საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

შსს: აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავარიის მონაწილე მძღოლი დაკავებულია
განახლებულია: 2017-03-26 12:21:00
22 მარტს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, რა დროსაც 11 წლის ბავშვი გარდაიცვალა, დაკავებულია. ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.„შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 22 მარტს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, 1994 წელს დაბადებული თ.ტ. ბრალდებულის სახით დააკავეს.გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სატრანსპორტო-ტექნიკურ-ტრასოლოგიური, სასამართლო-სამედიცინო და ნარკოლოგიური ექსპერტიზების დასკვნების საფუძველზე დადგინდა, რომ BMW-ს მარკის ავტომანქანა, რომელსაც თ.ტ. მართავდა, გადაჭარბებული სიჩქარით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრაობდა, რა დროსაც ის შეეჯახა მის წინ, მისივე თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ BMW-ს მარკის ავტომანქანას. შეჯახების შედეგად, აღნიშნული ავტომანქანის მძღოლმა, 1992 წელს დაბადებულმა გ.მ.-მ ვერ დაიმორჩილა საჭე, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან მარჯვნივ, ქვეითთათვის განკუთვნილ ტროტუარზე, სადაც 2 ქვეითს - 1972 წელს დაბადებულ ნ.ო.-ს და 2008 წელს დაბადებულ მ.ჯ.-ს დაეჯახა. შეჯახების შედეგად, მცირეწლოვანი მ.ჯ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ.ო. ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.საპატრულო პოლიციამ თ.ტ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა“, - აცხადებენ შსს-ში.მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება (საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით).
წაკითხვა
მამკოდას აგარაკებზე ავტომანქანას ტყვია მოხვდა
გამოქვეყნებულია: 2017-03-24 16:44:00
თბილისის სიახლოვეს, მამკოდას აგარაკებზე ინციდენტი მოხდა - მსუბუქ ავტომობილს უკანა საქარე მინაზე ტყვია მოხვდა. როგორც ავტომანქანის მეპატრონემ საზოგადოებრივს განუცხადა, ინციდენტი გუშინ, დღის საათებში, დაახლოებით 17:30 საათზე მოხდა. მისი თქმით, აგარაკზე მისულმა მანქანიდან სხვადასხვა ნივთები გადმოიღო, ავტომობილის საჭის მხარეს იდგა, რა დროსაც, შუშის მსხვრევის ხმა გაიგონა. მან პოლიციას მიმართა და სამართალდამცველებმა სალონში „მაკაროვის“ პისტოლეტის ტყვია აღმოაჩინეს.მანქანის მეპატრონის თქმით, პოლიციამ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები განახორციელა და მიმდინარეობს გამოძიება. მომხდარ ფაქტს ის არაფერს უკავშირებს. „ალბათ, აქვე ვინმე საქეიფოდ იყო ამოსული და როგორც ხდება ხოლმე, იარაღიდან გაისროლა. ვფიქრობ, ბრმა ტყვია იყო და თანაც, უკვე ძალადაკარგული“, - აცხადებს ის. როგორც საზოგადოებრივს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს. 
წაკითხვა
კიევში რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი მოკლეს
გამოქვეყნებულია: 2017-03-23 16:39:00
რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი და ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის ბრალდებით აღძრული საქმის მთავარი მოწმე, დენის ვორონენკოვი კიევში, ერთ-ერთი სასტუმროს წინ მოკლეს. ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს კიევის პოლიცია. რაც შეეხება თავდამსხმელს, ის ვორონენკოვის დაცვის წევრმა დაჭრა და საავადმყოფოშია მოთავსებული. ვორონენკოვმა უკრაინას თავი გასულ წელს შეაფარა და საგამოძიებო ორგანოებს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით დახმარებას უწევდა.  უკრაინის გენერალურმა პროკურორის განცხადებით, ვორონენკოვი გამოძიებას მნიშვნელოვანი მტკიცებულებებითა და ჩვენებებით ეხმარებოდა. პროკურორი მომხდარში რუსულ კვალზე მიუთითებს. წყარო: Reuters
წაკითხვა
შსს-მ საბურთალოზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
გამოქვეყნებულია: 2017-03-21 20:33:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის, გამოძალვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 2 პირი: 1995 წელს დაბადებული ნ.მ. და 1995 წელს დაბადებული გ.რ. დააკავეს.შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მოქალაქე ლ.შ.-ს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, ოქროს ნივთები, ძვირადღირებული სათვალე, მაჯის საათი და ავტომობილი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისში დააკავეს. პოლიციამ გატაცებული ნივთები და ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღო.შსს-ში აცხადებენ, რომ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება ოპერატიული ღონისძიებები.გამოძიება ყაჩაღობის, გამოძალვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე, 236-ე და 181-ე მუხლებით).
