საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

გახშირებული ფემიციდი - ბოლნისის რაიონში ქმარმა ცოლი მოკლა - NGO-ები პრევენციული ზომების გამკაცრებას ითხოვენ
გამოქვეყნებულია: 2017-05-04 20:40:00
შემზარავი დანაშაული მოხდა ბოლნისის რაიონში. ქმარი ცოლის მკვლელობაშია ბრალდებული. მოკლულია 24 წლის გოგო. ადგილობრივები იხსენებენ, რომ ბრალდებული მეუღლეზე ხშირად ძალადობდა. წლის დასაწყისიდან ეს უკვე ფემიციდის მეხუთე შემთხვევაა. მესამე სექტორი ხელისუფლებას პრევენციული ზომების გამკაცრებისკენ და ძალადობრივ ფაქტებზე დროული რეაგირებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. 
წაკითხვა
სოფელ თამარისში ქმარმა ცოლი მოკლა
გამოქვეყნებულია: 2017-05-04 14:41:00
ბოლნისის სოფელ თამარისში ქმარმა ცოლი მოკლა.1989 წელს დაბადებულმა მამაკაცმა 24 წლის მეუღლე  დანით მოკლა.გავრცელებული  ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლის ტელეფონში ღამით მოკლე ტექსტური შეტყობინენა ნახა, რაც სავარაუდოდ მკვლელობის მიზეზი გახდა.გარდაცვლილს მცირეწლოვანი ბავშვები დარჩა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ფაქტზე  გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წაკითხვა
პროკურატურა ირაკლი სესიაშვილის შვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-05-02 14:19:00
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა გამორიცხავს დანაშაულის ჩადენის დროს დავით სესიაშვილის დანაშაულის ჩადენის ადგილზე ყოფნას - ამის შესახებ პროკურატურის მიერ პარლამენტის წევრის ირაკლი სესიაშვილის შვილთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.„საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს გამოვეხმაუროთ ქურდობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების საქმეში მოქალაქე დავით სესიაშვილის თითის ანაბეჭდების არსებობის ფაქტს.საქმე ეხება 2015 წლის 5 მარტს, ავტომანქანიდან ხელჩანთის ქურდობის ფაქტს. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაზარალებული თამარ წილოსანი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, სიონის ქუჩაზე მდებარე საგამოფენო ცენტრ „ქარვასლაში“. შენობაში შესვლამდე მან საკუთარი ხელჩანთა მეგობრის, ნიკოლოზ სანაიას იქვე მდგარ ავტომანქანაში დატოვა. საგამოფენო ცენტრიდან გამოსვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ გამოძიებით დაუდგენელი პირი, ნიკოლოზ სანაიას ავტომანქანიდან ფარულად დაეუფლა დაზარალებულის ხელჩანთას და მასში არსებულ ნივთებს, რომელთა ღირებულებაც 150 ლარს შეადგენს.მომხდარი დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება შსს ძველი თბილისის სამმართველომ დაიწყო. გამოძიებამ სხვა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან ერთად, ზემოხსენებული ავტომანქანის უკანა მარცხენა ფრთისა და უკანა მარცხენა კარის გარე ზედაპირიდან ამოიღო თითის კვლები, საიდანაც ორი თითის ანაბეჭდი მოქალაქე დავით სესიაშვილის თითის ანაბეჭდების იდენტური აღმოჩნდა.ჩატარებული გამოძიებით მოწმეთა და თვით დაზარალებულის ჩვენებებით დადგენილია, რომ დავით სესიაშვილი არის ავტომანქანის მფლობელი ნიკოლოზ სანაიას ბავშვობის მეგობარი და დაზარალებულ თამარ წილოსანის ნაცნობი. ნიკოლოზ სანაიას განმარტებით, მის მფლობელობაში არსებული „Volkswagen Vento“-ს მარკის ავტომანქანით ხშირად სარგებლობდა დავით სესიაშვილი, მათ შორის იმ პერიოდში, როცა მოხდა დანაშაული, იგივე დაადასტურა დ.სესიაშვილმა და განმარტა, რომ ვინაიდან იგი ხშირად სარგებლობდა ხსენებული ავტომანქანით, ამიტომაც არსებობდა მისი თითის ანაბეჭდები ა
