობით  ჯაზის საღამო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში მიმდინარეობს.  ბექა გოჩიაშვილმა ნიუ–იორკში პრესტიჟული მუსიკალური სკოლა „ჯულიარდი“ დაამთავრა, რომელშიც ის ახალგაზრდა ასაკის გამო გამონაკლისის სახით მიიღეს. 
წაკითხვა
როდის იქნება მზად ფრანკფურტის 2018 წლის წიგნის ბაზრობაზე წარსადგენი ქართული პავილიონის კონცეფცია - ბრალდებები და პასუხი
განახლებულია: 2017-02-03 20:28:00
როდის იქნება მზად ფრანკფურტის 2018 წლის წიგნის ბაზრობაზე წარსადგენი ქართული პავილიონის კონცეფცია და კულტურის პრიოგრმა. საქართველო წიგნის ბაზრობის  საპატიო სტუმარია. წიგნების გამომცემლები და მწერლების ნაწილი მთავრობას პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ. ერთი საათის  წინ დასრულდა სამუშაო შეხვედრა კულტურის მინისტრთან. მიხეილ გიორგაძის განცხადებით, პრობლემა არ არსებობს და  პროცედურები მალე დასრულდება. ბრალდებები და მთავრობის პასუხი ლიზა ციციშვილის რეპორტჟში. 
წაკითხვა
ქართველი გამომცემლები - მთავრობა ფრანკფურტის 2018 წლის წიგნის ბაზრობაზე წარსადგენი კონცეფციის კონკურსს აჭიანურებს
განახლებულია: 2017-02-03 16:57:00
წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და ქართველი გამომცემლები საქართველოს მთავრობას ფრანკფურტის 2018 წლის წიგნის ბაზრობაზე წარსადგენი კონცეფციის კონკურსის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ, ამის შესახებ ასოციაციის ხელმძღვანელმა გვანცა ჯობავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 2018 წელს საქართველო გერმანიის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო წევრი ქვეყანაა.როგორც ჯობავა ამბობს, ქართველ გამომცემლებს შეკითხვები და პრეტენზიები აქვთ საქართველოს მთავრობასთან, ვინაიდან ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე წარსადგენი კონცეფციის კონკურსი უვადოდ გადაიდო და ამ დრომდე არ არის ცნობილი, რა კონცეფციითა და სლოგანით უნდა წარსდგეს ქვეყანა.წიგნის გამომცემელი და გამავრცელებელი ასოციაციის ხელმძღვანელის მტკიცებით, 25 იანვარს წიგნის ბაზრობაზე წარსადგენი კონცეფციის კონკურსის შედეგები უკვე ცნობილი უნდა ყოფილიყო. მისი თქმით, მთავრობა აქტიურად უნდა მუშაობდეს კულტურულ პროგრამაზე, რომელსაც ფრანკფურტის 2018 წლის წიგნის ბაზრობაზე წარადგენენ, თუმცა ამ დრომდე არც ეს პროგრამააა ცნობილი.ცნობილი ხდება, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გამომცემლებთან და ქართვე ავტორებთან 17:00 საათზე ამ საკითხზე შეხვედრას გამართავს და ამის შემდეგ გააკეთებს ოფიციალურ კომენტარს.
წაკითხვა
ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში ამბროსი ხელაიას სახელობის საკონფერენციო სივრცე გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2017-02-03 12:34:00
ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას სახელობის საკონფერენციო სივრცე გაიხსნა. ცერემონიას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მეუფე პეტრესთნ ერთად დაესწრო. სივრცის გახსნასთან ერთად, ცენტრის საგამოფენო სივრცეში მოეწყო მარტვილის  წმინდა დედათა მონასტრის ექსპოზიცია. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თექაზე შერულებული სხვადასხვა კომპოზიცია, ხელნაკეთი ნივთები და  მოზაიკური ნამუშევრები. კათალიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია მხარს უჭერდა სახელმწიფოებრიც დამოუკიდებლობას ნოლშევიკური რუსეთის მიერ ქვეყნის დაპყრობის შემდეგ.  