წაკითხვა
თბილისში მანქანის გატაცების ბრალდებით ორი პირი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-03-21 19:04:00
თბილისში, საბურთალოზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია. ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. ნაპოვნია გატაცებული ავტომობილიც. საქმეზე გამოძიება სსკ-ს 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.თბილისში ერთ-ერთ მოქალაქეს იარაღის მუქარით„ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომობილი გასტაცეს. შემთხვევა დღეს, საბურთალოზე მოხდა.
წაკითხვა
სპირტიანი სასმელების უაქციზოდ გადაზიდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
განახლებულია: 2017-03-21 12:32:00
​საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებული დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის - სხვადასხვა დასახელების სპირტიანი სასმელების უაქციზოდ გადაზიდვის ბრალდებით, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საკუთარი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით, კანონსაწინააღმდეგოდ მოახდინა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სპირტიანი სასმელების აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა.  საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო პროდუქცია ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.  მათივე ცნობით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
წაკითხვა
ყაჩაღობა კახეთში - 78 წლის მოხუცს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გამოქვეყნებულია: 2017-03-15 20:09:00
მორიგი ყაჩაღობა კახეთში - თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 78 წლის გუში ქამალოღლუს საცხოვრებელ სახლში სამი ნიღბიანი შეიჭრა და ფულის გამოძალვის მიზნით, მოხუცს ფიზიკურად გაუსწორდა.როგორც საზოგადოებრივის კორესპონდენტი იტყობინება, ბოროტმოქმედებმა ქამალოღლუს ოჯახიდან 440 ლარი და სანადირო თოფი გაიტაცეს. პოლიციამ დამნაშავეთა დაკავება ყაჩაღობიდან რამდენიმე საათში მოახერხა - აყვანილია სამივე ბოროტმოქმედი. ბრალდებულები ქამალოღლუს თანასოფლელები არიან.
წაკითხვა
თბილისში ხატია დეკანოიძის შვილი დააკავეს
განახლებულია: 2017-03-14 20:34:00
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, უკრაინის ეროვნული პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის, ხატია დეკანოიძის ვაჟი თორნიკე კოპალეიშვილი დააკავეს.როგორც საზოგადოებრივს თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, თორნიკე კოპალეიშვილს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.საქმეზე, რომელიც ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-ტარებას ეხება, წინასასამართლო სხდომა 12 აპრილისთვისაა ჩანიშნული. კოპალეიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით, შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ.ამავე თემაზე: ხატია დეკანოიძე დაკავებულ შვილს: „დედა, არ შეგეშინდეს!“
წაკითხვა
შსს ელისო კილაძის შვილის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
განახლებულია: 2017-03-14 20:34:00
გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შვილის - დავით ხარშილაძის დაკავებასთან დაკავშირებით შსს ინფორმაციას ავრცელებს.შსს-ში აცხადებენ, რომ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს. „შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული დ.ხ. თბილისში დააკავეს.სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0, 1626 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, დ.ხ.-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.კანონის თანახმად, დაკავებულს თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანისას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ მას შუბლის მარცხენა მხარეს ჰქონდა ოდნავი სიწითლე, ასევე, სიწითლე მაჯებზე - რგოლის სახით, რაც ხელბორკილებისგან იყო მიყენებული. დ.ხ.-ს შუბლზე - ორ ადგილას და ფეხის ტერფზე - ერთ ადგილას აღენიშნებოდა ძველი, დაკავებამდე მიყენებული დაზიანების კვალი. ზემოხსენებულის გარდა, დაკავებულს იზოლატორში შეყვანის დროს არც ერთი სხვა სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა, რაც ასევე დაფიქსირებულია სამედიცინო შემოწმების დროს გადაღებულ ფოტოსურათებში.დაკავებული პირის შემოწმებისას ასევე დადგინდა, რომ 1989 წელს დაბადებული დ.ხ. 2009 წელს ორჯერ იყო პასუხისგებაში მიცემული სსკ-ს 177-
