საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ბავშვი ბერები ჰიმალაიზე - ფოტოებით ნაამბობი ტიბეტური ტრადიცია
გამოქვეყნებულია: 2017-01-13 12:48:00
ჰიმალაიზე ახალგაზრდა და ახალბედა ბერები ცხოვრობენ. ისინი მეწამულ სამოსში არიან შემოსილები და მომავალი ცხოვრებისთვის ემზადებიან. სწავლობენ და ახალ ცხოვრებას ეჩვევიან. პატარა ბერები მე-15 საუკუნის მონასტერში ცხოვრობენ. ამ მიწას - ლეჰ ინ ლადახ-ს უწოდებენ. ეს მიწა მეორენაირად ცნობილია, როგორც მიწის მაღალი უღელტეხილი, ინდოეთის ადმინისტრაციაში შემავალი - ქაშმირი. ეს მიწა პაკისტანსა და ინდოეთს შორის სადავო ტერიტორიაზე მდებარეობს.მონასტერი 3000 მემტრის სიმაღლის კლდეზე მდებარეობს. მონასტრიდან ულამაზესი ხედები იშლება. თავად რელიგიურ კომპლექს ტიქსი ეწოდება, სადაც ე.წ. ყვითელქუდიანები არიან გაერთიანებულნი. ეს უკანასკნელნი ტიბეტური ბუდიზმის წარმომადგენლები არიან.ტიბეტური ბუდიზმი ეს არის რელიგია დევნილობაში. როდესაც ტიბიტელებმა ჩინეთის დაპყრობების გამო საკუთარი მიწა დაკარგეს, ბევრი ტიბეტელი ოჯახი ინდოეთში გადასახლდა. ახლა ტიბეტელები ოჯახიდან მხოლოდ ერთ შვილს აგზავნიან მონასტერში, რათა მათ ისწავლონ საკუთარი რელიგია, ისტორია, ენა და კულტურა.
წაკითხვა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება წებელდაში ისტორიული ძეგლის დაზიანების ფაქტს ადასტურებს, პოლიგონის მშენებლობას კი უარყოფს
გამოქვეყნებულია: 2017-01-12 22:46:00
„განცხადებები, სოფელ წებელდაში სამხედრო პოლიგონის მშენებლობასთან დაკავშირებით, სინამდვილეს არ შეესაბამება“, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა თქმით, სოფელში უკვე არსებობს აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს პოლიგონი, რომელსაც რუსი სამხედროები იყენებენ. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო უწყება ასევე ეხმაურება ისტორიული ძეგლის განადგურების შესახებ თბილისში გაკეთებულ განცხადებებს და ამტკიცებს, რომ ადგილი აქვს „რეალობის დამახინჯებას“. საოკუპაციო რეჟიმი ძეგლის დაზიანებას ადასტურებს, თუმცა განადგურების ფაქტს უარყოფს. „ტერიტორიის გაწმენდის დროს მართლაც დაზიანდა ისტორიული ძეგლი. ამ საქმის შესასწავლად და შესაბამისი ზომების მისაღებად, უკვე შექმნილია სპეციალური კომისია აფხაზეთის კულტურისა და ისტორიული მემკვიდრეობის და თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტების შემადგენლობით, რომელიც შეაფასებს ძეგლისთვის მიყენებულ ზიანს. მუშაობის შედეგები მედიით გახმოვანდება და მისი გაცნობა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი“, - ნათქვამია ე.წ. სამინისტროს მიერ გაკეთებულ კომენტარში. დე ფაქტო რეჟიმი აცხადებს, რომ მათ გაოცებას იწვევს აღნიშნული ძეგლის საკითხზე თბილისის მიმართვა იუნესკოსადმი. საოკუპაციო რეჟიმი ქართულ საჯარისო შენაერთებს 1992-93 წლებში კულტურული მემკვიდრეობის განადგურებაში სდებს ბრალს. დე ფაქტო უწყება ქართულ მხარეს მოუწოდებს, ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ფაქტების „პოლიტიზება შეწყვიტოს“ და ასევე, მზადყოფნას გამოთქვამს, ძეგლების დაცვის მექანიზმის შემუშავების მიზნით, იუნესკო-ს სპეციალისტებთან კონტაქტი დაამყაროს.
