საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს - ამოღებულია 8,77 გრამი კოკაინის მარილი
გამოქვეყნებულია: 2017-01-21 09:51:00
შსს-მ 1968 წელს დაბადებული  გ.ჩ., ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავ, ის საბერძნეთის მოქალაქეა, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 58,4 მილიგრამი მეტადონის მარილის შემცველი სითხე და 8,77 გრამი კოკაინის მარილი ამოიღეს.გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)" - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
წაკითხვა
მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს
გამოქვეყნებულია: 2017-01-20 18:21:00
მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ლ. წ. დააკავეს, რომელსაც შსს-ს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობა ეკავა, ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს საქართველოს მთავარი პროკურატურიდან აცნობეს.საქმე ეხება ლაგოდეხში მომხდარ შემთხვევას. პოლიციელმა  ერთ-ერთ რესტორანში მოქალაქეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მომხდარს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, რომლის მიზეზიც, სავარაუდოდ, მოქალაქის მხრიდან პოლიციელის მეუღლისათვის გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინება გახდა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით მიმდინარეობს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობის მცდელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება. ლაშა წიქარიშვილს შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობა ეკავა, თუმცა მომხდარ ფაქტს მის სამსახურებრივ საქმიანობასთან კავშირი არ აქვს" - აცხადებენ საქართველოს მთავარ პროკურატურაში. როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული პოლიციელი მომხდარის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს და ის ამ დროისათვის სამართალდამცავთა რიგებში აღარ ირიცხება.
წაკითხვა
შსს: „რუსთავში აფთიაქი არა ხუთმა, არამედ ერთმა ქალმა გაქურდა“
გამოქვეყნებულია: 2017-01-20 16:54:00
რუსთავში „იმპექსის“ ფირმის აფთიაქი არა ხუთმა, არამედ ერთმა ქალმა გაქურდა, ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ცნობით, წაღებულია ერთი შამპუნი და ერთი კრემი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. „იმპექსის“ ფირმის აფთიაქების ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ლელა ლეჟავამ აცხადებდა, რომ აფთიაქი ხუთმა ქალმა გაქურდა, რომლებმაც 1000 ლარამდე ღირებულების პარფიუმერია და ჰიგიენური საშუალებები წაიღეს. 
წაკითხვა
შსს-მ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
გამოქვეყნებულია: 2017-01-20 16:39:00
შსს-მ 1992 წელს დაბადებული ე.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავა, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ცხელ კვალზე ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა ჩაატარეს.„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ინდოეთის მოქალაქე გ.მ.-ს თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის N31-ში მდებარე შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გირო კრედიტის“ ლომბარდში შეჰყვა, სადაც დაზარალებულმა 100 აშშ დოლარი შესაბამისი ოდენობის ლარზე გადაცვალა. გამოსვლისას ე.მ. მას უკან გამოჰყვა, დანის მუქარით ფული მოსთხოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტზე რეაგირება ოპერატიულად მოახდინეს. პოლიციამ, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გირო კრედიტის“ ლომბარდში, ასევე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღო, რის შედეგადაც მოხდა სავარაუდო დამნაშავის ვიზუალური იდენტიფიცირება, პიროვნების დადგენა და დაკავება.დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით)" - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
წაკითხვა
ლაგოდეხში პოლიციელმა მოქალაქე დაჭრა - პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს
გამოქვეყნებულია: 2017-01-20 15:44:00
ლაგოდეხში ერთ-ერთ რესტორანში პოლიციელმა მოქალაქეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მომხდარს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, რომლის მიზეზიც, სავარაუდოდ, მოქალაქის მხრიდან პოლიციელის მეუღლისათვის გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინება გახდა. როგორც „მოამბის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, დაჭრილი მოქალაქე გურჯაანის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. ექიმების თქმით, მიყენებული დაზიანება სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელი დაპატიმრებულია. როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული პოლიციელი მომხდარის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს და ის ამ დროისათვის სამართალდამცავთა რიგებში აღარ ირიცხება.საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურა იძიებს. 
