საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

უფლისციხის ნაქალაქარის არტეფაქტები ხელოვნების მუზეუმში გამოიფინა
განახლებულია: 2017-01-16 21:00:00
უფლისციხის ნაქალაქარის კვლევის დაწყებიდან 60 წლის თავზე, ხელოვნების მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, ყველა ის მნიშვნელოვანი არტეფაქტი გამოიფინა, რომელიც ამ ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოიპოვეს.წარმოდგენილი ექსპოზიცია ძვ.წ მეოთხე საუკუნის მეორე ნახევრიდან ახ.წ მეთვრამეტე საუკუნის ჩათვლით, საყოფაცხოვრებო, სამშენებლო, სარიტუალო და სახელოვნებო ექსპონატებს მოიცავს. გამოფენა დღეს გაიხსნა და დამთვალიერებელს  ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტს უმასპინძლა
გამოქვეყნებულია: 2017-01-16 19:39:00
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტ იურგენ ბოსს, ვიცეპრეზიდენტ ტობიას ვოსს და პროგრამის ხელმძღვანელ სიმონე ბიულერს შეხვდა. როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა სოფიო შამანიდმა განაცხადა, მხარეებმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენის მოსამზადებელი სამუშაოების შესრულებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნისათვის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ამ საერთაშორისო ღონისძიებაზე სათანადოდ უნდა იყოს წარმოდგენილი, რადგან ეს ლიტერატურის და ზოგადად, ქართული კულტურის პოპულარიზაციაა. როგორც შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ აღნიშნა, ქართული ლიტერატურა მაღალი დონით გამოირჩევა, სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იწვევენ. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი.
წაკითხვა
სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ახალი შენობა გადაეცა
გამოქვეყნებულია: 2017-01-16 12:28:00
გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს უკვე საკუთარი მისამართი აქვს. წლების განმავლობაში დასს სარეპეტიციო დარბაზი არ ჰქონდა. საქართველოში არსებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ძალისხმევით, მსახიობებს სამუშაო ფართი უწყების შენობაშივე გამოეყოთ. გასულ წლებში, დასი რუსთაველის, მარჯანიშვილის, სამეფო უბნის, თავისუფალი თეატრისა და ახმეტელის თეატრში მოღვაწეობდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაში ღონისძიება გაიმართა, სადაც მოწვეულ მსახიობებსა და ხელოვნებათმცოდნეებს სიახლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. 
წაკითხვა
გია ჯაფარიძესა და ნუგზარ ყურაშვილს ახმეტელის თეატრის წინ ვარსკვლავები გაუხსნეს
გამოქვეყნებულია: 2017-01-15 12:11:00
ქართველ მსახიობებს, გია ჯაფარიძესა და ნუგზარ ყურაშვილს ახმეტელის თეატრის წინ ვარსკვლავები გაუხსნეს. ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ახმეტელის თეატრში დაჯილდოებაც გაიამრთა. ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის, ასევე ქართული თეატრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საპატიო სიგელები დარიგდა. დაჯილდოებულთა შორის არის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი გოგა ჩართოლანი. ღონისძიებას კულტურის მინისტრიც ესწრებოდა.
წაკითხვა
14 იანვარი ქართული თეატრის დღეა - ღონისძიება ახმეტელის თეატრში
გამოქვეყნებულია: 2017-01-14 20:33:00
14 იანვარი ქართული თეატრის დღეა.თარიღის აღსანიშნავად ახმეტელის თეტრში ღონისძიება მიმდინარეობს. შესრულდა სპეციალური თეატრალური დადგმა. დაგეგმილია გია ჯაფარიძის და ნუგზარ ყურაშვილის სახელობითი ვარსკვლავების გახსნაც. პროფესიული დღესასწაულის აღნიშვნა 1850 წელს, სწორედ ამ დღეს გიორგი ერისთავის მიერ დადგმულ სპექტაკლს "გაყრა" უკავშირდება. 
წაკითხვა
თბილისში ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნა
განახლებულია: 2017-01-14 20:32:00
ნატო ვაჩნაძის ძეგლი ძველი კინოსტუდიის წინ - აღმაშენებლის გამზირზე შეკრებილებმა ცნობილი ქართველი მსახიობი დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ნატო ვაჩნაძე განსხვავებული როლებით კინოლეგენდად იქცა. გამორჩეული შესრულების მანერამ კი მისი ყველა პერსონაჟი უკვდვად აქცია. ვაჩნაძის კინო-სახე თათია ბუხრაშვილის რეპორტაჟში. 