წაკითხვა
„საქართველო, მზად ხარ 20 მაისისთვის?“ – „აეროსმიტის“ ოფიციალური განცხადება
გამოქვეყნებულია: 2017-01-12 17:41:00
„საქართველო, მზად ხარ 20 მაისისთვის?“ – „აეროსმიტის“ ოფიციალურ „ facebook გვერდზე კიდევ ერთი ანონსი დაიდო. საიტზე უკვე იყიდება ტურის მაისურები, რომლებზეც ტურნეს მთავარი ფრაზაა გამოსახული – „Aero-Vederci, Baby“. 2017 წლის 20 მაისს, შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული ამერიკული როკ-ჯგუფი „აეროსმიტი“ კონცერტს გამართავს. კონცერტი იმ ტურნეს ფარგლებში გაიმართება, რომელიც ამ წლის განმავლობაში ჯგუფს ევროპის მასშტაბით აქვს.
წაკითხვა
ირანელი ქალების მისტიკური თავსაბურავები - ქალი ირანში
გამოქვეყნებულია: 2017-01-11 17:41:00
ისლამი ქალს ავალდებულებს საზოგადოებაში სახე და სხეულის ნაწილები დამალოს. ეს ტრადიცია ისლამის რელიგიად ჩამოყალიბების პირველივე წლებიდან იღებს სათავეს. ქალის თავსაბურავები სხვადასხვა სახის არსებობს: ჰიჯაბი - ჩანს სახე და იფარება თმა, ყურები და მხრების ნაწილები.ამირას ჰიჯაბი - ეს თავსაბურავი ორი ნაწილისგან შედგება და ქალის მხრებსაც ფარავს.ხიმარი - ეს არის მოსასხამი, რომელშიც სახე ჩანს. ჩამოდის მუცლის ბოლომდე. ჩადრი - გრძელი მოსასხამი, რომელიც ფარავს მთელ ტანს.ნიქაბი - თავსაბურავი, რომელიც მთლიანად ფარავს სახეს, ჩანს მხოლოდ თვალები.ფარანჯა - მთლიანად ფარავს სხეულს და სახეს, თვალების ჭრილი დაფარულია მჭიდრო ბადით.BBC სპეციალურ მასალას აქვეყნებს, სადაც ირანელი ქალის თავსაბურავების მისტიკური და საინტერესო სახეობებია წარმოდგენილი. 
წაკითხვა
„ფოტოგრაფები კომბლესავით ვაგროვებთ ფოტოებს და ჭერში ვაწყობთ“ - ვახო ხეთაგური პროექტში #თქვი
გამოქვეყნებულია: 2017-01-10 16:39:00
პროექტ #თქვის სტუმარი ამჯერად ვახო ხეთაგურია. ახალგაზრდა ფოტოგრაფი რამდენიმე წუთით საკუთარ კამერას გვერდზე დებს და ჩვენი ობიექტივის პირისპირ რჩება. რეალურსა და ირეარულ სამყაროს შორის გაჭედილი ხელოვანის მთავარი სათქმელი გადაცემის მთავარი თემაა. ის ლაპარაკობს ყველაფერზე, რაც უხარია და რაც აწუხებს. კადრში დაჭერილი სამყარო, თანამედროვე ფოტოგრაფიის გამოწვევები და უბრალოდ, ხელოვანის თვალით დანახული სამყარო სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ. ასე რომ, თქვენს წინაშეა #თქვის შემდეგი სტუმარი, ვახო ხეთაგური.
