საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

დაკავება ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით
გამოქვეყნებულია: 2015-03-20 13:06:00
ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით მარნეულში მამაკაცი დააკავეს.გამოძიების ინფორმაციით, ის "ჰეროინს" ინახავდა. გამოძიება 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. 
წაკითხვა
მკვლელობა გურჯაანში
გამოქვეყნებულია: 2015-03-20 13:04:00
გურჯაანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გია ჩუგოშვილმა თანასოფლელი, 25 წლის ჯაბა ელიზბარაშვილი ცივი იარაღით დაჭრა. იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტს გარდაცვლილის მამა შეესწრო, რომელიც დაჭრილია და გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო სამუშაოები ექვმიტანილის დასაკავებლად. სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიებას შინაგან საქმეთა კახეთის მთავარი სამმართველო აწარმოებს.
წაკითხვა
მკვლელობა გურჯაანში
გამოქვეყნებულია: 2015-03-20 11:18:00
გურჯაანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გია ჩუგოშვილმა თანასოფლელი, 25 წლის ჯაბა ელიზბარაშვილი ცივი იარაღით დაჭრა. იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტს გარდაცვლილის მამა ნოდარ ელიზბარაშვილი შეესწრო, რომელიც დაჭრილია და გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული. ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს ოპერატიული სამძებრო სამუშაოები ექვმიტანილის დასაკავებლად. სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიებას შინაგან საქმეთა კახეთის მთავარი სამმართველო აწარმოებს. წყარო: "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა
ვაკის გამგებლის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2015-03-19 20:30:00
კიდევ ერთი დაკავებული დედაქალაქის მთავრობაში - ამჯერად აყვანილია ვაკის გამგებლის მოადგილე, რომელსაც ქრთამის აღებაში ედება ბრალი. გამოძიების ინფორმაციით, მამუკა ცაავა მარტის დასაწყისში ერთ-ერთ მოქალაქეს სამსახურის დაწყებაში დახმარებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი ქრთამის სახით, ეტაპობრივად მისგან 3 000 ევრო აიღო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სწორედ გამგებლის მოადგილის დაკავების გამო, დედაქალაქის მთავრობაში საგანგებო თათბირი მიმდინარეობს. მას თბილისის მერიც ესწრება.
წაკითხვა
დაკავება დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის
გამოქვეყნებულია: 2015-03-19 13:39:00
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1974 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 51 აბი ე. წ. ბიო და დიდი ოდენობით კანაფის ფისი ამოიღეს.
წაკითხვა
დაკავება ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე
გამოქვეყნებულია: 2015-03-19 13:34:00
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ერთ კილოგრამამდე ოქროს ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საქართველოს ტერიტორიაზე ძვირფასი ლითონისგან დამზადებული ანტიკვარული ნივთები და ოქროს ნაკეთობები გადმოიტანა. ბრალდებულს 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
წაკითხვა
თავდასხმა და ძარცვა ზუგდიდში
გამოქვეყნებულია: 2015-03-17 13:26:00
 თავდასხმა და ძარცვა ზუგდიდში- ვალუტით მოვაჭრე ქალს თავს დაესხნენ. მძარცველებმა მისი მანქანის მინები დაამტვრიეს და სახეზე დაუდგენელი სითხე შეასხეს. ქალბატონს სახის არეში დაზიანებები აქვს. ის ზუგდიდის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.გავრცელებულლი ინფორმაციით, თავდამსხმელები ორი მანქანით გადაადგიდებოდნენ, მიმალვის დროს ერთ-ერთის ავტომობილი დაწვეს, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო- სამაშველო სამსახური.
წაკითხვა
დაკავება უაქციზო საქონლის გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე
გამოქვეყნებულია: 2015-03-16 12:59:00
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, უაქციზო საქონლის გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა. გამოძიების ვერსიით, მან ალკოჰოლი და სიგარეტი უკანონოდ გაყიდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
წაკითხვა
მესტიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია პოლიციელი
გამოქვეყნებულია: 2015-03-13 16:41:00
13 მარტს, მესტიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია პოლიციელი. საოლქო პროკურატურამ სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო დეპარტამენტის მე-9 სამმართველოს ოპერატიული მორიგე კახა მარგიანი დააკავა. გამოძიების ვერსიით, მარგიანთან აწ უკვე გარდაცვლილი სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც მხარეებს შორის შელაპარაკება მოხდა. ჩხუბის შემდეგ სტუმრები და მასპინძელი ერთმანეთს დაშორდნენ. რამდენიმე წუთში კახა მარგიანმა ცეცხლსასროლი იარაღით ქუჩაზე ფეხით მიმავალ გიორგი რატიანს და ზაზა ჯაფარიძეს ესროლა. გიორგი რატიანი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ზაზა ჯაფარიძე ზურგის არეში დაიჭრა.
