საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

კონფლიქტები/ტერორიზმი
ოკუპირებულ აფხაზეთში ჩრდილოკავკასიის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი იმყოფება
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 20:22:00
რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ე.წ. საინვესტიციო პროგრამის მონიტორინგის მიზნით, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩრდილოკავკასიის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ლევ კუზნეცოვი იმყოფება. ინფორმაციას დეფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.„მიმდინარე წელს, ფაქტობრივად კი უკვე 6 თვის განმავლობაში საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს. ერთობლივად 2,5 მლრდ რუბლი გვაქვს ასათვისებელი. პროექტით გზების მშენებლობა, კომუნიკაციების გაყვანა, სოციალური ობიექტების - სკოლების, საბავშვო ბაღებისა და უნივერსიტეტის მშენებლობა-რეაბილიტაცია იგეგმება. ეს ძალიან ბევრ ადამიანს ეხება“,- განაცხადა დეფაქტო ლიდერთან შეხვედრაზე ჩრდილოკავკასიის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.თავის მხრივ კი, ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო ლიდერმა აღნიშნა, რომ ე.წ. საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები დაგვიანებით დაიწყო. „თქვენ აუცილებლად შეამჩნევდით, რომ ჩვენ დაგვიანებით დავიწყეთ სამუშაოები. ეჭვი არ მეპარება, რომ ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციამ ექსპერტიზა და მკაცრი შემოწმება გაიარა. ვიმედოვნებ, რომ დარჩენილი თვეები ნაყოფიერი იქნება“,- განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.ე.წ. საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონშიც შეამოწმა და შედეგით უკმაყოფილო დარჩა.
წაკითხვა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ლიდერი მოსკოვის პატრიარქს შეხვდება
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 18:16:00
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში „ვიზიტს“ გეგმავს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ანატოლი ბიბილოვი ხვალ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს კირილს უნდა შეხვდეს.მოლაპარაკებებზე განიხილება - მოსკოვის საპატრიარქოსთან ურთიერთობის, ოკუპირებული ცხინვალის ცენტრალურ ნაწილში რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მშენებლობისა და რუსეთის სასულიერო აკადემიაში ოკუპირებული რეგიონიდან სტუდენტების სწავლების საკითხები.ეს დეფაქტო ლიდერის ე.წ. პოსტზე ანატოლი ბიბილოვის პირველი შეხვედრა იქნება მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქთან, რომელიც ხვალ, მოსკოვში, საპატრიარქოში შედგება. 
წაკითხვა
ოკუპირებულ გალის რაიონში ე.წ. ბინადრობის მოწმობების გაცემის პროცედურები კიდევ „მარტივდება“
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 14:40:00
ოკუპირებული გალის რაიონის დეფაქტო ადმინისტრაცია ე.წ. ბინადრობის მოწმობების გაცემის პროცედურების „გასამარტივებლად“ რეკომენდაციებს სოფლის ე.წ. თავმჯდომარეებს აძლევს, - ინფორმაციას "გალტევე" ავრცელებს.გრძელი და ხალხმრავალი რიგების თავიდან ასაცილებლად, დეფაქტო ადმინისტრაციის მოვალეობის შემსრულებელმა ასტამურ ასლანძიამ, სოფლების ე.წ. ხელმძღვანელებს დავალება მისცა, წინასწარ შეადგინონ სოფელში მცხოვრებთა სრული სია და ე.წ. საპოსპორტო განყოფილებებს წინასწარ გადაუგზავნონ. მისი განმარტებით, ეს ხელს შეუწყობს, ე.წ. საბუთების დროულად მიღება-გადამოწმებას, რადგან ამ „პროცედურების გამო მოსახლეობას რიგებში საათობით უწევთ დგომა".ე.წ. ბინადრობის მოწმობების გაცემასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ოკუპირებული გალის რაიონის დეფაქტო ადმინისტრაციამ გასულ კვირასაც შეიტანა ცვლილებები „პროცედურებში“ და ე.წ. დოკუმენტის მისაღებად საჭირო საბუთების ჩამონათვალი შეამცირა.
