საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

სენაკში ყაჩაღობაში ბრალდებული დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-06-26 18:28:00
სენაკში საპატრულო პოლიციამ ყაჩაღობაში ბრალდებული დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავები ყაჩაღობის ფაქტს შეესწრნენ და ბრალდებული შემთხვევის ადგილის სიახლოვეს აიყვანეს. ამოღებულია კალაშნიკოვის სისტემის ავტომატი, საბრძოლო ვაზნებით და ეფ-1-ის ტიპის ხელყუმბარა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. 
წაკითხვა
თბილისში, ძალისმიერ სამჭიდში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი პირის დაჭრის ფაქტი გახსნილია
გამოქვეყნებულია: 2017-06-26 11:28:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურამიშვილის გამზირზე, ძალისმიერ სამჭიდში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი პირის დაჭრის ფაქტი გახსნილია.როგორც საზოგადოებრივს უწყებაში განუცხადეს, დადგენილია დამნაშავე პირების ვინაობა და მათ დასაკავებლად ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.„თბილისში, თემქაზე მომხდარი სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი, რომელსაც წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, გახსნილია. დამნაშავე პირების ვინაობა დადგენილია. მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულში მხილებული პირების დასაკავებლად“,- განაცხადეს შსს-ში.გურამიშვილის გამზირზე, „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში“ ძალისმიერ სამჭიდში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი პირი დაჭრეს, მათ შორის, ორი სპორტსმენი.ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო, რომელსაც ოპერაცია მე-5 საავადმყოფოში რამდენიმე საათი უტარდებოდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
წაკითხვა
შსს - ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია
გამოქვეყნებულია: 2017-06-26 01:02:00
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია. ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების განცხადებით, დამნაშავე პირის ვინაობა დადგენილია და ამჟამად მის დასაკავებლად მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. შეგახსენებთ, თბილისში, ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტალში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით 24 ივნისს, გვიან ღამით დაჭრეს. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. 27 წლის მამაკაცს საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს ესროლეს. 
წაკითხვა
გურამიშვილის გამზირზე დაჭრილ სპორტსმენს ოპერაცია ამ დრომდე უტარდება
გამოქვეყნებულია: 2017-06-25 20:37:00
თბილისში, ძალისმიერ სამჭიდში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაჭრილი სპორტსმენის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. „მოამბის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, მას მე-5 საავადმყოფოში ოპერაცია უკვე საათნახევარზე მეტია უტარდება. მიმღების ექიმის განცხადებით, მამაკაცს სხეულის ზედა ნაწილში, მათ შორის მუცლისა და ყელის არეში, მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება. ექიმების განცხადებით, ქირურგიული ოპერაცია, ჭრილობების სიმძიმიდან გამომდინარე, გრძელდება. მასთან ერთად მეხუთე საავადმყოფოში შეყვანილი მეორე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ინციდენტის შედეგად დაჭრილ ორ პირს კი ოპერაცია მე-8 საავადმყოფოში ჩაუტარდა. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.გურამიშვილის გამზირზე, „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში“ ძალისმიერ სამჭიდში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი პირი დაჭრეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
წაკითხვა
თბილისში, ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონატზე დაჭრილი ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა
გამოქვეყნებულია: 2017-06-25 18:46:00
თბილისში, „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში“ ძალისმიერ სამჭიდში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე დაჭრილი ოთხი პირიდან, ერთის მდგომარეობა მძიმეა.„მოამბის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, მას ოპერაცია მე-5 საავადმყოფოში უტარდება.ექიმები ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.გავრცელებული ინფორმაციით, მას ცივი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული და სავარაუდოდ, საძილე არტერია აქვს გადაჭრილი.რაც შეეხება სამ პირს, რომელიც ასევე „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში“ დაჭრეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ორ მათგანს მე-8 საავადმყოფოში ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ერთს კი, რომელიც ინციდენტის შემდეგ მე-5 საავადმყოფოში გადაიყვანეს, სავარაუდოდ მალე გაწერენ.ძალისმიერ სამჭიდში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის დროს, გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა. უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, დაპირისპირებაში სპორტსმენებიც ჩაერთვნენ.თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილზე სროლის ხმაც იყო. ამასთან, როგორც თვითმხილ
წაკითხვა
თბილისში, „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში“ რამდენიმე პირი დაჭრეს
გამოქვეყნებულია: 2017-06-25 18:08:00
თბილისში, „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში“ რამდენიმე პირი დაჭრეს.როგორც „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ძალისმიერ სამჭიდში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის დროს, გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა. უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, დაპირისპირებაში სპორტსმენებიც ჩაერთვნენ.თვითმხილველების თქმით, დაჭრილია ოთხი ახალგაზრდა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე სროლის ხმაც იყო. ამასთან, როგორც თვითმხილველები „მოამბესთან“ საუბრისას ამბობენ, რამდენიმე პირს ჭრილობა ცივი იარაღითაც აქვს მიყენებული. მათივე თქმით, ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.დაშავებულები მე-8 და მე-5 საავადმყოფოში გადაიყვანეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