წაკითხვა
ჯანსუღ და ვახტანგ კახიძის კინომუსიკა კახიძის მუსიკალურ ცენტრში კიდევ ერთხელ შესრულდება
გამოქვეყნებულია: 2017-02-02 20:55:00
ჯანსუღ და ვახტანგ კახიძის კინომუსიკა - ძველი და თანამედროვე მუსიკის კონცეფციით შექმნილი პროგრამა ქართველი მსმენელის მოთხოვნით, კახიძის მუსიკალურ ცენტრში კიდევ ერთხელ შესრულდება. სადირიჟორო პულტთან ვახტანგ კახიძე, ყველასათვის ცნობილ რეპერტუარს ქართული ესტრადის მომღერლებთან ერთად შეასრულებს. მსმენელის თხოვნით, ხვალინდელ კონცერტს კიდევ ერთი, 17 თებერვლის საღამო დაემატა. 
წაკითხვა
ფიროსმანის კიდევ ორი ტილო საგამოფენო სივრცეს უბრუნდება - შოთა რუსთაველისა და თამარ მეფის პორტრეტების რესტავრაცია დასრულდა
განახლებულია: 2017-02-01 20:59:00
ფიროსმანის კიდევ ორი ტილო საგამოფენო სივრცეს უბრუნდება. "სვირის" შემდეგ რესტავრატორებმა შოთა რუსთაველისა და თამარ მეფის პორტრეტების რესტავრაცია დაასრულეს. ექსპოზიციაზე თითქმის სრულად  იქნება წარმოდგენილი მირზაანის სახლ-მუზეუმის კოლექციაში დაცული ნამუშევრები. 
წაკითხვა
საქართველო გრანდიოზული საერთაშორისო კონკურსის მასპინძლობისთვის ემზადება - საბავშვო ევროვიზია წელს ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება
განახლებულია: 2017-02-01 20:12:00
საქართველო გრანდიოზული საერთაშორისო კონკურსის მასპინძლობისთვის ემზადება. საბავშვო ევროვიზია, წელს პირველად, ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება, ქვეყანაში რომელიც ევროფესტივალის გამარჯვებული ყველაზე მეტჯერ გახდა. გადაწყვეტილება ევროპის მაუწყებელთა კავშირმა კონკურსში წინა წელს  მარიამ მამადაშვილის გამარჯვების შემდეგ მიიღო.  ევროვიზია 2017-ის პროექტს სერგი გვარჯალაძე უხელმძღვანელებს. კონკრეტულად სად გაიმართება კონკურსი, ეს თებერვლის ბოლოს გახდება ცნობილი.  
წაკითხვა
სად ჩატარდება საბავშვო ევროვიზია საქართველოში და რა ფინანსურ დანახარჯებზეა საუბარი - სერგი გვარჯალაძე „მოამბეს“ შეკითხვებს პასუხობს
გამოქვეყნებულია: 2017-02-01 19:28:00
საბავშვო ევროვიზია წელს საქართველოში ჩატარდება. დეტალების შესახებ "მოამბესთან" 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ ისაუბრა.„ამ ღონისძიებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენი ბავშვებისათვის. მათ გასახარებლად კეთდება ეს პროექტი. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა ექნება ტურიზმისა და ტელეინდუსტრიის განვითარებისთვისაც. მსგავსი შოუ საქართველოში ჯერ არ ყოფილა. მე ვფიქრობ, ჩვენი შოუ გამორჩეული იქნება. ამაში არაერთი ჯგუფი იქნება ჩართული, მათ შორის, უცხოური დელეგაცია", - განაცხადა სერგი გვარჯალაძემ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი პროექტის ჩასატარებლად საჭირო ფინანსებია. სერგი გვარჯალაძის თქმით, კრეატიული მიდგომით ფინანსების მინიმალურ დანახარჯს მივიღებთ. "ყველა მსგავსი ღონისძიება გარკვეულ ფინანსურ გამოწვევებს მოითხოვს. ჩვენ გარკვეული გამოცდილება მეზობელი ქვეყნების მაგალითზე უკვე ვიცით. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ეს ძალიან კარგად გავაკეთოთ. ამაში კრეატიული მიდგომა დაგვეხმარება. კრეატივით მინიმალურ დანახარჯებს მივიღებთ“, - აცხადებს გვარჯალაძე. მისი თქმით, მთავარი გამოწვევა ლოჯისტიკა და ბავშვების უსაფრთხოებაა. "რაც შეეხება ყველაფერ დანარჩენს. ქვეყანაში უკვე არის გარკვეული გამოცდილება მსგავსი ღონისძიებების ჩატარების, თუნდაც ახალგაზრდული ოლიმპიადა რომ ავიღოთ", - აცხადებს გვარჯალაძე. ყველაზე აქტუალური კითხვაა, სად გაიმართება საბავშვო ევროვიზია საქართველოში. გვარჯალაძის თქმით, საქართველოში ე.წ. ვენიუების პრობლემა არსებობს. თუმცა, 6-დან 10 შენობამდე უკვე შერჩეულია და უახლოეს მომავალში ყველაზე ოპტიმალური მათგანი აირჩევა.
