საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

არეტა ფრანკლინი აქტიურ სცენურ ცხოვრებას თავს ანებებს
გამოქვეყნებულია: 2017-02-10 15:24:00
ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი არეტა ფრანკლინი უახლოეს მომავალში პენსიაზე გასვლას აპირებს, ამის შესახებ მომღერალმა ამერიკული მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.არეტა ფრანკლინი აქტიური სცენური ცხოვრებისთვის თავის დანებებას ბოლო ალბომის გამოსვლის შემდეგ გეგმავს. მომღერლის ახალი ალბომი, რომლის პროდიუსერიც მუსიკოსი სტივ უანდერია სექტემბერში გამოვა.არეტა ფრანკლინი სტუდიურ მუშაობას გააგრძელებს და სიმღერებს ჩაწერს, თუმცა სცენაზე სულ უფრო და უფრო იშვიათად გამოჩნდება.ამის მთავარ მიზეზად ამერიკელმა მომღერალმა შვილიშვილებთან მეტი დროის გატარების სურვილი დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ მისი შემოქმედებითი ცხოვრება ყოველთვის ძალიან აქტიური იყო და სახლში ყოფნას არც ახლა აპირებს.
წაკითხვა
წითელი ხალიჩა ბერლინის კინოთეატრთან და მსოფლიო ვარსკვლავები - „ბერლინალე“ გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2017-02-09 22:17:00
ბერლინი წლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და პრესტიჟულ კინოფორუმს მასპინძლობს - „ბერლინალე“ გაიხსნა. ბერლინის 67-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნის ცერემონიაზე მსახიობებმა, რეჟისორებმა, პროდიუსერებმა და კინოკრიტიკოსებმა მთელი მსოფლიოდან მოიყარეს თავი. ფესტივალი წელს ფრანგი პროდიუსერისა და რეჟისორის, ეტიენ კომანის ფილმით - „ჯანგოთი“ გაიხსნა. ეს რეჟისორის დებიუტია ბერლინში, რომელიც ბოშური წარმოშობის ცნობილი ჯაზგიტარისტი, ჯანგო რეინჰარდტის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. საკონკურსო პროგრამაში კი ოქროსა და ვერცხლის „დათვებისთვის“ 18 ფილმი იბრძოლებს. ბერლინის კინოფესტივალის ჟიურის წევრები არიან: ჰოლანდიელი რეჟისორი პოლ ვერჰოვენი, ამერიკელი მსახიობი მეგი გილენჰაალი, მექსიკელი მსახიობი და რეჟისორი დიეგო ლუნა, ისლანდიელი არტისტი ოლაფურ ელიასონი, ტუნისელი პროდიუსერი დორა ბუჩოუჩა, გერმანელი მსახიობი ჯულია ჯენტში, ჩინელი სცენარისტი და რეჟისორი ვანგ ქუან-ანი. 
წაკითხვა
ფრანგი და ქართველი ილუსტრატორების მიერ შექმნილი ანიმაციური ფილმი 25 თებერვალს გამოვა
განახლებულია: 2017-02-09 21:00:00
ანიმაციური ფილმი, რომელიც ფრანგმა და ქართველმა ილუსტრატორებმა შექმნეს, ეკრანებზე 25 თებერვალს გამოვა.  შვიდწუთიან ფილმზე სახელწოდებით „ჯიბის კაცი“, ახალგაზრდა ილუსტრატორმა ანა ჩუბინიძემ ფრანგ კოლეგასთან ერთად იმუშავა.  ანიმაციურ ფილმს კინოსტუდიის „კვალი ოცდამეერთეს“ ბაზაზე ერთი წლის განმავლობაში იღებდნენ.  თათია ბუხრაშვილის სიუჟეტი. 
წაკითხვა
ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების 38-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2017-02-09 18:52:00
ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში, ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების 38-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე ქართველი და ირანელი ბავშვების მიერ, სხვადასხვა მასალასა და ჟანრში შესრულებული ნახატები გამოიფინა. მსგავს ღონისძიებას ირანის საელჩო საქართველოში უკვე მეცხრე წელია ატარებს. მისი მიზანი ორ ქვეყნას შორის ურთიერთობების გაღრმავებაა.   