წაკითხვა
ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარ მკვლელობაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-06-25 16:05:00
მკვლელობა თბილისის ცენტრში.  27 წლის მამაკაცს  გვიან ღამით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ესროლეს. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თვითმხილველების თქმით, მათ 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ეზოში ჩხუბი მოხდა, რასაც რამდენიმე გასროლა მოჰყვა. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე გასროლა უკვე სათამაშო მოედანზე გაისმა. გარდაცვლილი 2009 წელს პირის დაჭრისთვის იყო ნასამართლევი. გავრცელებული, დაუდასტურებელი ინფორმაციით, მკვლელობა შურისძიების მოტივით მოხდა. ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
წაკითხვა
ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გასაღების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-06-24 09:52:00
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ყალბი აქციზური მარკების დამზადება - გასაღების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.„გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, უახლესი პოლიგრაფიული ტექნოლოგიების გამოყენებით დაამზადეს 6 000 ერთეული ალკოჰოლური სასმელისათვის განკუთვნილი ყალბი ქართული აქციზური მარკა. ბრალდებულები აღნიშნული ყალბი აქციზური მარკების 9 000 ლარად რეალიზაციის დროს დააკავეს.ამასთანავე, გამოავლინეს საწარმო, სადაც ბრალდებულები ყალბ აქციზურ მარკებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით ამზადებდნენ.საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და მეოთხე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით“, - აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
წაკითხვა
შსს ადასტურებს, რომ იუმორისტ დავით როსტომაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული ბადრაგირებისას გაიქცა
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 21:07:00
შინაგან საქმეთა სამინისტრო იუმორისტ დავით როსტომაშვილის საქმეზე კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მომხდარ ფაქტზე ერთ-ერთი დაკავებული ბადრაგირებისას გაიქცა.„მოგახსენებთ, რომ მიმდინარე საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების სპეციფიკიდან გამომდინარე, შს სამინისტრო ბოლო დღეების განმავლობაში თავს იკავებდა თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან. თუმცა, ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესის გამო, რათა თავიდან იქნას აცილებული ფაქტის არასწორი ინტერპრეტირება და საზოგადოება შეცდომაში არ შევიდეს, გვსურს, გავაკეთოთ განმარტება:მიმდინარე წლის 14 ივნისს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება მოქალაქე დავით როსტომაშვილის დაყაჩაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით.პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა 1992 წელს დაბადებული ბ.კ., რომელიც შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლების: უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის - ზ.გ.-ს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - ა.ტ.-ს და უბნის უმცროსი ინსპექტორის - ი.ქ.-ს მიერ გადაყვანილი იქნა შსს-ს თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში. იზოლატორში შესახლებამდე, ბადრაგირების დროს, ბ.კ.-მ გაქცევა და მიმალვა შეძლო. მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და იგი იძებნება საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით.აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დაიწყო. პოლიციის ზემოხსენებულ სამივე თანამშრომელს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. 2017 წლის 23 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღნიშნულ პირებს აღმკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდათ გირაო. სასამართლომ მათ ასევე შეუჩერა უფლებამოსილება.
წაკითხვა
სოფელ საბუეში მამამთილმა რძალი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 12:20:00
35 წლის ქალბატონი 75 წლის მამამთილმა სანადირო თოფით დაჭრა. შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში მოხდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქალბატონი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც პირველი გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. რეფერალური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, ზაზა კოპლატაძის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.სოფელ საბუეში გამგებლის წარმომადგენელი გოდერძი ჭიტაშვილი ამბობს, რომ 35 წლის ქალბატონს სახლში მეუღლე და სამი შვილი ჰყავს. ასევე, გამგებლის თქმით, ოჯახში კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და ამ ფაქტის გამომწვევი მიზეზი მისთვის უცნობია.შსს-ში ფაქტთან დაკავშირებით განმარტავენ, რომ დაჭრის ფაქტი გუშინ მოხდა. მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან გაქცევას შეეცადა, მაგრამ პოლიციამ მისი დაკავება მოახერხა. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია არარეგისტრირებული სანადირო თოფი. გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
წაკითხვა
კასპის რაიონში 80 წლის ქალს დანით შეიარაღებული მამაკაცი ეზოში თავს დაესხა
განახლებულია: 2017-06-23 12:14:00
ყაჩაღობა კასპში - სოფელ ახალქალაქში, ნოვრუზაშვილების ოჯახში ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.  80 წლის სალომე ნოვრუზაშვილს დანით შეიარაღებული უცნობი მამაკაცი თავს ეზოში დაესხა და ძალის გამოყენებით მისი სარდაფში ჩაყვანა სცადა. მოხუცი სახლში ორ ნათესავთან ერთად იმყოფებოდა. ხმაურზე ნათესავები ეზოში გამოვიდნენ, რა დროსაც თავდამსხმელმა გაქცევა შეძლო. ნოვრუზაშვილების ახლობლების ინფორმაციით, ოჯახიდან არაფერია წაღებული. ნაცემი 80 წლის ქალბატონი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კასპის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით მას ნეკნების მრავლობითი დაზიანება და ტვინის შერყევა აქვს. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. 