წაკითხვა
რა კულტურული და ეკონომიკური მნიშვნელობა ექნება საბავშვო ევროვიზიის საქართველოში ჩატარებას - სერგი გვარჯალაძე „მოამბეში“
განახლებულია: 2017-02-01 18:09:00
საბავშვო ევროვიზია წელს საქართველოში ჩატარდება. დეტალების შესახებ "მოამბესთან" 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ ისაუბრა.„ამ ღონისძიებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენი ბავშვებისათვის. მათ გასახარებლად კეთდება ეს პროექტი. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა ექნება ტურიზმისა და ტელეინდუსტრიის განვითარებისთვისაც. მსგავსი შოუ საქართველოში ჯერ არ ყოფილა. მე ვფიქრობ, ჩვენი შოუ გამორჩეული იქნება. ამაში არაერთი ჯგუფი იქნება ჩართული, მათ შორის, უცხოური დელეგაცია", - განაცხადა სერგი გვარჯალაძემ. ერთ-ერთი მთავარი საკითხი პროექტის ჩასატარებლად საჭირო ფინანსებია. სერგი გვარჯალაძის თქმით, კრეატიული მიდგომით ფინანსების მინიმალურ დანახარჯს მივიღებთ. "ყველა მსგავსი ღონისძიება გარკვეულ ფინანსურ გამოწვევებს მოითხოვს. ჩვენ გარკვეული გამოცდილება მეზობელი ქვეყნების მაგალითზე უკვე ვიცით. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ეს ძალიან კარგად გავაკეთოთ. ამაში კრეატიული მიდგომა დაგვეხმარება. კრეატივით მინიმალურ დანახარჯებს მივიღებთ“, - აცხადებს გვარჯალაძე. მისი თქმით, მთავარი გამოწვევა ლოჯისტიკა და ბავშვების უსაფრთხოებაა. "რაც შეეხება ყველაფერ დანარჩენს. ქვეყანაში უკვე არის გარკვეული გამოცდილება მსგავსი ღონისძიებების ჩატარების, თუნდაც ახალგაზრდული ოლიმპიადა რომ ავიღოთ", - აცხადებს გვარჯალაძე. ყველაზე აქტუალური კითხვაა, სად გაიმართება საბავშვო ევროვიზია საქართველოში. გვარჯალაძის თქმით, საქართველოში ე.წ. ვენიუების პრობლემა არსებობს. თუმცა, 6-დან 10 შენობამდე უკვე შერჩეულია და უახლოეს მომავალში ყველაზე ოპტიმალური მათგანი აირჩევა.
წაკითხვა
„წიგნების თაროს“ ახალი რეკორდსმენი ჰყავს - ინტერვიუ თორნიკე კობალაძესთან
გამოქვეყნებულია: 2017-02-01 17:57:00
საზოგადოებრივის გადაცემას „წიგნების თაროს“ რეკორდსმენი ჰყავს. თორნიკე კობალაძემ ბლიცის ახალი რეკორდი დაამყარა. თორნიკე პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა. 6 წლიდან აქტიურად კითხულობს მხატვრულ ლიტერატურას. ახლა 16 წლისაა და ჯამში წიგნების კითხვის 10-წლიანი გამოცდილება დაუგროვდა. მის ცხოვრებაში ლიტერატურას დიდი ადგილი უკავია. კითხვა საშუალებაა, რომლითაც შემეცნების ახალ გზებს პოულობს.თორნიკე კობალაძე: ლიტერატურასთან ჩემი შეხება 6 წლიდან იწყება. პირველი წიგნი „სალამურას თავგადასავალი“ იყო.  ლიტერატურასთან დაახლოება ტელევიზიის დამსახურებაცაა. სანდრო ლორთქიფანიძის გადაცემას „სარჩევს“ ვუყურებდი ხოლმე, რამაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ჩემზე.
