საზოგადოებრივი
104.5 FM
სამართალდამცავები ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებულს ეძებენ - რა მოხდა თემქაზე
განახლებულია: 2017-09-19 18:29:00
თბილისში, თემქის რაიონში მომხდარ თავდასხმაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. სამართალდამცავები ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებულს ეძებენ. ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი გასროლის ხმა ადგილობრივებმა დღეს, შუადღის პირველი საათისთვის გაიგეს. თვითმხილველების თქმით, გასროლას წინ შელაპარაკება უძღვოდა. დაშავებულს გულმკერდისა და კისრის არეში მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. როგორც ირკვევა, დაჭრილი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა. მას გადაუდებელი ოპერაცია მე-5 რეფერალურ საავადმყოფოში უტარდება - როგორია დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - გიორგი კობერიძე დეტალებით.
წაკითხვა
ბაქო-სუფსის მაგისტრალური მილსადენიდან ნავთობის მოპარვა სცადეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-19 17:16:00
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლებმა ბაქო-სუფსის მაგისტრალურ მილსადენზე დაფიქსირებული მილის უკანონოდ მიერთების და მილსადენიდან ნავთობის ქურდობის მცდელობის ფაქტი გამოავლინეს.შემთხვევის ადგილზე მისულმა დეპარტამენტის თანამშრომლებმა მილსადენზე დამონტაჟებული ონკანი, ონკანზე მიერთებული რეზინის მილი, ასევე, სამუშაო იარაღები - წერაქვი, ბარი და ურო აღმოაჩინეს. მათ „ბრითიშ პეტროლიუმის“ (BP) უსაფრთხოების ჯგუფი და პოლიცია გამოიძახეს. მომხდართან დაკავშირებით, შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველო გამოძიებას ქურდობის მცდელობის ფაქტზე აწარმოებს (საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლით).
წაკითხვა
თემქაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - რა გახდა დაპირისპირების მიზეზი
გამოქვეყნებულია: 2017-09-19 16:04:00
სროლა თემქაზე - დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით დაზუსტებული არა არის თუმცა თვითმხილველები ამბობენ, რომ სროლის დაწყებამდე იყო სიტყვიერი შელაპარაკება. 
წაკითხვა
თემქაზე დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული - შსს მომხდარ ფაქტს იძიებს
გამოქვეყნებულია: 2017-09-19 14:29:00
თემქაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.როგორც პირველ არხს ადგილზე განუცხადეს, მათთვის უცნობი ორი ახალგაზრდა კამათობდა, რასაც ორი გასროლა მოჰყვა. მათივე თქმით, დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში გადაიყვანეს. მეორე მამაკაცი კი მიიმალა. პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, სავარაუდოდ, მომხდარი ფაქტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა, რომელიც შემთხვევის ადგილის სიახლოვეს არის. შსს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი დანითაა დაჭრილი და ამ დროისთვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
წაკითხვა
თემქაზე ახალგაზრდა მამაკაცს ესროლეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-19 13:36:00
თბილისში, თემქაზე სროლა იყო.პირველი არხის ინფორმაციით, იარაღიდან ახალგაზრდა მამაკაცს ესროლეს.შსს-ში მომხდართან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.  
წაკითხვა
მკვლელობა ბაღდათის რაიონში - სანადირო თოფით შვილმა მამა მოკლა, დედა კი დაჭრა
გამოქვეყნებულია: 2017-09-17 15:17:00
ბაღდათის რაიონში მკვლელობა მოხდა.პირველი არხის ინფორმაციით, შვილმა სანადირო თოფით მამა მოკლა, დედა კი დაჭრა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 111 -108 მუხლით მიმდინარეობს.გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს, ის ადრე შესაბამის დაწესებულებაში მკურნალობდა.
წაკითხვა
განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-16 13:22:00
1994 წელს დაბადებული ი.ა. განზრახ მკვლელობის, ხოლო 1981 წელს დაბადებული გ.ჩ. და 1985 წელს დაბადებული ლ.ტ. - დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები ერთობლივად შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოსა და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, ისნის რაიონში, ბრალდებულმა ი.ა.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1969 წელს დაბადებულ მ.ა.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ი.ა. და გ.ჩ- რუსთავში, ლ.ტ. კი - თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს.პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე და 376-ე მუხლებით)“, - აღნიშნულია შსს-ის ინფორმაციაში.