წაკითხვა
რუსეთში, დაღესტნის მშენებლობის მინისტრი ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 13:03:00
რუსეთში, დაღესტნის რესპუბლიკის მშენებლობის მინისტრი იბრაგიმ კაზიბეკოვი ორმა პირმა იარაღის მუქარით გაიტაცა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მინისტრი მახაჩკალადან გაიტაცეს. თავდამსხმელებმა მინისტრის გასათავისუფლებლად 70 მლნ რუბლი მოითხოვეს, თუმცა მოლაპარაკებების შედეგად, 30 მლნ რუბლის გადაცემას დათანხმდნენ. დაღესტნის ძალოვანმა უწყებამ დამნაშავეები სწორედ თანხის გადაცემის დროს დააკავეს. მინისტრი იბრაგიმ კაზიბეკოვი გათავისუფლებულია. მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
წაკითხვა
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამხედრო რეფორმა - რა დათმობებზე წავიდა მოსკოვი
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 12:13:00
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცალკეული საჯარისო დანაყოფების რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესვლის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. „დოკუმენტის“ მიღება რუსეთთან ე.წ. მეკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა.დე ფაქტო პარლამენტში „დოკუმენტის“ ე.წ. რატიფიცირების წინააღმდეგ ხმა ერთმა დეპუტატმა მისცა, 3-მა კი თავი შეიკავა.ე.წ. სამხედრო შეთანხმებას მიმდინარე წლის მარტში, მოსკოვში მოეწერა ხელი. დე ფაქტო თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის იბრაგიმ გასიევის განმარტებით, ე.წ. დოკუმენტის პირველადი ვერსია რეგიონში განლაგებული რუსეთის თავდაცვის მე-4 სამხედრო ბაზისთვის ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შეიარაღებული ძალების ყველა სამხედრო დანაყოფის გადაცემა-დაქვემდებარებას ითვალისწინებდა.„ჩვენს შეიარაღებულ ძალებში მხოლოდ უზრუნველყოფის ქვედანაყოფი, რეზერვის მობილიზებისა და მომზადების ნაწილი, სასწავლო დანაყოფი, სამხედრო კომისარიატი და საპატიო ყარაული რჩებოდა“, - განმარტა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა იბრაგიმ გასიევმა.„დოკუმენტის“ ამ ვერსიით ნებისმიერ მსურველს არ ჰქონდათ უფლება ე.წ. სამხედრო სამსახური რუსულ ბაზაზე გაევლოთ, რადგან რუსული კანონმდებლობით ეს უფლება მხოლოდ 20-30 წლის პირებს აქვთ.საინფორმაციო პორტალის „ეხოკავკაზას“ ინფორმაციით, მოსკოვი დათმობაზე წავიდა და ასაკობრივი ცენზი გააუქმა.ე.წ. დოკუმენტი მომავალი სამი თვის განმავლობაში ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის უწყების და შეიარაღებული ძალების რეფორმირებასაც ითვალისწინებს, რაც ე.წ. საჯარისო ნაწილებში საშტატო ერთეულის შემცირებასა და ახალი ე.წ. საშტატო განრიგის რუსულ მხარესთან შეთანხმებას გულისხმობს.
წაკითხვა
ოკუპანტებმა ბერშუეთთან საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
განახლებულია: 2017-07-23 20:33:00
საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ბერშუეთთან საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. საზოგადოებრივის ინფორმაციით, ბერშუეთის მკვიდრი ზაზა ბერიანიძე და ზერტის მცხოვრები ლევან ტურაშვილი რუსმა სამხედროებმა სამების ეკლესიის სიახლოვეს დააკავეს. თანასოფლელებს დაინახეს, როგორ ჩასვეს ისინი ე.წ. მესაზღვრეებმა მანქანაში. სოფლის სალოცავი საოკუპაციო ზოლის სიახლოვესაა და ადგილობრივებს იქ მისვლლისას საფრთხე ექმნებათ.