წაკითხვა
ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი დაკავებულია
გამოქვეყნებულია: 2017-05-02 12:08:00
ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გ.მ. დაკავებულია. შსს-ში აცხადებენ, რომ გ.მ. ადმინისტრაციული კოდექსის 45-ე მუხლითაა დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენას, შენახვას, ან ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებას გულისხმობს. შსს-ში სხვა დეტალებზე ამ დროისთვის არ საუბრობენ. გვიან ღამით, ზუგდიდის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანილი ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გ. მ. 12 საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს. მან ანალიზისთვის ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი განაცხადა. ის ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გვიან ღამით გადაიყვანეს. პარალელურად დააკავეს მოქალაქე ლ. ხ, რომელსაც მარიხუანას მოხმარება დაუდგინდა. ის სამართალდამცავებმა მისსავე საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ აიყვანეს, რა დროსაც ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სამართალდამცავებს ჩხრეკის ორდერი არ წარუდგენიათ. ამ ორ ფაქტს შორის კავშირს უარყოფს ლ.ხ.-ს ადვოკატი. მოქალაქე ლ. ხ.-ს წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
წაკითხვა
ნარკოლოგიურში გადაყვანილმა ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსმა შემოწმებაზე უარი განაცხადა
გამოქვეყნებულია: 2017-05-02 09:21:00
გვიან ღამით, ზუგდიდის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაყვანილი ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გ. მ. 12 საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს. საზოგადოებრივის კორესპონდენტის ცნობით, მან ანალიზისთვის ბიოლოგიური მასალის ჩაბარებაზე უარი განაცხადა. ის ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გვიან ღამით გადაიყვანეს. პარალელურად დააკავეს მოქალაქე ლ. ხ, რომელსაც მარიხუანას მოხმარება დაუდგინდა. ის სამართალდამცავებმა მისსავე საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ აიყვანეს, რა დროსაც ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სამართალდამცავებს ჩხრეკის ორდერი არ წარუდგენიათ. ამ ორ ფაქტს შორის კავშირს უარყოფს ლ.ხ.-ს ადვოკატი. მოქალაქე ლ. ხ.-ს წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
წაკითხვა
ქუთაისში ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციული შენობა გაქურდეს
გამოქვეყნებულია: 2017-04-30 21:43:00
ქუთაისში ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციული შენობა გაქურდეს. წაღებულია ოთხი პერსონალური კომპიუტერი. როგორც ბოტანიკური ბაღის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, სამსახურში მისვლის დროს ადმინისტრაციის შენობა გაქურდული დახვდა. როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.
წაკითხვა
ყაჩაღობა ბაგებში, ჩოლოყაშვილის გამზირზე მდებარე კაფეში
განახლებულია: 2017-04-29 12:06:00
ბაგებში, ჩოლოყაშვილის გამზირზე მდებარე კაფე ანტრე დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა დაახლობით 1500 ლარი წაიღო. კვების ობიექტში ერთი პირი შეიჭრა. 25 წლამდე მამაკაცი შეიარაღებული იყო. ყაჩაღობისას კაფეში მომსახურე პერსონალი იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ბრალდებულის დაკავებას შსს-ში ოფიციალურად არ ადასტურებენ. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.  