წაკითხვა
„აეროსმიტის“ გიტარისტი საქართველოში დაგეგმილი კონცერტის შესახებ ვიდეომიმართვას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-02-09 15:07:00
ლეგენდარული ამერიკული როკჯგუფის გიტარისტი ჯო პერი საქართველოში დაგეგმილი კონცერტის შესახებ ვიდეომიმართვას ავრცელებს,სპეციალური მიმართვა „აეროსმიტის“ ოფიციალურ გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.„აეროსმიტი“ საქართველოში 20 მაისს ჩამოვა და კონცერტს შეკვეთილში Black Sea Arena-ზე გამართავს.ჯგუფი საქართველოს ტურნეს ფარგლებში ეწვევა და საქართველოს გარდა, კონცერტებს ისრაელში, რუსეთში, გერმანიასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გამართავს.
წაკითხვა
The Beguild - სოფია კოპოლას ახალი ფილმის თრეილერი
გამოქვეყნებულია: 2017-02-09 11:55:00
სოფია კოპოლას ხანგრძლივი დაინტერესება იზოლაციაში მყოფი ახალგაზრდა ქალების მიმართ მსოფლიო ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. „თარგმანში დაკარგული“, „თვითმკვლელი ქალწულებისა“ და „მარია ანტუანეტას“ შემდეგ, მწერალი ახალ ფილმზე მუშაობს, რომელიც 1864 წელს ვირჯინიის შტატში მიმდინარე სამოქალაქო ომსა და ამ პერიოდში მოვლენათა ეპიცენტრში არსებულ ქალთა პანსიონატს ეხება. The Beguild - ასე ჰქვია კოპოლას ახალ ფილმს, რომელშიც მთავარ როლებს ნიკოლ კიდმანი, კოლინ ფარელი, კრისტენ დანსტი და ელე ფენინგი ასრულებენ.ფილმი ტომას კულინანის 1966 წელს დაწერილი რომანის მეორე ეკრანიზაციაა.  ნიკოლ კიდმანი ფილმში ქალთა პანსიონის დირექტორის როლს ასრულებს. კრისტენ დანსტი მასწავლებელ ედუინას განასახიერებს, ელე ფენინგი კი მათი თინეიჯერი მოსწავლე ელისი იქნება.რომანის მიხედვით პირველი ფილმი 1971 წელს გადაიღეს და მასში მთავარ როლს კლინტ ისტვუდი თამაშობს, თუმცა როგორც კოპოლა ამბობს, მაშინ მთელი აქცენტი კაც პერსონაჟზე იყო გაკეთებული, ამ შემთხვევაში კი მთავარი ქალები იქნებიან."მიუხედავად ჟანრის სიმძიმისა და სიუჟეტში არსებული მუქი ფერებისა,  ვეცადე სტილი შემენარჩუნებინა. ამიტომ ფილმში ლამაზი, კეთილი და მეოცნებე მსოფლიო, ისეთი როგორიც მე მომწონს აუცილებლად იქნება", - ამბობს სოფია კოპოლა.ფილმის თრეილერი უკვე გამოვიდა.
წაკითხვა
ბავშვთა ანსამბლმა "პატარა გეორგიკა" ბერლინში გამართულ კონკურსში ფოლკლორის ღია პირველობის კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა
გამოქვეყნებულია: 2017-02-09 10:54:00
მეექვსე საავტორო სკოლასთან არსებულმა ბავშვთა შერეულმა ანსამბლმა "პატარა გეორგიკა" გერმანიაში, ბერლინში გამართულ საერთაშორისო კონკურსში Grand Prix of Nations Berlin 2017 ჟიურის შეფასებით, ფოლკლორის ღია პირველობის კატეგორიაში პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოიპოვა.საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „პატარა გეორგიკამ“ პროფესიული გუნდების კონკურსში ბრძოლაში ჩართვის უფლებაც მიიღო, სადაც ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, რაც, სამინისტროს შეფასებით, უპრეცენდენტო შედეგია, გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ პატარა გეორგიკა იყო ერთადერთი გუნდი რომელიც ასაკით ყველაზე პატარა შემსრულებლებითაა დაკომპლექტებული და არ წარმოადგენდა პროფესიულ კოლექტივს ან სპეციალიზირებულ მუსიკალურ სკოლას.კონკურსის წესების თანახმად, გუნდი რომელიც ოქროს მედლით ხდება თავისი კატეგორიის გამარჯვებული, მას ავტომატურად ენიჭება შემდგომი ხუთი წლის მანძილზე, ორგანიზატორის ეგიდით გამართულ ხუთ საერთაშორისო სარეიტინგო კონკურსში, წინასწარი შესარჩევი ეტაპების გავლის გარეშე მონაწილეობის უფლება.
