საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

პოლიციელის განზრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა
განახლებულია: 2014-12-30 16:45:00
პოლიციელის განზრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილ რამაზ დევაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს ბესიკ მამულაძის მიმართაც, რომელიც ბათუმის ღამის კლუბ „ლეგასში“ დევაძესთან ერთად იმყოფებოდა. მითითებულ პირს პროკურატურა ხულიგნობაში სდებს ბრალს. თუმცა პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. დაკავებულის ადვოკატი 200 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების შუამდგომლობას აყენებდა, ბესიკ მამულაძის ადვოკატები კი მისი დაცვის ქვეშ მყოფის 5 -ათასილარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ორივე ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. პოლიციელის მკვლელობისთვის ბრალდებული დევაძე სარფის საბაჟოს გადაკვეთისას დააპატიმრეს, მამულაძე კი - ამოცნობის პროცედურის შემდეგ. თარაშ მუკბანიანი კლუბ „ლეგასში“ 2 დღის წინ მომხდარი ინციდენტის დროს ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაიჭრა.
წაკითხვა
თავდასხმა ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდზე
გამოქვეყნებულია: 2014-12-30 10:43:00
თავდასხმა  ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდზე - იტალიაში განხორციელებული თავდასხმის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა "პრაიმ ქრაიმი" აქვეყნებს.გამოცემის ცნობით, 26 წლის გიორგი ბურდულს, იმავე გიგა "დიდუბსკის"  სნაიპერმა მაშინ ესროლა, როდესაც ის საკუთარ სახლში კომპიუტერთან მუშაობდა. გიორგი ბურდულს ტყვია თავის არეში მოხვდა, ის კომატოზურ მდგომარეობაში ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
წაკითხვა
დაკავება ხულიგნობის ბრალდებით
გამოქვეყნებულია: 2014-12-29 10:56:00
ჯგუფური ხულიგნობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 27 დეკემბერს, ღამის საათებში, ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში ბრალდებული და მისი მეგობარი უხეშად არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ კლუბში მყოფ პირებს. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დაკავებული არის თანმხლები იმ პირისა, რომელმაც იმავე საღამოს კლუბში სასიკვდილოდ დაჭრა შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეშვიდე განყოფილების უმცროსი ინსპექტორი. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
წაკითხვა
4 დაჭრილი და ერთი გარდაცვლილი - დაპირისპირება ბათუმის ღამის კლუბში
განახლებულია: 2014-12-27 16:40:00
ბათუმში ღამით პოლიციის თანშრომელი მოკლეს. თვითმხილველების თქმით, ღამის კლუბ "ლეგასთან" ჩხუბი ღამიოს 2 სათზე დაიწყო. ინციდენტის შედეგად დაიჭრა  5 ადამიანი, ერთი მათგანი გარდაიცვალა. ჩხუბის მიზეზი უცნობია. პოლიციელის განზრახ მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი უკვე დააკავეს. ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად  სამართალდამცველებმა 1983 წელს დაბადებული მამაკაცი სარფის
წაკითხვა
დაკავება ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების და ჯგუფურად ქრთამის აღების ფაქტზე
გამოქვეყნებულია: 2014-12-27 12:41:00
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული სამმართველოს ოთხი თანამშრომელი დააკავეს. გამოძიება ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების და ჯგუფურად ჩადენილი ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 6- დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, დაკავებულები, სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში მისაღები გადაწყვეტილების სანაცვლოდ, მოქალაქეებს, ქრთამის სახით, დამატებით თანხებს სძალავდნენ.
