საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

თბილისში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-04-25 22:05:00
თბილისში, 40 წლის ქალი ყოფილმა მეუღლემ ელექტროსადენით გაგუდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, მკვლელობაში ბრალდებული პირი უკვე დაკავებულია. „შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ.ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1977 წელს დაბადებული მ.ვ. ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გ.ჯ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე მუხლით)“, - აცხადებენ შსს-ში. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს.
წაკითხვა
ბირმაში ქურდობაში და კონტრაბანდაში ეჭვმიტანილი საქართველოს ორი მოქალაქე დააპატიმრეს
გამოქვეყნებულია: 2017-04-22 19:18:00
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ბირმაში დააპატიმრეს საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც მოპარული 90 ათასი დოლარის ქვეყნიდან არალეგალურად გატანის მცდელობაში არიან ეჭვმიტანილი. ბირმის პოლიციამ განაცხადა, რომ ორი მამაკაცი ბირმის უდიდესი ქალაქის, იანგუნის აეროპორტში დააკავეს. მათ ფული საცვლებში ჰქონდათ დამალული. განცხადების თანახმად, დაკავებული არიან 64 წლის რევაზ ჯანჯღავა და 51 წლის მალხაზ ნარმანია. ბირმის ხელისუფლების წარმომადგენელთა თანახმად, არსებობს ეჭვი, რომ დასახელებული თანხა 21 აპრილს ვალუტის გადამცვლელ ბიუროში მოიპარეს. ჯანჯღავა და ნარმანია ქვეყანაში ტურისტული ვიზით იმყოფებოდნენ. როგორც იტყობინებიან, მათ გადამცვლელი ბიუროს თანამშრომელი დაარწმუნეს, მათთვის მანამდე გადაეცა ფული, სანამ ისინი მას მისცემდნენ გადასაცვლელ თანხას.
წაკითხვა
მკვლელობა თბილისში - შსს-მ ბრალდებული დააკავა
გამოქვეყნებულია: 2017-04-21 18:08:00
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული გ.რ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ასევე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ მეზობელს - 1945 წელს დაბადებულ ნ.ზ.-ს თავის საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სამართალდამცველებმა გ.რ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. შსს-ში აცხადებენ, რომ  ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).
წაკითხვა
თბილისის ინტერპოლმა ბაქოს ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა
გამოქვეყნებულია: 2017-04-21 09:26:00
შსს-ს თბილისის ინტერპოლისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, ბაქოს ინტერპოლის მიერ 2015 წლის ნოემბრიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული გ.ი. თბილისში დააკავეს.გ.ი.-ს ბრალი ედება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 213.2.2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც დიდი ოდენობით გადასახადებისათვის თავის არიდებას გულისხმობს.ამ დროისთვის დაკავებული პირის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
წაკითხვა
სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
გამოქვეყნებულია: 2017-04-18 14:44:00
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი კ.რ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და  მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 15 ივლისს,  00:00 საათზე, ქ.თბილისში, ვარკეთილი 3-ის პირველი მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე კ.რ. ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი პისტოლეტის გამოყენებით თავს დაესხა ი.რ.-ს, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით დაეუფლა მის კუთვნილ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას, 250 ლარს და  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა კ.რ. 16 ივლისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და  მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არაერთგზის) წარედგინა.თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.რ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აცხადებენ პროკურატურაში. 
წაკითხვა
ხმაური და დაპირისპირება მეზობლებს შორის ქუთაისში - ერთ-ერთმა მათგანმა ცეცხლი გახსნა
განახლებულია: 2017-04-18 12:24:00
ხმაური იყო ქუთაისში პუშკინის ქუჩაზე. მეზობლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. სამართალდამცველებმა ბრალდებულის ვინაობის დადგენა ცხელ კვალზე შეძლეს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს. 