წაკითხვა
მკვლელობა მესტიაში
გამოქვეყნებულია: 2015-03-13 14:27:00
მესტიაში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ყოფილი თანამშრომელი მოკლა.  შემთხვევა   ურთიერთშელაპარაკებისას მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შემდეგ ყოფილი მესაზღვრე ადგილზე გარდაიცვალა.  დაჭრილია შემთხვევის ადგილზე მყოფი კიდევ ერთი პირი.  მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია და მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. მკვლელობა მესტიაში დღეს, გამთენიისას მოხდა, წყარო: "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა
ავლაბარში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2015-03-12 13:15:00
ავლაბარში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცველებმა ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში მცხოვრები მამაკაცი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღით მამინაცვალი მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
წაკითხვა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა რუსეთის მოქალაქე დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2015-03-11 13:16:00
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე, გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, გიორგი თედეევი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, ბრალდებულმა  ქ.თბილისის ტერიტორიაზე  ქართული აქციზური მარკის გარეშე გადაზიდა და გაასაღა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ძვირად ღირებული ალკოჰოლური სასამელი „ჯეკ დენიელსი“ და „ნეფტი“. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 დან 4 წლამდე ვადით.
წაკითხვა
შსს-მ დიდი ოდენობით "ჰეროინი" ამოიღო
განახლებულია: 2015-03-11 13:15:00
შსს-მ დიდი ოდენობით "ჰეროინი" ამოიღო. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში სამართალდამცველებმა  ერთი პირი დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 5 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.   ნარკოლოგიური შემოწმებით დადგინდა, რომ დაკავებული "ჰეროინის" ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. 
წაკითხვა
საქართველოში თურქეთის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს
განახლებულია: 2015-03-11 13:14:00
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ   თურქეთის რესპუბლიკის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა. თურქეთის მოქალაქე სამართალდამცავებმა ქობულეთის რაიონში დააკავეს. დაკავებული  2013 წლის 2 მაისიდან ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის იძებნება. მას, თურქეთის რესპუბლიკის სასამართლოს მიერ 17 წლისა და 25 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამჟამად დაკავებულის თურქეთში ექსტრადიციისთვის შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.
წაკითხვა
თელავში მომხდარი მკვლელობა გახსნილია
განახლებულია: 2015-03-11 13:08:00
თელავში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. დაკავებულია ახმეტის რაიონის ინსპექტორ- გამომძიებელი გიორგი იორამაშვილი. წინასწარი ინფორმაციით, მოტივი პირადი შურისძიება და ვალის გამო დაწყებული დავა გახდა. ოფიციალური ვერსია ამ დრომდე უცნობია. მკვლელობის დროს დაჭრილი ირაკლი ბოჭორიშვილი ამ დრომდე თელავის რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობს. მკვლელობა თელავში, ლეგიონის დასახლებაში მოხდა. ძმებს - ირაკლი და ანდრო ბოჭორიშვილებს ცეცხლსასროლი იარაღიდან   ესროლეს. 
წაკითხვა
სასწრაფოდ
თელავში მომხდარი მკვლელობა გახსნილია - დაკავებულია ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი იორამაშვილი
გამოქვეყნებულია: 2015-03-10 21:07:00
რამდენიმე წუთის წინ პროკურატურის მიერ გავრცელებული  განცხადებით, თელავში მომხდარი მკვლელობა გახსნილია,  დაკავებულია ახმეტის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი იორამაშვილი, რომელიც ეჭვმიტანილია ძმებ ბოჭორიშვილებზე თავდასხმაში.
წაკითხვა
სასწრაფოდ
მკვლელობა თელავში - "მოამბის" გადამღები ჯგუფი თავდასხმის ადგილიდან
გამოქვეყნებულია: 2015-03-10 20:16:00
საგანგებო ზომებია მიღებული თელავში. პოლიცია ქალაქის ყველა გასასვლელს ამოწმებს. მიზეზი ცოტა ხნის წინ მომხდარი დანაშაულია. მოკლულია ირაკლი ბოჭორიშვილი, მისი დაჭრილი ძმა კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. "მოამბის"  გადამღები ჯგუფი უკვე თელავშია - თამარ გოგესაშვილი დეტალებით.
წაკითხვა
საგანგებო ზომები თელავში - სამართალდამცავები მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეძებენ
გამოქვეყნებულია: 2015-03-10 20:08:00
საგანგებო ზომებია მიღებული თელავში - პოლიცია ქალაქის ყველა გასასველს ამოწმებს. მიზეზი ცოტა ხნის წინ მომხდარი დანაშაულია. მოკლულია ირაკლი ბოჭორიშვილი, მისი დაჭრილი ძმა კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი ვერსიით, დანაშაულში პოლიციის თანამშრომელია ეჭვმიტანილი. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. ძმების სახლთან მომხდარი შემზარავი შემთხვევა და თავდასხმის წინასწარი ვერსიები - პოლიცია დამნაშავეს ამ დრომდე ეძებს. "მოამბის" გადამღები ჯგუფი უკვე თელავშია, თავდასხმის ადგილზე თამარ გოგესაშვილი მუშაობს.
წაკითხვა
დაკავება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით
გამოქვეყნებულია: 2015-03-10 13:16:00
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში მამაკაცი დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს.  ნარკოლოგიური შემოწმებით მას "მეტადონის" მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. 
წაკითხვა
დაკავება ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე
გამოქვეყნებულია: 2015-03-09 13:01:00
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა საქართველოში დიდი ოდენობით ყალბი ამერიკული დოლარი შემოიტანა და გაასაღა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
წაკითხვა