წაკითხვა
ფოტოები, რომლებიც ირანელ ქალებზე არსებულ სტერეოტიპებს დაამსხვრევს
გამოქვეყნებულია: 2017-02-01 14:06:00
დღეს, 1 თებერვალს, მსოფლიო ჰიჯაბის დღეს აღნიშნავს. ეს დღე პირველად 2013 წელს აღინიშნა, რათა მსოფლიოს გაეგო, თუ რატომ ატარებენ მუსლიმი ქალები თავსაბურავს. დღემდე დიდი კამათი მიმდინარეობს ქალთა უფლებებზე აღმოსავლეთის ქვეყნებში. დასავლეთში თვლიან, რომ ქალები ჰიჯაბს ძალდატანებით ატარებენ. თუმცა, ეს მათი კულტურის და იდენტობის გამოხატულებაა. ადამიანების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქალები რომლებიც ჰიჯაბს ატარებენ უბედურები და სუსტები არიან. ეს ბუნებრივია სტერეოტიპია. ჩვენ შევეცდებით თანამედროვე ირანელი ქალის სახე დაგანახოთ. ფოტოები გვაჩვენებს, რომ ჰიჯაბი არ გამორიცხავს იყო ძლიერი, თანამედროვე და მოდური ქალი.
წაკითხვა
რეკორდსმენი ქვეყანა საბავშვო ევროვიზიაზე - ევროფესტივალის დღიურები
გამოქვეყნებულია: 2017-02-01 12:32:00
წაკითხვა
ევროვიზიის საბავშვო კონკურსს წელს საქართველო უმასპინძლებს
გამოქვეყნებულია: 2017-02-01 12:05:00
2017 წლის ევროვიზიის საბავშვო კონკურსი საქართველოში გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით,  საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში პრესკონფერენცია იმართება. საქართველოში საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი ჩატარდება, საზოგადოებრივი მაუწყებელი კი მე-11-ედ წარადგენს მონაწილეს საბავშვო ევროფესტივალზე. 2016 წელს  საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული მესამედ გახდა და საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა. მსგავსი შედეგი ამ დრომდე არცერთ ქვეყანას ჰქონია. საბავშვო ევროფესტივალის რიგით მე-14 კონკურსზე მარიამ მამადაშვილმა გამარჯვება 239 ქულით მოიპოვა, რის შემდეგაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროპის მაუწყებელთა კავშირისგან  მიიღო შეთავზება, 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალის საქართველოში ჩატარების შესახებ. შეგახსენებთ, რომ საქართველომ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში პირველად გამარჯვება 2008 წელს მოიპოვა, როცა ჯგუფმა „ბზიკებმა“ კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში პირველი ადგილი დაიმსახურა.  მეორედ, 2011 წელს ჯგუფი Candy, სიმღერით Candy Music საბავშვო ევროვიზიის ფინალისტი გახდა. მესამე გამარჯვება კი ქვეყანას მარიამ მამადაშვილმა სიმღერით „მზეო“ მოუტანა. გამარჯვებული პროფესიონალმა ჟიურიმ და საბავშვო ჟიურიმ, ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს. 2016 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მალტის დედაქალაქი ვალეტა  მასპინძლობდა. 