წაკითხვა
ქართველების დაკავება ესპანეთში
გამოქვეყნებულია: 2014-12-27 12:33:00
ესპანეთში კრიმინალური დაჯგუფება "ლობენდას" ოთხი ქართველი წევრი დააკავეს.ერთ-ერთი ესპანური გამოცემის ინფორმაციით, კრიმინალური დაჯგუფების წევრები ესპანეთის სხვადასხვა ქალაქში ბინებს ძარცვავდნენ. მძარცველები ბინაში იმ დროს შედიოდნენ, როცა იქ არავინ იმყოფებოდა. სამოქალაქო გვარდიის განცხადებით, დაკავებულების ბინებიდან ამოიღეს რამდენიმე კილოგრამი მოპარული საიუველირო ნაკეთობა, კომპიუტერული მოწყობილობები, ყალბი დოკუმენტები, რევოლვერის ტყვიები და ბინის გასაღებად საჭირო ინსტრუმენტები.
წაკითხვა
თბილისში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2014-12-26 13:39:00
საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ერტას ჰაჯი ალი დააკავეს. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ჰაჯი ალის დაკავება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს მოხდა. როგორც  შსს-ში განაცხადეს, ის ანკარის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნაში 2014 წლის 15 მაისიდან იმყოფებოდა.ერტას ჰაჯი ალის ბრალად ედება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 82/1–დ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს გამოძალვას და ორი ან მეტი პირისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას. აღნიშნული დანაშაულისთვის დაკავებულს თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით, 19 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.ამჟამად ერტას ჰაჯი ალი დაკავებული და გადაყვანილია თბილისის  დროებითი მოთავსების იზოლატორში. მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
წაკითხვა
მოსკოვის პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა
გამოქვეყნებულია: 2014-12-26 13:27:00
მოსკოვის პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა, რომლებიც, გამოცემა "რეინბოუს" ინფორმაციით, საიუველირო სალონებზე სერიულ ყაჩაღურ თავდასხმებში არიან ეჭვმიტანილი. ერთ-ერთი დაკავებულის ბინის ჩხრეკისას მოსკოვში ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა მილიონ რუბლზე მეტი თანხა, ტრავმატული იარაღი, ტელეფონები და ნიღბები ამოიღეს, რომლითაც თავდასხმებს ახორციელებდნენ.წყარო: "ინტერპრესნიუსი"
წაკითხვა
მთაწმინდაზე მოზარდებმა ერთმანეთი დაჭრეს
გამოქვეყნებულია: 2014-12-25 11:40:00
ინციდენტი მთაწმინდაზე - მოზარდებმა ერთმანეთი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა ღამით, დაახლოებით 11:00 საათზე მოხდა. დაშავებულები იაშვილისა და რესპუბლიკურ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთი მათგანის მდგომაროება სტაბილური იყო, რის გამოც ის რამდენიმე საათში გაწერეს იაშვილის სახელობის კლინიკიდან. რაც შეეხება მეორეს, ექიმების თქმით, მისი მდგომარეობაც სტაბილურია.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
წაკითხვა
გალში ყაჩაღობა მსხვერპლით დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2014-12-24 17:04:00
მსხვერპლით დასრულდა მორიგი ყაჩაღური თავდასხმა გალის რაიონის სოფელ მუხურში.რამდენიმე შეარაღებული პირი ბულისკირიების ოჯახში ავტომატით შეიჭრა. მოკლეს ოჯახის უფროსი. 22 წლის ახალგაზრდას კი ბლაგი საგნით მიაყენეს ჭრილობები. დაზარალებული ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გალის რაიონში  ყაჩაღური თავდასხმის დროს ორი ადამიანი მოკლეს.