წაკითხვა
ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-16 09:59:00
ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულები არიან ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული თ. ჰ. და საქართველოს მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული გ. მ. „გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თ.ჰ.-მ, სლოვენიის მოქალაქის ყალბი პასპორტისა და ჩასხდომის ბარათში ყალბი თარიღ-დამღის გამოყენებით, თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თვითმფრინავში უკანონოდ შეაღწია. ასევე, დადგინდა, რომ მას დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში საქართველოს მოქალაქე გ.მ. დაეხმარა და ჩასხდომის ბარათში ყალბი თარიღ-დამღა დაუსვა.საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გ.მ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩაატარეს, რის შედეგადაც ამოიღეს: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის სამგზავრო პასპორტი და თურქეთის რესპუბლიკის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი, სავარაუდოდ, ყალბი დოკუმენტები, საქართველოს მოქალაქის 7 ცალი პასპორტი, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, სავარაუდოდ, ყალბი თარიღ-დამღა, სამელნე და ოთხკუთხედი ფორმის ქაღალდზე დატანილი ქართული თარიღ-დამღა. ნივთმტკიცებად ამოღებული დოკუმენტები ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.გამოძიება თ. ჰ.-ს მიმართ სსკ-ს 19-344 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ყალბი საბუთების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობა), სსკ-ს 19-344-ე მუხლის 1 ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა) და სსკ-ს 362-ე მუხლის 1 ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის შეძენა-შენახვა-გამოყენება).გ.მ.-ს მიმართ - სსკ-ს 19-25-344 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ყალბი საბუთების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობაში დახმარება), სსკ-ს 19-25-344-ე მუხლის 1 ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაში დახმარება) და სსკ-ს 362-ე მუხლის 1 ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება და გასაღება) ბრალდებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ის გაცხადებაში.
წაკითხვა
ამერიკული კერძო სადაზვერვო სააგენტო - თემურ მახაურის ლიკვიდაციაში სავარაუდოდ, პუტინის დაქირავებული მკვლელები მონაწილეობდნენ
გამოქვეყნებულია: 2017-09-15 19:58:00
თემურ მახაურის ლიკვიდაციაში სავარაუდოდ, პუტინის დაქირავებული მკვლელები მონაწილეობდნენ. ამის შესახებ უკრაინულ გამოცემას ამერიკული კერძო სადაზვერვო სააგენტო Stratfor-ის ანალიტიკოსმა სკოტ სტიუარტმა განუცხადა. მისივე თქმით, ხმაურიანი მკვლელობების საფრთხე უკრაინაში კვლავ დიდია.როგორც სკოტი ამბობს, ის რომ აფეთქებულ ავტომობილში მსხდომთა ნაწილი ცოცხალი გადარჩა, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად აამოქმედეს. მისი მტკიცებით, მთელი სპეცოპერაცია პროფესიონალურად იყო დაგეგმილი და, სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურებმა მოაწყვეს.„უკრაინაში ჯერ კიდევ რჩებიან რუსეთის მტრები. მომხდარის გათვალისწინებით, არ გამოვრიცხავ, რომ ხმაურიანი მკვლელობები გაგრძელდეს, ასე რომ, მათ ვინც კრემლთან არ მეგობრობს, სჯობს, უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ“ - ამბობს Stratfor-ის ანალიტიკოსი.თემურ მახაური 8 სექტემბერს კიევში, ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა.
წაკითხვა
კიევში პოლიციამ ე.წ. „კანონიერი ქურდი“, წარმოშობით ქართველი გელა ჯოშუა, იგივე „გელა თბილისკი“ დააკავა
გამოქვეყნებულია: 2017-09-13 13:27:00
კიევში პოლიციამ ე.წ. „კანონიერი ქურდი“, წარმოშობით ქართველი გელა ჯოშუა დააკავა, რომელიც კრიმინალურ სამყაროში „გელა თბილისკის“ ზედმეტსახელით არის ცნობილი. ინფორმაციას მისი დაკავების შესახებ კიევის პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.„წარსულში ის არაერთგზის ნასამართლევია მძიმე დანაშაულებისთვის (დარბევა, ნარკოტიკის უკანონო გავრცელებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევები), ამიტომ ის კარგად ერკევევა კრიმინალურ ტრადიციებში“, - განაცხადა კიევის პოლიცის მთავარი სამმართველოს უფროსმა ანდრეი კრიშენკომ.პოლიციის ინფორმაციით, უკრაინაში „გელა თბილისკიმ“ რამდენიმე დანაშაულებრივი დაჯგუფება ჩამოაყალიბა, რომლებიც მანქანების გატაცებით იყვნენ დაკავებულნი. ისინი მოქმედებდნენ კიევში, ნიკოლაევსა და ხერსონში. 2017 წლის აპრილში „გელა თბილისკი“ დააკავეს და რუსეთში დააბრუნეს. თუმცა ბოლო კრიმინალური ავტორიტეტი უკრაინის დედაქალაქში კვლავ დაბრუნდა.
