საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ყველაზე ემოციური მომენტი და თაკო გაჩეჩილაძის მიმართვა მაყურებელს
გამოქვეყნებულია: 2017-01-20 23:11:00
ევროვიზიის კონკურსის საქართველოს შიდაშესარჩევ ტურში გამარჯვებულმა მომღერალმა თაკო გაჩეჩილაძემ შედეგების გამოცხადებისას ემოციები ვერ დამალა.მან საზოგადოებრივ მაუწყებელსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.„ჩემი სიმღერა არის იმაზე, რომ რაც უნდა ცუდი მოხდეს ცხოვრებაში, ბოლოში მაინც არის ნათელი. ამიტომ, შეინარჩუნეთ რწმენა“ - მიმართა გაჩეჩილაძემ მაყურებელს. თაკო გაჩეჩილაძე ევროვიზიის ეროვნული კონკურსის გამარჯვებულია. საკუთარი სიმღერით - Keep the Faith სწორედ ის წარადგენს საქართველოს 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, კიევში.ეროვნული კონკურსის გამარჯვებული მაყურებელმა და საერთაშორისო ჟიურიმ 25 კონკურსანტს შორის, ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს. თაკო გაჩეჩილაძემ ჟიურის წევრებისა და მაყურებლისგან ჯამში - 122 ქულა მოიპოვა. ევროვიზიის
წაკითხვა
თაკო გაჩეჩილაძე საქართველოს 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს
გამოქვეყნებულია: 2017-01-20 22:51:00
თაკო გაჩეჩილაძე ევროვიზიის ეროვნული კონკურსის გამარჯვებულია, საკუთარი სიმღერით - Keep the Faith. სწორედ ის წარადგენს საქართველოს 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე, კიევში.ეროვნული კონკურსის გამარჯვებული მაყურებელმა და საერთაშორისო ჟიურიმ 25 კონკურსანტს შორის, ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს. თაკო გაჩეჩილაძემ ჟიურის წევრებისა და მაყურებლისგან ჯამში - 122 ქულა მოიპოვა. ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალი 20 იანვარს თბილისის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა. საქართველოს შიდაშესარჩევ ტურში 25 კონკურსანტი მონაწილეობდა. შოუს პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განახორციელა.საქართველო ევროფესტივალზე წელს მეათედ წარადგენს კონკურსანტს. ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს ჩატარდება.
წაკითხვა
თბილისში ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალი გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-01-20 19:10:00
დღეს თბილისში ევროვიზიის ეროვნული კონკურსი გაიმართება. გაირკვევა, ვინ წარადგენს ქვეყანას ევროკონკურსზე. შოუ ზუსტად 8 სათზე დაიწყება და მას საზოგადოებრივი მაუწყებელი პრიდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალისთვის უკვე ყველაფერი მზად არის.  შოუს დეტალებზე, რომელსაც 8 საათიდან იხილავთ, მარიკა შალიკაშვილი ისაუბრებს 
წაკითხვა
ქართველი მხატვრები ოლეგ ტიმჩენკოს დასახმარებლად ერთიანდებიან
გამოქვეყნებულია: 2017-01-20 19:09:00
ქართველი მხატვრები ოლეგ ტიმჩენკოს დასახმარებლად ერთიანდებიან. დაგეგმილ საქველმოქმედო აუქციონს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე მხატვრებიც უერთდებიან. 150-ზე მეტი მხატვრის ნამუშევარი ერთ საგამოფენო სივრცეში მოიყრის თავს. შემოსული თანხა კი მთლიანად ცნობილი მხატვრის ოპერაციას მოხმარდება. აუქციონის გახსნამდე გალერეა “გამრეკელს” თათია კუჭუხიძე ესტუმრა.
წაკითხვა
„ჩემი მკითხველი" - ქვეყნის მასშტაბით, ლიტერატურული ვიქტორინა ტარდება
გამოქვეყნებულია: 2017-01-20 18:55:00
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით ლიტერატურული ვიქტორინა „ჩემი მკითხველი„ ტარდება. ვიქტორინის მიზანი სოფლის ბიბლიოთეკებისთვის მკითხველის დაბრუნებაა. დღეს სამეგრელო- ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდმა მიიღო მონაწილეობა მეორე ტურში. გამარჯვებული კი  პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფინალურ ტურში მიიღებს მონაწილეობას.
