საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ნიუ იორკში ქართული კრიმინალური სამყაროს 15 წევრს ბრალი წაუყენეს - რა ინფორმაციას ავრცელებენ დაკავებული ქართველი მოკრივეები
განახლებულია: 2017-06-08 20:27:00
დადასტურდა, რომ ნიუ იორკში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს შორის ორი ცნობილი ქართველი მოკრივეცაა. ავთანდილ ხურციძეს, ლევან მაყაშვილს და ჩვენი ქვეყნის კიდევ 13 მოქალაქეს ადგილობრივი სამართალდამცავები ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის, მეტსახელად რომა პიტერსკის დაჯგუფების წევრობას ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, კრიმინალური დაჯგუფება აშშ-ის რამდენიმე ქალაქში მოქმედებდა და მის სახელს არაერთი დანაშაული უკავშირდება. უკანონო დაჯგუფებასთან კავშირში სულ 33 ადამიანია ბრალდებული.
წაკითხვა
აშშ-ში დაკავებულ ქართველებს სულ მცირე 20 წლამდე, ნიკოლოზ ჯიქიას კი სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ
გამოქვეყნებულია: 2017-06-08 19:07:00
შეერთებულ შტატებში დაკავებულ რაჟდენ შულაიას დაჯგუფების წევრებს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, ხოლო ნიკოლოზ ჯიქიასა და ბაკაი მარატ-უულუს შეკვეთილი მკვლელობის, ძალადობრივი დანაშაულის მიზნით იარაღის ტარებისა და დამნაშავეთათვის იარაღის მიყიდვის მუხლებით აქვთ ბრალი წარდგენილი, რაც სასჯელის სახით სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. „რიკოს“ (კანონი რეკეტის გზით მოპოვებული კაპიტალის ინვესტირების შესახებ) შეთქმულება - ბრალდებულნი არიან: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ ყანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, დიეგო გაბისონია, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე. მაქსიმალური სასჯელი – 20-წლიანი პატიმრობა, 3 წლის ვადით ზედამხედველობით გათავისუფლება, ჯარიმა 250 000 დოლარის ოდენობით ან ფინანსური სარგებლის ორმაგი ოდენობა; შეთქმულება მოპარული საქონლის ტრანსპორტირებისა და გაყიდვის საქმეში - ბრალდებულნი არიან: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, ჰამლეტ უგლავა, მამუკა ჩაგანავა, მიხეილ თორაძე, ავთანდილ კ(ყ)
წაკითხვა
შსს გლდანის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-06-08 16:22:00
გლდანის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. "2017 წლის 5 ივნისს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-10 განყოფილებაში, შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, მოქალაქე ი.ქ.-ს მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის 5 ივნისს შუაღამისას, დაახლოებით, 03: 40 საათზე ი.ქ., კუთვნილი ავტომანქანით, თანმხლებ პირთან ერთად, სოფელი გლდანის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მათთან მივიდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1980 წელს დაბადებული დ.გ., რომელმაც პისტოლეტის დემონსტრირებითა და მუქარით სცადა ი.ქ.-სთვის თანხისა და ოქროს სამკაულების წართმევა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ი.ქ. 2015 წლიდან აღარ არის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი. აღნიშნული პირი 18 წლის განმავლობაში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალურ და ოპერატიულ ცენტრში მუშაობდა და შესაბამისი ფიზიკური მომზადება აქვს გავლილი. ი.ქ.-მ თავდამსხმელს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და მის განიარაღებას შეეცადა, რა დროსაც დ.გ.-ს სხეულზე დაზიანებები მიაყენა, თუმცა მისგან თავადაც მიიღო სხეულზე არაერთი დაზიანება. საბოლოოდ, ი.ქ.-მ შეძლო დ.გ.-ს განიარაღება, რის შემდეგაც მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა და დახმარება სთხოვა. პოლიცია დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილზე. დაზარალებულმა და მისმა თანმხლებმა პირმა განმარტეს, რომ დ.