წაკითხვა
ქართული თეატრის ერთი წლის შემაჯამებელი კვლევის პრეზენტაცია გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-02-08 19:00:00
ქართული თეატრის განვლილი ერთი წლის შემაჯამებელი კვლევის და თეატრის კრიტიკოსების მიერ გამოვლენილი რეიტინგების პრეზენტაცია ილიაუნის თეატრში გაიმართა. ღონისძიებაზე წარმატებული თეატრები სხვადასხვა აქტივობების მიხედვით გამოვლინდა. კვლევაში საქართველოში მოქმედი 44 თეატრიდან 42 თეატრმა მიიღო მონაწილეობა. კვლევის ნაწილს წარმოადგენდა პროფესიული ხუთეულების შედგენა და რეიტინგების გამოვლენა სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით. კვლევა თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა ჩაატარა.
წაკითხვა
„ანას ცხოვრების“ მორიგი წარმატება - ფილმი ბენგალურუს საერთაშორისო კინოფესტივალზე მოხვდა
გამოქვეყნებულია: 2017-02-08 18:02:00
ფილმი „ანას ცხოვრება“ წარმატებულ საფესტივალო კარიერას აგრძელებს. ამჯერად ნინო ბასილიას ფილმი ბენგალურუს საერთაშორისო კინოფესტივალზე ფიპრესის (კრიტიკოსთა და პრესის) სელექციაში მოხვდა.
წაკითხვა
ანჯელინა ჯოლიმ Netflix-თან ერთად ახალი ფილმი გადაიღო - ტრეილერი
გამოქვეყნებულია: 2017-02-08 15:04:00
ანჯელინა ჯოლიმ ახალი ფილმი გადაიღო. ეს მსახიობის რიგით მესამე რეჟისორული ნამუშევარია. მართალია, მისი ფილმები ოსკარების ნომინანტი ჯერ ვერ გახდა, თუმცა კრიტიკოსების დადებითი შეფასებები უკვე დაიმსახურა. ანჯელინამ Netflix-თან ერთად ახალი ფილმი First They Killed My Father გადაიღო. ფილმი კომუნისტურ პარტიას, Khmer Rouge-ს შეეხება, რომელმაც კამბოჯაში 1970 წლიდან დღემდე ორ მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. სიუჟეტი კამბოჯელი აქტივისტის, ლუნგ ანგის ამავე სახელწოდების მემუარებს ეყრდნობა. ფილმი 2000-ზე მეტ ნამდვილ ისტორიაზე ინება დაფუძნებული. 
წაკითხვა
ცნობილია, კიდევ ვინ წარადგენს ნომინაციებს „ოსკარების“ ცერემონიაზე
გამოქვეყნებულია: 2017-02-08 13:01:00
ამერიკის კინოაკადემიამ „ოსკარის“ 89-ე დაჯილდოების ცერემონიალზე ნომინაციების წარმდგენთა პირველი ნაწილის გამოცხადების შემდეგ, მეორე ნაწილიც წარადგინა. ლეონარდო დიკაპრიოს, ალისია ვიკანდერის, ბრი ლარსონისა და მარკ რაილენსის გარდა, დოლბის თეატრის სცენიდან გამარჯვებულებს - ჰოლი ბერი, ჯეიმი დორნენი, კრის ევანსი, გაელ გარსია ბერნალი, სამუელ ელ ჯექსონი, დაკოტა ჯონსონი, ქეით მაკკინონი, შირლი მაკლეინი, ჰეიმი სტენფორდი და სკარლეტ იოჰანსონი გამოაცხადებენ. წლის ყველაზე პოპულარულ კინოდაჯილდოებას ლოს ანჯელესი 26 თებერვალს უმასპინძლებს. წლევანდელი შოუს წამყვანი ჯიმი კიმელი იქნება.