წაკითხვა
ევროვიზიის ეროვნული კონკურსის მონაწილეთა სცენაზე გამოსვლის რიგითობის განსასაზღვრელად კენჭისყრა გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-01-09 15:11:00
10 იანვარს, 15:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში, ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალის მონაწილეთა სცენაზე გამოსვლის თანმიმდევრობის განსასაზღვრელად კენჭისყრა გაიმართება.ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალი 20 იანვარს თბილისის საკონცერტო დარბაზში ჩატარდება. მაყურებლის წინაშე 25 კონკურსანტი წარდგება. ხმის მიცემის პროცედურა 15 წუთს გაგრძელდება, საუკეთესოს საუკეთესოთა შორის საერთაშორისო ჟიური და მაყურებელი გამოავლენენ. ფინალურ კონცერტზე ეროვნული კონკურსის გამარჯვებული დასახელდება, რომელიც საქართველოს წარადგენს 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში, კიევში.
წაკითხვა
იაპონელი ფოტოგრაფის ობიექტივში მსოფლიოს სატელევიზიო სტუდიებთან ერთად "მოამბეც" მოხვდა
გამოქვეყნებულია: 2017-01-09 13:54:00
ოქტომბერში, საზოგადოებრივ მაუწყებელს გერმანიაში მცხოვრები იაპონელი ფოტოგრაფი შიგერუ ტოკატუ ესტუმრა. ფოტოგრაფმა პროექტ, "სატელევიზიო სტუდიების" ფარგლებში "მოამბის" სტუდია გადაიღო. შიგერუ ტოკატო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს და ტელევიზების სტუდიებს იღებს. მის პორტალზე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის სატელევიზიო სტუდიის ფოტოს ნახვაა შესაძლებელი.ფოტოგრაფი საინფორმაციო გადაცემების სტუდიების გარდა, სატელევიზიო შოუების სტუდიებსაც იღებს.გთავაზობთ, შიგერუ ტოკატუს მიერ გადაღებული სტუდიების ფოტოებს:თბილისი, 2016 წელიომანი, 2010 წელიომანი, სხვა სტუდია, 2010ამსტერდამი, 2010ანტვერპენი, 2009ბაქო, 2016ბარსელონა, 2016ბეირუთი, 2010ბელგრადი, 2009ბრატისლავა, 2009ბუენოს აირესი, 2005ჟენევა, 2005
წაკითხვა
ლოს ანჯელესში „ოქროს გლობუსის“ რიგით 74-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
განახლებულია: 2017-01-09 12:36:00
ლოს ანჯელესში „ოქროს გლობუსის“ რიგით 74-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.შოუ წითელი ხალიჩის შემდეგ ჯიმი ფელონმა გახსნა.„ოქროს გლობუსის“ რეკორდსმენი ფილმი-მიუზიკლი - „ლა-ლა ლენდი“ გახდა. ფილმმა შვიდი პრიზი აიღო - საუკეთესო კომედიური ფილმი, საუკეთესო რეჟისურა, სცენარი, სიმღერა და მუსიკა. რაიან გოსლინგმა და ემა სტოუნმა კი პრიზი აიღეს საუკეთესო მამაკაცისა და ქალის როლის შესრულებისთვის მუსიკალურ ან კომედიურ ფილმში.ამასთან, დამენ შაზელი ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა რეჟისორი, რომელმაც „ოქროს გლობუსი მიიღო“.საპატიო „ოქროს გლობუსის“ მფლობელი მერილ სტრიპი გახდა.საუკეთესო დრამა - „ოქროს გლობუსი“ ფილმმა moonlight-მა მიიღო.საუკეთესო კომედიური სერიალისთვის ჯილდო Atlanta-ს ერგო.საუკეთესო უცხოენოვანი მხატვრული ფილმი - „ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულია ფილმი - Elle.