წაკითხვა
რუსუდან ჯავრიშვილის ნამუშევრების გამოფენა კლინიკა „ოფთალმიჯის“ არტ-გალერეაში
განახლებულია: 2017-01-14 16:34:00
რუსუდან ჯავრიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა კლინიკა „ოფთალმიჯის“ არტ-გალერეაში. ექსპოზიციაზე მხატვრის მიერ  სხვადასხვა დროს შექმნილი 40-მდე ფერწერული ტილოა წარმოდგენილი. გამოფენა ხელოვანის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ექსპოზიცია დამთვალიერებელს ერთი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს. 
წაკითხვა
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის წინ ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2017-01-14 16:32:00
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის წინ, ლეგენდარული მსახიობის ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნა. ულამაზესი ქართველი მსახიობის ძეგლის ავტორი მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძეა. ნატო ვაჩნაძე მე-20 საუკუნის 30-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქრთველი მსახიობი იყო. 
წაკითხვა
14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება
გამოქვეყნებულია: 2017-01-14 12:33:00
14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება.  პროფესიული დღესასწაულის აღნიშვნა 1850 წლის 14 იანვარს გიორგი ერისთავის მიერ დადგმულ სპექტაკლს "გაყრა" უკავშირდება. სანდრო ახმეტელის დრამატულ თეატრში ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. ღონისძიება რამდენიმე ეტაპს მოიცავს. საღამოს მუსიკალურად ანსამბლი "ქალდეა" გააფორმებს. 
წაკითხვა
„ახალი წელი ანდრის ლიეპასთან ერთად“ - ოპერისა და ბალეტის თეატრში საბალეტო ვარსკვლავის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-01-13 20:54:00
„ახალი წელი ანდრის ლიეპასთან ერთად“  - ამ წუთებში ოპერისა და ბალეტის თეატრში საბალეტო ვარსკვლავის, ქორეოგრაფისა და პროდიუსერის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო მიმდინარეობს. საიუბილეო თარიღი უკვე აღნიშნეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან თეატრებში. დღეს კი ანდრის ლიეპა სცენიდან საბალეტო მოღვაწეობის საინტერესო დეტალებს გაიხსენებს. 
წაკითხვა
39-წლიანი პაუზის შემდეგ ფიროსმანის ნახატი საგამოფენო სივრცეს უბრუნდება - „სვირის“ რესტავრაცია დასრულებულია
განახლებულია: 2017-01-13 20:52:00
ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატის ‘’ სვირის’’ რესტავრაცია დასრულებულია. ნამუშევრის პრეზენტაცია ეროვნულ გალერეაში გაიმართა. 39 წლის შემდეგ დამთვალიერებელს საშუალება აქვს, საგამოფენო სივრცეში პირველად ნახოს  ნახატი, რომელიც 1978 წლის შემდეგ მძიმე დაზიანებების გამო არ გამოფენილა. სარესტავრაციო სამუშაოები ეროვნული მუზეუმის რესტავრატორმა ნანა მანაგაძემ  ჩაატარა. ეროვნული გალერეის  მუდმივ ექსპოზიციაში მხატვრის კიდევ ორი ნახატი -”ნადირობა ინდოეთში” და “დათვი მთვარიან ღამეში” გამოიფინება. თათია ბუხრაშვილი სიუჟეტი
წაკითხვა
ირაკლი კობახიძემ ქუთაისის თეატრში "ჭინჭრაქას" ჩვენებაზე იმერეთში სოციალურად დაუცველ ბავშვებს უმასპინძლა
გამოქვეყნებულია: 2017-01-13 19:10:00
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე რეჟისორ კახაბერ გოგოლაშვილის ორმოქმედებიანი სპექტაკლის "ჭინჭრაქას" ჩვენებაზე იმერეთში სოციალურად დაუცველ ბავშვებს უმასპინძლა. სპექტაკლში მონაწილეობდნენ მესხიშვილის თეატრის დასის სხვადასხვა თაობის მსახიობები . მესხიშვილის თეატრში  სოციალურად დაუცველი ბავშვების გამასპინძლება  უკვე ტრადიციად იქცა.