წაკითხვა
თელავში პენსიონერის დაყაჩაღების მცდელობაში ბრალდებული ქალი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-03-14 18:12:00
თელავში პენსიონერის დაყაჩაღების მცდელობის ბრალდებით 40 წლამდე ასაკის ქალი დააკავეს. როგორც საზოგადოებრივის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ის ოპერატიული ღონისძიების შედეგად, რუსთაველის ქუჩაზე ცხელ კვალზე აიყვანეს. 75 წლის ქალის დაყაჩაღება თელავში დღეს, რამდენიმე საათის წინ სცადეს. თავდამსხმელი თელავში, კავთისუბანში მცხოვრები ლია კაკაბაძის სახლში შეიჭრა და მარტოხელა ქალისათვის დღეს აღებული პენსიის წართმევა განიზრახა. როგორც დაზარალებული აცხადებს, ბოროტმოქმედი ახალგაზრდა ქალი იყო და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პენსიონერს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. მან ადგილიდან მიმალვა მოახერხა.
წაკითხვა
სასწრაფოდ
თელავში პენსიონერის დაყაჩაღება ახალგაზრდა ქალმა სცადა
გამოქვეყნებულია: 2017-03-14 15:29:00
თელავში რამდენიმე წუთის წინ 75 წლის ქალის დაყაჩაღება სცადეს. როგორც საზოგადოებრივის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, თავდამსხმელი თელავში, კავთისუბანში მცხოვრები ლია კაკაბაძის სახლში შეიჭრა და მარტოხელა ქალისათვის დღეს აღებული პენსიის წართმევა განიზრახა. როგორც დაზარალებული აცხადებს, ბოროტმოქმედი ახალგაზრდა ქალი იყო და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პენსიონერს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.რადგანაც დაზარალებულმა მას წინააღმდეგობა გაუწია, თავდამსხმელი დაფრთხა და მიმალვა მოახერხა.ლია კაკაბაძეს სასწრაფო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს და მისი საავადმყოფოში გადაყვანა არ გახდა საჭირო. 
წაკითხვა
ელისო კილაძის შვილი დააკავეს
განახლებულია: 2017-03-14 12:23:00
გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით უკვე წარედგინა, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას, დამზადებას, გადაგზავნასა და გასაღებას გულისხმობს. კილაძე შვილის დაკავებას მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. მისივე თქმით, მის შვილს გაურკვეველი ნივთიერება ჩხრეკისას ჩაუდეს. ხარშილაძის ადვოკატი პროცედურულ დარღვევებზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ როგორც ფიზიკური ასევე სიტყვიერი შერაცხყოფა განხორციელდა. დაკავებული ამ დრომდე დიღმის სამმართველოში იმყოფება. ის ომბუდსმენის რწმუნებულმა გუშინ მოინახულა. 
წაკითხვა
ბათუმში კიდევ ერთი პირი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-03-11 22:25:00
ბათუმში აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს.როგორც საზოგადოებრივს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, დაკავება სსკ-ის 166-ე (რაც  პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლას გულისხმობს) და 173-ე (რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს) მუხლებით განხორციელდა. ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე შეკრებილი აქციის მონაწილეების ნაწილმა ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოს შენობისკენ გადაინაცვლეს, სადაც ასევე, აქცია იმართება. ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან შეკრებილები დღეს, ბათუმში დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები თანამდებობიდან აჭარის საპატრულო პოლიციის ახალი უფროსის კახა ბუხრაძის გადაყენებასაც მოითხოვენ. მათი განცხადებით, სწორედ ბუხრაძის დანიშვნის შემდეგ ქალაქში მძღოლების მიზანმიმართული დაჯარიმება დაიწყო. კახა ბუხრაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად მიმდინარე წლის იანვარში დაინიშნა.აქციის მონაწილეებს სამმართველოს შენობაში შესასვლელი აქვთ ჩაკეტილი. მათ გადაკეტილი აქვთ აბუსერიძის ქუჩაც. ადგილზე დაკავებულების ახლობლებიც იმყოფებიან. ამასთან, აქციაში მონაწილეობენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები.