წაკითხვა
როგორ ხედავს ყოფილი მთავარი პროკურორი პროკურატურის მომავალს
გამოქვეყნებულია: 2014-12-23 16:58:00
როგორ ხედავს ყოფილი მთავარი პროკურორი პროკურატურის მომავალს - არჩილ კბილაშვილმა საკუთარი  ყოფილი უწყების რეფორმის კონფეცფია წარმოადგინა. საკუთარ პროექტში ექსმაღალჩინოსანი ხელისუფლებას მთავარი პროკურორის დანიშვნის ახალ წესს სთავაზობს. კერძოდ,: მთავრობამ პრეზიდენტს რამდენიმე კანდიდატურა უნდა შესთავაზოს, სახელმწიფოს მეთაურმა კი შერჩეული ერთი კანდიდატი პარლამენტს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს. კბილაშვილის კონცეფციის მიხედვით, საგამოძიებო უწყების პირველი პირი 5 ან 6 წლის ვადით უნდა აიარჩიონ, თუმცა დანაშაულის შემთხვევაში ის იმპიჩმენტის წესით უნდა გათავისუფლდეს. პროექტში ასევე წერია, რომ, თუ საზოგადოების მხრიდან მთავარი პროკურორის მიმართ ნდობა შემცირდება, პრეზიდენტი იტოვებს საგამონაკლისო უფლებას, რომ ის, პარლამენტთან შეთანხმებით, პოსტიდან გადააყენოს. ყოფილი თანაგუნდელის კონცეფციას უკვე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი, რომელიც არჩილ კბილაშვილს პროკურატურის რეფორმირების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე იწვევს. ექსმთავარი ბრალმდებლის ხედვას აფასებენ უფლებადამცველებიც.
წაკითხვა
დაკავება ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის
გამოქვეყნებულია: 2014-12-22 11:53:00
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, სამართალდამცველებმა რუსთავში მცხოვრები მოქალაქე დააკავეს.ბრალდებული წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში იმ დროს აიყვანეს, როდესაც ის ქვეყნის დატოვებას და მიმალვას ცდილობდა.გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდიდა. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
წაკითხვა
ნიუ იორკში შეიარაღებულმა მამაკაცმა ორი პოლიციელი მოკლა
გამოქვეყნებულია: 2014-12-21 13:43:00
ნიუ იორკში შეიარაღებულმა მამაკაცმა ორი პოლიციელი მოკლა. სამართალდამცველების ინფორმაციით, 28 წლის აფროამერიკელმა მამაკაცმა ბრუკლინის უბანში საპატრულო ავტომობილში მჯდომ პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, ხოლო შემდეგ მეტროსადგურში გაიქცა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.თვითმხილველები აცხადებენ, რომ ადგილზე 8 გასროლა მოხდა. ერთი პოლიციელი ადგილზევე დაიღუპა, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. გავრცელებული ინფორმაციით, აფროამერიკელმა მამაკაცმა რამდენიმე დღის წინ ყოფილი მეგობარი გოგონა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, შემდეგ კი სოციალურ ქსელებში პოლიციის საწინააღმდეგო შეტყობინებები გამოაქვეყნა.
წაკითხვა
ავსტრალიაში მომხდარი საზარელი მკვლელობა გახსნილია
გამოქვეყნებულია: 2014-12-20 13:11:00
ავსტრალიაში მომხდარი საზარელი მკვლელობა გახსნილია. 8 ბავშვის მკვლელობაში მათივე დედაა ეჭვიმატნილი. 34 წლის ქალბატონი ჭრილობებით საავადმყოფოშია მოთავსებული. სამართალდამცველებმა მისი დაკითხვა ადგილზე განახორციელეს, თუმცა დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავს იკავებენ.  მკლელობას 18 თვიდან 15 წლამდე ასაკის 8 მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათი ცხედრები უფროსმა, 20 წლის ბიჭმა აღმოაჩინა. 
წაკითხვა
სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ფაქტი გამოვლინდა
გამოქვეყნებულია: 2014-12-20 12:22:00
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა  სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის დაუფლების, სამსახურებრივი სიყალბის და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტი გამოავლინეს. დაკავებული არიან ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის თემის ყოფილი რწმუნებული, სოფელ სტალინის თემის ყოფილი სპეციალისტი და სამი მოქალაქე. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქეებმა განიზრახეს, აჭარის შემოვლითი გზის მშენებლობის არეალში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ, მოსახლეობისთვის საკომპენსაციოდ გამოყოფილი თანხის მოტყუებით დაუფლება, რისთვისაც, კომპენსაციის სახით,  საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან მოტყუებით მიიღეს 98 ათას 902 ლარი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, ასევე 341-ე მუხლით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც, სასჯელის სახით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.