წაკითხვა
„ანტრეს“ მენეჯერის განცხადებით, ყაჩაღობაში ბრალდებულის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა
გამოქვეყნებულია: 2017-04-29 00:10:00
კაფე „ანტრეს“ მენეჯერი ლილე ცაგარეიშვილი კუს ტბის ასახვევთან მდებარე მათ ობიექტზე განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებული პირის დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. როგორც ის აცხადებს, სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ნახვისას, მისი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, რადგან სახე არ უჩანდა. „დაახლოებით, 21:00 საათზე შემოვიდა თავდამსხმელი - ის ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელსაც თავზე კაპიუშონი ეხურა. მან მოლარეს თანხა მოსთხოვა. შეიარაღებული იყო და წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. შესაბამისად, მან თანხა წაიღო. ჩვენ პოლიცია გამოვიძახეთ და მიმდინარეობს გამოძიება“, - განაცხადა მენეჯერმა. კუს ტბის ასახვევთან მდებარე კაფე „ანტრედან“ თავდამსხმელმა 1500-მდე ლარი წაიღო. მოლარეს ამ დროისთვის პოლიცია კითხავს. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
წაკითხვა
კუს ტბის ასახვევთან მომხდარი ყაჩაღობის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი
გამოქვეყნებულია: 2017-04-28 23:44:00
კუს ტბის ასახვევთან მდებარე კაფე „ანტრედან“ თავდამსხმელმა 1500-მდე ლარი წაიღო. როგორც „მოამბის“ ჟურნალისტმა ადგილზე გაარკვია, კვების ობიექტზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას, შენობაში გამყიდველი გოგონა იმყოფებოდა. ამ დროისთვის, მას პოლიცია კითხავს. ადგილზე ყაჩაღობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა, შსს-ში ამ ფაქტს ოფიციალურად არ ადასტურებენ. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.  თავდამსხმელი 25 წლამდე მამაკაცი იყო. სამართალდამცველებმა მისი იდენტიფიცირება სავარაუდოდ, ქუჩის სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მეშვეობით მოახდინეს. ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
წაკითხვა
„ანტრეს“ დაყაჩაღებაში ბრალდებული სავარაუდოდ, დაკავებულია
გამოქვეყნებულია: 2017-04-28 23:25:00
კუს ტბის ასახვევთან მდებარე კაფე „ანტრეს“ დაყაჩაღებაში ბრალდებული პირი სავარაუდოდ, დაკავებულია. საზოგადოებრივი ინფორმაციის გადამოწმებას შსს-ში ცდილობს.არსებული ინფორმაციით, „ანტრეში“ დააყაჩაღეს ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ამჟამად პოლიცია კითხავს. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა თავდამსხმელმა თანხა წაიღო. შსს-ს ინფორმაციით, კაფეში ერთი პირი შეიჭრა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
წაკითხვა
კუს ტბის ასახვევთან კაფე „ანტრე“ დააყაჩაღეს
გამოქვეყნებულია: 2017-04-28 23:13:00
თბილისში, კუს ტბის ასახვევთან კაფე „ანტრე“ დააყაჩაღეს. შსს-ს ინფორმაციით, კაფეში ერთი პირი შეიჭრა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება  სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. 
წაკითხვა
შსს - კუს ტბის ასახვევთან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-04-28 23:01:00
კუს ტბის ასახვევთან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამის შესახებ საზოგადოებრივს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.უწყების პრესსამსახურში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ მომხდარი ფაქტის შესახებ, შსს განცხადებას თავად გაავრცელებს. კუს ტბის ასახვევთან, პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველებს ტერიტორია სპეციალური ლენტით აქვთ შემოსაზღვრული. „მოამბის“ გადამღები ჯგუფი ადგილზეა გასული და ინფორმაციას უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ. 
წაკითხვა
კუს ტბის ასახვევთან სამართალდამცველები მუშაობენ
გამოქვეყნებულია: 2017-04-28 22:56:00
კუს ტბის ასახვევთან, პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველებს ტერიტორია სპეციალური ლენტით აქვთ შემოსაზღვრული. ამ ეტაპზე, უცნობია, რა გახდა პოლიციის მობილიზების მიზეზი.შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ. ამავე თემაზე: შსს - კუს ტბის ასახვევთან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
წაკითხვა
ზუგდიდის რაიონში „საქართველოს ბანკის“ ჩასარიცხი აპარატი გატეხეს
გამოქვეყნებულია: 2017-04-28 12:03:00
28 აპრილს გამთენიისას, ზუგდიდის რაიონის სოფ. ონარიის ტერიტორიაზე „საქართველოს ბანკის“ კუთვნილი ჩასარიცხი აპარატი გატეხეს. წაღებულია გარკვეული ოდენობის თანხა. ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში საქმე აღიძრა სსს 177- ე მუხლით. ქურდობის ფაქტზე დაკავებულია ზუგდიდის მკვიდრი შ.ხ. აპარატიდან წაღებული თანხა ამოღებულია, ეჭვმიტანილი ბრალს აღიარებს.