წაკითხვა
ჯარჯი წიკლაური ვერსიას, რომ ციანიდის შეძენა დეკანოზს შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა, აბსურდულს უწოდებს
გამოქვეყნებულია: 2017-03-08 14:48:00
პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, გავრცელებული ვერსია, რომლის თანახმადაც დეკანოზ გიორგი მამალაძეს კალიუმის ციანიდის შეძენა საპატრიარქოს მდივან-რეფერენტმა შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა, აბსურდულია. ამის შესახებ პროკურორმა დღეს, მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.„გიორგი მამალაძის ვერსია, რომ თითქოსდა ის შორენა თეთრუაშვილის თხოვნით ცდილობდა კალიუმის ციანიდის შეძენას, რომელიც თითქოსდა საჭირო იყო საპატრიარქოში მომუშავე ოქრომჭედლისთვის, არის აბსურდული და ცალსახად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ აღნიშნული ვერსიის განვითარებით იგი ცდილობს ბრალად შერაცხული დანაშაული გადააბრალოს იმ მხარეს, ვისთანაც მისივე ჩვენებით, არის დაპირისპირებული და ვის წინააღმდეგაც მიმართული იყო მისი ქმედება. ამავდროულად, ამით ბრალდებული მამალაძე ცდილობს ბრალდების მოწმეების დისკრედიტაციას. ნათელია, რომ ბრალდებული მიზნად ისახავს წარმოჩნდეს მსხვერპლად და თავი აარიდოს მოსალოდნელ მძიმე სასჯელს“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.მისივე თქმით, პროკურატურის მიერ ამ ეტაპზე უკვე უზრუნველყოფილია ბრალდებულის ოჯახის წევრების უსაფრთხოება. მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგები გამოაქვეყნა. პროკურატურის ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალდება წარედგინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენისა და შენახვის ფაქტზე.ამავე თემაზე: პროკურატურა „ციანიდის საქმეზე“ ვიდეომასალას ავრცელებს
წაკითხვა
პროკურატურა „ციანიდის საქმეზე“ ვიდეომასალას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-03-08 14:08:00
მთავარი პროკურატურა ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს ასაჯაროებს.ამასთან, პროკურატურა ავრცელებს ვიდეომასალასაც, რომელიც ფარულადაა გადაღებული.პროკურატურის ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალდება წარედგინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების, ასევე,  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენისა და  შენახვის ფაქტზე.„ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ. მოცემული ეტაპისთვის ჩატარებულია ოცდაათზე მეტი მოწმის დაკითხვა, სულ ჩატარებულია ოთხმოცდაათამდე საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, მათ შორის დათვალიერდა და ამოღებული იქნა მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და ელექტრონული ინფორმაციის სხვა მატარებლები, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები, რომელთა ნაწილზე უკვე მივიღეთ დასკვნები, რაც შესაძლებლობას გვაძლევს ვისაუბროთ გამოძიების შუალედურ შედეგებზე და გავასაჯაროვოთ საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი.როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს მოქალაქე ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა შხამიანი ნივთიერების - კალიუმის ციანიდის მოძიებაში დახმარება. ამასთან ირაკლი მამალაძემ პროკურატურაში წარმოადგინა მის მიერვე ფარულად ჩაწერილი გიორგი მამალაძესთან შეხვედრის ამსახველი აუდიო-ვიდეო მასალა და ამ უკანასკნელის მიერ გადაცემული ფურცელი, რომელზეც იყო ბრალდებულის ხელნაწერი სიტყვები - „კალიუმ ციანიდი“. ირაკლი მამალაძის განცხადებით, როგორც მან შეხვედრისას გაარკვია, გიორგი მამალაძე გეგმავდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფას.ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი მამალაძე ირაკლი მამალაძეს სთხოვდა შემჭიდროვებულ ვადებში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო თავის მხრივ გაწეული დახმარებისთვის ასევე ჰპირდებოდა მომავალში არამართლზომიერ სარგებელს. ბრალდებული გეგმავდა
წაკითხვა
პროკურატურაში დეკანოზ გიორგი მამალაძის სახლიდან ამოღებული სეიფი გახსნეს
განახლებულია: 2017-03-07 18:37:00
საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობაში, დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის სახლიდან ამოღებული სეიფი გახსნეს. როგორც დეკანოზის ადვოკატები აცხადებენ, სეიფში არაფერი აღმოჩნდა. ადვოკატები ამ საპროცესო საგამოძიებო მოქმედებას დაესწრნენ. „ჩვენი თანდასწრებით, სპეციალისტის საშუალებით, გაიხსნა სეიფი, თუმცა იქ არაფერი აღმოჩნდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს დეკანოზის ერთ-ერთმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა. ასევე, ადვოკატების განცხადებით, სავარაუდოდ, დღეს, ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის მოთხოვნა დაკმაყოფილდება და მისი ოჯახის წევრებს დაცვა გამოეყოფა. ამის შემდეგ, დეკანოზი მზად იქნება, გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა განაახლოს, რაც, სავარაუდოდ, ორ დღეში მოხერხდება. 