წაკითხვა
რუსთავში აფთიაქი გაქურდეს - წაღებულია 1000 ლარამდე ღირებულების პროდუქცია
გამოქვეყნებულია: 2017-01-20 15:07:00
რუსთავში ხუთმა ქალმა „იმპექსის“ ფირმის აფთიაქი გაქურდა. აფთიაქების ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის ლელა ლეჟავას ინფორმაციით, ქალები აფთიაქში დღის პირველ ნახევარში იმყოფებოდნენ. მისი თქმით, წაღებულია 1000 ლარამდე ღირებულების პარფიუმერია და ჰიგიენური საშუალებები. ფაქტი აფთიაქში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. „მოამბის" ინფორმაციით, ეჭვმიტანილები ამ დროისთვის იდენტიფიცირებულები არიან, მათი ასაკი 30-დან 35 წლამდე მერყეობს.მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
წაკითხვა
შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
განახლებულია: 2017-01-20 10:41:00
შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული გ.ა. - ფოთში, ხოლო 1980 წელს დაბადებული ს.ყ. ბათუმში დააკავა, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩაატარეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 3 იანვარს, ბრალდებულები იარაღის მუქარით თავს დაესხნენ შპს „იალჩინ მარკეტის“ ბუღალტერს და აღნიშნული შპს-ს კუთვნილი 148 546 ლარი, ასევე, პირადი თანხა და ნივთები გასტაცეს.სამართალდამცველებმა, გ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 4 700 ლარი, ცივი იარაღი და ნიღაბი, ხოლო ს.ყ.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლიდან 7 750 ლარი და ოქროს საყურე ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია 37 300 ლარი.გამოძიება დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)" - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
წაკითხვა
გერმანიაში საქართველოს 10 მოქალაქე დააკავეს
განახლებულია: 2017-01-19 12:15:00
გერმანიაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, საქართველოს 10 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა sz-online.de, ფედერალური პოლიციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. ძირითადად, საუბარია ძარცვის შემთხვევებზე. გამოცემის ცნობით, სულ 15 ადამიანის დაკავებაზე გაიცა ორდერი. აქედან 10 საქართველოს მოქალაქეა. ისინი 26-დან 38 წლამდე ასაკის არიან. ასევე, დაკავებულია ვიეტნამის ოთხი მოქალაქე. თუმცა, საუბარია იმაზეც, რომ ეჭვმიტანილთღა შორის გერმანიის მოქალაქეებიც არიან. სპეცოპერაცია დრეზდენსა და მის შემოგარენში, ძირითადად, ლტოლვილთა დასახლებებში ჩატარდა. ჩხრეკა განხორციელდა 31 საცხოვრებელ სახლში, მაღაზიასა და სხვადასხვა ობიექტზე. სპეცოპერაციაში 600-მდე სამართალდამცველი მონაწილეობდა. ფედერალური პოლიციის სპიკერის განცხადებით, ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაციაა. მისივე ინფორმაციით, ქართველები, ძირითადად, სასმელს, სიგარეტს, ყავას, ბავშვების საკვებ პროდუქტს და პარფიუმერიას იპარავდნენ. ასევე, ამოღებულია ოთხი ავტომანქანა, დიდი ოდენობით თანხა და მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. 
წაკითხვა
ბათუმში დაჭრილი არასრულწლოვანი კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება
განახლებულია: 2017-01-18 18:24:00
ბათუმში დაჭრილი არასრულწლოვანი კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობით ის საავადმყოფოში ორი დღის წინ მიიყვანეს. არსებული იმფორმაციით, ინციდენტი ბონის დასახლებაში მოხდა. ჩატარებული ოპერაციის შემდეგ დაშავებულს მკურნალობა უკვე პალატაში უტარდება. შსს მომხდარს იძიებს.
წაკითხვა
ბათუმში არასრულწლოვანი დაჭრეს
განახლებულია: 2017-01-18 16:26:00
ბათუმში 15 წლის არასრულწლოვანი დაჭრეს. როგორც საზოგადოებრივის კორესპონდენტი იტყობინება, შემთხვევა ორი დღის წინ, ბონის დასახლებაში მოხდა.როგორც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, მათთან ბასრი საგნით წელის არეში დაჭრილი ახალგაზრდა შეიყვანეს, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად, ის უკვე ჩვეულებრივ პალატაშია გადაყვანილი.  შსს მომხდარ ფაქტს იძიებს.
წაკითხვა
ყაჩაღობა თბილისში - დაკავებულია ორი ადამიანი
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 20:59:00
ტაქსის დაყაჩაღებისთვის 1995 წელს დაბადებული ორი პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადეს, შემთხვევა დღეს ავლაბარში, წურწუმიას ქუჩაზე მოხდა. უწყების ცნობით, ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 
წაკითხვა
დაკავება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით
განახლებულია: 2017-01-17 12:34:00
სამართალდამცავებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას კალაშნიკოვის კონსტრუქციის არარეგისტრირებული ავტომატი და მჭიდი ამოიღეს. აღნიშნული პირი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს. 
წაკითხვა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქარვის თვლების კონტრაბანდის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს
განახლებულია: 2017-01-17 12:30:00
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა.„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო - გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდის“ გავლით, გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, ტანსაცმელსა და ხელბარგში აღმოაჩნდა დეკლარირებას დაქვემდებარებული,   განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქარვის თვლები და ვერცხლის ნაკეთობები. საგამოძიებო სამსახურის მიერ საზღვარზე მალულად გადმოტანილი პროდუქცია ამოღებულია ნივთმტკიცების სახით“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.   საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს  თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.
