საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ვანის რაიონში ძმამ ძმა მოკლა
განახლებულია: 2017-01-10 16:15:00
ვანის რაიონში ძმამ ძმა მშობლების თვალწინ მოკლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. 1998 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, პირი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით აიყვანეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ვანის რაიონის სოფელ ყუმურში სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა საკუთარ ძმას, და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
წაკითხვა
სამართალდამცავებმა უკანონო იარაღი ამოიღეს
განახლებულია: 2017-01-10 12:32:00
სამართალდამცავებმა უკანონო იარაღი ამოიღეს. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირია დაკავებული. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი, "ნაგანის" ტიპის რევოლვერი და 19 ვაზნა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
წაკითხვა
თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“ გლდანში - შსს-მ გამოძიება დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-01-10 11:27:00
გლდანის მე-5 მიკრორაიონში  „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალი დააყაჩაღეს. შემთხვევა დილის საათებში მოხდა.სავარაუდოდ, ერთმა თავდამსხმელმა ბანკიდან ფული გაიტაცა. ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ. როგორც საზოგადოებრივს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას ითვალისწინებს.
წაკითხვა
სასწრაფოდ
მკვლელობა ვანის რაიონში - ბრალდებული მოკლულის ძმაა
გამოქვეყნებულია: 2017-01-09 21:41:00
ვანის რაიონის სოფელ ყუმურში მომხდარ მკვლელობაში მოკლულის ძმაა ბრალდებული. როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1998 წელს დაბადებული გ.გ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ვანის რაიონის სოფელ ყუმურში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა თავის ძმას, 1992 წელს დაბადებულ კ. გ.-ს და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.შსს-ს ცნობით, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა -  108-ე მუხლით).
წაკითხვა
ნიკა გვარამიას ქალაქის პოლიციის სამმართველოში დაკითხავენ
გამოქვეყნებულია: 2017-01-07 20:24:00
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაკითხვაზე დაიბარეს. ის ამ დროისთვის ქალაქის პოლიციის სამმართველოშია მისული. გვარამიამ ჩვენება დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით უნდა მისცეს, რა დროსაც, მისი თქმით, 4 პირი რესტორანში თავს დაესხა.   როგორც საზოგადოებრივს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.გვარამია აცხადებს, რომ მამის დასაფლავების შემდეგ, მეგობრებთან ერთად, ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა. „შუქი ჩაქრა და უკვე წამოსასვლელად ვემზადებოდით, რომ თავს დაგვესხნენ ჩუმად, მიპარვით, სიბნელეში. მოგვაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მე ბოლო დღეების უძილობის და სტრესის გამო, იმდენად გაბრუებული ვარ, ვერც მოვასწარი რეაგირება და საერთოდაც ვერაფერს მივხვდი, სანამ იატაკზე არ გამოვფხიზლდი. ეგრევე გამოვიძახე პატრული. ირგვლივ კამერებია. თავდამსხმელების მაგიდაზე ყველაფერს მათი ანაბეჭდები აქვს“, - აცხადებს გვარამია. შემთხვევა დღეს, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა.