გ. იარაღის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მათ დაყაჩაღებას ცდილობდა. სამართალდამცველებმა დ.გ.-ს პირადი ჩხრეკა ჩაატარეს და ადგილზევე დააკავეს. დ.გ.-მ გამოძიებისათვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც იგი მოთავსებულ იქნა შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში. შესახლებამდე დ. გ.-ს ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება და ექიმის რეკომენდაციით, შემდგომი გამოკვლევებისთვის, გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში. საავადმყოფოში დ.გ.-ს ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები. დაკავებულის სტაციონარში დატოვება, მისივე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო არ გახდა, რის შემდეგაც იგი, ე.წ. „ფორმა 100“-ის საფუძველზე, სტაციონარიდან კვლავ შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. იზოლატორში შესახლების დროს დ.გ.-ს ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება. ექიმთან გასაუბრებისას დ.გ.-მ განაცხადა, რომ დაზიანებები მიიღო დაკავებამდე, ჩხუბის დროს და პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა. აღნიშნულ დოკუმენტს დაკავებულმა თ
წაკითხვა
აშშ-ში დაკავებული რაჟდენ შულაია - გასაგებია, რაშიც მადანაშაულებენ, მაგრამ უბრალოდ ვერ გავიგე, რატომ
გამოქვეყნებულია: 2017-06-08 13:25:00
გასაგებია, რაშიც მადანაშაულებენ, მაგრამ უბრალოდ ვერ გავიგე - რატომ, - ამის შესახებ აშშ-ში დაკავებულმა რაჟდენ შულაიამ სასამართლოს წინაშე გამოსვლისას განაცხადა. მის სიტყვას ამერიკული გამოცემა Las Vegas Review Journal-ი ავრცელებს. სტატიის მიხედვით, შულაია ​ფედერალური სასამართლოს წინაშე ლას ვეგასში წარდგა. სასამართლომ დაკავებულის ნიუ იორკში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, სადაც საქმის გამოძიება მიმდინარეობს. გამოცემის ინფორმაციით, რაჟდენ შულაია რუსეთის მოქალაქეა. სასამართლო პროცესზე შულაიას თარჯიმანი დასჭირდა. მისი განცხადებაც, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ადანაშაულებენ წარდგენილ ბრალდებებში - სხდომაზე თარჯიმანმა გადათარგმნა, მას შემდეგ რაც მოსამართლემ დაკავებულს ჰკითხა, გაიგო თუ არა კონკრეტულად რა ბრალდებები ჰქონდა წარდგენილი მას და დაჯგუფების სხვა წევრებს. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის სულ 33 ადამიანი დააკავეს
წაკითხვა
სასწრაფოდ
აშშ-ში დაკავებულ ქართველებს შორის სავარაუდოდ, ცნობილი სპორტსმენები ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი არიან
გამოქვეყნებულია: 2017-06-08 12:59:00
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ ქართველებს შორის სავარაუდოდ, ცნობილი სპორტსმენები ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი არიან. ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი კი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი. ამერიკის პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დაკავებული ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი ბრუკლინში ცხოვრობდნენ. საქართველოს კრივის ფედერაციაში ფლობენ ინფორმაციას, რომ ორივე სპორტსმენი სწორედ ბრუკლინში ემზადება, თუმცა მათთან დაკავშირება და სავარაუდო დაკავების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხურციძე ამერიკაში ორი დღის წინ გაემგზავრა და 8 ივლისს გასამართი მნიშვნელოვანი ბრძოლისთვის ემზადებოდა. ერთ თვეში ქართველი მოკრივე ჩემპიონის ქამრის დასაცავად ბრიტანელ ბილი ჯო სანდერსს უნდა დაპირისპირებოდა. ამერიკის პროკურატურის ინფორმაციით, ხურციძესა და მაყაშვილს ბრალი რეკეტში და თაღლითურ შეთანხმებაში მონაწილეობაში ედებათ.ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის სულ 33 ადამიანი დააკავეს, რომელთა შორის 15 ქართველია. დაჯგუფების ხელმძღვანელებად რაჟდენ შულაია და ზურაბ ძანაშვილი არიან დასახელებულნი.