წაკითხვა
ბავშვი ბერები ჰიმალაიზე - ფოტოებით ნაამბობი ტიბეტური ტრადიცია
გამოქვეყნებულია: 2017-01-13 12:48:00
ჰიმალაიზე ახალგაზრდა და ახალბედა ბერები ცხოვრობენ. ისინი მეწამულ სამოსში არიან შემოსილები და მომავალი ცხოვრებისთვის ემზადებიან. სწავლობენ და ახალ ცხოვრებას ეჩვევიან. პატარა ბერები მე-15 საუკუნის მონასტერში ცხოვრობენ. ამ მიწას - ლეჰ ინ ლადახ-ს უწოდებენ. ეს მიწა მეორენაირად ცნობილია, როგორც მიწის მაღალი უღელტეხილი, ინდოეთის ადმინისტრაციაში შემავალი - ქაშმირი. ეს მიწა პაკისტანსა და ინდოეთს შორის სადავო ტერიტორიაზე მდებარეობს.მონასტერი 3000 მემტრის სიმაღლის კლდეზე მდებარეობს. მონასტრიდან ულამაზესი ხედები იშლება. თავად რელიგიურ კომპლექს ტიქსი ეწოდება, სადაც ე.წ. ყვითელქუდიანები არიან გაერთიანებულნი. ეს უკანასკნელნი ტიბეტური ბუდიზმის წარმომადგენლები არიან.ტიბეტური ბუდიზმი ეს არის რელიგია დევნილობაში. როდესაც ტიბიტელებმა ჩინეთის დაპყრობების გამო საკუთარი მიწა დაკარგეს, ბევრი ტიბეტელი ოჯახი ინდოეთში გადასახლდა. ახლა ტიბეტელები ოჯახიდან მხოლოდ ერთ შვილს აგზავნიან მონასტერში, რათა მათ ისწავლონ საკუთარი რელიგია, ისტორია, ენა და კულტურა.
წაკითხვა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება წებელდაში ისტორიული ძეგლის დაზიანების ფაქტს ადასტურებს
განახლებულია: 2017-01-13 12:18:00
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება წებელდაში ისტორიული ძეგლის დაზიანების ფაქტს ადასტურებს, პოლიგონის მშენებლობას კი უარყოფს. დე ფაქტო უწყება განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სოფელ წებელდაში სამხედრო პოლიგონის მშენებლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა თქმით, სოფელში უკვე არსებობს აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს პოლიგონი, რომელსაც რუსი სამხედროები იყენებენ. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო უწყება ასევე ეხმაურება ისტორიული ძეგლის განადგურების შესახებ თბილისში გაკეთებულ განცხადებებს და ამტკიცებს, რომ ადგილი აქვს „რეალობის დამახინჯებას“. „ტერიტორიის გაწმენდის დროს მართლაც დაზიანდა ისტორიული ძეგლი. ამ საქმის შესასწავლად და შესაბამისი ზომების მისაღებად, უკვე შექმნილია სპეციალური კომისია აფხაზეთის კულტურისა და ისტორიული მემკვიდრეობის და თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტების შემადგენლობით, რომელიც შეაფასებს ძეგლისთვის მიყენებულ ზიანს. მუშაობის შედეგები მედიით გახმოვანდება და მისი გაცნობა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი“, - ნათქვამია ე.წ. სამინისტროს მიერ გაკეთებულ კომენტარში. დე ფაქტო რეჟიმი აცხადებს, რომ მათ გაოცებას იწვევს აღნიშნული ძეგლის საკითხზე თბილისის მიმართვა იუნესკოსადმი. საოკუპაციო რეჟიმი ქართულ საჯარისო შენაერთებს 1992-93 წლებში კულტურული მემკვიდრეობის განადგურებაში სდებს ბრალს. 
წაკითხვა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება წებელდაში ისტორიული ძეგლის დაზიანების ფაქტს ადასტურებს, პოლიგონის მშენებლობას კი უარყოფს
გამოქვეყნებულია: 2017-01-12 22:46:00
„განცხადებები, სოფელ წებელდაში სამხედრო პოლიგონის მშენებლობასთან დაკავშირებით, სინამდვილეს არ შეესაბამება“, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა თქმით, სოფელში უკვე არსებობს აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს პოლიგონი, რომელსაც რუსი სამხედროები იყენებენ. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო უწყება ასევე ეხმაურება ისტორიული ძეგლის განადგურების შესახებ თბილისში გაკეთებულ განცხადებებს და ამტკიცებს, რომ ადგილი აქვს „რეალობის დამახინჯებას“. საოკუპაციო რეჟიმი ძეგლის დაზიანებას ადასტურებს, თუმცა განადგურების ფაქტს უარყოფს. „ტერიტორიის გაწმენდის დროს მართლაც დაზიანდა ისტორიული ძეგლი. ამ საქმის შესასწავლად და შესაბამისი ზომების მისაღებად, უკვე შექმნილია სპეციალური კომისია აფხაზეთის კულტურისა და ისტორიული მემკვიდრეობის და თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტების შემადგენლობით, რომელიც შეაფასებს ძეგლისთვის მიყენებულ ზიანს. მუშაობის შედეგები მედიით გახმოვანდება და მისი გაცნობა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი“, - ნათქვამია ე.წ. სამინისტროს მიერ გაკეთებულ კომენტარში. დე ფაქტო რეჟიმი აცხადებს, რომ მათ გაოცებას იწვევს აღნიშნული ძეგლის საკითხზე თბილისის მიმართვა იუნესკოსადმი. საოკუპაციო რეჟიმი ქართულ საჯარისო შენაერთებს 1992-93 წლებში კულტურული მემკვიდრეობის განადგურებაში სდებს ბრალს. დე ფაქტო უწყება ქართულ მხარეს მოუწოდებს, ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ფაქტების „პოლიტიზება შეწყვიტოს“ და ასევე, მზადყოფნას გამოთქვამს, ძეგლების დაცვის მექანიზმის შემუშავების მიზნით, იუნესკო-ს სპეციალისტებთან კონტაქტი დაამყაროს.
