საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ქართველი ბიჭი, რომელმაც Google-ში მუშაობა დაიწყო - ჩემთვის ეს ადგილი ყოველთვის საოცნებო იყო
გამოქვეყნებულია: 2017-02-20 15:19:00
გიორგი მეგრელი ქართველი პროგრამისტია. მან ბევრი ადამიანის ოცნება აისრულა და Google-ს ქართველი თანამშრომელი გახდა. მისი წარმატების გზა ჯერ კიდევ ბავშვობიდან იწყება. ვეკუას ფიზიკა-მათემატიკის სკოლა, ინფორმატიკის სკოლა "მზიური" და შემდეგ უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეს მისი წარმატების შემადგენელი ინგრედიენტებია. სწორედ ამ სასწავლებლებში მიღებულმა ცოდნამ ჩამოაყალიბა გიორგი პროფესიონალად და შესაბამისად გზაც გაუხსნა, მსოფლიოს უდიდესი კომპანიისაკენ, რომელსაც ყველა ჩვენგანი კარგად იცნობს. ჩვენ მას ლონდონში დავუკავშირდით, სადაც ამჟამად Google-ს ოფისში მუშაობს. გიორგი მეგრელი საკუთარი წარმატებების შესახებ გვესაუბრება.
წაკითხვა
ჩოხაში გამოწყობილი მოდელები - დევიდ კომა ლონდონის მოდის კვირეულზე
გამოქვეყნებულია: 2017-02-20 16:02:00
ქართველი დიზაინერის დევიდ კომას ახალ კოლექციას მოდის კრიტიკოსები „აგრესიულად“ აფასებენ. დიზაინერმა 2017/2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ქართული ტრადიციული სამოსის მოტივებზე შექმნა.დიზაინერმა Vogue-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კოლექციის შექმნის ამოსავალი წერტილი მამაკაცის სამოსი - ჩოხა გახდა.კოლექცია დევიდ კომამ ლონდონის მოდის კვირეულზე წარადგინა.ჩვენების შემდეგ Vogue-ის რუსულმა გამოცემამ დიზაინერს მოდის ვუნდერკინდი უწოდა.ჩვენება ქართული ფოლკლორული მუსიკით იყო გაფორმებული.
წაკითხვა
„საბა 2017-ის“ მონაწილეთა სია ცნობილია
გამოქვეყნებულია: 2017-02-20 23:22:00
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2017 წლის საკონკურსო წიგნების სია ცნობილია. ამ ეტაპზე ოფიციალურ გვერდზე სია 9 ნომინაციის მიხედვით გამოქვეყნდა. ქართული ნაწარმოების უცხოური თარგმანის ნომინაცია კი მოგვიანებით გახდება დაემატება. რომანის ნომინაციაში წარდგენილია 25 ნაწარმოები, 15 წიგნია პროზაული კრებულის ნომინაციაში, პოეტური კრებული - 40 მონაწილე, ლიტერატურული დებიუტი - 45 ნაწარმოები, ლიტერატურული კრიტიკა - 5 ნომინანტი, პიესა - 11, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - 31, თარგმანი - 77, ხოლო ელექტრონული წიგნი - 32. ლიტერატურულ პრემიაზე წიგნები სულ 12-მა გამომცემლობამ წარადგინა. ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, უახლოესი თვეების განმავლობაში, ჟიურის მუშაობის პარალელურად, აღნიშნულ სიაში გარკვეული ცლილებები შევა, ვინაიდან მუშაობის პროცესში დაზუსტდება ცალკეული წიგნების შესაბამისობა კონკურსის პირობებთან და ნომინაციებთან. ლიტერატურულ პრემია „საბაზე“ განაცხადების მიღება 25 იანვარს დაიწყო და 15 თებერვლამდე გრძელდებოდა. კონკურსის ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი, დაჯილდოება კი სექტემბერში გაიმართება. წლევანდელი წელი პრემია „საბასთვის“ საიუბილეოა: წელს „საბა“ მეთხუთმეტედ ტარდება. მონაწილეთა სიის სანახავად, მიჰყევით ბმულს.
წაკითხვა
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში 1921 წლის თებერვლის მოვლენების ამსახველი გამოფენა გაიხსნება
განახლებულია: 2017-02-20 20:52:00
თბილისში 1921 წლის თებერვლის მოვლენების ამსახველი გამოფენა იხსნება. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავები ამ პერიოდის ამსახველ არაერთ საინტერესო ცნობას ინახავს.ემიგრანტთა წერილები, გიორგი კვინიტაძის მუნდირი და მისივე მემუარები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოიფინება და დამთვალიერებელს ისტორიული მოვლენების ნამდვილ ვერსიაზე უამბობს. ექსპოზიცია სათაურით „სიმართლე თებერვალზე” გახსნამდე ლიზა ციციშვილმა დაათვალიერა.
წაკითხვა
ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ორი ქართული ფილმის ჩვენება შედგება
გამოქვეყნებულია: 2017-02-20 14:57:00
15-26 მარტს ნიუ იორკი კინოფესტივალის New Directors/New Films 46-ე გამოშვებას უმასპინძლებს.საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ცნობით, ტრადიციულად ფესტივალი ახალგაზრდა, წარმატებულ რეჟისორებს მოუყრის თავს და დამსწრე საზოგადოებას წარუდგენს.წელს კინოფესტივალზე ორი ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი - ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის „ჩემი ბედნიერი ოჯახი" და დეა კულუმბეგაშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმი "ლეთა".ქართული ფილმების ჩვენება ნიუ იორკში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში MoMA გაიმართება.
წაკითხვა
ქართული ფილმი „სხვისი სახლი“ პრესის საერთაშორისო აკადემიის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-02-20 15:16:00
ლოს ანჯელესში პრესის საერთაშორისო აკადემიის რჩეულები გამოავლინეს. სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ ისეთი ცნობილი და აღიარებული ფილმები როგორებიცაა La La Land, Moonlight, The Salesman, Manchester by the Sea, Jackie, Hacksaw Ridge, Elle და ა.შ.საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ცნობით, საუკეთესო დებიუტისთვის კი „სატელიტი“ ქართველ რეჟისორს, რუსუდან გლურჯიძეს გადასცეს ფილმისთვის „სხვისი სახლი“.„სხვისი სახლი“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელსაც უკვე აქვს მოპოვებული არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის მთავარი პრიზები კარლოვი ვარის, ბერგენის, ევრაზიისა და თბილისის საერთაშორისო ფესტივალებზე.პრესის საერთაშორისო აკადემია გლობალური ასოციაციაა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე პროფესიონალი ჟურნალისტებისგან არის დაკომპლექტებული.„სატელიტის“ ჯილდო 1996 წლიდან გაიცემა და იგი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება.
წაკითხვა

უახლესი