წაკითხვა
ცხოვრება მავთულხლართებს მიღმა - დათა ვანიშვილის ისტორია, რომელმაც საკუთარი სახლი არ მიატოვა
გამოქვეყნებულია: 2017-07-23 20:15:00
ცხოვრება მშობლიურ მიწაზე მავთულხლართების მიღმა და რესპონდენტს და ჟურნალისტს შორის არსებული ე.წ საოკუპაციო ხაზი. ადამიანი, რომელმაც საკუთრი სახლი არ დატოვა და ოკუპირებული ტერიტორიის მეორე მხარეს აღმოჩნდა - ეს დათა ვანიშვილია. რუსული ოკუპაციის სიმბოლომ ის საკუთარ ოჯახს გაურკვეველი დროით დააშორა. ხურვალეთის მკიდრს ყველა საერთშორისო დონის მაღალი თანამდებობის პირი სტუმრობს, თუმცა მასპინძელს მათი მიღება მხოლოდ რამდენიმე მეტრის მოშორებით, დისტანციურად შეუძლია. მავთულხლართების ორი მხარე და ემოციური ინტერვიუ. იმედა დარსალიას სიუჟეტი.
წაკითხვა
სოფელ ყარაფილაში საოკუპაციო ზოლთან აქცია გაიმართება
განახლებულია: 2017-07-23 16:16:00
ოკუპაციის წინააღმდეგ აქციის მონაწილეები თბილისიდან კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში საოკუპაციო ზოლთან გაემგზავრნენ.აქციის ორგანიზატორის დავით ქაცარავას განცხადებით, დღეს სოფელ ყარაფილაში საორგანიზაციო ჯგუფის წევრები ერთობლივ შეხვედრას გამართავენ, სადაც 25 ივლისიდან საოკუპაციო ზოლებთან დაგეგმილ პატრულირებაზე იმსჯელებენ. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, 25 ივლისიდან პატრულირებას მოხალისეების ჯგუფები სხვადასხვა სადემარკაციო ხაზთან განახორციელებენ.ორგანიზატორების განცხადებით, აქციების მიზანს საქართველოს დეოკუპაცია და საკითხის მოგვარებაში საერთაშორისო თანამეგობრობის მეტი ჩართულობა წარმოადგენს. 
წაკითხვა
ქეთევან ციხელაშვილი - რაც ხდება საოკუპაციო ხაზთან, ოკუპაციის გაგრძელებაა
გამოქვეყნებულია: 2017-07-21 19:56:00
სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ის, რაც ხდება საოკუპაციო ხაზთან, ოკუპაციის გაგრძელებაა. ამის შესახებ მან დღეს, ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის მორიგი ფაქტის შეფასებისას განაცხადა.  „ის, რაც ხდება საოკუპაციო ხაზთან, არის პროცესი, რომელიც გრძელდება 2008 წლიდან მოყოლებული. ეს არის ოკუპაციის გაგრძელება, ეს არსი ზომა, რომელიც მიმართული არის ადამიანების წინააღმდეგ, რამდენადაც, გარდა უსაფრთხოებისა, ქმნის სერიოზულ ჰუმანიტარულ გამოწვევებს. ყოველ ჯერზე დგება საფრთხის ქვეშ ადგილობრივი მოსახლეობა, მათ არ აქვთ საკუთარ მიწებზე წვდომის საშუალება, რაც მათთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“, - აცხადებს ციხელაშვილი. მისივე განცხადებით, ფორტიფიკაციების მშენებლობა მიმდინარეობს გარკვეულ ფაზებად და სხვადასხვა ფორმით, ბოლო პერიოდში ამ პროცესმა მიიღო უკანონო ბანერების აღმართვისა და ე.წ ცეცხლის ხანძარსაწინააღმდეგო ზოლებისა და ხნულების გავლების ფორმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. მინისტრის თქმით, ამასთან დაკავშირებით უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი.„ჩვენ კარგად უნდა გავაანალიზოთ, რას ემსახურება მთლიანად ეს პროცესი, ეს არის ძალიან მიზანმიმართული პოლიტიკა, ოკუპაციის გაგრძელება, იმგვარად რომ რეგულარული პროვოკაციებით, მაქსიმალურად მოხდეს საზოგადოებაში დაძაბული ფონის და პროვოკაციებზე წამოგების მცდელობა, რაც არ მოხდება ჩვენი მხრიდან, რადგან გვაქვს არჩეული ძალიან მყარი, თანმიმდევრული რაციონალური კურსი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას უკავშირდება და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას უკავშირდება. ამიტომ, ჩვენთვის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მაგრამ სტაბილურობაში ჩვენი ინტერესი არ ნიშნავს არსებული სიტუაციის სტაბილიზაციაში დაინტერესებას. დღეს არსებული სიტუაცია არის მიუღებელი, ქმნის გამოწვევებს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში და აუცილებელია ნაბიჯების გადადგმა, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ“, - განაცხადა მინისტრმა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულის გავლება ოკუპირებული ორჭოსნის მონაკვეთზე. „ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ქმედება არის ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელება, რომელიც ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და მიზანმიმართულად აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნული საკითხი დადგება ერგნეთის IPRM-ის მომავალ შეხვედრაზე“, - განაცხადეს სუს-ში.