წაკითხვა
„სხვისი სახლის“ ოპერატორი Spotlight Award-ის მფლობელია
გამოქვეყნებულია: 2017-02-08 11:36:00
რუსუდან გლურჯიძის ფილმის „სხვისი სახლის“ ოპერატორი გორკა გომეს ანდრეუ ამ ფილმისთვის Spotlight Award-ის მფლობელი გახდა.ამ პრესტიჟულ ჯილდოს ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოება გასცემს.დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესში 31-ედ გაიმართა.ანდრეუ ჯილდოსთვის Spotlight Award-ის ნომინაციაში 3 სხვა ნომინანტთან ერთად იბრძოდა.დაჯილდოვების ცერემონიაზე სხვადასხვა ნომინაციაში ისეთი ფილმები იყო წარდგენილი, როგორებიცაა Arrival, La La Land, Monlight, Silence და სხვა. რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტია, რომელმაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.
წაკითხვა
ვარსკვლავთცვენა ბევერლი ჰილსში - წინასაოსკარო მარათონზე ცნობილი მსახიობები და კინოინდუსტრიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ
გამოქვეყნებულია: 2017-02-07 21:10:00
ვარსკვლავთცვენა ბევერლი ჰილსში. წინასაოსკარო მარათონზე ცნობილი მსახიობები და კინოინდუსტრიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. დაჯლდოების ნომინანტები სპეციალურ მიღებას დაესწრნენ და სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს. ტრადიციული სადღესასწაულო წვეულება ყოველწლიურად იმართება. შეგახსენებთ, რომ ოსკარის 89-ე დაჯილდოება 26 თებერვალს ლოს-ანჯელესში გაიმართება და 200-ზე მეტი ქვეყნის ეთერში გადაიცემა. 
წაკითხვა
ვიცესპიკერი ირმა ინაშვილი კულტურის მინისტრს პარლმენტში იბარებს
განახლებულია: 2017-02-07 20:41:00
ირმა ინაშვილი კულტურის მინისტრს პარლმენტში იბარებს. საქმე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს ეხება, სადაც 2004 წლიდან, რაც ის საქართველოს ეროვნული მუზეუმის დაქვემდებარებაში გადავიდა, პრობლემები მატულობს. დეპუტატი აცხადებს, რომ ექსპონატების აღწერა არასწორად ხდება, რის გამოც ხელოვნების ნიმუშების რაოდენობის დადგენა შეუძლებელია. ინაშვილი ასევე საუბრობს 2013 წლის აუდიტის სამსახურის მოკვლევის შედეგებზე, რომელიც თანამედროვე ქანდაკების საცავიდან ნიმუშების დაკარგვას ეხება. "პატრიოტთა ალიანსის ლიდერი" პროკურატურისგან აღნიშულ საქმეებზე დროულ გამოძიებას მოითხოვს. ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს მიხეილ გიორგაძე. ულტურის მინისტრი მზად არის შეკითხვებს უპასუხოს. 
წაკითხვა
„აეროსმიტის“ ბილეთების გაყიდვა სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში დაიწყება
გამოქვეყნებულია: 2017-02-07 18:48:00
ლეგენდარული ამერიკული როკჯგუფის, “აეროსმიტის” კონცერტის ბილეთების გაყიდვა, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას Black Sea Arena-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გვიდასტურებს.კონცერტი “ბლექს სი არენაზე” 20 მაისს გაიმართება. ჯგუფი საქართველოში 2017 წლის ევროპული ტურნეს ფარგლებში ჩამოვა.საქართველოში ჩამოსვლამდე ჯგუფს კონცერტი ისრაელში აქვს დაგეგმილი, შემდეგ კი შოუს რუსეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში გამართავს.“აეროსმიტი” 1970 წელს ბოსტონში შეიქმნა და მას შემდეგ 15 სტუდიური ალბომი გამოუშვა. ჯგუფი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ დაჯილდოებაზე, “გრემიზე” 16 ჯერ იყო წადგენილი, ჯილდოს მოპოვება კი 4-ჯერ, საუკეთესო როკშესრულებისთვის შეძლო. ამ კატეგორიაში ჯილდოების რაოდენობით “აეროსმიტს” მხოლოდ U2 უსწრებს. კარიერის მანძილზე ჯგუფმა მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონ ჩანაწერზე მეტი გაყიდა და ყველა დროის ყველაზე კარგად გაყიდვად ბენდებს შორის დაიმკვიდრა თავი.