წაკითხვა
სასწრაფოდ
ნიკა გვარამიას განცხადებით, რესტორანში ფიზიკურად გაუსწორდნენ
განახლებულია: 2017-01-07 20:09:00
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ერთ-ერთ რესტორანში მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.ამის შესახებ ინფორმაცია მან საზოგადოებრივს სატელეფონო საუბრისას დაუდასტურა.გვარამია აცხადებს, რომ მამის დასაფლავების შემდეგ, მეგობრებთან ერთად, ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა. „შუქი ჩაქრა და უკვე წამოსასვლელად ვემზადებოდით, რომ თავს დაგვესხნენ ჩუმად, მიპარვით, სიბნელეში. მოგვაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მე ბოლო დღეების უძილობის და სტრესის გამო, იმდენად გაბრუებული ვარ, ვერც მოვასწარი რეაგირება და საერთოდაც ვერაფერს მივხვდი, სანამ იატაკზე არ გამოვფხიზლდი. ეგრევე გამოვიძახე პატრული. ირგვლივ კამერებია. თავდამსხმელების მაგიდაზე ყველაფერს მათი ანაბეჭდები აქვს“, - აცხადებს გვარამია. მისი თქმით, სულ 4 თავდამსხმელი იყო, რომლებიც მიიმალნენ. შემთხვევა დღეს, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. გვარამია აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე პოლიციელები მუშაობენ. როგორც საზოგადოებრივს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
წაკითხვა
ქუთაისში ჩვილის პოვნასთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ხდება ცნობილი
გამოქვეყნებულია: 2017-01-07 14:26:00
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე პოლიეთილენის პარკში გახვეული ჩვილი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ღობეზე ჩამოკიდებული იპოვეს. როგორც საზოგადოებრივის კორესპონდენტი იტყობინება, მათ ბავშვის ტირილის ხმა გაიგონეს, მისი აღმოჩენის შემდეგ კი, ფაქტის შესახებ სამართალდამცველებს აცნობეს.ჩვილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. როგორც ირკვევა, ახალშობილი გოგონა სამი დღისაა. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 173-ე მუხლით დაიწყო, რაც შვილად ან შვილობილად აყვანის წესის დარღვევას ითვალისწინებს.
წაკითხვა
სასწრაფოდ
ქუთაისში პოლიეთილენის პარკში გახვეული ჩვილი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-01-07 12:58:00
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე პოლიეთილენის პარკში გახვეული ჩვილი იპოვეს.როგორც საზოგადოებრივის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ჩვილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 173-ე მუხლით დაიწყო, რაც შვილად ან შვილობილად აყვანის წესის დარღვევას ითვალისწინებს.
წაკითხვა
ბათუმში სუპერმარკეტის თანამშრომლები დააყაჩაღეს
გამოქვეყნებულია: 2017-01-06 16:20:00
ბათუმში სუპერმარკეტის თანამშრომლები დააყაჩაღეს. ეს თავდასხმის მეორე შემთხვევაა. მანამდე აღნიშნული მარკეტი სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა დააყაჩაღა. თანხასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, სუპერმარკეტის თანამშრომლებს ასეულობით ათასი ლარი წაართვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღიძრა 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი დაკავებული არ არის.
წაკითხვა
ბათუმში მარკეტების ქსელის თანამშრომლები დააყაჩაღეს
გამოქვეყნებულია: 2017-01-06 15:12:00
ბათუმში სუპერმარკეტების ქსელის „იალჩინის“ ორი თანამშრომელი დააყაჩაღეს. შემთხვევა გვიან ღამით ბათუმში, აეროპორტის ტერიტორიაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა 150 ათასი ლარი გაიტაცეს.ბოლო რამდნიმე დღის განმავლობაში, ეს უკვე სუპერმარკეტზე ყაჩაღობის მეორე შემთხვევაა.31 დეკემბერს „იალჩინში“ მდებარე სავალუტო ჯიხური „სანტა კლაუსის“ ფორმაში გამოწყობილმა მძარცველმა დააყაჩაღა და 60 ათასამდე ლარი გაიტაცა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება
წაკითხვა
ბათუმში ლომბარდი გაქურდეს
გამოქვეყნებულია: 2017-01-06 14:57:00
ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე ლომბარდი გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია მხოლოდ შესანახ სალაროში არსებული თანხა და ძვირფასეულობა. გარდა ლომბარდისა, შენობაში განთავსებულია ტელეფონებისა და საათების სექციაც. შემთხვევა გუშინ, საღამოს მოხდა. ფაქტზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
წაკითხვა
სასამართლომ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო
გამოქვეყნებულია: 2017-01-06 13:28:00