წაკითხვა
ვასილ დავითაშვილის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
განახლებულია: 2017-04-18 12:18:00
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის ვასილ დავითაშვილის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, რომელსაც ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. ბრალდებული თელავის რაიონის სოფელ კისისხევში დააპატიმრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. უწყების ცნობით, მისი პირადი ჩხრეკისას მაკაროვის ტიპის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს. საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ასევე თელავის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ვასილ დავითაშვილი საკუთარი სახლის ეზოში გუშინ დაჭრეს. დავითაშვილს ჭრილობები ფეხის არეში აქვს მიყენებული. ის თელავის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
წაკითხვა
სროლა ქუთაისის ცენტრში
გამოქვეყნებულია: 2017-04-17 21:10:00
დაახლოებით ერთი საათის წინ გასროლა მოხდა ქუთაისის ცენტრში, პუშკინის ქუჩაზე. ადგილზე ამ წუთებშიც ​მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. მოქალაქის განცხადებით, მეზობელმა მისი სახლის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. მისივე თქმით, კონფლიქტი მეზობლებს შორის წლების წინ დაიწყო, მიზეზი კი 1999 წელს მისი ბინის ქურდობა გახდა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ცხელ კვალზე დადგენილია ბრალდებულის ვინაობა და მის დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 236-ე მუხლი).
წაკითხვა
თელავში ქმარმა ცოლი დაჭრა
განახლებულია: 2017-04-13 16:20:00
თელავში, კირიონის ქუჩაზე 40-წლამდე მამაკაცმა, ცოლი სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე დაჭრა. დაჭრილი მუცელში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დამნაშავე დააკავეს და გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.
წაკითხვა
ფილმის „მანჩესტერი ზღვასთან“ ნახვის შემდეგ ამერიკელმა წყვილმა შვილი მოკლა
გამოქვეყნებულია: 2017-04-13 13:58:00
ერნესტ და ჰითერ ფრანკლინებმა მხატვრული ფილმის „მანჩესტერი ზღვასთან“ ნახვის შემდეგ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აყვანილი შვილი  მოკლეს და კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდეს, - აცხადებს  საქმის პროკურორი ჯოზეფ მაკბრაიდი. როგორც გამოცემა Independent წერს, პროკურორმა სასამართლო სხდომაზე ფრანკლინები 16 წლის ჯეფრი ფრანკლინის მკვლელობაში დაადანაშაულა. „ფრანკლინებმა,   მხატვრული ფილმის სიუჟეტით  შთაგონებულებმა, ფილმის ნახვის შემდეგ ორ საათში  შვილი მოკლეს და სახლს ცეცხლი წაუკიდეს. პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს. იმის გამო, რომ მსხვერპლის სხეული ცეცხლის შედეგად ძლიერ დაზიანდა, სიკვდილის მიზეზის გარკვევა შეუძლებელია, თუმცა ექსპეტიზამ დაამტკიცა, რომ მოზარდი ხანძრის გაჩენამდეა გარდაცვლილი“, - განაცხადა პროკურორმა.წყვილს ბრალი განზრახ  მკვლელობაში,  ხანძრის გაჩენასა და მტკიცებულებების გაყალბებაში ედება. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს. მამაკაცი აცხადებს, რომ აღნიშნულ დროს სახლში არ იმყოფებოდა, ხოლო ჰითერ ფრანკლინის განცხადებით, ამ დროს მაღაზიიდან ბრუნდებოდა.„მანჩესტერი ზღვასთან“ ამერიკული დრამაა, რომელშიც მოთხრობილია მამაკაცზე, რომელმაც შემთხვევით გააჩინა სახლში ხანძარი, რის შედეგადაც მისი შვილი იღუპებიან. ფილმში მამაკაცი არ დაუკავებიათ.მთავარი როლის შესრულებისთვის ქეისი აფლეკმა „ოსკარი“ მიიღო. ასევე „ოსკარით“ დაჯილდოვდა საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის  რეჟისორი/სცენარის ავტორი კენეტ ლონერგანი. 
წაკითხვა
ზუგდიდში მამაკაცი ქურდობის დროს დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-04-13 13:41:00
ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე ერთ-ერთი სახლის გაქურდვის ფაქტზე, პოლიციამ 1975 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა. ქურდობის ფაქტი გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ქურდობის მომენტში დააკავეს. შსს-ს ცნობით, ამოღებულია ნაქურდალი ნივთები. უწყების განცხადებით, ზ.კ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. საქმე სსკ-ის 177-ე მუხლით არის აღძრული. 