წაკითხვა
შსს-მ ალექსიძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქის ძარცვის ფაქტი გახსნა [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-09-13 10:07:00
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის ბრალდებით სამი პირი: 1980 წელს დაბადებული ჯ.ჩ, 1989 წელს დაბადებული დ.ქ. და 1986 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 7 სექტემბერს თბილისში, ალექსიძის ქუჩა N1-ში რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა.ხ. გაძარცვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ სამივე ბრალდებული თბილისში დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად დანაშაულებრივი გზით დაუფლებული თანხის ნაწილი 3550 აშშ დოლარი, 700 ევრო და 550 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით). შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქეს თავს დაესხნენ და გაძარცვეს.
წაკითხვა
ბუნდოვანებით მოცული მკვლელობა ორთაჭალაში - როგორია წინასწარი ვერსიები
გამოქვეყნებულია: 2017-09-12 21:37:00
ამ დრომდე ბუნდოვანებით მოცული რჩება ორთაჭალაში მომხდარი დანაშაული. ეროვნებით აზერბაიჯანელი 50 წლამდე მამაკაცი ერთ-ერთ რესტორანთან ავტომობილში ჩაცხრილეს. ახლაც უცნობია, დააკავეს თუ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული. თვითმხილველთა მონაყოლის მიხედვით ირკვევა, რომ რამდენიმე გასროლას წინ თანმხლებ პირთან ურთიერთშელაპარაკება უძღვოდა. გავრცელებული ვერსების მიხედვით, მოკლულს ერთ-ერთ აზერბაიჯანელ კრიმინალურ ავტორიტეტთან ჰქონდა კავშირი, რომლის გვარი თურქეთში მომხდარ გახმაურებულ მკვლელობაში ფიგურირებს. დეტალების გარკვევას გიორგი კობერიძე ცდილობდა.   ამავე თემაზე, იხილეთ სიუჟეტი „მოამბის“ 18-საათიანი საინფორმაციო გამოშვებიდან.
წაკითხვა
პირი, რომელიც „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა. თავი მოიკლა - რას ჰყვებიან თვითმხილველები
გამოქვეყნებულია: 2017-09-12 21:35:00
წერეთლის გამზირზე მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო. გარდაცვლილია პირი, რომელიც ,,საქართველოს ბანკის” ფილიალში შეიჭრა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა მამაკაცს დანებებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც მან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავი მოიკლა. ამ დროისთვის წერეთლის 39 ნომერში მოკვლევითი სამუშაოები ტარდება-მიმდინარეობს ბანკის თანამშრომლების დაკითხვა. „საქართველოს ბანკის“ ოფიციალური განცხადების მიხედვით, ეს იყო ყაღაჩობის მცდელობა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე ანალოგიური ფაქტი წერეთლის გამზირზე მდებარე სხვა ბანკის ფილიალშიც დაფიქსირდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, წინა შემთხვევაში იგივე პირი ფიგურირებს, რომელიც მოგვიანებით ,,საქართველოს ბანკის” წერეთლის ფილიალში შეიჭრა. ამავე თემაზე, იხილეთ ჩართვა „მოამბის“ 18-საათიანი საინფორმაციო გამოშვებიდან.
წაკითხვა
ორთაჭალაში წუხელ მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება გრძელდება - არის თუ არა ცნობილი ახალი დეტალები
გამოქვეყნებულია: 2017-09-12 18:10:00
ორთაჭალაში წუხელ მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება გრძელდება. დაკავებულია თუ არა ბრალდებული და ცნობილია თუ არა მისი ვინაობა სამართალდამცავებისთვის - შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის დეტალებზე არ საუბრობს. ცნობილია, რომ გარდაცვლილს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. ექსპერტ-კრიმინალისტები სწავლობენ შემთხვევის ადგილზე მყოფ ავტომობილსაც რომელსაც ნატყვიარები ეტყობა.. ვრცელდება ცნობები, რომ დაღუპული მამაკაცი წარმოშობით აზერბაიჯანელი იყო და ის სხვადასხვა დანაშაულისთვის რუსეთში იძებნებოდა.