წაკითხვა
მერილ სტრიპმა "ოქროს გლობუსის" დაჯილდოებაზე დონალდ ტრამპი გამოიწვია
გამოქვეყნებულია: 2017-01-09 12:34:00
არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ჰოლივუდის მსახიობთა უმრავლესობა ჰილარი კლინტონის მხარდამჭერები იყვნენ და შესაბამისად, დონალდ ტრამპის მიმართ კეთილგანწყობით არ გამოირჩევიან."ოქროს გლობუსის" ერთ-ერთ მთავარ მოვლენად, მერილ სტრიპის გამოსვლა იქცა. მსახიობი საპატიო "ოქროს გლობუსის" მფლობელი გახდა. მან სამადლობელი სიტყვის ნაცვლად, პოლიტიკურ კლიმატზე გაამახვილა ყურადღება და კონკრეტული სახელების დაუსახელებლად, აშშ-ის პოლიტიკასა და ტრამპზე ისაუბრა. მან თავის გამოსვლაში ისაუბრა ჰოლივუდის მნიშვნელობაზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან კინოს ცენტრში მოხვდნენ. მერილ სტრიპმა გააკრიტიკა აშშ-ის პოლიტიკური კლიმატი და ტრამპი, მისი სახელის ხსენების გარეშე. ტრამპმა ამ გამოსვლას "ნიუ იორკ თაიმსთან" ინტერვიუში უპასუხა. მან განაცხადა, რომ არ უნახავს "ოქროს გლობუსის" დაჯილდოება, თუმცა არ გაკვირვებია "ჰილარის გულშემატკივრების" ასეთი პოზიცია. მერილ სტრიპის სრული გამოსვლა:
წაკითხვა
რამდენიმე რამ, რაც "ოქროს გლობუსის" რეკორდსმენ ფილმზე "ლა-ლა ლენდზე" უნდა იცოდეთ
გამოქვეყნებულია: 2017-01-09 11:50:00
„ოქროს გლობუსის“ რეკორდსმენი ფილმი-მიუზიკლი - „ლა-ლა ლენდი“ გახდა. ფილმმა შვიდი პრიზი აიღო - საუკეთესო კომედიური ფილმი, საუკეთესო რეჟისურა, სცენარი, სიმღერა და მუსიკა. რაიან გოსლინგმა და ემა სტოუნმა კი პრიზი აიღეს საუკეთესო მამაკაცისა და ქალის როლის შესრულებისთვის მუსიკალურ ან კომედიურ ფილმში.ამასთან, დამიენ შაზელი ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა რეჟისორი, რომელმაც „ოქროს გლობუსი მიიღო“.ფილმმა გამოჩენისთანავე მიიქცია კინომოყვარულების ყურადღება. არაჩვეულებრივი მსახიობების ტანდემმა კი, ფილმი შესანიშნავი გახადა. გთავაზობთ, რამდენიმე საინტერესო ფაქტს, რომელიც ფილმის შესახებ უნდა იცოდეთ.#1 რაიან გოსლინგს უნდა შეესრულებინა მამაკაცის მთავარი როლი, "ლამაზმანისა და ურჩხულის" რიმეიქში, თუმცა მსახიობმა საბოლოოდ, "ლა ლა ლენდი" არჩია.#2 ფორტეპიანოზე დაკვრის შესწავლარაიან გოსლინგი კვირაში 6 დღე, დღეში 2 საათი ფორტეპიანოზე დაკვრას სწავლობდა. მისი ერთ-ერთი მასწავლებელი ვარსკვლავი ჯონ ლეგენდი გახლდათ.#3 ხელახალი გაერთიანებაემა სტოუნი და რაიან გოსლინგი ერთმანეთის პარტნიორები მეორეჯერ არიან. ისინი 2011 წელს ერთ ფილმში მონაწილეობდნენ: "გიჟური, სულელური სიყვარული"#4 დამიენ შაზელმა ფილმზე მუშაობა ჯერ კიდევ 5 წლის წინათ დაიწყო, როდესაც ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლობდა"ლა ლა ლენდის" ოფიციალური თრეილერიემა სტოუნი ფილმზე საუბრობს:
წაკითხვა
ეროვნული არქივის უნიკალური პროექტი - 100-ზე მეტი დასახელების დიაფილმის ესკიზებს რესტავრაცია ჩაუტარდა
გამოქვეყნებულია: 2017-01-03 20:32:00
ეროვნული არქივის კიდევ ერთი უნიკალური პროექტი - 100-ზე მეტი დასახელების დიაფილმი ორიგინალ ესკიზებთან ერთად შეგროვდა და რესტავრაცია ჩატარდა. მათი ნახვა ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეშია შესაძლებელი. ქართული დიაფილმის ისტორია 50-იანი წლებიდან  იწყება. ზღაპრების, თქმულებების და ანიმაციური ფილმების გმირებს მხატვრები თვეების განმავლობაში ხატავდნენ და სლაიდებს ამზადებდნენ. თუმცა 90-იანი წლებიდან დიაფილმების წარმოება შეჩერდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით და სლაიდ-შოუებით ჩანაცვლდა.  