წაკითხვა
შემზარავი ფაქტი ავსტრალიაში - ქვინსლენდში 8 მოზარდის ცხედარი აღმოაჩინეს
განახლებულია: 2014-12-19 20:50:00
ავსტრალიელმა სამართალდამცველებმა კვინსლენდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 8 მოზარდის ცხედარი აღმოაჩინეს. როგორც პოლიციაში განმარტავენ, 18 თვიდან 15 წლამდე ასაკის  დაღუპული ბავშვები და-ძმანი არიან.
წაკითხვა
კანადაში გაუჩინარებული მარიამ მახნიაშვილის საქმე დაიხურა, გამოძიებას კი მთავარ კითხვებზე პასუხი ისევ არ აქვს
გამოქვეყნებულია: 2014-12-19 01:34:00
„მოამბე“ უბრუნდება კანადაში გაუჩინარებული მარიამ მახნიაშვილის თემას - დაკარგული გოგონას გვამის პოვნიდან 2 წლის შემდეგ, გამოძიებას ისევ არ აქვს პასუხი კითხვაზე - ვინ და რატომ მიიყვანა მარიამ მახნიაშვილი გზატკეცილის ხიდთან, გადახტა თუ გადააგდეს, თავი მოიკლა თუ მოკლეს.გარდაცვლილის დედისგან ცნობილი ხდება, რომ კანადაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე დაიხურა. ამ დრომდე ციხეში რჩება დაღუპულის მამა. ვახტანგ მახნიაშვილმა ტორონტოში სამი ადამიანი დაჭრა. ყველა მათგანს ის ქალიშვილის დაკარგვაში ადანაშაულებდა. სასამართლომ ბრალდებულს 2011 წელს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. „მოამბისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ვახტანგ მახნიაშვილის საქმე დროებით ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭომ განიხილა. მას გათავისუფლებაზე უარი ეთქვა.პატიმრის საქართველოში გადმოყვანისთვის ოჯახი დახმარებას საქართველოს მთავრობას სთხოვს.ექსკლუზიური ინტერვიუ მსჯავრდებულის მეუღლესთან „მოამბემ“ ტორონტოში ტელეფონით ჩაწერა.
წაკითხვა
სასაზღვრო პოლიციამ ოქროს უკანონოდ შემოტანის ფაქტი გამოავლინა
გამოქვეყნებულია: 2014-12-18 13:38:00
ოქროს მალულად გადმოტანის ფაქტზე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ 1940 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ამხილა.გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირმა, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები, რომელთა საბაზრო ღირებულება 35 592 ლარს შეადგენს.
წაკითხვა
„ჰერმესის“ თანამშრომელი ქრთამის აღებისთვის დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2014-12-18 13:30:00
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ქალაქ თბილისის მერიის დაფუძნებული შპს „ჰერმესის“ ერთ-ერთი თანამშრომელი მურმან ჩ. დააკავა.გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს, მიწის ნაკვეთების უკანონოდ გადაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 2000 ლარი გამოართვა.საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
წაკითხვა
მკვლელობა თელავის რაიონში
გამოქვეყნებულია: 2014-12-17 20:37:00
58 წლის მამაკაცი მეუღლის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. შემთხვევა თელავის რაიონის სოფელ რუისპირში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცოლს ცივი იარაღით გულის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შემდეგ საცხოვრებელი სახლის ეზოში გავიდა და იმავე დანით თვითდაზიანება მიიყენა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი ცოლ-ქმარი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ქალი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მკვლელობაში ეჭვმიტანილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
წაკითხვა

უახლესი