წაკითხვა
2017 წლის ევროვიზიის საბავშვო კონკურსი საქართველოში გაიმართება
განახლებულია: 2017-02-01 10:45:00
2017 წლის ევროვიზიის საბავშვო კონკურსი საქართველოში გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს 12:00-ზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციას დაესწრებიან ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე. საქართველოში საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი ჩატარდება, საზოგადოებრივი მაუწყებელი კი მე-11-ედ წარადგენს მონაწილეს საბავშვო ევროფესტივალზე. 2016 წელს  საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული მესამედ გახდა და საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა. მსგავსი შედეგი ამ დრომდე არცერთ ქვეყანას ჰქონია. საბავშვო ევროფესტივალის რიგით მე-14 კონკურსზე მარიამ მამადაშვილმა გამარჯვება 239 ქულით მოიპოვა, რის შემდეგაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროპის მაუწყებელთა კავშირისგან  მიიღო შეთავზება, 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალის საქართველოში ჩატარების შესახებ. შეგახსენებთ, რომ საქართველომ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში პირველად გამარჯვება 2008 წელს მოიპოვა, როცა ჯგუფმა „ბზიკებმა“ კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში პირველი ადგილი დაიმსახურა.  მეორედ, 2011 წელს ჯგუფი Candy, სიმღერით Candy Music საბავშვო ევროვიზიის ფინალისტი გახდა. მესამე გამარჯვებ
წაკითხვა
„ოუშენის რვა მეგობარი ქალი“ - პირველი ოფიციალური ფოტო
გამოქვეყნებულია: 2017-01-31 22:30:00
ვრცელდება პირველი ოფიციალური ფოტო ფილმიდან „ოუშენის რვა მეგობარი ქალი“ - წერს Entertainment Weekly. გავრცელებულ ფოტოზე ვხედავთ იმ ვარსკვლავებს, რომლებიც ფილმში მონაწილეობენ - სანდრა ბულოკი, კეიტ ბლანშეტი, რიანა, ენ ჰეთევეი, ჰელენა ბონემ კარტერი, მინდი კეილინგი, სარა პოლსონი, ნორა ლამი, რომელიც ცნობილია, როგორც Awkwafina. ქალები ნიუ იორკის მეტროში არიან გადაღებული. ფილმის სიუჟეტის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ რვა მეგობარი ქალი აპირებს, საუკუნის ძარცვა მოაწყოს Met Gala-ზე.პირველად ფილმი დენი ოუშენისა და მისი ათი მეგობრის შესახებ რეჟისორმა ლუის მაილსტოუნმა 1960 წელს გადაიღო. 2001 წელს კი, სტივენ სოდერბერგმა გადაიღო რიმეიქი ჯორჯ კლუნისა და ბრედ პიტის მონაწილეობით. ამ ფილმს ორი სიქველიც მოყვა. 
წაკითხვა
ბორჯომში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სასამართლო დავა დასრულდა - როგორია გადაწყვეტილება
გამოქვეყნებულია: 2017-01-31 21:14:00
ბორჯომში 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სასამართლო დავა დასრულდა. უკანონოდ მიშენებული აივანი 6 თვის ვადაში უნდა დაინგრეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლის მფლობელებს ჯარიმის გადახდა მოუწევთ. სალარიძეები დღეს კამერასთან არ გამოჩენილან. ბაქრაძეების ოჯახი კი მათი კუთვნილი სახლისთვის ძეგლის სტატუსის გაუქმებას ითხოვს. 
წაკითხვა
ბერლინის 67-ე კინოფესტივალზე ოთხ ქართულ ფილმს სხვადასხვა სექციაში წარადგენენ
განახლებულია: 2017-01-30 20:59:00
ოთხი ქართული ფილმი ბერლინალეზე. რეზო გიგინეიშვილის „მძევლები“, ნანა ექვთიმიშილის „ჩემი ბედნიერი ოჯახი” და ორი დოკუმენტური ნამუშევარი - „მზის ქალაქი“ და ანიმაცია „ლილე“. ქართული ფილმები 67-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე სხვადასხვა სექციაში იქნება წარმოდგენილი. ბერლინალეს ქართული პროგრამა ნახეთ ლიზა ციციშვილის სიუჟეტში. 
წაკითხვა
დღეიდან, 30 იანვარს ქართველი მწერლის, დრამატურგისა და მთამსვლელის, ლევან გოთუას ხსოვნის დღე აღინიშნება
განახლებულია: 2017-01-30 18:58:00
ქართველი მწერლის, დრამატურგისა და მთამსვლელის ლევან გოთუას გარდაცვალებიდან 44 წელი გავიდა. გოთუას სახელობის სკვერში, დღეს, მწერლის მეგობრები და „ჩოხოსანთა საზოგადოების“ წევრები შეიკრიბნენ. დღეიდან, ყოველი წლის 30 იანვარს ლევან გოთუას ხსოვნის დღე აღინიშნება. 
წაკითხვა
„კულტურის ინდიკატორები განვითარებისთვის“ - კულტურის სამინისტროში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
განახლებულია: 2017-01-30 16:40:00
ახალი პროექტის  ‘’კულტურის ინდიკატორები განვითარებისთვის ‘’ პრეზენტაცია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა. იუნესკო-ს მიერ შემუშავებული კულტურის კვლევის მეთოდოლოგია იკვლევს კულტურის როლს ქვეყნის პოლიტიკაში. საქართველოში კულტურის კვლევის მეთოდოლოგიის დანერგვა, აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის ინიციატივით ხორციელდება. 
წაკითხვა

უახლესი