წაკითხვა
ჯორჯ მაიკლის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის უკმარისობა სახელდება
გამოქვეყნებულია: 2016-12-26 11:00:00
ბრიტანელი მომღერლის ჯორჯ მაიკლის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის უკმარისობა სახელდება.ამის შესახებ Billboard წერს.როგორც გამოცემას მომღერლის მენეჯერმა მაიკლ ლიპმანმა განუცხადა, მას 25 დეკემბერს დილით დაურეკეს და მაიკლის გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს.  პოლიციის ინფორმაციით, რაიმე საეჭვო გარემოება მომღერლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოვლენილი არ არის. მომღერლის გარდაცვალების გამო „ტვიტერისა“ და „ინსტაგრამის“ საშუალებით მსოფლიოს ცნობილი მუსიკოსები მწუხარებას გამოთქვამენ.ცნობილი ბრიტანელი მომღერალი, „გრემის“ ორგზის მფლობელი ჯორჯ მაიკლი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვარსკვლავი გარდაცვლილი საკუთარ სახლში იპოვეს.
წაკითხვა
სასწრაფოდ
ჯორჯ მაიკლი გარდაიცვალა
გამოქვეყნებულია: 2016-12-26 03:25:00
ცნობილი ბრიტანელი მომღერალი, „გრემის“ ორგზის მფლობელი ჯორჯ მაიკლი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ წერს.მედიის ცნობით, ვარსკვლავი საკუთარ სახლში, ამ დროისათვის, უცნობი მიზეზის გამო გარდაიცვალა. „უდიდესი მწუხარებით ვადასტურებთ, რომ ჩვენმა საყვარელმა შვილმა, ძმამ და მეგობარმა განისვენა მშვიდად შობის პერიოდში. ოჯახი გთხოვთ, პატივი სცეთ კონფიდენციალობას ასეთ ემოციურ და რთულ დროს. ამ ეტაპზე, სხვა კომენტარი არ იქნება“, - ასე გამოეხმაურნენ ოჯახის წევრები ჯორჯ მაიკლის გარდაცვალებას. პოლიციის ინფორმაციით, რაიმე საეჭვო გარემოება არ დაფიქსირებულა.