წაკითხვა
50 ათას ლარიანი ქრთამი - სუს-ში ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავების დეტალები გაახმაურეს
განახლებულია: 2017-03-07 18:35:00
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე დააკავა. დაკავების დეტალებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურ​ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე დააკავეს.გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015-2016 წლებში ქალაქ ოზურგეთის მერიამ შპს „პირამიდა-ფ.რ. ფილიალთან“ გააფორმა ხელშეკრულებები ქალაქ ოზურგეთის დაზიანებული ქუჩების რეაბილიტაციისა და მდინარე „ბჟუჟი“-ს ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით. აღნიშნულმა კომპანიამ ვერ შეძლო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოების დასრულება, რის გამოც დღის წესრიგში დადგა მასთან ხელშეკრულებების შეწყვეტის საკითხი. ქ.ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე შეხვდა შპს „პირამიდა - ფ.რ. ფილიალის“ ტექნიკურ მენეჯერს და თავისი თანამდებობის გამოყენებით დაჰპირდა ზემოხსენებული ხელშეკრულებების ვადების გაგრძელებას და უკვე შესრულებულ სამუშაოებზე მისაღები დაახლოებით 150 000 ლარის ჩარიცხვას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა და აიღო ფულადი თანხა 50 000 ლარის ოდენობით, რა დროსაც იგი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს“, - აცხადებენ სუს-ში. უწყების ცნობით, გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11 - დან 15 წლამდე).
წაკითხვა
ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-03-07 15:54:00
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე დააკავა. სუს-ში დაკავების შესახებ კომენტარს ჯერჯერობით, არ აკეთებენ.როგორც საზოგადოებრივს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ამ თემაზე ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება. 
წაკითხვა
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
განახლებულია: 2017-03-07 12:27:00
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ბრალდებით, ერთი პირი დააკავა.„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, მარნეულში მდებარე სხვადასხვა სავალუტო ჯიხურებში მოტყუებით გაასაღა 1500 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები. საგამოძიებო სამსახურის მიერ განხორციელებული ჩხრეკის შედეგად, ყალბი კუპიურები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე.
წაკითხვა
მეტრო „300 არაგველთან“ პოლიციის თანამშრომელს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს
გამოქვეყნებულია: 2017-02-22 18:13:00
მეტრო „სამასი არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თანამშრომელს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს. ბრალდებული მოქალაქე დაკავებულია.  ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლები მეტრო „სამასი არაგველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. მათ ერთ-ერთი ნასვამ მოქალაქეს, რომელიც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, მოუწოდეს მართლწესრიგის დაცვისკენ, რა დროსაც აღნიშნულმა მოქალაქემ პოლიციის თანამშრომელს - უბნის ინსპექტორ გამომძიებელს - ცივი იარაღით სახის არეში დაზიანება მიაყენა. იგი ადგილზე დააკავეს. ეს არის 1992 წელს დაბადებული შ. თ.“, - აცხადებენ შსს-ში.  
წაკითხვა

უახლესი