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძე - პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ საოკუპაციო ხაზზე პროცესი შეჩერდეს
გამოქვეყნებულია: 2017-07-21 18:24:00
პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ ეს პროცესი შეჩერდეს - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საოკუპაციო ხაზზე მორიგი ხნულის გავლების შესახებ განაცხადა. „ეს არ არის საზღვარი, ეს არის საოკუპაციო ხაზი და სამუშაოები, რომელსაც ახორციელებს იქ საოკუპაციო რეჟიმი, უკავშირდება საოკუპაციო ხაზის დაფიქსირებას. ჩვენ ამ ფაქტს, ისევე როგორც ყველა წინა ფაქტებს, რა თქმა უნდა, ვაძლევთ ძალიან მკაცრ შეფასებას. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ ეს პროცესი შეჩერდეს, ეს პროვოკაციული ქმედებები შეჩერდეს. პირველ რიგში, ეს არის პროვოკაცია და მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ჩვენ მოვახერხოთ ამ პროვოკაციული ქმედებების შეჩერება“, - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, დღეს საქართველოს მხოლოდ დიპლომატიური არხები და ინსტრუმენტები აქვს იმისათვის, რომ მოახდინოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება, რათა შეაჩეროს რუსული აგრესია და ოკუპაცია.„ჩვენ არ უნდა ავყვეთ რუსულ პროვოკაციებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა დავნებდეთ და ხმა არ ამოვიღოთ ყველა იმ ქმედებაზე, რომელიც ხორციელდება ოკუპანტის მიერ“, - აღნიშნა ჯანელიძემ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულის გავლება ოკუპირებული ორჭოსნის მონაკვეთზე. „ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ქმედება არის ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელება, რომელიც ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და მიზანმიმართულად აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნული საკითხი დადგება ერგნეთის IPRM-ის მომავალ შეხვედრაზე“, - განაცხადეს სუს-ში.
წაკითხვა
სუს-ი - ორჭოსნის მონაკვეთზე ხნულის გავლება ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებაა
გამოქვეყნებულია: 2017-07-21 17:53:00
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებული ორჭოსნის მონაკვეთზე ხნულის გავლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორჭოსნის მონაკვეთზე ხნულის გავლება ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებაა.„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულის გავლებას ოკუპირებული ორჭოსნის მონაკვეთზე. ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ქმედება არის ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელება, რომელიც ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და მიზანმიმართულად აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნული საკითხი დადგება ერგნეთის IPRM-ის მომავალ შეხვედრაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.
წაკითხვა
ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ბანერი ოკუპანტების მიერ გავლებული ხნულის მიღმა მოხვდა
გამოქვეყნებულია: 2017-07-21 17:41:00
ბაქო-სუფსის ნავთობსადენის აღმნიშვნელი ბანერი ოკუპანტების მიერ გავლებული ხნულის მიღმა მოხვდა. ამის შესახებ საზოგადოებრივის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება. ე.წ. მესაზღვრეებმა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილასთან ე.წ. საზღვარი ხნულით მონიშნეს. რუსმა სამხედროებმა სამუშაოები ე.წ საზღვრის მანიშნებლებთან გუშინ დაიწყეს. ხნულია გავლებული ოკუპირებულ სოფელ ორჭოსნიდან სამხრეთის მიმართულებით, სოფელ ყარაფილასთან და მდინარე თორთლას გასწვრივ. მომხდარს ადასტურებს კასპის მუნიციპალიტეტში სოფელ კოდისწყაროს წარმომადგენელი გია გოჭოშვილი.