წაკითხვა
გამოაქანდაკე საკუთარი თავი - ქართველი ბიჭის ამერიკული პროექტი - SculpMe
გამოქვეყნებულია: 2016-12-21 15:20:00
წაკითხვა
National Geographic-ის 2016 წლის 15 საუკეთესო ფოტო
გამოქვეყნებულია: 2016-12-14 16:20:00
ყოველწლიურად National Geographic-ი წლის საუკეთესო ფოტოებს აქვეყნებს. ბუნებრივია, 2016 წელიც არ არის გამონაკლისი. ფოტოები სხვადასხვა ქვეყანაშია გადაღებული და ისინი ბეჭდურ გამოცემაში წლის სხვადასხვა დროს გამოქვეყნდა.#1 ანთარი(მაიმუნის სახეობა) გოგონას თავზე ზის. ფოტო გადაღებულია მანუს პარკში, პერუში.#2 მყვინთავი და ზვიგენი ბაჰამის წყლებში#3 ორანგუტანგი 100 ფუტის სიმაღლეზე ადის, რათა სასურველი ხილი მოიპოვოს#4 ნორვეგიელი მეცნიერების სამეცნიერო სადგური ყინულზე#5 გასაოცარი ნათება და წეროები, ფოტო გადაღებულია ნებრასკაში, აშშ.#6 16 წლის გიგანტური პანდა, ვოლონგის ეროვნულ პარკში, ჩინეთი#7 თევზების სკოლა მარჯნის რიფებზე, კუბის სანაპიროსთან ახლოს#8 კუები მცხუნვარე მზეს ემალებიან - სხვა შემთხვევაში ისინი საკუთარ ნაჭუჭში დაიწვებიან#9 ოფთალმოლოგიის გამოცდა ინდოეთში
წაკითხვა
Westworld - ადგილი, სადაც ფანტაზია რეალობა ხდება
გამოქვეყნებულია: 2016-12-10 13:55:00
გაფრთხილება! სტატია შეიცავს სპოილერებს რამდენიმე ეპიზოდიდანHBO-ს კიდევ ერთი წარმატებული სატელევიზიო პროექტი, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა და სერიალს მიაჯაჭვა. პირველი სეზონის ბოლო ორმა ეპიზოდმა მთავარი ამბის რამდენიმე მნიშვნელოვანი კვანძი გახსნა, თუმცა მაყურებელს ბევრი შეკითხვა დაუტოვა, რომლებსაც პასუხები, სავარაუდოდ, მეორე სეზონში გაეცემა.რა არის Westworldეს არის HBO-ს ამერიკული ტელესერიალი, სამეცნიერო ფანტასტიკური დრამა, სადაც მოქმედება ერთდროულად ორ პარალელურ სამყაროში ვითარდება - ერთი არის რეალური სამყარო, სადაც „ღმერთები“ ცხოვრობენ, ხოლო მეორე - ველური დასავლეთის ტიპის სამყარო, სადაც „ღმერთების“ მიერ დაპროგრამებული ადამიანები ცხოვრობენ.უფრო ზუსტად, Westworld არის ველური დასავლეთის ტიპის გასართობი პარკი, რომელიც ჩვეულებრივი პარკებისგან რადიკალურად განსხვავდება. ის შექმნილია მდიდარი დამსვენებლებისათვის, რომლებსაც პარკში სტუმრობისას რობოტი „მასპინძლები“ ხვდებიან - ისინი ვიზუალურად სტუმრებისგან არაფრით განსხვავდებიან, თუმცა მათ გონებას სხვები მართავენ, აპროგრამებენ, საჭიროების შემთხვევაში, მეხსიერებას უშლიან და ა.შ. ნოვატორი მეცნიერების მიერ შექმნილ გასართობ პარკში მისულ მდიდარ დამსვენებელს, რომელიც მოგზაურობაში საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდის, აბსოლუტურად ყველაფრის უფლება აქვს - შეუძლია იცხოვროს თავისი ფანტაზიის მიხედვით, როგორი უკანონო და გარყვნილიც უნდა იყოს ეს წარმოსახვა. სტუმრებს პარკში ჩადენილი დანაშაულის გამო, არავინ დასჯის, „მასპინძლები“ ხომ რობოტები არიან და თუ მათ რამე დაუშავდებათ, უბრალოდ, შეაკეთებენ და რობოტიც თავისი მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს. Westworld 1973 წელს შექმნილი მაიკლ კრაიტონის ამავე სახელწოდების ფილმის მიხედვით არის გადაღებული. სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირი ოსკაროსანი ენტონი ჰოპკინსი და ოქროს გლობუსის გა