წაკითხვა
შსს: ალექსეევკის დასახლებაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია
განახლებულია: 2017-01-16 16:29:00
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული მ.ი., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 იანვარს თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1955 წელს დაბადებულ ზ.ქ.-ს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მ.ი. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით). შეგახსენებთ, ალექსეევკის დასახლებაში მკვლელობა დღეს დილით მოხდა. 
წაკითხვა
სასწრაფოდ
მკვლელობა ალექსეევკის დასახლებაში
განახლებულია: 2017-01-16 12:00:00
მკვლელობა თბილისში - ალექსეევკის დასახლებაში მამაკაცი მოკლეს. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით, დაკავებულია 1968 წელს დაბადებული პირი. მკვლელობა, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღითაა ჩადენილი. 
წაკითხვა
სასწრაფოდ
მკვლელობა გორში - მოკლულია 60 წლამდე მამაკაცი
განახლებულია: 2017-01-15 16:00:00
მკვლელობა მოხდა ცოტა ხნის წინ გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში. როგორც „მოამბის“ ჟურნალისტი გორიდან იტყობინება, შემთხვევა ნინო ბურჯანაძის პარტიის, „დემოკრატიული მოძრაობის“ ოფისის ეზოში მოხდა. თვითმხილველების თქმით, 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ოფისში, სავარაუდოდ, ქუჩის მხრიდან შევიდა, მას თავდამსხმელი დაედევნა, რის შემდეგაც მამაკაცი შენობის შიდა ეზოსკენ გაიქცა, სადაც მკვლელობა მოხდა. „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრების ინფორმაციით, მათი თანაგუნდელიც იმყოფებოდა, რომელსაც ვერ უკავშირდებიან. სავარაუდოდ, პარტიის წევრი შენობაში რჩება, სადაც ამ დროისთვის სამართალდამცველები მუშაობენ.  გარდაცვლილის ცხედრის ოფისის ეზოდან გამოსვენება ჯერ არ მომხდარა. არსებული ინფორმაციით, მოკლული ერთ-ერთი ადგილობრივი ბიზნესმენის ძმაა. როგორც საზოგადოებრივს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 
წაკითხვა
აქვს თუ არა კავშირი პრეზიდენტის სიძის დაჭრასთან პირველი ლედის ძმის დაკავებას
გამოქვეყნებულია: 2017-01-14 20:05:00
აქვს თუ არა კავშირი პრეზიდენტის სიძის დაჭრასთან პირველი ლედის ძმის დაკავებას. ბოლო რამდენიმე დღეში მარგველაშვილის ახლო გარემოცვით სამართალდამცველები ინტერესდებიან. სიძის შემდეგ ამჯერად მაკა ჩიჩუას ძმაზეა საუბარი. მიხეილ მგალობლიშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. შსს-ში პირის იდენტიფიცირებას არ ახდენენ, თუმცა ადასტურებენ, რომ ბრალდებულის წინააღმდეგ საქმის გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 
წაკითხვა
პირველი ლედის მაკა ჩიჩუას ძმა დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-01-14 17:36:00
პირველი ლედის მაკა ჩიჩუას ძმა მიხეილ მგალობლიშვილი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. საზოგადოებრივი მაუწყებელი დამატებითი ინფორმაციისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. შსს-ში პირის იდენტიფიცირებას არ ახდენენ, თუმცა ადასტურებენ, რომ ბრალდებულის წინააღმდეგ საქმის გამოძიება 236-ე (იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლით მიმდინარეობს.
წაკითხვა
სანტა-კლაუსის ფორმაში ჩაცმული პირის მიერ სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია
განახლებულია: 2017-01-14 12:11:00
შსს-მ 1991 წელს დაბადებული ჯ.მ., რომელმაც სანტა-კლაუსის ფორმაში ჩაცმულმა სავალუტო ჯიხური დააყაჩაღა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა, ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.„გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის 31 დეკემბერს, ღამით, სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილი ბრალდებული ბათუმში, სუპერმარკეტში მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში შეიჭრა და სათამაშო იარაღის მუქარით 8 820 ლარი გაიტაცა.სამართალდამცველებმა ჯ.მ. ბათუმში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.გამოძიება დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს(საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)" - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
წაკითხვა
მამაკაცი, რომელმაც ყაჩაღობა სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა ჩაიდინა, სავარაუდოდ, დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-01-13 18:08:00
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც ბათუმში 31 დეკემბერს, სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა, მაღაზია დააყაჩაღა. საზოგადოებრივი მაუწყებელი ინფორმაციის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში ამ საკითხზე კომენტარს, ჯერჯერობით, არ აკეთებენ.ბათუმში დაყაჩაღებული მაღაზიის თანამშრომლების ცნობით, წაღებულია 40 ათასამდე ლარი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 
წაკითხვა

უახლესი