წაკითხვა
ნიუ იორკში რუსულ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრი 15 ქართველი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-06-08 10:37:00
ნიუ იორკის სამხრეთით რუსულ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 33 წევრი დააკავეს, მათ შორის რამდენიმე ე.წ. „კანონიერი ქურდია“, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. დაკავებულთაგან 15 ქართველია. დაკავებულთა შორის არიან: რაჟდენ შულაია, ზურაბ ძანაშვილი, აკაკი უბილავა, ჰამლეტ უგლავა, მიხეილ თორაძე, მამუკა ჩაგანავა, ავთანდილ კანადაშვილი, ნაზო გაფრინდაშვილი, ზურაბ ბუზიაშვილი, გიორგი ლომიშვილი, ლევან მაყაშვილი, ავთანდილ ხურციძე, დიეგო გაბისონია და ნიკოლოზ ჯიქია. რუსულ-ქართული სინდიკატის წევრებს ბრალად ედებათ ფულის უკანონოდ გამოძალვა, ნარკოტიკებითა და იარაღით უკანონო ვაჭრობა, მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარება. ნიუ
წაკითხვა
შსს-მ აჭარაში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
გამოქვეყნებულია: 2017-06-08 10:19:00
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ვ.დ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში დააკავეს.შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ვ.დ.-ს პირადი ჩხრეკისას, 81 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 0,634542 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
წაკითხვა
ოკუპირებულ აფხაზეთში 1000 დოზა ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს
გამოქვეყნებულია: 2017-06-07 17:31:00
ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი ოდენობით - 1000 დოზა ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თავად დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა. თუმცა, ამოღებული საშუალების სახეობა არ დაუკონკრეტებია. მისი განმარტებით, ამ მხრივ მდგომარეობა რეგიონში საგანგაშოა. „ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის 49 შემთხვევიდან 43 საქმე გახსნილია, დაკავებულები არიან ანონიმური კურიერებიც“ - ხაჯიმბას განცხადებას ციტირებს apsny.ru.რაც შეეხება ნარკოტიკების გავრცელებასა და ამ დანაშაულის ორგანიზებას - დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს: „ჩვენთან სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმია გამოცხადებული, მაგრამ ამ დანაშაულისთვის, სამუდამო პატიმრობა სავსებით დასაშვებად მიმაჩნია“.
წაკითხვა
შსს-მ ხუთი ბინის ქურდობაში ბრალდებული დააკავა
გამოქვეყნებულია: 2017-06-07 10:28:00
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული გ.ს. ქურდობის მცდელობის, ქურდობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი თბილისში, ზაქარიაძის ქუჩაზე, მოქალაქის საცხოვრებელი ბინის გაქურდვას ცდილობდა.პოლიციამ, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „ნაგანის“ ტიპის რევოლვერი, 7 საბრძოლო ვაზნით, „ტე-ტე“-ს სისტემის პისტოლეტი 1 მჭიდითა და 8 საბრძოლო ვაზნით, „ზიგზაუერის“ ტიპის პისტოლეტი 2 მჭიდითა და 17 ვაზნით, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 97 საბრძოლო ვაზნა ამოიღო. ბრალდებულის სახლიდან ასევე ამოღებულია: მოყვითალო ფერის ნივთი ფითილით, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ხელსაწყოები - ე.წ. „ატმიჩკები“, ელექტროჩარხი, დამჭერი - ე.წ. „ტისკი“, საკეტი მექანიზმები და გასაღებები, სხვადასხვა სამკაული, მობილური ტელეფონი, ხელნაწერი ფურცლები სქემატური გამოსახულებებით და მაჯის ორი საათი.დაკავებულმა მიმდინარე წლის აპრილ-მაისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში ჩადენილი ბინის ქურდობის კიდევ 5 ფაქტი აღიარა.გამოძიება ქურდობის მცდელობის, ქურდობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-177-ე, 177-ე და 236-ე მუხლებით).