წაკითხვა
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 10:44:00
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე მინდია ს. დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. უწყების ცნობით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან ერთად ჩატარდა.„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში, მინდია ს. აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს მოქალაქეს გაეცნო, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი და თითქოსდა ამავე სამინისტროს მაღალი თანამდებობის მქონე პირების დახმარებით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ახლადაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა. დახმარების სანაცვლოდ, მინდია ს-მ მოქალაქეს 10 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა, ამასთან განუმარტა, რომ მას აღნიშნული თანხის ნაწილი, კერძოდ 8000 აშშ დოლარი, სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის წინასწარ უნდა გადაეცა.მინდია ს. მოქალაქეს მოტყუებით, თაღლითურად გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 8000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. გადაცემული თანხა ამოღებულია ნივთმტკიცებად.გამოძიება დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით).გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში. 
წაკითხვა
შსს-მ ნარკოტიკი და უკანონო იარაღი ამოიღო
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 10:41:00
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ვ. თბილისში დააკავეს.შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, 0,0358 გრამი ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება, კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მაკაროვის და ბრაუნინგის სისტემების 2 პისტოლეტი და 120 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული იარაღი და ვაზნები ცეცხლსასროლ იარაღთა და საბრძოლო მასალათა კატეგორიას მიეკუთვნება და ვარგისია სროლისათვის.ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ლ.ვ.-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).
წაკითხვა
მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 10:52:00
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კერძო პირის კუთვნილი არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ცდილობდა უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი 2215 კვ.მ ფართის არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებას და შემდგომ, სხვა პირებზე რეალიზაციას. ამ მიზნით, მან ყალბი დოკუმენტები წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ბრალდებული დაკავებულ იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ - ის მე-19 მუხ. 180 - ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.
წაკითხვა
შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი აღკვეთა
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 10:22:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.გ. და 1991 წელს დაბადებული ი.ს., ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით დააკავეს.შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, ფულისა და ძვირფასეულობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანში მცხოვრებ ო.კ.-ს ოჯახზე თავდასხმა დაგეგმეს, მაგრამ სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, განზრახვა ვერ განახორციელეს.პოლიციამ ორივე ბრალდებული იმ დროს დააკავა, როცა ერთ-ერთის კუთვნილი ავტომობილით, მარნეულის რაიონის სოფელ შულავერში იმყოფებოდნენ.სამართალდამცველებმა, ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, დანაშაულის ჩადენისთვის მომზადებული ნიღბები და დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიება ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, ყაჩაღობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს ( საქართველოს სსკ-ს 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).
წაკითხვა
თურქეთში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-06-21 13:31:00
თურქეთის ქალაქ ედირნეს პოლიციამ ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა. ადგილობრივმა პოლიციამ ექვსკაციანი ჯგუფი სტამბულის სიახლოვეს აიყვანა. გავრცელებული, ინფორმაციით დაკავებულთა შორის ბულგარეთის სამი, ირანის, სირიისა და საქართველოს ერთი მოქალაქეა. 
წაკითხვა
შსს-მ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
გამოქვეყნებულია: 2017-06-21 10:27:00
შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო ბიუროსა და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, N3 სამმართველოს (წითელი ხიდი) N9 სასაზღვრო სექტორის (ვახტანგისი) დასაცავ მონაკვეთზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული ამირ ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
წაკითხვა
თურქეთში საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს (ვიდეო)
გამოქვეყნებულია: 2017-06-20 16:48:00
დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ბრალდებით, თურქეთში საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს. თურქული მედიის ინფორმაციით, დაჯგუფება სტამბოლის სხვადასხვა უბანში მოქმედებდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გამომძალველებს ხუთ სხვადასხვა შემთხვევას უკავშირებენ. დაკავების ოპერაცია სტამბოლში განხორციელდა. მედია სათვალთვალო კამერებით გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს. ასევე ცნობილია დაკავებულთა ინიციალები: მიხეილ ჯ, მამუკა ჯ, ტარიელ შ, ემზარ რ. და მალხაზ გ. 
წაკითხვა
ქუთაისში საინკასაციო სამსახურის თანამშრომლები დააყაჩაღეს
გამოქვეყნებულია: 2017-06-19 11:50:00
ქუთაისში 26 მაისის ქუჩაზე საინკასაციო სამსახურის თანამშრომლები დააყაჩაღეს და მათი მანქანა გაიტაცეს.ყაჩაღობა მაშინ მოხდა, როდესაც საინკასაციო სამსახურის თანამშრომლები სურსათის მაღაზიის ჩასარიცხი აპარატიდან თანხას იღებდნენ. ნიღბიანმა პირებმა მათ თანხა წაართვეს, ამასთან გაიტაცეს საინკასაციო სამსახურის მანქანა. სამართალდამცველებმა მანქანას ცხელ კვალზე მიაგნეს.  მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიებები. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
წაკითხვა
ვარკეთილში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
გამოქვეყნებულია: 2017-06-19 01:13:00
ვარკეთილში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა მე-3 ა მიკრორაიონში მოხდა.  საზოგადოებრივის ინფორმაციით, მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც საზოგადოებრივს უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.
წაკითხვა

უახლესი