წაკითხვა
რუსმა სამხედროებმა სოფელ ყარაფილასთან ე.წ. საზღვარი ხნულით მონიშნეს
გამოქვეყნებულია: 2017-07-21 15:16:00
ე.წ მესაზღვრეებმა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილასთან ე.წ. საზღვარი ხნულით მონიშნეს. რუსმა სამხედროებმა სამუშაოები ე.წ საზღვრის მანიშნებლებთან გუშინ დაიწყეს. ხნულია გავლებული ოკუპირებულ სოფელ ორჭოსნიდან სამხრეთის მიმართულებით, სოფელ ყარაფილასთან და მდინარე თორთლას გასწვრივ. მომხდარს ადასტურებს კასპის მუნიციპალიტეტში სოფელ კოდისწყაროს წარმომადგენელი გია გოჭოშვილი.
წაკითხვა
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს სტუმრობდა
გამოქვეყნებულია: 2017-07-21 11:43:00
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. სამუშაო ვიზიტით რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი იმყოფებოდა. როგორც ადგილობრივი მედიასაშუალებები წერენ, ნურგალიევმა ოკუპირებული რეგიონის თითქმის მთელი ე.წ. სასაზღვრო პერიმეტრი დაათვალიერა დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანთან ერთად, საგანგებო ე.წ. თათბირი გამართა დე-ფაქტო ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან და ე.წ. ერთობლივი საინფორმაციო საკოორდინაციო ცენტრის საქმიანობაც განიხილა. „ჩვენ ერთად მოვიარეთ თითქმის მთელი საზღვარი, მოვისმინეთ მონაცემები და შევაფასეთ. კიდევ ერთხელ დავათვალიერეთ ახალგორისკენ მიმავალი გზა; სინაგურის გზა, რომელიც ახლა უკვე ქარძმანს უკავშირდება და გვაქვს გარკვეული საკითხები, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ“, - განაცხადა რუსეთის ფედრაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ რაშიდ ნურგალიევმა.ე.წ. ვიზიტის ფარგლებში, რაშიდ ნურგალიევი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტსაც შეხვდა, რომელთან ერთადაც წლების წინ საგანგებო სიტუაციათა სამინისტროში მუშაობდა და დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს.
წაკითხვა
დეფაქტო საბაჟო სამსახურის მონაცემებით, საქართველო-რუსეთის საზღვარი ფსოუზე მიმდინარე წელს 4,259 მლნ ადამიანმა გადაკვეთა
გამოქვეყნებულია: 2017-07-21 11:32:00
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საბაჟო სამსახურის მონაცემებით, საქართველო-რუსეთის საზღვარი ფსოუზე მიმდინარე წელს 4,259 მლნ ადამიანმა, 900 000 სატრანსპორტო საშუალებამ გადაკვეთა.ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საბაჟო სამსახურის წარმომადგენლების, რეგიონში რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის და „ადლერის“ საბაჟო გამშვები პუნქტის ხელმძღვანელი პირების საგანგებო სხდომა გაიმართა სოჭში, სადაც გასული და მიმდინარე წლის „მუშაობა“ შეჯამდა. ე.წ. შეხვედრაზე წარმოდგენილი მონაცემებით, საქართველო-რუსეთის საზღვარი ფსოუზე, 2017 წ. 4,259 მლნ ადამიანმა და 900 000 სატრანსპორტო საშუალებამ გადაკვეთა, რაც გასული წლის იგივე პერიოდის მონაცემებთან შედარებით, 10%-12%-ით მაღალია. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ე.წ. შეხვედრაზე ოკუპირებული რეგიონის გავლით ტრანზიტული ტვირთების გატარებასთან დაკავშირებით, პროცედურის გამარტივების საკითხიც დაისვა. საუბარია, ტრანზიტული ტვირთების ელექტრონული სისტემით დეკლალირებაზე, რაც ტვირთის მფლობელს საშუალებას აძლევს დისტანციურად შეავსოს შესაბამისი ე.წ. დეკლარაცია, რაც ტვირთის ე.წ საბაჟო შემოწმების გავლის პროცედურას ამარტივებს. 