წაკითხვა
ნაციონალური ბალეტი საიუბილეო კონცერტებისთვის ემზადება
განახლებულია: 2017-01-12 20:57:00
დასავლეთ ევროპაში გასტროლებიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებული ნაციონალური ბალეტი საიუბილეო კონცერტებისთვის ემზადება. 27 და 28 იანვარს „სუხიშვილები“, ილიკო სუხიშვილის 110 წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტებს ფილარმონიაში გამართავს. ბილეთების გაყიდვა ხვალიდან დაიწყება. განახლებული პროგრამა და ილოური სტილის ცეკვები - რას სთავაზობს ნაციონალური ბალეტი მაყურებელს?თათია კუჭუხიძის რეპორტაჟი. 
წაკითხვა
ბარსელონას ქართული სამრევლო ათი წლისაა - რეპორტაჟი ბარსელონადან
გამოქვეყნებულია: 2017-01-12 18:52:00
ბარსელონას ქართული სამრევლო ათი წლისაა. წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი ქალაქის გარეუბანში ზუსტად ათი წლის წინ გაიხსნა. პირველი სადღესასწაულო წირვა კი ქართული ტაძრის წინამძღვარმა, არქიმანდიტმა ლუკა ფალავადიშვილმა შობის დღესასწაულზე ჩაატარა. შობის დღესასწაულს ქართველ ემიგრანტებთან ერთად „მოამბის“ გადამღები ჯგუფიც დაესწრო და საკვირაო სკოლის ბავშვების საშობაო ამბავიც გადაიღო.საიუბილეო კონცერტისა და საზეიმო წირვის კადრები ნახეთ ლიზა ციციშვილისა და ლაშა გიორგობიანის რეპორტაჟში.
წაკითხვა
„ძველი აღთქმის მინიატურები ქართულ ხელნაწერებში“ - პრეზენტაცია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
გამოქვეყნებულია: 2017-01-12 18:52:00
„ძველი აღთქმის მინიატურები ქართულ ხელნაწერებში“ - ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.  გამოცემაში თავმოყრილია ძველი აღთქმის 252 მინიატურა, რომლებიც  მე-11, მე-18 საუკუნეებში შექმნილ, ქართულ ხელნაწერ წიგნებშია გამოყენებული. 
წაკითხვა
სასტუმრო „ფუნდაში“ ჩინური ახალი წლის აღსანიშნავი დღესასწაული გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-01-12 18:50:00
სასტუმრო „ფუნდაში“ ჩინური ახალი წლის აღსანიშნავი დღესასწაული გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ტრადიციული ცეკვის წარმოდგენა. ასევე, საქართველოში მცხოვრებმა ჩინელებმა თავიანთი ხელოვნების ნიმუშები წარმოადგინეს. საღამოს საქართველოში ჩინეთის ელჩი და საქართველოში მოღვაწე ჩინური ბიზნესწრეების წარმომადგენლები დაესწრნენ .
წაკითხვა
„საქართველო, მზად ხარ 20 მაისისთვის?“ – „აეროსმიტის“ ოფიციალური განცხადება
გამოქვეყნებულია: 2017-01-12 17:41:00
„საქართველო, მზად ხარ 20 მაისისთვის?“ – „აეროსმიტის“ ოფიციალურ „ facebook გვერდზე კიდევ ერთი ანონსი დაიდო. საიტზე უკვე იყიდება ტურის მაისურები, რომლებზეც ტურნეს მთავარი ფრაზაა გამოსახული – „Aero-Vederci, Baby“. 2017 წლის 20 მაისს, შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული ამერიკული როკ-ჯგუფი „აეროსმიტი“ კონცერტს გამართავს. კონცერტი იმ ტურნეს ფარგლებში გაიმართება, რომელიც ამ წლის განმავლობაში ჯგუფს ევროპის მასშტაბით აქვს.
წაკითხვა

უახლესი