წაკითხვა
საქართველოში 482,3 კარატის ზურმუხტის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-04-28 10:49:00
საქართველოს  ფინანსთა  სამინისტროს  საგამოძიებო  სამსახურმა,  გატარებული ოპერატიულ  -  სამძებრო  და საგამოძიებო  მოქმედებების  შედეგად, საქართველოს  საბაჟო  საზღვარზე,  საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. გამოძიებით  დადგენილია,  რომ  ბრალდებულმა,  საბაჟო  -  გამშვები  პუნქტი „სარფის“  გავლით  გადმოკვეთა  საქართველოს  სახელმწიფო  საზღვარი,  რა დროსაც,  საბაჟო  კონტროლისგან  მალულად,  საქართველოს  ტერიტორიაზეუკანონოდ  გადმოიტანა  დეკლარირებას  დაქვემდებარებული,  განსაკუთრებითდიდი  ოდენობით  ძვირფასი  ქვა  -   482,3  კარატის  ზურმუხტი.  საგამოძიებო სამსახურის  მიერ  საზღვარზე  მალულად  გადმოტანილი  ძვირფასი  ქვა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.  საქმეზე  მიმდინარეობს  გამოძიება  საქართველოს  სისხლის  სამართლის კოდექსის 214 - ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.
წაკითხვა
შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა
გამოქვეყნებულია: 2017-04-28 10:11:00
შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყალბი პასპორტების გამოყენებით ევროპის ქვეყნებში გამგზავრების დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს.შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბერკანტ დ., რომელიც პირადად და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით, სოლიდური თანხის სანაცვლოდ, ყალბი პასპორტების გამოყენებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების ევროპის ქვეყნებში გამგზავრებას უზრუნველყოფდა.თანხის გადახდის შემდგომ, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები აღნიშნულ პირებს სხვა სახელითა და გვარით ყალბ პასპორტებს უმზადებდნენ, შემდეგ ისინი საქართველოში ჩამოჰყავდათ და სხვადასხვა საპასპორტო მონაცემით (ნამდვილით და ყალბით) შეუძენდნენ ავიაბილეთებს, ერთდროულად, როგორც თურქეთის (სადაც ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ), ასევე, ევროპის რომელიმე ქვეყნის მიმართულებით.დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები საქართველოში ჩამოსულ პირებს დანიშნულ დროს, აეროპორტში მისვლამდე ყალბ პასპორტებს გადასცემდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ირანის მოქალაქეები რეგისტრაციას თურქეთისა და ევროპის მიმართულების ავიარეისებზე პარალელურად გადიოდნენ. საზღვრის გადაკვეთამდე, აეროპორტის საპირფარეშოში, ბერკანტ დ. ევროპის მიმართულებით აღებულ ჩასხდომის ბარათსა და ყალბ პასპორტზე საქართველოს საზღვრის კვეთის ამსახველ ყალბ თარიღ-დამღას სვამდა. ამის შემდგომ, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე აღნიშნული პირები მესაზღვრე-კონტროლიორს ნამდვილ, ირანულ პასპორტებსა და თურქეთის მიმართულებით ჩასხდომის ბარათს წარუდგენდნენ, საზღვრის კვეთის შემდგომ კი უკვე ყალბი პასპორტითა და ევროპის მიმართულებით აღებული ჩასხდომის ბარათით, რომელზეც საზღვრის კვეთის ყალბი თარიღ-დამღა იყო დასმული, ევროპის ქვეყნების მიმართულებით მიემგზავრებოდნენ. დანაშაულებრივი სქემის თანახმად, ევროპის მიმართულებით მიმავალი ავიარეისი დროში მცირედით წინ უსწრებდა თურქეთის მიმართულებით მიმავალ რეისს, რის გამოც, მგზავრის დაკლების შემდგომ, ავიაკომპანია მათ მოძიებას ვეღარ ახერხებდა.დანაშაულებრივი სქემის გამოვლენის შემდგომ, მიმდინარე წლის აპრილში შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთი მოქალაქის მცდელობა, თურქეთის ნაცვლად, ევროპაში ყალბი პასპორტით გამგზავრებულიყო, ადგილზე აღკვეთა.შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიების ამ ეტაპზე დ