წაკითხვა
სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-04-12 14:54:00
შსს-ს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.შსს-ს ინფორმაციით,  დაკავებულია ლ.ჩ., რომლის მართვის ქვეშ არსებული  მანქანა "სუბარუს" ჩხრეკისას ამოღებული იქნა კალაშნიკოვის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.ლ.ჩ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.  გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარებას გულისხმობს.
წაკითხვა
შემზარავი შემთხვევა ორთაჭალაში და ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები
გამოქვეყნებულია: 2017-04-11 20:39:00
შემზარავი შემთხვევა ორთაჭალაში და ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები: 24 წლის ახალგაზრდა მამის მიერ გასროლილმა ტყვიებმა იმსხვერპლა. მიხეილ შამოევი საავადმყოფოში გარდაიცვალა. გამოძიების ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ახალგაზრდა ფეხში იყო დაჭრილი, რაზეც შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ინფორმაცია გვიან მიაწოდეს. ოჯხის წევრები ამ ვერსიას არ ეთანხმებიან.
წაკითხვა
სიღნაღის რაიონში დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
გამოქვეყნებულია: 2017-04-11 20:14:00
სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. როგორც საზოგადოებრივის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, მუცლის არეში მიყენებული ჭრილობებით, ის წნორში, „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ კლინიკაში მოათავსეს, სადაც რადენიმე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. დაჭრაში ბრალდებული მამაკაცი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. მიმდინარეობს გამოძიება.
წაკითხვა
მკვლელობა ორთაჭალაში - განსხვავებული ვერსიები 24 წლის მიხეილ შამოევის გარდაცვალებაზე
გამოქვეყნებულია: 2017-04-11 18:37:00
მკვლელობა ორთაჭალაში და განსხვავებული ვერსიები 24 წლის მიხეილ შამოევის გარდაცვალებაზე. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, მკვლელობა ჩადენილია ცეცხლსასროლი იარაღით და მამამ შვილი მოკლა, თუმცა ოჯახის ნათესავების ნაწილს ეჭვი აქვს, რომ გარდაცვალების მიზეზი მისი დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია იყო. მათივე განცხადებით, კლინიკაში გადაყვანისას სამართალდამცველებს მანქანაში საწვავი გაუთავდათ. გარდაცვლილის ახლობლები ასევე ყვებიან, რომ ინციდენტი შემთხვევითობა იყო და მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს. ბრალდებული დაკავებულია. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა- შენახვის მუხლებით მიმდინარეობს. 
წაკითხვა
მამის მიერ შვილის მკვლელობის საქმეზე, შსს განცხადებას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2017-04-11 18:28:00
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც გუშინ, თბილისში მომხდარ ფაქტს ეხმიანება. „მიმდინარე წლის 10 აპრილს შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ნადიკვრის ქუჩაზე, მოქალაქემ თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. მიღებული შეტყობინების საფუძველზე, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლები აღნიშნულ მისამართზე ოპერატიულად გამოცხადდნენ.ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციამ 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნოდარ შ. დააკავა, ხოლო დანაშაულის იარაღი - არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. შემთხვევის ადგილიდან სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს გასროლილი მასრები და ნოდარ შ.-ს შვილის, მიხეილ შ.ს- კუთვნილი ავტომანქანა, რომელსაც ძარაზე აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მიყენებული დაზიანების სამი კვალი.საგამოძიებო მოქმედებების დროს გამოკითხულმა პირებმა პოლიციას განუცხადეს, რომ ნოდარ შ.-ს შვილთან - 1993 წელს დაბადებულ მიხეილ შ.-სთან ურთიერთშელაპარაკება მოუხდა, რა დროსაც მან საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოსა და ქუჩაში რამდენიმე გასროლა განახორციელა. ის ფაქტი, რომ მიხეილ შ. მამამისის მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ფეხის არეში დაიჭრა, პოლიციას გამოკითხულმა პირებმა დაუმალეს. აღნიშნულის შესახებ დუმდა თავად დაჭრილიც, გარეგნულად კი მას დაზიანება არ აღენიშნებოდა. ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე სისხლის კვალი ასევე არ დაფიქსირდა.როგორც მიხეილ შ.-ს მეუღლემ, 1997 წელს დაბადებულმა მარიამ ტ.-მ მოგვიანებით პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, დაჭრის ფაქტი მან თავდაპირველად პოლიციას მეუღლის კატეგორიული მოთხოვნით დაუმალა. თუმცა, მიუხედავად მიხეილ შ.-ს გაფრთხილებისა, როდესაც მან შენიშნა, რომ მისი მეუღლე შეუძლოდ გახდა, პოლიციას სიმართლე გაუმხილა და დახმარება ითხოვა.