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრების მიმართ არაერთგზის ძალადობის ჩადენისთვის, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი თამაზ ჭიტაძე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის II ნაწილის „ა“  „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით. ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 12 სექტემბერს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თამაზ ჭიტაძემ ადიგენის რაიონის სოფელ პატარა სმადაში, მისსავე საცხოვრებელ ბინაში დედას ც.ჭ.-ს და არასრულწლოვან შვილს ნ. ჭ.-ს სრულიად უმიზეზოდ მიაყენა შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელთა დამცირება და ტანჯვა გამოიწვია. სისხლის სამართლის საქმის განხილვისას ასევე დადასტურდა, რომ თამაზ ჭიტაძე სხვადასხვა დროს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი, დედას და შვილს სისტემატიურად აყენებდა  შეურაცხყოფას, ემუქრებოდა და ამცირებდა.თამაზ ჭიტაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის II ნაწილის „ა“  „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვანისა და ოჯახის  ორი წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით  შეეფარდა გირაო 5000 ლარის ოდენობით.    აღსანიშნავია, რომ თამაზ ჭიტაძე დედისა და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის რამდენჯერმეა ნასამართლევი. 2014 წლის 2 ივლისს,  ახალციხის რაიონულმა სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახით შეუფარდა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 120 საათი. ვინაიდან იგი თავს არიდებდა სასჯელის მოხდას, სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე შეეცვალა ჯარიმით 1125 ლარის ოდენობით. ასევე, თამაზ ჭიტაძე 2015 წლის 27 თებერვლის სასამართლოს განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის II ნაწილის „ა“ „ბ“ „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით და ჯარიმა 1125 ლარი განესაზღვრა.ახალციხის რაიონულმა სასამართლომ თამაზ ჭიტაძე სრულად სცნო დამნაშავედ  წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  თავისუფლების აღკვეთა ერთი წლისა და ექვსი თვის ვადით განუსაზღვრა. ვინაიდან თამაზ ჭიტაძეს ახალციხის რაიონულ სასამართლოს მიერ 2015 წლის 27 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - ჯარიმა 1125 ლარის ოდენობით მოუხდელი ჰქონდა, იგი მიემატა 2016
წაკითხვა
ბათუმში ლომბარდი გაქურდეს
გამოქვეყნებულია: 2017-01-05 19:35:00
ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე ლომბარდი გაქურდეს. გარცელებული ინფორმაციით, წაღებულია შესანახ სალაროში არსებული თანხა და ძვირფასეულობა. გარდა ლობარდისა, შენობაში განთასებულია ტელეფონებისა და საათების სექციაც. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ფაქტზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
წაკითხვა
შემზარავი დანაშაული თბილისში - ქმარი ცოლის მკვლელობაშია ბრალდებული
განახლებულია: 2017-01-04 20:18:00
ქმარი ცოლის მკვლელობაშია ბრალდებული - შემზარავი დანაშაული თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა მეუღლე თოკით გაგუდა, მოგვიანებით კი სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა. მოკლულის ცხედარი პოლიციის თანამშრომლებმა მისსავე საცხოვრებელ ბინაში აღმოაჩინეს. დანაშაულის მოტივე ამ დრომდე დაუდგენელია. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ცოლ-ქმარს აღმაშენებლის 115-ში ბინა 2011 წლიდან ჰქონდა ნაქირავები. 
წაკითხვა
სასწრაფოდ
მკვლელობა აღმაშენებელზე - გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი მოკლა
განახლებულია: 2017-01-04 16:19:00
მკვლელობა აღმაშენებელზე - გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი თოკით გაგუდა. წინასწარი ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული დააკავეს. გარდაცვლილი მეზობლებმა სახლში იპოვეს. ადგილობრივების განცხადებით, ბრალდებული სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა. ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ შემთხვევის ადგილზე. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს დეტალებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
წაკითხვა
შსს-მ ჯგუფური თაღლითობის ბრალდებით 4 პირი დააკავა, ხოლო ერთი პასუხისგებაში მისცა
განახლებულია: 2017-01-04 12:17:00
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, 4 პირი დააკავეს, ხოლო ერთი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა შპს „ნპ საქართველო“ და შპს „მოტორ ლაინ ქომფანი“ დააფუძნეს და ერთ-ერთ ვებგვერდზე რეკლამა განათავსეს, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპის ქვეყნებიდან მოქალაქეთათვის სასურველი ავტომანქანები საბაზრო ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასად ჩამოჰყავდათ. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულები მოქალაქეებთან ყალბ ხელშეკრულებებს აფორმებდნენ, რომელთა საშუალებითაც ვალდებულებას იღებდნენ, მითითებული ავტომობილები ხელმოწერიდან 60 დღის ვადაში ჩამოეყვანათ, ხოლო მოქალაქეებს თანხები შესაბამის ანგარიშებზე ავტომანქანების ჩამოსვლამდე, წინასწარ უნდა ჩაერიცხათ. აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის საშუალებით, ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ მოქალაქეების კუთვნილ 115 300 აშშ დოლარს და 1900 ევროს.პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 7200 აშშ დოლარი, ხოლო ბრალდებულების კუთვნილი კომპანიების ოფისებიდან სხვადასხვა დოკუმენტაცია და კომპიუტერები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. მხილებული პირის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).