წაკითხვა
ვინ წარადგენს საქართველოს ევროვიზიაზე - მიეცი ხმა შენ რჩეულს
გამოქვეყნებულია: 2017-01-20 18:50:00
დღეს გახდება ცნობილი, ვინ წარადგენს საქართველოს ევროვიზიაზე. თბილისის საკონცერტო დარბაზში ეროვნული კონკურსის საფინალო ტური გაიმართება. საერთაშორისო ჟიურიმ არჩევანი 25 კონკურსანტს შორის უნდა გააკეთოს. ჟიურისთან ერთად, გამარჯვებული შემოსული ზარებითაც გამოვლინდება. ხმის მიცემა ყველა კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ დაიწყება და 15 წუთის განმავლობაში გაგრძელდება.საბოლოოდ გამარჯვებული ჟიურისა და შემოსული ხმების მიხედვით გამოვლინდება.ეროვნული ფინალი საღამოს 8 საათზე დაიწყება. საქართველოს შიდაშესარჩევ ტურში 25 კონკურსანტი მონაწილეობს. ეროვნული კონკურსის მონაწილეები სცენაზე შემდეგი თანმიმდევრობით გამოვლენ:1. გიორგი ჩიქოვანი, სიმღერით Make it Right (კომპოზიტორი - გიორგი ჩიქოვანი)2. ბრენდონ სტოუნი და ეთერი ბერიაშვილი, სიმღერით Heyo Song (კომპოზიტორი - ბრენდონ სტოუნი)3. რატი დურგლიშვილი, სიმღერით Why (კომპოზიტორი - რატი დურგლიშვილი)4. ანდრია გველესიანი, სიმღერით Revolutionise (კომპოზიტორი - გიორგი ლაღიძე)5. ალისა დანელია, სიმღერით We Are Eternity (კომპოზიტორი - ალისა დანელია)   6. ნუცა ბუზალაძე, სიმღერით White Horses Run (კომპოზიტორები - Andy Vitolo and John King)
წაკითხვა
ვინ წარადგენს საქართველოს ევროვიზიაზე - დღეს ეროვნული კონკურსის საფინალო ტური გაიმართება
განახლებულია: 2017-01-20 16:05:00
დღეს გახდება ცნობილი, ვინ წარადგენს საქართველოს ევროვიზიაზე. თბილისის საკონცერტო დარბაზში ეროვნული კონკურსის საფინალო ტური გაიმართება. ჟიურიმ არჩევანი 25 კონკურსანტს შორის უნდა გააკეთოს. შემოსული ზარებიდან მიღებული თანხა დიმიტრი ცინცაძის სახელობის  ფონდში გადაირიცხება. ფინალურ ტურს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი პირდაპირ ეთერში 20 საათიდან შემოგთავაზებთ.
წაკითხვა
ევროვიზია: ფინალურ ეტაპამდე კონკურსანტები დილიდან რეპეტიციას გადიან
გამოქვეყნებულია: 2017-01-19 20:58:00
ხვალ გახდება ცნობილი, ვინ წარადგენს საქართველოს ევროვიზიაზე. დიდ საკონცერტო დარბაზში ეროვნული კონკურსის საფინალო ტური გაიმართება. ჟიურიმ არჩევანი 25 კონკურსანტს შორის უნდა გააკეთოს. ხვალ, საღამოს შემოსული ზარებიდან მიღებული თანხა დიმიტრი ცინცაძის საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.   ფინალურ ეტაპამდე კონკურსანტები დილიდან რეპეტიციას გადიან, რომელსაც მარიკა შალიკაშვილი ადევნებს თვალს
წაკითხვა
მზადება ევროვიზიისთვის - ვინ წარადგენს ჩვენს ქვეყანას ევროკონკურსზე ხვალ გაირკვევა
გამოქვეყნებულია: 2017-01-19 19:00:00
ხვალ, თბილისში ევროვიზიის ეროვნული კონკურსი გაიმართება და გაირკვევა თუ ვინ წარადგენს ჩვენს ქვეყანას ევროკონკურსზე. შოუ 8 საათზე დაიწყება და მას, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი პირდაპირ ეთერში გადასცემს. შიდა შესარჩევ ტურში სულ 25 მონაწილეა. თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მზადება ხვალინდელი შოუსთვის უკვე დაწყებულია.მარიკა შალიკაშვილი თემის დეტალებით.
წაკითხვა
რეჟისორ შალვა გაწერელიას იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
განახლებულია: 2017-01-19 18:55:00
თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოს მუზეუმში რეჟისორ შალვა გაწერელიას იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებას რეჟისორისა და პედაგოგის მეგობრები, კოლეგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ. ასევე, მოეწყო თამარ ქუთათელაძის  წიგნის „შალვა გაწერელიას თეატრის“ პრეზენტაცია. 