წაკითხვა
ერთხელ ირანში - უძველესი ცივილიზაციის ნაშთები - ფოტოამბავი
გამოქვეყნებულია: 2016-12-09 16:28:00
უძველესი ცივილიზაციის ნაშთები ცოტა ადგილას თუ შემორჩა. ადამიანთა კულტურული მემკვიდრეობა, სხვადასხვა ეთნოსისათვის დამახასიათებელი ნიშნები ხშირად მხოლოდ ისტორული მახსოვრობაა. თუმცა, მსოფლიოში არსებობს ადგილები, სადაც ადამიანები ჯერ კიდევ ძველი ცივილიზაციის მსგავს პირობებში ცხოვრებენ.არც ირანის სოფლებია გამონაკლისი. დღევანდელ სტატიაშ წარმოგიდგენთ ირანის სოფლებს, სადაც ძველი ცივილიზაციის ნაშთებია შემორჩენილი და ადამიანთა ყოფაც ძველებურია.ირანის ეს სოფლები "იუნესკოს" მიერ კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეყვანილი.ჰოვრამანე ტახტაბაიანეჰკანდოვანიხარმანექიარგე რაიენჰოვრამანის ველიფალანგანიფალანგანიფალანგანიფალანგანიმარივანიფალანგანიაბიანეჰ&
წაკითხვა
მცხეთის ისტორიულ ძეგლებს UNESCO-მ გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი ძეგლის სტატუსი მიანიჭა
გამოქვეყნებულია: 2016-12-08 20:11:00
მცხეთის ისტორიულ ძეგლებს გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გადაწყვეტილება პარიზში, UNESCO-ს შტაბ-ბინაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის კომიტეტის მე-11 სესიაზე მიიღეს. სესიაზე საქართველოს მიერ წარდგენილი იყო მოთხოვნა „მცხეთის ისტორიული ძეგლებისთვის“ „გაძლიერებული დაცვის“ მინიჭების თაობაზე. ამის შესახებ განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „კომიტეტის წევრებმა მიიჩნიეს, რომ საქართველოს მიერ წარდგენილი ძეგლი აკმაყოფილებს გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი ძეგლის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელ სამივე პირობას: • ძეგლი წარმოადგენს უდიდეს მნიშვნელობას კაცობრიობისთვის (აღსანიშნავია, რომ მცხეთის ისტორიული ძეგლები 1994 წლიდან UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი); • ძეგლი დაცულია შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობითა და ადმინისტრაციული ზომებით, რაც აღიარებს მის ისტორიულ მნიშვნელობას და უზრუნველყოფს ძეგლის განსაკუთრებულ დაცულობას;• ძეგლი არ გამოიყენება სამხედრო მიზნებისთვის ან სამხედრო ობიექტების ფარად. შესაბამისად, კომიტეტის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „მცხეთის ისტორიული ძეგლებისთვის“ „გაძლიერებული დაცვის“ მინიჭების თაობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში. „გაძლიერებული დაცვის“ ქვეშ მყოფ ძეგლს იცავს იმუნიტეტი, რომლის ხელყოფაც „შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის“ ჰააგის 1954 წლის კონვენციის მე-2 ოქმის თანახმად, ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.ამასთანავე, საქართველო, როგორც შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის კომიტეტის წევრი 2013 წლიდან, ხელახლა იქნა არჩეული კომიტეტის თანათავმჯდომარე ქვეყნად. კომიტეტის სესიის მუშაობაში მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან UNESCO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის, მთავრობის ადმინისტრაციისა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ექსპერტები.