წაკითხვა
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო შს სამინისტრო რუს ტურისტებზე თავდასხმაში ბრალდებულების ფოტოებს აქვეყნებს
გამოქვეყნებულია: 2017-07-19 22:02:00
რუს ტურისტებზე თავდასხმაში ბრალდებული პირების პირველ ფოტოებს ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. ფოტოები და ინფორმაცია ბრალდებულების შესახებ განთავსებულია სოციალურ ქსელშიც, სადაც ნათქვამია, რომ რუს ტურისტზე თავდასხმაში ბრალდებული ძმები წაყენებულ ბრალს აღიარებენ და ჩხრეკის დროს ამოღებულია მტკიცებულებები. დეფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 ივლისს ერთ-ერთმა ბრალდებულმა ითანამშრომლა გამოძიებასთან რის შედეგადაც დადგინდა, სად ინახებოდა მკვლელობის იარაღი. „გამოძიებამ ამოიღო და გაარკვია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმომავლობაც“, - ნათქვამია დეფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თავდასხმა 11 ივლისს გუდაუთის რაიონში მოხდა.თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ტურისტი, მკვლელობაში ბრალდებული არიან ძმები დაურ და აგურა ჯინჯოლიები.
წაკითხვა
ოკუპირებული ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი იმყოფება
გამოქვეყნებულია: 2017-07-19 20:56:00
ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რუსეთის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსებული მშენებლობებით უკმაყოფილოა, - ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს დენის ტრავინს თავდაპირველად ოკუპირებული ცხინვალის ცენტრში მშენებარე ახალი თეატრი დაათვალიერებინეს, თუმცა დეფაქტო პრემიერ მინისტრთან საუბრისას ტრავინმა მშენებლობის ხარისხიც და ვადებიც დაიწუნა."ერთ კვირაში ისევ დავბრუნდები და მომავლშიც მკაცრად გავაკონტროლებ მშენებლობის პროცესს“ - განაცხადა ტრავინმა.თეატრის გარდა, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ტუბერკულიოზით დაავადებულთა სამკურნალო დისპანსერი, მრავალსართულიანი სახლებიდან საოპერაციო-ქირურგიული კომპლექსიც დაათვალიერა. მათი მშნებლობის და ჩაბარების თარიღები არაერთხელ შეიცვალა. ამიტომ რუსეთის მაღალჩინოსნებმა ობიექტების მშენებლობა პირად კონტროლზე აიყვანეს.ზემოთჩამოთვლილი ყველა ობიექტის მშენებლობა რუსეთის ე.წ. საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის ბიუჯეტიც 2015-2017 წლებში 1 მილიარდ 300 მილიონი რუბლია.
წაკითხვა
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველო-ნატო-ს ფართომასშტაბიან წვრთნებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს
გამოქვეყნებულია: 2017-07-19 17:35:00
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველო-ნატო-ს ფართომასშტაბიან წვრთნებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში დაგეგმილ ნატო-ს ფართომასშტაბიან წვრთნებს „ღირსეული პარტნიორი 2017“ ნატო-ს მხრიდან გადადგმულ დესტრუქციულ ქმედებად და რეგიონში დაძაბულობის ესკალაციის მცდელობად აფასებს.„ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გეგმაზომიერი ზრდა და ოპერატიული მომზადების ინტენსივობა, რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ასევე, რისკის ქვეშ აყენებს არსებული კონფლიქტების დასარეგულირებლად მიმართული საერთაშორისო ფორმატების ძალისხმევას“, - აღნიშნულია დეფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ ე.წ. საგანგებო განცხადებაში.დეფაქტო უწყების განმარტებით, საქართველოს ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე წელია ასეთი წვრთნები იმართება და ყოველწლიურად შესამჩნევი ხდება მასში მონაწილე სამხედროებისა და მძიმე ტექნიკის რაოდენობის მატება.„გვინდა შეგახსენოთ, რომ დასავლეთის ქვეყნების ასეთმა არაშორსმჭვრეტელურმა და საშიშმა პოლიტიკამ, ხელი შეუწყო საქართველოში რევანშისტული განწყობის ზრდას, რამაც საბოლოოდ ბიძგი მისცა ოფიციალურ თბილისს 2008 წლის აგვისტოში აგრესიის წამოეწყო“, - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში, რომლითაც საქართველო-ნატო-ს ფარგლებში დაგეგმილ წვრთნებს აპროტესტებს.