წაკითხვა
ლიტვამ რუსეთს საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის გადაცემაზე უარი უთხრა
გამოქვეყნებულია: 2017-01-03 23:29:00
ლიტვის გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, არ გადასცეს რუსეთს საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ მაისურაძე. ამის შესახებ DELFI რუსულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.ლიტვური მხარის ოფიციალურ წერილში აღნიშნულია, რომ ექსტრადირებაზე უარს საქმის მასალებიდან გამომდინარე აცხადებენ, ვინაიდან მასში პოლიტიკური მოტივი იკვეთება და საქართველოს მიმართ რუსეთის შიდა პოლიტიკას უკავშირდება.DELFI-ს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ვილნიუსის სამხარეო სასამართლომ უნდა დაადასტუროს. ზურაბ მაისურაძე გასული წლის 2 დეკემბერს ვილნიუსის აეროპორტში დააკავეს, ვინაიდან ის რუსეთის ინტერპოლის ინიციატივით, საერთაშორისო ძებნილი იყო.მედიის ცნობით, მაისურაძის მიმართ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება გამოიყენეს და რამდენიმე დღეში გაუშვეს. 
წაკითხვა
თბილისში „საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს
განახლებულია: 2017-01-03 20:24:00
თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, საქართველოს ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს, ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 179-ე (ყაჩაღობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება), მუხლით დაიწყო.მომხდარის სხვა დეტალებზე შსს-ში არ საუბრობენ. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. 
წაკითხვა
ბათუმში სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა მაღაზია დააყაჩაღა
გამოქვეყნებულია: 2017-01-03 16:17:00
ბათუმში სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა მაღაზია დააყაჩაღა. ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე თურქული მარკეტი ღამით გაძარცვეს. თანამშრომლების ცნობით, 40 ათას ლარამდე თანხაა წაღებული. მომხართან დაკავშირებით საქმე აღიძრა „სისხლის სამართლის კოდექსის“ 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი ჯერ დაკავებული არ არის.
წაკითხვა
საბი ბერიანისა და ბიანკა შიგუროვას საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-01-03 16:15:00
საქართველოს მთავარი პროკურატურა ბექა (საბი) ბერიანის მკვლელობასა და ბიანკა შიგუროვას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ ლევან კოჭლაშვილის მიმართ უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ლევან კოჭლაშვილი დამნაშავედ სცნო ძალადობაში, განზრახ მკვლელობასა და ცეცხლის წაკიდებით ჩადენილ სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 125-ე მუხლის პირველი და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. “სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2014 წლის 10 ნოემბერს, დაახლოებით, 20:00 საათზე, ქ.თბილისში, ბუხაიძის ქუჩაზე ლევან კოჭლაშვილმა ტრანსგენდერ ბიანკა შიგუროვას მიმართ, მისსავე საცხოვრებელ სახლში განახორციელა ფიზიკური ძალადობა და მიაყენა სხეულის დაზიანებები.იმავე დღეს, ლევან კოჭლაშვილს დაახლოებით 22:30 საათზე, ქ.თბილისში, პეკინის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ ტრანსგენდერ საბი ბერიანთან ურთიერთშელაპარაკება მოუხდა, რა დროსაც განზრახ მოკვლის მიზნით ლევან კოჭლაშვილმა დანით საბი ბერიანს სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად საბი ბერიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ლევან კოჭლაშვილი 12 ნოემბერს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, 125-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 7 აგვისტოს განაჩენით, ლევან კოჭლაშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა და დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
წაკითხვა

უახლესი