წაკითხვა
თავდასხმა ბანკის ოფისზე და თვითმკვლელობა - წერეთლის გამზირზე სპეცოპერაცია ჩატარდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-12 18:02:00
თავდასხმა ბანკის ოფისზე და თვითმკვლელობა - თბილისში, წერეთლის გამზირზე სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. ერთ-ერთი ბანკის ოფისში შეიარაღებული პირი შეიჭრა. თანამშრომლებმა საგანგაშო ღილაკის ამოქმედება მოასწრეს. რის შემდეგაც ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მივიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 
წაკითხვა
შსს-ში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მამაკაცი, რომელმაც “საქართველოს ბანკის “ფილიალში თავი მოიკლა, მანამდე “თიბისი ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღებას ცდილობდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-12 17:54:00
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ ინფორმაცის, რომ მამაკაცმა, რომელმაც “საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავი მოიკლა, მანამდე “თიბისი ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღებას ცდილობდა. თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალის ყაჩაღობის მცდელობა დღეს დღის პირველ ნახევარში მოხდა, თუმცა მამაკაცმა მიმალვა მოახერხა. შსს-ს ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა, რომელიც თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
წაკითხვა
არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა, რომელმაც “საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავი მოიკლა, მანამდე “თიბისი ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღებაც სცადა
გამოქვეყნებულია: 2017-09-12 17:39:00
არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა, რომელმაც წერეთლის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში თავი მოიკლა, მანამდე "თიბისი ბანკის" ფილიალის დაყაჩაღებაც სცადა. “თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალის ყაჩაღობის მცდელობა დღეს დღის პირველ ნახევარში მოხდა, თუმცა მამაკაცმა მიმალვა მოახერხა. პირველი არხი შსს-ს დაუკავშირდა ინფორმაციის დასადასტურებლად, სადაც განუცხადეს, რომ ამ ინფორმაციას ვერ დაადასტურებენ. შსს-ს ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა, რომელიც თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა,სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
წაკითხვა
შსს-ს პირველადი ინფორმაციით, “საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილმა შეიარაღებულმა პირმა თავი მოიკლა [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-09-12 17:07:00
შეიარაღებულმა პირმა, რომელიც თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა ,სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ პირველ არხს შსს-ში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ბანკში პირის შეჭრის შემდეგ ამოქმედდა საგანგაშო ღილაკი და მალევე ადგილზე სამარათალდამცველები მივიდნენ. როგორც შსს-ში აცხადებენ, პირველადი ინფორმაციით, შეიარაღებულმა მამაკაცმა საკუთარი თავის მიმართულებით განახორციელა გასროლა და ადგილზე დაიღუპა. 
წაკითხვა
თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის“ ფილიალთან სპეცოპერაცია მიმდინარეობს [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-09-12 16:55:00
თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალთან სპეცოპერაცია მიმდინარეობს. პირველი არხის ინფორმაციით, ბანკის ფილიალში რამდენიმე პირი შეიჭრა და პოლიცია მათი დაკავების ოპერაციას ატარებს. პირველი არხის გადამღები ჯგუფი უკვე გავიდა შემთხვევის ადგილზე და დეტალები უახლოეს ხანში გახდება ცნობილი. 
წაკითხვა
სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
გამოქვეყნებულია: 2017-09-12 16:17:00
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჩ. დამნაშავედ სცნო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 16 დეკემბერს, დაახლოებით 15 საათზე, გ.ჩ. სტუმრად მივიდა ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებ ვ.მ.-სთან, სადაც ორივემ ალკოჰოლური სასმელი მიიღეს. რამდენიმე საათის შემდეგ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ გ.ჩ.-ს შელაპარაკება მოუვიდა ვ.მ.-სთან, რა დროსაც ამ უკანასკნელმა შეაგინა. აღნიშნულით განაწყენებულმა გ.ჩ.-მ, განზრახ მოკვლის მიზნით, ვ.მ.-ს თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა ბლაგვი საგანი, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ვ.მ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ჩ. 19 დეკემბერს ქალაქ ოზურგეთში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ გ.ჩ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად რვა წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
წაკითხვა