წაკითხვა
„ეს თბილისია”-ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას ახალი ალბომის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება
განახლებულია: 2017-02-06 20:52:00
„ეს თბილისია”- ასე ჰქვია ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას ახალ ალბომს, რომლის პრეზენტაციაც დედაქალაქის საკრებულოს საგამოფენო დარბაზში ხვალ გაიმართება. ალბომის პრეზენტაციასთან ერთად, დამთვალიერებელს იმ ფოტოების ნახვაც შეეძლება, რომელიც ალბომში ვერ მოხვდა. ეს ავტორის რიგით მეთექვსმეტე ნამუშევარია და მასში დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები, მიმდინარე მოვლენები და ადამიანთა პორტრეტებია შესული. როგორია ბადრი ვადაჭკორიას თვალით დანახული თბილისი- პრეზენტაციამდე ერთი დღით ადრე, ალბომი თათია კუჭუხიძემ დაათვალიერა. 
წაკითხვა
მიხეილ თუმანიშვილის იუბილეს აღსანიშნავად, დიდუბის პანთეონში მისი მოწაფეები და კოლეგები შეიკრიბნენ
გამოქვეყნებულია: 2017-02-06 19:07:00
ცნობილ ქართველი რეჟისორსა და პედაგოგს, საქართველოს სახალხო არტისტს მიხეილ თუმანიშვილს 96 წელი შეუსრულდებოდა. რეჟისორის იუბილეს აღსანიშნავად, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, მისი მოწაფეები და კოლეგები შეიკრიბნენ. მიხეილ თუმანიშვილი წლების განმავლობაში რუსთაველის თეატრის მთავარი რეჟისორი იყო. მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის სატელევიზო თეატრში. 1978 წელს თეატრალურ ინსტიტუტში მისივე სახელოსნოს მსახიობთა და რეჟისორთა ბაზაზე დააარსა კინომსახიობთა თეატრი, სადაც ის გარდაცვალებამდე მოღვაწობდა.    
წაკითხვა
ბობ მარლის კონცერტის დაკარგული ჩანაწერები 40 წლის შემდეგ სასტუმროს სარდაფში იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-02-05 16:05:00
ლონდონის ერთ-ერთი სასტუმროს სარდაფში ბობ მარლის კონცერტის დაკარგული ჩანაწერები იპოვეს.სწორედ ამ სასტუმროში ცხოვრობდა ტურნეს ფარგლებში  მომღერალი 1970-იან წლებში.The Guardian - ის ინფორმაციით, ნაპოვნია ორიგინალი ჩანაწერები ლონდონსა და პარიზში გამართული კონცერტებისა. ფირი 1974-1978 წლებშია გაკეთებული.  როგორც ცნობილია, ბრიტანელ ბიზნესმენს, რომელიც ბობ მარლის შემოქმედების თაყვანისმცემელია, მეგობარმა დაურეკა და აცნობა, რომ ბობ მარლის ძველი ჩანაწერები იპოვა.ჩანაწერებში ბობ მარლი ასრულებს თავის ცნობილ ჰიტებს, მათ შორის, No Woman No Cry და I Shot the Sheriff.ბობ მარლი მძიმე ავადმყოფობის შედეგად 1981 წელს, 36 წლის ასაკში გარდაიცვალა.
წაკითხვა
დრეზდენის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს ორი ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი
განახლებულია: 2017-02-04 20:30:00
 დრეზდენის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს ორი ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი. ვახო ჯაჯანიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი  “გამოსვლა” ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის სპეციალურ პროგრამაში წარმოდგენილი იქნება კიდევ ერთი ქართველი რეჟისორის ნინო შაბურიშვილის ფილმიც. პროგრამა ბავშვებთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხება. თათია ბუხრაშვილის სიუჟეტი
წაკითხვა
16 სამეცნიერო წიგნის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში
გამოქვეყნებულია: 2017-02-04 12:27:00
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული წიგნები წარადგინეს. ღონისძიებაზე 16 სამეცნიერო წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანი საზოგადოებისთვის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ სამეცნიერო მიმართულებით ჩატარებული კვლევის შედეგების წარდგენაა. 
წაკითხვა

უახლესი