წაკითხვა
რა კონცეფციით განვითარდება ლევილის მამული
გამოქვეყნებულია: 2017-01-19 18:54:00
რა კონცეფციით განვითარდება ლევილის მამული. შესაბამის დოკუმენტზე უწყებათაშორისი კომისია უკვე მუშაობს.დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ერთ-ერთი, იდეა ლევილში საქართველოდან მეგრული ოდას გადატანას ითვალისწინებს.
წაკითხვა
ევროვიზიის ხვალიდენლი შოუსთვის მზადება უკვე დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-01-19 16:28:00
ხვალ, თბილისში ევროვიზიის ეროვნული კონკურსი გაიმართება და გაირკვევა თუ ვინ წარადგენს ჩვენს ქვეყანას ევროკონკურსზე. შოუ ზუსტად 8 საათზე დაიწყება და მას, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი პირდაპირ ეთერში გადასცემს. შიდა შესარჩევ ტურში სულ 25 მონაწილეა. თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მზადება ხვალინდელი შოუსთვის უკვე დაწყებულია.მარიკა შალიკაშვილი თემის დეტალებით.
წაკითხვა
ლევილის ქართულ მამულში, შესაძლოა, მეგრული ოდა-სახლი დაიდგას
გამოქვეყნებულია: 2017-01-19 12:16:00
საფრანგეთში, ლევილის ქართულ მამულში, შესაძლოა, მეგრული ოდა-სახლი დაიდგას. ლევილის საქართველოსთვის გადმოცემის შემდეგ, მის ტერიტორიაზე ქართული შემეცნებით-კულტურული გარემოს შექმნა იგეგმება. სახლის შერჩევაც ამ მიზნით ხდება. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ამ საკითხზე სამგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში მუშაობდნენ. ამ ეტაპზე მე-19 საუკუნის რამდენიმე ნაგებობაა შერჩეული. საბოლოო გადაწყვეტილებას ლევილის მამულის განვითარებისთვის უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი მიიღებს, რომელიც ლევილის სამომავლო კონცეფციაზე მუშაობს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ამ თემაზე „მოამბესთან“ საუბარში განაცხადა, რომ ლევილში ქართული ოდის დადგმა ერთ-ერთი იდეაა. ეს კონცეფციის ნაწილია, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს. როდის იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, ჯერჯერობით კონკრეტული თარიღი არ სახელდება. ლევილის მამული, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ შეიძინა, 2016 წლის 23 სექტემბერს საქართველოს გადმოეცა.
წაკითხვა
თეიმურაზ ფაფერაშვილის პერსონალური გამოფენა ხელოვნების სასახლეში
გამოქვეყნებულია: 2017-01-19 12:10:00
ხელოვნების სასახლის საგამოფენო სივრცე ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, პროფესორ თეიმურაზ ფაფერაშვილის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი 34 ნამუშევარი წიგნის ილუსტრაციებს, თეატრალური კოსტიუმების ესკიზებს, თავისუფალ თემებზე შექმნილ ჩანახატებსა და გრაფიკულ ნამუშევრებს აერთიანებს. თეიმურაზ ფაფერაშვილი ამჟამად სატელევიზიო-შემოქმედებითი სახელოსნოს ხელმძღვანელია. ნამუშევრების დათვალიერება მსურველებს ერთი კვირის განმავლობაში შეეძლებათ.
წაკითხვა
„ლიტველი ებრაელები რკინის ფარდის მიღმა“ - გამოფენა ებრაელთა ისტორიის მუზეუმში
გამოქვეყნებულია: 2017-01-19 12:08:00
„ლიტველი ებრაელები რკინის ფარდის მიღმა“, - ასეთი სახელწოდების გამოფენა გაიხსნა საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში. გამოფენაზე ლიტველი ებრაელების ისტორიის 40-წლიანი მონაკვეთის დოკუმენტური, ფოტო და ტექსტური მასალებია წარმოდგენილი. ექსპოზიციაზე 1940-იან და 1980-იან წლებში განვითარებული მოვლენები, ლიტველ ებრაელთა ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდია ასახული. 