წაკითხვა
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის მსურველთა რაოდენობა მკვეთრად მცირდება
გამოქვეყნებულია: 2017-07-18 17:19:00
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. უმაღლესს სასწავლებლებში, მისაღები გამოცდები დაიწყო. ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტში მხოლოდ 598 განაცხადი შევიდა."ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენს უნივერსიტეტში განაცხადების შემოტანის კლების მყარ დინამიკაა. მაგ. 2012 წ. – 827 განაცხადი იყო, 2013 წ. – 806, 2014წ – 788 განაცხადი", - განაცხადა ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა ვიქტორ მალანძიამ. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტში სულ 42 სპეციალობაა. რამდენიმე ფაკულტეტზე განაცხადი არც შესულა - მაგ. ქიმიის მიმართულებით, ფიზიკის ფაკულტეტზე - მხოლოდ 2, აფხაზური ენის სწავლება - არააფხაზურ სკოლებში - მხოლოდ 3 განაცხადი. სხვა სპეციალობებზე ბიოლოგია, გეოგრაფია, მათემატიკა მთლიანად 10 განაცხადი.ამის მიზეზად ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე მიზეზს ასახელებენ - უმთავრესად, საერთო დემოგრაფიულ მდგომარეობას რეგიონში. მთლიანად ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო წლებში 2000-მდე მოსწავლე ამთავრებს სკოლას და ეს რაოდენობა არ იცვლება. ბევრი მოსწავლე სკოლის დამთავრების შემდეგ რუსეთში აგრძელებს სწავლას, მათთვის მინიჭებული ქვოტებით. ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი ვიქტორ მალანძია ამბობს, რომ რეგიონში აღარ ხდება მკურნალ ექიმების მომზადება, არც ინჟინრების და არც სხვა პროფესიის კადრების.უკვე თავად სპეციალისტები ამბობენ, რომ ადგილობრივ ე.წ. უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტთა რაოდენობის შემცირებას შეიძლება, რეგიონში ფართო პროფილის კვალიფიციური კადრების დეფიციტი მოყვეს.
წაკითხვა
ოკუპირებული ლუგანსკი „მალორასიის“ შექმნაში მონაწილეობას უარყოფს
გამოქვეყნებულია: 2017-07-18 16:40:00
ოკუპირებული ლუგანსკის დეფაქტო სახალხო რესპუბლიკას „მალოროსიის“ შექმნის შესახებ საგანგებო სხდომაზე საკუთარი წარმომადგენლები არ გაუგზავნია და ეს საკითხი ხელმძღვანელობასთან არ შეთანხმებულა - განაცხადა ოკუპირებული ლუგანსკის დეფაქტო სახალხო საბჭოს თავ-რემ ვლადიმირ დეგტიარენკომ.ეს განცხადება ვლადიმირ დეგტიარენკომ, მას შემდეგ გააკეთა, რაც ოკუპირებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დეფაქტო ლიდერმა ალექსანდრე ზახარჩენკომ ახალი სახელმწიფოს „მალორისიას“ შექმნის შესახებ ინიციატივა წამოაყენა. ოკუპირებულ დონეცკში თვლიან, რომ ოფიციალური კიევს არ შეუძლია, შეაჩეროს სამოქალაქო ომი თავად სახელწოდება უკრაინამ კი „საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა“. პროექტის ე.წ. საკონსტიტუციო აქტის მიხედვით, „მალოროსია“ უნდა გახდეს ფედერალურ სახელმწიფოდ, რეგიონების ფართო უფლებამოსილებით.„ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკას თავისი ოფიციალური დელეგატები არ გაუგზავნია დონეცკში უკრაინის რეგიონების წარმომადგენელთა სხდომაში მონაწილეობის მისაღებად. უფრო მეტიც, ჩვენ არ ვიყავით ინფორმირებულები ასეთი ღონისძიების შესახებ. ჩვენთან მსგავსი საკითხი შეთანხმებული არ ყოფილა“- ციტირებს დეგტიარენკოს „ლუგანსკის საინფორმაციო ცენტრი“.
წაკითხვა

უახლესი