წაკითხვა
შსს-მ დმანისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
გამოქვეყნებულია: 2017-04-27 10:44:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ტ.რ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს.სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისი-გუგუთის საავტომობილო გზაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი საკუთარი ავტომანქანით დმანისიდან მარნეულის მიმართულებით გადაადგილდებოდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 0,13 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო. ბრალდებულის სახლის ჩხრეკისას კი, ნივთმტკიცებად ამოღებულია 15 შეკვრად დაფასოებული 6,0509 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკი და 10,0445 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება. სულ ამოღებულია 16,29617 გრამი ჰეროინი.შსს-ს ინფორმაციით, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ტ.რ. დაკავებისას ნარკოტიკულისაშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღ
წაკითხვა
მკვლელობა თბილისში - 40 წლის ქალი ყოფილმა ქმარმა ელექტროსადენით გაგუდა
გამოქვეყნებულია: 2017-04-26 10:05:00
მკვლელობა თბილისში - 40 წლის ქალი ყოფილმა ქმარმა ელექტროსადენით გაგუდა.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,   მკვლელობაში ბრალდებული პირი უკვე დაკავებულია. გამოძიების ინფორმაციით,  მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა, ბრალდებული კი  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს.
წაკითხვა
თბილისში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-04-25 22:05:00
თბილისში, 40 წლის ქალი ყოფილმა მეუღლემ ელექტროსადენით გაგუდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, მკვლელობაში ბრალდებული პირი უკვე დაკავებულია. „შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ.ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1977 წელს დაბადებული მ.ვ. ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გ.ჯ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე მუხლით)“, - აცხადებენ შსს-ში. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს.
წაკითხვა
ბირმაში ქურდობაში და კონტრაბანდაში ეჭვმიტანილი საქართველოს ორი მოქალაქე დააპატიმრეს
გამოქვეყნებულია: 2017-04-22 19:18:00
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ბირმაში დააპატიმრეს საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც მოპარული 90 ათასი დოლარის ქვეყნიდან არალეგალურად გატანის მცდელობაში არიან ეჭვმიტანილი. ბირმის პოლიციამ განაცხადა, რომ ორი მამაკაცი ბირმის უდიდესი ქალაქის, იანგუნის აეროპორტში დააკავეს. მათ ფული საცვლებში ჰქონდათ დამალული. განცხადების თანახმად, დაკავებული არიან 64 წლის რევაზ ჯანჯღავა და 51 წლის მალხაზ ნარმანია. ბირმის ხელისუფლების წარმომადგენელთა თანახმად, არსებობს ეჭვი, რომ დასახელებული თანხა 21 აპრილს ვალუტის გადამცვლელ ბიუროში მოიპარეს. ჯანჯღავა და ნარმანია ქვეყანაში ტურისტული ვიზით იმყოფებოდნენ. როგორც იტყობინებიან, მათ გადამცვლელი ბიუროს თანამშრომელი დაარწმუნეს, მათთვის მანამდე გადაეცა ფული, სანამ ისინი მას მისცემდნენ გადასაცვლელ თანხას.
წაკითხვა

უახლესი