წაკითხვა
სუს-მა თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
გამოქვეყნებულია: 2017-06-06 11:40:00
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დავით ჯ. დააკავეს.„გამოძიებამ დაადგინა, რომ დავით ჯ. თავს ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლად ასაღებდა და საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა სოფ. კრწანისთან მდებარე 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთის დაკანონებაში დახმარებას, რის სანაცვლოდაც 20 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. ამასთან განუმარტა, რომ მიწის დასაკანონებლად მას აღნიშნული თანხის ნაწილი უნდა გადაეცა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში მომუშავე კომპეტენტური თანამდებობის პირებისათვის.დავით ჯ-მ მოქალაქეს მოტყუებით, თაღლითურად გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 10 000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. გადაცემული თანხა ამოღებულია ნივთმტკიცებად.გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით)“, - აცხადებენ სუს-ში.გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
წაკითხვა
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-06-06 10:28:00
შსს-ს თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული დ.პ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 56 აბი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 1,8876 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. „ბიო“ ამოიღეს.გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
წაკითხვა
„თი-ბი-სი ფეის“ ინკასაციის თანამშრომლების დაყაჩაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-06-02 17:46:00
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა,  ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი - 1993 წელს დაბადებული გ.კ. და 1993 წელს დაბადებული ვ.ს. დააკავეს.შსს-ს ინფორმაციით,  ბრალდებულებმა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, „თი-ბი-სი ფეის“ ინკასაციის ორი თანამშრომელი იარაღის მუქარით დააყაჩაღეს, 38 025 ლარის ეკვივალენტი სხვადასხვა ვალუტა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ."სამართალდამცველებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან ორ დღეში, გ.კ. თბილისში, ხოლო ვ.ს. დედოფლისწყაროში დააკავეს.პოლიციამ, გ.კ.-ს საცხოვრებელი ბინის და ვ.ს.-ს სახლის ჩხრეკისას, გატაცებული თანხის ნაწილი - 16 000 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო. ვ.ს.-ს სახლიდან ასევე ამოღებულია 2 პისტოლეტი, რომლებიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე. ორივე დაკავებული დანაშაულს აღიარებს.გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით",-ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
წაკითხვა
დოლიძის ქუჩაზე სავარაუდოდ, ინკასაციის თანამშრომელი დააყაჩაღეს
გამოქვეყნებულია: 2017-05-29 16:31:00
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ინკასაციის თანამშრომელი დააყაჩაღეს.  საზოგადოებრივს ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, რომ პირს, რომელმაც სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ინკასაცია დაასრულა, მანქანაში ორი პირი ჩაუჯდა და იარაღის მუქარით, თანხა წაართვა. ყაჩაღებმა მამაკაცს სავარაუდოდ 45 000 ლარი გასტაცეს.შსს-ში საზოგადოებრივს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
წაკითხვა
დოლიძეზე მამაკაცს სავარაუდოდ 45 ათასი ლარი გასტაცეს
გამოქვეყნებულია: 2017-05-29 16:19:00
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ყაჩაღებმა მამაკაცს სავარაუდოდ 45 000 ლარი გასტაცეს - ამის შესახებ საზოგადოებრივს თვითმხილველებმა განუცხადეს. მათი თქმით, მათ ყვირილის ხმა შემოესმათ.სავარაუდოდ, შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელებმა მანქანა დატოვეს, რომელსაც სამართალდამცველები ათვალიერებენ.  ფაქტი ერთ-ერთი ბანკის წინ მოხდა, სადაც მძღოლი იარაღის მუქარით დააყაჩაღეს. შსს-ში საზოგადოებრივს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
წაკითხვა
დოლიძის ქუჩაზე მამაკაცი იარაღის მუქარით დააყაჩაღეს
გამოქვეყნებულია: 2017-05-29 15:59:00
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოქალაქე დააყაჩაღეს.ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფაქტი ერთ-ერთი ბანკის წინ მოხდა და ერთ-ერთი მძღოლი იარაღის მუქარით დააყაჩაღეს. შსს-ში საზოგადოებრივს განუცხადეს, რომ მომხდარზე  გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
წაკითხვა
წინასწარი ინფორმაციით, შარტავას ქუჩაზე სპეცრაზმის თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-05-29 15:38:00
წინასწარი ინფორმაციით, თბილისში, შარტავას ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ორი ადამიანი დააკავეს.როგორც საზოგადოებრივს თვითმხილველებმა განუცხადეს,  სპეცრაზმელებმა ერთ-ერთი მანქანა გააჩერეს, საიდანაც ორი პირი გადაიყვანეს.ჯერჯერობით შსს-ში კომენტარი არ კეთდება.