წაკითხვა
გრემი 2017: დაჯილდოების ტრიუმფატორი შესაძლოა ბიონსე გახდეს - სრული სია
გამოქვეყნებულია: 2016-12-07 12:26:00
გრემის დაჯილდოების რიგით 59-ე ცერემონიალის ნომინანტები 6 დეკემბერს გამოცხადდა. წელს 9 ნომინაციით, ბიონსე ლიდერობს. მას დრეიკი, რიანა და ქანიე უიესტი მოჰყვებიან რვა-რვა ნომინაციით.შარშან საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია ნომინანტების სიაში ადელის არ ყოფნამ, თუმცა წელს ეს გამოსწორებულია და ბრიტანელი მომღერალი 5 ნომინაციაშია წარდგენილი.გთავაზობთ, გრემი 2017-ის ნომინანტების სრულ სიას:წლის ჩანაწერი:ადელი – „Hello“ბიონსე – „Formation“Lukas Graham – „7 Years“რიანა და დრეიკი – „Work“Twenty One Pilots – „Stressed Out“წლის სიმღერა:ბიონსე – „Formation“ადელი – „Hello“მაიკ პოზნერი – „I Took a Pill in Ibiza“ჯასტინ ბიბერი – „Love Yourself“საუკეთესო ახალი შემსრულებელი:კელსი ბალერინიThe ChainsmokersChance the Rapper&l
წაკითხვა
ათი ფილმი, რომელიც დეკემბერში უნდა ნახოთ
გამოქვეყნებულია: 2016-12-05 00:41:00
ფილმები, რომელთა ყურებაც არ უნდა გამოტოვოთ - დეკემბერი კინომანებისათვის საკმაოდ დატვირთული თვე იქნება, ვინაიდან ცნობილი რეჟისორების საუკეთესო ნამუშევრები მსოფლიო კინოეკრანებზე სწორედ წლის ბოლოს გამოჩნდება.გთავაზობთ 10 ფილმს, რომელიც დეკემბერში უნდა ნახოთ. შექმენით პირადი კოლექცია, დაელოდეთ პრემიერას და ყველაზე „ტკბილი ნამუშევრები" საშობაოდ შემოინახეთ.1. Sing - სიმღერაამერიკელი ანიმატორები Illumination Entertainment-იდან ანიმაციური ფილმების მოყვარულებს დიდ მხიარულებას სთავაზობენ. მეთიუ მაკონაჰის გმირი კოალა გადაწყვეტს მუსიკალური კონკურსის ორგანიზებას, რათა საკუთარი თეატრი გადაარჩინოს.  ანიმაციურ ფილმში მაჩვზღარბას სკარლეტ იოჰანსონი ახმოვანებს, ღორს - რიზ უიზერსპუნი. როგორ განვითარდება მოვლენები და შეძლებს თუ არა კოალა მიზნის მიღწევას, ეს ანიმაციური ფილმის მსოფლიო პრემიერის დღეს, 8 დეკემბერს, გახდება ცნობილი. 2. La la landრომანტიკული მუსიკალური კომედიური დრამა სებასტიანისა და მიას ურთიერთობაზე მოგვითხრობს. მუსიკოსმა და მოცეკვავემ ერთმანეთი ლოს ანჯელესში გაიცნეს და მათი სიყვარულის ისტორიაც აქედან დაიწყო. ისინი ერთმანეთს ძლიერმა სურვილმა დააკავშირა - აკეთონ ის, რაც უყვართ. ფილმში მთავარ როლებს რაიან გოსლინგი და ემა სტოუნი ასრულებენ. მაყურებელმა წყვილის მონაწილეობით უკვე იხილა მელოდრამები Crazy stupid love და Gangster squad, მაგრამ ახალ ფილმში მათი სასიყვარულო ისტორია უფრო ემოციური და უფრო  ღრმაა, ვიდრე აქამდე ყოფილა. ფილმის მსოფლიო პრემიერა 9 დეკემბერს არის დაგეგმილი.3. Rogu
წაკითხვა

უახლესი