წაკითხვა
მდინარე კინტრიშში აღმოჩენილი გარდაცვლილი მამაკაცი მოკლული აღმოჩნდა
განახლებულია: 2017-04-11 16:30:00
9 აპრილს ქობულეთში მდინარე კინტრიშში აღმოჩენილი გარდაცვლილი მამაკაცი მოკლული აღმოჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული პირი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ  ბრალდებულმა გარდაცვლილს, რომლისთვისაც სახლი გირაოს სანაცვლოდ ჰქონდა გადაცემული,  დანით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა ანგარების მიზნით მიაყენა, ცხედარი კი მდინარეში გადააგდო. გარდაცვლილი მარტო ცხოვრობდა. გამოძიება გრძელდება, მკვლელობის ზუსტი მოტივები გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ფაქტთან დაკავშირებით კომენტარები არ გაკეთებულა
წაკითხვა
მკვლელობა ორთაჭალაში - დეტალები და ვერსიები
გამოქვეყნებულია: 2017-04-11 16:05:00
ორთაჭალაში მომხდარი მკვლელობის თვითმხილველის ბრალდება სამართალდამცველებს - გარდაცვლილის ახლობელი ჰყვება, რომ 24 წლის დაჭრილი მამაკაცი პოლიციას დაახლოებით ერთი საათი ჰყავდა მანქანაში. მისი ვარაუდით, გარდაცვალება საავადმყოფოში დაგვიანებულ გადაყვანას უკავშირდება. თვითმხილველი გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ახალგაზრდა მამამ განზრხ მოკლა, უარყოფს. გიორგი კობერიძე არკვევდა მომხდარის დეტალებს და ვერსიებს . 
წაკითხვა
საგამოძიებო სამსახურმა „ბორჯომისა“ და „ლიკანის“ ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა
განახლებულია: 2017-04-11 12:44:00
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, „ბორჯომისა” და „ლიკანის” ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა. „საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ქალაქ ბორჯომში, ერთ - ერთ მოქალაქეს, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სარდაფში კუსტარულად მოწყობილი ჰქონდა მინერალური წყლების ჩამოსასხმელი საამქრო, სადაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კუსტარული წესით, სისტემატურად ახდენდა ფალსიფიცირებული მინერალური წყალი „ბორჯომის” და „ლიკანის” დამზადებას. საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია მინერალური წყლების ფალსიფიცირებისთვის განკუთვნილი მანქანა დანადგარები და კუსტარული წესით დამზადებული „ლიკანი“ და „ბორჯომი“, - - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.  საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197 - ე პრიმა მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.
წაკითხვა
სუს-ში დაპირებული სამსახური - ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
განახლებულია: 2017-04-11 12:42:00
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე მაია ბ. დააკავეს.„გამოძიებამ დაადგინა, რომ მაია ბ. საქართველოს მოქალაქეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის დაწყებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 7000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. ამასთან განუმარტა, რომ სამსახურში მოწყობამდე საჭირო იყო აღნიშნული თანხის ნახევრის - 3500 აშშ დოლარის წინასწარ გადახდა.მაია ბ-მ ხსენებულ მოქალაქეს მოტყუებით, თაღლითურად გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 3500 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)“, - აცხადებენ სუს-ში.გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
წაკითხვა

უახლესი