წაკითხვა
საბურთალოს ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-05-29 15:17:00
ამ წუთებში თბილისში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.სპეცრაზმის თანამშრომლები საბურთალოს ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე არიან მობილიზებული.თვითმხილველების ინფორმაციით, დაკავებულია ორი ადამიანი.როგორც საზოგადოებრივის ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, სავარაუდოდ დაკავებულები არიან ნარკორეალიზატორები. 
წაკითხვა
დიდი ოდენობით „სუბოქსინის“ უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-05-28 10:33:00
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1976 წელს დაბადებული ნ.ჭ., დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით, ლანჩხუთში დააკავა.უწყების ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საგამოძიებო მოქმედებები გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 4 აბი, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბუპრენორფინს შეიცავს.ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ნ.ჭ. დაკავებისას ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
წაკითხვა
შსს-მ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
გამოქვეყნებულია: 2017-05-27 12:13:00
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული დ.ჯ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა, ხოლო 1961 წელს დაბადებული ფ.მ ამხილა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.„გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ჯ.-მ, ფ.მ.-ს დახმარებით, ექსპლუატაციისათვის უვარგისი, დაშლილი „MERCEDES BENZ S550“-ის მოდელის ავტომანქანის საიდენტიფიკაციო კოდი სხვა, ექსპლუატაციისთვის ვარგის ავტომანქანაზე მიამაგრა და მისი გამოყენებით სს „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთი ავტოლომბარდიდან 25 ათასი ლარის ოდენობით სესხი მიიღო, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.ბრალდებულმა აღნიშნული ქმედებებით სს „ლიბერთი ბანკს“ 25 000 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი მიაყენა.გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით)“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 
წაკითხვა
გადასახადებისაგან თავის არიდების ბრალდებით საგამოძიებო სამსახურმა 16 საწარმოს 17 ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში მისცა
გამოქვეყნებულია: 2017-05-25 11:06:00
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს წინაშე არსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით საგადასახადო ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით, მოჩვენებითი გარიგებით, ქონების გადამალვის ფაქტზე, 16  საწარმოს 17   ხელმძღვანელი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. გამოძების ინფორმაციით, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტები, არსებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ინვენტარიზაციის შედეგად დარიცხული ჯარიმების გადახდისაგან  თავის არიდების მიზნით, ახდენდნენ ახალი, ფიქტიური  საწარმოების რეგისტრაციას, ხშირ შემთხვევაში იმავე მისამართზე, მათი ოჯახის სხვა წევრებზე, ხოლო შემდეგ, მოჩვენებითი გარიგებით, საქონლის გადაწერის გზით ახორციელებდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების გადამალვას.ამ გზით ბრალდებულებმა  სახელმწიფოს მოუსპეს შესაძლებლობა ქონების რეალიზაციის გზით ამოეღო ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული თანხები. ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებით, საწარმოს ხელმძღვანელების მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებულია 1 მილიონ ლარზე მეტი ზიანი. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2051-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9  წლამდე ვადით. 
წაკითხვა

უახლესი