წაკითხვა
„ცხოვრება და სიკვდილი უჩა ჯაფარიძისა“ - ალბომის პრეზენტაცია გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-01-19 12:04:00
„ცხოვრება და სიკვდილი უჩა ჯაფარიძისა“, - ასე ჰქვია ალბომს, რომლის პრეზენტაციაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა. ალბომი ორ ენაზეა და მასში მხატვრის მთლიანი შემოქმედებაა თავმოყრილი. წიგნის გამოცემა მხატვრის 110 წლის იუბილეს მიეძღვნა. ნაშრომი ფონდ „არტკავკასუსის“, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიისა და „თი-ბი-სი არტ გალერეის“ მხარდაჭერით გამოიცა.
წაკითხვა
რობერტ სტურუა ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით კიდევ ერთ სპექტაკლს დგამს
გამოქვეყნებულია: 2017-01-18 21:04:00
რობერტ სტურუა ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით კიდევ ერთ სპექტაკლს დგამს. თანამედროვე წარმოდგენა სიყვარულზე რეჟისორმა თავად აარჩია. თეატრის სამხტვარო ხელმძღვანელს დასთან ერთად სცენაზე დაჩისა და კატოს სიყვარულის ტრაგიკული ამბავი გადააქვს.  ,,სადღაც, ცისარტყელას მიღმა“ – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის პრემიერა 22 იანვარს შედგება. 
წაკითხვა
ამერიკული როკ-ჯგუფის კონცერტის დაფინანსება გარკვეულ წრეებში უკმაყოფილების მიზეზი ხდება
გამოქვეყნებულია: 2017-01-18 20:59:00
ამერიკული როკ-ჯგუფის კონცერტის დაფინანსება გარკვეულ წრეებში უკმაყოფილების მიზეზი ხდება. ევროპული ტურნეს ფარგლებში ,,აეროსმიტი” საქართველოს მაისში ესტუმრება და "ბლექ სი არენაზე" წარდგება. ხელოვანების და საპროდიუსერო კომპანიების ნაწილი კონცერტისთვის თანხის ბიუჯეტიდან გამოყოფას აპროტესტებს და არგუმენტად საჯარო უწყებებში მიმდინარე ოპტიმიზაციას ასახელებს. საზოგადოების ნაწილს კითხვები აქვს დაფინანსების მიღების ფორმის გამოც. 
წაკითხვა
Check in Georgia - ხარჯი და მოგება ციფრებში - ინფოგრაფიკა
გამოქვეყნებულია: 2017-01-18 19:22:00
Check in Georgia ფინანსური და სტატისტიკური მონაცემები უკვე ცნობილია.ოფიციალური ინფორმაციით, პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა 27 მლნ 847 ათასი ლარი;პროექტის ფარგლებში მიღებულმა თანხამ შეადგინა 29 მლნ 907 ათასი ლარი (ფონდი ქართუს შემოწირულობა - 20 მლნ ლარი; ბიზნეს-სექტორიდან შემოსული თანხა 6 მლნ 832 ათასი ლარი; ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა - 3 მლნ 75 ათასი ლარი).!function(e,t,n,s){var i="InfogramEmbeds",o=e.getElementsByTagName(t),d=o[0],a=/^http:/.test(e.location)?"http:":"https:";if(/^\/{2}/.test(s)&&(s=a+s),window[i]&&window[i].initialized)window[i].process&&window[i].process();else if(!e.getElementById(n)){var r=e.createElement(t);r.async=1,r.id=n,r.src=s,d.parentNode.insertBefore(r,d)}}(document,"script","infogram-async","//e.infogr.am/js/dist/embed-loader-min.js");Create your own infographicsსახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნდა 5 მლნ-მდე ლარი.პროექტიდან შემოსული თანხა - 21 277 660 ლარი, ამ ეტაპზე, ხმარდება 12 შენობის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში გაიმართა 487 კულტურული ღონისძიება:დამსწრეთა რაოდენობა 430 ათასი 
წაკითხვა
როგორ უნდა იხარჯებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები კონცერტების ორგანიზებისთვის
გამოქვეყნებულია: 2017-01-18 19:18:00
როგორ უნდა იხარჯებოდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები კონცერტების ორგანიზებისთვის. პროექტ "ჩექ ინ ჯორჯიას" ფარგლებში "ბლექ სი არენა" 20 მაისს ლეგენდრაულ "აეროსმიტს" უმასპინძლებს. პროექტი ბიუჯეტს 5.5 მილიონი ლარი უჯდება. გამარტივებული წესით ცატარებულ შესყიდვაზე კითხვები აქვთ მუსიკალურ სფეროში მომუშავე კომპანიებს. მარიკა შალიკაშვილის სიუჟეტი.
წაკითხვა

უახლესი